You are on page 1of 3

ქვის ხანის ადმიანი

1 სამიზნე ცნება:წყარო / ინტერპრეტაცია;


საზოგადოებასაკითხი:ქვისხანისადამიანიკომპლექსური დავალების
პირობა:გაეცანითრესურსებს:
·„პირველყოფილისაზოგადოებისძირითადიმახასიათებლები“;
·„საქართველოსმღვიმეები“ ;
·„მღვიმური მხატვრობის უძველეს ნიმუშები“ დაწერეთ საგაზეთო სტატია.სტატიაზე
მუშაობისას გაითვალისწინეთ შემდეგი მოთხოვნები: 1. მიმოიხილეთ ქვის ხანის შესახებ
წყაროები და მიუთითეთ, რა სახის ინფორმაციას გვაწვდიან ისინი, კერძოდ:
·საიდან გვაქვს ინფორმაცია პირველყოფილი ადამიანების ყოფის შესახებ?
·არგუმენტის მოშველიებით დაასაბუთეთ განხილული წყაროების სანდოობა;
·იმსჯელეთ, შეიძლება თუ არა, რომელიმე წყაროში დაცულმა ინფორმაციამ
განსხვავებული ინტერპრეტაციები გამოიწვიოს? მოიყვანეთ მაგალითი.
2. წარმოაჩინეთ პირველყოფილი ადამიანის/საზოგადოების ძირითადი მახასიათებლები,
კერძოდ:
·მიუთითეთ, რა თავისებურებები ახასიათებდათ ქვის ხანის ადამიანებს და რამდენად
განსხვავდებიან ისინი თანამედროვე ადამიანისგან; ·წარმოაჩინეთ ქვის ხანის ა და მიანის
ინტერესები და საზრუნავი და მიუთითეთ, როგორ ცდილობდნენ/ახერხებდნენ ისინი
ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებას?
·დაახასიათეთ პირველყოფილი საზოგადოების სტრუქტურა (გვარი, თემი, საკუთრების
ფორმა, მმართველობა) და განსაზღვრეთ გენდერული როლები(ქალისა და კაცის
ფუნქციები, მათი საქმიანობა);
·თქვენი წარმოსახვით დაახასიათეთ უძველესერთობებს (გვარები/თემები) შორის
არსებული ურთიერთობები (რამდენად მშვიდობიანად თანაარსებობდნენ ისინი, რის გამო
შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო მათ შორის მტრობა და სხვ.).
2 პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
·პირველ ეტაპზე მოიფიქრეთ ბლოგის ან სტატიის სათაური;
·შექმენით ბლოგის/სტატიის სტრუქტურა - გამოყავით ქვესაკითხები და ისინიც
დაასათაურეთ;
·ეცადეთ, სტატიის შინაარსი მრავალფეროვანი იყოს, რითაც პირველყოფილი
ადამიანის/საზოგადოების სხვადასხვა მახასიათებელს წარმოაჩენთ(საცხოვრებელი,
კვებისრაციონი, იარაღი და ნადირობის წესები, ადამიანთაშორის ურთიერთობები,
ყოველდღიური სირთულეები, რელიგიური წარმოდგენებიდასხვ.);
·ინტერნეტის საშუალებით მოიძიეთ (ან დახატეთ) ტექსტის შინაარსის შესატყვისი
სურათები და შესაბამის ადგილას დაურთეთ. ეცადეთ, ისეთიილუსტრაციებიშეარჩიოთ,
რომლებიცგარკვეულპროცესს, მოვლენას, საქმიანობასასახავენ; პირველყოფილი
საზოგადოების ძირითადი მახასიათებლები გვაროვნული თემი თანდათანობით პროგრესი
განიცადა ადამიანთა საზოგადოებამაც.
3 პირველყოფილი საზოგადოება“პალეოლითში ჩაისახა შრომის დანაწილება... ქალის
შრომითი საქმიანობის სფეროდ იქცა საცხოვრებლის დაცვა; მუდმივი ცეცხლის მოვლა,
ზრუნვაბავშვებსა და მოხუცებზე, მცენარეული საკვების შეგროვება და სხვა სამეურნეო
მოვალეობანი. მამაკაცთა შრომას უპირატესად ნადირობა წარმოადგენდა. მათ
ვეევალებოდათ ღია სადგომებზე საცხოვრებლების გამართვა, საიარაღო ნედლეულის
მოპოვება და იარაღ-ხელსაწყოების დამზადება. ამავე ეპოქაში ხდება სახვითი ხელოვნების
ჩასახვაც. ჩნდება ქვედაპალეოლითური გრაფიკის პირველი ელემენტები, კერძოდ ქვასა და
ცხოველის ძვალზე გამოსახული ორნამენტული შტრიხები...’’. საქართველოს არქეოლოგია,
ტ., I. „ქვის ხანის ადამიანს არ შეეძლო ლამაზი და მყუდრო სახლის აგება. არც ამდენი
საოჯახო ნივთი თუ სამუშაო იარაღიჰქონდა. მაშ, როგორცხოვრობდა იგი? ადამიანი უფრო
მეტად ნადირობით ირჩენდათავს. სანადიროდ მამაკაცი დადიოდა. ქალი კი ტყეში
მცენარეებს აგროვებდა. ნადირობის მთავარი იარაღი იყო ცული და დანა. მათ მონადირე
კაჟისაგან ამზადებდა. შემდეგ ადამიანმა სანადირო და საბრძოლო იარაღის გაკეთება
ცხოველის ძვლისაგან დაიწყო. ამისათვის ის ძვალს ჯერ ცხელ წყალში ალბობდა და
არბილებდა. შემდეგ ასწორებდა და შუბად აქცევდა. მონადირე ყველაზე ხშირად მამონტს
ერჩოდა. ესიმიტომ, რომ მისი ბეწვიც, ხორციცა და ძვლებიც გამოსადეგი იყო. მამონტზე
ხშირად რამდენიმე ათეული ადამიანი ერთად ნადირობდა. ზოგჯერ უკან მისდევდნენ და
შუბებს ესროდნენ. ზოგჯერ ორმოს თხრიდნენ.
4 შიგ წვეტიან სარებს ასობდნენ და ტოტებით ფარავდნენ. ორმოში ჩავარდნილი მამონტის
მორევა უფრო იოლი იყო. ძველად ადამიანი ბინად ბუნებრივ გამოქვაბულს იყენებდა. მას
ცეცხლის შუქით ანათებდა. სამოსს ცხოველის ტყავისაგან კერავდა ძვლის ნემსით. სამოსს
რთავდა ჭრელად შეღებილი უამრავი ნიჟარითა და კენჭით. იმავე მასალით აკეთებდა
ბევრნაირ სამკაულს: მძივს, სამაჯურს, საყურეს... სადგომის კედლებზე კინადირობის
სცენებს ხატავდა. ამისთვის ბუნებრივ საღებავს თავად ამზადებდა მცენარეებისა და
ფერადი ქვებისაგან. ზოგან უძველესი ადამიანი კარვებშიც ცხოვრობდა. კარავს ცხოველის
ტყავისგან კერავდა. კარვის სარებად ცხოველთა დიდ ძვლებსი ყენებდა. ძვლებზე ტყავს
ამაგრებდა. თუ კარავი დიდი იყო, შიგ ორი ან სამი ოჯახი ცხოვრობდა. თუმცა ყველა ოჯახს
თავისი კერიაჰქონდა. კერიასთან თბებოდნენ, იქვე საჭმელს ამზადებდნენ. ასეთი იყო
ადამიანის ცხოვრება მანამ, სანამ იგი მეტ ცოდნას შეიძენდა. უკეთესი საცხოვრებელი
გარემოს შექმნაში კი მას ცოდნა და გამოცდილება დაეხმარა.

5 იარაღი“
იმდროინდელი ადამიანი ქვის იარაღს ქვითვე ამზადებდა. გრდემლისა და კვერის (უროს)
მაგივრობას უბრალო რიყის ქვებიც კარგად სწევდა. გრდემლზე დებდნენ კაჟის მასიურ
ნატეხს, რომელსაც უროს დარტყმით ჩამოატეხდნენ სასურველი სისქის ანატკეცებს. ამ
უკანასკნელთა გვერდების ცოტათ თუ ბევრად შემოლამაზება-გათლის შედეგად იარაღს
ღებულობდნენ. ზოგი გვერდი ანატკეცსკ არგად აქვს შემოლამაზებულ-დაბლაგვებული ისე,
რომ ხმარების დროსარც ხელს გაჭრის და არც ნაპირები ჩამოატყდება... ჩვენთვის
საინტერესო აპოქაში ძირითად, თითქმის უნივერსალურ იარაღს ხელნაჯახი
წარმოადგენდა. იგი იხმარებოდა საჭრელად, საცემად, საჩიჩქნად, საფხეკად და
სასროლადაც. რასაკვირველია, მასტარიაქჰქონდა. ტარის მოვალეობას ასრულებდა
ადამიანის მუჭი და მკლავი და სწორედ ამის გამო შეერქვა ეს სახელი....’’გიორგი
გობეჯიშვილი.
6
რელიგია და კულტურა ქვის ხანაშივე ჩაისახა რელიგიური შეხედულებები. ადამიანი თავს
აღიქვამდა ბუნების განუყოფელ ნაწილად. ის ბუნებასაც ადამიანურ თვისებებს მიაწერდა.
სულიერ არსებებად აღიქვამდა მცენარეებსა და ქვებს, განსაკუთრებით ახლოს გრძნობდა
თავს ცხოველებთან და ზოგიერთ მათგანს საკუთარი გვარის წინაპრადაც კი თვლიდა.
თანდათან გაჩნდა ციურსხეულთა კულტი, ზებუნებრივი ძალით აღიჭურვა და
თაყვანისცემის ობიექტი გახდამზე, მთვარედავარსკვლავები. ადამიანები მათთვის
სასურველიბ უნებრივი მოვლენის გამოწვევის მიზნით ატარებდნენ რელიგიურ
რიტუალებს. მიაჩნდათ, რომგარკვეული რიტუალის შესრულებით სხვაზე ზემოქმედება
შეეძლოთ. რიტუალის ჩატარების უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ პირებს- შამანებს
ჰქონდათ. დღესშამანის (ჯადოქრის) ხსენება ბევრში ღიმილს იწვევს. წინათ მათ მიმართ
სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება იყო. შამანების ყველას ეშინოდა, ისინი
ყველაფრისმცოდნე, ღვთაებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანებად ითვლებოდნენ.
შამანებს ცხოვრების დიდი გამოცდილებაც ჰქონდათ და ბუნების მოვლენებშიც სხვებზე
უკეთ ერკვეოდნენ.

7 უძველესრელიგიურწარმოდგენებსუკავშირდებახელოვნებისწარმოშობა. ადამიანები
აკეთებდნენ სხვადასხა სახის სამკაულებს, არა მხოლოდ თავის მორთვის მიზნით, არამედ
ავი თვალისა და ბოროტი ძალების ზემოქმედებისაგან დასაცავად ან ზებუნებრივი
მფარველების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ერთგვარი მაგიური დანიშნულება ჰქონდა
კედლის მხატვრობასაც. დახატულ ნადირს შუბებით ჩხვლეტდნენ, მის წინ რიტუალურ
ცეკვას ასრულებდნენ და ამით მონადირეთა მფარველ ძალებს დასახმარებლად უხმობდნენ.
თანდათანობით ხელოვნება თავისუფლდება რელიგიური დატვირთვისაგან და ადამიანის
ესთეტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ემსახურება.

You might also like