Professional Documents
Culture Documents
უძველესი პერიოდი
პირველ რომაელ მწერალად მიიჩნევენ აპიუს კლავდიუს ბრმას, რომელიც ძვ. წ. IV - III
საუკუნეების პოლიტიკური მოღვაწე იყო. მან შექმნა სენტენციების კრებული, რომელმაც
ძალიან მწირად მოაღწია ჩვენამდე, ჩაატარა ორთოგრაფიის რეფორმა, დაწერა
იურიდიული ტრაქტატები და ერთი სამხედრო პოლიტიკური სიტყვა პიროსის
წინააღმდეგ.
არქაული პერიოდი
პოეზია
გნეუს ნევიუსი
პირველი რომაელი პოეტი გახდა გნეუს ნევიუსი. იგი მოღვაწერობდა პირველი პუნიკური
ომის შემდეგ. ნევიუსმა გაამდიდრა პოეზია და კომედია რომაული სიუჟეტებით.
კომედიებში იგი ღიად დასცინოდა რომის სახელმწიფო მოღვაწეებს, რისთვისაც
მოგვიანებით სასტიკად დაისაჯა. მან დაწერა პოემა "პირველი პუნიკური ომის შესახებ"
რომელიც ძველ რომში ძალიან პოპულარული იყო.
კვინტუს ენიუსი
მეორე განთქმული რომაელი პოეტი იყო კვინტუს ენიუსი, რომლის ეპიკურ პოემას
ანალები ვერგილიუსის ენეიდამდე ბადალი არ ჰყავდა. მიუხედავად იმისა რომ იგი არ იყო
ლათინი და ლათინური ენა მისთვის მსობლიური არ იყო, მან მოახდინა რომაულ
პოეზიაში გადატრიალება. მან ლათინური პოეზიისთვის დამახასიათებელი ლექსის წყობა
შეცვალა.
კატონი უფროსი
პროზა
პოეზიისგან და დრამისგან განსხვავებით პროზა რომში უფრო მოგვიანებით განვითარდა.
რომაული პროზის პირველი ცნობილი წარმომადგენელია მარკუს პორციუს კატონი
(უფროსი). იგი ძირითადად ისტორიასა და ორატორობაზე წერდა, რაც მოგვიანებით
რომაული მხატვრული პროზის ძირითადი ჟანრები გახდა. კატონი ბერძნული გავლების
დიდი მოწინააღმდეგე იყო და ცდილობდა თავისი პროზით დაემტკიცებინა რომ
ბერძნული გავლენის გარეშეც შეუძლიათ რომაელებს საკუთარი ლიტერატურის შექმნა.
კომედია
პლავტუსი
ტერენციუსი
პუბლიუს ტერენციუსი წარმოშვებით კართაგენელი იყო. მან დაწერა 6 კომედია,
რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. ესენია: "ადრიანიკა" (ძვ. წ. 166), "დედამთილი" (ძვ. წ. 165),
"თვითმგვემი" (ძვ. წ. 163), "საჭურისი" (ძვ. წ. 161), "ფორმიონი" (ძვ. წ. 161) და "ძმები" (ძვ. წ.
160). მისი კომედიები უკვე სუფთა რომაული იყო და მოქმედი პირები არა ბერძნები,
არამედ რომაელები იყვნენ.
სხვა კომედიოგრაფები
ცეცილიუს სტაციუსი
ტრაგედია
სატირა
პროზა
ციცერონი
კეისარი
ისტორიოგრაფია
ჰორაციუსი
პოეზია
ლუკრეციუს კარუსი
კატულუსი
რიტორიკა
პოეზია
სენეკას სტილი
სატირა
პროზა
პლინიუს უფროსი
ფილოსოფია
ტაციტუსი
ისტორიოგრაფია
გვიანდელი პერიოდი
II საუკუნეს მოყვა III საუკუნე თავისი მძიმე კრიზისით. ამ პერიოდში განათლების დონე
საყოველთაოდ დაეცა რაც დამღუპველად აისახა ისედაც დაკნინებულ ლიტერატურაზე. ეს
კარგად ჩანს ე. წ. შცრიპტორეს ჰისტორიაე Aუგუსტაე - ავგუსტების ბიოგრაფიებში,
რომლის ავტორები მხოლოდ ძველი ისტორიკოსების ნაწარმოებების კომპილაციას და
შემოკლებას ახდენდნენ, წყაროების ანალიზის გარეშე. მათი ენა კი არა ლიტერატურული
არამედ ვულგარული ლათინურია, თანაც ხსირად გრამატიკულად გაუმართავიც.
გამოყენებული ლიტერატურა