You are on page 1of 12

ალექსანდრიის

(ფაროსის) შუქურა.
ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე
ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος -
შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, 
ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3
საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ
საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან
ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის
სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში
მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის
შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა
მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი
სატელიტური ფოტოებით შუქურის
დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს.
შუქურის კოშკი სავარაუდოდ
134 მეტრის სიმაღლის უნდა
ყოფილიყო და იმ დროისთვის,
დედამიწაზე არსებული
ადამიანის მიერ აგებული
ყველაზე მაღალი ნაგებობა
უნდა ყოფილიყო.
თეთრი ქვის ბლოკებით
ნაგები კოშკი სამი
ნაწილისგან შედგებოდა:
ქვედა მართკუთხა
პლატფორმა ცენტრალური
ფუნდამენტით, შუა
ოქტაგონური სექცია და
მაღლა კი, მრგვალი სექცია.
შუქურის თავში დიდი სარკე
იყო დამონტაჟებული,
რომელიც დღის
განმავლობაში მზეს
ირეკლავდა და მისი შუქი 100
კილომეტრზე აღწევდა, ღამე
კი ცეცხლს ანთებდნენ.
როგორც ალექსანდრიის 
ზარაფხანის 
რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი,
შუქურის პლატფორმის ოთხივე
კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები
იდგა. ასევე, რომაულ პერიოდში,
კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო
ერთი ქანდაკება. მოგვიანებით,
მრავალი ადრეული ისლამური 
მეჩეთის მინარეთთა დიზაინი
ფაროსის მსგავსი სამ-სექციანი
პროექტით იქმნებოდა, რაც
შუქურის დიდ არქიტექტურულ
ზეგავლენაზე მეტყველებს.
ალექსანდრიის შუქურა
ძვ. წ. III საუკუნეში აიგო
ეგვიპტის ქალაქ
ალექსანდრიის ყურეში
მდებარე კუნძულ ფაროსზე
(ამიტომაც მას ფაროსის
შუქურასაც უწოდებენ).
შუქურის მშენებლობა
დასრულდა დაახლ. ძვ. წ.
283 წელს, მისი მთავარი
დანიშნულება
ზღვაოსნებისთვის გზის
განათება იყო.
ღამით კუნძულისკენ გზას ცეცხლის
ალი უჩვენებდა ღამით კი -
კვამლი.შუქურის სიმაღლე 120-140
მ-ს აღწევს და ის შედგებოდა
მარმარილოს სამი კოშკისაგან,
რომელთა საძირკველსაც მასიური
ქვის ბლოკები წარმოადგენდა.
პირველი კოშკი სწორკუთხა იყო.
მასში განლაგებული იყო ოთახები,
რომლებიც ცხოვრობდნენ მუშები
და ჯარისკაცები. მას ზედ ედგა
რვაკუთხა კოშკი . მესამე კოშკს
ცილინდრის ფორმა ჰქონდა და
მასში მუდმვივად ენთო ცეცხლი.
ეს იყო მსოფლიოში პირველი
შუქურა და თავდაპირველი სახით
თითქმის ათას წელს იარსება. 796
წელს ის მიწისძვრამ ძალიან
დააზიანა. ეგვიპტეში
გაბატონებულმა არაბებმა
არაერთხელ სცადეს მისი
აღდგენა. საბოლოოდ, XV
საუკუნეში შუქურის ადგილზე
ციხესიმაგრე ააგეს, რომელიც
დღემდე დგას.
გმადლობთ
ყურადღებისთვის!

ავტორები:
ბალამწარაშვილი ზურაბი,კალმახელიძე თათია, ქრისტესიაშვილი გიორგი და
პაპუნაშვილი ევა.

You might also like