You are on page 1of 4

„ოდისეა“_ის კვალდაკვალ

ანტიკური ეპოქა ძალიან დიდ პერიოდს მოიცავს, თუმცა ყველა ეპოქაში


გამორჩეულად ვითარდებოდა თუ იწერებოდა სხვადასხვა ლიტერატურული
ნაწარმოებები და იქმნებოდა ხელოვნების ნიმუშები. ერთ-ერთი ნაწარმოებია
ჰომეროსის „ოდისეა“. მკვლევართა ნაწილი ეჭვობს, რომ ჰომეროსი არ იყო
ზემოთხსენებული ნაწარმოების ავტორი, მიუხედავად ამისა ამ ნაწრმოებმა დიდი
გავლენა იქონია ანტიკური ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებაზე, რადგან
თვითონ იყო ერთ-ერთი პირველი ანტიკური ნაწარმოები. ნაწარმოების მთავრი
გმირია ოდისევსი, რომელიც ტროაში მომხდარი ომის გმირია, ალბათ სწორედ ის იყო
უამრავი იმ დროში მცხვორები ბერძენისათვის სამაგალთო პიროვნება, რადგან
მოახერხა გადარჩა და სახლსაც დაუბრუნდა, მისი ვაჟის ტელემაქესა და ქალღმერთ
ათინას წყალობით. „ოდისეა“_ის პესონაჟები და პოემიდან სხვადასხვა მომენტები იმ
პერიოდშიც და შემდგომაც მრავალგვარადაა გამოსახული, როგორც ქანდაკებებით
ასევე ნახატებითა და ლიტერატურით.

ძველი ბერძნული ენა მრავლაფეროვანია, უამრავ სიტყვას შესაძლოა 2-3 ან


მეტი თანამედროვე შესატყვისი ვუპოვნოთ, ამის გამო „ოდისეა“ მრავალგვარადაა
ნათარგმნი. (ზ. კიკნაძის და თ.ჩხენკელის თარგმანის) პირველ თავში მოცემულია
წინადადება „გვიამბე, მუზავ*, იმ მრავალტანჯული კაცის ამბავი, ვინც ბევრი
იხეტიალა მას შემდეგ, რაც ტროას წმინდა ციხესიმაგრე დააქცია;“ სიტყვა იხეტიალა
ნათარგმნია სიტყვიდან „πλάγχθη“, ამ სიტყვიდან მოდის ზმნაც „πλάζω“, რომელი
ზმნასაც ვფიქრობ ქართულ ენაში ყველაზე კარგი შესატყვისი ვუპოვეთ (იხეტიალა),
თუმცა ინგლისურ ენაში ჩნდება სხვადასხვა ვერსიები, როგორებიცაა: “he wandered”,-
(მან იარა) “the hero traveled.”-(გმირმა იმოგზაურა), “was driven“-(იქნა ნატარები) ,
ასევე არასანდოა ინფორმაცია, თუმცა ერთ-ერთი ვარიანტით გამოყენებულ იქნა
“forced to wander.”-(ნაძალადევად იმოგზაურა ან იარა) . სხვადასხვა ავტორი
სხვადასხვაგვარად გამოხატავდა ოდისევსის სახეს. ორმაგი ხაზით გავლებული
სიტყვები თიქოს უფრო მეტად ოდისევსის სურვილებს წარმოაჩენს, რომ მას თვითონ
სურდა მოგზაურობა თუ ხეტიალი, ხოლო კლაკნილი ხაზით აღნიშნული სიტყვები
ოდისევსზე განხორციელებულ ძალადობაზეც მიგვანიშნებს, (რადგან ვიცით იგი
ზევსმა დასაჯა და სწორედ ამის გამო ვერ დაბრუნდა ითაკაში). სწორედ ამაში
ვხედავთ ბერძნული ენისა და ზოგადად ანტიკური ეპოქის ლიტერატურის
მრავალფეროვნებას. ასეთი მრავალფეროვნებითვეა დაწერილი მრავალი ანტიკური
ნაწარმოები, მაგალითად ახალი აღთქმის წიგნები, რომელიც მართალია რამოდენიმე
საუკუნის შემდეგ დაიწერა, მაგრამ მასშიც უამრავი ღრმად გამოსაკვლევი სიტყვაა.
ასეთი მრავლისმთქმელი ანტიკური ბერძნული ლიტერატურა იყო მიზეზი თუ
რატომაც, უამრავი სხვა ხელოვნების დარგიც ლიტერატურის შემდგომ აღორძინდა.
ჰომეროსის „ოდისეა“_ზე უამრავი ნაშრომია შექმნილი, (ძეგლები და ნახატები
ვაზებზე, რომლებიც დაბლაა მოცემული სურათების სახით) . ეპიკური მომენტები,
რომლებიც ამ პოემაშია დაწერილი შედარებით რეალურ სახეს იძენს მათი ჭურჭელზე
და კედლებზე გადმოტანისას. ჩემი აზრით, გავლენა რომელიც ანტიკურმა
ხელოვნებამ შემდგომ თაობებზეც იქონია გამომდინარეობს იმ დროში მოღვაწე
ადამიანების პროფესიონალიზმიდან. არა მარტო ჰომეროსი, არამედ სოფოკლე
ჰომეროსი, ჰეროდოტე ყველა მათგანის გავლენა ზალიან დიდია. ადამიანები დღესაც
შევისწავლით მათ ისტორიულ ნაშრომებს, ხოლო ამ ნაშრომების მიხედვით
შექმნილი ნახატები და ძეგლები აღფრთოვანებას იწვევს. ძველი ანტიკური
ბერძნული მხატვრობა ძალიან წააგავდა ეგვიპტურსაც, ბერძნულში ეგვიპტურისგან
განსხვავებით უკეთაა გამოსახული სახის ნაკვთები, კერძოდ ცხვირი და წარბები
მართალია აქ იეროგლიფები დიდ ადგილს არ იკავებდა, მაგრამ ადამიანები და
ცხოველები აქაც პროფილში გამოისახებოდნენ. (დაბლა იხილავთ ეგვიპტურ და
ბერძნულ ნაშრომებს, რომელიც შეგიძლიათ შეადაროთ)

ბერძნული

ბერძნული დაახლოებით ძვ.წ 750 წლის ნაშრომი


ეგვიპტური
დღევანდელ დღეს, შესაძლოა ვერ ვპოვოთ ანტიკური ნაწარმოებების, ნახატებისა
თუ ქანაკებების პრაკტიკული გამოყენების გზა, მაგრამ მათი შესწავლა
მნიშვნელოვანა, რადგან ხანდახან ისეთი ბრძნული გამონათქვამები შესასძლოა
ვნახოთ ჰომეროსის ან სოფოკლეს წიგნებში, რომლებსაც უამრავი თანამდროვე თავის
თავს მიაწერს, მაგრამ ისინი უკვე ნათქვამია.

გამოყენებული მასალები და საიტები:

https://rebfrey.wordpress.com/2014/07/28/first-line-of-the-odyssey-in-greek-with-english-
translations-and-commentary/

https://sacred-texts.com/cla/homer/greek/ody01.htm

დავითი დათუაშვილი

You might also like