You are on page 1of 3

ზევსის ქანდაკება

ძვ.წ. 433 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის, ბერძენთა უზენაესი ღმერთის ქანდაკება
დაასრულა, რომელიც სამხრეთ საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მისთვის სპეციალურად
აგებულ ტაძარში იდგა, სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა, ესეიგი დღევანდელ ოთხსართულიან
სახლზე მაღალი იყო. ქანდაკება მრავალ ძვირფას მასალას შეიცავდა, მათ შორის ერთ ტონა
სპილოს ძვალსა და ტონაზე მეტ ოქროს.
ყველა მნახველს აოცებდა, როგორც ქანდაკების სიდიდე, ასევე მცირე დეტალების
განსაკუთრებული დახვეწილობა. გადმოცემით, ის უფრო საიუველირო ნაწარმს ჰგავდა,
ვიდრე ქანდაკებას. ფიდიასმა ზევსი ტახტზე მჯდომი გამოსახა. ზევსი ტახტზე ისე
ბუნებრივად იჯდა, რომ ხალხს ეჩვენებოდა თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდა. ქანდაკება
ტაძარში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იდგა. ზევსის ქანდაკება დაახლოებით ძვ.წ. 466-
456 წლებში აიგო. მან ქანდაკების აგებას 8 წელი მოანდომა.
ქანდაკებისთვის უამრავი სპილოს ძვალი და ბეჰემოთის კბილი იქნა გამოყენებული.
სინესტისა და ზაფხულის ხვატისგან დასაცავად ძვალი ზეთით დაფარეს. თუკი ქანდაკებაში
გამოყენებულ ოქროს დღევანდელი ფასებით შევაფასებდით, ქანდაკება 6 მილიონი გირვანქა
სტერლინგი ეღირებოდა.
ზევსის ტაძარს თითოეულ მხარეს 13, ხოლო თითოეულ ბოლოს 6 სვეტი ამშვენებდა.
მისი მობათქაშებული კედლები კირქვის იყო, სახურავი კი მარმარილოს ფილებისგან
შედგებოდა. რომაელთა ბატონობის პერიოდში ეს შესანიშნავი ქანდაკება მივიწყებულ
იქნა, მისდამი აღარ აღევლინებოდა ღვთისმსახურება. გადმოცემის თანახმად,
ქანდაკების ნაწილები ახ.წ. 394 წელსბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში
გადაიტანეს, სადაც ისინი ხანძარმა იმსხვერპლა.

ჰალიკარნასის მავზოლეუმი ძვ. წ. IV საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის


მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები
დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობას საუკუნო დიდება ხვდა
წილად.
მავსოლეს მიერ განხორციელებულმა ამბიციურმა სამშენებლო პროექტებმა
ჰალიკარნასი ეგეოსის ზღვის ულამაზეს ქალაქად აქცია.

353 წელს, მავსოლეს სიკვდილის შემდეგ, მშენებლობას მისი მეუღლე და ტახტის


მემკვიდრე არტემისია ზედამხედველობდა. არტემისია მშენებლობის
დასრულებამდე გარდაიცვალა, მაგრამ მშენებლებმა გადაწყვიტეს დაესრულებინათ
ნაგებობა და დაემტკიცებინათ მათი უბადლო ოსტატობა.
ჰალიკარნასს დღეს ბოდრუმი ეწოდება. იქ მდებარე მუზეუმში აკლდამის მრავალი
საინტერესო დეტალი ინახება.

ჰალიკარნასის მავზოლეუმის სვეტებს შორის მავსოლეს ოჯახის წევრების


ქანდაკებები დგას. დღესდღეობით შემორჩენილია ქალისა და მამაკაცის ორი
გიგანტური ქანდაკება, რომლებიც ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.
ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ეს მავსოლესა და არტემიდიას ქანდაკებებია.
ასევე, საინტერესოა, რომ მავსოლეს გვამი დაწვეს, ხოლო მისი ფერფლი მიწისქვეშა
სამარხში შეინახეს, რის შემდეგაც შესასვლელი მასიური ქვით ჩახერგეს და მიწით
დაფარეს. ამის მიუხედავად, მძარცველებმა მაინც შეძლეს სამარხის გათხრა და
გაძარცვა. უკანასკნელ წლებში არქეოლოგებმა გადარჩენილი განძის ნაწილი
აღმოაჩინეს.

სიტყვით "მავზოლეუმი", რომელიც მავსოლეს სახელიდან მომდინარეობს, დღეს


ნებისმიერი დიდი აკლდამა აღინიშნება.

როდოსის კოლოსი

ძვ. წ. 304 წელს ქალაქი როდოსი საშინელ ალყას გადაურჩა. ეს ფაქტი სადღესასწაულოდ
აღნიშვნას იმსახურებდა, ვინაიდან ეს იყო მესამე ალყა, რომელიც კუნძულს 30 წლის
განმავლობაში დაემუქრა. ბედნიერმა ხალხმა კუნძულის მფარველი მზის ღმერთის-
ჰელიოსისათვის უზარმაზრი ქანდაკების აგება გადაწყვიტა.
30-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკების, როდოსის კოლოსის მშენებლობა ძვ.წ. 292 წელს დაიწყო
და 12 წელი გაგრძელდა. იგი ბრინჯაოს ფურცლებისა და ბრინჯაოგადაკრული რკინის
კონსტრუქციებისაგან ააგეს. მოქანდაკე ლინდოსელის უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად,
კოლოსმა 60 წელიც ვერ იარსება, მას მსოფლიო საოცრებებს შორის ყველაზე ხანმოკლე
ისტორია აქვს.
ძვ.წ. 226 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს კოლოსი მუხლებში გადატყდა, მიწაზე დაეცა და
ნამსხვრევებად იქცა. ეს ნანგრევები ხელუხლებელი რჩებოდა ახ. წ. 654 წლამდე, როდესაც
არაბებმა კუნძული დაიპყრეს და ბრინჯაოს ნაწილები 900 აქლემის მეშვეობით გადაზიდეს
ნავაჭრის სახით და სირიელებს მიჰყიდეს.
როდოსის კოლოსის არცერთ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია.
მე-14 საუკუნის იტალიელი მოგზაური დე მარტონი თვლიდა, რომ კოლოსის ხელში
ანთებული ჩირაღდანი გემებს გზას უჩვენებდა.
მის თავს მზის სხივების გვირგვინი ამშვენებდა.

ისტორიკოსების აზრით, ქარესმა მზის ღმერთის სახე ალექსანდრე მაკედონელის


სახის მსგავსად შექმნა, რითაც ალექსანდრე ძლიერ, ღმერთების დარ გმირად
წარმოაჩინა.
კოლოსის თითი იმხელა იყო, რომ ადამიანი მკლავებს ვერ შემოახვევდა.
ზოგიერთი მხატვრის ნახატზე კოლოსის ფეხები ნავსადგურის ორივე ნაპირზე დგას.
ასეთ შემთხვევაში ქანდაკება იმდენად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ მისი აგება
შეუძლებელი იქნებოდა.

You might also like