You are on page 1of 59

1

ჯეი საი რამი გ. ვენკატარამანი

კრიშნასა და არჯუნას დიალოგი


გამომცემლობა „პანენთეისტი“

წინასიტყვაობა
სულ ახლახანს, სატია საი ბაბის ერთ-ერთმა უცხოელმა მიმდევარმა მკითხა: „არსებობს გიტას გამოცემა, რომლითაც
ბავშვების სწავლება იქნება შესაძლებელი?“ და რადგან ასეთი ადაპტირებული ვერსია ვერ აღმოვაჩინეთ,
გადავწყვიტეთ შეგვექმნა ტექსტი, რომელიც განკუთვნილია საის სისტემით ახალგაზრდების განათლებისათვის.

რა თქმა უნდა, ეს ტექსტი ექსპერიმენტია. იგი განკუთვნილია ცხრიდან თხუთმეტ წლამდე მოზარდების
სწავლებისათვის ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ (თუმცა ის ახალგაზრდებსაც გამოადგება, რომ არაფერი
ვთქვათ პირებზე, ვინც ინდურ წმინდა წერილებს არ იცნობენ). სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაში,
თუ ინსტრუქტორი/მასწავლებელი შემდეგ მასალას ფლობს:

ა. „სასწავლო წრეების სახელმძღვანელო“

ბ. „სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის“

გ. წიგნი სახელწოდებით „ღმერთის გზავნილი“, რომელშიც საუბარია გიტაზე და ბაბის მოძღვრებაზე.

პირველი ორი მასალის მოძიება შეიძლება შრი სატია საის, სევას ნებაყოფლობითი მსახურების ორგანიზაციაში, ხოლო
მესამე – შეიძლება მოიძიოთ წიგნის მაღაზიაში პრაშანტი ნილაიამაში, სატია საი ბაბის აშტრამში, ინდოეთში.

კურსის დასაწყისში მასწავლებელი/ინსტრუქტორი მოსწავლეებს მოვლენების შესახებ უნდა მოუყვეს, რომელიც


კურუკშეტრეს ბრძოლას უძღოდა წინ. ეს მარტივია წიგნის მეშვეობით, რომლის სახელწოდებაცაა „ღმერთის
გზავნილი“.

ჩვენი წიგნის სხვადასხვა თავის სწავლებისას შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდს მიმართოთ. თანამედროვე მოსწავლეები
ძალიან აზრიანი არიან და სწრაფად ითვისებენ მასალას. ამიტომ შეიძლება შემდეგი სქემის გამოყენება:

თავიდან ინსტრუქტორი მასწავლებელი ზოგად მიმოხილვას აკეთებს და ყველაზე ძირითად მომენტს უსვამს ხაზს.

შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფს ეძლევა დავალება, მოცემული თავის შინაარსი კლასის სხვა წევრებს შესაბამისი ფორმით
„წარუდგინოს“. წარდგინების დროს შეიძლება გაიმართოს დისკუსია, კითხვები კლასის იმ წევრებმა დასვან,
რომლებიც „პრეზენტაციაში“ არ მონაწილეობენ.

პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი ადგენს სიტუაციურ დილემებს, რომელთა გადაჭრა მოცემულ თავში ნასწავლი
გზებით შეიძლება. ამას გარდა მოსწავლეები გაითამაშებენ პატარა სკეტჩებს, სადაც თავის მნიშვნელოვანი მომენტები
და ღირებულებებია წარმოდგენილი.

გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა პროცესში მასალის ათვისებას აჩქარებს და
ეფექტურს ხდის. შემდეგ თავზე გადასვლამდე, ინსტრუქტორმა მოსწავლეებთან ერთად, ყველაფერი უნდა შეაჯამოს
და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომენტარი უნდა გააკეთოს.
3

რამდენიმე სიტყვა ტექსტის შესახებ; ძირითადად ის გიტას პირველად სტრუქტურას მიყვება, როგორც ეს სვამის
წიგნში „გიტავახინშია“ მოცემული. როგორც ნამდვილ „გიტაში“, აქაც თვრამეტი თავია და თითოეული შედგება
კრიშნასა და არჯუნას დიალოგისაგან. მაგრამ ჩვენი ამოცანა მოცემული ტექსტის ლექსთა ორიგინალზე დამთხვევა არ
იყო, მიუხედავად ამისა, ბაბის სწავლებაზე დაყრდნობით გიტას „სული“ შენარჩუნებული და გაძლიერებულიცაა.
თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რამდენად დახვეწილადაა ჩაწნული ბაბის მოძღვრება კრიშნასა და არჯუნას
დიალოგში, ტექსტში შეხვდებით თანამედროვე იდიომატური გამოთქმებისა და ენის წყობის თავისუფალ გამოვლენას.
აქ ეს სავსებით გამართლებულია, რადგან ხელს უწყობს გზავნილის ნათლად გადმოცემას.

მაშ რატომ არის გიტა ასე მნიშვნელოვანი? პასუხი მარტივია. გიტა გვასწავლის, როგორ ვაწარმოოთ ცხოვრებისეული
ბრძოლა. ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანი გაჩნდა და მანამ გაგრძელდება, სანამ კაცობრიობა იარსებებს.
მაგრამ ნათელია, რომ ამჟამად ბრძოლა განსაკუთრებით გამძაფრებულია, რადგან თანამედროვე ადამიანს
მართლმორწმუნეობის გზაზე დარჩენა სულ უფრო უჭირს. უნდა გვახსოვდეს, რომ გიტა არის ცხოვრებისეული
მასწავლებელი და იგი არ განეკუთვნება ერთ ან მეორე რელიგიას და რწმენას. იგი გვასწავლის, როგორ ვაქციოთ
ცხოვრება სულიერებად, როგორ გავასულიეროთ მისი ყოველი წამი. ამიტომ გიტა გამოადგება ყველას, ყველა ეპოქაში.
ტექსტის შესწავლისას ისიც გავიხსენოთ, თუ როგორ დამარწმუნებლად ახდენდა განდი ბჰაგავადგიტას აქტუალობის
დემონსტრირებას პოლიტიკაშიც კი.

დღეს, მიუხედავად მეცნიერებისა და ტექნიკის კოლოსალური ნახტომისა, რის შედეგად გაიზარდა ცხოვრებისეული
კეთილდღეობის დონე (ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ ყვეყანაში მაინც), მთელ მსოფლიოში ცხოვრება უფრო რთული
გახდა და ეს მათაც ეხება, ვინც მატერიალური კეთილდღეობის მწვერვალზე იმყოფება. რატომ? იმიტომ, რომ
ადამიანები აღარ მისდევენ ძირითად ღირებულებებს. გიტა არის დავიწყებული ძირითადი მცნებების ძლევამოსილი
გახსენება. გახსენება იმისა, თუ როგორ უნდა ჩავეჭიდოთ მათ.

თანამედროვე ბავშვებს ძალიან კარგად ესმით, თუ რა ხდება მათ ირგვლივ. სულის სიღრმეში ისინი მგრძნობიარენი
არიან ადჰარმას (უსამართლობა, უზნეობა) მიმართ და ამის გამო ითრგუნებიან. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში
ვხედავთ, რომ ზრდასრულობისას თავადაც ადჰარმას მიმდევარნი ხდებიან. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველია ის
რჩევები, რომლებსაც უფროსებისაგან იღებენ. თავად უფროსები არღვევენ ყველა წესს, რასაც ღმერთის მოძღვრება
გვირჩევს და ამასთან ბავშვებს ასწავლიან: „მომისმინე, ეს ცუდია, ეს არ არის სწორი, ასე არ მოიქცე“ და ა.შ. ბავშვის
რეაქცია ბუნებრივია – „თუ თქვენთვის შეიძლება ასე მოქცევა, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება?“. მეორე – მასობრივი
ინფორმაციის წყაროები სხვადასხვა მსხვილ მონოპოლიასთან ერთად, ათასი განსხვავებული ხერხით აქტიურ
პროპაგანდას უწევენ ადჰარმას და უზნეობას. ორივე წყარო ისეთ ზემოქმედებას ახდენს გონებაზე, რომ
ახალგაზრდობას წინააღმდეგობის ძალა აღარ შესწევს. ეს არის იმის ძირითადი მიზეზი, რამაც ბრძოლა გაართულა.

მაგალითად, წარმატებული ბიზნესი განვიხილოთ. წლების მანძილზე საინფორმაციო წყაროები გვიყვებიან მსხვილ
საქმოსნებზე, უზარმაზარი ანგარიშით ბანკში და მათი წარმატებული კარიერით გვახვევენ თავბრუს. ერთ მშვენიერ
დღეს კი აღმოჩნდება, რომ „დიდი ადამიანების“ უმრავლესობა თაღლითია, რომელმაც ათობით ათასი ადამიანი ჰყავს
მოტყუებული. მაშინ ვიწყებთ ფიქრს: „რა მოუვიდა საუკუნეების მიერ გამოცდილ მორალს, რომელსაც ბიზნესის
სკოლებში ასწავლიან?“ საქმე ისაა, რომ მორალს უკვე დიდი ხანია არავინ არავის ასწავლის. ადამიანები მორალს,
როგორც არასაჭირო და მოძველებულ ნივთს, უარყოფენ. რა გასაკვირია, რომ ის უეცრად ამოტივტივდეს, როდესაც
საქმე გაფუჭდება?

არა, ზნეობა არ არის სოციალური კეთილმოწყობის და ცივილური არსებობის დანამატი. ის უფრო მეტია. ზნეობა
თვით ცხოვრების ტილოა. სამყარო მას ემყარება. ამიტომ განდი ხშირად ამბობდა: „ზნეობრივი კანონები მართავს
სამყაროს“.

ჩვენ უნდა ვიყოთ ზნეობრივი, რადგან ეს არის ერთაერთი გზა ჩვენი ადამიანური ბუნების შენარჩუნებისათვის. ჩვენ
ყველანი ღმერთის შვილები ვართ, განა შეიძლება უზნეო ვიყოთ? სვამი ამბობს: „როგორ შეგიძლიათ გაეხვიოთ
ადამიანის ფორმაში და იყოთ მატყუარები და არაადამიანურები?“ მოგწონთ თუ არა ეს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ
ზნეობისაგან გაქცევას. და სწორედ ასეთ სიტუაციაში ხდება გიტა აქტუალური. ის ასწავლის ადამიანს, როგორ
მისდიოს დჰარმას, როგორ იყოს ზნეობრივი, მართალი, სინდისიერი, და ეს არის გიტას მთავარი ღირებულება.

ყველაფრის მიუხედავად, რაც ზემოთ ვთქვით, მასწავლებლები, რომლებიც მოზარდებისათვის გიტას სწავლებას
ცდილობენ, სირთულეს აწყდებიან. ინსტრუქტაჟის შემდეგ მოსწავლეები თანხმდებიან, რომ საზოგადოებას მორალი
სჭირდება, მაგრამ როცა საქმე პირადად მათ ეხებათ, ისინი ეგოიზმის დასათმობად მზად არ არიან და ასკვნიან:

• განა ერთ ადამიანს შეუძლია საზოგადოების შეცვლა? მაშ რა სარგებელი აქვს ჩემს ზნეობრივ ქცევას?

• მე მაგალითი მჭირდება მისაბაძად!

• კაცობრიობისათვის ზნეობრიობის დასაბრუნებლად უკვე ძალიან გვიანია. უნდა დავივიწყოთ ამ ამოცანის შესახებ!

ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი რწმენა ჯერ არ გაძლიერებულა. ამიტომ, გიტას გაკვეთილების წარმატების
მთავარი ინდიკატორი ისაა, შეძლო თუ არა მან დჰარმის არსებობის ღრმა რწმენამდე, თუნდაც რამდენიმე ადამიანის
მიყვანა.

ხანგრძლივ შიმშილს ფიზიკურ სიკვდილამდე მივყავართ. ხანგრძლივ სულიერ შიმშილსაც სიკვდილამდე მივყავართ
– ადამიანურობის სიკვდილამდე. სულიერი შიმშილი მთელ სამყაროს ტანჯავს, თუმცა ადამიანები ამას ვერ
აცნობიერებენ. ის თავისებურად ტანჯავს მდიდრებსაც და ღარიბებსაც. ამიტომ გიტას გზავნილი ყველასთვის
აქტუალურია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მიაღწიოს ყველა ქვეყნის ახალგაზრდამდე. ეს არის ერთადერთი გზა,
რომ ჩვენი სამყაროს ღმერთის ჩანაფიქრს სულ მცირედ მაინც დავამსგავსოთ.
4

მე ძლიერ მადლიერი ვარ ახალი ზელანდიის სატია საის გამომცემლობისა, რომელმაც წიგნის ინდურად გამოცემის
უფლება მომცა. ასევე მადლობას ვუხდი ვ.ვ. რავი კუმარს, ინდური გამოცემის მომზადებისათვის და მისი საოცარი
ყურადღებისათვის დეტალების მიმართ, ტიპოგრაფიული შეცდომების გასწორების ჩათვლით.

ჯეი საი რამი გ. ვენკატარამანი


პრაშანტი ნალაიამი, ოქტომბერი, 2003 წ.

თავი პირველი: არჯუნას სასოწარკვეთილების იოგა


1. დჰიტარაშტრამ თავის მეგობარ სანჯაიას ჰკითხა: „ო, სანჯაია, გთხოვ მითხარი, რა განუზრახავთ ჩემს ვაჟებსა და
ჩემი ძმის პანდუს ვაჟებს ბრძოლის ველზე – კურუკშეტრეზე რომ შეკრებილან?“

2. სანჯაიამ უპასუხა: „ო, მეფეო! შენი უფროსი ვაჟი დურიოდჰანა მიუახლოვდა სარდალ დრონაჩარიეს, შენი
შვილებისა და პანდავთა შვილების გურუს. აი, ვხედავ როგორ ესაუბრება დურიოდხანა დრონაჩარიეს: „ო, მოძღვარო!
ყურადღებით შეხედე ჩვენს მამაც არმიას, რომელშიც ამდენი სახელოვანი მეომარია. ისინი ქვეყნის სხვადასხვა
მხრიდან ჩამოვიდნენ, რათა მოგვემხრონ და ჩვენთვის იბრძოლონ. გთხოვ, გურუჯი, ყოველმხრივ დაუჭირე მხარი
ჩვენს ღირსეულ მთავარსარდალ ბჰიშმას „.

3. სანჯაიამ განაგრძო: „ყველა დიადმა მებრძოლმა ჩაჰბერა თავის ნიჟარას და ბრძოლისათვის მზაობა გვამცნო. ასევე
ვხედავ, როგორ ჩაჰბერეს თავიანთ საბრძოლო ნიჟარებს კრიშნამ და არჯუნამ“.

4. არჯუნა ეტლში ზის, კრიშნა კი მისი მეეტლეა. ეტლზე ფრიალებს დროშა ჰანუმანის გამოსახულებით.

5. არჯუნა კრიშნას მიუბრუნდა: „კრიშნა, გთხოვ გაიყვანე ჩემი ეტლი ორ ლაშქარს შორის, რათა ახლოდან დავინახო
ჩემი მტერი – გაბოროტებული კაურანის კლანი“.

6. კრიშნამ, არჯუნას თხოვნისამებრ, ეტლი ორ არმიას შორის ბრძოლის ველზე გამოიყვანა და თქვა: „აბა, არჯუნა,
ყურადღებით შეავლე თვალი შენს მოწინააღმდეგეთ“.

7. არჯუნა ათვალიერებს ერთმანეთის წინააღმდეგ დარაზმულ მებრძოლთ და რას ხედავს?! აი, მისი პაპა, მისი
მასწავლებლები, მისი ბიძაშვილები და სხვა ნათესავები, აი, მისი მეგობრები. ერთნი ველის ერთ მხარეს
ჩამწკრივებულან, სხვანი კი – მეორე მხარეს.

8. არჯუნა ღრმად შეძრა ნანახმა. მან თქვა: „კრიშნა, ჩემს წინაშე მე მხოლოდ ჩემს ახლობლებსა და ნათესავებს ვხედავ.
ნუთუ ჩემთვის ძვირფასი სისხლით ნათესავები უნდა დავხოცო მეფობის მოსაპოვებლად? არა კრიშნა, მე ვერ მოვკლავ
ჩემს მეგობრებს, ნათესავებსა და უხუცესებს. რა სიხარული უნდა მოვიპოვო მათი მოკვლით? რა სარგებელი? პირიქით,
ჩემი ხალხის უწყალოდ გაწყვეტით სამეფოს მოპოვება – ცოდვაა.

9. შესაძლოა, კაურავები დააბრმავა სიხარბემ და ისინი მზად არიან საბრძოლველად, მაგრამ მე არ უნდა მოვიქცე ასე.
არ მსურს, სიხარბემ, შურმა და სხვა მსგავსმა გრძობამ გამაბრუოს. მე ვერ ვიბრძოლებ. დაე, ჩემმა მტრებმა მომკლან, მე
მათზე ხელს არ აღვმართავ!“

10. სანჯაიამ დჰიტარაშტრას, უთხრა: „ახლა კი ვხედავ, არჯუნამ მოისროლა თავისი მშვილდ-ისარი და ღრმა კაეშანით
აღსავსე, თავჩაქინდრული ჩაეშვა ეტლში“.

თავი მეორე: სიბრძნის გზა


1. სანჯაიამ განაგრძო თხრობა: „კრიშნა იწყებს დანაღვლიანებულ არჯუნასთან საუბარს“.

2. კრიშნამ თქვა: „არჯუნა, როგორ მოხდა, რომ ბოლო მომენტში ასეთი ლმობიერი გახდი? უკვე გვიანია
გულმოწყალებისათვის! შენ ვერ მიატოვებ ბრძოლის ველს! შენ უნდა დასძლიო ეჭვი და ცუდი წინათგრძნობა.
აღსდექი და ბრძოლა დაიწყე!“

3. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, ეს როგორ გავაკეთო?! იქ ხომ ჩემი პაპაა – ბჰიშმა! შენ მთხოვ, რომ ისრით გავგმირო
საკუთარი პაპა, რომელმაც ამდენ სიყვარულს მაზიარა?

4. იქ ხომ ჩემი გურუ დრონაჩარიაა! როგორ გამოვასალმო სიცოცხლეს საკუთარი გურუ? განა არსებობს ამაზე დიდი
ცოდვა?

5. გულახდილად გეტყვი, კრიშნა, ვერ ვხედავ ამ ომის „დიად“ მიზნებს. სრულიად დავიბენი. ვიბრძოლო თუ არა –
საკითხავი ეს არის!

6. კრიშნა, შენში ვეძებ შველას. სრულად გენდობი და რჩევას გთხოვ“.

7. კრიშნამ ღიმილით უპასუხა: „არჯუნა, ამჯერად შენ სულელივით იქცევი. შენ შენი ნათესავები სიკვდილამდე
გამოიტირე!

8. იცი კი რაიმე სიცოცლეზე, სიკვდილზე, ან რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ნათელია, რომ არაფერი იცი ამის შესახებ.
რომ გცოდნოდა, პატარა ბიჭივით არ მოიქცეოდი. მოდი შენს ჯიუტ თავში რამდენიმე მკაცრ ჭეშმარიტებას ჩავდებ!
5

9. არჯუნა, შენი უდიდესი პრობლემა, სხვა ადამიანების მსგავსად, ისაა, რომ საკუთარ თავს სხეულად აღიქვამ. შენ
შეეჩვიე აზრს, რომ სხეული იბადება და კვდება. და რადგან ამ ხატმა შენს ცნობიერებაში ფესვი გაიდგა, უსაზღვროდ
გაწუხებს სიკვდილის საკითხი.

10. ახლა კი ყურადრებით მომისმინე. არც შენ და არც მე არა ვართ სხეულები, თუმცა კი ვფლობთ მათ. მე ვატარებ ჩემს
სხეულს როგორც სამოსელს, ისე, როგორც შენ.

11. და ვინ არის „მე“, რომელიც სხეულს იმოსავს? ეს არის ატმა , არჯუნა. გაითვალისწინე, რომ არ არსებობს „ჩემი
ატმა“, „შენი ატმა“ და ა.შ. ერთი და იგივე ატმა სულდგმულობს ყველგან და სხვადასხვა სამოსელს ატარებს.
უცილობლად არსებობს მხოლოდ ერთი ატმა!

12. შენ ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ეს ასე იყოს? ერთი მაგალითი გაგინათებს გონებას. აბა ახედე ზეცას დღისით.
შენ იქ ღრუბლებს დაინახავ, ხოლო მათ მიღმა - ცას. ღრუბლებს შორის სივრცეში ორთქლია გაფანტული. ზოგ
ადგილას ორთქლი ღრუბლად იქცევა, სხვაგან კი ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ, თუმცა ორთქლი მაინც იქ არის.

13. კიდევ ორ მომენტზე გაგიმახვილებ ყურადღებას. ერთი, რომ ღრუბლები მუდამ იცვლიან ფორმას, და მეორე – არ
არსებობს ორი ერთნაირი ღრუბელი.

14. იგივე ხდება სამყაროში. ატმა მოიცავს მთელ სამყაროს. აქა-იქ იგი გამოვლინდება „სამოსის“ მეშვეობით, რომელსაც
სხეულს ვეძახით. არა მხოლოდ ადამიანის სხეულით გამოვლინდება ატმა, არამედ ცხოველების, მწერების და ა.შ. ეს
ნიშნავს, რომ ყველა ცოცხალი არსება არის უნივერსალური ატმას განსახიერება.

15. ამ წუთს გესაუბრებოდი ღრუბლების შესახებ, რომლებიც მუდმივად იცვლიან ფორმას. იგივე მოსდის ნებისმიერ
ცოცხალ არსებას, ანუ ატმას განსხეულებას. ცოცხალი არსებები სხვადასხვა სტადიებს გადიან: ბავშვობას, ყრმობას,
ზრდასრულობასა და სიბერეს.

16. როცა სხეული ბერდება, ატმა მოიშორებს მას და შეიმოსავს ახალ სამოსს, ანუ ახალ სხეულს შეიძენს.

17. არჯუნა, ამას გიყვები, რადგან დავინახე, როგორ განიცდი სიკვდილის გამო. ნუ იწვალებ, რადგან სიკვდილი
მხოლოდ სამოსელის შეცვლაა და სხვა არაფერი.

18. შენი შეცდომა, ისე, როგორც ყველა ადამიანის, ისაა, რომ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობ სხეულს. შენ ფიქრობ,
რომ თავადაც სხეული ხარ. მითხარი, განა სამოსი, რომელსაც ატარებ – არჯუნაა? არა, ეს უბრალოდ შენი სამოსია. შენ
არა ხარ სამოსი, შენ რაღაც სხვა ხარ.

19. ზუსტად ასევე, არც მე, არც შენ და არც ვინმე სხვა არ არის სხეული. ატმა არის ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება. სიკვდილი
ანაღვლიანებს ადამიანებს, რადგან ისინი, თავიანთი სისულელის გამო, საკუთარ თავს სხეულთან აიგივებენ და
განიცდიან, როცა სხეული სიკვდილს უახლოვდება, ან კვდება.

20. თავად დაფიქრდი, არჯუნა, შენ ხომ მეომარი ხარ და უკვე ბევრჯერ გიბრძოლია. დარწმუნებული ვარ, რომ
გადახდილ ბრძოლებში ბევრი მოგიკლავს. მაგრამ ეს მკვლელობები სულაც არ გაწუხებდა. დღეს კი უბედურად
გრძნობ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ მშვილდი აიღე ხელში. რატომ, არჯუნა, რატომ?

21. ვფიქრობ, შენ არა გაქვს პასუხი. ამიტომ მე გიპასუხებ. შენ დღეს იმიტომ დანაღვლიანდი, რომ ადამიანები,
რომლებიც დღეს უნდა დაიხოცონ „შენიანი“ არიან. სწორედ ეს „საკუთრების“ გრძნობა გაფორიაქებს და არა
სიკვდილი თავისთავად. შენ ხომ ადრეც გაგიწყვეტია მტერი.

22. არჯუნა, „ჩემის“, „საკუთრების“ გრძნობა წარმოიშობა სხეულებრივი ცნობიერებიდან, ანუ სხეულთან
მიჯაჭვულობისგან. ის მაშინ იბადება, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ის სხეულია. მაგრამ მე შეგახსენებ, რომ შენ ხარ
არა წარმავალი სხეული, არამედ ხარ მარადიული ატმა!

23. ატმა ენით აღუწერლად მშვენიერი და საოცარია. იგი მუდმივია და არ ემორჩილება დროსა და სივრცეს. იგი არ
იბადება და არ კვდება. გესმის კი, არჯუნა? დრონა და ბჰიშმა – ატმაა, ისე, როგოც შენ და მე. მაშ, როგორ შეიძლება
ისინი დაიხოცონ? დიახ, მათი სხეულები განადგურდება, ისე, როგორც მოძველებული სამოსელი. რად უნდა იდარდო
ასეთი უმნიშვნელო დანაკარგისათვის? დრო მოდის და ძველ სამოსს თავიდან იშორებენ.

24. არჯუნა, სხეულის განადგურდება აღასრულებს დაბადებისა და სიკვდილის უწყვეტ ციკლს. ნუ შეაჩერებ შენს
ყურადღებას ამ გარე ასპექტზე. თუ შენი ყურადღება მუდამ სხეულზეა მიმართული, მაშინ მხოლოდ ზრდის, დაცემისა
და სიკვდილის მომსწრე ხდები. მაგრამ ცვლილებები მხოლოდ შენს სხეულს შეეხება და არა ატმას. ამიტომ,
ყურადღება მიაპყარი ატმას, სხეული კი მეორეხარისხოვანია.

25. ატმა, რომელზეც ახლა გესაუბრები, არ განადგურდება. ცეცხლი მას არ წვავს, წყალი არ ალბობს. იგი მარადიულია
და ყველაფერს მოიცავს.

26. ადამიანის არსებაში ატმა კაშკაშებს როგორც ცნობიერება, როგორც შენი გულის სამყოფელი. როცა გულს ვახსენებ,
შენს სულიერ გულს ვგულისხმობ, და არა ხორციელ ორგანოს! ამ ღვთაებრივ სამყოფელს, სხვაგვარად, „შინაგან
საყუდელს“ უწოდებენ, ანუ „ღმერთს“. რადგან ღმერთი შენს შიგნით ცხოვრობს, არ გჭირდება მისი სხვაგან ძიება.
ჩაიხედე საკუთარ თავში, საკუთარ გულში!

27. ახლა კი, ნება მომეცი ზეციურიდან მიწიერ და პრაქტიკულ საკითხებზე გადავიდე. შენ ალბათ გაინტერესებს, ვინ
ხარ. შენ ხომ სხეულს ატარებ, მე კი გიმტკიცებ, რომ ატმა ხარ. პასუხი შემდეგია: შენ ხარ ატმა, თუმცა ატარებ
სამოსელს, რომელსაც სხეული ჰქვია. ატმას სხეულთან ერთად ზოგჯერ ჯივატმას უწოდებენ, ანუ ატმას
განხორციელებას. ჯივა ნიშნავს სიცოცხლეს, ან ცოცხალ არსებას; შესაბამისად, ჯივატმა არის ატმა, სხეულის ჭუპრში
მოქცეული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯივატმა არის ატმა, სხეულისა და გონების საფარველში შებურვილი.
6

28. ამის გამო ჯივატმა თეატრალურ კოსტუმში გამოწყობილ მსახიობს ჰგავს. ყველანი მსახიობები ვართ სცენაზე,
რომელსაც ცხოვრება ჰქვია. ვერც კი ვიაზრებთ, ისე ვთამაშობთ ჩვენს როლს ამ კოსმიურ დრამაში, რომლის
ხელმძღვანელი და რეჟისორი თავად ღმერთია.

29. როგორც იცი, არჯუნა, პიესაში ყველა მსახიობმა სწორად უნდა წარმოთქვას თავისი როლის ტექსტი.
ცხოვრებისეულ დრამაში, სიტყვის სწორად წარმოთქმა ნიშნავს საკუთარი ბუნებრივი დჰარმის მიხედვით მოქმედებას.

30. ის, რასაც ახლა ბუნებრივი დჰარმა ვუწოდე, ასევე იწოდება სვადჰარმად, ან ატმადჰარმად . ეს უბრალოდ ნიშნავს
სამყაროსეული „მეს“ დჰარმას, შინაგან საყუდელს, ან, თუ გნებავს – ატმას ჩვენს შიგნით.

31. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შენ ყოველთვის უნდა მოიქცე ატმადჰარმასთან შესაბამისობაში. სწორედ ეს არის
„პიესის კარგად ნასწავლი ტექსტი“. დაიბენი? გეუხერხულა? ნუ აღელდები. მე განგიმარტავ. მიჰყვე ატმადჰარმას,
ნიშნავს მიჰყვე სიმართლის გზას და გააკეთო ეს სრულიად უანგაროდ.

32. იფიქრე, რის გაკეთებას აპირებ. სულ მალე უნდა დაიწყოს შერკინება დჰარმასა და ადჰარმას შორის. ითვლება, რომ
შენ დჰარმას მხარეს ხარ. და რა გინდა მოიმოქმედო? გსურს რომ მიატოვო ბრძოლა ბოლო წამს და არგუმენტად
ყოველგვარი სისულელე მოგაქვს!

33. არჯუნა, არ დაივიწყო, რომ ბედმა მეომრად გაგაჩინა. ეს შემთხვევით არ მომხდარა. შენ უნდა განვლო მეომრის
ცხოვრება და აღასრულო შენი ვალი, შენი ატმადჰარმა. რას ნიშნავს ეს ამ კონკრეტულ მომენტში? შენი, როგორც
მებრძოლის ვალია, იბრძოლო დჰარმასათვის, ადჰარმას წინააღმდეგ, შენ კი გსურს დაუძვრე მოვალეობას და თავს
არადამაჯერებელი არგუმენტებით იმართლებ. განა ეს სწორია? დაფიქრდი. შეუძლია კი მსახიობს, უეცრად სცენაზე
თქვას: „მე არ მომწონს ეს როლი“ და სხვა როლის თამაში დაიწყოს?

34. მოდი, შენი პრობლემა უფრო ღრმად შევისწავლოთ. შენ ამბობ, რომ ბჰიშმა პაპაშენია. ეს სიმართლეა. მაგრამ ნუ
დაივიწყებ, რომ ნათესაობა სხეულებრივია. ამასთან, ბჰიშმა, პაპაშენი, ბოროტ ძალებს შეეკრა. ის ხომ გაბოროტებული
კაურავების მთავარსარდალია. ახლა კი მიპასუხე – რაში მდომარეობს შენი ვალი? ნუთუ შეგიძლია გვერდზე გადგე იმ
არგუმენტით, რომ ბჰიშმა პაპაშენია, არ აღუდგე წინ ბოროტ ძალებს და არ დაამარცხო ისინი?

35. პასუხი ნათელია, ასე არ არის? არჯუნა, ცხოვრებაში ყოველთვის უნდა შესრულდეს ვალი, მიჯაჭვულობისა და
ეგოიზმის გარეშე. შენ დაიფიცე, რომ ვალს მოიხდი და ამასთან 1. არ იდარდებ შედეგებზე და 2. არ მოელი ჯილდოს.
აი, ეს არის ატმადჰარმას არსი. მხოლოდ ეგოისტი იდარდებს წარმატებაზე, ჯილდოზე და სხვა მსგავს საკითხზე. ეს
ქცევა არასწორია. ვალის მოხდა მოვალეობისათვის – ეს არის სწორი პოზიცია.

36. არჯუნა, ადამიანები ხშირად წარმოთქვამენ ორ სიტყვას: „უფლება“ და „მოვალეობა“. ძველად ადამიანები თავიანთ
პასუხისმგებლობასა და მოვალეობაზე ზრუნავდნენ. ახლა კი უფრო ხშირად ახსენებენ თავიანთ უფლებებს. ისინი
ამბობენ: „მე მაქვს ამის უფლება, მაქვს იმის უფლება“. მე მსურს, რომ ერთი რამ სრულიად გარკვეული იყოს: ადამიანს
უფლება აქვს შეასრულოს თავის მოვალეობა. მას სხვა უფლება არ გააჩნია“.

37. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, შენი სიტყვებიდან ვასკვნი, რომ ატმადჰარმა ძალიან მარტივია. მაშ როგორ ავხსნათ
ფაქტი, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში ვერ იპოვი ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტად მიჰყვება ატმადჰარმას?“

38. კრიშნამ უპასუხა: „ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს ადვილად ატყუებს გრძნობა და გონება. გრძნობა და გონება –
მზაკვარი შეთქმულები – წინ აღუდგებიან ადამიანის მიერ საკუთარ თავში ჭვრეტას და საკუთარ გულთან საუბარს.

39. როგორც კი ადამიანი მოწყდება შინაგან საყუდელს, მისი შეხედულებები ზედაპირული ხდება. გარესამყარო კი
სავსეა „ურთიერთ დაპირისპირებული წყვილებით“, როგორიცაა სიხარული და სევდა, სიამოვნება და ტკივილი,
წარმატება და უიღბლობა და სხვა.

40. გარესამყაროში ჩაძირულ ადამიანს ადვილად ძლევს ექვსი მტერი, რომელიც გესლიან გველზე საშიშია. ეს მტერია:
სურვილი (კამა), რისხვა (კროდჰა), სიხარბე (ლობჰა), მიჯაჭვულობა (მოჰა), ამპარტავნება (მადა) და შური (მატსარია).
მათ შეიძლება დავამატოთ ეგო (აჰამკარუ) და საკუთრების გრძნობა (მამაკარუ).

41. არჯუნა, მერწმუნე, თუ ამ შინაგანი მტრებისგან არ გათავისუფლდი და მთლიანად ვერ მართე საკუთარი თავი, ვერ
შეძლებ შენს გარე მტრებთან ბრძოლას, რაც სულ მალე მოგიწევს.

42. შენ გსურს იცოდე, რატომ გჭირდება შინაგანი მტრებისაგან გათავისუფლება? ეს ნათელია. ხომ მეთანხმები, რომ
როცა კრიზისულ სიტუაციაში ხვდები, ცივსისხლიანობა უნდა შეინარჩუნო?

43. რას ნიშნავს დარჩე ცივსისხლიანი? ეს ნიშნავს, რომ შენს გარშემო მოვლენებმა არ უნდა აგაფორიაქოს. ნათლად
აზროვნება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მშვიდად ხარ. თუ შენი აზრები სინათლეს მოკლებულია, შენ ვერ მართავ
სიტუაციას. მეთანხმები?

44. ჭეშმარიტი ბელადი მუდამ გაწონასწორსებული უნდა იყოს. ეს თვისება ყველას არა აქვს, რთულია
განდგომილობის განვითარება. მასზე, ვინც გარემოებებისაგან განდგომილია, არ ზემოქმედებს წარმატება და მარცხი,
სიხარული და მწუხარება, სიამოვნება და ტკივილი. არსებობს სიტყვა, რომელიც გამოხატავს ასეთ მდგომარეობას:
უშფოთველობა .

45. არჯუნა, უშფოთველობა სჭირდება არა მხოლოდ ბელადს, არამედ ნებისმიერ მოკვდავს. მამას – ოჯახის უფროსს –
ესაჭიროება უშფოთვ- ელობა. რაც შეეხება ბავშვებს, რაც მალე მიბაძავენ მამის ამ თვისებას, მით უკეთესი! და რაც
მთავარია, უშფოთველობა ეხმარება სულიერ მაძიებელს ამქვეყნიურ ურთიერთ დაპირისპირებულ წყვილებზე
ამაღლებაში და ღმერთისკენ მიმავალი გეზის შენარჩუნებაში.

46. შენ ხედავ, რომ ცხოვრებაში არც თუ ბევრი ადამიანია უშფოთველი. რატომ? იმიტომ, რომ შინაგანი მტრები თვალს
ადევნებენ, რომ თქვენ ვერ შეძლოთ უშფოთველობის განვითარება. სწორედ ეს არის მიზეზი! შენი მაგალითი აიღე. შენ
7

ცდილობ საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცე. რატომ? მიჯაჭვულობის გამო. არჯუნა, „ჩემის“ და „შენის“ გრძნობა
ერთ- ერთი მთავარი სისუსტეა, რომელიც უნდა დაიძლიოს.

47. არასოდეს დაგავიწყდეს, რომ ვალის უმწიკვლო შესრულება მაშინ მიიღწევა, როცა უშფოთველობას ფლობ. ასე
შესრულებული ვალი ღმერთს ახარებს. მიანიჭებ რა სიხარულს ღმერთს, საკუთარ თავს ბედნიერად იგრძნობ. ეს
ბედიერება არაფერს შეედრება. მას ნეტარება ჰქვია.

48. არჯუნა, ის, რასაც ადამიანები, ჩვეულებრივ, სიხარულს, სიამოვნებას და ბედნიერებას ეძახიან, დაკავშირებულია
გრძნობის ორგანოთა და გონების მოქმედებასთან. ასეთ სიხარულს განმეორებით ვეღარასოდეს განიცდი. ეს
ბედნიერება წარმავალია. მის საპირისპიროდ, ბედნიერება, რომელსაც მოიპოვებ ღვთისათვის სიხარულის მინიჭებით,
გულიდან მოდის; იგი არ ისაზღვრება გონებისა და გრძნობის ორგანოთა ჩარჩოებით. ამიტომაც, ამ ბედნიერების
გაცოცხლება მეხსიერებით უთვალავჯერ შეგიძლია. ყოველთვის, როცა მას გაიხსენებ, ნეტარებას იგრძნობ, მთელი
მისი სიახლითა და სიწრფელით.

49. უშფოთველობის მიღწევა რთულია. იგი მოითხოვს გაძლიერებულ პრაქტიკას გრძნობებსა და გონებაზე
კონტროლის მოსაპოვებლად. ეს რთულია, მაგრამ, თუ მედგრად დადგები, მიღწევას შეძლებ. მხოლოდ მოთმინება და
შეუპოვრობა მიგიყვანს სიწმინდემდე!

50. არჯუნა, შენ გამბედავი და მამაცი უნდა იყო, არა მხოლოდ მიწიერი გაგებით, არამედ სულიერადაც. სულიერად
მამაცი ის ადამიანია, რომელიც მზად არის სიცოცხლე გაწიროს საკუთარი სინდისის ერთგულებისათვის. მას არავისი
და არაფრის ეშინია, სიკვდილისაც კი. შინაგანი მტრები, რომლებზეც გესაუბრე, ვერ გაბედავენ ასეთ ადამიანთან
მიახლოებას. ეს ნიშნავს, რომ შენ ჯერ შინაგანი ძალა და სიმამაცე უნდა მოიპოვო, შემდეგ ებრძოლო გარე სამყაროს.

51. თუ შინაგანი მტრები გაძლიერდებიან, ნურაფერს ელი გარდა დამარცხებისა. მაგალითად, ავიღოთ რისხვა. მას
გონების დაბრმავება შეუძლია. შენ შეიძლება ყველაზე გამბედავი ადამიანი იყო დედამიწაზე, მაგრამ, როცა რისხვა
მოგიცავს, უკანასკნელ სულელზე უფრო ჩლუნგი ხდები. გაცხარება ბინდავს ანალიზის უნარს. როცა ეს მოხდება,
განსჯის ძალა იკარგება, ხოლო შემდეგი ნაბიჯი სრული დაცემაა. მსგავსი რამ მილიონჯერ მომდარა, მაგრამ
ადამიანებს არ სურთ მწარე გამოცდილებით სწავლა. არ დაუშვა მსგავსი შეცდომა.

52. მოკლედ, ყურე უგდე შენს სინდისს. სინდისი – შენი ჭეშმარიტი პატრონია. ასეთ შემთხვევაში, შენ გაბედულად
მიიღებ ბოროტი ძალების გამოწვევას, შეებრძოლები და დაამარცხებ მათ!

53. გაუწონასწორებელი ადამიანი ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს. სიმშვიდე შინაგანია და არა გარეგანი! იგი, ვისაც
სიმშვიდე შინაგანად აქვს, ნეტარებას განიცდის. ხოლო ნეტარ მდგომარეობაში მყოფი გარშემომყოფებს გადასდებს
სიმშვიდეს. ასე შეიძლება სიმშვიდის გავრცელება დედამიწაზე. ვინმემ ხომ უნდა კრას ხელი ბურთს, რომ გაგორდეს.
ან ვინმემ ხომ უნდა აანთოს ერთი სანთელი, რომლითაც ათასი აინთება?

54. ყვავილი არა მხოლოდ ლამაზია, არამედ არომატსაც აფრქვევს. ასევეა შანტი (სიმშვიდე): იგი შინაგანია, მაგრამ
გარეთ გამოსვლისას, როგორც ყვავილის არომატი, პრაშანტიდ იქცევა – ანუ უმაღლეს სამყაროდ!

55. არჯუნა, პრაქტიკული რჩევა, რომელსაც ახლა გაძლევ, არა მხოლოდ დღევანდელ ბრძოლასთან არის კავშირში. ის
აღსავსეა ღრმა შინაგანი აზრით, რადგან ეხება ყველა ბრძოლას ცხოვრებაში.

56. ადამიანი, რომელმაც შინაგანი მტრები განაგდო, გაწმენდილი და ამაღლებულია. და როცა იგი სხეულს ტოვებს,
სამუდამოდ შეერწყმება ღმერთს. იგი ხელახლა აღარ დაიბადება, რადგან ღმერთში ჩაიძირება და სამუდამოდ
შეინარჩუნებს ნეტარების მდგომარეობას. გახსოვდეს: ჭეშმარიტი ბედნიერება არის სრული, აბსოლუტური ერთიანობა
ღმერთთან!“

თავი მესამე: მოქმედების გზა


1. არჯუნამ უთხრა კრიშნას: „კრიშნა, სულ დავიბენი. ერთი მხრივ, შენ მომიწოდებ ვიმოქმედო – ვიბრძოლო. ამავე
დროს, მთხოვ ჩავიხედო საკუთარ თავში, განვავითარო ანალიზის უნარი და სიბრძნე დავიგროვო. როგორ შევუთავსო
ერთმანეთს ეს ორი რამ? თუ უნდა ვიმოქმედო, დროს ვერ გავატარებ შინაგან ჭვრეტაში. მეორე მხრივ, თუ შინაგან
ჭვრეტას დავიწყებ, დარწმუნებით გეუბნები, ყველაფრის შესახებ დავივიწყებ და, მაშ როგორ ვიმოქმედებ? როგორ
ვიბრძოლებ? ამიტომ, მითხარი, რომელი გზა არის უკეთესი და სად მიმიყვანს?“

2. კრიშნამ გაიღიმა და უპასუხა: „ეს კი კარგი კითხვაა! მოდი ჯერ ორ საკითხს განგიმარტავ: 1. შენს მიერ ნახსენები
ორი გზა შესაბამისად იწოდება – მოქმედების გზა, ანუ კარმა იოგა და სიბრძნის გზა, ანუ სანქჰია იოგა; 2. ორივე გზა
ერთი მიზნისკენ მიდის – მუდმივი ნეტარებასა და დაბადებების ციკლისაგან გათავისუფლებისაკენ.

3. შენ გიკვირს, რადგან ეს გზები ერთნამეთისგან სრულიად განსხვავებულად მიგაჩნია. აი ახლა აგიხსნი.

4. მოდი, დავიწყოთ ე.წ. მოქმედების გზით. როცა მოგიწოდებ, მისდიო მოქმდების გზას, სულაც არ გთხოვ რომ საქმის
კეთებით გადაიწვა. მე სულ სხვას ვგულისხმობ.

5. პირველ რიგში, და რაც ყველაზე მთავარია, ადმიანი, რომელიც მოქმედების გზას დაადგა, თავზე იღებს ბედის მიერ
მისთვის განკუთვნილ როლს და ცდილობს, რაც შეიძლება უკეთ შეასრულოს ის. ავიღოთ შენი შემთხვევა. შენ
დაიბადე მებრძოლად, ჯარისკაცად. მებრძოლის ვალია – იბრძოლოს დჰარმასათვის. სწორედ ამის საკეთბელად
მოგიწოდებ, და არა გასაქცევად და სანიასის მსგავსად ლაპარაკისაკენ.

6. მეორე – შენ უნდა ისწრაფოდე ქმედებისაკენ და სრული სიმშვიდე შეინარჩუნო. შენ ყოველთვის გულგრილი და
უშფოთველი უნდა იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა იყო უშფოთველობის განსახიერება.
8

7. და კიდევ. ქმედება, რომელსაც განახორციელებ, უნდა აღიქვა, როგორც საღმრთო ვალი. ქმედება წმინდაა მაშინ,
როცა იგი სრულდება თავად ქმედებისათვის, და არა პირადი გამორჩენისათვის. წინასწარ არასოდეს უნდა გათვალო
წარმატების ან წარუმატებლობის ალბათობა, არ უნდა იოცნებო პრივილეგიაზე, რომელსაც მიიღებ ამა თუ იმ გზით
მოქმედებისათვის.

8. თუ რომელიმე შენს წამოწყებაში „წარუმატებლობა“ გიწერია, მიიღე ეს როგორც ღმერთის ნება. წარმოიდგინე,
უიმედოდ ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც ექიმი მკურნალობს. ექიმს არ შეუძლია თქვას: „ეს ადამიანი მალე მაინც
მოკვდება, რატომ ვუმკურნალო?“. არა, ექიმი ყველაფერს აკეთებს, რაც მის ხელთაა, ხოლო დანარჩენს ღმერთს
მიანდობს. რაც უნდა მოხდეს, მან მშვიდად უნდა მიიღოს, როგორც ღმერთის ნება. ღმერთის ნებით ავადმყოფი
შეიძლება განიკურნოს. ასე ხშირად მომხდარა.

9. არჯუნა, არასოდეს გაიფიქრო, თითქოს წარუმატებლობას ღმერთი გვიგზავნის. შეიძლება მოვლენები შენი
სურვილის წინააღმდეგ განვითარდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენი ძალისხმევა ფუჭი იყო. ღმერთმა ყოველთვის
იცის, რა ჯობს, და თუ იგი აგაშორებს იმას, რასაც „წარმატებას“ ვეძახით, ამას საფუძვლიანი მიზეზიც აქვს. ასე რომ,
ნაჩქარევად ნუ დაასკვნი, თითქოს მარცხი განგეცადოს.

10. არჯუნა, როცა ქმედებაზე ვსაუბრობთ, ორი მომენტი უნდა გამოვყოთ. პირველი – არავინ არის სრულიად
გამორთული ქმედებისაგან და სრულიად უმოქმედო. შენ ამბობს, რომ ბრძენი არავითარ ქმედებაშია ჩართული. მაგრამ
ეს ასე არ არის. განა ბრძენი არ იკვებება, ძინავს, დადის, ლოცულობს და ა.შ.? განა ეს ყველაფერი ქმედება არ არის?

11. მეორე მომენტი: სამყაროში ყველგან განხორციელდება ქმედება. უმოქმედო სამყარო, სადაც არაფერი ხდება,
შეუძლებელია არსებობდეს. მაღლა ცაში მზე ანათებს, პლანეტები მოძრაობენ და ა.შ. ეს ყველაფერი – ღვთაებრივად
წინასწარგანსაზღვრული ქმედებაა.

12. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ქმედებაში, როგორც წესი, ორი ასპექტი გამოიკვეთება: მიღება და გაცემა.
ფაქტობრივად ყველა შემთხვევაში, ადამიანის გამოკლებით, გაცემის ფუნქცია ჭარბობს მიღებისას. მაგალითისათვის
ავიღოთ ხე და ვნახოთ რამდენს იღებს და რამდენს გასცემს იგი. მხოლოდ ამ ერთმა მაგალითმაც უნდა დაგარწმუნოს
ჩემს სისწორეში. ხე საუკეთესო მაგალითია, რადგან საბოლოოდ, იგი გასცემს თავის თავს სრულიად, უნარჩენოდ.

13. არჯუნა, ძირეული პრინციპი, რომლის მიხედვით ფუნქციონირებს სამყარო, არის მსხვერპლი. ამით ყველაფერია
ნათქვამი. ამიტომ უთხრა ღმერთმა შექმნის აქტის დროს ადამიანს: „შეგიძლია ინეტარო, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მსხვერპლს გაიღებ“.

14. ადამიანებს ჰგონიათ, რომ მსხვერპლი არის რაიმე მათთვის ძვირფასი და სასურველი ნივთის გაცემა, ჩუქება, რის
ფლობაც ძალიან სურდათ. მაგრამ ეს „მსხვერპლის“ ცნების ზედაპირული გაგებაა. მე ამ სიტყვას უფრო ფართო
მნიშვნელობით ვხმარობ. მეტიც, სიტყვა „შეთავაზებას“ ვამჯობინებ, ვიდრე „მსხვერპლს“.

15. და აქ მინდა გაგაფრთხილო. შენ უნდა იცოდე, რა შეიძლება მოხდეს, თუ ძირეული პრინციპი არასწორად არის
გაგებული და, შესაბამისად, არასწორი ქმედება მოსდევს. ბევრი თვლის, რომ თუ წყალობას გაიღებს, ზეცაზე
მოხვდება. ეს ასე არ არის. თუ მოწყალება ამ გათვლით გაიღება, მაშინ მწყალობელი წყალობის მიმღებზე მაღლა
აყენებს თავის თავს. ეს სრულიად არ არის წყალობის გაცემის გზა. უნდა შესთავაზო სიყვარულით, როგორც ძმამ ძმას,
რადგან გამცემიც და მიმღებიც ღმერთის შვილები არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გავცეთ არა
ქედმაღლურად, არამედ უანგაროდ უნდა გავუყოთ სხვას და სამაგიეროდ არაფერს ველოდოთ, სრულიად არაფერს.

16. ადამიანი, რომელიც წყალობასა და საკვებს აძლევს ღარიბებს და ზეცაზე ადგილის მოპოვებას ფიქრობს,
ფაქტობრივად, საქმიან წინადადებას დებს! ღმერთი იმდენად კეთილია, რომ ასეთი ადამიანისთვისაც შეიძლება
ადგილი გამოყოს ზეცაზე. მაგრამ, არჯუნა, არ შეიძლება ღმერთის ასე „გაუბრალოება“ და მისი წვრილმანებისათვის
შეწუხება! შენ შეიძლება საქმოსანი იყო, მაგრამ ღმერთი ხომ არ არის საქმოსანი! დაიმახსოვრე ეს.

17. მაშ როგორ უნდა მოეპყრა ღმერთს? ეს შენი გამოუთქმელი შეკითხვაა არა? პასუხი მარტივია. შეხედე ღმერთს
როგორც მამას, დედას, გურუს და თუნდაც მეგობარს. გაგიკვირდა? ნუ გაოცდები, რადგან ღმერთი შენი ერთადერთი
ჭეშმარიტი მეგობარია. როცა ყველაზე მეტად გჭირდება თანადგომა და დახმარება, სხვა მეგობრები გაგირბიან.
ღმერთი კი არა. პირიქით, ყველაზე რთულ და საშიშ მომენტებში იგი შენი ახლობელი იქნება. შენ კი ისე მოიქეცი, რომ
ღმერთს სიხარული მოჰგვარო.

18. აი, ახლა გთხოვ იბრძოლო. ბრძოლის წინ თქვი: „ღმერთო, გთავაზობ ქმედებას, რომელსაც ვაკეთებ როგორც
მებრძოლი. გთხოვ, მიიღე იგი, როგორც სიყვარულით სავსე ძღვენი. სამაგიეროდ არაფერი მინდა, გარდა შენი
წყალობისა და სიყვარულისა“.

19. ყოველ მომენტში ასეთ ძღვენს ყველა აკეთებს, უბრალო მეწაღეც კი. გინდა იცოდე, როგორ უნდა ილოცოს მეწაღემ?
ძალიან მარტივად. მან უნდა თქვას: „ღმერთო, შენს კოსმიურ დრამაში მე სწორედ ეს როლი მარგე. და მე გევედრები; 1)
რომ შევძლო ჩემი საქმის საუკეთესოდ კეთება და 2) რომ ჩემს შეკერილ წაღებში კომფორტულად გრძნობდეს თავს ჩემი
დამკვეთი, რადგან მისი სახით, შენ მომევლინე. როცა ჩემი დამკვეთი კმაყოფილია, შენც კმაყოფილი ხარ!“

20. ხომ ხედავ, რომ კარგად მუშაობისა და უანგარობის გამო ქმედება კურთხეულია. სიყვარულით ნებისმიერი ქმედება
შეიძლება წმინდად აქციო, ყველაზე მარტივიც კი.

21. ავიღოთ საკვები. შენ გაქვს საკვები, ღმერთის წყალობით და არა შენი ჯამაგირის წყალობით. ღმერთის წყალობა
რომ არა, უმუშევარი და მშიერი იქნებოდი. როგორ გადაუხდი მადლობას ღმერთს, რომელმაც საკვები გიწყალობა?
გაუნაწილებ საკვებს სხვას. ჯერ მშიერი დააპურე, სიხარული მოჰგვარე მას და შემდეგ შენ მიირთვი. მაშინ შენც
სიხარულს იგრძნობ.
9

22. არჯუნა, ცოდვაა საკვების მიღება, სანამ სხვას არ უწილადებ მას. თუ გვერდით ადამიანი არა გყავს, არა უშავს.
გაუნაწილე საკვები ფრინველებს, ან თუნდაც ჭიანჭველებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ შეგიძლია ღმერთს
შესთავაზო შენი საკვები. მართლაც, ეს აუცილებელიც არის.

23. შესთავაზებ რა საკვებს ღმერთს, წარმოთქვი უბრალო ლოცვა: „ო, ღმერთო, შენ ჩემში ხარ და მუდამ ზრუნავ ჩემზე,
ათასი ხერხით, რომელთა შესახებ მე არც კი ვიცი. გთავაზობ ამ საკვებს შენ, ჩემში მსუფევს. გთხოვ, მიიღე იგი.“

24. არა, არჯუნა, ეს არ არის ეშმაკობა და ხრიკი. ეს არის გონების მდგომარეობა, რომელშიც გულის სათნოება
აირეკლება. შენ ყველგან ღმერთს უნდა ხედავდე და ცდილობდე, მიანიჭო მას სიხარული შენს მიერ გაკეთებული
საქმით. ღმერთი შენგან რაიმე განსაკუთრებულს არ მოელის. ის კმაყოფილი იქნება, თუ შენ შენს მოვალეობას აქცევ
ერთგულებად, ხოლო სამუშაოს – თაყვანისცემად და მისდევ ჩემს მარტივ რჩევებს“.

25. არჯუნამ უთხრა: „კრიშნა, რასაც შენ მეუბნები, მშვენიერია. მაგრამ როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი
მოქმედების გზას და სიბრძნის გზას, რომელზეც ადრე მესაუბრე?“

26. კრიშნამ უპასუხა: „არჯუნა, სწორედ ამაზე ვაპირებდი საუბრის გაგრძელებას. როცა შენი გონება აღსავსეა ღმერთზე
ფიქრით, ხოლო შენი გული მთლიანად აღვსილია ღმერთით, სიბრძნე თავისთავად მოვა შენთან! იად ბჰავამ, ტატ
ბჰავატი – რასაც გრძნობ, იმად იქცევი. ყოველთვის ღმერთზე იფიქრე, რომელიც არის ცოდნის წყარო და
დაბრძენდები. აი ასე. ადამიანი ქმედების გზაზე სამ საფეხურს გადის: მუშაობა – მორჩილება – სიბრძნე.

27. ახლა კი მოგიყვები ადამიანზე, რომელიც სიბრძნის გზას მისდევს. ეს არის საკუთარ თავში მომზირალი ადამიანი,
რადგან მთელი სამყარო მის შიგნით არის.

28. რას პოულობს ადამიანი თავის თავში? ის ხედავს საკუთარ გულში დავანებულ ღმერთს, როგორც
სრულყოფილებისა და აბსოლუტური სიწმინდის სიმბოლოს. ის ხედავს სიყვარულით აღსავსე ღმერთს. ეფლობა რა
სიყვარულში, იგი „ავადდება“ სიყვარულით.

29. ის იმდენად სავსეა სიყვარულით, რომ გარესამყაროშიც მხოლოდ სიყვარულს ხედავს. გარესამყაროში მისთვის
„ცუდი“ აღარ არსებობს. მაშინ, როცა ჩვეულებრივი ადამიანები განასხვავებენ ცუდს და კარგს, ბრძენი ადამიანი ასეთ
განსხვავებაზე მაღლა დგას.

30. საკუთარ თავში მჭვრეტელი ადამიანი ბრძენია. ჩვეულებრივ ადამიანს ის შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ
ის არც უცნაურია და არც უგონო. ის თავის ბუნებრივ მდგომარეობაშია, ანუ, ჭეშმარიტი „მეს“ ნეტარ მდგომარეობაში.
თუ ის უგონოა, მხოლოდ ღმერთისგან. მითხარი, არჯუნა, ვინ არ არის უგონო ამ სამყაროში? ერთნი უგონოდ
შეყვარებული არიან ფულზე, მეორენი კი უგონოდ ილტვიან ძალაუფლებისა და მაღალი საზოგადოებრივი
პოზიციისაკენ. უგონობის ყველა ამ სახეობასთან შედარებით, განა არა სჯობს უგონოდ იყო ღმერთისგან?

31. ბრძენი ყოველთვის ნეტარების მდგომარეობაშია. ზოგჯერ გეჩვენება, რომ ის ტრანსშია. ზოგჯერ ის მხიარულად
ღიღინებს თავისთვის, უფრო სწორად კი, - ღმერთისთვის, რომელიც მასშია. ზოგჯერ კი ცეკვავს სიხარულისგან! რა
თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ცოტაა. შესაძლოა, ერთია მილიარდში, მაგრამ მერწმუნე, ასეთი ადამიანები არსებობენ!“

32. არჯუნამ თქვა: „შენი აღწერით გამოდის, რომ ადამიანები, რომელთაც შენ ბრძენს უწოდებ, საკუთარ სამყაროში
ცხოვრობენ და არაფერი აქვთ საერთო ჩვენს სამყაროსთან, რომელშიც მოკვდავები ვცხოვრობთ. მართალია?“

33. კრიშნამ გაიღიმა და უპასუხა: „დიახ, არჯუნა, სიმართლე რომ ვთქვათ, ბრძენს არა აქვს ისეთი ვალდებულებები,
როგორიც, მაგალითად, შენ გაქვს. ცხოვრების მიზნის განსახორციელებლად შენ უნდა შეასრულო ვალი. ხოლო ბრძენი
მიზანს სულ სხვა გზით აღწევს. თუმცა, მიყვება რა თავის გზას, ბრძენიც ამ სამყაროში მოქმედებს და მსახურობს.

34. გინდა იცოდე, როგორ? აგიხსნი. ბრძენი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სიმშვიდეს ასხივებს. ის
გარშემორტყმულია უმაღლესი სიმშვიდის დამატყვევებელი შარავანდედით. ის ყოველთვის იღიმის. შფოთიანი
სულები ისწრაფიან ასეთი ადამიანებისაკენ, რათა დარშანი მიიღონ, რის შედეგად თავად იძენენ სიმშვიდეს.
გარკვეული პერიოდით მაინც. განა ეს მსახურება არ არის – მისცე ადამიანს სიმშვიდის სალბუნი, შანტი? განა ბევრია
ჩვენს შფოთიან სამყაროში ადამიანი, რომელიც ასეთ სამსახურს გაგიწევს? როცა ადამიანი ასხივებს სიყვარულს და
რბილად, ნაზად და ალერსით საუბრობს – ესეც მსახურებაა, განსაკუთრებით ძვირფასი მსახურება. ბრძენი, ამ სახით,
აბობოქრებულ სამყაროში შუქურის როლს ასრულებს.

35. არჯუნა, შემომხედე. მე ღმერთი ვარ, სამი სკნელის შემქმნელი. სიმართლე გითხრა, არ მაკისრია ვალდებულება,
რომელიც უნდა შევასრულო. მიუხედავად ამისა, მივიღე რა ადამიანური სახე, დღედაღამ კაცობრიობის მსახურებით
ვარ დაკავებული. ნუთუ ვერ ხედავ ამას? აი, ახლა შენს ეტლს ვმართავ. განა ეს არის ჩემი საქმე?

36. რატომ ვემსახურები ადამიანს, იმის მიუხედავად, რომ არ უნდა ვაკეთებდე ამას? მაგალითის საჩვენებლად,
არჯუნა, მაგალითის საჩვენებლად. ჩემი ცხოვრება ჩემი გზავნილია! ხოლო ჩემი სტრატეგიაა – მიყვარდეს ყველა და
ყველას ვემსახურო. გასაგებია?

37. დავუშვათ, რომ არ გამეკეთებინა ის, რასაც ვაკეთებ. იცი რა მოხდებოდა? ადამიანები იტყოდნენ: „შეხედეთ,
ღმერთი ადამიანის სახით გვეცხადება და თავს არ იღლის ქმედებით. იქნებ ეს სწორედ ის არის, რასაც ის ჩვენგან
მოელის?“ წარმოიდგინე, რა მოუვა სამყაროს, თუ ადამი- ანები თავიანთ ვალდებულებას არ შეასრულებენ! ასეთი
კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მე სხვადასხვა მოქმდებებს ვახორციელებ, თუმცა, სინამდვილეში, არა მაქვს
არავითარი ვალდებულება.

38. უმოქმედობა ცუდია, ხოლო სიზარმაცე – ჟანგი და მტვერია. იმისათვის, რომ ადამიანები მივახვედრო ამას,
მუდმივად ვასრულებ გარკვეულ საქმეს, რა თქმა უნდა, სხვის სასარგებლოდ. მე არასოდეს ვაკეთებ რამეს, რაც
პირადად მე უპირატესობას მომანიჭებს. უანგარო სიყვარული ჩემი მთავარი პრინციპია, რომელსაც ყოველწამიერად
მივდევ ჩემს ცხოვრებაში.
10

39. ახლა კი, არჯუნა, ჩემი ხანგრძლივი ახსნის შემდეგ, იმედი მაქვს გაიგე, რომ მოქმედებისა და სიბრძნის გზები
ერთმანეთს არ გამორიცხავენ. ეს გზები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა ათვლის წერტილს ერთი და იგივე მიზნის
მისაღწევად. ერთნი სიბრძნით იწყებენ და შემდეგ მიდიან მოქმედებისაკენ, სხვანი კი, პირიქით, მოქმედებით იწყებენ
და სიბრძნეში გადადიან. სულ ეს არის. გზა სხვადასხვაა, მაგრამ ციკლი - დასრულებული.

40. შენ, რა თქმა უნდა დაინახავ, რომ ორივე გზის იდეალურ მიმდევრებს ბევრი საერთო აქვთ. ერთნიც და მეორენიც
სრულიად თავისუფალი არიან ეგოსაგან. ადამიანი, რომელიც მოქმედების გზით მიდის, ღმერთს თავისგან
განსხვავებულად ხედავს, თავიდან მაინც. იგი მხოლოდ ღმერთისათვის ცხოვრობს და მსხვერპლად სწირავს თავის
ეგოს, რათა ღმერთის სიყვარული დაიმსახუროს. ადამიანი, რომელიც სიბრძნის გზას მიჰყვება, სრულიად აიგივებს
თავის თავს ღმერთთან და ვინაიდან ღმერთს არა აქვს ეგო, ბრძენიც ეგოს გარეშე რჩება. ასე რომ, ორივე გზის
მიმდევარი, ასე თუ ისე, თავიდან იშორებს ეგოს. და როგორც კი ეს მოხდება, ისინი ღმერთის ნაწილი ხდებიან. და ეს,
როგორც შენც გესმის, არის ის მიზანი, რომელიც დასახული იყო მათთვის.

41. შენ ხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია ეგოსაგან გათავისუფლება და ამის განხორციელება, როგორც უკვე გითხარი,
ორი გზით არის შესაძლებელი. ორივე გზას ერთი მიზნისკენ მივყავართ. თუმცა, თუ მკითხავ, ამ ორი გზიდან შენ
რომელი უფრო შეგეფერება, უყოყმანოდ ავირჩევ მოქმედების გზას, ანუ კარმა იოგას. კაცობრიობის 99,9
პროცენტისათვის კარმა იოგას არჩევანი უმჯობესია!

42. არჯუნამ მდუმარედ მოისმინა ეს ყველაფერი, შემდეგ კი დაურწმუნებლად იკითხა: „კრიშნა, ის, რაზეც შენ
საუბრობდი გასაგებია, მაგრამ ერთი რამ მაინც არ მესმის. რატომ იზიდავს ადამიანს ცოდვა, იმის მიუხედავად, რომ
იცის, რომ ეს ცუდია? საოცარია, მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება, რომ ადამიანები სცოდავენ არა საკუთარი ნებით, არამედ
რაღაც ძლიერი ძალის ზემოქმედებით. რაშია საქმე?“

43. კრიშნამ უპასუხა: „შენს კითხვაზე მოკლე პასუხი ასეთია: ძალა, რომელზეც შენ საუბრობ, არის შინაგანი მტრის
მიერ გამოწვეული ძალა. ავიღოთ, მაგალითად, ლოთი. თავიდან მან არ იცოდა ღვინის გემო, მაგრამ ერთ მშვენიერ
დღეს მტერმა, სახელად „სურვილი“ მისი ცდუნება გადაწყვიტა. „მომისმინე – ამბობს მტერი – შენ არ იცი, რას კარგავ,
გასინჯე!“ ადამიანი დაჰყვება ამ ცდუნებას და მალე აღმოაჩენს, რომ ანკესს წამოეგო. მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ
მისი ჯანმრთელობა შერყეულია და მალე სიკვდილი მოაკითხავს, მაგრამ სმისთვის თავის დანებება აღარ შეუძლია.
შინაგან მტერს დიდი ძალა აქვს და ამიტომ დასაწყისშივე არ უნდა მოვუშვათ ახლოს, ნაბიჯზეც კი.

44. არჯუნა, სურვილი – კაცობრიობის მოსისხლე მტერია. იგი ძლიერ ცეცვლს ჰგავს, ჩაუქრობელ ხანძარს. სურვილი
ჩვენში ბნელი გზებით აღწევს, იმალება გრძნობებსა და გონებაში. ჩაიბუდებს რა გულში და გონებაში, სიბრძნის
გაბრუების ძალაც შესწევს. სურვილს ყველაზე ბრძენი ადამიანიც კი დაღუპვამდე მიუყვანია. ამიტომ, ბოროტი
დრაკონი, სახე- ლად „სურვილი“, თავიდანვე უნდა მოკლა, სანამ ხელი ჩაუვლია შენთვის!

45. შეიძლება იფიქრო, რომ, რასაც შენგან ვითხოვ, რთულია. მაგრამ არ შეშფოთდე. მომენდე და ჩააგდე სურვილები
ცოდნის კოცონში, რათა ბოლომდე დაიფერფლოს. ადამიანები უამრავი სხვადასხვაგვარ იაჯნას ახორციელებენ,
დიდძალ სახსარს ხარჯავენ, მაგრამ ამის გაკეთება არ არის საჭირო. უბრალოდ, დაწვი შენი მავნე ჩვევები, დაიწყე
სურვილებით და ეს საკმარისი იქნება. გააკეთე ეს ჩემი სიყვარულის სახელით. და ამის შემდეგ, ეჭვი არ შეგეპაროს,
რომ მე დაგეხმარებით წარმატებისაკენ სავალ გზაზე. ამაში შეგიძლია დარწმუნებული იყო!“

თავი მეოთხე: მოქედებაში განხორციელებული სიბრძნისა


და განდგომილობის გზა
1. კრიშნა აგრძელებს: „არჯუნა, იცი, რომ ყველაფერი, რასაც ახლა გიყვები, არაფრით განხვავდება იმ მონათხრობისგან,
რომელსაც ღრმა წარსულში ჩემგან შენი წინაპრები ისმენდნენ?“

2. არჯუნა მოიღუშა და ჰკითხა: „კრიშნა, შენ სულ რამდენიმე წლით ხარ ჩემზე უფროსი. მაშ, ჩემს წინაპარს როგორ
ასწავლიდი?“

3. კრიშნამ გაიღიმა და უპასუხა: „სწორედ ამაშია საქმე. არჯუნა, შენ ახლა ჩემს ფიზიკურ სხეულს ხედავ და ჩემს ასაკზე
ფიქრობ. მე კი უკვე აგიხსენი, რომ მე არა ვარ სხეული! ისე, როგორც შენ.

4. შენ ხარ ატმა, ისე, როგორც მე. როცა ვამბობ, რომ შენს წინაპარს ვმოძღვრავდი, მხედველობაში მაქვს, რომ ფიზიკურ
სხეულში განხორციელებული შენი ატმას ერთ-ერთ გარდასახვას – შენს ფიზიკურ წინაპარს ვმოძღვრავდი.

5. არჯუნა, ადამიანს ბევრჯერ უმეორებდნენ, რომ ის არ არის სხეული, არამედ არის ატმა, მაგრამ ის, ცუდი
მოსწავლესავით, გაკვეთილს ადვილად ივიწყებს. ადამიანი მეხსიერებაში უამრავ წვრილმან და უსარგებლო ცნობას
ინახავს, მაგრამ სწრაფად ივიწყებს მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას, რომელიც მის ნამდვილ ბუნებას ეხება.

6. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც კვლავ და კვლავ მიწევს გარდავისახო და ვასწავლო ადამიანებს! შეხედე,
რამდენ საქმეს მიჩენს ადამიანის სისულელე! მაგრამ მე ადამიანი მთელი გულით მიყვარს და არ ვაქცევ ამას
ყურადღებას. არჯუნა, ადამიანი ჭეშმარიტებას ივიწყებს, მე კი – არა. ამაშია ადამიანსა და ღმერთს შორის განსხვავება.

7. ახლა კი ყურადღებით მომისმინე. ადამიანები იბადებიან, კვდებიან, ისევ იბადებიან და კვდებიან. ასე გრძელდება,
თითქოსდა დაუსრულებელი ციკლი. დაუსრულებელი დაბადება და გარდაცვალება, ასე ვთქვათ, „ვალის
გასტუმრებასთან“ არის დაკავშირებული.
11

8. ერთი ცხოვრების მანძილზე ადამანი როგორც დადებით, ისე უარყოფით „ქულებს“ აგროვებს. დადებით ქულებს
მისი კეთილი საქმეები წარმოქმნის, ხოლო უარყოფით ქულებს – ცოდვები. ხელახლა დაბადებას სწორედ ეს
უკანასკნელი იწვევს.

9. როცა ადამიანი კვლავ იბადება, მას იღბალი მისი დადებითი ქულების პროპორციულად დაჰყვება, ხოლო
წარუმატებლობა – უარყოფითი ქულების მიხედვით. პოზიტივი და ნეგატივი გარდაუვალია ადამიანისათვის,
რომელიც გარე სამყაროსკენაა მიმართული, ანუ, როცა მისი ხედვა პირველ რიგში, გარე სამყაროზეა“ მიჯაჭვული.

10. აქ არჯუნამ იკითხა: „კრიშნა, შენი სიტყვები ჩემთვის გაუგებარია. განა არ არსებობს გზა, დაუსრულებელი
დაბადებისა და გარდაცვალების რიგითობისაგან თავის დასაღწევად?“

11. კრიშნამ უპასუხა: „ვინ გითხრა, რომ ასეთი გზა არ არსებობს? რა თქმა უნდა, არსებობს; ეს გზა არის ჩემი
მორჩილება. მე უკვე გითხარი, როგორ შეგიძლია ღმერთის წყალობის მოპოვება. ხოლო როცა წყალობას მიიღებ,
აღარაფერი შეგაწუხებს და ყულფს სამუდამოდ დააღწევ თავს.

12. ადამიანის დაბადებას ჰქვია კარმა იანმა, რაც ნიშნავს, რომ დაბადება გამოწვეულია წინა დაბადებისას
განხორციელებულ ქმდებათა თანმიმდევრობით. ეს ის არის, რასაც მე „ვალის გასწორებას“ ვადარებ“.

13. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა და შენ? შენი დაბადებაც კარმა იანმას წარმოადგენს?“

14. კრიშნამ უპასუხა: „არჯუნა, რა უცნაურ კითხვას მისვამ?! მე შენი და სხვა უბრალო მოკვდავის მსგავსად კი არ
ვიბადები, არამედ ხორცხს ვისხამ, განვხორციელდები. მე არა მაქვს გადაუხდელი ვალები! გესმის? მე საკუთარი
გადაწყვეტილებით და განსაკუთრებული მიზნით განსაკუთრებულ დროს მოვდივარ. ეს ჩემი დაუსრულებელი
თამაშის – ლილას

– ნაწილია. ამიტომ ჰქვია ღმერთის განხორციელებას ლილა იანმა.

15. გინდა მეტი იცოდე? ინებე! ყველა ქმნილება არის ღმერთის ლილა. სამყარო სცენაა, ხოლო თითოეული ადამიანი
მსახიობია, რომელიც ღმერთის კოსმიურ დრამაში მონაწილეობს. ყველა ამაღლება და დაცემა, რომელსაც ცხოვრების
მანძილზე ეჯახებით, ამ საოცარი დრამის ნაწილია.

16. ჩვეულებრივ პიესას ყოველთვის ჰყავს დრამატურგი, რეჟისორი, დამდგმელი და სხვა. კოსმიურ დრამაში ყველა ეს
როლი ღმერთს ეკუთვნის. ის არის ავტორიც და რეჟისორიც.

17. შენ, ალბათ გინახავს, რომ თეატრში ერთი პიროვნება ფარდის უკან იმალება და პიესის ტექსტს შეახსენებს
მსახიობს, თუ მას თავისი როლის ტექსტი დაავიწყდება. მას სუფლიორს ეძახიან. კოსმიურ დრამაშიც მსგავსი რამ
ხდება. როცა ადამიანები დჰარმას განუდგებიან და ივიწყებენ მას (დჰარმა კი „პიესის ტექსტს“ წარმოადგენს), ღმერთი
სუფლიორის როლს ირგებს და ადამიანის სინდისს აღვიძებს.

18. თუმცა, ისტორიას ახსოვს პერიოდები, როცა უბრალო შეხსენება საკმარისი არ აღმოჩნდა. მაშინ ღმერთი ადამიანის
სახელს იღებს და დედამიწაზე ჩამოდის, როგორც ავატარი, რათა საკუთარ დრამაში როლი შეასრულოს. მას
გაცილებით უადვილდება ადამიანის გამოსწორება ასეთი ხერხით.

19. არჯუნა, როცა გარემოება მოითხოვს, მე ადამიანის ფორმით გეცხადებით. ასეთი განსახიერება არის ავატარი“.

20. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, რატომ და როდის თვლის ღმერთი განსხეულებას საჭიროდ?“

21. კრიშნამ უპასუხა: „ო, ღმერთი განსხეულდება მაშინ, როცა ბოროტება ძლიერდება და ბოროტი ადამიანები კეთილ
ადამიანებს ტანჯავენ. ავატარი ბოროტებს სჯის და კეთილს იცავს.

22. ავატარი სხვადასხვანაირად ექცევა ბოროტ ადამიანებს, მათ წინააღმდეგ ბევრ სხვადასხვა ხერხს იყენებს. როცა
ბოროტის მქმნელთა რიცხვი შედარებით მცირეა, იგი უბრალოდ იშორებს მათ, როგორც ქირურგი ამოჭრის ხოლმე
სასიკვდილო სიმსივნეს.

23. არ იფიქრო, თითქოს ღმერთი ყოველი მისი განსხეულების დროს ადამიანების მოსაკლავად რაიმე ხერხს იყენებს.
ეს შორსაა სიმართლისაგან. ისეც ხდება, რომ ბოროტი და კეთილი ადამიანები თანაცხოვრობენ, ირევიან ერთმანეთში.
ასეთ შემთხვევაში ავატარი არ გაანადგურებს ადამიანებს და სხვა ხერხებს მიმართავს.

24. როცა ბოროტება ფართოდ არის გავრცელებული, ავატარი თავის ყველაზე მძლავრ იარაღს იყენებს. ამ იარაღის
სილამაზე იმაშია, რომ ერთი წვეთი სისხლიც არ იღვრება. განა ეს საოცარი არ არის?

25. გამოიცანი, რა იარაღზეა საუბარი? დარწმუნებული ვარ, რომ ვერა. ეს არის სიყვარული, არჯუნა, სუფთა და
უანგარო სიყვრული, რომელიც გასცემს და მიუტევებს; გასცემს და არაფერს მოელის სანაცვლოდ“.

26. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, როგორ შეიძლება სიყვარულით, და მხოლოდ სიყვარულით განდევნო ბოროტება?“

27. კრიშნამ გაიღიმა და უთხრა: „აი, როგორი სილამაზეა ჩადებული სიყვარულში! იგი არ აქრობს ბოროტ ადამიანებს,
არამედ ბოროტებას აქრობს ადამიანში. გაიგე?“

28. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, შენ გინდა თქვა, რომ სიყვარული ბოროტს კეთილად გადააქცევს?“

29. კრიშნა აღტკინებით პასუხობს: „სწორედ ასეა! შენ ჩაწვდი ამას. გარდასახვა არის სასწაული, რომლის მოხდენა
მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. მისი მეშვეობით სისხლისღვრის თავიდან აცილება შეიძლება. სამწუხაროა, არჯუნა,
რომ ხშირად ადამიანი ძალადობით ცდილობს პრობლემების მოგვარებას, მაშინ, როცა სიყვარულით ამას უფრო
ადვილად და უკეთ მიაღწევს!
12

30. დღეს ქირურგიული ჩარევაა საჭირო, მაგრამ მოვა დღე, როცა ავატარში მხოლოდ სიყვარულს დაინახავენ. იგი
გაუჩერებლად მხოლოდ სიყვარულზე ისაუბრებს და საკუთარი ცხოვრების მაგალითით წმინდა სიყვარულის
უთვალავ ელფერს აჩვენებს.

31. წმინდა სიყვარული ყველა სიბინძურეს ჩამორეცხავს ღმერთის მაძიებელთა გონებაში, რომლებიც ავატართან
მოვლენ. ავატარი ადამიანების მიზიდვას შეძლებს და უთვალავი სხვადასხვა ხერხით გარდაქმნის მათ, იმ ადამიანთა
გონების მდგომარეობის გათვალისინებით, რომლებიც ცვლილებას ექვემდებარებიან“.

32. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, შეგიძლია მეტი რამ მითხრა ავატარის შესახებ?“

33. კრიშნამ უპაუხა: „დიახ, შემიძლია, მაგრამ ახლა, როცა ასე ცოტა დრო გვაქვს, ნება მომეცი მხოლოდ ეს გითხრა –
ადამიანებს ისეთად მოვევლინები, როგორადაც ისინი მხედავენ. ამიტომ, ბავშვისთვის მე ბავშვი ვარ, ქალისთვის –
ქალი, ხოლო კაცისთვის – კაცი. ხოლო როცა მარტო ვარ, მე ვარ ღმერთი!

34. ადამიანებს უკვირთ: „რატომ ქმნის ერთიანი და განუყოფელი ღმერთი განსხვავებებს სამყაროში?“ ეს ჩემი
კოსმიური სპექტაკლის ინსცენირებასთან არის კავშირში. შენ ალბათ შენიშნე, რომ ადამიანები თავიანთი
მიდრეკილებებითა და შეხედულებებით ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდებიან. ერთს ხატვა უყვარს, მეორეს –
სიმღერა, მესამეს კი სპორტი; სხვებს ძალაუფლება იტაცებს, ან საქმიან კარიერაზე გიჟდებიან და ა.შ. ასეთი
მრავალფეროვნება საჭიროა, რათა ჩემი დრამა ცოცხალი და მწვავე იყოს. ამიტომაც არსებობენ სამყაროში კეთილი და
ბოროტი ადამიანები.

35. ვსაუბრობ რა ჩემს დრამაზე, მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრა, თუ როდის გადავწყვეტ დედამიწაზე მოსვლას.
საქმე ისაა, რომ ადამიანი ღმერთის დავიწყვებისკენ არის მიდრეკილი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამქვეყნიური
სიამოვნება მოჭარბებულად ეძლევა. მაგრამ თუ ღმერთი გვერდით აღმოჩნდება, მისი ღვთაებრივი მომნუსხველობა
მილიონობით ადამიანს მიიზიდავს; მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ღმერთზე ფიქრს იწყებს და რამდენიმე ხანს ასე
გრძელდება.

36. თავდაპირველად ადამიანები ეჭვით მიდიან ღმერთთან. მაგრამ დაინახავენ რა ღმერთს, იმწამსვე მის ტყვეობაში
ექცევიან. ხოლო, როცა უფალი ადამიანებთან საუბარს იწყებს, ისინი მისი მომხიბვლელი ძალის ზემოქმედებით
გარდასახვას იწყებენ. მოკლედ, უფალი ღვთაებრივი ცნობიერების მასობრივ გამოღვიძებას ახდენს, რაც კაცობრიობის
ცნობიერებაში ნელ-ნელა, წლების მაძნილზე იდგამს ფეხს.

37. ავატარის თაყვანისმცემლებს თავიანთი ცხოვრების შესაცვლელად ბევრი და მრავალფეროვანი შესაძლებლობა


აქვთ. მთავარია ღმერთის სამსახური. ბევრ ადამიანს იგი „დავალებას“ აძლევს და ისინიც დავალების შესრულებას
გამალებით ცდილობენ, რათა სიხარული მიანიჭონ განხორციელებულ ღმერთს. სიმართლე გითხრა, ღმერთს არაფერი
სჭირდება, მაგრამ იგი თავს აჩვენებს, თითქოს ადამიანისგან ესა თუ ის საქმე ესაჭიროებოდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ
ადამიანმა თავისი ცხოვრების განწმენდა შეძლოს.

38. აი, ერთი მაგალითი. ერთხელ, როცა ავატარი რამა ვიყავი, ოკეანეზე ხიდის გადების საჭიროება დადგა. მე ხიდის
აგება ერთი ხელის დაქნევით შემეძლო. მაგრამ არ გავაკეთე ეს. რატომ? იმიტომ, რომ მე მსურდა მაიმუნებისათვის
(ვანარებისათვის) მიმეცა საშუალება ჩემთვის ემსახურათ. შენ ალბათ გახსოვს, რომ პატარა ბეღურაც კი მოფრინდა ამ
დიდი პროექტის ხორცშესხმაში მონაწილეობის მისაღებად. განა რა წვლილის შეტანა შეეძლო ბეღურას? მაგრამ
ღმერთი რაოდენობას არ ანიჭებს მნიშვნელობას. მის სამსახურში მხოლოდ სულიერება არის საჭირო. ამიტომ პატარა
ბეღურა, მიიღო რა ღმერთის წყალობა, საუკუნოდ სახელგანთქმული გახდა. დაიმახსოვრე, ერთი ჩაის კოვზი ძროხის
რძე უფრო სასარგებლოა, ვიდრე სახედარის ერთი კასრი რძე.

39. აი, ასე ხდება, როცა ავატარი ადამიანებს შორის არის. მაგრამ მისი წასვლის შემდეგ წლები გადის და ადამიანი
კვლავ ყველაფერს ივიწყებს. ამიტომ მე შემდეგი „დამიწების“ განხორციელება მიწევს.

40. არჯუნა, ის, ვინც ავატარის გვერდითაა, ფასდაუდებელ უპირატესობას ფლობს. სიახლოვე მას საშუალებას აძლევს,
ავატარს უშუალოდ მოქმედებაში დააკვირდეს და მისგან მაგალითი აიღოს, გაკვეთილი ისწავლოს. ამიტომაც არის
ავატარის ცხოვრება მისი გზავნილი. ხომ უთქვამთ, ღმერთთან ცხოვრება არის ნამდვილი გაკვეთილი!

41. ახლა კი, მსურს ქმედებისა და უმოქმედობის საკითხს დავუბრუნდე. ჩვეულებრივ, ამ სიტყვებს მიწიერ
მნიშვნელობას ანიჭებენ, რაც არასწორია.

42. აი, ჩვენ წინაშეა ძალიან საქმიანი კომერსანტი. ის გაუთავებლად ნადირობს ფულზე. მაგრამ ბრძენი ამას უფრო
უმოქმედობად განიხილავს, და არა მოქმედებად. რატომ? იმიტომ, რომ ბრძენისათვის ქმედებად აღიქმება მხოლოდ
ის, რაც უანგაროდ კეთდება, როგორც ღმერთის სამსახური.

43. დარწმუნებული ვარ, შენ გესმის, რომ იმის მიუხედავად, რომ იოგი შეიძლება პასიურად და უმოქმედოდ
მოგეჩვენოს, სინამდვილეში, იგი სულიერი კუთხით არის ძალიან აქტიური. ამას მაგალითით აგიხსნი.

44. აი, იოგი, ღრმად ჩაძირული მედიტაციაში. შეიძლება გაიფიქრო, რომ ეს ადამიანი სრულიად უმოძრაოა,
გაშეშებულია, თითქოს ქანდაკება იყოს! მაგრამ ეს ასე არ არის. მედიტაციის დროსაც კი იოგი მის ირგვლივ წმინდა
ვიბრაციას ავრცელებს. ადამიანებს მიიზიდავს მისი სიკეთე და მიუახლოვდებიან რა, მათთვის ასე აუცილებელ
სიმშვიდეს გრძნობენ და შინაგან სამყაროში იხედებიან, თუნდაც ცოტა ხნით. შესაძლოა, იოგი ამას ვერ აცნობიერებს.
მიუხედავად ამისა, იგი ღირებულ სამსახურს ეწევა, რომელიც შეიძლება ქმედებად ჩავთვალოთ - სულიერი კუთხით,
რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. მითხარი, ამქვეყნად ბევრი მოიძებნება ისეთი, ვისი მსახურება ადამიანს
სიმშვიდეს და მშვიდობას მოუტანს?

45. ქმედებასთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გახსოვდეს: 1. ეგოსაგან მთლინად უნდა
გათავისუფლდე და 2. ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო. მართალს ამბობენ, რომ ჭეშმარიტი კარმა – არის პრემა,
რომლის ხილვა გახდა შესაძლებელი! თუ ქმედება ამ შინაარსს ატარებს, იქ აზრიც კი არ ჩნდება ჯილდოზე. სწორედ
13

ეს, ანუ ქმედების, ნაყოფის დანახვის სურვილისგან გათავისუფლება, ანუ კარმაპჰალა ტიაგამ, განაპირობებს კვლავ
დაბადებისაგან გათავისუფლებას.

46. საუკუნეების მანძილზე, ადამიანებმა მსხვერპლშეწირვის ბევრი ხერხი გამოიგონეს, მაგალითად, ისინი ანთებენ
წმინდა კოცონს და მას მატერიალურ საგნებს სწირავენ. ეს დასაწყისისათვის კარგია, მაგრამ უმჯობესია შესწირო, ან
შესთავაზო, ან გასცე – როგორც გინდა დავარქვათ, - შენი მავნე თვისებები და პირველ რიგში – სურვილები. ჩაყარე
ისინი ცოდნის კოცონში.

47. ყველაზე მძლავრი განმწმენდი ცეცხლი, როგორიც კი შეიძლება წარმოიდგინო, არის ცოდნა, ანუ სიბრძნე.
ჩვეულებრივი ცეცხლი მხოლოდ მატერიალურ საგნებს წვავს, ხოლო ცოდნის კოცონს შეუძლია ისეთი
მოუხელთებელი რამ დაწვას, როგორიცაა მავნე ხასიათი და თვისებები.

48. არაფერია აბსოლუტურ ცოდნაზე მაღალი. მხოლოდ ის იძლევა ერთიანობაზე, ანუ ღმერთზე წარმოდგენას.
მხოლოდ ცოდნა ბადებს ყოველწამიერ მთლიან ცნობიერებას, ანუ ღმერთის ჭვრეტის უნარს ყველგან, ყველაფერში და
ყოველთვის.

49. როგორც კი ამ უნარს შეიძენ, ტრადიციული ცეცხლისათვის მსხვერპლშეწირვის რიტუალიც კი კოსმიური ციკლის
ნაწილად აღიქმება. შენ გაიგებ, რომ ვინც შესწირავს – ღმერთია, რასაც შესწირავენ – ღმერთია, ცეცხლი, რომელშიც
სწირავენ - ღმერთია და მსხვერპლის მიმღებიც ღმერთია. მოკლედ, ყველაფერი ღმერთისგან, ღმერთისთვის, ღმერთს!

50. არჯუნა, ცოდნის გარეშე შენ ეჭვის გორგლად იქცევი. ამიტომ, სანამ ბრძოლას დაიწყებ, სიბრძნის მახვილით
შეიარაღდი და გაუნათლებლობა დაამარცხე“.

თავი მეხუთე: ჭეშმარიტი განდგომილობის გზა


1. კრიშნას მიერ ყველა წვრილმანის მოთმინებით ახსნის მიუხედავად, არჯუნა მაინც დაბნეული იყო. და მან კვლავ
იკითხა: „კრიშნა, მაპატიე, მაგრამ ჩემთვის ჯერაც არ არის ნათელი, რაც შენ ორი გზის შესახებ თქვი. როგორც მე
მესმის, სიბრძნის გზა ნიშნავს, რომ ადამიანმა განდეგილივით უნდა იცხოვროს, მაშ როგორ შეიძლება ყოველდღიურ
ცხოვრებაში აქტიური იყოს? ალბათ სიბრძნის გზაში არის რაღაც სრულიად განსაკუთრებული და მიჭირს გავიგო, რა
აერთიანებს მას მოქმედების გზასთან. გთხოვ, კიდევ ერთხელ ამიხსენი; რა საერთო და განმასხვევებელი აქვს ამ ორ
გზას“.

2. კრიშნას გაეღიმა და თქვა: „არჯუნა, შენ არა ხარ დარწმუნებული, რადგან საგნებს ზედაპირულად უყურებ. ასეთი
ხედვის დროს მართლაც გეჩვენება, რომ ორ გზას თითქმის არაფერი აქვს საერთო. მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩაწვდები,
შენთვის ნათელი გახდება, რომ განსხვავება, თუ კი ის საერთოდ არსებობს, უფრო წესებშია, რომელსაც ადამიანები
მისდევენ, ვიდრე სულიერებასა და მიზანში.

3. მოდი, უფრო დეტალურად აგიხსნი, შენ კი რაც შეგიძლია ყურადღებით მომისმინე, რადგან დრო ცოტა გვაქვს და არ
მინდა, რომ ამ თემაზე კიდევ ვილაპარაკოთ.

4. მე კარმა იოგათი, ანუ მოქმედების გზით დავიწყებ. როგორც თავად იცი, ამ სამყაროში მოქმედება ყოველთვის
ხდება. ამიტომ ბუნებრივია, რომ კარმა იოგი, ანუ ადამიანი, რომელიც მოქმედების გზას მისდევს, ისევე არის
ჩაფლული ამ სამყაროში, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი. მაგრამ, ჩვეულებრივ ადამიანსა და კარმა იოგს შორის
მნიშვნელოვანი განსხვავებაც არის. მაშინ, როცა ადამიანი მოქმედების გზას ძირითადად საკუთარი გამორჩენის ან
ძალაუფლების მოპოვების მიზნით მისდევს, ჩვენი მეგობარი კარმა იოგი თავის სამუშაოს, - როგორც ვალს -
აღასრულებს, რომელსაც საზოგადოებას უხდის და ღმერთს მიუძღვნის. მას ჯილდო, სარგებელი, წარმატება და
მსგავსი საკითხები არ აინტერესებს.

5. ის თავისი სამსახურის სანაცვლოდ მადლობასაც არ ელის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კეთილშობილმა სულმა
უარი თქვა მოქმდების ნაყოფის მიმზიდველობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“.

6. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, ცოტა დავიბენი. არ მესმის, რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანს თავისი მოქმედების
შედეგები, თავისი შრომის ნაყოფი აინტერესებს? ადამიანი თავდაუზოგავად მუშაობს, თავის საქმეში ბევრ ენერგიას
დებს, მაშ რა არის ცუდი იმაში, რომ წარმატებას მიაღწიოს? სხვაგვარად, რად სჭირდება საქმოსანს თავისი საქმის
წამოწყება?“

7. კრიშნამ გაიცინა და უთხრა: „გავიგე შენი შეკითხვა. შენი საქმის სანაცვლოდ ჯილდოს მიღებაში არაფერია
ამორალური. მაგრამ საზღაური, რომლისკენაც ადამიანი მიისწრაფვის, ამ სამყაროს ეკუთვნის, წარმავალია. თუ შენ
ასეთი ჯილდო გწყურია, მაშინ საკუთარ თავს ამ სამყაროს მიაბამ და რას მიაღწევ შედეგად? დაბადებისა და
სიკვდილის ციკლს. თუ გსურს ბორბლის ტრიალიდან თავი დაიხსნა (და მე მგონია რომ გსურს), სურვილებისაგან
უნდა გათავისუფლდე. სულ ეს არის“.

8. „რას მეტყვი საქმიან ადამიანზე, კრიშნა? რად უნდა წამოიწყოს მან საქმე, თუ მიღებული სარგებელი უნდა უარყოს?“

9. „აქ სცენაზე სულიერი ფილოსოფია გამოდის. საქმოსანი თავის საქმეს როგორც პროფესიას უნდა მიუდგეს, და არა
როგორც ფულის დაგროვების საშუალებას. მაგალითად, ავიღოთ მასწავლებელი. მისი საქმე სწავლებაა და არა ფულის
კეთება. ის, რომ მისი სამუშაო ანაზღაურდება ფულით, ეს მეორეხარისხოვანია. მისი მთავარი ამოცანაა, სწორად
ასწავლოს თავის მოსწავლეებს, აღზარდოს მათში კარგი თვისებები, იყოს მათთვის სამაგალითო. ამაში მდგომარეობს
მასწავლებლის სამსახური საზოგადოებისათვის. საქმოსანიც ასევე უნდა იქცეოდეს. თავის საქმიანობას, როგორც
მსახურებას უნდა აღიქვამდეს, და არა სარგებლის გამორჩენის შესაძლებლობას. თუ ამასთან ერთად ფულსაც აკეთებს,
14

ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ ის დაწრმუნებული უნდა იყოს, რომ მას შემდეგ, რაც ფულის ნაწილს თავისი
საჭიროებისათვის დახარჯავს, ფული კეთილი საქმის კეთებას მოხმარდება.

10. აქ მთავარი მომენტი ის არის, რომ მოქმედებასთან მიმართებით კარმა იოგი, ანუ ადამიანი, რომელიც მოქმედების
გზას ადგას, თითქმის ისე იქცევა, როგორც სიბრძნის გზაზე შემდგარი ადამიანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარმა
იოგი თავის გზას გარე სამყაროდან იწყებს და შინაგანისკენ, ღმერთისკენ მიიწევს. ხოლო სიბრძნის გზის მიმდევარი,
პირიქით, თავის გზას შინაგანი სამყაროდან იწყებს და გარე სამყაროსკენ მოგზაურობს, რათა თავისი მსახურება
განახორციელოს. მოკლედ, კარმა იოგას გზა მიდის მოქმედებიდან სიბრძნისაკენ, ხოლო სანქჰია იოგის გზა
სიბრძნიდან მოქმედებისაკენ მიდის! გზის ბოლოს კი ორივე იოგა ერთმანეთის მსგავსი ხდება.

11. ბრძენის ქცევა, შესაძლოა ძალიან უცნაურად, მეტიც, სიგიჟედ მოგეჩვენოს! მაგრამ ის გიჟი არ არის. მაგალითს
მოგიყვან.

12. ერთხელ ბრინდავანელ გოპებს (მწყემსი ქალები) მდინარე იამუ- ნას გადალახვა მოუნდათ. მაგრამ მდინარე
წყალუხვი იყო და ახლო-მახლო მენავეც არ ჩანდა. გოპები წყლის პირას იდგნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ. ამ დროს
მათ ბრძენი ვიასა მიუახლოვდა – შენ ხომ იცი ვინ არის ვიასა? გოპებმა სთხოვეს: „ო, პატივცემულო, მდინარის
გადალახვაში ხომ ვერ დაგვეხმარებოდი? ბრძენმა გაიღიმა და უთხრა: „რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. მაგრამ ჯერ
ცოტა ერბო მომეცით, რომელიც თან გაქვთ“. გოპები საჩქაროდ გაუმასპინძლდნენ ახალი კარაქით, რომელიც ბრძენმა
დიდი სიამოვნებით მიირთვა. შემდეგ მან პირი და ხელები გაიწმინდა, სულ ახლოს მივიდა მდინარესთან და
წარმოთქვა: „ო, დედაო იამუნა, როგორც მართალია, რომ მე დღეს ვიმარხულე, ისე გააჩერე წყლის დინება, რათა მეორე
ნაპირზე გადასვლა შევძლოთ“. წყლის დინება მაშინვე შეჩერდა და გოპები და ვიასა მეორე ნაპირზე გადავიდნენ.
სამშვიდობოს გასულმა გოპებმა დიდი მადლობა მოახსენეს ბრძენს და ჰკითხეს: „ო, ბრძენკაცო, ჩვენ ერთი რამ ვერ
გავიგეთ. შენ ხომ კარაქი მიირთვი, მაგრამ თქვი, რომ მარხულობ. და დედა იამუნამაც, როგორც ჩანს, დაგიჯერა. რა
საიდუმლო იმალება შენს ქმდებაში?“ მომღიმარმა ვიასამ უპასუხა: „თქვენ ყველას გეგონათ, რომ მე ერბოს
მივირთმევდი, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემი სხეული შესაბამის მოქმედებას ასრულებდა, მაგრამ ერბო მე კრიშნას
მივუძღვენი, რომელსაც, როგორც იცით, ძალიან უყვარს ახალი ერბო. სინამდვილეში, მან შეჭამა მთელი ერბო!“ ახლა
გაიგე, არჯუნა, როგორ მოქმედებს ბრძენი?

13. იოგები მუდამ საკუთარ თავში იმზირებიან და თავიანთ გულში ღმერთს ხედავენ. როცა გულზე ვლაპარაკობ, და
შენ ეს უნდა გესმოდეს, სულიერ გულს ვგულისხმობ და არა ფიზიკურს. ხომ გაგიგია, ადამიანები ამბობენ: „შენ
უგულო ადამიანი ხარ“. მაგრამ განა რომელიმე ადამიანი მართლაც არსებობს გულის გარეშე, რომელიც სისხლის
ცირკულირებას უზრუნველყოფს?

14. სულიერ სამყაროში გული ნიშნავს თანაგანცდის, თანაგრნობის ადგილსამყოფელს. მას ხრიდაიას ეძახიან: ხრიდი
და დაიას ნაერთს, სადაც დაია თანაგრძნობას ნიშნავს. ასე რომ, გული თანაგრძნობის ამოსავალი წერტილია, ხოლო
თანაგრძნობა – ღვთაებრივი თვისება.

15. მოდი, იოგს დავუბრუნდეთ. ის სრულიად აიგივებს თავის თავს ღმერთთან. მას სწამს, რომ თვითონ არის ღმერთი,
რომ იგი არის ატმა, რომ იგი არის ჭეშმარიტი „მე“, ჭეშმარიტი რეალობა“.

16. კრიშნამ განაგრძო: „უცნაურად ჟღერს? უფრო მეტიც, იოგი მუდმივად შეიგრძნობს, რომ მისი გონება და სხეული
მისგან სრულიად განყენებულია. შენ ვერასოდეს გაიგონებ იოგს ეთქვას: „მე სხეული ვარ“, ანდა „მე გონება ვარ“. მან
იცის, რომ ის არც გონებაა და არც სხეული“.

17. გაოგნებულმა არჯუმან ჰკითხა: „მთლად კარგად ვერ გავიგე, რა მითხარი. შეგიძლია კიდევ ამიხსნა?“

18. კრიშნამ თავისი მარადიული ღიმილით უპასუხა: „რა თქმა უნდა, შემიძლია. არჯუნა, იოგის სხეული და გონება
ისევე მუშაობს, როგორც შენი. მაგრამ თქვენს შორის მსგავსება აქ მთავრდება. მისი სხეული ყოველთვის ღვთიურ
ქმედებას ახორციელებს. მისი გონება გამუდმებით წმინდა აზრებით არის აღსავსე“.

19. არჯუნამ ჰკითხა: „ეს როგორ ხდება?“

20. კრიშნამ უპასუხა: „წარმოიდგინე წყალი. თუ შენ წყალში ქვას ჩააგდებ, ტალღები გაჩნდება, რომლებიც ნელნელა
ნაპირისკენ განიზიდება. იოგის გულიც წყლის სათავსივითაა. თუ მასში კეთილი აზრების ქვას ჩააგდებ, ტალღები
წარმოიქმნება. როცა ტალღები „ნაპირს“, ანუ სხეულს მიაღწევს, კეთილი ქცევა განხორციელდება.

21. არჯუნა, იოგისათვის ატმა მეეტლეა. მეეტლე ატმა უბრძანებს გონებას, ხოლო გონება – სხეულსა და გრძნობებს.
შედეგად გრძნობებს, აზრებს, სიტყვებსა და ქმედებებს შორის ჰარმონია ყალიბდება. ეს არის, რასაც ადამიანურ
ღირებულებებს ვეძახით.

22. თუ შენ იოგს ჰკითხავ, თუ ვინ მოქმედებს, იგი უბრალოდ გიპასუხებს: „მე კი არა, ატმა მოქმედებს. ატმა კი
მხოლოდ მოწმეა, სინამდვილეში გონება და სხეული მოქმედებს; მე კი არც სხეული და არც გონება არა ვარ“. ალბათ
შენიშნე, რომ ის არც კი იყენებს სიტყვებს, როგორიცაა „ჩემი სხეული“, „ჩემი გონება“ და სხვა.

23. იოგი ყოველთვის სიმართლეს ამბობს. მაგრამ მისი საუბრის მანერა ჩვეულებრივ მოკვდავს, როგორიც შენა ხარ,
შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს. ამ თემას, შესაძლოა მოგვიანებით დავუბრუნდე, მაგრამ ახლა მინდა, რომ
შევჩერდეთ იმაზე, რაზეც სულ ცოტა ხნის წინ გეუბნებოდი.

24. იოგი მძინარე დათვივით უმოძრაო სულაც არ არის. დიახ, მას შეუძლია ამქვეყნიურ სიამოვნებას გაექცეს,
სურვილზე ამაღლდეს, არ იგრძნოს შიმშილი, წლობით ვერ იგრძნოს წყურვილი, რაც ჩვეულებრივი ადამიანისათვის
არ არის დამახასიათებელი. ამ აზრით, იოგი მართლაც განსაკუთრებულ „სახეობას“ მიეკუთვნება.

25. მაგრამ ამასთან, იოგი განსაკუთრებულად მოქმედებს. იგი მოწაფეებს შემოიკრებს და დიდი რუდუნებითა და
მოთმინებით ზრუნავს მათზე. რატომ? იმიტომ, რომ კაცობრიობას ყოველთვის სჭირდება კეთილშობილი სული, და
იოგები ხშირად თავის თავზე ადამიანების აღზრდის მოვალეობას იღებენ. ისინი საზოგადოებას ასე ემსახურებიან.
15

26. შენ შეიძლება მკითხო: „კარგი, ერთი იოგი ათობით სხვა იოგს აღზრდის, მაგრამ რა სარგებელი აქვთ მათ
საზოგადოებისათვის? ისინი ხომ განდგომილნი არიან, გაურბიან საზოგადოებას. შეიძლება ბრძენნი არიან, მაგრამ სად
არის მათი ქმედება?“ - გიპასუხებ.

27. მართალია, იოგის მოსწავლეები მუდამ მასთან არიან, მაგრამ ისინი გამუდმებით მოგზაურობენ, და
მოგზაურობისას ბევრ სოფელში შედიან, სადაც, მათ მოსახლეობა სიხარულით და მისალმებებით ხვდება,
უმასპინძლდება, ისმენს მათ ბრძნულ საუბარს. აი ასე, თავისებურად ემსახურებიან იოგები საზოგადოებას.

28. არჯუნა, ალბათ შენ გაგიგონია რჩევა: გაექეცი ცუდ კამპანიას და ყოველთვის კარგი საზოგადოება ეძებე. მოგზაური
იოგები სწორედ კარგი კამპანიაა, რომელიც ასე სჭირდებათ ადამიანებს. იოგები სუფთა ჰაერის ნაკადივით
გაანათლებენ იმ ადგილს, სადაც იმყოფებიან და ჩვეულებრივი მოკვდავების რწმენას აძლიერებენ.

29. მოკლედ რომ ვთქვათ, კარმა იოგი მიდის ქმედებიდან სიბრძნისაკენ, ხოლო სანქჰია იოგი სიბრძნიდან -
მოქმედებისაკენ.

30. დავუშვათ, რომ სიროფის მომზადება გსურს. ამისათვის ორი ხერხი არსებობს. შეგიძლია აიღო ჭიქა, ჩაასხა შიგ
წყალი, ჩაყარო შაქარი და მოურიო. შეიძლება მეორე ხერხი გამოიყენო: ჭიქაში ჯერ შაქარი ჩაყარო, შემდეგ წყალი
დაასხა და მოურიო. ორივე შემთხვევაში ერთნაირ საბოლოო პროდუქტს მიიღებ. ასევე, ორი გზაც ერთნაირია, თუ
მათი საბოლოო მიზანი გვაქვს მხედველობაში.

31. მე მინდა ხაზი გავუსვა, იმას, რომ როგორც ადამიანთა 99,9 პროცენტს, შენც მოქმედების გზით სიარული
გაგიადვილდება. გაცილებით ადვილია, მთელი ცხოვრება იღვაწო ღმერთისათვის, ვიდრე გამუდმებით ჩააგონო
საკუთარ თავს „მე ღმერთი ვარ, მე ღმერთი ვარ“.

32. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, თუ ეს ასე რთულია, როგორ ახორციელებენ ამ ამოცანას ბრძენკაცები, რომელთაც
შესწევთ ძალა, საკუთარ თავს უთხრან „მე ღმერთი ვარ?“

33. კრიშნამ უპასუხა: „შენ ერთი რამ უნდა გაიგო: ბრძენი არ დადის ყველგან და არ უცხადებს სამყაროს, რომ ის
ღმერთია. არა, ის მუდმივად შეახსენებს თავის თავს: „მე, ჩემი არსით, ღმერთი ვარ. ამიტომ არაფერი უნდა გავაკეთო
ისეთი, რაც ეწინააღმედება ჩემს ღვთაებრიობას. მე უნდა ვხედავდე მხოლოდ კარგს, მესმოდეს მხოლოდ სიკეთე,
ვამბობდე მხოლოდ სიკეთეს და ვიფიქრო მხოლოდ სიკეთეზე. ამასთან, ყველგან და ყველაფერში მე ღმერთს უნდა
ვხედავდე“.

34. აი, ასე ატარებს თავის ცხოვრებას ბრძენი ადამიანი. ის მუდმივ, ყოვლისმომცველ ცნობიერებაშია ჩაძირული.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, ყველგან და ყოველთვის ღმერთს ხედავდე. ამასთან, ბუნებრივია, რომ იგი ღმერთს
საკუთარ თავშიც ხედავს.

35. ბრძენი ღმერთს როგორც მიკროკოსმოსში, ისე მაკროკოსმოსში ხედავს. მისთვის წმინდანი და ცოდვილი, ორივე
ღმერთია, მხოლოდ სხვადასხვა ნიღბის ქვეშ. შეძლებ შენ შენი ცხოვრება ასეთი განწყობით განვლო? ვერა! ამიტომაც
გირჩევ მოქმედების გზას. მეთანხმები ამაში?

36. ახლა კი იმ საკითხს დავუბრუნდები, რომელზეც საუბარი გადავდე. ჩემი „გახორციელების“, „განსხეულების“
საკითხს ვგულისხმობ. მე ადამიანურ სახეს მაშინ ვიღებ, როცა ვრწმუნდები, რომ დედამიწაზე სრულიად
აუცილებელი ხდება ჩემი უშუალო ყოფნა. ამის შემდეგ მე მშობლებს, დაბადების ადგილსა და დროს ვირჩევ. ეს
ფაქტორები მთლიანად ჩემი ზეგავლენის ქვეშ არის. ამიტომ, შერჩეული დრო ღვთაებრივია, შერჩეული ადგილი
წმინდაა და მშობლები, რომლებიც გამაჩენენ, წმინდა ადამიანები არიან.

37. ავატარი უბრალო მოკვდავივით ცხოვრობს. ის საუბრობს როგორც სხვა ადამიანები, იკვებება, ძინავს, იმოსება
როგორც ყველა სხვა მოკვდავი. მაგრამ აქ ჩვენ შორის მსგავსება სრულდება. ავატარს ნაკლი არა აქვს. იგი სატიას და
დჰარმას – ჭეშმარიტებასა და უბიწოებას განასახიერებს; მუდმივად იღიმის და სიყვარულს ასხივებს. მასში ეგოიზმისა
და საკუთარი ინტერესის მარცვალსაც ვერ იპოვნი. იგი თანაგრძნობითა და მოთმინებით (ქშამა) არის აღსავსე. იგი
არის ის, ვინც ყოველთვის გასცემს. მისი ხელი ყოველთვის აღმართულია და არასოდეს არის დაშვებული ისე, როგორც
მთხოვარს აქვს!

38. როგორც ყველა ადამიანი, ღმერთიც, თავის ადამიანურ ფორმაში, მუდმივ მოქმედებაშია. მაგრამ მაშინ, როცა
ჩვეულებრივი მოკვდავი მოქმედების შედეგით არის შებოჭილი, ღმერთი არაფრით არის შებოჭილი“.

39. არჯუნამ ჰკითხა: „ვერ მივხვდი ვინ არის იგი?“

40. კრიშნამ აუხსნა: „პასუხი მარტივია. როცა ქმედება საკუთარი ინტერესების გამო ხორციელდება, იგი ადამიანს
ამქვეყნიურობასთან მიაჯაჭვავს. როგორც უკვე აგიხსენი, მე პირადი ინტერესი არ მამოძრავებს. მე ამქვეყნიურობის
ფარგლებს გარეთ ვარ და მხოლოდ განსაზღვრული დროით მოვდივარ აქ, რათა განსაკუთრებული როლი შევასრულო.
ჩემი ყველა ქმედება წმინდა სიყვარულზეა დაფუძნებული და ამიტომ არასოდეს მბოჭავს“.

41. არჯუნამ ჰკითხა: „თუ მე ჭეშმარიტი სიყვარულით ვიმოქმედებ, ეს ამქვეყნიურ მიჯაჭვულობას ამაშორებს?“

42. კრიშნამ უპასუხა: „რა თქმა უნდა. ეს იყო მთავარი გაკვეთილი, რომელიც მინდოდა აგეთვისებინა. ჭეშმარიტ
სიყვარულზე დაფუძნებული უანგარო მოქმედება – ეს არის ყველაფრის თავი და თავი. შენ ყოველთვის უნდა გასცე და
არ მიიტაცო. გასცე და მიუტევო. გასცე და დაივიწყო ამის შესახებ. გახსოვდეს, რომ მხოლოდ გაცემის შედეგი არის
მიღება. და რას მიიღებ გაცემის შედეგად? ¬ ჩემს წყალობას!“

43. არჯუნა მოიღუშა, ხოლო კრშინამ უთხრა: „დაიმახსოვრე, რომ ქმედება, რომელიც საზღაურის მიღების სურვილით
არის ჩადენილი, აუცილებლად ცუდი არ არის. დედას სურს რომ მისმა შვილმა რაიმე ღირსეული გააკეთოს, რითაც ის
იამაყებდა. ეს ნორმალური ადამიანური ინსტინქტია. ასეთი სურვილი არც ამორალურია და არც ცოდვაა. თუმცა ის
16

მთლიანად ამქვეყნიურია და სხეულზე მიჯაჭვულობას იწვევს. იგი ადამიანს დაბადებისა და სიკვდილის ციკლთან
აკავშირებს.

44. ამქვეყნიურ სურვილებს, რაც უნდა კარგი იყოს, ყოველთვის ამქვეყნიურ მიჯაჭვულობამდე და, შესაბამისად,
გარდაცვალაბამდე მივყავართ. შენ შეიძლება ბევრი სურვილი გაქვს, რომელიც ამ ცხოვრებაში ვერ აღსრულდა. ბედი
ხელახლა დაბადებას გაგიმწესებს, თუმცა ახალ ცხოვრებაშიც ბევრ სიმწარეს ნახავ. და ასე გრძელდება ციკლი: კვლავ
დაბადება, კვლავ სიკვდილი, ხოლო მათ შორის დროებით ყოფნა სხვადასხვა ადგილას. რა სულელია ადამიანი! მას
მუდმივად ღმერთზე ფიქრი რომ შეეძლოს, ასეთი ბედი არ ეწეოდა.

45. ახლა შენ ხედავ, რამდენად განსხვავდება შენგან ავატარი, როცა საქმე მოქმედებას ეხება და ამის გამო იგი
მუდმივად რჩება ამქვეყნიურის მიღმა. კიდევ ერთი მომენტი უნდა ვახსენო. ადამიანები ხშირად ჩივიან: „ღმერთო,
რატომ მომივლინე ეს უბედურება?“ მაგრამ, განა ადამიანები ჩემზე ფიქრობენ, როცა მათ ბედი გაუღიმებთ? ძალიან
ცოტა თუ ფიქრობს. ისინი მთელ წარმატებას თავის თავს მიაწერენ და მილოცვებს ამაყად იღებენ. კაცი იფიქრებს, რომ
უბედურების გარდა არაფერი მომქონდეს! მაგრამ ამას თავი დავანებოთ.

46. არჯუნა, მხოლოდ ადამიანია საკუთარი ბედის პატრონი და არა ღმერთი, რომელიც ზეცაშია. ღმერთი ადამიანს
თვალს ადევნებს და ამბობს „დიახ“ ყველაფერზე, რაც ადამინს სურს. თუ ადამიანი გადაწყვეტს, იყოს კარგი, ღმერთი
ეუნება: „დიახ“. თუ მას სურს ბოროტი იყოს, ღმერთი ამბობს: „რას იზამ, მოიქეცი როგორ გსურს“. თუ ადამიანს უნდა,
რომ მისი სურვილები აღსრულდეს, ღმერთი ეუბნება: „იმოქმედე“. და მაშინ, როცა ადამიანს გათავისუფლება სურს,
ღმერთი არა მხოლოდ ეთანხმება მას, არამედ დიდი სიხარულით ეხმარება“.

47. არჯუნამ თქვა: „შენ ამბობ, რომ ადამიანი საკუთარი ბედის ბატონ-პატრონია. მაგრამ არის შემთხვები, რომლებსაც
ეს ფორმულა არ მიესადაგება. აი, მაგალითად, ღარიბი ცოლ-ქმარი. მათ ერთადერთი ვაჟი მოსტაცეს. ორივე კარგი
ადამიანია და მთელი გულით შენი ერთგული. მათ არავისთვის დაუშავებიათ რამე, მაგრამ იტანჯებიან. რის გამო
დაისაჯნენ ისინი? ხომ არ იტყვი, რომ თავი დაისაჯეს?!“

48. კრიშნამ გაიღიმა და უთხრა: „მიხარია, რომ ეს კითხვა დამისვი, რადგან ადამიანს სწორედ ასეთი შემთხვევები
აბნევს. ყველა ცხოვრებაში ადამიანები დადებით და უარყოფით „ქულებს“ აგროვებენ, რომლის ანგარიში უნდა
გაიქვითოს. თუმცა, ზოგჯერ ერთი ცხოვრების მაძნილზე ამის მოხერხება შეუძლებელია და ანგარიში შემდეგ
ცხოვრებაში გადადის. შენ მიერ მოყვანილ მაგალითში მშობლებიც და გატაცებული ბიჭიც თავიანთი წარსული
ცხოვრების კარმას იხდიან. ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ თავისი ბედის პატრონია. ამაში ბრალი არა ვარსკვლავებს,
არამედ თავად ადამიანს მიუძღვის.

49. ამ პრობლემის გადაჭრა, როგორც ადრე გითხარი, მხოლოდ ღმერთის მორჩილებით არის შესაძლებელი. მას თქვენი
ცხოვრების ფორმირების საშუალება უნდა მისცეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანი მხოლოდ მაშინ ფიქრობს ღმერთზე,
როცა გასაჭირშია და თითქმის ივიწყებს მას, როცა ცხოვრება მშვიდად მიდის. ეს „დროებითი“ ერთგულება
არაეფექტურია. ამიტომ, ფხიზლად იყავი!

50. ასეთ დროს მაგალითი ბრძენისგან უნდა აიღო. ისიც ხომ ორაზროვან, ურთიერთდაპირისპირებული წყვილებით
სავსე სამყროში ცხოვრობს. მაგრამ ბრძენი სამყაროს სულ სხვაგვარად უყურებს.

51. ბრძენი ეუბნება თავის თავს: „არ ვეთანხმები, თითქოს სამყაროში ერთი რამ კარგია, მეორე კი – ბოროტი. თუ
ყველაფერი ღმერთის ნაწილია, განა შეიძლება ბოროტება არსებობდეს? ეს შეუძლებელია! შეიძლება რომელიმე
მოვლენა ბოროტად გვეჩვენებოდეს, მაგრამ თავისი არსით ის კეთილია. მაგალითად, პიესა, რომელსაც თეატრალური
დასი თამაშობს. დასის ყველა წევრი, სინამდვილეში, კარგი ადამიანია, მაგრამ პიესაში ერთნი კეთილის როლს
თამაშობს, მეორენი კი - ბოროტის. ასეთია ღმერთის კოსმიური დრამა“.

52. მე მინდა აგიხსნა, რომ ბრძენი ადმიანი სამყაროს ორაზროვნებაზე მაღლა დგას. ჩვეულებრივი ადამიანი კი
ორაზროვნებას ემორჩილება.

53. შემოქმედება ღმერთის მოგონილი ბრძნული გამოცანაა. ადამიანთა 99,9 პროცენტი მას ვერ ამოხსნის. ამიტომ
ადამიანი შეცდომით ფიქრობს, რომ წარმავალი მარადიულია, ან რომ მარადიულობა არ არსებობს! იმის მიუხედავად,
რომ ყველამ იცის ადამიანის მოკვდავობის შესახებ, უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ თავადაც წარმავალია. ეს რომ
გაცნობიერებული ჰქონდეს, განა სერიოზულად არ დაფიქრდებოდა, ამ ცხოვრებაში როგორ მოიქცეს? განა ვინმე
ფიქრობს ამაზე? მხოლოდ ერთეულები!

54. აი, სწორედ აქ მოდის საშველად კარმაპჰალა ტიაგამ (შრომის ნაყოფზე უარის თქმა), რომელზეც ადრე გასწავლიდი.
როცა შენ ჭეშმარიტად მისდევ კარმა იოგას, სამყარო თითქოს გვერდით ჩაივლის. შენ იმდენად ჩართული ხარ
ღმერთის სამსახურში და მასზე ფიქრში, რომ ვერ იცლი სამყაროს ორაზროვნებასა და მსგავს მიწიერ მატერიებზე
საფიქრელად! წვიმა მხოლოდ მაშინ დაგასველებს, როცა ქოლგის გარეშე გახვალ გარეთ. მაგრამ თუ შინ დარჩები, განა
წვიმა საშიშია შენთვის?

55. მოკლედ, მაშინ, როცა სანქჰია იოგი ილუზიებზე მაღლდება, კარმა იოგი მათ ფრთხილად აუქცევს გვერდს და
საკუთარ თავს ღმერთს დაუკავშირებს. მინდა დავამატო, რომ ღმერთს ძალიან უყვარს კარმა იოგი. არჯუნა, ჩემი
საუბრის აზრი შენთვის გასაგებია?“

თავი მეექვსე: მედიტაციის გზა


1. კრიშნა აგრძელებს არჯუნასთან ატმაჯნიანას, ანუ საკუთარ თავზე მეცნიერების შესახებ საუბარს: „ახლა კი მსურს
ადამიანის გონების მდგომარეობაზე და მის მართვაზე მოგითხრო. ადამიანები გონების კონტროლზე ხშირად
17

საუბრობენ, მაგრამ მე მირჩევნია ტერმინი „თვითრეგულირება“ გამოვიყენო, რადგან სიტყვა „კონტროლი“ ბევრ
ადამინაში შფოთვას იწვევს, განსაკუთრებით, როცა საქმე გონებას ეხება.

2. დავუბრუნდეთ კარმა იოგს და ვთქვათ, როგორი უნდა იყოს მისი გონებრივი განწყობა. ჭეშმარიტი კარმა იოგი
თავისი ქმედების შედეგზე არასოდეს იფიქრებს და ქმედების ნაყოფზე არ ოცნებობს. იგი მთლიანად მოვალეობის
შესრულებაზე კონცენტრირდება და გრძნობს, რომ ღმერთის საქმეს აკეთებს. დედამიწაზე მას შეიძლება უფროსი
ჰყავდეს, რომელიც დავალებებს აძლევს, შეიძლება ხელფასსაც იღებდეს, მაგრამ ეს მისთვის ფორმალობაა და
არაარსებითი“.

3. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კარმა იოგი არ ასრულებს უფროსის დავალებებს და მხოლოდ
იმას აკეთებს, რასაც თავის მოვალეობად თვლის?“

4. კრიშნამ უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში. წარმოიდგინე მეფე, რომელიც თავის მინისტრს ბრძანებას მისცემს.
მინისტრი უნდა დაემორჩილოს. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ბრძანება დჰარმას არ ეწინააღმდეგება.
სახელმწიფოს წინაშე ვალის აღსასრულებლად მინისტრი თავის თავს ეუბნება: „ღმერთო, ამას შენთვის სიხარულის
მოსანიჭებლად ვაკეთებ“. მინისტრს არაფერი უშლის ხელს, რომ უსიტყვოდ შესთავაზოს თავისი სამსახური ღმერთს,
თუ ეს მის ამქვეყნიურ მოვალეობას არ ეწინააღმდეგება.

5. ამას გარდა, კარმა იოგი არ ისწრაფის წარმატებისაკენ და წარუმატებლობის შემთხვევაში არც დეპრესიაში ვარდება.
ის წარმატებასა და მარცხს თანაბარი უშფოთველობით იღებს. მას არასოდეს აუკანკალდება ხმა! ის მხოლოდ იტყვის:
„ყველაფერი უფლის ნებითაა. ღვთაებრივ დრამაში წარუმატებლობა არ არსებობს და ყველაფერი ისე ხდება, როგორც
უნდა მოხდეს. მე კი მხოლოდ ღმერთის იარაღი ვარ“.

6. კარმა იოგი წარმატებისაკენ არ მიიწრაფვის, ამიტომ, მას მიუკერძოვებლობა და განდგომილობა ახასიათებს.


როგორც ხედავ, ნარინჯისფერი სამოსის ტარება არ არის აუცილებელი, რათა განდგომილობას აღასრულებდე.
ჭეშმარიტი განდგომილი ის არის, ვინც უარი თქვა ამქვეყნიურ კავშირებსა და სურვილებზე, და არა ის, რომელიც
ზაფრანისფერი სამო- სით დადის და თავის თავს სანიასის უწოდებს.

7. სხვა სიტყვებით რომ გითხრა, მნიშვნელოვანია არა სამოსი, არამედ გონებრივი განწყობა. სანიასი, რომელსაც
საკვების მოპოვების სურვილი აწუხებს, სულაც არ არის სანიასი. და პირიქით, მე მაღალ შეფასებას მივცემ კარმა იოგს,
რომელიც კარმაპჰალა ტიაგას პრინციპს მისდევს, რაც ქმედების ნაყოფის „მოკრეფის“ სურვილისგან გათავისუფლებას
ნიშ- ნავს.

8. არჯუნა, ყურადღებით დააკვირდი, თუ რა აზრით ვიყენებ სიტყვა „მსხვერპლს“. ხომ იცი რას ნიშნავს იაჯნა? იაჯნას
წმინდა ცეცხლს, რომელსაც მსხვერპლს სწირავენ, სხვაგვარად მსხვერპლშეწირვის ცეცხლს უწოდებენ. იმის თქმა
მინდა, რომ მსხვერპლი და მისი შეწირვა ერთი და იგივეა. ტრადიციულ იაჯნაში მსხვერპლს ნამდვილ ცეცხლს
სწირავენ, ხოლო მსხერპლი მატერიალური საგანია. მაგრამ მავნე ჩვევებისაგან გათავისუფლებაც შეიძლება
მსხვერპლშეწირვად განვიხილოთ, თუ მათი შეწირვა ცოდნის, ანუ სიბრძნის ცეცხლზე ხდება.

9. ახლა კი მივუბრუნდეთ უშფოთველობას. უკვე გითხარი, რომ ბრძენ ადამიანს გაწონასწორებულობით გამოარჩევ. ის
ყოველთვის მშვიდი და რბილია, მისი წყობიდან გამოყვანა რთულია.

10. ეს ჭეშმარიტ კარმა იოგსაც ეხება, რადგან ყველაფერში, რაც მის ირგვლივ ხდება, იგი ღმერთის განზრახვას ხედავს.
გონების ასეთი განწყობა თავისებური გზით კარმა იოგსაც უშფოთველობამდე მიიყვანს. მაშინ, როცა სანქჰია იოგი
უშფოთველობამდე მისასვლელად ანალიზისა და ჭვრეტის რთულ გზას გადალახავს, კარმა იოგი საკუთარ თავში
გამოიმუშავებს უნარს, ყველაფერი ღმერთის საჩუქარად აღიქვას და დროთა განმავლობაში თავის თავში
უშფოთველობას აღზრდის.

11. მიზანთან მისულ კარმა იოგს ძნელად განასხვავებ სანქჰია იოგისაგან. შენ ახლა ხედავ, რომ ამ ორი გზის
განსხვავებულობის შესახებ არ ღირს წვრილმანებს გამოკიდება და ხმაურის ატეხვა. შეიძლება მეთოდი სხვადასხვაა,
მაგრამ შედეგი – ერთნაირია. ზოგ ადამიანს ერთი გზა ეჩვენება უფრო მარტივად, სხვებს კი – მეორე. სულ ეს არის.

12. იოგა სიტყვასიტყვით ნიშნავს ღმერთთან კავშირს, ხოლო იოგი არის ადამიანი, რომელიც ღმერთს უერთდება.
რატომ არის ღმერთთან კავშირი ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ღმერთთან ერთიანობა არის ჭეშმარიტი
ბედნიერება, მეტიც – ნეტარება.

13. აქ თემას უნდა გადავუხვიო და ბედნიერების შესახებ მოგიყვე. ალბათ დამეთანხმები, რომ არავის სურს ერთი
წამითაც კი უბედური იყოს. ასეთი სურვილი გიჟსაც არ გაუჩნდება.

14. არავინ სვამს კითხვას: „რატომ ხარ ბედნიერი?“ მაგრამ, თუ ადამიანი დამწუხრებულია, ყველა ცდილობს მისი
მწუხარების მიზეზი გაარკვიოს. ამის გაგება მარტივია: ბედნიერება ცოცხალი არსების ბუნებრივი მდგომარეობაა.
უფრო ზუსტად, ნეტარება არის ცოცხალი არსების ბუნებრივი მდგომარეობა.

15. შედეგად, ყველა და ყველგან ცდილობს ამა თუ იმ გზით ბედნიერება მოიპოვოს. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამ
მიზნის მისაღწევად ლამის ყოველთვის მრავალ უვარგის მეთოდს ირჩევს!“

16. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, რას გულისხმობ უვარგის მეთოდში?“

17. კრიშნამ უპასუხა: „მოითმინე! სწორედ ამის ახსნისკენ მივდივარ. არჯუნა, ადამიანი ამქვეყნიური ბედნიერების
პოვნას ცდილობს. სწორედ ამაში ცდება“.

18. გაოცებულმა არჯუნამ ჰკითხა: „ცდება? რატომ? სხვაგან სად უნდა ეძიო ბედნიერება, თუ არა ამქვეყნად?“

19. კრიშნამ გაიღიმა და უპასუხა: „შენ გაოცებული ხარ, რადგან გგონია, რომ მხოლოდ ეს სამყარო არსებობს და ის
ერთადერთი ადგილია, სადაც ბედნიერების მოპოვება შეიძლება. სამყარო, რომელსაც შენ გარშემო ხედავ, გარე
სამყაროა, მაგრამ უფრო ვრცელი და უმჯობესი სხვა სამყაროც არსებობს. ეს არის სამყარო შენს შიგნით, ანუ შინაგანი
18

სამყარო. ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ შინაგან სამყაროში იმალება და არა გარესამყაროში, როგორც ეს ადამიანებს
გონიათ.

20. არჯუნა, გარესამყარო ღმერთის ქმნილების მხოლოდ ნაწილია და ამიტომაც არ არის ის მარადიული. შესაბამისად,
ბედნიერება, რომელსაც ეს სამყარო გთავაზობს, ხანმოკლე, წარმავალი და ეფემერულია. გარკვეული პერიოდით შენ
შეიძლება ბედნიერი იყო, მაგრამ ამას აუცილებლად ტანჯვა მოჰყვება.

21. ბრძენკაცები გარესამყაროს ორაზროვანს უწოდებენ. იგი სავსეა ისეთი ურთიერთსაწინააღმდეგო წყვილებით,
როგორიცაა სიამოვნება და ტკივილი, მიღება და დაკარგვა, სიხარული და მწუხარება, წარმატება და მარცხი და ა.შ.
წყვილის ორი პოლუსი ორი მონეტასავით ჰგავს ერთმანეთს. მათი განცალკევება შეუძლებელია. შეიძლება მონეტას
მხოლოდ ერთი მხარე ჰქონდეს?“

22. არჯუნამ ჰკითხა: „და ამით რის თქმა გსურს?“

23. კრიშნამ უპასუხა: „ეს მარტივია. არ შეიძლება შენი ცხოვრება მხოლოდ სიხარულისგან შედგებოდეს. თუ დღეს
სიხარული გეწვია, დარწმუნებული იყავი, რომ ხვალ მწუხარება გეწვევა. სიამოვნება, როგორც მე ხშირად ვამბობ, არის
ინტერვალი ორ უბედურებას შორის. სიხარული და მწუხარება ყოველთვის წყვილად მოდის. თუ შენ ღმერთს
სიხარულს შესთხოვ, იგი მოგენიჭება, მაგრამ მოემზადე მწუხარებისათვის, რომელიც მას აუცილებლად მოჰყვება თან!
ახლა გაიგე რის ახსნას ვცდილობ?“

24. არჯუნამ ფრთხილად თქვა: „მართალი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ბედნიერება, რომელსაც ეს სამყარო გჩუქნის, ასევე
სწრაფად წარმავალია?“

25. კრიშნამ მხიარულად უპასუხა: „მშვენიერია! შენ სწორად გაიგე! მაგრამ საქმე ისაა, არჯუნა, რომ ადამიანი
მართალია, როცა ბედნიერებას ეძებს. მან უნდა ეძიოს იგი, რადგან ნეტარება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა.
თუმცა ძებნა სწორი მიმართულებით უნდა წარმართო. ნეტარება ნიშნავს მუდმივ ბედნიერებას, მისი პოვნა შინაგან
სამყაროშია შესაძლებელი და არა გარესამყაროში. გარესამყარო დროებითია და მისგან ბოძებული ბედნიერებაც
წარმავალი. განა შეიძლება წარმავალმა მარადიული შემოგთავაზოს? ადამიანს არ შეუძლია ამ უბრალო ფაქტს
ჩაწვდეს!

26. არჯუნა, ჭეშმარიტი ბედნიერება ღმერთთან ერთიანობაშია. სადა ვარ მე ახლა? მაქვს მუდმივი მისამართი? შენი
გული – აი ჩემი ნამდვილი სახლი. მომძებნე შენს გულში და აუცილებლად მიპოვი. შემომიერთდი შენსავე გულში და
მუდმივი ნეტარება გეწვევა. გაიგე?

27. გარესამყაროში ბედნიერება უბედურებასთან არის დაწყვილებული, რადგან სამყარო ორაზროვანია. ხოლო
ორაზროვან სამყაროში ურთიერთდაპირისპირებულ წყვილებს ვერ გაექცევი. ჩემი სამყარო კი ერთიანია, იქ
ორაზროვნებას ვერ იპოვი. იქ მუდმივ ნეტარებას ხელს არაფერი უშლის.

28. ნება მომეცი აგიხსნა. წარმოიდგინე რომ ძალიან გემრიელ მანგოს მიირთმევ და ძალიან გსიამოვნებს. კარგი. ახლა
კი წარმოიდგინე, რომ ათი წლის შემდეგ იხსენებ როგორ მიირთმევდი ამ მანგოს და შენს თავს ეუბნები: „დიახ,
მართლაც არაჩვეულებრივი მანგო იყო“. და მორჩა. შენ ვეღარ გრძნობ მანგოს ტკბილ გემოს და წინანდელ სიამოვნებას
ვეღარ განიცდი. ნეტარების შემთხვევაში კი საქმე სულ სხვაგვარადაა.

29. წარმოიდგინე, რომ სახლში მეპატიჟები. მე მოვედი და ჩვენ სასიამოვნო დრო გავატარეთ. ხუთი წლის შემდეგ შენ
იფიქრებ: „ო, რა კარგი იქნებოდა კრიშნა ისევ რომ მოვიდეს ჩემთან!“ და იწყებ ჩემი სტუმრობის გახსენებას. იხსენებ
რა, ისეთივე სიხარულს განიცდი, როგორსაც ხუთი წლის წინათ! შენ შეგიძლია იმ შეხვედრის ყოველი წამი
გააცოცხლო და იგივე სიხარული განიცადო.

30. ჩაწვდი ჩემი სიტყვების არსს? მე შენს გულში ვცხოვრობ და მე და შენ ერთად შეგვიძლია ვიყოთ რამდენსაც
მოისურებ; შენ შეგიძლია ნეტარება განიცადო, რამდენსაც მოისურვებ. ეს ისე ადვილია და ერთი გროშიც არ ღირს. არ
გჭირდება მოგზაურობის დაგეგმვა, ბილეთების წინასწარ შეძენა და ა.შ., რათა ეს „გარიგება“ შესრულდეს“.

31. არჯუნამ თქვა: „კრიშნა, შენ ეს ძალიან ადვილად გამოგდის, მაგრამ მე ასე ადვილი არ მგონია. ერთია, როცა ჩემთან
ხორცშესხმული რეალურად მოდიხარ და მე ვიცი რა ღირებულია შენთან ურთიერთობა. მაგრამ როგორ მოვახერხო
შენთან ურთიერთობა როცა ჩემს გულში იქნები? ეს ვერ გავიგე“.

32. კრიშნამ უპასუხა: „არჯუნა, მაგალითი დიდებული მორჩილისაგან აიღე. მას ჩემს შესახებ საუბარი უყვარს.
წარმოიდგენს, თითქოს რეალურად მის წინაშე ვიდგე და ეს უმაღლეს სიამოვნებას ანიჭებს. მორჩილები მუდამ
მესაუბრებიან – და ეს მათთვის ნეტარებაა.

33. შენ შეგიძლია ჩემზე იფიქრო, ჩემი სახელი იგალობო და თან სახლში ჩვეული საქმიანობით იყო დაკავებული და ეს
ნეტარებით აღგავსებს. შენ შეიძლება ილოცო, ჩემზე ფსალმუნები იმღერო და ეს ნეტარებას მოგანიჭებს. ათასი გზაა
შენს წინაშე. შეგიძლია ნებისმიერს მისდიო, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე!

34. ახლა ნათელია შენთვის განსხვავება ნეტარ ბედნიერებასა და ამქვეყნიურ ბედნიერებას შორის? ნება მომეცი იოგებს
დავუბრუნდე, რომლებზეც ცოტა ხნის წინ გესაუბრებოდი.

35. ადამიანი იოგის დონემდე მხოლოდ მაშინ ამაღლდება, როცა გრძნობების შეკავებას და გონების მდგრადობას
მიაღწევს. ნებისმიერს შეუძლია იოგი გახდეს, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა არც კი ცდილობს ამ საქმეზე ხელის
მოკიდებას. ადამიანების ის პატარა ნაკრებიც კი, რომელიც იოგას გზას შეუდგება, მალე ანებებს თავს პრაქტიკას და
სწორედ ამაშია უბედურება.

36. არჯუნა, ამ საქმეში გონება მთავარ როლს თამაშობს. ის შეიძლება შენი მეგობარი იყოს და მტრადაც გექცეს. თუ
გონებას ღმერთისკენ მიმართავ, ის გიმეგობრებს, მაგრამ თუ გონებას სურვილებისაკენ მიმართავ, მტრად გექცევა.
19

37. უბრალო მაგალითს მოვიყვან. აი საკეტი და აი გასაღები. გასაღებს საკეტს მოარგებ. ერთ მხარეს თუ გადააბრუნებ,
კარს ჩაკეტავ, თუ მეორე მხარეს გადააბრუნებ, გააღებ. გული საკეტია, ხოლო გონება – გასაღები. გამიგე?“

38. არჯუნამ ჰკითხა: „კარგი, მე მსურს იოგი გავხდე და ამისათვის გონების კონტროლსა და გრძნობების შეკავებაში
ვივარჯიშებ. და როგორ მივხვდე, მივაღწიე თუ არა იოგის მდგომარეობას?“

39. კრიშნამ უპასუხა: „ეს ადვილია. საკუთარი თავი შეამოწმე. გაქვს უნარი ერთმანეთისაგან გაარჩიო წმინდანი და
ცოდვილი? თვლი, რომ ოქრო და თიხა ერთი და იგივეა? თუ პასუხი დადებითია, მაშინ წარმატებისათვის მიგიღწევია.

40. იოგის მდგომარეობა არა წარმოსახული ცხოვრებისეული გამოცდებით, არამედ რეალური გამოცდილებით უნდა
შემოწმდეს. ადამიანებს ეს კარგად არ ესმით. ამიტომ, ნება მომეცი, ერთ ამბავი მოგითხრო.

41. ბრძენი ნარადას შესახებ ხომ გაგიგია? იგი ჩემი დიადი მიმდევარია. მოგზაურობს სამივე სკნელში და ჩემს სახელს
ადიდებს.

42. ერთხელ ნარადა ჩემთან მოვიდა და მითხრა: „უფალო, მე მგონია რომ ძალიან ფეთქებადი ვარ და მინდა ამ
მიდრეკილებისაგან გავთავისუფლდე“. მე ვუთხარი: „მშვენიერია, ნარადა. კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებ?“
ნარადამ მიპასუხა: „ათი წლით ტყეში უნდა წავიდე და მარტოობაში მოვინანიო“. ამაზე ვუპასუხე: „რას ამბობ?!
წარმატებას გისურვებ!“

43. ნარადა წავიდა და ათი წლის შემდეგ გაბრწყინებული დაბრუნდა. ჩემს წინაშე განირთხა და მითხრა: „უფალო,
შეგიძლია მომილოცო. მრისხანების შეტევებისაგან გავთავისუფლდი“. მე ვუპასუხე: „ნარადა, ძალიან მიხარია ამის
მოსმენა, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ რისხვისაგან გათავისუფლდი?“ ნარადას ხმაში წყენა შეეტყო და მიპასუხა:
„ღმერთო, როგორ შეიტანე ჩემში ეჭვი?“ მაშინ მე ვუთხარი: „ასე არ არის, ნარადა. უბრალოდ, დიადი ადამიანები
ადრეც ცდილობდნენ რისხვასთან გამკლავებას, მაგრამ არ გამოუვიდათ“. ნარადამ მიპასუხა: „შეიძლება ისინი ვერ
გაუმკლავდნენ რისხვას, მე კი სულ სხვა ვარ“. თავი დაღლილად მოვაჩვენე და დაუდევრად ვუთხარი: „ესე იგი, ასეც
არის“. ნარადას მოუსვენრობა და გაბრაზება დაეტყო. „არ გჯერა ჩემი სიტყვების?“ მე ცბიერად ვუპასუხე: „ნარადა,
განა როდისმე მითქვამს, რომ ეჭვი მეპარება შენს სიტყვებში? უბრალოდ გითხარი, რომ დიადი ადამიანები ვერ
გაუმკლავდნენ ამ ამოცანას“. აი, აქ კი ნარადა გაცოფდა და დაიყვირა: „შეიძლება არ მითხარი, მაგრამ ფაქტია, რომ არ
გჯერა ჩემი სიტყვების! სამი სკნელი მოვიარე და შენს სახელს ვადიდებდი და შენ არ გჯერა ჩემი. მაშ ვისი გჯერა, თუ
არა შენი ერთგულის?“

44. სანამ ნარადა თავისი რისხვით იწვოდა, მე ჩუმად ვიყავი და ვიღიმოდი. როცა მისი აფეთქება მინელდა, რბილად
ვუთხარი: „აი, ხედავ? ხომ გაბრაზდი! ჩემო ნარადა, შენ ათი წელი ტყეში გაატარე სრულიად მარტომ. იქ როგორ
მოუწყობდი საკუთარ უშფოთველობას გამოცდას? თუ ამბობ, რომ რისხვას მოერიე, ეს აქ, ამ სამყაროში უნდა
დაამტკიცო. შენ რისხვის გამომწვევი სიტუაციები უნდა ეძებო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდე მათ და არ
უნდა წამოეგო არც ერთ პროვოკაციას. როგორ ვირწმუნო შენი განცხადებების, თუ საქმით ვერ მიმტკიცებ ნათქვამს?“

45. ეს ისტორია იმისათვის მოგიყევი, რომ გაგაგებინო, - ნამდვილი იოგი არის უშფოთველობისა და საკუთარი თავის
ფლობის ხორცშესხმა. ამის მოხერხება კი მხოლოდ გონებისა და გრძნობების მკაცრი კონტროლით არის შესაძლებელი.
ის, ვინც დაუღალავად ფიქრობს ღმერთზე, ნელ- ნელა იძენს ამ თვისებას. თუმცა ამას დრო სჭირდება.

46. ახლა კი მედიტაციის შესახებ მინდა მოგიყვე. ითველება, რომ იოგი დიდი ხნით იძირება მედიტაციაში. სიტყვა
„მედიტაცია“ ხშირად არასწორად გაიგება და ძალიან ვიწრო მნიშვნელობით იყენებენ ხოლმე.

47. დავიწყოთ იმით, რომ სანიასის, ანუ იგივე იოგის, როგორც გსურს ისე უწოდე, იდეალური მაგალითი არის ის, ვინც
წლების მანძილზე საკუთარ თავში ჩაძირული, ღმერთისათვის ცხოვრობდა. იგი ექსტაზს მიეცა და
თვითდისციპლინის რთული გზა განვლო, რაც ბევრ თანმიმდევრულ სტადიას მოიცავს. ეს კიბეზე ასვლას გავს. იოგას
მედიტაცია კიბის ზედა საფეხურია.

48. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მინდა შენი ყურადღება სამ სტადიაზე გავამახვილო: კონცენტრაცია, ღრმა გააზრება
(ჭვრეტა) და მედიტაცია.

49. კონცენტრაცია საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა, ვინც სერიოზულად უდგება თავის საქმეს,
კონცენტრირდება მასზე. მაგალითად შენ, როცა ისარი უნდა ისროლო, მთელ ყურადღებას მიზანზე მიმართავ. ასე
რომ, ეს არის კონცენტრაცია.

50. კონცენტრაცია არის ტვინის, ანუ უმდაბლესი გონების აქტივობა. მისი მიღწევა ვარჯიშის შედეგად ადვილია.
კონცენტრაცია ყველა მოწაფეს სჭირდება.

51. კონცენტრაციას ღრმა გააზრება, ანუ ჭვრეტა მოჰყვება. ეს გონების აქტივობის უფრო მაღალი დონეა. დავუშვათ,
მასწავლებელმა ბოტანიკის გაკვეთილი ჩაატარა. მოგვიანებით, როცა მოსწავლე გაკვეთილს იმეორებს, იგი აზროვნებს
და უკვირს: „როგორ ჩნდებიან მცენარეები დედ-მამის გარეშე? იქნებ უჩინარი დედა და მამა ჰყავთ? როცა მშია, დედას
საჭმელს ვთხოვ. ვინ კვებავს და ვინ ასმევს წყალს მცენარეს? ღმერთმა მცენარე ჩვენგან ასე განსხვავებულად რატომ
შექმნა? და საერთოდ, რატომ შექმნა უფალმა მცენარე?“ სწორედ ეს არის გააზრება.

52. ახლა კი მედიტაციაზე გადავიდეთ; მოკლედ რომ ვთქვათ, მედიტაცია ნიშნავს გონების ღმერთით აღვსებას. როცა
გააზრებას ახდენ, მაღალ მატერიებზე იწყებ ფიქრს. მცენარეს რომ დავუბრუნდეთ, მედიტაციის შემთხვევაში აზრებმა
შეიძლება ასეთი ფორმა მიიღოს: „ღმერთო, რა მშვენიერია მცენარეები და ხეები! ო, კრიშნა, ყმაწვილკაცობაში შენ
ხეების ჩრდილში ხშირად ისვენებდი. როგორ მინდა ერთ-ერთი მათგანი ვიყო! დიდხანს შევძლებდი შენი დარშანით
ტკბობას. ო, კრიშნა, რატომ არ იქეცი ხედ და მე ლიანად რატომ არ მაქციე, შენ რომ შემოგხვეოდი?“

53. ან სხვა მაგალითი ვნახოთ: „შენ ბაღისკენ მიემართები, რათა ღმერთისათვის ვარდი მოწყვიტო. როცა
მიუახლოვდები, კონცენტრაცია გჭირდება, ეკალმა რომ არ გიჩხვლიტოს. მოწყვეტ რა ყვავილს, ხელში დაიჭერ, რათა
20

მისი სილამაზით და სიქორფით დატკბე. ეს ჭვრეტაა. ხოლო შემდეგ ამბობ: „ღმერთო, შენ გიძღვნი ამ ყვავილს“. ეს კი -
მედიტაციაა.

54. მარტივად რომ ვთქვათ, მედიტაცია არაფერია, თუ არა ღმერთის ხსენება. შეიძლება სახლში შენს ყოველდღიურ
საქმეს აკეთებდე, და ამავე დროს ჩემს სადიდებლად გალობდე. ესეც მედიტაციაა. ადამიანებს ეს არ ესმით და
ჰგონიათ, რომ მედიტაციისათვის აუცილებლად იოგას პოზა უნდა მიიღონ, დახუჭონ თვალები და ა.შ. ეს მედიტაციის
მხოლოდ ერთი მეთოდია. მედიტაციის ბევრი გზა არსებობს და ყველას ღმერთის დიდება უდევს საფუძვლად. ეს არის
ყველაზე მთავარი.

55. არჯუნა, ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მათ განსხვავებული სურვილები და უნარები აქვთ.
მაგალითად, სირბილი. ზოგს მოკლე დისტანციაზე სწრაფად შეუძლია სირბილი. სხვები უფრო ამტანი არიან და
გრძელ დისტანციაზე დარბიან, ოღონდ უფრო ნელი ტემპით. გრძელ დისტანციაზე მორბენალს არ შეუძლია იმის
გაკეთება, რაც სპრინტერს, და პირიქით.

56. ამაზე დაკვირვება საკუთარ ოჯახში შეგიძლია. შენი ძმა ბჰიშმა ძლევამოსილი მძლეთამძლეა და ამიტომ მისი
იდეალური იარაღი ქინძისთავია. შენთვის კი – მშვილდ-ისარი. ასევეა მედიტაციის შემთხვევაში. ადამიანები
ერთმანეთისაგან განსხვავებულ, მაგრამ მათთვის შესაფერის მეთოდებს მიმართავენ. მთავარია არა მეთოდი, არამედ
ის სული, რომლითაც მედიტაციაა გამსჭვალული.

57. და რაზე გავჩერდი? ო, დიახ, მე იოგაზე, უშფოთველობაზე და მსგავს საკითხებზე გესაუბრებოდი. ისმის კითხვა –
რატომ გადის იოგი ამდენ განსაცდელს და რატომ არის მისი პრაქტიკა ამდენად რთული? იმიტომ, რომ მისი მიზანია
რეალობის გაცნობიერება.

58. არჯუნა, ადამიანები სამყაროს უყურებენ და წარმოუდგენიათ, რომ ის რეალობაა. უნდა გაგაწბილო და გითხრა,
რომ ეს ტყუილია. უფრო სწორად რომ ვთქვათ, სამყარო არ არის რეალური იმ აზრით, როგორც ეს ადამიანებს
წარმოუდგენიათ. სინამდვილეში, რეალობა შენს შიგნითაა, ხოლო რასაც გარეთ ხედავ, ეს რეალობის ანარეკლია.

59. ნება მომეცი სწრაფად აგიხსნა, სანამ იოგას დავუბრუნდები. აი, შენ ადამიანს უყურებ და ამბობ, რომ ის ცუდი
ადამიანია. შენ მას ცუდს უწოდებ, რადგან შენშია ბოროტება! რომ არ იცოდე რა არის „ცუდი“, როგორ შეძლებდი
მასზე მსჯელობას?

60. ნამდვილი იოგი სულ სხვაგვარად იქცევა. იოგი თავის თავს ღმერთთან აიგივებს და მას არა მხოლოდ თავის თავში,
არამედ ყველგან ხედავს, ყველა ცოცხალი არსების ჩათვლით. და რადგან ყველგან და ყველაფერში ღმერთს ხედავს,
მისთვის ცუდი ადამიანი არ არსებობს“.

61. არჯუნა დაიწკურა და ჩაიბუტბუტა: „კრიშნა, მე ეს არ მესმის. ამიხსენი, გთხოვ“.

62. კრიშნამ გაიღიმა და უთხრა: „კარგი. პირველ რიგში გააცნობიერე, რომ ღმერთი არის ერთადერთი არსებული
რეალობა და ამიტომ იგი ერთადერთი მუდმივი არსებაა. მეორე. იცოდე, რომ რეალობა შენს შიგნითაა, რადგან გული
არის ღმერთის სავანე. და მესამე. ღმერთი ყველგანაა, რადგან გარესამყარო არის შინაგანის ანარეკლი. და ამის შემდეგ
კიდევ იტყვი რომ ბოროტება არსებობს? ეს შენი არასწორი ხედვების შედეგია!“

63. არჯუნა არ ეთანხმება და ამბობს: „კრიშნა, შენი დასკვნები უცნაურია. თუ სამყაროში ცუდი არ არსებობს, რატომ
ვსაუბრობთ ყველანი წმინდანებსა და ავაზაკებზე, დჰარმასა და ადჰარმაზე, და რას ნიშნავს ეს ომი, რომელში
მონაწილეობისკენაც მომიწოდებ? სულ დავიბენი“.

64. კრიშნამ გაიცინა და უთხრა: „არჯუნა, მესმის შენი გასაჭირი. ასეთი დაბნეულობა ყველა ადამიანს ახასიათებს.
ყურადღებით მომისმინე და შენი ეჭვები გაიფანტება. რეალობის საკითხს დავუბრუნდეთ. ორი სიტყვით რომ ვთქვათ,
ნამდვილი რეალობა არის კოსმიური ერთიანობა, რომელიც მრავალფეროვნების საფუძველია. მან, ვინც მე ყველგან და
ყველაფერში მხედავს, რეალობა გააცნობიერა. ამ ადამიანს მე არასოდეს მივატოვებ და როცა ის სხეულს დატოვებს,
სამუდამოდ შემერწყმება.

65. არჯუნა, ბრძენი ადამიანი გრძნობს, რომ ის ყველაფერშია და ყველაფერი მასშია. ადამიანი საზოგადოების ნაწილია,
საზოგადოება – ბუნების, ხოლო ბუნება – ღმერთის. ანალოგიურად, შენი ფრჩხილი თითის ნაწილია, თითი – ხელის,
ხოლო ხელი შენი სხეულის ნაწილია. ეს ხომ ნათელია?

66. გააიგივა რა საკუთარი თავი ღმერთთან, გააცნობიერა, რომ ღმერთის ნაწილია, ბრძენი ყველაში ღმერთის ანარეკლს
ხედავს. ის გრძნობს, რომ ყველაფერი ღმერთისგან არის. მეტიც, იგი ღმერთთან აიგივებს თავს და ამიტომ გრძნობს,
რომ თავადაც ყველაფერშია.

67. ახლა დავუბრუნდეთ სხვა ასპექტს, კერძოდ კი – „მე ყველაფერში“. ბრძენი ამ საკითხს შემდეგნაირად უყურებს:
ვთქვათ, გხვდება ადამიანი, რომელსაც შიმშილი აწვალებს. შენ ის შეგეცოდება და საჭმელს მიაწვდი. ბრძენიც იგივეს
გააკეთებს, მაგრამ მას სიბრალული არ ამოძრავებს. იგი თავის თავს ეტყვის: „მე მშია და ცოტა უნდა ვჭამო“. ასე ხედავს
იგი საკუთარ თავსა და ღმერთს ყველა ადამიანში. საოცარია, არა? მაგრამ ეს დიდი ხნის მკაცრი გონებრივი
დისციპლინის შედეგად მოდის“.

68. ახლა კი არჯუნამ უთხრა: „კრიშნა, შენ გონების დისციპლინაზე ისე საუბრობ, თითქოს ეს ძალიან ადვილი იყოს.
განა არ იცი, რომ გონების კონტროლი ძალიან რთულია? ის ხომ ძალიან ადვილად გისხლტება ხელიდან! მაინც,
როგორ დავიმორჩილოთ ეს გარეული ცხოველი? მისი გახედვნა ისევე რთულია, როგორც ქარის. შენ კი მეუბნები:
„არჯუნა, ეს ძალიან ადვილია, როგორც ორჯერ ორი ოთხი!“

69. კრიშნამ რბილად უპასუხა: „არჯუნა, ჩემთვის შენი აზრი გასაგებია, მაგრამ ხომ არ გგონია, რომ უკვე უკან იხევ,
არადა ჯერ გონების გახედვნის მცდელობაც კი არ გქონია? ეს სისუსტის ნიშანია. მართალია, გონება ცვალებადი და
არამდგრადია, მაგრამ ადამიანებს იგი მოურჯულებიათ. თუ სხვამ შეძლო ამის გაკეთება, შენ რატომ ვერ შეძლებ?
21

70. ადამიანები ძალაუფლებისა და სიმდიდრის მისაღწევად რას არ სჩადიან და რა სიძნელეებს არ გადალახავენ.


ადამიანი მზადაა უმაღლეს მწვერვალზე ავიდეს, ოკეანის ფსკერზე გაიაროს, მაგრამ როცა საქმე ღმერთს ეხება,
ყველაფერი საოცრად რთულად და შეუძლებლად ეჩვენება!

71. არა არჯუნა, ეს არ არის შეუძლებელი. უბრალოდ, ადამიანს არ უნდა ამის გაკეთება. მისი სწრაფვა ღმერთისაკენ არ
არის საკმარისად ძლიერი. ხოლო, როცა ადამიანს „ღმერთის შიმშილი“ დაეწყება, მაშინ შეუძლებელს შეძლებს!“.

72. არჯუნა შეგონებას ისმენს და ნიკაპის სრესით, ეჭვით ამბობს: „კარგი, დამარწმუნე. მაგრამ ერთ კითხვას კიდევ
დაგისვამ. წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი მთელი ძალით ცდილობდა იმის შესრულებას, რაზეც მესაუბრე, მაგრამ
ბოლომდე მისასვლელად ამ ცხოვრებაში დრო არ ეყო. ეს ნიშნავს, რომ მისი მონდომება წყალში გადაიყარა?“

73. კრიშნამ უპასუხა: „არა, ეს ასე არ არის. სულიერი განვითარება ნელი პროცესია, რომელიც განწმენდის რამდენიმე
თანმიმდევრულ სტადიას მოიცავს. თუ ჯივატმა ერთი ცხოვრების მანძილზე საკმარისად არ განიწმინდა, მას შანსი
მიეცემა, რომ თვითსრულყოფა შემდეგ ცხოვრებაშიც გააგრძელოს. ადამიანი, რომელზეც შენ მესაუბრები, კვლავ
დაიბადება და ისეთ სიტუაციაში მოხვდება, რომ თვითგანწმენდის გზა იმ წერტილიდან განაგრძოს, სადაც წინა
ცხოვრებაში გაჩერდა.

74. ამრიგად, გადის რა ბევრ ცხოვრებისეულ ციკლს, ის ნელ-ნელა წინ მიიწევს. საბოლოოდ ისე განიწმინდება, რომ
იოგას მდგომარეობას მიაღწევს. ყოველი დაბადება ახალი შანსია, მაგრამ ადამიანი თუ ყურადღებით არ იქნება,
შეიძლება შანსი ხელიდან გაუშვას.

75. იოგა სხვადასხვა ტიპის არსებობს. ყველაზე მეტად მომწონს იოგი, რომელიც რწმენით მეთაყვანება და გამუდმებით
ჩემზე ფიქრობს. თუ შენ ჭეშმარიტი რწმენა გაქვს, მაშინ ასპროცენტიანი სიწმინდის მიღწევა არ გაღელვებს. თუ შენ
საკმარისი დამსახურება გაქვს, მე თანაგიგრძნობ, ხელს გამოგიწოდებ და ჩემსკენ მოგიზიდავ. ამაში შეგიძლია
დარწმუნებული იყო“.

თავი მეშვიდე: მეცნიერება ცოდნისა და სიბრძნის შესახებ


1. კრიშნა არჯუნას ეუბნება: „გარწმუნებ, რომ აუცილებლად დაგიცავ, თუ მთლიანად მომენდობი და ამიტომ მინდა
აღგიწერო, თუ როგორ მოვიცავ სამყაროს.

2. არჯუნა, მე არა მხოლოდ მუდმივი ვარ, არამედ არა მაქვს ფორმა, სივრცისა და დროის კანონებს არ ვემორჩილები.
დროსა და სივრცეს მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა სამყაროს ვქმნი. მე სამყაროს ჩემი სიამოვნებისთვის ვქმნი და როცა
მომესურვება, აღვგვი პირისაგან მიწისა. დრო და სივრცე ქმნილებასთან ერთად იბადება და ქმნილების
განადგურებასთან ერთად ქრება. მაგრამ მე, - შემოქმედი, - მუდმივი ვარ.

3. როცა სამყაროს ვქმნი, ფაქტობრივად დროისა და სივრცის სახით საკუთარი თავის პროექციას ვახდენ. ჩემი დანახვა
შეუძლებელია, თუმცა ადამიანს ჩემი შეგრძნება შეუძლია, თუ შესაბამის ძალისხმევას გამოიჩენს. ადამიანებს არ
შეუძლიათ ჩემი ფიზიკური არსებობის დანახვა, მაგრამ შეუძლიათ შეიგრძნონ, როცა მათ გვერდით ვარ.

4. მე საკუთარ თავს მილიონობით სხვადასხვა ხერხით გამოვავლენ. მათ შესახებ მოგვიანებით მოგითხრობ.
ყველაფერი, რასაც სამყაროში შეიგრძნობ ან ხედავ, ამა თუ იმ სახით ჩემი ასპექტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა
ხილულში და უხილავში არაფერია, გარდა ღმერთისა.

5. იმას, რაც ახლა აღგიწერე, შეიძლება ღვთაებრიობის გამოვლენა ვუწოდოთ. მაგრამ არსებობს უფრო მაღალი
ასპექტიც – გამოუვლენელი, ფარული ღვთაებრიობა, რომელიც დროსა და სივრცეზე მაღლა დგას. ფარული
ღვთაებრიობა შემდეგი სახელებით არის ცნობილი: ბრაჰმანი, ატმა, აბსოლუტური რეალობა, წმინდა ქმნილება და ა.შ.
ეს სიტყვები ნუ შეგაშინებს! იფიქრე ფარულზე, როგორც ღმერთზე და ყოველთვის შენს გონებაში შეინახე ის.

6. როგორც იცი, სამყაროში არსებობს როგორც სულიერი, ისე უსულო საგნები. მინერალები, მთები, ოკეანეები -
უსულო საგნებია, ხოლო მწერები, ფრინველები, ცხოველები და, რა თქმა უნდა, ადამიანი - სულიერი.

7. როგორც სახლი აგურით შენდება, ისე მატერია ატომებისაგან შედგება. ატომები არის მატერიის სამშენებლო მასალა.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ატომები ყველგან გვხვდება, კოსმოსის ყველა საზღვარზე.

8. ცოცხალი არსებებიც ატომებისგან შედგებიან, მაგრამ მათში არის რაღაც ამოუცნობი საწყისი, რომელსაც სიცოცხლეს
ვეძახით. არავის შეუძლია დაინახოს და შეეხოს სიცოცხლეს, მაგრამ ყველა გრძნობს მას. სიცოცხლის გამოვლინებას
გვერდით მყოფ არსებაში, მისი მოქმედების, განვითარებისა და დაცემის სახით შეიძლება დააკვირდე.

9. სიცოცხლის ამ ასპექტს ზოგჯერ ჯივას უწოდებენ და იგი ფარული ღვთაებრიობის ასპექტია. ადრე მე აღგიწერე, რომ
ცოცხალი არსება არის ატმა გალიაში, ანუ სხეულში გამომწყვდეული. ასეთ განხორციელებულ ატმას ჯივატმას
უწოდებენ. შესაბამისად, შენ არჯუნა, ჯივატმა ხარ.“

10. არჯუნამ ჰკითხა: „ხოლო შენ, კრიშნა, შენც ჯივატმა ხარ?“

11. კრიშნამ უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში! მე განსაკუთრებული ვარ. მე პარამატმა ვარ! ახლა არ მკითხო
განსხვავების შესახებ. შეიძლება ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდე.

12. განვაგრძობ და აღგიწერ, როგორ მოვიცავ სამყაროს. პირველ რიგში, უნდა შეგახსენო, რომ სამყაროში ყველაფერი
ჩემგან, და მხოლოდ ჩემგან, არის. მე მისი შემქმნელი ვარ. ნუ მოგატყუებს ფაქტი, რომ ახლა მეც ისეთივე სხეული
მაქვს, როგორც შენ, და როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მეც ვჭამ, დავდივარ და ვლაპარაკობ. ავატარის გარეგნობა
ადამიანებს აბნევს ხოლმე.
22

13. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე ვარ არა მხოლოდ შემოქმედი, არამედ ყველაფრის საწყისი. ჩემს გარეშე არაფერი
არსებობს. ეს დაიმახსოვრე.

14. მატერიალურ სამყაროში მე ყველაფერში ვარ, სადაც კი შეგიძლია წარმოიდგინო. მე ვარ ხუთ ელემენტში: ცა, ჰაერი,
ცეცხლი, წყალი და მიწა. აქვე მინდა გაგაფრთხილო: თუ ჩემს აღწერას ამა თუ იმ საგნის ჩარჩოებით დაიწყებ, ხედვას
შეიზღუდავ. უფრო სწორი იქნება, თუ იტყვი: ღმერთია ცა, ანუ ეთერი, ღმერთია ჰაერი, ღმერთია ცეცხლი და ა.შ.
ფაქტობრივად ყველაფერი სამყაროში არის რმერთი!“

15. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, თუ სამყაროში ყველაფერი ღმერთია, მაშ რატომ ვერ ხედავენ მას ადამიანები?“

16. კრიშნამ უპასუხა: „ღმერთი იმალება, რათა თქვენ ეძიოთ და აღმოაჩინოთ იგი! მას მოსწონს ეს თამაში!
წარმოიდგინე, ბევრი ლამაზი ყვავილისგან შეკრული გირლანდა. განა ყვავილების უბრალო კონა გირლანდად იქცევა?
არა, მას ძაფით შეერთება სჭირდება, ასე არ არის? მაგრამ როცა გირლანდას ხედავ, ამჩნევ რომ ყვავილები ძაფზეა
აცმული? - ვერა. მე მატერიალური, გამოვლენილი სამყაროს საფუძველი ვარ. განა იარსებებს სახლი ფუნდამენტის
გარეშე? აქაც იგივე ხდება – მე, როგორც სამყაროს ფუნდამენტი, უჩინარი ვარ.

17. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი არსებობის შეგრძნება და შეცნობა არ შეიძლება. დავუშვათ, რომ გწყურია და ყელი
სულ გაგიშრა. ანკარა, გრილ წყაროს მიადექი. წყალს ხარბად დაეწაფები და ის გაგაგრილებს. მაგრამ არ იცი, რომ ამ
საოცარი წყლის სიგრილე მე ვარ. მასში დაფარული მე განიჭებ სიხარულს.

18. მეორე მაგალითი. ცხელი დღეა, ჰაერი ნოტიოა და შენ ოფლი გასხამს. უეცრად გრილი ნიავი წამოუბერავს და
გულს მოგეშვება. არჯუნა, მე ვარ ეს ნიავი, რომელსაც შენთვის სანატრელი სიგრილე მოაქვს.

19. მე ვარ მოელვარე ცეცხლის სიმკვეთრე და კამკამა ცის სილურჯე. დრო უკვე ილევა და მეტ მაგალითს აღარ
მოგიყვან, თუმცა, შემიძლია მთელი საუკუნე გავაგრძელო. შენ უნდა იცოდე, რომ სამყაროს სილამაზე და
სრულყოფილება ჩემგან მოდის. თუ ძალიან ჭკვიან ადამიანს შეხვედები, იცოდე, რომ ეს მისგან კი არა, ჩემგან მოდის.
შენი ძმა – ბჰიშმა ძალიან ძლიერია, მაგრამ იცი თუ არა, რომ მისი ძალა ჩემი ძალის პაწაწინა ნაწილაკია?

20. ახლა კი გაფრთხილება! რა თქმა უნდა, ზოგჯერ სრულყოფილებას ხვდები, მაგრამ იქვე, მის გვერდით ნაგავს
ხედავ. სრულყოფილება მე ვარ, მაგრამ ბოროტება ჩემგან არ მოდის. მოგიყვან ხირანიაკაშიპუს, პრახლადას მამის
მაგალითს. ის ბრწყინვალე სწავლული იყო და ეს ჩემგან ჰქონდა მინიჭებული. მაგრამ მან არასწორად გამოიყენა ჩემი
ძღვენი და ამიტომ დემონად იქცა.

21. სამყაროს რულყოფილება ხშირად ბოროტებად იქცევა. როცა ასეთ მოვლენას შეხვდები, მე არასოდეს დამიკავშირო
ის. დავუშვათ, რომ შენ წყაროსთან მიდიხარ, რომელიც წუთის წინ ვახსენე. თან ორი ბოთლი გაქვს და ორივეს წყლით
ავსებ. ერთი ბოთლი წითელია, მეორე კი გამჭვირვალე. წითელ ბოთლში წყალი წითელი გეჩვენება, გამჭვირვალეში კი
– გამჭვირვალე. ორივე ბოთლში ერთნაირი წყალი ასხია, მაგრამ განსხვავებულად გამოიყურება. რატომ? - ბოთლის
ფერის გამო.

22. ღვთაებრივ ძალაზე იგივეს თქმა შეგვიძლია. იგი წმინდაა, მაგრამ ადამიანები მას თავიანთი შინაგანი
მიდრეკილებებით, ანუ გუნათი აბინძურებენ. გუნას შესახებ მოგვიანებით მოგიყვები, მანამ კი ვიმედოვნებ, რომ
დაიმახსოვრე როგორ უნდა გამოიცნო, ერთი მხრივ, სრულყოფილების სხვადასხვა წყარო და, მეორე მხრივ, სიბილწის
წყარო.

23. ღვთაებრივი სიყვარული შეიძლება დაბინძურდეს და დაიჩრდილოს. სიყვარული - ჩემი ფორმაა, ამიტომ, რადგან
ყველაფერში ვარ, გამოდის, რომ ყველა გულში ჩემი წმინდა სიყვარულის სავანეა. მაგრამ, როცა წმინდა სიყვარული
გრძნობის ორგანოებსა და სხეულში გონების გავლით ჩაედინება, იგი თითქმის ყოველთვის ბინძურდება და
განზავდება. შებღალული სიყვარული გამოვლინდება დედის სიყვარულში შვილის მიმართ, ცოლისა და ქმრის
ვნებიან გრძნობაში, ადამიანის მიდრეკილებაში ამქვეყნიურ სიამოვნებისადმი და ა.შ.

24. დაბინძურება გუნას მიზეზით ხდება. ადამიანის ფარული მიდრეკილებები წმინდა სიყვარულს შეერევიან და
სამყარო დაბინძურებული „მასალით“ აღივსება. ძალიან რთულია წმინდა სიყვარულს შეხვდე. სწორედ ეს არის
ღმერთის დედამიწაზე ავატარის სახით ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი, რათა ადამიანებს დროდადრო შეახსენოს, თუ
რა არის წმინდა სიყვარული!

25. ავატარის სიყვარული წმინდაა და შეუბღალავი, რადგან იგი გუნაზე მაღლა დგას და მისგან სრულიად
დამოუკიდებელია. როგორც ძლიერი მაგნიტი, ავატარის სიყვარული ყველა მხრიდან შემოიკრებს ადამიანებს. დიახ,
არჯუნა, ასეთია ჩემი სიყვარულის ბუნება.

26. არჯუნა, ჩემთან მორწმუნენი ყოველწამს მოდიან და ყოველ მათგანს სხვადასხვა გეგმა აქვს. რომ განვაზოგადოთ,
ჩემს ქვეშევრდომებში ოთხი კატეგორიის გამორჩევა შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ჩემს ერთგულს
ვუყვარვარ, მაგრამ ყველა, გარდა მეოთხე კატეგორიისა, ჩემგან რაიმეს ელის. პირველი კატეგორიის ადამიანებს
სიმდიდრე სურთ, მეორე კატეგორიისას – პრობლემების მოგვარება, მესამე კატეგორიის ადამიანებს ცოდნა წყურიათ,
რაც ძალიანაც კარგია.

27. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რომელ კატეგორიაშია, მე ყველა თანაბრად მიყვარს. ჩემთვის ყველა თანაბარია და
ყველას ვუბოძებ იმას, რაც მას სურს. იცი რატომ? რადგან ვიმედოვნებ, რომ ერთხელაც ისეთ რამეს მთხოვენ, რითაც
გულით მინდა დავასაჩუქრო. გინდა იცოდე, რა არის ეს საჩუქარი? ის, რასაც ახლა შენ გიქადაგებ - საკუთარი „მეს“
შეცნობა, ანუ ატმაჯნიანა, რომელსაც ახლა შენ ეზიარები!

28. არჯუნა, ადამიანების წვრილმანი თხოვნები, ჩვეულებრივი საგნების წადილი სასაცილოა მაშინ, როცა მე შემიძლია
მივცე ყველაზე დიადი ძღვენი, რაც არსებობს!“

29. არჯუნა ეკითხება: „რატომ იქცევიან ასე ადამიანები? რა აბრმავებს მათ?“


23

30. კრიშნა იღიმის და პასუხობს: „რა თქმა უნდა, მაია, ანუ ილუზია. ადამიანები მაბრალებენ, თითქოს მაიას ბადეში
მათ მე ვაბამ. ისინი სულელურად იქცევიან და შემდეგ ჩემკენ იწვდიან ხელს, თითქოს ილუზიის ფარდაგის ფრიალის
გარდა, სხვა საქმე არ მქონდეს. თუ მათ სილაში თავის ჩარგვა სურთ, ეს მათი ბრალია და არა ჩემი!

31. არჯუნა, მაია სულიერი უწიგნურობიდან იბადება. მე ყველგან ვარ, ადამიანები კი მაინც კითხულობენ: „სად არის
ღმერთი? მე მას ვერ ვხედავ“. თუ მათ ჩემი დანახვის უნარი არ შესწევთ, იმის მიუხედავად, რომ მე ყველგან ვარ, ვისი
ბრალია ეს? ჩემი თუ მათი?

32. ადამიანები უწიგნურობისაგან თავის დასახსნელად თავს ძალას რომ ატანდნენ, მაშინვე დამინახავდნენ. მე ხომ
მათში ვარ, მათ უკან, მათ წინ და მათ თავზე.“

33. მაშინ არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, მესმის რასაც ამბობ. მაგრამ როგორ დაიხსნას თავი ადამიანმა სიბნელისა და
უმეცრებისაგან?“

34. კრიშნამ გაიღიმა და უპასუხა: „უმეცრების განდევნა შეიძლება, თუ შინაგან სიწმინდეს მკაცრად დაიცავ და გურუს
რჩევებს მორჩილად მიჰყვები, რასაც ახლა შენ აკეთებ.

35. მოგიყვან მაგალითს, თუ როგორ განდევნის ცოდნა უმეცრებას. წარმოიდგინე ბნელი ოთახი, რომლის კუთხეში
დარგოლილი თოკი დევს. ოთახში კაცი შედის, თოკს დაინახავს და ყვირილით „გველი, გველი!“ გარეთ გაიქცევა.
შეიკრიბებიან ადამიანები. ჯოხებმომარჯვებულნი, ფანრით შედიან ოთახში. მაგრამ გველი არსად არის, ოთახში
მხოლოდ თოკი ხვდებათ. კაცი სიბნელემ დააბნია და თოკი გველად აღაქმევინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სიბნელე
გაიფანტა, ყველას თანდასწრებით დაინახა, რომ ოთახში გველი კი არა, თოკი იყო.

36. ეს მაგალითი, ერთი მხრივ, ცოდნასა და რეალობას შორის, ხოლო, მეორე მხრივ – უცოდინრობასა და ილუზიას
შორის კავშირს გვაჩვენებს. მხოლოდ უმეცარი დაემორჩილება ილუზიას, მეცნიერი – არასოდეს.

37. ჟნიანა, ანუ სიბრძნე მაშინ ბრწყინავს, როცა უმეცრება განდევნილია. სიბრძნის მიღება გარედან შეუძლებელია, იგი
შინაგანშია დამალული, ხოლო ადამიანის მოვალეობა მასზე დაფენილი საფარის მოშორებაა.

38. როგორც კი ჯნიანას მოიპოვებ, სამყარო სხვა სახით წარმოგიდგება. ეს არ ნიშნავს, რომ მზეს და მთვარეს ვეღარ
დაინახავ. შენ მათში მე დამინახავ მთელი ჩემი სიდიადით. მზეში არა ცეცხლოვანი ბურთის სიკაშკაშეს, არამედ ჩემს
ღვთაებრივ სინათლეს დაინახავ. მთვარეში არა მზის ანარეკლს, არამედ სიმშვიდეს დაინახავ.

39. ადამიანები უმეცრების გამო ჩემს ყოვლისმომცველობას ვერ ხედავენ. მაშინაც კი, როდესაც ავატარის სახით
მოვდივარ, ადამიანები ვერ ხვდებიან, სინამდვილეში ვინ ვარ. ესეც მათ სულიერ უმეცრებაზე მეტყველებს. რადგან
მათსავით ვჭამ, მძინავს და ვმოძრაობ, ადამიანებს ჩემზე მცდარი წარმოდგენა უჩნდებათ და განკაცებულ ღმერთად
ვერ აღმიქვა- მენ. ამით ისინი სულიერი ზრდის შეუფასებელ შესაძლებლობას კარგავენ. მე აქა ვარ, მუდამ მზადმყოფი
დახმარებისათვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან ცოტას სურს ჩემს სულიერ თანადგომასთან ზიარება.

40. ეს ადამიანის უმეცრების ბრალია, რომელსაც თავად ქმნის და მისდევს. დამიჯერე, არჯუნა, მე ყველაზე ყველაფერი
ვიცი. მე ყველაფერი ვიცი წარსულზე, მათზე, ვინც ახლა ცხოვრობს და მათზე, ვინც მომავალში იცხოვრებს. ასეთია
ღმერთის ბუნება!

41. არჯუნა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ხატის არა გონებაში, არამედ გულში შენახვა. უბრალოდ ნათქვამ სიტყვებს -
„კრიშნა, შენ ღმერთი ხარ!“ - არავითარი სარგებელი არა აქვს. შენ ამ სიტყვების არსს გულით უნდა გრძნობდე. ის, ვინც
გულით შემიცნობს, უფრო მალე აღმომაჩენს და მოვა ჩემამდე. სხვებს კი მრავალჯერ მოუწევთ დაბადება, სანამ
საკმარისად განიწმინდებიან და შემერწყმებიან“.

თავი მერვე: მეცნიერება ერთიანი აბსოლუტის შესახებ


1. არჯუნა კრიშნას ეუბნება: „კრიშნა, თავბრუ მესხმის! მაპატიე, მაგრამ ბევრი ეჭვი გამიჩნდა იმასთან დაკავშირებით,
რასაც მიხსნი. შენ იმეორებ: „ღმერთი შენშია“, „ღმერთი შენს გულშია დავანებული“. შეგიძლია მარტივი და ჩემთვის
უფრო გასაგები ენით ამიხსნა, რას გულისხმობ?“

2. კრიშნა პასუხობს: „რატომაც არა? შენ ხომ ჩემი ძვირფასი მეგობარი ხარ. მოდი ასე დავიწყოთ: მგონი შენ უკვე
ხვდები, რომ უხეში სხეულის, გონებისა და ატმას ნაზავს წამოადგენ. შენ „სამი ერთში“ კომპლექსი ხარ. ჯერ კიდევ
გაუგებარია, რას ვგულისხმობ?“

3. არჯუნა თავს უქნევს თანხმობის ნიშნად და კრიშნა განაგრძობს: „შენ ხარ არსება, რომელიც შედგება სხეულის,
გონებისა და ატმასაგან. მე სხვადასხვა წილით შენს გონებასა და სხეულში ვარ წარმოდგენილი. სხეულსა და გონებაზე
მაღლა ატმა დგას, ანუ „მე“, რომელიც შენი სხეულის ყველა უჯრედს და ატომს მოიცავს. გამოდის, რომ მე შენში
შიგნით ყველაფერს მოვიცავ, ყველგან ვარ. და მერწმუნე, ჩემი არსებობა ბევრნაირად ვლინდება.

4. მე ვარსებობ არა მხოლოდ შენში და ყველა ადამიანში, არამედ ჭიანჭველით დაწყებული მთელი გალაქტიკით
დასრულებული. სამყაროს ყველა ნაწილაკში ვარსებობ,. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ დედამიწაზე
ყველაზე ცოდვილ ადამიანშიც კი მე აღმომაჩენ.“

5. არჯუნა მთელი ძალით იქნევს თავს, რითაც თავის გაოცებას გამოხატავს. ღიმილიანი კრიშნა კი განაგრძობს: „ნუ
ღელავ, ახლა ყველაფერს აგიხსნი. სხეულით დავიწყოთ. შენ იცი, რომ შენი სხეული ატომებისაგან შედგება და მე
ყველა ცალკეული ატომის ენერგიის სახით შენში ვარსებობ. ნათლად აგიხსენი?

6. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჩემი არსებობა შენს სხეულში პრანას, ანუ სასიცოცხლო ძალის მეშვეობით უფრო
ხელშესახები ხდება. სხეული ცოცხალი საოცრებების ფაბრიკაა. მასში წარამარა საკვირველი პროცესები
24

მიმდინარეობს. გული სცემს, ფილტვები სუნთქავს, კუჭი საკვებს გადაამუშავებს და ა.შ. ყველა პროცესი შენი
მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. მაგრამ როგორ? - მათ მუშაობას ჩემი სასიცოცხლო ძალა თავის თავზე იღებს.

7. სკეპტიკოსები უარყოფენ ჩემს არსებობას და აცხადებენ: „სხულის მუშაობა ბიოქიმიის გარდა არაფერია“. ეს
ადამიანები სულელები არიან, რადგან არ სურთ ჩემი არსებობის აღიარება.

8. ძველად ადამიანი უფრო ბრძენი იყო. მას ესმოდა, რომ სხეულის აქტივობა, რაც სიცოცხლეს უზრუნველყოფს,
საჭმლის მონელებიდან მამოძრავებელ ფუნქციებამდე, ჩემი სასიცოცხლო ძალის მეშვეობით ხდება. ის ამის
აღიარებამდე სხვადასხვა გზით მივიდა. მაგრამ განსაკუთრებით – ლოცვით და მსხვერპლშეწირვით. ადამიანს
აღაფრთოვანებდა ჩემი მოქმედების გამოვლინება მის სხეულში და ამიტომ სხვადასხვა სახელი მიწოდა. მაგალითად –
ვაიშვანარა, ან ანგისარა და ა.შ.

9. იმედი მაქვს გესმის, რომ მე ცუდ ადამიანშიც ვარსებობ. ბოროტი ადამიანის გულიც ფეთქავს, მისი ტვინიც მუშაობს;
მასში ყველა ღვთაებრივი პროცესი მიმდინარეობს. მე მის არსებაში ჩემს საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ბოროტი ადამიანი ჩემს
არსებობას უარყოფს, ჩემს კანონებს უკუკაგდებს და მათ წინააღმდეგ მიდის. თუმცა, მოდი ამ თემას ცოტა ხნით თავი
გავანებოთ.

10. ახლა კი უხეში სხეულიდან გონებაზე გადავინაცვლოთ. გონება შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ: ქვეგონება და
ზეგონება. ქვეგონება არის იგივე ტვინი, ხოლო ზეგონება ის არის, რაც ადამიანს აზროვნების, ანალიზის, დასკვნების
კეთების უნარს ანიჭებს. ზეგონება განუზომელი ძალითაა აღჭურვილი და დიდი შემოქმედებითი შესაძლებლობები
გააჩნია. ეს ძალა, რა თქმა უნდა, ჩემგან მოდის.

11. ზეგონების ყველაზე მაღალი ნაწილი სულ ერთი ნაბიჯით ჩამორჩება გულს და ატარებს სახელს ბუდჰა (სულიერი
გონება). როცა გულზე ვლაპარაკობ, არ აგერიოს ეს იმ ორგანოში, რომელიც სხულს სისხლით ამარაგებს. არა, მე
სულიერ გულზე გესაუბრები.

12. გული ჩემი მუდმივი რეზიდენციაა, რადგან იგი თანაგრძნობის, თანაგანცდის ამოსავალი წერტილია. გულს
ჰრიდაიას ვეძახით, სადაც ჰრიდ ნიშნავს პლუსს, ხოლო დაია – თანაგრძნობას. ამიტომაც არის გული თანაგრძნობის
სავანე.

13. თანაგრძნობა პრემას, ანუ სიყვარულის გარეშე ვერ იარსებებს. ამიტომაც, გული, თანაგრძნობის გარდა არის
სიყვარულის, მოთმინების (კშამა), და სხვა ბევრი სიკეთის სავანე. მოკლედ რომ ვთქვათ, გული არის ყველა
ღვთაებრივი თვისებისა და სიკეთის სახლი.“

14. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, გეთანხმები, რომ ღმერთი, როგორც სასიცოხლო ძალა, ცუდ ადამიანშიც არსებობს,
მაგრამ ბოროტ ადამიანს ხომ გული არ გააჩნია. მაშ როგორ იქნება ღმერთი მასში დავანებული?“

15. კრიშნამ გაიღიმა და უპასუხა: „არა, არჯუნა, რაც თქვი, არ არის სწორი. ვთქვათ, მდინარეზე კაშხალია აგებული.
კაშხლის კარები დახურულია. ამიტომ წყალი ზემოთ, წყალსაცავში გროვდება.

16. ბოროტი ადამიანის შემთხვევაც ასეთია. მასაც აქვს გული და ღმერთი მასში სახლობს. მაგრამ სიკეთის კარი
დახურულია, იგი გულსა და გონებამდე ვერ აღწევს. ამიტომ, ადამიანის ფიქრები ბოროტია, ხოლო ქცევები – ცუდი.

17. მაგრამ, თუ კარში სულ პატარა ბზარიც გაჩნდება, ე.წ. ბოროტი ადამიანიც სიკეთის ჩანასახს გამოავლენს. ამიტომ,
მას განაჩენს ნუ გამოუტან.

18. წარმოვიდგინოთ ცუდი ადამიანი, რომელიც მხიარულად მოხითხითე ბავშვს უყურებს. გულმომბალი თვითონაც
იღიმის. ბავშვი ღმერთთან ახლოს არის, ამიტომაც ბედნიერია. და იმ წამს ბოროტი ადამიანი ღმერთთან
ურთიერთობს. არაერთხელ მომხდარა, რომ ბოროტი ადამიანი კეთილად იქცა. ხომ იცი ვალმიკის ისტორია,
რომელმაც ჩემი უკვდავ „რამაიანაში“ განკაცება აღწერა? ვიდრე იგი ბოროტმოქმედი იყო, მაგრამ მოვიდა დრო და
გარდაიქმნა. ეს მაშინ მოხდა, როცა კაშხლის კარიბჭე გაიღო. ღმერთი უკლებლივ ყველა ადამიანის გულში სახლობს.

19. ახლა კი მინდა ორ მოვლენაზე მოგიყვე. სამყაროს შექმნისა და განქარვების (დანგრევის) თემას და ასევე,
დაბადებისა და სიკვდილის ციკლს ვგულისხმობ. ორივე ეს მოვლენა სამყაროსთვის დამახასიათებელია.

20. როგორც ჩემი უსასრულო კოსმიური დრამის აქტი, მე ვქმნი სამყაროს, უფლებას ვაძლევ მას გარკვეული დროით
იარსებოს, შემდეგ კი - ვანადგურებ. მერე ისევ ვქმნი და ვწყვეტ მის არსებობას. ასე გრძელდება უსასრულოდ. ეს ჩემი
ლილას, ანუ ღვთაებრივი თამაშის ნაწილია.

21. შექმნის დროს ყველაფერი ჩემგან მოდის, განქარვების დროს კი ყველაფერი მე შემერწყმება.

22. სამყაროს შექმნა შეიძლება კოსმიურ აისს შეადარო, ხოლო განქარვება - კოსმიური ღამის დადგომას.

23. როცა საქმე სამყაროს ეხება, აისსა და დაისს შორის დრო არა 12 საათს, არამედ მილიონ წელს გრძელდება.

24. გაქრობასა და შექმნას შორის პერიოდში ყველა არსება ფარული სულიერების საფეხურზე გადადის. ისინი შექმნის
ახალი ციკლის დაწყებისას კვლავ გაჩნდებიან.

25. ადამიანმა უნდა აღიაროს, რომ სამყაროების შექმნისა და განქარვების ციკლის მიუხერავად, მე მუდმივი ვარ. კიდევ
გავიმეორებ, რომ ჩემს გარეშე არაფერი არსებობს. მე ვარ ის, ვისაც ფილოსოფოსები საწყისის საწყისს ეძახიან!

26. ახლა კი ცოცხალ არსებებზე ვისაუბროთ. ისინი მილიონი სახეობის არიან. ცოცხალი არსება რთული ევოლუციური
პროცესის შედეგად ჩნდება. ადამიანები ამბობენ, თითქოს ყველაფერი ეს „სრულიად ბუნებრივად“ ხდება. ასეთი
ხედვა მხოლოდ ბრმას შეიძლება ჰქონდეს, რომელიც საკითხის სიღრმეს ვერ წვდება. ბრძენმა იცის, რომ ევოლუციის
ყველა ასპექტი ჩემი გენერალური გეგმის ნაწილია. აქ არაფერია შემთხვევითი, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება
მოგეჩვენოს.
25

27. ევოლუციის სამი განშტოება არსებობს. ერთი დაკავშირებულია უსულო მატერიის ევოლუციასთან, რის შედეგად
ჩნდება პლანეტები, ვარსკვლავები, მთები და სხვა.

28. მეორე განშტოება დაკავშირებულია სიცოცხლის წარმოქმნასთან და სახეობების ევოლუციასთან. ცოცხალ არსებებს
შორის მკაფიო იერარქია არსებობს. მცენარეები ყველაზე დაბალ საფეხურს იკავებენ, მათ არ შეუძლიათ მოძრაობა,
ფესვებიდან იკვებებიან და ნერვული სისტემა არ გააჩნიათ.

29. მცენარეების შემდეგ ცხოველები მოდიან. მათ აქვთ ნერვული სისტემა, ტვინის ჩათვლით, თუმცა მათი უნარები და
შესაძლებლობები შეზღუდულია. იერარქიის უმაღლეს საფეხურზე ადამიანი იმყოფება. იგი დიდი უპირატესობით
უსწრებს წინ ყველა ცოცხალ არსებას, ყველა ასპექტში.

30. ადამიანი სხვა არსებებზე მაღლა დგას არა მხოლოდ მისი გონებრივი და შემოქმედებითი უნარების გამო, არამედ
იმიტომაც, რომ მხოლოდ მას შეუძლია ცნობიერების უმაღლეს დონეს მიაღწიოს. მხოლოდ მას შეუძლია საკუთარ
თავში ღმერთის დანახვა, ამიტომ ღვთაებრივი თვისებებისა და სიკეთის გამოვლენა მისი მახასიათებელია.

31. აქ ერთ ძალიან საინტერესო საკითხს უნდა შევეხო. დრო უკვე ძალიან ცოტა გვაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა
ამის შესახებ. არჯუნა, მინდა შენი ყურადღება სამ შინაგან, ერთმანეთთან დაკავშირებულ არსზე გავამახვილო:
შეცნობა, სინდისი და ცნობიერება. ახლა თითოეულის მნიშვნელობას აგიხსნი. შენ კი, განსაკუთრებული ყურადღება
მოიკრიბე.

32. შეიცნო – ნიშნავს იცოდე გარესამყაროს შესახებ, აღიქვამდე მას. ეს თვისება არა მხოლოდ ადამიანს, არამედ
ცხოველსაც გააჩნია. შეცნობის შემდეგ სინდისი მოდის. მას შეიძლება ვუწოდოთ „ღმერთის ხმა ჩვენს შიგნით“.
ღმერთი სინდისის მეშვეობით გვესაუბრება.

33. აშკარაა, რომ ცხოველებს სინდისი არ გააჩნიათ. მათ სწორისა და მცდარის ცნება არ ესმით, ცუდისა და კარგის
გარჩევა არ შეუძლიათ. ადამიანს კი ეს უნარი გააჩნინია და ამიტომ ღმერთის შინაგანი ხმა ესაუბრება მას. ღმერთის ხმა
არის სინდისი. სხვანაირად რომ ავხსნათ, ადამიანს ღმერთის ხმა თავის არსებაში, შიგნიდან, სინდისის ხმის სახით
ესმის.

34. სინდისი უნივერსალური ქმნილების, ანუ ყველგან და ყველაფერში მყოფი ღმერთის ასპექტია. ეს ჭეშმარიტება
შეიძლება უბრალო მოკვდავს სულაც არ ჰქონდეს გათავისებული, თუმცა თავისებურად კეთილი იყოს და თავისი
სინდისის ხმას ყურს უგდებდეს. მაგრამ, როცა სიბრძნე გაანათებს მას, ადამიანი მიხვდება, რომ სინდისი, ანუ
ინდივიდუალური ცნობიერება იგივეა, რაც უნივერსალური ცნობიერება.

35. ეს ჭეშმარიტება ვედებში ბრაჰმას პრაჯნიანას სიტყვებშია გამოთქმული. იგი ამბობს, რომ ინდივიდუაური და
უნივერსალური ცნობიერება არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ვედებში კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ
შინაგანი „მე“ იგივეა, რაც უნივერსალური „მე“, და რომ ღმერთი ყველაფერშია: აიამ ატმა ბრაჰმა - ღმერთი ერთია
შიგნითაც და გარეთაც.

36. უნივერსალური ცნობიერება სამი არსიდან უმაღლესია. მას ატმას, ღმერთს უწოდებენ და ბევრი სხვა სახელით
მოიხსენიებენ. ამაზე უკვე გესაუბრე, ახლა კი ამ საკითხის მნიშვნელობას ვუსვამ ხაზს.

37. ატმა, ანუ უნივერსალური ცნობიერება არის შემოქმედების წყარო. სამყაროს შექმნის აქტის დროს უნივერსალური
ცნობიერება სხვადასხვა დოზით დაბალ სახეობებში გამოვლინდება. მაგალითად, ცხოველებში იგი მხოლოდ
გარესამყაროს აღქმის უნარის დონეზე გამოვლინდება.

38. ადამიანებში მას კიდევ ერთი ასპექტი – სინდისი ემატება, რომელიც ცხოვრების გზამკვლევივით მოქმედებს.
ხოლო თუ ადამიანი სულიერად განვითარებულია, იგი აღწევს მდგომარეობას, რომელსაც შეიძლება მუდმივი
ერთიანი ცნობიერება დავარქვათ. ეს ადამიანი ყოველთვის ყველგან და ყველაფერში ღმერთს ხედავს. სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, იგი ერთიანი ხდება, ერწყმება უნივერსალურ ცნობიერებას.“

39. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, შეიძლება ეს ასე წარმოვიდგინო: ცხოვრებაში ადამიანი ჯერ უნდა გრძნობდეს სინდისს,
და შემდეგ ამაღლდეს უნივერსალური ცნობიერების დონეზე?“

40. კრიშნამ აღფრთოვანებით აღნიშნა: „არჯუნა, არაჩვეულებრივია! შენ არსში წვდომას იწყებ! კარგია, ასე განაგრძე!“

41. კრიშნა განაგრძობს: „არჯუნა, მხოლოდ წიგნისმიერი ცოდნა არ არის საკმარისი. ცხოვრება დაუსრულებელი
გამოცდაა და მის ყველა ეტაპზე, სანამ ქმედებას დაიწყებ, სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანი უნდა გააკეთო.“

42. მცირედ იმედგაცრუებული არჯუნა ეკითხება: „კრიშნა, ღმერთი ცხოვრებას უსასრულო გამოცდად რატომ აქცევს?
ნუთუ არ შეგვიძლია მოვეშვათ და გავერთოთ?“

43. კრიშნამ უპასუხა: „ღმერთმა იცის, რომ ადამიანი სწორედ ასე იწუწუნებს. ამიტომ იგი მცირე დათმობაზე მიდის.
იგი ამბობს: „მისმინე, ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარებაზე ასე რატომ წუხხარ? განა მე შენში არა ვარ, პირდაპირ
შენს გულში არ ვცხოვრობ? განა მე მზად არა ვარ ვუპასუხო კითხვებს, რომელზეც შენ პასუხი არა გაქვს? უბრალოდ
ინტელექტი, ანუ ბუდდჰი დაძაბე და ნიშანი მომეცი, რომ ჩემი დახმარება გჭირდება!“

44. კიდევ რაზე უნდა იოცნებო? სასკოლო გამოცდაზე კარნახი აკრძალულია, ღვთაებრივ გამოცდებში კი თავად
უფალი გკარნახობს პასუხებს!

45. არჯუნა, ევოლუციის მესამე განშტოება, ანუ ცნობიერების ევოლუცია მხოლოდ ადამიანში გვხვდება. ადამიანთა
ნაწილი ცნობიერების ფსკერზეა, ნაწილი შუაში. ადამიანთა მხოლოდ ერთი გოჯია ცნობიერების მწვერვალზე.

46. ყველაფერი, რასაც ახლა გიყვები, დაბადებისა და სიკვდილის ციკლთან მჭიდრო კავშირშია. თუ ადამიანი სულიერ
ევოლუციას ეწინააღმდეგება, მას ბევრი დაბადება-სიკვდილის ციკლის გავლა მოუწევს, სანამ სულიერ განწმენდას
მიაღწევს; და ამ პროცესში ბევრნაირ პრობლემას გადააწყდება. მაგრამ ადამიანი პრობლემებმა ჩიხში არ უნდა
26

შეიყვანოს. ერთადერთი, რაც ადამიანს მოეთხოვება – მომენდოს მე, დამემორჩილოს და ყველაფერ დანარჩენს მე
მივხედავ.

47. ამ საუბარმა სიკვდილის თემამდე მიმიყვანა. მოდი, „სწორად“ და „სწორ დროს“ სიკვდილზე ვისაუბროთ. ამ
საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და არ მინდა მცდარი შეხედულებით მოტყუვდე.

48. უპირველეს ყოვლისა, მინდა გაგაფრთხილო, რომ, თუ იმ მომენტში, როცა სხეულს დატოვებ, ჩემზე იფიქრებ, შენი
ყველა სირთულე დასრულდება! შენ მაშინვე შემერწყმები მე. ეს იქნება გარდაცვალებების დასასრული, იმ ფორიაქის
დასასრული, რაც ადამიანს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან აკავშირებს.

49. ეს სავაჭრო გარიგებას გავს, არა? ამქვეყნიური გარიგებებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ დღესასწაულზე
მოქმედებს, ჩემთან გარიგება მუდმივია, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ადამიანზე ვრცელდება.

50. მაგრამ უნდა გაგაფრთხილო, რომ სიცოცხლის ბოლო წამებში ჩემზე ფიქრი ადვილი არ არის.“

51. არჯუნამ თქვა: „ასეც ვიცოდი, რომ სადღაც სირთულე იმალებოდა! თუ ეს ადვილი არ არის, რატომ ახსენე
საერთოდ?“

52. პასუხად კრიშნამ გაიღიმა: „არჯუნა, არასწორად გამიგე. აქ არავითარი ხაფანგი არ არის დაგებული. მე გეუბნები,
რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა იზრუნო იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში ჩემზე იფიქრო. ჩვენ უკვე
ვთქვით, რომ ადამიანი ყოველთვის გარესამყაროშია ჩაფლული. შეიძლება გაიკვირვო და მითხრა, „სხვა რა უნდა ქნას
ადამიანმა? მთელ დროს მედიტაციაში ხომ არ გაატარებს“?

53. არა არჯუნა, მე ამას არ გთავაზობ. მე მშვენივრად ვიცი, რომ ადამიანები ამქვეყნიური საკითხებით არიან
დაკავებული. მათ ოჯახური პრობლემები, ჯანმრთელობა, ფინანსები და ა.შ. აწუხებთ. მე ეს ყველაფერი ვიცი.

54. მე არავის ვთხოვ, რომ ამ პრობლემებს გაექცეს და თავი ქვიშაში ჩარგოს. ამის დასტურად, სწორედ ახლა გთხოვ
ბრძოლას არ გაექცე და მასში მონაწილეობა მიიღო! და შემდეგ? ჩემი ფორმულა მარტივია: აღასრულე შენი
ვალდებულება და ამასთან იღაღადე ჩემი სახელი. სულ ეს არის.

55. რასაც მე გთავაზობ, სულაც არ არის რთული. უბრალოდ, მუდმივ პრაქტიკას მოითხოვს. შენ ბრწყინვალე მოისარი
ხარ. როგორ მიაღწიე ამას? განა განუწყვეტლივ არ ვარჯიშობდი? ვარჯიშის გარეშე შეძლებდი საფრთხის დადგომისას
მყისიერ რეაგირებას? აი, სწორედ ამაზე გეუბნები. თუ სიცოცხლეში მუდმივი გალობისა და ლოცვის ჩვევას
შეიმუშავებ, სიცოცხლის ბოლო წუთსაც თავისთავად იგივეს გააკეთებ. და სად არის აქ ხაფანგი?“

56. არჯუნამ ჰკითხა: „დავუშვათ, რომ ასეა. მაგრამ კრიშნა, შენ ბევრი სახელი გაქვს. რომელი უნდა გაიმეორო ხოლმე
ლოცვისას?“

57. კრიშნამ ღიმილით უპასუხა: „შეგიძლია ნებისმიერი სახელი აირჩიო, რომელიც მოგწონს. მაგრამ ღაღადებისას
დარწმუნებული უნდა იყო, რომ ამას სიყვარულით აკეთებ. სულ ეს არის. სამწუხაროდ, ადამიანები თავს ამ მარტივი
წესის დაცვით არ იწუხებენ. ამაშია უბედურება.“

58. ახლა არჯუნა ეკითხება: „რა ემართებათ ადამიანებს, რომლებმაც სიკვდილის შემდეგ შენთან შერწყმა ვერ
მოახერხეს?“

59. კრიშნა პასუხობს: „სიკვდილი ყველა სხეულთან მიდის. ეს სამყაროს კანონია და მას გვერდს ვერავინ აუქცევს.
მართლმორწმუნენი სიცოცხლის შემდგომი ცხოვრებით ნეტარებენ, ცუდ ადამიანებს კი რთული დრო უდგებათ.

60. ადრე ფიქრობდნენ, რომ მზე ექვს თვეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ატარებს, მეორე ექვს თვეს კი სამხრეთში. ამ
შეხედულებასთან დაკავშირებით გაჩნდა აზრი, რომ მართლმორწმუნენი წლის ნათელ დროს კვდებიან, ანუ მაშინ,
როცა მზე ჩრდილოეთშია, ხოლო ცოდვილები – ბნელი პერიოდის დროს.

61. ეს მითი სულიერ ჭეშმარიტებას ამახინჯებს. ფაქტია, რომ მართლმორწმუნეა ადამიანი, რომელიც სიბრძნის გზას
ადგას. სიბრძნე და ცოდნა სინათლესთან ასოცირდება. ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ წლის ნათელ პერიოდში
მხოლოდ მართლმორწმუნენი კვდებიან. ეს იდეა მათ თავში დაიბადა, ვისაც მატერიალურ სინათლესა და სულიერ
გაბრწყ- ინებას შორის განსხვავება არ ესმის.

62. მართლმორწმუნე ადამიანს წინ სულიერი სინათლე მიუძღვის და მისი ცხოვრება სულიერი სინათლის
ბრწყინვალებაში ბუნებრივად სრულდება. ამაშია საქმე. სიკვდილის შემდგომი ბედი მზის მდებარეობასთან
ჩრდილოეთში თუ სამხრეთში არ არის კავშირში. იგი კავშირშია მხოლოდ იმასთან, თუ რას მიაღწია ადამიანმა აქ,
დედამიწაზე ცხოვრების დროს.

63. და ამიტომ არჯუნა, კვლავ გიმეორებ ყველაზე მთავარს: ყოველთვის, ყველა სიტუაციაში ჩემზე იფიქრე. თუ ამას
გააკეთებ, მე მუდამ, ნებისმიერ დროს მზად ვიქნები მიგიღო. შენი ნათელი მომავალი უზრუნველყოფილი იქნება!“

თავი მეცხრე: მეცნიერება მეფურ ცოდნასა და უმაღლეს


საიდუმლოზე
1. კრიშნა ეუბნება არჯუნას: „იმედი მაქვს ყველაფერი, რაც გითხარი გაითავისე. ჩემი მოძღვრება არა მხოლოდ
გონებაში, არამედ გულშიც ჩაიბეჭდე. გული ხომ სიცოცხლის პირველწყაროა!
27

2. რომ არ დაგავიწყდეს, ნება მომეცი მოკლედ შეგახსენო მომენტები, რომელზეც გესაუბრე. პირველი – მე სამყაროს
შემოქმედი ვარ და ყველაფერი ჩემგან მოდის. მეორე – მე ყველაფერში ვიმყოფები, რასაც შენ ირგვლივ ხედავ და
იმაშიც, რასაც ვერ ხედავ, მაგალითად, პაწაწინა ატომში.

3. მიუხედავად იმისა, რომ მე ყველგან ვარ, მთებით დაწყებული, გალაქტიკით დასრულებული, შენ ჩვეულებრივი
თვალით ვერ დამინახავ. ფიზიკური თვალი მხოლოდ გრძნობის ორგანოა, მე კი ფიზიკური შეგრძნებების
საზღვრებიდან ძალიან შორს ვარ. მაგრამ, თუ შენ მოინდომებ გულით შემიგრძნო, მე შენთვის ადვილად მისაწვდომი
გავხდები.

4. მე ყველაფერში ვარ და ამასთან ყველა ობიექტი ჩემს უსაზღვრო ძალის და დიდების ნაწილაკს ატარებს. ამიტომაც
შესწევს სხვადასხვა ფუნქციის შესრულების ძალა. მაგალითად მზე ავიღოთ. რატომ ანათებს ის ასე მკაფიოდ? იმ
ძალის მეშვეობით, რომლითაც მე აღვჭურვე.

5. ადამიანთა უმრავლესობას ეს არ ესმის. თვლიან რა თავს განსწავლულებად, ამბობენ: „არაფერია საოცარი იმაში, რომ
მზე ანათებს - აქ ბუნების კანონები მოქმედებს.“ მათ არ უწერიათ იმის გაგება, რომ ეს ბუნების კანონები ჩემგან და
მხოლოდ ჩემგან მოდის! მაგრამ დავასრულოთ ამაზე საუბარი“.

6. არჯუნა ეკითხება: „რით ხარ დაკავებული მას შემდეგ, რაც სამყაროს შექმნი?“

7. კრიშნა პასუხობს: „როგორც წესი, „უკანა რიგში გადავჯდები“ და თვალს ვადევნებ მოვლენებს. მე ხომ ყველგან ვარ,
ამიტომ ჩემთვის ყველაფერი ცნობილია. მე ვიცი რას აკეთებს თითოეული ადამიანი, რადგან მე მათ შიგნით
ვცხოვრობ. შეიძლება ითქვას, რომ მე კოსმიური დამკვირვებლის როლს ვთამაშობ“.

8. არჯუნა გაკვირვებულია და ამბობს: „კარგად არ მესმის. თუ შენ გაკმაყოფილებს სამყაროს გვერდიდან ყურება, მაშ
რატომ ქმნი მას?“

9. კრიშნამ გაიცინა და უპასუხა: „ო, ეს მარტივია. გამომგონებელი წარმოიდგინე. ის საოცარ მექანიკურ სათამაშოს
ქმნის. დაასრულებს რა, ქოქავს მას და საათობით კმაყოფილებით აკვირდება მის მოქმედებას“.

10. არჯუნა აწყვეტინებს: „კრიშნა, ეს ადამიანის შემთხვევაში, მაგრამ შენ ხომ ღმერთი ხარ“.

11. კრიშნა კეთილი ღიმილით პასუხობს: „შენ გავიწყდება, რომ ადამიანიც ღმერთია, მხოლოდ ადამიანურ ფორმაში.
თუ ადამიანს ასე გართობა შეუძლია, მე რატომ არ შემიძლია? ეს ჭეშმარიტება შენთვის მიუწვდომელია, მაგრამ
ბრძენკაცებს ესმით იგი და ამიტომ ისინი სამყაროს შექმნას ლილას, ანუ ღმერთის თამაშს უწოდებენ.

12. ანუ ლილაში მე ვიღებ უშუალო მონაწილეობას.“

13. არჯუნამ ამაზე ჰკითხა: „კრიშნა, შენ მხედველობაში ავატარის სახით შენი განსხეულება გაქვს, არა?“

14. კრიშნამ უპასუხა: „სწორედ მასეა. მე ადამიანურ ფორმაში გევლინებით, რათა კაცობრიობას ყველამხრივ
დავეხმარო, ფიზიკურად ვიყო მასთან ახლოს, წარვმართო იგი. მაგრამ ჩემს ადამიანის ფორმაში განსხეულებას ბევრი
შეცდომაში შეჰყავს. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ჭეშმარიტად ღვთაებრივი ვარ. მათ წარმოუდგენიათ, რომ
ღმერთი ზე-კაცის მსგავსი რამ უნდა იყოს“.

15. არჯუნამ გამბედაობა მოიკრიბა და კითხვა დაუსვა: „კრიშნა, ამბობენ, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლია და
ვიცით, რომ არაერთი სასწაული მოგიხდენია. ჩვენ კი უბრალო ადამიანები ვართ და მსგავსი უნარი არ გაგვაჩნია. მე,
მაგალითად, ვერავითარ სასწაულს ვერ ვახდენ. მაშ, რატომ არის არასწორი ღმერთის ზე-კაცთან შედარება?“

16. კრიშნამ უპასუხა: „შენი წარმოდგენის გასაქარწყლებლად უნდა გითხრა, რომ არავითარი სასწაული არ ჩამიდენია
იმ სახით, როგორაც შენ ამას გულისხმობ. უბრალოდ ყველაფერი, რაც მინდა, აღსრულდება. სულ ეს არის.“

17. არჯუნა ეკითხება: „კარგი, მაგრამ რატომ გისრულდება ყველაფერი მხოლოდ შენ? თუ ღმერთი ზე-კაცი არ არის,
ხოლო ადამიანი ღმერთია, მაშ ამიხსენი, რატომ არ აღსრულდება ჩემი სურვილები? აქ რაღაც ისე არ არის, რაღაც არ
ემთხვევა.“

18. კრიშნა იცინის და ეუბნება: „არჯუნა, ამ ამოცანის ამოხსნა მარტივია. როცა ადამიანი სრულიად განწმენდილია, ის
ყველაფერს მიიღებს რასაც მოისურვებს. მე ასი პროცენტით წმინდა ვარ და მუდამ ასეთად ვრჩები. ამიტომ
ყველაფერი, რასაც ვისურვებ, ხდება. ასევე, ყურადღება მიაქციე, რომ სასწაულები, რომელსაც შენი თქმით, ვახდენ,
საკუთარი თავისთვის არასოდეს მიკეთებია. მე არაფერი მჭირდება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, სხვის საჭიროებას
ემსახურება. ეს ასპექტიც ძალიან მნიშვნელოვანია.“

19. მაშინ არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, მაშ ასი პროცენტით წმინდა რომ ვიყო, ყველა ჩემი ჩანაფიქრი აღსრულდებოდა,
ისე, როგორც ეს შენს შემთვევაში ხდება?“

20. კრიშნამ უპასუხა: „რა თქმა უნდა. როდესაც შენ ასი პროცენტით განიწმინდები, ჩვენს შორის აშკარა განსხვავებები
წაიშლება. შენ შემერწყმები, და არჯუნა, რომელიც ცალკე გამოავლენს თავის ნებას, აღარ იარსებებს!

21. ახლა კი ნება მომეცი დავუბრუნდე თემას, რომლის შესახებ ადრე მინდოდა შენთვის მომეთხრო. ადამიანები ვერ
მამჩნევენ მე როგორც ყოვლისმომცველ ღმერთს, რომელიც ყველაფერში და ყველგანაა ამ სამყაროში, ასევე ვერ
მხედავენ ავატარში განკაცებისას. იმის აღნიშვნაც არ ღირს, რომ ეს მეორე, გაცილებით სერიოზული შეცდომაა.

22. არჯუნა, აცნობიერებს თუ არა ამას ადამიანი, მერწმუნე, მე ვარ ის, ვინც ეს სამყარო წინასწარ განსაზღვრა. მე ვარ
მისი მამა, დედა და ბაბუა.

23. მე განიჭებთ და გართმევთ სითბოს, მე გიგზავნით წვიმას, მე ვარ სიკვდილი და ამავდროულად უკვდავებაც.
28

24. მე ვარ მიზანი, თანადგომა, დიადი ღმერთი, მუდმივი მოწმე, მუდმივი სამყოფელი, ერთადერთი ჭეშმარიტი
მეგობარი, საფუძველი, საწყისი, დასასრული, საგანძური და უხრწნელი თესლი.

25. დიადმა სულებმა ეს იციან. გამუდმებით ღაღადებენ ჩემს სახელს და თაყვანს მცემენ.

26. ახლა კი საზეიმოდ გპირდებით, არა მხოლოდ შენ, არამედ მთელ კაცობრიობას: ის, ვინც გამუდმებით იფიქრებს
ჩემზე და მისი გონება სხვა აზრებით არ დაკავდება, ვინც ჩემს ერთგულებაში ძლიერია და არ ტორტმანებს, ყველას
განვუცხადებ: გარწმუნებთ, რომ მთლიანად ჩემს თავზე ავიღებ თქვენს სატკივარს და თქვენს კეთილდღეობაზე
ვიზრუნებ. არჯუნა, ეს უბრალო დაპირება კი არა, საზეიმო ფიცია.

27. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, თუ როგორ მომანიჭონ სიხარული. საფიქრალი აქ არაფერია, რადგან ჩემი გახარება
ძალიან ადვილია. მე მდიდრულ ძღვენს არ ვითხოვ. ბედნიერი ვარ, თუ უბრალო ყვავილს, ნაყოფს, ფოთოლს ან ცოტა
წყალს შემომთავაზებთ. მე ერთადერთს ვითხოვ, რომ ეს სიყვარულით აღსავსე გულით გააკეთოთ. მე არაფერი მინდა,
გარდა სიყვარულისა.

28. სიმართლე რომ გითხრა, ყვავილისა თუ ნაყოფის ჩუქებაზეც ნუ შეწუხდებით. შენი მავნე თვისებები მომეცი – ეს
საკმარისზე მეტიც არის! ძალიან გამიხარდება, თუ ადამიანები თავიანთ მავნე თვისებებს, მაგალითად რისხვას,
სიძულვილს და სხვას მიძღვნიან“.

29. არჯუნა მთლად დაიბნა და ჰკითხა: „კრიშნა, ვერაფრით ვაკავშირებ ღვთაებრივ სიყვარულს და შენს სულგრძელ
მზაობას, ჩვენგან ეს „ნაგავი“ – ჩვენი ცუდი თვისებები მიიღო“.

30. კრიშნა პასუხობს: „ეს მარტივია. როცა ადამიანი თავის მავნე თვისებას გადმომცემს, ის განიწმინდება, რითაც
ჩემთვის უფრო ახლობელი ხდება. განა შეიძლება ამან არ გამიხაროს? ადამიანის მიმართ ძლიერი სიყვარული იწვევს
ჩემში ამ გრძნობას.

31. ადამიანებს ჩემზე არასწორი და სულელური შეხედულება აქვთ. ისინი თვლიან, რომ მე „ფავორიტები“ მყავს და
ზოგიერთის მიმართ აშკარა სიძულვილს განვიცდი. ძნელია წარმოიდგინო რაიმე, რაც ასე შორს არის
ჭეშმარიტებისაგან. ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ფანტაზიაა.

32. მე ყველა არსებას ერთნაირად ვეპყრობი, მე დაახლოვებული და განდევნილი პირები არა მყავს. ცოდვილთაგან
ყველაზე ცოდვილი რომ მოვიდეს ჩემთან და მითხრას: „ღმერთო, გთხოვ მაპატიე. მე ვინანიებ ჩემს ბოროტ წარსულს
და გპირდები ამიერიდან კეთილი ვიყო“, მე სიამოვნებით მივიღებ მას, თუ ცოდვილი ჭეშმარიტად ინანიებს. ერთი
წამითაც არ ვიყოყმანებ, მასთან მივალ დასახმარებლად. მისი წარსული ბარიერი არ იქნება. და ამას გპირდები!“

33. არჯუნა, იცი რა არის ძალიან საკვირველი? მე მუდამ გვერდით ვარ, მუდამ მზადმყოფი დახმარებისათვის, მზად
ვარ ნებისმიერი ადამიანის ტვირთი ვატარო, გამუდმებით მისი გადარჩენა მინდა. მაგრამ რას აკეთებს ამ დროს
ადამიანი? მივიწყებს მანამ, სანამ ნამდვილი უბედურება არ გადახდება თავს.

34. არჯუნა, ნუ დაემსგავსები უგუნურებს, რომლებიც თავიდან ფეხამდე ამქვეყნიურ ცდუნებათა მორევში არიან
ჩაფულნი და მე მივიწყებენ. სამყარო ცვალებადია და ტანჯვით არის სავსე. განა შეიძლება წარმავალმა მუდმივი
ბედნიერება მოგანიჭოს? ადამიანს ამ აშკარა ფაქტის გაგება არ შეუძლია!

35. არჯუნა, რასაც უნდა აკეთებდე, რასაც უნდა ჭამდე, რა ძღვენსაც უძღვნიდე წმინდა ცეცხლს, რა ექსტაზს უნდა
მიეცე – ერთი სიტყვით, რა კეთილი საქმეც უნდა ჩაიდინო, მთელი გულით მომიძღვენი ის მე, როცა კეთილ საქმეს
აღასრულებ, ჩემზე იფიქრე.

36. ბრძენმა ადამიანებმა იციან რა არის მუდმივი სიხარული და ნეტარება. მათ იციან, რომ ნეტარების პოვნა მხოლოდ
ჩემში შეიძლება. მე მუდმივი ვარ და სიხარული, რომელსაც გჩუქნით ასევე მუდმივია. ჩაწვდი ამ ჭეშმარიტებას, ო,
არჯუნა და ჩაები ბრძოლაში, შეუდექი იმ მოვალეობის აღსრულებას, რისთვისაც გაჩნდი. ბრძოლისას ჩემზე იფიქრე
და შენი ქმედებები მე მომიძღვენი. და მაშინ მოვა წუთი, როცა ბრძენივით მოხვალ ჩემთან. ამაში ეჭვი არ მეპარება.“

თავი მეათე: ღვთაებრივი დიდების იოგა


1. კრიშნა ეუბნება არჯუნას: „ღვთაებრიობას ბევრი მხარე აქვს და მე მხოლოდ რამდენიმე აგიღწერე, ისეთები,
როგორიცაა გაცხადებული და ფარული ღვთაებრიობა, შექმნა, ჩემი კოსმიური დრამა. ასევე, აგიხსენი, რომ
დროდადრო განვკაცდები, რათა ჩემს კოსმიურ დრამაში როლი შევასრულო. ზოგი რამ, რაზეც გესაუბრე,
ნახევარღმერთებისთვისაც კი უცნობია.

2. ადამიანებს ღმერთსა და ღვთაებრივზე ბუნდოვანი და მცდარი წარმოდგენა აქვთ და ეს გარდაუვალია, რადგან


ადამიანი მთლიანად ამქვეყნიურ პრობლემებშია ჩაფლული. წარმავალ სამყაროში ზომაზე მეტად ჩაფვლა
აუცილებლად ილუზიას ბადებს. მითხარი, გზააბნეული ადამიანი ღვთაებრივს როგორ დაინახავს?

3. მაგრამ არიან სულები, რომლებიც თავიანთ ღრმა რწმენაზე დაყრდნობით მხედავენ მე - უმაღლეს ღმერთს,
რომელიც დროსა და სივრცის მიღმა, თავისივე ამქვეყნიური ქმნილების მიღმა არსებობს, ამ სიტყვის მუდმივი და
მთლიანი გაგებით. ისინი მხედავენ მე, როგორც იმის პირველწყაროს, რაც იყო, არის და იქნება.

4. ხოლო ადამიანები, რომლებიც ილუზიის მსხვერპლი შეიქნენ, გარშემო იყურებიან და ამბობენ: „სად არის ღმერთი,
რომელზეც მელაპარაკებით? მე მას ვერასოდეს ვხედავ“. თვითკმაყოფილი ადამინები კი უფრო შორს მიდიან და
სარკასტულად დასძენენ: „როგორ დაინახავ ღმერთს, როცა ის არ არსებობს?“
29

5. არჯუნა, ამ უგუნურმა საუბრებმა შეცდომაში არ შეგიყვანოს. თუ მოისურვებ, ყოველთვის შეძლებ უფლის დანახვას.
ამისათვის ყურადღება შენს წარმავალ სხეულს კი არ უნდა მიაქციო, არამედ გულს. ღმერთი შენს გულში ცხოვრობს,
როგორც კი მოისურვებ მის დანახვას, - შეძლებ კიდეც ამას.

6. კეთილი ადამიანი ღვთაებრივი სინათლით არის გასხივოსნებული. მისი სიკეთე სხეულიდან გამოასხივებს. სიკეთის
გამოვლინებები, როგორიცაა მაგალითად კშამა (მოთმინება), იგივე ღმერთის გამოვლინებაა. ღმერთის გამოვლინებები
ჩვენს სამყაროში ჭეშმარიტად უსასრულოა. ფარშევანგის სილამაზე – ღმერთია, დაისის დიდებული ხატი – ღმერთია,
მთების სიძლიერე – ღმერთია. ყველაფერი არის ღმერთი. ადამიანები ამბობენ, რომ ღმერთს ვერ ხედავენ. რა
უცნაურია!

7. წარმოიდგინე სახლი, სადაც კაშკაშა შუქი ანთია, მაგრამ ყველა კარი, ფანჯარა და ჭუჭრუტანა ჩარაზულია. გვერდით
ჩავლილ ადმიანს ეგონება, რომ სახლი ბნელია, თუმცა, სინამდვილეში სახლში ნათურები კაშკაშებენ.

8. ამის მსგავსი რამ ხდება სამყაროშიც. ღმერთი არის ღვთაებრივი სანათი, რომელიც სინათლეს ადამიანის გულიდან
ასხივებს. ის ყველა არსებაში კაშკაშებს, მათ შორის მასში, ვისაც ბოროტს ვეძახით. კეთილ ადამიანს მისი ქცევები,
ტკბილი საუბარი და ა.შ. - გაასხივოსნებს. ის გავს სახლს, რომელსაც კარები და ფანჯრები ღია აქვს, საიდანაც შუქი
თავისუფლად იღვრება. ხოლო ბოროტი ადამიანი გავს სახლს, რომელიც ცოტა ხნის წინ აღგიწერე, რომელსაც ყველა
კარი ჩარაზული აქვს.

9. რა ნიშნები აქვს ღვთაებრიობას ადამიანში? ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ გამოვიცნოთ ღვთაებრივი
სხივი ადამიანში? მარტივად. ეძიე სულიერი სიბრძნე, დახვეწილი ინტუიცია, გაწონასწორებულობა, თანაგრძნობა,
უანგარო სიყვარული, მოთმინება, მსხვერპლის გაღების სულისკვეთება, სიმშვიდე, კმაყოფილება და ა.შ. თუ ეს
თვისებები შენიშნე, დარწმუნებული იყავი, რომ ღმერთი დაინახე!

10. ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტების მიმდევარია და სიმართლით მოქმედებს, ღმერთის ხორცშესხმაა. ღმერთს უნდა
ვხედავდეთ არა როგორც სასწაულმოქმედს, არამედ როგორც სიყვარულს, სიწმინდეს, უსაზღვრო სიკეთეს,
კეთილშობილებას და სიკეთის ქმნას. თუ ამას გააცნობიერებ, ღმერთს ყველაფერში დაინახავ. დაიმახსოვრე, ღმერთი
მხოლოდ სილამაზე, სიდიადე და ბრწყინვალება არ არის, როგორც ბევრი თვლის. ის ამ ყველაფერზე მეტია. ის
სიყვარულია, ის ჭეშმარიტებაა, ის თანაგრძნობაა. აი, ასეთია ღმერთის მთავარი მანიშნებლები.

11. ადამიანს, რომლის გარჩევის უნარი ამქვეყნიურ ეფემერულობას არ არის მიბმული, ჩემი დანახვა ყველგან და
ყველაფერში არ უჭირს. დამერწმუნე, სადაც არ მიბრუნდება ეს ადამიანი, ყველგან მე, და მხოლოდ მე მხედავს.

12. იცი, რატომ არ არის რთული მისთვის, სხვებისგან განსხვავებით, ჩემი დანახვა? იმიტომ, რომ ის ჩემს დანახვას
ჩვეულებრივი თვალით არ ცდილობს. არჯუნა, თუ შენ ეცდები გულით დამინახო, განა შევძლებ შენგან დამალვას?“

13. არჯუნამ ხანგრძლივი სიჩუმე დაარღვია და უთხრა: „კრიშნა, ნელ-ნელა ვიგებ, თუ ვინა ხარ სინამდვილეში.
უძლიერესმა გრძნობამ შემიპყრო. მინდა უფრო მეტი გავიგო შენზე! ამას შენზე უკეთ ვინ გააკეთებს? ო, ღმერთო, იყავი
კეთილი და მომანიჭე წყალობა, შენი პირით გამაგონე შენი დიდება და ძალა“.

14. კრიშნამ გაიღიმა და უთხრა: „კარგი არჯუნა, მაგრამ დაიმახსოვრე, რომ ჩემი ბრწყინვალება უსასრულოა და ჩვენ
დრო შეზღუდული გვაქვს, რადგან ეს ესაა ბრძოლა დაიწყება. ამიტომ ახლა შემიძლია ჩემ შესახებ ძალიან
ზედაპირული წარმოდგენა შეგიქმნა. მაგრამ რადგან შენ ასეთი ჭკვიანი ხარ, შენთვის ესეც საკმარისი იქნება. შემდეგ კი
ჩემი უსასრულო და შეუდარებელი სიდიადის შესახებ შენი წარმოსახვის მეშვეობით განსაჯე.

15. მე ყველაფერს მოვიცავ, ამიტომ ჩემი სიდიადე ყველგან ვრცელდება. ყველაფერი მშვენიერი, დიადი, გასაოცარი და
ბრწყინვალე, რასაც ქმნილებებს შორის შეხვდები, არხია, რომლის მეშვეობითაც მე გესალმებით. ეს შეიძლება
ნებისმიერი მოვლენა იყოს: ვარკვლავებით მოჭედილი ზეცა, დიადი მთები, მძლავრი ჩანჩქერი, დიდი მდინარე ან
ჩუმი ნაკადული, ზღაპრულად ლამაზი ზღვის ნაპირი, მარჯნის რიფები, ცაში დაკიდული ჩიტები, ბრჭყვიალა
თევზები, მედიდური ვეფხვი – ყველაფერი ეს არაფერია, თუ არა ღმერთი, თავისი სხვადასხვა გამოვლინებებით. მე
ადამიანის გასახარებლად მრავალი ფორმით გევლინებით.

16. დასტურად ერთ მაგალითს მოგიყვან. რადგან დედამიწა ტრიალებს, ჩვენ დღე და ღამე გვაქვს. დღე აისით იწყება,
ღამე კი დაისით. განა აისი და დაისი ჩვეულებრივი, შეუჩნეველი მოვლენებია? არა! მე ისინი განსაკუთრებით
ლამაზად შევქმენი. რისთვის? რათა ადამიანი ბედნიერი იყოს. მშვენიერი ამქვეყნიური ქმნილების სახით მე ადამიანს
დარშანს, ანუ ჩემი ჭვრეტის უნარს ვჩუქნი. მაგრამ ადამიანი, უგუნურების გამო, მხოლოდ გარეგნული სილამაზით
ტკბება, ხოლო სილამაზის წყაროს ჭვრეტით არ ნეტარებს!

17. ერთნი დარშანს ბუნების ჭვრეტით იღებენ. მეორენი სულში ჩამწვდომ მუსიკაში მპოულობენ. ზოგი ხელოვნების
ნიმუშებს ქმნის და მათში დაფარულ ღვთაებრიობას გამოხატავს. რა თქმა უნდა ღმერთს ყველა შემოქმედების წყაროდ
ვერ აღიქვამს, მაგრამ ისინი, ვისაც ეს ესმის, ექსტაზის მწვერვალს იპყრობენ. არიან ადამიანები, რომლებიც
მეთაყვანებიან, როცა სხვების მიერ გამოვლენილ სიყვარულსა და თანაგანცდას ხედავენ.

18. არჯუნა, მე შემხვედრი ნაბიჯისათვის გადასადგმელად და ნეტარების (ანანდუ) მისანიჭებლად ყოველთვის მზად
ვარ. მე ადამიანებს ისეთი სახით ვევლინები, როგორც მათ ჩემი დანახვა სურთ.

19. იცი ღვთაებრივი სასწაულების შესახებ, რომლებიც შენს სხეულში იმალებიან? შეხედე შენს თითებს. წარმოდგენა
გაქვს მათ გასაოცარ შესაძლებლობებზე? მათი მეშვეობით ადამიანი ხატავს, ქსოვს, წერს, ქარგავს და სხვა საოცარ
ქმედებებს ახორციელებს, რომელსაც დედამიწის ზურგზე სხვა ვერც ერთი არსება ვერ აკეთებს. განა შეძლებდი
წარმატებული მოისარი გამხდარიყავი, შენს თითებს ასეთი გასაოცარი უნარი რომ არ ჰქონოდა?“

20. კრიშნას გულახდილობით გაოგნებული არჯუნა ეუბნება: „ღმერთო, შენს სიაში მუსიკალურ ინსტრუმენტებზე
დაკვრა გამოგრჩა. განა შენ იმიტომ უკრავ ფლეიტაზე, რომ თითების მოქნილობას გაუსვა ხაზი, არამედ გსურს
მუსიკის ღვთაებრივი ბუნება გაგვიზიარო!“
30

21. კრიშნა იღიმის და პასუხობს: „ზუსტად მასეა! შენ ნელ-ნელა გაგებას იწყებ. მოკლედ რომ ვთქვათ, მე ვარ ყველა
შემოქმედებითი ძალის, ყველაფერი სრულყოფილის, რასაც დედამიწაზე ამჩნევ - კვინტესენცია. რა თქმა უნდა,
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათთვის მიცემულ უნარებს აფუჭებენ, მაგრამ როგორც ზემოთ გითხარი, მე ამაზე
პასუხისმგებლობას არ ვიღებ.

22. მე ვარ სამყაროში ყველაფრის დასაწყისი, უწვრილესი ატომით დაწყებული, უზარმაზარი გალაქტიკით
დასრულებული. არ არსებობს არც ერთი ობიექტი, არც ერთი არსება, მოძრავი თუ უძრავი, რომელსაც უჩემოდ
არსებობა შეუძლია.

23. ჩემს ღვთაებრივ სიძლიერეს და სიდიადეს საზღვარი არა აქვს და ის, რის შესახებ მოგიყევი, ჩემი სიდიადის ერთ
მცირედ ნაწილსაც არ მოიცავს.

24. არჯუნა, ჩემი უნარების სიის ჩამოწერა არ არის საჭირო, შენ კი ყველა მათგანის ცოდნა არ გჭირდება. შენთვის
გაცილებით მნიშვნელოვანია, მთლიანად მომენდო და უსიტყვოდ დაემორჩილო ჩემს ბრძანებებს!“

თავი მეთერთმეტე: იოგა კოსმიური ფორმის შესახებ


1. არჯუნამ კრიშნას უთხრა: „ო, უფალო, შენ ჩემს მიმართ კეთილი ხარ და ძალიან ნათლად ამიხსენი, თუ ვინა ხარ
სინამდვილეში და როგორ მოიცავ მთელ სამყაროს.

2. ახლა გაცილებით უკეთ მესმის, თუ როგორ ხარ ჩემში დავანებული და შენი არსებობა სხვა არსებებში,
განსაკუთრებით კი ადამიანში - როგორ გამოვიცნო.

3. ახლა კი გავბედავ და თხოვნით მოგმართავ: შეიძლება შენი დიადი კოსმიური ფორმით გიხილო? ეს
შესაძლებელია?“

4. ღმერთმა უპასუხა: „არჯუნა, ის, რისი ხილვაც შენ გსურს, აქამდე ძალიან ცოტას უნახავს. შენთვის გამონაკლისს
გავაკეთებ და ჩემი კოსმიური ხატით მოგევლინები. სულისწამრთმევი და შიშის მომგვრელი მოვლენის სანახავად
მოემზადე!

5. კოსმიურ ფორმას ჩვეულებრივი ადამიანური თვალით ვერ დაინახავ. აქ ღვთაებრივი ხედვაა საჭირო, რომელსაც მე
შენ ახლა მოგანიჭებ. არჯუნა, მოემზადე გასაოგნებელი და საშიში მოვლენის სანახავად!“

6. იმ წუთს სანჯაიამ, რომელიც ამ ყველაფერს დჰიტარაშტრას უყვებოდა, თქვა: „ამ სიტყვებით კრიშნა ეჩვენა მაღალი
ღმერთისა და შემოქმედის სახით“.

7. ახლა არჯუნა მთელი სამყაროს მრავალფეროვნებას ერთ წერტილში, ერთ არსებაში – დიად ღმერთში
კონცენტრირებულად ხედავს.

8. სანჯაია განაგრძობს: „ო, მეფეო დჰიტარაშტრა, განა შემიძლია აღვწერო ეს უცნაური ხილვა, რომელიც ათას მზეზე
უფრო კაშკაშაა? მე ვხედავ როგორ ცდილობს გაქვავებული არჯუნა სიტყვის თქმას, მაგრამ ენა არ ემორჩილება“.

9. და აი არჯუნა ამბობს: „ღმერთო, სიტყვებს ვერ ვპოულობ! შენი ბრწყინვალე ფორმის შიგნით ყველა ქმნილების და
მათი თითოეული ნაწილის გარჩევა შემიძლია! ამ გაუგონარ ხატს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ეს
მართლაც არ ემორჩილება გონებას!

10. ო, ჩემო საყვარელო უფალო! ახლა მესმის, თუმცა - ბუდნოვნად, რომ შენ ერთდროულად ხარ მუდმივი უმაღლესი
არსება, და მიზანი, რომლისკენაც უნდა ვიარო. აქამდე მეგონა, რომ სწრაფწარმავალი სამყარო იყო რეალობა. ახლა კი
მესმის, როგორ ვცდებოდი. ერთადერთი ჭეშმარიტი და პირველადქმნილი რეალობა შენა ხარ.

11. შენ ხარ ერთადერთი, რითაც მიწასა და ზეცას შორის სივრცე ივსება. ო, უფალო, სამი სკნელი კანკალებს შენი
საოცარი, მაგრამ საშიში ხატის ნახვით!

12. გამაქვავა შენი უმაღლესი ბრწყინვალე ფორმის ხილვამ, რომელიც ზეცაშია გადაჭიმული. ძლივს ვუძლებ
სანახაობას, თითქოს ზარი დამეცა!

13. ვქვავდები, როცა შენში ყველაფერს ვხედავ, რაც მომავალში მოხდება და მათ შორის ჩვენი ვერაგი მტრების
დამარცხებას.

14. როგორც ციცინათელა მოფრინავს სინათლისკენ, სადაც სიკვდილი ელის, ისე მოილტვიან მეომრები ბედისკენ,
რათა შეხვდნენ თავიანთ საშინელ ბოლოს.

15. მითხარი, ო, ღმერთო, რომელიც ასეთი საშიში ხატით მომევლინე, რომელიც სიკვდილამდე მაშინებს, მითხარი, ო,
ღმერთო, ვინა ხარ შენ?“

16. პასუხად ყოვლისშემძლე ღმერთი ეუბნება: „არჯუნა, მე ვარ დრო და მე, როგორც დროს, ყველა ქმნილება უნდა
მემორჩილებოდეს! მე ვარ ბედი და ყველა ქმნილებას მე ვუგზავნი სიკვდილს. ყველა, მათი ჩათვლით, ვის მოკვლასაც
შენ ერიდები, შენი ჩარევის მიუხედავად მოკვდება.

17. არჯუნა, გესმის ეს რას ნიშნავს? ამ ადამიანების სხეულები სასიკვდილოდ არის განწირული. მაშ რატომ აყოვნებ და
რად არ დაიწყებ მათთან ბრძოლას, მაშინაც კი, როცა ამისკენ მე მოგიწოდებ?
31

18. ახლა შენ მხედავ, მე როგორც დროს და ბედს, ეს კი ჩემს ბრძანებაზე დამორჩილებას გავალდებულებს. შენი ეჭვი და
ცუდი წინათგრძნობა განაგდე და მომენდე, ჩემი რწმენით გაძლიერდი. აიღე მშვილდ-ისარი. ადექი! ველზე
გასასვლელად და საბრძოლოდ მოემზადე!

19. არჯუნა, სამყაროს შექმნა არის კოსმიური დრამა, რომელიც მე ჩემი სიამოვნებისათვის დავწერე და დავდგი. ყველა
ცოცხალი არსება მსახიობია, არა, უფრო სწორი იქნება თუ მარიონეტს დავარქმევ. ყოველი მათგანი თოკზე გამობმული
თოჯინაა. ამის შესახებ ძალიან ცოტამ იცის. უმრავლელობას კი წარმოდგენაც არა აქვს.

20. ჩემი ნების გარეშე ვერაფერი მოხდება. ერთი ფოთოლიც არ შეირხევა, თუ მე არ მოვისურვებ. ადამიანს ეს არ ესმის.
მათ შორის შენც. მე უკვე გადავწყვიტე, რომ ბჰიშმა და დრონა ამ ბრძოლაში დაეცემიან. ისინი იმის მიუხედავად
მოკვდებიან, იბრძოლებ თუ არა შენ. საკითხავია, გინდა თუ არა იმ როლის შესრულება, რომელიც მე დაგიწერე, თუ
თავს იკავებ მისგან?

21. და კვლავ გეუბნები: ადექი და მტერს შეებრძოლე. არ იფიქრო, რომ მათი შემმუსვრელი შენა ხარ. მათ დრო
გადაყლაპავს, შენ კი მხოლოდ დაეხმარები ამ პროცესს“.

22. სანჯაია ეუბნება მეფე დჰიტარაშტრას: „არჯუნა ამ სიტყვებს უსმენს, მორჩილების ნიშნად ხელისგულებს აერთებს,
მთელი სხეულით კანკალებს და შიშით ჩუმი ხმით იწყებს ლაპარაკს“.

23. არჯუნა ამბობს: „უფალო, ახლა მესმის შენი მოთაყვანენი გაუთავებლად შენს სიმღერებს რატომ მღერიან და
არასოდეს უშვებენ ხელიდან შენს სიდიადეზე ღაღადის შესაძლებლობას.

24. განა შეიძლება სხვაგავარად იყოს, როცა შენ ყველაფერი ხარ, და არაფერი არსებობს შენ გარდა? ახლა კი მსურს
მიტევებისათვის ვილოცო. ამ მომენტამდე, სანამ გავიგებდი, ვინა ხარ სინამდვილეში, ჩემს თავს ბევრის უფლებას
ვაძლევდი, რადგან მეგონა, რომ ჩემ გვერდით, უბრალოდ ჩემი თანასწორი და მეგობარი კრიშნა იყო. გევედრები,
ღმერთო, მაპატიე ყველა ჩემი უგუნური ქცევა. ისე მრცხვენია! არ ვიცი შენი პატიება როგორ მოვიპოვო. ერთადერთი,
რაზეც გევედრები, დაივიწყე ჩემი უგუნური და უვიცი საუბარი და ფიქრები.

25. მიწაზე განრთხმული გევედრები: ისე მომექეცი, როგორც კეთილი მამა უძღებ შვილს, როგორც კეთილი ადამიანი
გზააბნეულ მეგობარს.

26. მე ბედნიერი ვარ ეს გასაოცარი თვალი რომ მომანიჭე და დამანახე ის, რაც ჩემამდე არც ერთ ადამიანის უხილავს.
მაგრამ ამასთანავე ეს თვალი საშინელია. ამიტომ, ღმერთო, გევედრები ისევ შენი ადამინური სახე მიიღე, მუდმივად
მომღიმარი კრიშნას ფორმა, რომელსაც ასე მივეჩვიე“.

27. კრიშნა ემორჩილება და ადამიანის ფორმას მყისიერად ურბრუნდება. იგი ამბობს: „არჯუნა, აცნობიერებ, რომ შენ
ნახე ის, რაც თვით რიშებსა და ნახევარღმერთებს არ უნახავთ? ეს ხატი არის ჯილდო, რომელიც ვერც ერთმა ასკეტმა
დაიმსახურა. შენ კი ეს კურთხევა მიიღე. იცი რატომ? იმიტომ რომ მეძვირფასები!

28. არჯუნა, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ მე ნებისმიერი საშუალებით მუდამ მზად ვარ დახმარებისათვის! მათ
ერთადერთი რამ სჭირდებათ – ჩემი ერთგულები, ჩემთვის ძვირფასები უნდა გახდნენ. მალე მოგიყვები, როგორ
მიაღწიო ამას.

29. და მე კვლავ გავიმეორებ: ის, ვინც ჩემს რწმენაში დაეჭვებული არ არის, ვინც თავის ყველა ქმედებას მე მიძღვნის,
ვინც ამქვეყნიური მიჯაჭვულობისაგან თავისუფალია, ის აუცილებლად მოვა ჩემთან“.

თავი მეთორმეტე: ერთგულების გზა


1. არჯუნა ეკითხება: „უფალო, შენ მითხარი, რომ ფორმა არ გაგაჩნია, მაგრამ ყველა ფორმის მიღება შეგიძლია, რათა
შენს ერთგულებს სიხარული მიანიჭო. ამ შემთხვევაში მინდა ვიცოდე, როგორ გეთაყვანო, - როგორც „ღმერთს ფორმის
გარეშე“, თუ როგორც ღმერთს, რომელმსაც ფორმა გააჩნია? რომელი ვარიანტია ჩემთვის უკეთესი?“

2. კრიშნა როგორც ყოველთვის, იღიმის და ამბობს: „არჯუნა, მიხარია, რომ ეს კითხვა დამისვი. უპირველესად უნდა
გითხრა, რომ თაყვანისცემის ორივე ხერხი მისაღებია, თუ გულიდან მოდის. ორივე ერთსა და იმავე მიზანს ისახავს –
ჩემთან შერწყმას. მაგრამ ვითვალისწინებ რა ყველა ასპექტს, უნდა გითხრა, რომ შენთვის უმჯობესია, თუ თაყვანს
ფორმაში განსხეულებულ ღმერთს სცემ. სიმართლე გითხრა, ამ რჩევას ჩემს ერთგულთა 99 პროცენტს მივცემდი.

3. და ამისათვის განსაზღვრული მიზეზი მაქვს. არჯუნა, სათქმელად ადვილია, რომ ღმერთს არა აქვს ფორმა და
ამიტომ მის უფორმო იპოსტასს უნდა ეთაყვანო. მაგრამ გარწმუნებ, ამის განხორციელება არ არის ადვილი (თუმცა, რა
თქმა უნდა, ასეც შესალებელია).

4. ადამიანის გონების საზღვრები უსასრულოა. მაგრამ, როცა მისი ყურადღება უმეტესწილად გარესამყაროზე არის
მიმართული და იმაზე, რასაც ეს სამყარო სთავაზობს, ადამიანის ხედვა ვიწროვდება. მითხარი; განა შეუძლია
განსაზღვრული და ვიწრო მსოფლმხედველობის მქონე ადამიანს ჭეშმარიტად ეთაყვანოს უსაზღვროებას?

5. ის, ვინც უფორმო ღმერთს ეთაყვანება, გარესამყაროს კი არა, თავის თავს უნდა ჭვრეტდეს. იცი რატომ? ეს ადვილი
გასაგებია: ადამიანის შინაგანი სივრცე უსასრულოა, ხოლო გარემო სივრცე, ანუ მატერიალური სამყარო – სასრული.

6. საკითხის ტექნიკური მხარის გარდა, არსებობს პრაქტიკული პრობლემაც. უფორმო ღმერთის თაყვანისცემისათვის
უმკაცრესი გონებრივი დისციპლინა და ღრმა კონცენტრაციაა საჭირო. მითხარი, განა შეუძლია ადამიანს, რომელიც
სასრულის ხედვასა და შეგრძნებას არის მიჩვეული, უსასროლო და ამასთანავე უფორმო იპოსტასზე კონცენტრირდეს?
განა არ მეთანხმები, რომ ეს ძალიან რთულია? სირთულეზე რომ ვლაპარაკობდი, სწორედ ამას ვგულისხმობდი.
32

7. სად ვეძებოთ გამოსავალი? აქ კი საქმე მარტივდება: უნდა ეთაყვანო ღმერთს, რომელსაც ფორმა გააჩნია. შენ
მკითხავ, კონკრეტულად რომელი ფორმა? - ნებისმიერი, რომელიც მოგწონს.

8. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ განკაცდა ღმერთი და დედამიწაზე ამდენ დროს რატომ ატარებს. ადამიანს
ღმერთის დანახვის, მასთან დროის გატარების, მისი უსასრულო სიყვარულისა და თანაგრძნობის უშუალოდ განცდის
შესაძლებლობა ეძლევა; შეუძლია მის სასწაულთქმედებას დააკვირდეს. ღმერთის ავატარის მიწიერი ცხოვრების
შესახებ ისტორიები იქმნება და სიმღერები იწერება, რაც ადამიანს ავატარის თაყვანისცემას უადვილებს და მასთან
გულითადი ურთიერთობის დამყარების საშუალებას აძლევს.

9. არჯუნა, ზოგი ადამიანი კერპთაყვანისცემას გმობს. ეს არ არის სწორი. ის, რაც „კრიტიკოსისათვის“ არის კერპი,
მორწმუნისათვის არის ღმერთის გამოსახულება იმ ფორმით, რომლითაც იგი მას ეთაყვანება. თუ ადამიანს გულის
ნაცვლად, ქვა უდევს, იგი მხოლოდ ქვის გამოსახულებას დაინახავს, მაგრამ, თუ ადამიანის გულში ღმერთია – ქვის
გამოსახულებაში იგი ღმერთს ჭვრეტას ისწავლის.

10. მოკლედ, მთელი საკითხი დამოკიდებულებაშია. თუ დამოკიდებულება სწორია, მაშინ ქვის სკულპტურაც კი
ღმერთად იქცევა. მაგრამ თუ დამოკიდებულება არასწორია, თავად ღმერთი რომ დადგეს ადამიანის წინაშე, მისი
ღვთაებრიობა სრულიად შეუმჩნეველი დარჩება ადამიანისთვის.

11. ამიტომ ხატებსა და სკულპტურებს არ უნდა დავცინოთ. მათ არსებობის უფლება აქვთ, განსაკუთრებით იმ
შემთხვევაში, თუ ფორმას უფორმოსთან მისასვლელი გზის გაკვალვა შეუძლია.

12. მაგალითად, მე ახლა თითით ჰორიზონტზე გადაშლილ მთებზე მიგანიშნებ. შენ ჯერ ჩემს თითს უყურებ,
რომელიც მიმართულებას გაჩვენებს, ხოლო მთას მხოლოდ ამის შემდეგ ამჩნევ. როგორც კი მთა შენს მხედველობის
არეში მოხვდება, თითი თავის ფუნქციას კარგავს, იგი აღარ არის საჭირო. ასევეა ხატებისა და სკულპტურების
შემთხვევაში: ისინი ჩვენს მზერას სწორი მიზნისაკენ მიმართავენ. მათ ფორმიდან უფორმოსაკენ მიჰყავხარ. მათი
დანიშნულება ამაში მდგომარეობს.

13. იმედი მაქვს, რომ ეს ნათელია შენთვის. ახლა კი გეტყვი, ჩემი ერთგულებიდან, რომელია ჩემთვის ყველაზე
ძვირფასი“.

14. არჯუნა აწყვეტინებს და ეკითხება: „კრიშნა, მე მეგონა რომ ჩვენ ყველა თანასწორნი ვიყავით შენთვის და აღმოჩნდა,
რომ შენ ფავორიტები გყავს. მე ეს მაკვირვებს!“

15. კრიშნამ თავისი მუდმივი ღიმილით უპასუხა: „შენ მართალი ხარ. ჩემთვის მართლაც ყველა თანაბარია. მაგრამ
როცა ვამბობ, რომ ასეთი და ასეთი ადამიანები ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი არიან, ეს მათ ქმედებებისაკენ
უბიძგებს, რომელთა განხორციელება მათივე კეთილდღეობისკენ არის მიმართული. ახლა მაგალითის მიხედვით
აგიხსნი.

16. წარმოიდგინე დიდი წრე, რომლის ცენტრში ღმერთია. წრეზე თაყვანისმცემლები სხედან. ყველა მათგანი
ღმერთისაგან ერთნაირ მანძილზეა დაშორებული. წარმოვიდგინოთ, რომ გაისმა საყვირის ხმა, რომელზეც ყველა
მორჩილი ღმერთისაკენ უნდა გაიქცეს. ვინ მიირბენს პირველი? რა თქმა უნდა ის, ვინც უფრო სწრაფად დარბის. ხომ
მეთანხმები?

17. ზუსტად ასევე, მორწმუნე, რომელსაც ის თვისებები გააჩნია, რომლებსაც ახლა ჩამოგითვლი, უფრო მალე მოვა
ჩემთან. მე სიტყვა „ჩემთვის ძვირფასს“, როგორც სტიმულს, ვიყენებ, რომელიც ადამიანს ჩემამდე მალე მოსვლას
აიძულებს. გესმის?

18. და როგორ მოახერხოს მორწმუნემ ჩემამდე სწრაფად მოსვლა? აი, ის პირობები, რომლებიც მან უნდა შეასრულოს.

19. დავიწყოთ იმით, რომ ადამიანს გულში ერთი წვეთი სიძულვილიც კი არ უნდა ჰქონდეს. რატომ? იმიტომ, რომ
სიძულვილი საწამლავია. მე ხომ წმინდა სიყვარული ვარ. ჩემი სიყვარული ნექტარს ჰგავს. განა ნექტარი საწამლავით
უნდა მოწამლო? აი, ამიტომ ვამბობ, რომ სიძულვილისაგან დაცლილი ადამიანი ძვირფასია ჩემთვის. ეს ხომ
გასაგებია?

20. და კიდევ: სამაგალითო მორწმუნე სიხარულსა და მწუხარებას ერთნაირად იღებს. ის სიამოვნებას არ ეძებს და
გზაზე გადაღობილ სიმწარეს არ გაურბის. ის დროს წარსულზე ნატვრაში არ ატარებს და მომავალზე არ წუხს.
ყოველთვის აწმყოში ჩაფლული, ის გამუდმებით ჩემზე ფიქრობს და მთელი მისი ცხოვრება ამით არის დაკავებული.
მისთვის აწმყო მხოლოდ აწმყო კი არ არის, არამედ ყოვლისმომცველობაა.

21. ის ყოველთვის გაწონასწორებულია. მას არ ათრობს ქება და შენიშვნის მიღება დეპრესიაში არ აგდებს.

22. არჯუნა, ყველაზე მეტად მე გაწონასწორებულობას და უშფოთველობას ვაფასებს. უშფოთველობა ნიშნავს


ერთნაირ, თანაბარ დამოკიდებულებას ურთიერთდაპირისპირებული მოვლენებისადმი, რომლითაც აღსავსეა
ცხოვრება. უშფოთველი ადამიანი ცხოვრებას პირისპირ ხვდება და ტყეში არ იმალება. მე ვფიქრობ, რომ
უშფოთველობა იოგას საუკეთესო ვარიანტია.

23. არ აქვს მნიშვნელობა ვინა ხარ – მებრძოლი, მუსიკოსი თუ მეწაღე. ერთადერთი, რაც მოგეთხოვება, იყო მშვიდად
და მოვლენები ისეთად მიიღო, როგორიც არის. რაც უნდა მოხდეს, აღუშფოთველი ადამიანი ასეთ შეფასებას აძლევს
მოვლენებს: „ეს ჩემთვის სასიკეთოდ ხდება“.

24. არჯუნა ეკითხება: „და როგორ გამოვიცნოთ ასეთი ადამიანი?“

25. კრიშნა პასუხობს: „ძალიან მარტივად. მას ყველა უყვარს და ყველას ემსახურება. ის ყოველთვის ეხმარება და
არასოდეს აყენებს ზიანს. და ეს ადამიანი დიდი სიჩქარით მოიწევს ჩემკენ!“
33

თავი მეცამეტე: მატერიასა და სულს შორის განსხვავების


იოგა
1. არჯუნამ კრიშნას უთხრა: „ადამიანები სამყაროს წყვილი ცნებებით აღწერენ, როგორიცაა სული და მატერია,
ღმერთი და ბუნება, ცნობიერება და ენერგია და ა.შ. მაპატიე, თუ სულელად მოგეჩვენები, მაგრამ, სიმართლე გითხრა,
ამ სიტყვების მნიშვნელობა არ მესმის. გთხოვ, განმიმარტე ისინი“.

2. კრიშნამ გაიღიმა და თქვა: „რატომაც არა? და სულაც არ დაგისვამს სულელური კითხვა. სულაც არა. მეცნიერებიც კი,
რომლებიც ლექციებს კითხულობენ და საკუთარ თავზე ყოვლისმცოდნეს შთაბეჭდილებას ქმნიან, ამ ცნებების არსს
ღრმად ვერ წვდებიან.

3. პირველი, რაც უნდა გაიგო: ცნობიერება, ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, – სრულყოფილი, უნივერსალური
ცნობიერება, როგორც ზოგჯერ მას უწოდებენ, - არის ის წყარო, საიდანაც ყველაფერი იღებს სათავეს.

4. ზოგი მას ფორმისაგან დაცლილ ღმერთს ანუ ბრაჰმანს უკავშირებს, სხვები კი უპირატესობას ატმას ანიჭებენ. ისინი,
რომელთაც სიტყვა „ღმერთი“ არ მოსწონს, მას „სულს“ უწოდებენ. მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, რა სიტყვებს
გამოვიყენებთ, არსი უცვლელია.

5. მეორე. როგორც ადრე გითხარი, ღმერთი მაშინაც არსებობს, როცა ქმნილება არ არის შექმნილი და
განხორციელებული. ყველაფერი, რასაც სამყაროს ვუწოდებთ, ნგრევის ჟამის დადგომისთანავე ღმერთის მიერ
უკვალოდ შთაინთქმება.

6. როცა სამყარო იქმნება, ღმერთი მასში ორ განუყოფელ ასპექტს დებს. ეს მას სამყაროს მართვაში ეხმარება. ორი
ასპექტია - ცნობიერება და ენერგია, ან სული და მატერია, როგორც გირჩევნია ისე უწოდე. ისინი ურთიერთქმედებენ.

7. როცა ზღვას უყურებ, მხოლოდ წყალს ხედავ, რომელშიც მარილია გახსნილი. მაგრამ როცა ზღვის სივრცეს უყურებ,
სულაც არ ფიქრობ მარილზე და მხოლოდ პეიზაჟის ხატებით ტკბები.

8. ალბათ გინახავს, სანაპიროზე ზღვისპირა მოსახლეები რით არიან ხოლმე დაკავებული. ისინი მარილს მოიპოვებენ.
იცი, მარილის მოპოვების წესის შესახებ? მოსახლეები გაშლილ ჭურჭელში ზღვის წყალს აგროვებენ და მზეზე
ტოვებენ, რათა წყალი აორთქლდეს. ცოტა ხნის შემდეგ მარილი ილექება და განცალკავებულ მარილს და წყალს
ნათლად დაინახავ. სამყაროს შექმნის დროსაც იგივე ხდება. შექმნის აქტამდე ენერგიას და ცნობიერებას
ერთმანეთისაგან ვერ განასხვავებ. ენერგია ცნობიერებაშია მოთავსებული. ხოლო სამყაროს შექმნის შემდეგ აზრი აქვს
ცნობიერებასა და ღვთაებრივ ენერგიაზე, ან მატერიასა და სულზე ცალ-ცალკე საუბარს, და ეს სამყაროს აღსაწერად
მოსახერხებელიცაა. ამ ორი არსის შეგრძნება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მოქმედებაში ხდება შესაძლებელი.

9. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციო. ჩვენ ორივე დედამიწაზე ვდგავართ,
ზემოთ თუ აიხედავ, ზეცას დაინახავ. ზეცა ცარიელ სივრცედ ითვლება, მაგრამ მასში ციური სხეულებია გაბნეული:
მზე, მთვარე, ვარკვლავები, პლანეტები. ყველა მათგანი მატერიას წარმოადგნს.

10. ისმის კითხვა: სივრცის დიდი ნაწილი ცარიელია, თუ არ ჩავთვლით აქა იქ გაბნეულ მატერიის კუნძულებს. მაშ,
სად გვჭირდება ამ სიცარიელისა და მატერიის „კონგლომერატში“ ცნობიერების ძებნა? სად შეიძლება ის
აღმოვაჩინოთ? პასუხი შემდეგია: ცნობიერება ყველგან არის, იქაც კი, რასაც ცარიელ სივრცედ აღვიქვამთ.
ცნობიერებისაგან დაცლილი ადგილი არ არსებობს! ამიტომ ამბობენ ბრძენკაცები, რომ ღმერთი ყოვლისმომცველია.

11. ცნობიერება, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩვეულებრივი არ გეგონოს. ეს უნივერსალური, საყოველთაო ცნობიერებაა. ეს


არის ფონი, რომლეზეც ევოლუცია მიმდინარეობს - უსულო მატერიის და ცოცხალი არსების ევოლუცია“.

12. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, თუ ცნობიერება ყველგან არის, მაშ ის მატერიაშიც მოიძებნება?“

13. კრიშნა პასუხობს: „რა თქმა უნდა! წეღან გითხარი, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთი, ანუ ატმა არ არის.
შენ კი მეორე წუთს დაივიწყე ამის შესახებ!

14. შეიძლება ვიღაც დაეჭვდეს და იკითხოს: „როგორ შეიძლება ცნობიერება ინერტულ მატერიაში არსებობდეს? ის
შეიძლება არსებობდეს ცოცხალ მატერიაში, მაგრამ უსულოში, მაგალითად კლდეში?!“

15. პასუხი სრულიად ნათელია. რადგან ცნობიერება ყველაფრის საწყისია, ის ყველგან არსებობს, იქნება ეს ვაკუუმი,
უსულო მატერია თუ ცოცხალი მატერია. რაც შეეხება ცოცხალ და უსულო მატერიას, შეიძლება ითქვას, რომ უსულო
მატერიაში ცნობიერება „პასიურ“ ფორმაშია, ხოლო ცოცხალ მატერიაში იგი „აქტიურია“.

16. მაგალითისათვის, შენს საკუთარ თავს დააკვირდი. ადრე გეუბნებოდი, რომ ადამიანის სხეული ცოცხალი
საოცრებების „ფაბრიკაა“. ყველაფერი, რაც სხეულის შიგნით ხდება, ქმედებები, რომელსაც ის ასრულებს, სასიცოცხლო
ძალის დადასტურებაა. ეს ძალა სხეულს ასულიერებს. შენ სუნთქავ, შენი კუჭი ინელებს, სისხლი ცირკულირებს და ეს
ყველაფერი პრანას, ანუ სასიცოცხლო ძალის დამსახურებაა. საიდან მოდის პრანა? -ატმადან, ანუ ცნობიერებიდან.
პრანა, ჩემო ძვირფასო არჯუნა, ცნობიერების „აქტიური“ ფორმის გამოვლინებაა“.

17. არუნამ თქვა: „კარგი, ამაში გეთანხმები. მაგრამ ჩვენ გვასწავლიან, რომ როცა ადამიანი კვდება, პრანა სხეულს
ტოვებს. შენ მეუბნები, რომ პრანა ატმადან მოდის. მაშ შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანის სიკვდილთან ერთად
ატმაც ქრება და მკვდარ სხეულში იგი აღარ სუფევს?“

18. კრიშნამ ამოიოხრა და თქვა: „არჯუნა, უფრო ნათლად უნდა იაზროვნო და უფრო ყურადღებით უნდა მისმინო.
უკვე გითხარი, რომ ატმა ყველგან არსებობს“.
34

19. არჯუნამ თავი გაიქნია და უთხრა: „მაგრამ კრიშნა, შენ მითხარი რომ პრანა წავიდა და მხოლოდ მკვდარი სხეული
დარჩა. მაშ, როგორ ახსნი, რომ ატმა მასშია?“

20. კრიშნა დიდი მოთმინებით პასუხობს: „არჯუნა, განა არ აგიხსენი, რომ ცნობიერება როგორც „აქტიური“, ისე
„პასიურ“ ფორმაში შეიძლება იმყოფებოდეს? როცა ადამიანი მოკვდა, ცნობიერება, რომელიც სხეულის მასასთან იყო
დაკავშირებული, აქტიურიდან პასიურ მდგომარეობაში გადავიდა. აი, ამაშია საქმე. სიკვდილი ატმას ვერ განდევნის.
ხომ მეთანხმები, რომ მკვდარი სხეულიც ატომებისაგან შედგება? ხომ მეთანხმები, რომ ატომი აღვსილია ატმათი
მაშინაც, როცა მატერია უსულოა? ასე არ არის? ეს მყარად ჩაინერგე თავში! ვერავინ შეცვლის ატმას, მას ვერავინ
ვერაფერს უზამს. ამაზე ყურადღება უკვე გაგიმახვილე.

21. ატმა ყოველთვის არსებობს. ზოგჯერ ის უხეშ ფორმაში გამოვლინდება; ზოგჯერ კი მხოლოდ დახვეწილ ფორმაში,
რომლის მაგალითია გონება. ამას გარდა ატმა ყოველგვარი დახვეწილი თუ უხეში ფორმის მიღმა დამოუკიდებლადაც
არსებობს. უხეშს შეგიძლია შეეხო და უშუალოდ შეიგრძნო; დახვეწილს ვერ შეეხები და გრძნობის ორგანოებით ვერ
შეიგრძნობ, მაგრამ შეგიძლია მის შესახებ დაასკვნა, მის არსებობას მიხვდე. ზედახვეწილი კი არ ემორჩილება
ინტელექტურალურ კანონებს, მისი მხოლოდ განცდა შეიძლება, გრძნობებით ან გონებით კი არა, არამედ მხოლოდ და
მხოლოდ გულით“.

22. არჯუნამ სწრაფადვე ჰკითხა: კრიშნა, შენ ჩემში, ხარ, ბჰიმაშიც ხარ, და კიდევ უამრავ სხვა ადამიანში. შენ შენი თავი
დაანაწილე და თითო კრიშნა ყველა ინდივიდში ზის. რატომ მოიქეცი ასე?“

23. კრიშნამ გაიცინა და თქვა: „არა, არჯუნა, ასეთი რამ არ მომხდარა. მე ერთადერთი ვარ. ამდენ ნაწილად უვიციც კი
არ დამანაწევრებდა! მე ერთი მთლიანობა ვარ და არ ვნაწილდები“.

24. არჯუნა ვერ დააკმაყოფილა პასუხმა და დაიჟინა: „მაშ, როგორ გამოდის, რომ ყველაში ხარ?“

25. კრიშნა პასუხობს: „თუ დაუფიქრდები, ამის გაგებას შეძლებ. ხომ აღიარებ, რომ შენი ფილტვები ჰაერით არის
სავსე? ხომ აღიარებ, რომ ამ ველზე შეკრებილი ყველა ადამიანის ფილტვები იმავე ჰაერით არის სავსე? მშვენერია. მაშ,
საიდან მოდის ეს ჰაერი? ცნობილია, რომ ატმოსფეროდან. ჰაერს ერთიანობა და უწყვეტობა ახასიათებს. მისი ნაწილი
თავისუფალია, ნაწილი კი ადამიანის ფილტვებშია ჩაკეტილი. ადამიანი ჰაერის უწყვეტობაზე უბრალოდ არ
დაფიქრებულა და სწორედ ეს აბნევს მას. ზუსტად ისე, როგორც ჰაერი ადამიანის ფილტვებში, ღმერთი ყველა
ადამიანის გულშია დავანებული. ახლა გაიგე?“

26. ახლა არჯუნას ახალი ეჭვი გაუჩნდა და ეკითხება: „კარგი, ერთი და განუყოფელი ღმერთი ყველაში არსებობს.
ერთი და განუყოფელი ღმერთი ყველა ადამიანს საკვებს მოანელებინებს, ყველა ადამიანის ძარღვებში სისლხს
ეზიდება. მაშ, რატომ არიან ადამიანები ასე განსხვავებული ერთმანეთისაგან? რატომ არსებობს კეთილი და ბოროტი
ადამიანი?“

27. კითხვით კმაყოფილი კრიშნა ეუბნება: „არჯუნა, როდესმე გინახავს ჰიმალაის მდინარის კალაპოტი? თუ გინახავს,
ადვილად გაიხსენებ, რომ იქ წყლის გარდა ბევრი ქვიშა და წვრილი კენჭია“.

28. არჯუნა მოუთმენლობამ შეიპყრო და გააწყვეტინა: „და რა შუაშია აქ კეთილი და ბოროტი ადამიანი?“

29. კრიშნამ არ შეიმჩნია რომ შეაწყვეტინეს და მშვიდად განაგრძო: „არჯუნა, შენ მოთმინება უნდა ისწავლო! ახლა
სწორედ შენს კითხვას ვპასუხობ. მოთმინება არის ჩემი ყველაზე საყავრელი სიკეთე. გახსოვს, სამი სიკეთის შესახებ –
მოთმინება, სიმტკიცე და სიწმინდე? მოთმინება არის პირველი ნაბიჯი სიწმინდის გზაზე.

30. სად გავჩერდი? ჰო, ქვიშაზე და კენჭებზე. კენჭები იფქვება და ქვიშად იქცევა. წარმოიდგინე, რომ ორი ჭიქა გაქვს.
ერთს ქვიშით ავსებ, მეორეს კი კენჭებით. შემდეგ ორივე ჭიქაში წყალს ასხამ. ქვიშა მთლიანად შეისრუტავს წყალს,
ხოლო კენჭებით სავსე ჭიქაში წყალი ცალკე დარჩება, კენჭები კი ცალკე. წყალი ქვაში ვერ შეაღწევს.

31. ახლა საქმის არსი ავხსნათ. კარგი ადამიანი ქვიშას გავს, ცუდი კი ქვას. პირველმა თვითდისციპლინისა და სადჰანას
მეშვეობით თავისი ეგო და სხეულებრივი ცნობიერება დააქუცმაცა. ამიტომ, უმაღლესი ცნობიერება მასში ადვილად
შეიწოვება და მისი ღვთაერბრიობა მაღალ დონეზე აიწევს. ცუდი ადამიანის შემთხვევაში კი პირიქითაა. მისი ეგო
უვნებელია და იგი ქვას გავს, მასში ვერაფერი შეაღწევს. სხვა სიტყვებით, იგი უმაღლესი ცნობიერების
მწვერვალებისკენ გზას ჯერ არ შედგომია.

32. ღმერთი უცილობლად ყველაშია. ზოგი მისი ღვთაებრივი არსებობით სარგებლობს, ზოგი კი – ვერა. ვინც ღმერთის
შეცნობას მოახერხებს, ის არის ქვიშად დანაწევრებული ქვა; სხვები, ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, ქვას გვანან, რომელიც
ვერ დაიშალა.

33. ადამიანს, რომელიც ქვიშას შევადარეთ, სხეულისა და გონების თითოეული ნაწილაკი ცნობიერებით აქვს
გაჯერებული. შედეგად კი მისი აზრები სიყვარულით არის სავსე, მისი გრძნობები გადავსებულია სიყვარულით, მისი
ქმედებებიდან მხოლოდ სიყვარული იფრქვევა. არჯუნა, მგონი არც არის საჭირო იმ ადამიანის აღწერა, რომელიც
ღმერთს არ აძლევს თავის გონებაში, სხეულსა და გრძნობებში შეღწევის საშუალებას“.

34. კრიშნა განაგრძობს: „არჯუნა, ახლა მინდა ორ მნიშვნელოვან სიტყვაზე გაგიმახვილო ყურადღება. ეს სიტყვებია
კშეტრა და კშეტრაჯნა. ხომ იცი, რას ნიშნავს კშეტრა? ეს სიტყვა ნიშნავს „წმინდა ადგილს“. რასაც ახლა გაგანდობ,
შენთვის სიახლე იქნება: სხეული არის კშეტრა!“

35. გაოცებულმა არჯუნამ ჰკითხა: „სხეული არის კშეტრა, ისე, როგორც ბადრინატჰი და ბენარესი?“

36. კრიშნა პასუხობს: „ნამდვილად ასეა“.

37. არჯუნა ვერ იგებს და ეკითხება: „ეს როგორ?“


35

38. კრიშნა კითხვას უბრუნებს: „მითხარი არჯუნა, რატომ ეძახიან ადამიანები ბადრინატჰსა და ბენარესს წმინდა
ადგილებს? იქ რატომ იკრიბებიან?“

39. არჯუნა პასუხობს: „ეს ხომ ნათელია. მორწმუნენი წმინდა ადგილებისაკენ მიილტვიან და ლოცვებს აღასრულებენ,
რადგან იქ ღმერთი სუფევს“.

40. კრიშნა სიცილით პასუხობს: „დიახ, რა თქმა უნდა. ამავე მიზეზით არის სხეული კშეტრა. არჯუნა, ეს ძალიან
კარგად დაიმახსოვრე. სხეული უბრალოდ ხორცისა და ძვლების ნაზავი არ გეგონოს. ის ღმერთის ტაძარია, ნამდვილი
ტაძარი. აი, ამიტომ არის სხეული კშეტრა“.

41. კრიშნამ დაამატა: „ეს ტაძარი ჩვეულებრივი ტაძარი არ არის. ის ცოცხალი ტაძარია, მოძრავი, ღმერთის მიერ
საკუთარი თავისაკენ მიმართული ტაძარია! ბრძენკაცები სხეულის მფლობელს კშეტრაჯნას უწოდებენ, რაც ნიშნავს
„ის, ვინც კშეტრა შეიცნო“.

42. მეცინება ხოლმე, როცა ვხედავ რამდენ ფულს და ენერგიას ხარჯავს ადამიანი ხელოვნული ტაძრის აშენებაზე,
მაშინ, როცა ირგვლივ ამდენი ტაძარი თავად ღმერთის მიერ არის შექმნილი. ააგებს რა ტაძარს, ის მიდის მასთან,
ბრბოში ეტენება, მუჯლუგუნებს კრავს, რათა ჩემი დარშანი მიიღოს. და მაინც; რა ხდება როცა ის ხელოვნური ტაძრის
წმინდა ადგილს მიაღწევს? განა ღმერთის წვდომის შესახებ ღრმა მედიტაციას მიეცემა? თითქმის არასდროს! მაშ,
რატომ უნდა წახვიდე ამდენ მსხვერპლზე, როცა მე ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს სრულიად ხელმისაწვდომი
ვარ?!“

43. არჯუნა გაოგნებულია ამ აღმოჩენით. ის ჩუმად ამბობს: „კრიშნა, მე არ ვიცოდი ამის შესახებ. არასოდეს გითქვამს,
რომ სხეული შენს მიერ აგებული ტაძარია. რა სულელი ვიყავი ამ ტაძარს რომ უგულვებელყოფდი და შორეულ
ხელთქმნილ ტაძრებზე ვოცნებობდი! ღმერთო, რატომ ტყუვდებიან ადამიანები ასე სასტიკად?“

44. კრიშნა იღიმის და პასუხობს: „აქ ყველაფერი გარკვეულია. ადამიანი დილიდან ღამემდე ამქვეყნიურ საქმეებშია
ჩაფლული. ამიტომ, დრო არ რჩება იმ მარტივ ჭეშმარიტებებზე დასაფიქრებლად, რომლის მიღება და მიდევნება მის
ცხოვრებას უფრო ეფექტურს გახდის. ამის ნაცვლად ადამიანი „დიადი გეგმების“, სურვილებისა და სხვა მსგავსი
რაღაცების შესრულებაზე ხარჯავს დროს. მას დრო ჩემთვის არ ყოფნის და თუ მაინც ახერხებს ჩემზე ფიქრს,
ძირითადად პრობლემების გადაჭრისა და სურვილების შესრულების კონტექსტში.

45. არჯუნა, ჩვენს დროში ბევრ ადამიანს ნახავ, რომელიც თუთიყუშივით იმეორებს: „ღმერთი ჩემ შიგნითაა“. მაგრამ,
განა შეუძლია ერთ მათგანს მაინც გულახდილად თქვას, რომ თავის თავში ღმერთის არსებობა უგრძნია? პრაქტიკულ
და წიგნისმიერ ცოდნას შორის ოკეანის ოდენა განსხვავებაა! ადამიანებს არ ესმით და არ აიტერესებთ ეს, და ამიტომ მე
იძულებული ვარ კვლავ და კვლავდ ჩამოვიდე დედამიწაზე და ერთი და იგივე გაკვეთილი ძალიან ბევრჯერ
გავიმეორო!“

46. არჯუნა ეუბნება: „კრიშნა, გთხოვ, დრო მომეცი, რომ ეს ყველაფერი გონებაში გადავხარშო. მანამ კი რამდენიმე
კითხვას კიდევ დაგისვამ. უპირველეს ყოვლისა, მაინტერესებს, რატომ შექმენი სამყარო? რატომ შექმენი ადამიანი? რა
არის ადამიანის ცხოვრების მიზანი? შენ კეთილი ხარ და იმედი მაქვს, რომ ამიხსნი ამას“.

47. კრიშნა პასუხობს: „არჯუნა, როგორც იქნა ფიქრი დაიწყე! დავიწყებ კითხვით, რატომ შევქმენი სამყარო. მე უკვე
გითხარი, რომ მე მაშინაც ვარსებობ, როცა სამყარო არ არსებობს. ამ დროს მე წმინდა ერთიანობისა და აბსოლუტური
ნეტარების მდგომარეობაში ვიმყოფები. ჩვეულებრივ მოკვდავს ამ დგომარეობის გაგება არ შეუძლია, მაგრამ
ამაღლებულ სულებს ესმით ეს მდგომარეობა, განსაკუთრებით, როცა ტრანსში არიან.

48. არჯუნა, შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ ადამინების მსგავსად, მეც მიყვარს გართობა. ჩემი ერთგულები ჩემს
თამაშს ლილას ეძახიან. ნებისმიერი ქმნილება არის ღმერთის ლილა! მე მრავალფერობნება შევქმენი, რათა ვითამაშო
და ამიტომ ათასგვარი ფორმით გევლინებით!

49. გინახავს ბავშვები, როგორ თამაშობენ თოჯინებით? ისინი თოჯინას არწევნ, ესაუბრებიან მას, ზოგჯერ თავს
აჯერებენ, რომ თოჯინას მათი ესმის და პასუხობს. ბავშვები თოჯინას კვებავენ და სჯიან კიდეც, როცა წარმოიდგენენ,
რომ მან ცუდი საქციელი ჩაიდინა. ჩემი თამაში ბავშვის თამაშს ძალიან ჰგავს!

50. ერთი სიტყვით, მე ჩემი თავი ჩემი თავიდან გამოვყავი, რათა ჩემი თავი მიყვარდეს! შენი მოკვდავი თვალი ამჩნევს,
თუ როგორ გამოხატავს დედა შვილის მიმართ სიყვარულს. მე კი დედასავით გამოვხატავ სიყვარულს ჩემსავე თავის
მიმართ და ამ დროს ბავშვივით ვიქცევი. თავბრუ გესხმის? არ იღელვო, ამ სიახლეს მალე შეეგუები“.

51. არჯუნამ უთხრა: „კრიშნა, ძალიან მიჭირს გაგება. თუ შენ ამბობ, რომ ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება შენი
საკუთარი თავის მიმართ სიყვარულია, მაშ საიდან მოდის სურვილები, მიჯაჭვულობა და სხვა ცოდვები, რომლებსაც
შენ არ ამართლებ?“

52. კრიშნა პასუხობს: „საინტერესო საკითხს შეეხე. არჯუნა, ის, რასაც შენ სურვილებს და მიჯაჭვულობას უწოდებ,
სიყვარულის დამახინჯებული ფორმით გამოვლენაა. მე ეს სიმახინჯეები დავუშვი, რათა ჩემს თამაშს ლილას სიმწვავე
შევძინო!

53. ახლა კი მომეცი ნება აგიხსნა, თუ რატომ შევქმენი ადამიანი. მაგალითად, ძუ ვეფხვი მოვიყვანოთ. შენ იცი, რა
სიბრაზით იცავს ის თავის ნაშიერს. ეს ინსტინქტი დედობრივი სიყვარულისგან მოდის და ყველა არსებას ახასიათებს.
ამიტომ, მე გადავწყვიტე ჩემს ქმნილებათა შორის ერთი სახეობა შემექმნა, რომელსაც უმაღლეს ცნობიერებამდე
ამაღლების უნარი ექნებოდა. მაიმუნსაც უყვარს თავისი შვილები, მაგრამ ის საკმარისად არ არის განვითარებული,
რათა გააცნობიეროს, რომ მისი შემოქმედი ღმერთია. ამიტომ, გავაჩინე ადამიანი. მე ის ჩემს ხატად შევქმენი და
უზარმაზარი საგანძურით დავაჯილდოვე, რომლის დახმარებითაც ადვილად შეუძლია ჩემი შეცნობა.
36

54. ცოცხალ არსებათა ყველა სახეობას შორის ადამიანი არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ ყველაზე წმინდა ფომრაა.
„ჯანტუნამ, ნარაჯანმამ დურლაბჰამ“. ადამიანური ფორმა ყველაზე ძვირფასია, რადგან მხოლოდ ამ ფორმის
მეშვეობით შეუძლია ცოცხალ არსებას სრულიად შემიცნოს მე და ჩემთან გაერთიანდეს“.

55. რაც შეეხება სიცოცხლის საზრისის საკითხს, ის თავისთავად მოგვარებულია. ადამიანის მიზანი ძალიან მარტივია:
ღმერთისგან ხარ და ღმერთს უნდა დაუბრუნდე! აი, სულ ეს არის.

56. ადამიანები თავს იქნევენ და მეწინააღმდეგებიან: ეს შეუძლებელია! როგორ შეიძლება ღმერთი ცხოვრების
ერთადერთ მიზნად იქცეს? და ოჯახს, ახლობლებს რა ვუყოთ? სამუშაოსა და გართობას რა ეშველება? ნუთუ ცხოვრება
ერთ მთლიან, ხანგრძლივ და მოსაწყენ მომლოცველობად უნდა იქცეს, რომლის მიზანი ჩვენთვის გაუგებარია? მე
გაგიფანტავ ამ ეჭვებს.

57. არჯუნა, უნდა გესმოდეს, რომ კაცობრიობა მთელი მისი მრავალფეროვნებით მე შევქმენი. ამიტომ, მე ძალიან
კარგად ვიცი, რომ მისი შენარჩუნებისათვის სხვადასხვა სახის სამუშაოა საჭირო. ერთი მნიშვნელოვანი მომენტი
ყველამ უნდა გაითვალისწინოს: იმის მიუხედავად, ვინ არის ადამიანი, რომელ ფენას ეკუთნის, მან თავის
ცხოვრებისეულ მოწოდებას ყოველწამიერად უნდა მისდიოს. ეს მას სიცოცხლის მიზნის განახორციელებას
შეაძლებინებს.

58. როგორ უნდა მოახერხოს ეს ადამიანმა? პასუხიც ინებე: პირველ რიგში, მდუმარედ იღაღადე ჩემი სახელი მაშინ,
როცა ნებისმიერ საქმით ხარ დაკავებული. მაგალითად, იატაკს გვი. ეს ხომ ძალიან ადვილია – იატაკს გვი და თან ჩემი
სახელით მღერი.

59. ჩემი სახელის შერჩევა ადვილია, მე არავითარ წინააღმდეგობას და პირობას არ ვქმნი. მე ბევრი სახელით ვარ
ცნობილი. შეგიძლია ლოცვისთვის ის შეარჩიო, რომელიც მოგწონს. მთავარია, დარწმუნებული იყო, რომ ჩემს სახელს
სიყვარულით აღსავსე გულით იმეორებ.

60. ზოგიერთი საქმის კეთების დროს სიმღერა შეუძლებელია. მაგალითად, შენ ძალიან მალე ბრძოლაში ჩაებმები. რა
თქმა უნდა შენი ყურადღება მთლიადანად ომზე იქნება კონცენტრირებული და ვერ შეძლებ ჩემი სახელის ღიღინს.
მნიშვნელოვანი ეს კი არ არის, არამედ მთავარია, ბრძოლის დაწყებამდე ერთი წამით მაინც იფიქრო ჩემზე. მოკლე
ლოცვა წარმოთქვი: „ღმერთო, ახლა მე ცოტა ხნით დაკავებული ვიქნები. მაგრამ შენი საქმით დავკავდები. გთხოვ,
აკურთხე იგი და მიიღე, როგორც ჩემი თავმდაბალი ძღვენი“.

61. შენი დღევანდელი ამოცანის აღსრულების შემდეგ შეგიძლია ისევ შეთხზა ლოცვა და ამით ღმერთის მიმართ
პატივისცემა და მადლიერება გამოხატო. ანუ მცირე ლოცვა დასაწყისში, შემდეგ სამუშაოს შესრულება, ხოლო შემდეგ
ისევ პატარა ლოცვა. აი, ეს არის, თუ გსურს დავარქვათ „სულიერი სენდვიჩი“! ეს იქნება ფოკუსი, რომელიც შენს
ყოველდღიურ საქმეს ღმერთის მიმართ ლოცავდ აქცევს.

62. არჯუნა, აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი: მე ადამიანს სხეული და გონება მივეცი, რათა მან ჩემი
აღმოჩენა შეძლოს და ისევ ჩემთან დაბრუნდეს. ადამიანური ფორმა მხოლოდ მცირე რაოდენობით არსებას ვუბოძე.
ადამიანმა ჩემგან ბოძებული შანსი სწორად უნდა გამოიყენოს და თავისი ცხოვრება ფუჭად არ უნდა გახარჯოს“.

63. არჯუნამ ჰკითხა: „ღმერთო, შენ მეუბნები, რომ ადამიანად ბევრი არ გააჩინე. მაგრამ დედამიწაზე ხომ ძალიან
ბევრი ადამიანია. შენს ნათქვამში რაღაც აზრი იმალება, რომელსაც ვერ მივხვდი“.

64. კრიშნა პასუხობს: „თუ შენ მხოლოდ ადამიანებს ითვლი, შეიძლე- ბა მოგეჩვენოს რომ მართლა ბევრია. მაგრამ არ
დაგავიწყდეს, რომ ყველა სახეობის ცოცხალი არსება ერთად მილიონია. შეადარე ადამიანების რაოდენობა ყველა
დანარჩენ ფორმას, მათ შორის მცირე მწერებს და მიხვდები, რომ არც ისე ბევრს მიეცა შესაძლებლობა ევოლუციის
კიბის მწვერვალზე იმყოფებოდეს და ღმერთთან მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდეს. შენ თავად გააკეთებ დასკვნას,
რომ ეს ძალიან იშვიათი შანსია.

65. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: „ხომ არ გაუშვებს ამ წამს ხელიდან ადამიანი და ხომ არ იცხოვრებს
როგორც ცხოველი ან დემონი?“ შანსის შესანარჩუნებლად ადამიანმა ჩემ მიერ დადგენილ სამ წესს უნდა მისდიოს: 1.
ყოველთვის ჩემზე იფიქრე, 2. როცა საქმიანობ, უნდა იფიქრო, რომ შენ ჩემს სამუშაოს ასრულებ, როგორიც უნდა იყოს
იგი, 3. შენი ყველა მოქმედება მე მომიძღვენი. მისდიე ამ მაგიურ ფორმულას და ვერც შეამჩნევ ისე დაბრუნდები შინ,
უფალთან“.

66. არჯუნა ამბობს: „კრიშნა, კარგად ვერ გავიგე, რას გულისხმობ, როცა ამბობ, რომ ადამიანმა უნდა ჩათვალოს, რომ
მუდამ შენ სამსახურშია და შენს საქმეს აკეთებს. აი, მაგალითად, ფერმერმა მუშა დაიქირავა, რომელსაც ფულს უხდის.
გამოდის, რომ მუშა შენსას კი არა, ფერმერის საქმეს აკეთებს. როგორ შეიძლება მსახურმა ჩათვალოს, რომ შენთვის
მუშაობს? ჩემთვის ეს საკითხი არ არის ნათელი“.

67. კრიშნამ გაიცინა და უპასუხა: „არჯუნა, შენ რომ აქამდე მიმხდარიყავი, რომ ამქვეყნად ყველაფერი კოსმიური
სპექტაკლის ნაწილია, ამ კითხვას აღარ დამისვამდი. დიახ, მსახური ფერმერისათვის მუშაობს, მაგრამ ეს
საკითხისადმი ამქვეყნიური მიდგომაა. სინამდვილეში, ვინ არის ფერმერი, თუ არა მე, რომელმაც მისი ფორმა მივიღე?
სწორედ ეს არის ერთიანობის გრძნობა, რომელზეც ადრე გესაუბრე. შენ ეს უკვე უნდა გაგეცნობიერებინა“.

68. არჯუნა პასუხობს: „ამით იმის თქმა გსურს, რომ ყველა ადამიანში ღმერთს უნდა ვხედავდე, არა? მაგრამ ერთი
პრობლემა მაინც რჩება. დავუშვათ, რომ ეს ფერმერი ძუნწი და უგულოა. როგორ ვიფიქრო, რომ ის შენ ხარ? შენ
სიწმინდე, თანაგრძნობა და სიყვარული, ხარ; ეს ფერმერი კი მეწვრილმანეა, უსამართლო და ბოროტი. ხომ მიხვდი,
რატომ მიჭირს ამის გაგება?“

69. კრიშნა პასუხობს: „არჯუნა, თუ ზედაპირულად შეხედავ, მაშინ მართლაც ძუნწ და ბოროტ ადამინს დაინახავ.
მაგრამ უფრო ახლოდან თუ მიუდგები საქმეს, რას დაინახავ? აღმოაჩენ, რომ სინამდვილეში ფერმერის ნიღაბ
აფარებული ღმერთი განსაცდელს გიწყობს. ღმერთს უყვარს განსაცდელის მოვლინება, ხომ იცი ეს?“
37

70. მაგრამ არჯუნა ვერ დარწმუნდა. ის მხრებს იჩეჩავს და ამბობს: „კრიშნა, ეს უკვე მეტისმეტია. ხომ იგულისხმება,
რომ შენ ღმერთი ხარ და ყველაფერი იცი. მაშ რატომ გჭირდება განსაცდელი ადამიანის საწვალებლად, შენ ხომ ისედაც
იცნობ მას? მითხარი, რაში გჭირდება ეს?“

71. კრიშნა პასუხობს: „შენ ყველაფერი არასწორად გაიგე! განა როდესმე მითქვამს, რომ ადამიანს განსაცდელს იმიტომ
ვუვლენ, რომ გავიგო ვინ არის იგი? მე ყველა ადამიანის წარსულზე, აწმყოსა და მომავლზე ყველაფერი ვიცი. მე
განსაცდელს მოგივლენ, რათა შენვე დაგეხმარო იმის მიხვედრაში, თუ სულიერი კიბის რომელ საფეხურზე იმყოფები!

72. ჭკვიანი მორწმუნე იტვყის: „ეს იყო გამოცდა, რომელიც ღმერთმა მომიწყო. მე კი ღმერთის მოლოდინის
საწინააღმდეგოდ მოვიქეცი, ანუ გამოცდა ვერ გავიარე. აი, ეს გაკვეთილი იყოს ჩემთვის. შემდეგში ჩემი ყველა ქცევა
სწორი იქნება და ამით ღმერთს გავახარებ“.

73. თუ ადამიანი ყოველთვის ასე დააკვირდება თავის თავს, მისი პროგრესი წინ ძალიან სწაფად წავა. და თუ პროგრესი
იგრძნობა, გამოცდებიც იშვიათი გახდება“.

74. არჯუნა არ თმობს და ახალ კითხვას უსვამს: „რაღაც მაინც არ არის ნათელი. ახლა ბერვი კეთილი სული
გამახსენდა, რომლებიც, მათი უცოდველობის მიუხედავად, დიდ ცხოვრებისეულ სიძნელეებს გადაეყარნენ. ამას
როგორ ამიხსნი?“

75. კრიშნა პასუხობს: „შენც შენიშნე ეს? ამ პარადოქსზე პასუხი შემდეგია: მართალი ხარ, კეთილ ადამიანებს არ
სჭირდებათ შემოწმება. და მაინც მე მათ ჩემი გენერალური გეგმის შესაბამისად გამოვცდი!“

76. გაოგნებული არჯუნა ეკითხება: „შენ მათ აწვალებ, რადგან ეს შენს გენერალურ გეგმაში შედის? ღვთის
გულისათვის, რატომ?“

77. კრიშნა პასუხობს: „არჯუნა, შენ უნდა გესმოდეს, რომ ღმერთი უმიზნოდ არაფერს აკეთებს. სამყაროში ბევრი
ბოროტი ადამიანია, რომელიც სხვას ცუდ მაგალითს აჩვენებს. არ გეჩვენება, რომ სამყაროს მოთმინების, ანუ კშამას
რამდენიმე კარგი მაგალითი სჭირდება? გიმეორებ, ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს, მიზანი აქვს. ფოთლის
გაშრიალებაც კი ჩემი გენერალური გეგმის ნაწილია. შენ ღრმად უნდა გწამდეს ამის“.

78. მაშინ არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, შენ ამბობ, რომ ყველაფერი ამქვეყნად ღმერთია და შენს გარეშე არაფერი
არსებობს. მაგრამ სულ ახლახან კშეტრასა და კშეტრაჯნაზე ისე საუბრობდი, თითქოს ისინი ერთმანეთისაგან
განსხვავდებოდნენ. ეს მართალია?“

79. კრიშნა პასუხობს: „შენ ახლა მნიშვნელოვან საკითხს შეეხე. მოდი, დროს დავუთმობ ერთ თემაზე საუბარს,
რომელსაც ადრე არ შევხებივარ. არჯუნა, სამყაროს ჭვრეტის ორგვარი ხერხი არსებობს. პირველი არის სამყაროს
ერთიანობის შუშიდან ჭვრეტა, ხოლო მეორე – სამყაროს მრავალფეროვნების შუშიდან ჭვრეტა. ის, ვინც პირველს
იყენებს, მრავალფეროვნებაში ერთიანობას ხედავს, ხოლო ვინც მეორე ხედვას იყენებს, ერთიანობაში
მრავალფეროვნებას ხედავს. ამაშია საქმე. რა თქმა უნდა, ერთიანობის შუშის მიღმა ჭვრეტა უმჯობესია.

80. ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან. თეთრი სხივის ვიწრო ზოლი წარმოიდგინე. სხივზე განსაზღვრული კუთხით
პრიზმა მოათავსე. გაივლის რა პრიზმაში, სხივი ცისარტყელის შვიდ ფერად გარდატყდება. ადამიანი, რომელმაც
სხივი მანამ დაინახა, სანამ ის პრიზმაში გაივლიდა, იტყვის, რომ სხივი თეთრია. ხოლო ადამიანი, რომელაც სხივი
პრიზმაში გავლის შემდეგ დაინახა, იტყვის, რომ ცისარტყელის ფერებს ხედავს.

81. მაგრამ რა კავშირი აქვს ამას კშეტრასა და კშეტრაჯნასთან? - პირდაპირი. სულიერად განვითარებული ადამიანი ის
არის, რომელიც არა შვიდფერ ცისარტყელას, არამედ ერთ ფერს - თეთრს ხედავს. მისთვის კშეტრა და კშეტრაჯნა ერთი
და იგივეა. ასეთი ადამიანი სამყაროს „ჩვეულებრივი თვალით“ არ უყურებს. ის შინაგან მზერას იყენებს და ამიტომ
მრავალფეროვნებაში ერთიანობას ჭვრეტს.

82. მოყვანილ მაგალითში პრიზმა ილუზიის, მაიას მეტაფორაა. თუ პრიზმას არ გამოვიყენებთ, სხივი არ გარდატყდება
და ცისარტყელად არ იქცევა. ზუსტად ასევე, ადამიანი, რომელიც მაიას დათმობს, მხოლოდ სამყაროს ერთიანობას
დაინახავს.

83. ახლა კი ცოტა ჩავუღრმავდეთ საკითხს ერთიანობის მრავალფეროვნებისა და მრავალფეროვნების ერთიანობის


შესახებ. მე ერთადერთი შემოქმედი ვარ და ყველაფერი ჩემგან არის, მაგრამ სამყაროსათვის მე სამ ფუნქციას
ვასრულებ. პირველად, მე შემოქმედის როლში გამოვდივარ და სამყაროს სულს ჩავბერავ. შემდეგ კოსტუმს ვიცვლი და
სამყაროს ერთგულ მცველად მოგევლინებით. ხოლო, როცა დრო მოვა, ისევ ვიცვლი კოსტუმს და სამყაროს
გასანადგურებლად გეახლებით.

84. ადამიანი ჩემს სამ იპოსტასს ეთაყვანება და თითოეულს ადამიანურ სახელს არქმევს. ბრაჰმა – შემოქმედი, ვიშნუ –
მცველი და შივა – გამანადგურებელი. ეს სამი ღვთაება „კოსმიური ტრიადად“ არის ცნობილი. სამება ადამიანს ჩემი
სამი ფუნქციის, ასპექტის ახსნაში ეხმარება.

85. ახლა კოსმიური ერთიანობიდან მრავალფეროვნების შემქნას მინდა მივუბრუნდე. მრავალფეროვნების გაჩენის
ძირითადი მიზეზი არის გუნა. მის შესახებ მოგვიანებით მოგიყვები. შეგიძლია ჩათვალო, რომ სამყაროს
მრავალფეროვნების აღქმაში გუნას პრიზმის როლი აქვს მინიჭებული.

86. ის, ვინს გუნას დაბლაა და მას ემორჩილება, სამყაროში მხოლოდ მრავალფეროვნებას ჭვრეტს. ასეთი ადამიანი
ღმერთს თავისგან განსხვავებულად აღიქვამს. ამ მიდგომას ფილოსოფოსები დუალიზმს უწოდებენ. და პირიქით, ე.წ.
გუნატიტჰა, ანუ ის, ვინც გუნაზე ამაღლდა, სამყაროში მხოლოდ ერთიანობას ხედავს, თუმცა მის ფიზიკურ თვალს
მრავალფეროვნების გარჩევაც შეუძლია.

87. ეს ასეა, მაგრამ ისმის კითხვა: როგორ შეძლებს სამყაროს სიჭრელეში ჩაფლული ადამიანი მასზე ამაღლებას? ეს
ყველაზე პრობლემური საკითხია, რადგან ადამიანთა 99,9 პროცენტი დუალიზმისა და მრავალფეროვნების მორევში
38

ჩაიძირა. მათ ჯიუტად სჯერათ, რომ ღმერთი მათგან განსხვავებული და განცალკევებულია. როგორ დავაღწიოთ თავი
ამ ქსელს?

88. მარტივი ნაბიჯების გადადგმით დავიწყოთ. ჯერ ადამიანმა მყარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: „მე არასოდეს
არაფერს დავუშავებ ცოცხალ არსებებს“. ნადირობა ადამიანისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ნადირობისას ის
ცხოველებს გართობის მიზნით ხოცავს, რაც მძიმე ცოდვაა. განა დროის სიამოვნებით გატარების სხვა გზები არ
არსებობს? განა ცხოველებს არ სტკივათ როცა მათ კლავენ? განა შეიძლება ცოცხალი არსება გართობის მიზნით
მოკლა?“

89. არჯუნამ ჰკითხა: „გეთანხმები, მაგრამ შენი ნათქვამი იმ შემთხვევასაც ეხება, როცა ადამიანი ცხოველს
თვითგადარჩენის მიზნით კლავს? ადამიანმა ხომ საკვები უნდა მიიღოს?“

90. კრიშნა პასუხობს: „დიახ, ადამიანმა უნდა ჭამოს და იცოცხლოს. მაგრამ ვინ გითხრა, რომ სიცოცხლისათვის
პირუტყვი, ფრინველი, თევზი ან სხვა ცოცხალი არსება უნდა მოკლა? როგორ ფიქრობ, ბოსტნეული და ხილი რატომ
შევქმენი? თუ დედამიწაზე ვეგეტარიანელები არ არსებობენ? განა ისინი ცოცხალი და ჯანმრთელი არ არიან? შენი
არგუმენტი საკვების შესახებ მიუღებელია!

91. არაძალადობის პრინციპის მიღების შემდეგ ადამიანმა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას და თქვას: „ამიერიდან
ყველა არსებას კეთილად მოვეპყრობი“.

92. არჯუნა კითხვით აწყვეტინებს: „მოიცა, ერთი წუთით, როგორ წარმოგიდგენია ადამიანის კეთილი მოპყრობა
ვეფხვის მიმართ?“

93. კრიშნა პასუხობს: „ასეც ვიცოდი, რომ რაღაც მსგავსს იტყოდი. მისმინე! როცა გეუბნები „იყავი კეთილი“, მე არ
ვგულისხმობ, რომ უნდა წახვიდე ვეფხვთან, ყურის ძირები მოუსრისო, მოეფერო და ისე მოექცე, როგორც შინაურ
კატას. მე იმას ვგულისხმობ, რომ უნდა გააცნობიერო ღმერთის არსებობა ვეფხვში, და სხვა თუ არაფერი შეგიძლია, მის
მიმართ ძალადობას და დედამიწაზე მისი სახეობის ამოწყვეტას წინ აღუდგე!

94. არჯუნა, ცხოველები სულ სხვანაირები არიან, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. მათ სიყვარულსა და სიკეთეზე პასუხი
შეუძლიათ. მაგალითისთვის, რიში გაიხსენე, რომელიც გველებითა და მტაცებლებით სავსე ტყეში ცხოვრობს. მაგრამ
ცხოველები მას თავს არასოდეს ესხმიან. რატომ? იმიტომ, რომ იგი ბრძენია, სიყვარულს ასხივებს და როცა გარეული
ცხოვლები მის ახლოს ხვდებიან, მათზე სიყვარული გადადის და ათვინიერებს მათ.

95. ადამიანმა თითქმის არაფერი იცის წმინდა სიყვარულის შესახებ. თუ ადამიანს სიყვარულის ღვთაებრივი ძალის
გამოყენების უნარი აქვს, მის შესაძლებლობებს საზღვარი არ გააჩნია. ამის შემდეგ მესამე ნაბიჯი უნდა გადავდგათ.
რომ შევაჯამოთ: იწყებ იმით, რომ არავის ავნებ. შემდეგ სიყვარულს გამოავლენ და მოვა დრო, როცა
მრავალფეროვნებაზე უარს იყტვი და კოსმოსის ერთიანობის აღქმას დაიწყებ.

96. წმინდა წერილებში წერია, რომ ღმერთს ათასი თვალი და ფეხი აქვს. მაგრამ ადამიანი ერთი წამითაც არ
დაფიქრებულა, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. ამის ნაცვლად ის ათასთვალა და ათასფეხა გაურკვეველ არსებას
წარმოიდგენს. ასეთი არსება მართლაც რომ არსებობდეს, ურჩხული იქნებოდა! ღმერთი ურჩხული არ არის.

97. არა, ღმერთი მონსტრის ფორმის მიღებით არ ერთობა. ის, რაც წმინდა წერილებში წერია, ნიშნავს, რომ ღმერთი
თავის თავში ადამიანთა ერთობლიობას მოიცავს. კაცობრიობა არის ღმერთი. და აქედან ისიც გამომდინარეობს, რომ
თუ კაცობრიობას და შენს საზოგადოებას ემსახურები, ეს იგივე ღმერთის სამსახურია.

98. ისმის კითხვა: თუ საზოგადოება თავად ღმერთია, მაშინ ვინ არის ადამიანი ღმერთისთვის? პასუხი ძალიან
მარტივა: ადამიანი ღმერთის სხეული ნაწილია. იმ დღეს, როცა ადამიანი ამას შეიცნობს, მისი ეგო დაიშლება.

99. შევაჯამებ და ვიტყვი, რომ სხეული და გონება უმაღლესი სიწმინ- დის გამოხატულებაა. მათი კავშირი კი ღმერთის
ტაძარად მოგვევლინება. ამიტომ, ადამიანმა ერთხელაც არ უნდა გაიფიქროს ან ერთხელაც არ უნდა ჩაიდინოს საქმე,
რომელიც ამ ტაძარს შებღალავს. ეს ტაძარი ხომ თავად ღმერთმა თავისთვის შექმნა.

100. ის, ვისაც ნათლად ესმის, რომ გონება და სხეული ეტლია, რომლითაც ჩემსკენ მოემგზავრება, ჩემთვის ძალიან
ძვირფასი გახდება. როცა ის მომიახლოვდება, მე ხელებგაშლილი დაველოდები, რათა გულში ჩავიკრა. კიდევ რაზე
უნდა იოცნებოს ადამიანმა?“

თავი მეთოთხმეტე: სამი ძირეული თვისების (გუნას) იოგა


1. არჯუნა ამბობს: „კრიშნა, წმინდა წერილებში შენ შესახებ ასეთ ეპითეტს ვხვდებით: „მხოლოდ ერთი, მეორის
გარეშე“. მაგრამ, როცა შენ ქმნილებად გარდაისახები, ჩვენ მრავალფეროვნებას ვხედავთ. რატომ ხდება ასე?“

2. კრიშნამ უპასუხა: „არჯუნა, ეს მხოლოდ გუნების თამაშის გამო ხდება. მე ადრე ვახსენე ისინი და ახლა მათ შესახებ
უფრო მეტს მოგიყვები.

3. სიტყვა გუნა ტენდენციას ან თვისებას ნიშნავს. იცოდე, რომ სამი გუნა არსებობს: ტამოგუნა, რაჯოგუნა და
სატვაგუნა. გუნა თვისებაა, სხეულისა და გონების ფუნქციაა.

4. აქვე უნდა განგიმარტო, რომ ღმერთმა გუნა სამყაროსეულ წესრიგში წინასწარგანზრახულად ჩანერგა. უნდა
ვიცოდეთ, რომ ღმერთის ყველა ქმედებას მიზანი აქვს. მაგრამ ამასთან, ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს და თვალი
ადევნოს, რომ გუნას მონად არ გადაიქცეს.
39

5. რამდენმე სიტყვით თითოეული გუნას ბუნებას დაგიხასიათებ. ტამოგუნა პასიურობას უკავშირდება, რაჯოგუნა –
ენერგიულ ცხოველქმედებას, ხოლო სატვაგუნა – სიმშვიდეს.

6. სხეულის დონეზე რომ ვთქვათ, როცა ადამიანს სძინავს, ის ტამოგუნას ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. როცა იგი
აქტიურია და ენერგიული, მაგალითად, როცა თამაშობს, ის რაჯოგუნას ზემოქმედების ქვეშ ექცევა. ხოლო, როცა
ლოცულობს, ღმერთს ემსახურება, მაშინ მასში სატვაგუნა გამოვლინდება.

7. ზოგადი სურათი ასეთია. ახლა კი მას რამდენიმე დეტალით შევავსებ. უპირველეს ყოვლისა შენ უნდა გაიგო, რომ
არა მხოლოდ ადამიანი, არამედ მატერიალური სამყაროს ყველა არსება სამი ძირეული გუნასაგან შედგება. სამივე
სხვადასხვა პროპორციულობით არის წარმოდგენენილი, მაგრამ ერთი გუნა ყოველთვის დომინანტურია.

8. ტამასას, რაჯასას და სატვას კომბინაცია უთვალავია და ის საოცარი მრავალფეროვნება, რომელსაც ბუნებაში


ვხედავთ, სწორედ ამით აიხსნება.

9. მოგვიანებით, როცა ომი დასრულდება, საღებავების შერევის ექსპერიმენტი ჩაატარე. თუნდაც წითელი, მწვანე და
ლურჯი ფერით დაიწყე. შეურიე ისინი სხვადასხვა პროპორციით, მაგალითად 10% წითელი, 60% მწვანე და 30%
ლურჯი საღებავი; შემდეგ 5% წითელი, 15% მწვანე და 80% ლურჯი შეურიე და ა.შ. რა თქმა უნდა, ვარიანტების
რაოდენობა უსასრულოა და თითოეულ ნაზავს თავისი გამორჩეული ელფერი ექნება, რომელიც სამი ძირეული
ფერისაგან შედგება. ფერების შერევის ექსპერიმენტის ანალოგიით სამყაროში ერთმანეთში გუნები ირევა“.

10. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, შენ მეუბნები, რომ თითოეული ადამიანი სამი ძირეული გუნას ნაზავს წარმოადგენს,
რის შედეგად მისი განსაკუთრებული ბუნება იქმნება. ეს გასაგებია. მაგრამ მითხარი, ეს ნაზავი მთელი ცხოვრების
მანძილზე უცვლელია, თუ შეიძლება გამონაკლისი მოხდეს და შეიცვალოს?“

11. კრიშნამ უპასუხა: „კარგი კითხვაა! როგორც წესი, გუნების პროპორციულობა დიდი ცვლილებას არ განიცდის, თუ
რაიმე სახის გარეგან ან შინაგან გადაულახავ ძალას არ დაეჯახება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გუნას ცვლილება
მართლაც განხორციელდეს და მსგავსი მაგალითი არსებობს. ვთქვათ, ადამიანი სატვას ტიპს მიეკუთვნება. ეს ნიშნავს,
რომ როგორც წესი, ის მშვიდია. მაგრამ დროდადრო შეიძლება განრისხდეს. მისი რისხვის მიზეზი არის რაჯასა. ასეთი
შემთხვევა ნორმიდან გადახვევაა.

12. მაგრამ მიუხედავად გადახრებისა, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ერთ-ერთ ტიპს – ტამასას, დაჯასას ან სატვას
მიეკუთვნება. არჯუნა, როცა ადამიანის გუნაზე (გამორჩეულ ნიშანზე), ვსაუბრობ ხოლმე, გუნას დომინანტური
სახეობა მაქვს მხედველობაში. ეს დაიმახსოვრე და ჩემი გაგება გაგიადვილდება.

13. ადამიანის ხასიათი ძირითადად გუნაზეა დამოკიდებული. სატვას ტიპის ადამიანი თითქმის ყოველთვის მშვიდია,
იღიმის, როგორც წესი ზრდილობიანია, სალმიანია, სასიამოვნოდ საუბრობს და ა.შ. მისი გამოცნობა იმ
განსაკუთრებული ზეგავლენით შეიძლება, რომელსაც გარშემომყოფებზე ახდენს. ამ დომინანტური ტიპის ადამიანის
ზოგადი ხატი, ვგონებ, ნათელია შენთვის.

14. რაჯასას ტიპის ადამიანი მოუსვენარია, ხელები ექავება, რომ რაღაც გააკეთოს. ზოგჯერ ზედმეტად აქტიურიც არის.
მისი ქმედებების მიზეზი კეთილდღეობის წყურვილი და ამქვეყნიური სურვილებია; ეს არის მისი ენერგიის
სტიმული. ბუნებრივია, ასეთი ადამიანი რისხვას ხშირად გამოხატავს, აღგზნებულია, წარუმატებლობის დროს ღრმა
გულგატეხილობა შეიპყრობს და ა.შ.

15. ყველაზე დაბალ დონეზე ტამასას ტიპის ადამიანი იმყოფება. მისი დომინანტური თვისებებია მოდუნებულობა,
ნელი მოქმედებები, ინერტულობა, სიზარმაცე და სხვა ამის მსგავსი. ასეთი ადამიანი ინიციატივას არ იჩენს და
ყოველთვის მზადაა საქმეს გაექცეს. მაშ ასე, არჯუნა, ორი სიტყვით ადამიანთა სამი სახეობა დაგიხასიათე“.

16. არჯუნა ეკითხება: „თუ ადამიანი ტამასას ტიპს მიეკუთვნება, იცის ამის შესახებ და სურს რომ შეიცვალოს, რა უნდა
გააკეთოს ამისათვის?“

17. კრიშნა პასუხობს: „ზუსტად იმის გამო, რომ მისი ბუნება ტამასაა, ძალიან მეეჭვება, რომ ასეთი ტიპის ადამიანმა
საკუთარი ინიციატივით მოინდომოს შეცვლა. მაგრამ შეიძლება რომელიმე კეთილი სულის რჩევით და
ზემოქმედებით შეცვლის სტიმული იგრძნოს. ასეთ შემთხვევაში სიზარმაცე ქმედებამ უნდა გაანადგუროს. ანუ ტამასა
რაჯასამ უნდა გაანადგუროს.“

18. კრიშნამ დასძინა: „იმის მიუხედავად, რომ რაჯასა ტამასასთან შედარებით უფრო მაღლა მდგომი ტიპია, მისი
უარყოფითი მხარეების შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს. საქმე ისაა, რომ რაჯასას ზრდის ძლიერი ტენდენცია
ახასიათებს. ამიტომ, სანამ რაჯასას პიროვნებისათვის ზიანი მიუყენებია, ის სატვას მიერ უნდა იქნას დაძლეული. ანუ
ჯერ ტამასა უნდა დაიძლიოს რაჯასას მიერ, ხოლო შემდეგ რაჯასა სატვას მიერ უნდა იქნას განადგურებული.

19. მოკლედ გითხარი, თუ როგორ უნდა გამოიყენო რაჯასა ტამასას დასაძლევად. ადამიანს თავის თავში სატვას
თვისებების გაღვიძებაც შეუძლია. ამას შეძლებს, თუ ცუდ კომპანიას მოშორდება და კარგ კომაპნიას შეუერთდება.
მაგრამ ნუ წარმოიდგენ, თითქოს კარგი კომპანია მხოლოდ კარგი მეგობრების ნაკრებს ნიშნავს. წიგნიც,
განსაკუთრებით კი წმინდა წერილები, შეიძლება კარგი მეგობარი გახდეს,

20. იმის მიხედვით, თუ რომელი ტიპის ჰუნა იყო ადამიანის ცხოვრებაში დომინანტი, ბედის საზღაურიც
განსხვავებულია. ბუნებრივია, რომ ტამასას ტიპის ადამიანი უვიცობისთვისაა განწირული. თავად განსაჯე, განა
შეიძლება ზარმაცი ადამიანი ბრძენი ან სწავლული გახდეს?

21. რაც შეეხება რაჯასას ტიპის ადამიანს, მან სამყაროზე ბევრი რამ იცის, მაგრამ სიხარბისა და ამპარტავნების გამო
მუდმივად უბედურება სდევს თან“.
40

22. არჯუნა ეკითხება: „კრიშნა, რაღაც ვერ გავიგე. ჩემი ცხოვრებისეული დაკვირვებით, სატვას ტიპის ადამიანი
ყოველთვის უფრო მეტად იტანჯება, ვიდრე რაჯასას. როგორც წესი, სწორედ რაჯასას ტიპის ადამიანი ტანჯავს
სატვას.“

23. კრიშნა პასუხობს: ერთი შეხედვით შენი მოსაზრება სიმართლედ შეიძლება მოგეჩვენოს. მაგრამ იცოდე, რომ
ტკივილი, რომელსაც სატვას ტიპის ადამიანი გრძნობს, მის განწმენდას უწყობს ხელს და ღმერთთან მას აახლოვებს.
ხომ იცი, რომ ჩემს გენერალურ გეგმაში ყველაფერს თავისი მიზანი აქვს!

24. აქამდე ცოცხალი ადამიანის ქცევის შესახებ გიყვებოდი. მაგრამ როგორია ადამიანის ბედი სიკვდილის შემდეგ?
ტამასას ტიპის ადამიანი სადმე „ფსკერზე“ კვლავ დაიბადება. თუ წინა ცხოვრებაში დაგროვილი დამსახურებათა
ნუსხა მწირია, მან შეიძლება ადამიანის ფორმაც დაკარგოს. მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ მან იმედი უნდა
დაკარგოს! სულაც არა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში განწმენდისათვის საჭირო დრო გაცილებით ხანგრძლივი იქნება. ეს
მოგზაურობას ჰგავს, ცხენზე ამხედრებული უფრო სწრაფად მოძრაობ, ვიდრე ფეხით.

25. ადამიანი-რაჯასა კვლავ დაიბადება გარემოში, სადაც აქტიური სიცოცხლე ჩქეფს. ის მთელ ცხოვრებას საქმეს,
მაგალითად ბიზნესს მიუძღვნის. ასეთ ადამიანებს უამრავი შეუსრულებელი სურვილი აქვთ. ამიტომ, ისინი კვლავ და
კვლავ იბადებიან, სანამ მათი ამქვეყნიური ცდუნებისა და სიამოვნებისაკენ მიდრეკილება ამოიწურება.

26. ამქვეყნიური ცდუნება კვლავ დაბადების მთავარი მიზეზია. ყველა ადამიანს მისი პიროვნებისათვის
დამახასიათებელი სურვილები გააჩნია. მაგრამ მე ჯერ სატვას ტიპის ადამინი არ დამიხასიათებია. რა ხდება მის
შემთხვევაში? გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ მასაც აქვს სურვილები. სუფთა, მორიდებულ ადამიანებსაც აქვთ
სურვილები, თუმცა მათი სტიმული სიხარბე და ამპარტავნება არ არის. მათ მაგალითად, კარგი შვილების ყოლა
სურთ“.

27. არჯუნა ეკითხება: „კრიშნა, შენ ხომ ღმერთი ხარ, იყავი კეთილი! როგორ შეიძლება ადამიანი სურვილებისაგან
მთლიანად გათავისუფლდეს? ჩვენი ეპოსიდან ვიცით, რომ სხვადასხვა სურვილებს დიადი ადამიანებიც კი
ემორჩილებოდნენ. მე ვფიქრობ, როცა შენ სურვილებისაგან სრულიად გათავისუფლებაზე მესაუბრები, ამას
პირდაპირი მნიშვნელო- ბით არ გულისხმობ, ეს არ შეიძლება სერიოზული იყოს!“

28. კრიშნა პასუხობს: „შენი შენიშვნა სწორია. აქ გამოსავალი შემდეგია: სურვილის მიმართულება უნდა შეიცვალოს.
იმის ნაცვლად, რომ ამქვეყნიური სიხარული ისურვო, ისურვე ღმერთი, და ის ნეტარება, რომლიც მხოლოდ ღმერთს
შეუძლია მოგცეს! გადაიყვანე ერთი სახეობის სურვილი მეორეში და ყველა პრობლემა მოგვარდება!

29. ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ღმერთი სურს, გუნებზე ავტომატურად ამაღლდება. ასეთ პიროვნებას გუნატიტჰას
(„გუნაზე ამაღლებული“, „გუნას გარეშე“) უწოდებენ“.

30. არჯუნამ ჰკითხა: „გუნას გარეშე?“

31. კრიშნა პასუხობს: „დიახ, გუნას გარეშე!“

32. არჯუნა კვლავ ეკითხება: „ეს რას ნიშნავს?“

33. კრიშნა პასუხობს: „მხოლოდ იმას, რომ ასეთი ადამიანი არც ტამასას, არც რაჯასას და სატვას ტიპს მიეკუთვნება. ის
ყველა ამ სამ ტიპს მიღმაა“.

34. არჯუნა თავს აქნევს და ბუტბუტებს: „ვერ ვხვდები, რა ადამიანია ეს?“

35. კრიშნა პასუხობს: „არჯუნა, მე უკვე აღგიწერე ეს ადამიანი. მაგრამ მაშინ მისთვის გუნატიტჰა არ დამირქმევია.
შეუძლებელია მასზე ნაკლებად ამქვეყნიური ვნებებისადმი ინტერესის გამოვლენა, რადგან მისთვის მთავარი
ღმერთია. მისთვის მეგობარი და მტერი, სიხარული და მწუხარება არ არსებობს. ანუ ის ამქვეყნიურობის
ურთიერთდაპირისპირებულ წყვილებზე მთლიანად ამაღლდა. მწუხარება და სიხარული და მსგავსი
წინააღმდეგობები მხოლოდ გაორებული გონების ადამიანს აწუხებს, რომელიც გუნას ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.
ჩვენი მეგობრის გონება კი მხოლოდ ერთი „რელსით“ მიდის და არაფერი აინტერესებს გარდა ღმერთისა. ამიტომ,
მასზე ამბობენ, რომ ის გუნას მიღმა, გუნას გარეშეა.“

36. არჯუნა სკეპტიკურად ამბობს: „არ არის ადვილი ამოცანა...“

37. კრიშნა: „რას ამბობ?! და რა არის ამ სამყაროში ადვილი? თუ ნამდვილად გსურს რაღაც, სირთულეებისა და
ბარიერების არ უნდა შეგეშინდეს. ჩვენ ორივეს გვინახავს ადამიანები, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და
ამქვეყნიურ მიზნებს მიაღწიეს. ხოლო, როცა საქმე ღმერთს ეხება, ადამიანები ხელს ჩაიქნევენ და წამში ნებდებიან
ხოლმე! მცდელო- ბაც კი არ სურთ!

38. ადამიანი თავისი უშინაარსო მიზნის განსახორციელებლად და ამქვეყნიურ საქმეში წარმატების მისაღწევად
უამრავ „ტრიუკს“ იგონებს. განა ღმერთის მიღწევა ამაზე რთულია? ადამიანი გაგიჟებამდე მიდის საკუთარი სახელის
უკვდავებისათვის! რა სისულელეა! უკვდავებისაკენ ჭეშმარიტი გზა უზნეობის გადალახვაზე გადის. გიყვარდეთ მე,
იყავით ერთიანი ჩემთან – ეს უკვდავებისაკენ მიმავალი ერთადერთი და ჭეშმარიტი გზაა. ამქვეყნიური სატყუარებით
თავს ნუ მოიტყუებთ!

39. ჩემს ნათქვამს შევაჯამებ და გეტყვი: ადამიანი იმას იღებს, რასაც იმსახურებს და უმეტესწილად, მის საზღაურს
გუნა განსაზღვრავს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუკეთესო ბედი სატვას ტიპის ადამიანებს ელით? - არა. ისინი
ზეცაზე მოხვდებიან, მაგრამ მათი იქ ყოფნა ერთ მშევნიერ დღეს უცილობლად დასრულდება და ისევ ბრძოლაში
მოუწევთ ჩაბმა! ყველა ადამიანისთვის არსებობს გაცილებით უკეთესი ბედი – ჩემთან მოსვლა. ის, ვინც ჩემთან
მოსვლას ისახავს მიზნად, წარმატებული იქნება და სამუდამოდ ჩემთან დარჩება. ამაში დაეჭვება არ შეიძლება“.
41

თავი მეთხუთმეტე: უმაღლესი არსების იოგა


1. კრიშნა არჯუნას ეუბნება: „ამის შესახებ ადრეც ბევრჯერ მისაუბრია, მაგრამ რადგან ძალიან მნიშვნელოვანი
საკითხია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე არა მხოლოდ ყველაფრის დასაწყისი და დასასრული ვარ, არამედ მე
ყველაფერი ვარ!

2. მე ადამიანი ამ სამყაროში გამოვაგზავნე, რათა ის ჩემსკენ ისწრაფოდეს, რათა მე ვუყვარდე. ამის ნაცვლად, ის
ღვთაებრივ სიყვარულს აზავებს და ზოგჯერ აბინძურებს კიდეც, ამქვეყნიურ სურვილებამდე დაჰყავს იგი. იმის
ნაცვლად, რომ მთელი გრძნობით ვუყვარდე, ცდილობს ამქვეყნიურ წარმატებას მიაღწიოს, ისიამოვნოს და ისეთი
სახის წვრილმანი სურვილები შეისრულოს, რომელთა ხსენებაც კი არ ღირს.

3. არჯუნა, ეს ღვთაებრივი სწავლება მიიღე ჩემგან, როგორც ძღვენი და თუ ჩემკენ მოილტვი, აუცილებლად მოაღწევ.
თუ ჩემთან მოხვალ, სამუდამოდ დარჩები ჩემთან და თუ სამუდამოდ ჩემთან ხარ, ბუნებრივია, სამუდამოდ ბედნიერი
იქნები.

4. მე შენი ნამდვილი სახლი ვარ. შენ ამ სახლიდან გახვედი სამყაროში. განა ყველას ბედი არ არის, ერთ მშვენიერ დღეს
სახლში დაბრუნება? თუ კიდევ აპირებ გადადებას? რისთვის? რას იღებ ამ ცვალებად სამყაროში, გარდა სიმწარისა,
რომლებიც მოხერხებულადაა დაფარული სიამოვნების შაქრიანი გარსით?“

5. არჯუნამ ჰკითხა: „კრიშნა, შენ მითხარი, რომ, როცა ადამიანი ამ სამყაროში მოდის, მას ყველაფერი ავიწყდება და
საკუთარ თავს კარგავს. ეს როგორ ხდება? გთხოვ, ამიხსენი“.

6. კრიშნა პასუხობს: „რა თქმა უნდა აგიხსნი და ყურადღებით მომისმინე. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიგო, რომ
ადამიანი სამი, ერთმანეთისაგან განსხვავებული არსისაგან შედგება. აი ისინიც: 1. უხეში სხეული, 2. გონება, რომელიც
ფაქიზი არსია და 3. ატმა, რომელიც ყველაზე დახვეწილი არსია! ეს სამმაგი კომპლექსი განსაკუთრებულ სახელს
ატარებს – ჯივატმა. მოკლედ, შენ ჯივატმა ხარ“.

7. არჯუნამ უთხრა: „კრიშნა, შენც ჯივატმა ხარ?“

8. კრიშნა იღიმის და პასუხობს: „რა თქმა უნდა არა!“

9. გაოგნებული არჯუნა ისევ ეკითხება: „მაშ ვინა ხარ შენ?“

10. კრიშნა პასუხობს: „მე პარამატმა ვარ, ღმერთი მთელი თავისი არსით!“

11. გაკვირვებული არჯუნა ეუბნება: „კრიშნა, რა უცნაურია! მე ვერ ვხედავ განსხვავებას ჩემსა და შენს შორის. და მაინც
შენ ამბობ, რომ პარამატმა ხარ, მე კი – ჯივატმა. ეს როგორ გავიგო?“

12. კრიშნა პასუხობს: „არჯუნა, შენ ზუსტად მიზანში მოარტყი. ეს საკითხი ადამიანთა მთავარი პრობლემაა. შენ ხომ
შედარებას მხოლოდ გარეგნობაზე დაყრდნობით ახდენ. ეს არ არის სწორი მიდგომა. თავი დაანებე გარეგნობას და
უფრო ღრმად ჩაიხედე. განა მე და შენ ერთნაირი ვართ?

13. არჯუნა, შენ შენს გრძნობებზეც კი არ ამაღლებულხარ, მე კი გრძნობების საზღვრიდან, მეტიც; გონებისგანაც კი
შორსა ვარ! შენ გუნას ქვეშ ხარ და ამიტომ შენ ჯივატმა, ანუ ღვთაებრიობის ნაპერწკალი ხარ. რაც შემეხება მე,
გუნასაგან ძალიან შორს ვარ და ამიტომ, მე პარამატმა, ანუ ღმერთი მთელი არსებით - ვარ. პრინციპში, შენც ღმერთი
ხარ, მაგრამ შეუმდგარი. ხოლო მე ღმერთი ვარ შემდგარი, არსობრივი, რა თვალითაც უნდა შემხედო!

14. განსხვავება ამით არ სრულდება. როცა ჯივატმა სხეულს ტოვებს, უხეში სხეული ელემენტებად იშლება, ხოლო
არსი ახალ უხეშ სხეულს დაეძებს, რათა კვლავ განხორციელდეს. როგორც ქარი ყვავილის სურნელს ძალიან შორს
გააბნევს, ისე ბედის ქარბორბალას, დაბადებისა და სიკვდილის წრიულობის შესაბამისად, ფაქიზი სხეული ერთი
უხეში ფორმიდან მეორეში გადააქვს. მე ამას ადრე სამოსის შეცვლა ვუწოდე. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი
სხვაგვარადაა: მე მოვდივარ და მივდივარ, როგორც მომესურვება!

15. ჯივატმამ დაბადებისა და სიკვდილის ბევრი ციკლი უნდა გაიაროს, რადგან მისი ყველა სურვილის ასრულება
ერთი ცხოვრების მანძილზე ვერ ესწრება. ჯივატმას სურს რაღაც, მაგრამ ვერ იღებს მას. მას სურვილის ასრულების
ახალი შანსი მეორე ცხოვრებაში უჩნდება. ამიტომ, დაიმახსოვრე; თუ გსურს ამ რუტინიდან თავის დახსნა, მაშინ
სურვილებს ზღვარი უნდა დაუწესო. აქ კი სცენაზე საღი აზრი და გონებაზე კონტროლი გამოდის.

16. თვითკონტროლის ნაკლებობა სურვილების გამრავლებას იწვევს, სურვილები - გონების დაბინძურებას იწვევენ და
შეცდომაში შეყავთ ის; გონების დაბნევა კი დაბადება-სიკვდილის მოჯადოვებულ წრეში ჩაითრევს ჯივატმას.

17. ამიტომ ადამიანისათვის იოგი ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია. იოგი ძალიან ნათლად ხედავს მოვლენებს.
შეუმცდარი განსხვავების, ანუ შეფასების უნარის გამო ის რეალურსა და ირეალურს შორის მკაფიო საზღვარს ავლებს.
დიდი ფიქრის გარეშე იოგი ირალურს უკუაგდებს და მთლიანად რეალურზე, ანუ, როგორც ზოგი ამბობს, რეალობაზე
კონცენტრირდება.

18. ეს რეალობა კი მე ვარ! საითაც უნდა მიბრუნდეს იოგი, იგი ყველგან მე მხედავს. შენ ზეცას უყურებ და ამბობ: „ო,
როგორ კაშკაშებს მზე!“ იოგი ზეცაში იგივე მზეს ხედავს, მაგრამ სხვა სიტყვებს წარმოთქვამს: „მე მზეში
განსახიერებულ კაშკაშა ღვთაებრივ დიდებას ვხედავ!“

19. ყველაფერი გარესამყაროში – ხუთი ელემენტი, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, - ყველაფერი, რასაც იოგი ხედავს, სხვა
არაფერია, გარდა ჩემი სახისა. ყველაფერი მე ვარ! ასეთი განცდა როდესმე გქონია? არასოდეს. იოგი კი გამუდმებით ასე
გრძნობს თავს. ის ყველგან და ყოველთვის ღმერთს ხედავს.
42

20. იოგი ღმერთს შინაგანშიც ჭვრეტს. ის ხედავს ღმერთს, რომელიც მის გულშია; ხედავს უფლის მოქმედებას - პრანას,
ანუ სასიცოცხლო ძალას. იგი ხედავს ღმერთის ძალას, რომელიც საკვებს გადაამუშავებს, მთელ სხეულში სისხლის
მიმოქცევას უზრუნველყოფს. მოკლედ, იოგი აცნობიერებს, რომ მე ვარ მისი სასიცოცხლო ენერგია, მე ვარ
შემოქმედების საფუძველი, გონება და სხვა დანარჩენი მე ვარ.

21. არჯუნა, სხეული, თავისთავად სრულიად უსიცოცხლოა. მას ჩემი ძალა აცოცხლებს, სხვადასხვა სახის
ცხოველქმედების ფორმით აჯილდოებს, მრავალფეროვანი მოქმედების უნარს სძენს. როდისმე გიფიქრია ამაზე?
არასოდეს! და იცი, რატომ? რადგან შენი ეგო გაბნევს და გონებას გიფანტავს.

22. გრძნობების ილუზია, რომელსაც მაიას ვეძახით, ადამიანს აბნევს და ჩიხში შეჰყავს ის. ადამიანი სურათს ხატავს და
სხვები ხელოვნების ნიმუშის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავენ. ავტორს აზრი უჩნდება: „მე ეს ჩემით გავაკეთე“,
ანუ ფიქრობს, რომ მისმა სხეულმა ამას დამოუკიდებლად მიაღწია. მაგრამ, არა! ეს მე მინდოდა, რომ შენი სურათი
ლამაზი გამოსულიყო. მე ვამოძრავებდი შენს ხელს ხატვისას. და მაინც შენ თვლი, რომ შენ – სხეულმა – დახატე იგი!
მითხარი, ვინ არის პასუხისმგებელი ამ დაბნეულობაზე, მე თუ შენ?

23. სწორედ ამაშია იოგის უპირატესობა. იგი თავის თავს ჩემთან, ანუ ატმასთან სრულიად აიგივებს და არ იღლება
იმის გამეორებით, რომ თავის სხეულსა და გონებას როგორც ატმას ინსტრუმენტებს იყენებს“.

24. არჯუნა ამბობს: „მართლაც, კრიშნა, მე მახსოვს, როგორ იმეორებენ იოგები: „აჰამ ბრაჰმასმი“, ანუ „მე ვარ ღმერთი“.

25. კრიშნა პასუხობს: „დიახ, არჯუნა, ისინი ამ სიტყვებს იმეორებენ. მაგრამ ამ სიტყვებთან, რომელთა ღაღადს წმინდა
წერილები გვირჩევენ, ფრთხილად უნდა იყო. აქ ბევრი რამ იმ გრძნობებსა და განწყობაზეა დამოკიდებული,
რომლითაც წარმოთქვამ სიტყვებს: „აჰამ ბრაჰმასმი“.

26. არ შეიძლება ამ სიტყვების ღაღადება იმ მიზნით, რომ მთელ ქვეყანას გამოუცხადო: „მისმინეთ, იცით მე ვინა ვარ?
მე ღმერთი ვარ!“ არა, არაფრით შეიძლება ასეთი დამოკიდებულებით მათი წარმოთქმა. ეს წმინდა წყლის ტრაბახია და
ღმერთს ტრაბახთან საერთო არაფერი აქვს!“

27. არჯუნა ეკითხება: „მაშ, რატომ გვირჩევენ წმინდა წერილები მათ გამეორებას?“

28. კრიშნა პასუხობს: „ო, ძალიან კეთილშობილი მიზეზის გამო. არჯუნა, ნუ გავიწყდება, რომ ყველაფერს მიზანი აქვს.
ალბათ გაგიგონია მოხუცები რომ ამბობენ: „თუ გაბრაზდი, შენს თავს გაუმეორე – მე ცხოველი არა ვარ, მე ადამიანი
ვარ“. ეს შეხსენებაა. მანტრა აჰამ ბრაჰმასმი განმეორებულ უნდა იქნას როგორც შეხსენება. ის შეგვახსენებს, რომ
ადამინმა ისეთი ღირსებები უნდა გამოავლინოს, რგორიცაა თანაგრძნობა, უმწიკვლო სიყვარული, მოთმინება და სხვა.
გახსოვდეს, რომ ეს ღვთაებრივი თვისებებია. კეთილი თვისებები ყველა ადამიანშია, მხოლოდ მათი გათავისუფლება
და გამოშვებაა საჭირო. ეს მანტრა კი შეხსენებაა, რომ მათ თავისუფლება უნდა მივცეთ!

29. თუ ამ სიტყვებს ზემოთ ხსენებული განწყობით იმღერებ, შენს არსებას ნელა, შეუმჩნევლად, ღვთაებრივი გრძნობა
გამსჭვალავს. როგორი აზრებიც გაქვს, ისეთად იქცევი. დაუღალავად შეახსენე შენს თავს, რომ შენ ღმერთი ხარ და
მართლაც ღმერთად იქცევი!

30. როცა შენ თავს ღმერთად იგრძნობ, განხვავებები წაიშლება. თუ ვინმე ბედნიერია, მის ბედნიერებას შენც განიცდი.
თუ ვიღაც წვალობს, შენც იგრძნობ მის ტკივილს და მიეშველები.

31. მარტივად რომ ვთქვათ, არჯუნა, ადამიანის დონიდან ღმერთის დონეზე გადასვლა ნიშნავს „ჩემი“ და „შენი“
ცნებებზე სრულიად უარის თქმას, ეს ეგოს დანგრევას და ამქვეყნიური მიჯაჭვულობის ყველა სახეობის დაძლევას
ნიშნავს.

32. უბრალო ადამიანი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ის მაინც სვარტას – საკუთარი თავის სიყვარულის და
სვაპრაიოჯანას – პირადი ინტერესების ფარგლებში მოქმედებს. მაგრამ ღვთაებრივ დონეზე ამაღლებული ადამიანი
სულ სხვაგვარად იქცევა.

33. შემომხედე მე! იპოვი ჩემში თვით სიყვარულისა და ამპარტავნების ერთ მარცვალსაც კი? გამორიცხულია! მე
ღვთაებრივი ვარ, რადგან ჩემს გულში მხოლოდ სიკეთეა დაბუდებული: დაია – თანაგრძნობა; პრემა, ანუ წმინდა
სიყვარული და კშამა – ანუ მოთმინება. ამ თვისებებს მე დედამიწაზე დანაწევრებულად კი არა, ერთდროულად
ვაგზავნი. ისინი ჩემს ბუნებას გამოხატავენ.

34. არჯუნა, მატერიალურ სამყაროს ორი სახე აქვს: ხილული და უხილავი. მაგალითად, შენ ხედავ მთებს, მაგრამ ვერ
ხედავ ჰაერს. ასევე ვერ ხედავ გონებას. მატერიალურ სამყაროში ყველაფრის საფუძველი, როგორც ხილვადი, ისე
უხილავისა - მე ვარ.

35. დაიმახსოვრე, ხილული და უხილავი სამყარო მხოლოდ დამატებაა იმისა, რაც უფრო ღრმად არის, უფრო ფაქიზია
და მუდმივი. და ეს საფუძველი, ეს სუბსტრაქტი არის ჩემი ჭეშმარიტი „მე“. ამ საწყისი სუბრსტრაქტიდან სივრცე და
დრო გაჩნდა, რომელშიც პროეცირდება სამყარო. ამიტომ, ცხოვრობ რა ამ სამყაროში და ხედავ, რა ხდება შენს
ირგვლივ, მუდამ პირველად საფუძველთან დაბრუნებას უნდა ეცადო. ჩემთან სწრაფად გაერთიანებაში მხოლოდ ეს
დაგეხმარება.

36. ადამიანებს ჩემთვის რამდენიმე წუთის დათმობა რომ შეეძლოთ, ისინი მიხვდებოდნენ, რომ ჩემი დედამიწაზე
ცხოვრების ყოველი წამი მათ მიმართ ჩემი გზავნილია. მაგრამ ადამიანები ამას არ აკეთებენ. მათ შორის შენც, იმის
მიუხედავად, რომ ასე დიდხანს ვართ ერთად! და ამიტომ ამ ყველაფრის ახსნა შენთვის დიდი ბრძოლის დაწყებამდე
სულ რამდენიმე წუთით ადრე მიწევს!

37. თუ ადამიანი თავის ცხოვრებას ჩემსას დაამსგავსებს, მას ჩემთან ერთიანობაში ყოფნა გაუადვილდება. რატომ არ
ესმით ეს ადამიანებს?
43

38. თემას გადავუხვიე. ნება მომეცი, იოგებს დავუბრუნდე. დალოცვილებს ესმით, სინამდვილეში ვინა ვარ და
როგორია ჩემი ჭეშმარიტი ბუნება. ისინი აცნობიერებენ, რომ ადამიანური ფორმა იმისათვის მიეცათ, რომ ჩემს
დონემდე ამაღლდნენ. მათ არაჩვეულებრივად იციან ისიც, რომ მხოლოდ ადამიანს და არა მცენარეს, ცხოველს ან
მწერს შეუძლია ამაღლება.

39. იოგამ იცის, თუ სად უწერია მოხვედრა სიცოცხლის შემდეგ და ხვდება კიდეც იქ! ეს მისი პრივილეგიაა, ვინც
საკუთარ თავში ძალა იპოვა და მთელი ნაგავი ცოდნის კოცონზე დაწვა. შენ რატომ არ იქცევი ასე? რას ელოდები?“

თავი მეთექვსმეტე: დემონური და ღვთაებრივი ბუნების


იოგა
1. კრიშნა განაგრძობს ღვთაებრივ საუბარს არჯუნასთან: „ადამიანი მატერიალურ სამყაროში ორი ფორმით მოდის,
რომლებიც ერთმანეთისაგან უკიდურესად განსხვავდებიან. შესაბამისად, ადამიანთა ნაწილი ფაქტობრივად
ღვთაებრივად არის დაბადებული, სხვები კი – დემონად იბადებიან. ახლა მათ თვისებებს მოკლედ აღვწერ.

2. ადამიანების ცხოვრებისეული პოზიცია განსხვავდება იმის მიხედვით, თუ გულსა და სხეულის ქმედებებს შორის,
გრძნობის ორგანოთა და გონებას შორის როგორი კავშირია დამყარებული. აღვნიშნავ, რომ სხეულს, გონებასა და გულს
სამი სივრცე, ანუ სამი სამყარო შეესაბამება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი საუბრისათვის, და მათ შესახებ უნდა იცოდე.

3. ნება მომეცი, სხეულით დავიწყო. მისი ბუნება უხეში მატერიაა და ის ფიზიკურ სამყაროში არსებობს. სულიერ
ლექსიკონში ამ სამყაროს ბჰუტაკაშა, ანუ უხეში ფორმების სივრცე ეწოდება. გონებასაც შეესაბამება თავისი სივრცე,
რომელსაც ჩიტტაკაშა ეწოდება. ისევე, როგორც სხეული გადანაცვლდება ბჰუტაკაშაში, გონება ჩიტტაკაშაში
მოგზაურობს.

4. ჩიტტაკაშას ფარგლებს გარეთ ჩიდაკაშაა გადაჭიმული, საიდანაც ყველაფერი იბადება. ეს სივრცე გულთან
ასოცირდება. არჯუნა, ყველაფერი გულში აღმოცენებული გრძნობით იწყება. მაგალითად, მხატვარი ავიღოთ. ჯერ ის
ხატვის სურვილს გრძნობს. ეს გრძნობა გულში იბადება, გული არის გრძნობების სამეფო. შემდეგ მას იდეა უმწიფდება,
რომ სწორედ მან უნდა დახატოს. ახლა ქმედება - აზრის, ანუ გონების სივრცის მფლობელობაში გადადის. და ბოლოს
მხატვარი სურათს ხატავს და ეს ქმედება ხდება ბჰუტაკაშაში. ამ მაგალითმა უნდა გაჩვენოს, თუ როგორ მონაწილეობს
სამი არსი (სხეული, გონება და გული) - გრძნობის ქმედებად გარდაქმნაში სამი სივრცის გავლით.

5. ახლა კი მოგითხრობ, თუ ინდივიდის პიროვნებაზე როგორ ზემოქმედებს გული, გონება და სხეული (გრძნობის
ორგანოები).

6. იერარქია, რომელიც ღმერთმა სამ არსს შორის დააწესა, შემდეგია: პირველ ადგილზე გულია, შემდეგ გონება და
ბოლოს – სხეული/გრძნობის ორგანოები. ანუ გულმა გონებას უნდა უკარნახოს, ხოლო გონებამ გრძნობის ორგანოები
და სხეულის მოქმებდება გულის სურვილებისა და გრძნობების მიხედვით უნდა აკონტროლოს. ღმერთისათვის
სასურველი წესრიგი ასეთია და მოქმედებისათვის ერთადერთი სწორი გზა და დასაყრდენია.

7. თუ ადამიანი პრიორიტეტების ასეთ წესრიგს იცავს, დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რომ ის კარგი ადამიანია.
ასეთი ადამიანის შემჩნევა ადვილია, რადგან მას ღვთაებრივი შარავანდედი დაჰყვება. მისი ნათება შემთხვევითი არ
არის. ის ადამიანის წმინდა და კეთილშობილი თვისებებისაგან არის გამოწვეული. იგი ყველაზე რთულ
სიტუაციებშიც მორალურ მდგრადობას ავლენს და ღვთაებრივი ნიშნებით – ჭეშმარიტებით (სატია) და
მართლმორწმუნეობით (დჰარმა) არის გასხივოსნებული.

8. ის მუდამ სიყვარულს ანათებს, ის ხორცშესხმული თანაგრძნობა (დაია), მოთმინება (კშამა) და არაძალადობაა


(აჰიმსა). დარწმუნებული ვარ, რომ მშვენივრად იცი, რა მაქვს მხედველობაში.

9. ახლა საწინააღმდეგო სცენარი განვიხილოთ, როცა მეჯლისს სხეული და გრძნობის ორგანოები მართავენ. ასეთ
შემთხვევაში გონება სხეულისა და გრძნობის ორგანოთა ტყვეობაშია, და ამიტომ გულის ბრძანებებს ყურს არ უგდებს.
გული მდუმარე დამკვირვებლის როლში გადაინაცვლებს. ეს დემონური ადამიანის ხატია. ასეთი არსება შეიძლება
ადამიანს ჰგავდეს, მაგრამ სინამდვილეში დემონისაგან არაფრით განსხვავდება.

10. მის სხეულებრივ გრძნობებს სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული, ხოლო გონება მათი თანამზრახველია.
გული კი მდუმარე დამკვრივებლად რჩება.

11. დემონურ ადამიანზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს. ის არის ყველა სახის ნაკლოვანებისა და სნეულების
ამოსავალი წერტილი. ადამიანი ამპარტავნებითაა აღსავსე, მისი ეგო უზომოდ გაზრდილია, ის არავის სცემს პატივს და
წარმოუდგენია, რომ მისი ძლევამოსილება უსაზღვროა.

12. მას არც კი წარმოუდგენია, რა არის სიკეთე და თანაგრძნობა. ღირებულებები, როგორიცაა ჭეშმარიტება და
მართლმორწმუნეობა, მისთვის სრულიად უცხოა.

13. ის უხეშია, გამბედავი, უზრდელი, სხვებს ისე აწყენინებს, რომ თვალს არ დაახამხამებს; სხვადასხვაგვარად აყენებს
ტკივილს: დაუნდობელი სიტყვებით ტკენს სულს და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ან ფიზიკური ძალით აყენებს
ზიანს.

14. რაც შეეხება მის განუზომელ სურვილებს, შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ მათი სიმაღლე ცას წვდება! განა
გასაკვირია, რომ ის ეგოიზმის გუბეში ჩაეფლო და საკუთარი ინტერესების გარდა არაფერი აინტერესებს?
44

15. არჯუნა, ასეთ ადამიანთან საუბარიც კი ზიზღს იწვევს. ის მხოლოდ ყველაზე ცუდი და საზიზღარი თვისებებით კი
არ არის აღსავსე, არამედ რაც ყველაზე უარესია – ჩემს არსებობას უარყოფს!

16. წარმოგიდგენია? ის ჩემი წყალობით არსებობს. მე ვარ ის, რომელიც მის გულს ამოძრავებს, ვინც მის ძარღვებში
სისხლს ატრიალებს, ის, ვინც მის საკვებს გადაამუშავებს და ამასთან, ის ჩემს არსებობას უარყოფს! მაგრამ საკუთარ
თავზე შეყვარებული უგუნურისაგან რას უნდა ელოდო?!

17. სიცოცხლეში მას სამყაროს ჭიპად მოაქვს თავი, გონია, რომ უამრავი დრო აქვთ. ვერც კი წარმოიდგენს, რა სწრაფად
სრულდება მთელი ეს ამბავი!

18. არჯუნა, ადამიანის სამოსელში დაბადებულ დემონებს კარმას კანონი იმორჩილებს და ისინი კვლავ და კვლავ
იბადებიან, თანაც სულ უფრო დაბალ საფეხურზე. მილიონჯერ უწევთ დაბადებისა და სიკვდილის ტანჯვის გამოვლა.
ადამიანები ერთხელ დაბადებაზეც წუხილს გამოხატავენ. განა ვინმე დაჯავშნის ბილეთს მილიონ დაბადებაზე?

19. ჯოჯოხეთის კარიბჭეს სამი საკეტი აქვს: სურვილი, რისხვა და შური. მათ, როგორც ჭირს, უნდა ერიდო.

20. არჯუნა, იმედი მაქვს, გაიგე, როგორია შინაგანი იერარქიის კიბე. ყველაფერი წმინდა გულიდან უნდა მოდიოდეს.
წმინდა გულიდან გაჩენილი გრძნობები წმინდა გონების დახმარებით წმინდა სამოქმედო გეგმად უნდა ვაქციოთ.
გონების წმინდა ბრძანებები კი უმწიკვლო ქმედებად უნდა იქცეს, რომელსაც წმინდა სხეული შეუბღალავ
გრძნობებთან კავშირით განახორციელებს. მისდიე ამ წესრიგს და უცილობლად მოხვალ ჩემთან!“

თავი მეჩვიდმეტე: რწმენის სამი გზის იოგა


1. არჯუნა ამბობს: „კრიშნა, მინდა კითხვა თაყვანისცემის ხერხების შესახებ დაგისვა. შევნიშვნე, რომ შენს მიმართ
თაყვანისცემის მანერის მიხედვით ადამიანების ორი სახეობა არსებობს. პირველი კატეგორია რთულ რიტუალებს
იყენებს და ამბობს, რომ თუ მკაცრად არ დაიცავ ყველა წესს, ღმერთი თაყვანისცემით კმაყოფილი არ იქნება. მეორე
ჯგუფს კი თითქოს ცერემონიები უარუყვია. ამ ჯგუფის წარმომადგენლები უცნაურად იქცევიან: ისინი გესაუბრებიან,
გიმღერიან და ცეკვავენ შენთვის. ზოგჯერ ისინი ნორმალურებად არც აღიქმებიან, მეტიც, გიჟებს გვანან. მაგრამ ბევრი
ამბობს, რომ ესეც შენს მიმართ თაყვანისცემის გზაა. გთხოვ, ამიხსენი, როგორ უნდა გცეთ თაყვანი?“

2. კრიშნა ღიმილით პასუხობს: „არჯუნა, შენ თავადაც შეგიძლია ამ კითხვაზე პასუხის მოძებნა, იმის
გათვალისწინებით, რასაც აქამდე მოგიყევი. მაგრამ რადგან მკითხე, გიპასუხებ.

3. თაყვანისცემისადმი ორი მიდგომა არსებობს. პირველი არის გარე, ხოლო მეორე - შინაგანი. გარეგნული
თაყვანისცემისას ყურადღება რიტუალებს და ცერემონიებს ექცევა, ხოლო შინაგანი თაყვანისცემისას პირიქით,
ცერემონიებს მნიშვნელობა ეკარგება. ორივე ხერხი მისაღებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიყვარულითაა
შესრულებული“.

4. არჯუნა ამბობს: „კრიშნა, მაინც ვერაფერი გავიგე. მე მგონია, რომ ეს ორი მიდგომა სრულიად ეწინააღმდეგება
ერთმანეთს, შენ კი მეუბნები, რომ შენთვის ორივე მისაღებია! ეს როგორ შეიძლება?“

5. კრიშნა პასუხობს: „ო, არა, ისინი სულაც არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. ახლა ამას მაგალითით აგიხსნი. ავიღოთ
რომელიმე რიტუალი. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ მორწმუნეს რომელიმე ღვთაების გამოსახულება აქვს და მას
ეთაყვანება, მანტრებს კითხულობს მისთვის. მაგრამ მანტრას წაკითხვა მექანიკურად და გაუაზრებლად არ შეიძლება.
უნდა ეცადო და მის აზრს ჩაწვდე, უნდა გაიგო, თუ რას წარმოთქვამ და რას აკეთებ.

6. ჯერ შენ ღმერთს შენს სახლში იწვევ; შემოსასვლელში ტერფებს ბან და შინ პატივისცემით შეგყავს. დაჯდომას
სთავაზობ; ყველაფერს ამზადებ მისი განბანვისათვის. განბანვის შემდეგ მასთან სუფთა ტანსაცმელი, ყვავილები,
სურნელება და სხვა მიგაქვს, შემდეგ კი საკვებს სთავაზობ. ყველაფერ ამას მანტრების კითხვის დროს აკეთებ.

7. ადამიანს, რომელიც ამ რუტუალს ღვთაების ფიგურისათვის მექანიკურად ატარებს, არ შეუძლია გააცნობიეროს, რომ
ღმერთი მართლაც ესტუმრა სახლში. ხოლო ის, ვინც ჭეშმარიტი გრძნობებით არის აღვსილი, თვლის, რომ მანტრას
უბრალოდ კი არ კითხულობს, არამედ მას უფლის თანდასწრების შეგრძნება აღავსებს, მის სახლს მართლაც უფალი
სტუმრობს. არ იფიქრო, რომ ეს ფანტაზიაა, ბავშვის თამაშის მსგავსად, როცა თავს „ვიღაცად“ წარმოიდგენს ხოლმე. ამ
პროცესს ასე ათეისტი შეხედავდა. რადგან მე ყველა მორწმუნის შიგნით ვარსებობ, მე შემიძლია ზუსტად
განვსაზღვრო, რას გრძნობს ჩემი მორწმუნე. თუ ის უბრალოდ სცენარს გაითამაშებს, მაშინ ღვთისმსახურება
გარეგნულია. მაგრამ თუ ის მანტრებს მთელი გრძნობით მღერის, მაშინ იგივე რიტუალი შინაგანი ხდება. გაიგე?

8. მეორე მაგალითი. შენ იცი, რომ ვედი ქურუმები რთულ რიტუალებს ასრულებენ, რომელსაც იაჯნას ვეძახით. იაჯნას
დიადი ღმერთის სადიდებელი ჰიმნების გალობა სდევს თან. თუ ვედური მანტრები გულით სრულდება, თუ
მომღერალი ღვთაებრივი სიტყვებით განიმსჭვალება, მაშინ პროცესი რიტუალის პედანტური გამეორებიდან ღრმა
განცდად იქცევა. განცდის და გააზრების გარეშე იაჯნა მხოლოდ მექანიკური პროცედურაა. სკეპტიკოსები იტყვიან,
რომ ეს დროის ფუჭი კარგვაა. მაგრამ თუ მანტრას გალობა გულიდან მოდის, ღრმა გრძნობით სრულდება, ბგერის და
ძლიერი სიტყვების დაუძლეველ ძალას ათეისტიც კი შეიგრძნობს.

9. მოკლედ, თუ საფუძველი სიყვარულია, მართლაც არა აქვს მნიშვნელობა ზუსტად სრულდება თუ არა რიტუალი, და
რამდენად „არაფორმალური“ სახე აქვს მას. განა ადრე არ გეუბნებოდი, რომ პირადად მე ჩემს თაყვანისცემად ვაღიარებ
და მიხარია უბრალო ყვავილის, ან ფოთლის, ნაყოფის ან უბრალოდ წყლის მორთმევა.

10. მეტსაც გეტყვი. ყვავილის მორთმევაც არ არის საჭირო. ამ ყვავლისათვის შენ მაღაზიაში ან ბაღში უნდა წახვიდე.
აირიდე თავიდან ეს საქმე. უბრალოდ თქვი: „ღმერთო, მე შენ ჩემს ერთ ცუდ თვისებას გიძღვნი“. და ღმერთი
სრულიად კმაყოფილი იქნება“.
45

11. არჯუნა ამბობს: „კრიშნა, მე მახსოვს, ამის შესახებ ამბობდი, მაგრამ ვთვლიდი, რომ ამას სერიოზულად არ
გულისხმობდი!“

12. კრიშნა მხიაურლად იცინის და ამბობს: „არა, არჯუნა, სწორედ რომ სერიოზულად ვამბობ. როცა შენ შენს ცუდ
თვისებას მსხვერპლად მწირავ, სიწმინდის გზაზე შემდგარი ერთი ნაბიჯით მიახლოვდები. რა გასაკვირია, რომ ეს
მახარებს?

13. არჯუნა, ჩემთვის პირველ ადგილზე სიყვარულით გაჯერებული რწმენაა. პატარა ბავშვი სწორად ვერ მეტყველებს,
გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტებს, მაგრამ დედა მაინც უზომოდ ბედნიერია. რატომ? იმიტომ, რომ ბავშვის ტიტინში ის
სიყვარულს გრძნობს. მას არ აინტერესებს გრამატიკა, მხოლოდ სიყვარულია მნიშვნელოვანი. გასაგებია?

14. ბუნებრივია, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ჩემთვის პირველ ადგილზე წმინდა სიყვარულია. თუ შენ უწყვეტ
სიყვარულს მომიძღვნი, სხვა „მოსართავები“ არ მაინტერესებს.

15. დედას და ბავშვს დავუბრუნდეთ. წარმოვიდგინოთ, რომ პატარა გოგონამ დედისადმი სიყვარულის გამოსახატად
ლექსი შეთხზა. დედა ბედნიერია, ისეთივე ბედნიერი, როგორც მაშინ, როცა ბავშვი ენას იდგამდა და ტიტინებდა.
ტიტინსა და ლექსს ერთი საერთო აქვთ – სიყვარული. და სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა.

16. უნდა დავაზუსტო, რომ მე რიტუალების წინააღმდეგი სულაც არა ვარ. თუ შენ გსურს ცერემონიის გამართვა,
გამართე, მხოლოდ სწორი გრძნობებით. ღვთაების თაყვანისცემა და ამ დროს სხვა რამეზე ფიქრი არ ვარგა. ასეთ
შემთხვევაში აზრსა და ქმედებას შორის ჰარმონია არ მყარდება. როგორც იცი, გრძნობას, აზრს, სიტყვისა და საქმეს
შორის ჰარმონიის მკაცრი მიმდევარი ვარ. ამ წესრიგს არასოდეს უნდა გადაუხვიო!“

17. არჯუნა ამბობს: „კრიშნა, თუ რიტუალებს და ცერემონიებს ადამიანის არასწორ გზაზე დაყენება შეუძლია, მაშ
რატომ შეიქმნა ის საერთოდ? რა როლი აქვს მას ერთგულების განვითარებაში?“

18. კრიშნა პასუხობს: „აი, ახლა კი საინტერესო კითხვა დამისვი. დაწვრილებით გიპასუხებ. ათასობით წლის წინ
სამყარო სულ სხვაგვარი იყო. მაშინ დედამიწაზე ბევრი წმინდა ბრძენი, რიში ცხოვრობდა. ისინი ძლიერ
ამაღლებულად მემსახურებოდნენ, გამუდმებით ჩემზე ფიქრობდნენ და თავის საქმეს ჩემი სახელით აკეთებდნენ.

19. მათ დიდი ხნის მანძილზე შეეძლოთ მედიტირება და მეც დიად სულიერ ჭეშმარიტებას ვუმხელდი. მოგვიანებით
ეს ჭეშმარიტებები ვედებად იქცა.

20. რიშები ნაყოფიერად ემსახურებოდნენ საზოგადოებას. მათ სკოლები - გრუკულები ჰქონდათ, სადაც მოსწავლეებს
სულიერ ჭეშმარიტებებს აზიარებდნენ. ვედების შენარჩუნება სწორედ ამან უზრუნველყო. მათ არ შეეხო დრო, რადგან
თაობიდან თაობას გადაეცემოდა. იცი, რომ მე თავად ვსწავლობდი გრუკულაში?

21. რიშები არა მხოლოდ სულიერი ცოდნის მცველები იყვნენ, არამედ მათ საფუძველი იაჯნას ტრადიციას ჩაუყარეს.
როცა ისინი მანტრებს გალობდნენ, ღმერთის სიყავრულის ისეთი ძლიერი ტალღა მოდიოდა, ისე ძლიერი იყო მათი
გალობის მიმზიდველობა, რომ ჩვეულებრივი ადამიანებიც სიამოვნებით უერთდებოდნენ. რიშის გვერდით ყოფნასაც
კი ადამიანებისათვის სიკეთე მოჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ მათ მანტრების ერთი სიტყვაც არ ესმოდათ. ვედური
ბგერების ვიბრაცია ისეთი ძლიერი იყო, რომ, იმის მიუხედავად, ესმოდათ თუ არა შინაარსი, მსმენელზე კეთილ
გავლენას ახდენდა.

22. მოგვიანებით, რიტუალებს ბევრი ჩვეულებრივი მოკვდავი მიეჩვია, თუმცა ბოლომდე მათი აზრი არ ესმოდა. ისინი
ცერემონიას შეუდრეკელი რწმენით ახორციელებდნენ, და ეს არის მთავარი. ნელ-ნელა ადამიანებმა რიტუალების
აზრის გაგებაც დაიწყეს და მაშინ ადათმა მათთვის ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

23. სწორედ ასე ასწავლიან პირველ კლასში გამრავლების ტაბულას. ჯერ ბავშვებს თითქმის არ ესმით მისი შინაარსი.
ისინი ტაბულას როგორც დავალებას უბრალოდ იზეპირებენ, მაგრამ მოგვიანებით, როცა არითმეტიკის კანონებს უკეთ
გაეცნობიან, გამრავლების ტაბულის გააზრებულ გამოყენებას იწყებენ.

24. მოკლედ, რიტუალები ქვებია, რომელთა მეშვეობით მდინარის გადალახვა შეგიძლია, ან მაშველი რგოლებია
მათთვის, ვინც ცურვას სწავლობს. ვინც ცურვა უკვე ისწავლა, რგოლი აღარ სჭირდება. ასევე რიტუალებიც შეიქმნა,
რათა ადამიანი მართლმორწმუნეობის გზას დაადგეს. მოგვიანებით, როცა ღმერთისადმი სიყვარული გაიფურჩქნება,
რიტუალებს შეიძლება თავი დავანებოთ.

25. ძირითადი მომენტი რწმენა და სიყვარულია. თუ ის არსებობს, მაშინ ნებისმიერი ცერემონია, რიტუალი,
ფორმალური თუ არაფორმალური, მისაღებია. აი, ასეთია სინამდვილე. გასაგებად აგიხსენი?

26. ახლა კი მინდა გუნას თემას დავუბრუნდე და იგი რამდენიმე დეტალით შევავსო, რომელზეც ადრე არ მისაუბრია.
მაგალითით მოგიყვები, როგორ აფერადებენ გუნები ადამიანის გრძნობებს და ჩვევებს.

27. დავიწყებ საკვებით. როგორც თავად მოგეხსენება, ზოგი ადამიანი ცხოვრობს, რათა ჭამოს, ზოგი კი ჭამს, რათა
იცხოვროს. სატვას ტიპის პიროვნება თავისი ბუნებით მეორე კატეგორიას მიეკუთვნება. იგი კვების საკითხებში
ძალიან ფრთხილია.

28. დავიწყოთ იმით, რომ ის არ ჭამს ყველგან და ყველაფერს და გამოარჩევს იმას, რაც სხეულისათვის სასარგებლოა. ის
ჩვენს დროში ასე პოპულარულ ნახევარფაბრიკატებს არ ეტანება.

29. შემდეგ, ის ზრუნავს სისუფთავეზე; მკაცრად ადევნებს თვალს, რომ სუფთა იყოს არა მხოლოდ საკვები, არამედ
სხეულიც. ის არ შეჭამს დაუბანელი, ხელ-პირის დაბანა ჭამამდე არასოდეს ავიწყდება.

30. სატვას ტიპის ადამიანი ერთი და იგივე დროს, ზომიერად იკვებება და კუჭს არასოდეს გადაიტვირთავს. საკვების
მიღებამდე ის ღმერთს პატივისცემით შესთავაზებს საკვებს, ხოლო კვების დროს ჩუმად იქნება და ღმერთზე იფიქრებს.
46

31. რაჯასას ტიპის ადამიანს საკვების მიმართ სულ სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. ამქვეყნიური სიამოვნებისადმი
მიჯაჭვულობის გამო დიდხანს ანდომებს მენიუს შერჩევას და ენის რეცეპტორებს ენდობა. ის ნამდვილი გურმანია,
მაგრამ საბოლოოდ ძვირის გადახდა უწევს! ზოგჯერ ის თავის შეცდომას აცნობიერებს, მაგრამ უკვე ძლიერ გვიანაა.

32. ტამასას ტიპის ადამიანი კიდევ უარესია. იგი მზადაა ჭამოს ყველგან და ყველაფერი. იმისი მხოლოდ ხსენებაც კი,
რასაც ის მიირთმევს, ზიზღს იწვევს. იმდენად სულელია, რომ აზრადაც არ მოსდის შეამოწმოს საკვების ვარგისიანობა.

33. ახლა კი მოგითხრობ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა ტიპის ადამიანს იაჯნას მიმართ. სატვას
ტიპის ადამიანი იაჯნას განახორციელებს იმისათვის, რომ ღმერთის წყალობა ყველას მოეფინოს, რაც სამაგალითოა.

34. რაჯასას ტიპის ადამიანი იაჯნას საჩვენებლად მოაწყობს. იგი იაჯნას სარფიან გარიგებად თვლის: „ღმერთო, მე
იაჯნა ჩავატარე, შენ კი სამაგიეროდ ესა და ეს მომეცი“.

35. ტამასას ტიპის ადამიანი კიდევ უფრო დაბლა ეცემა, რადგან ყველა რიტუალს არასწორად ასრულებს! და თითქოს
ეს არ კმაროდეს, ღმერთს ცბიერი თხოვნით მიმართავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი ცდილობს იაჯნა შავ მაგიად
გადააქციოს.

36. ახლა კი მოგიყვები, თუ როგორ ეპყრობა სამი ტიპის ადამიანი ასკეტიზმს. ასკეტიზმი, ანუ საკუთარი
პიროვნებისათვის ზღვარის დაწესება, როგორც შენ იცი, გონებისა და სხეულის მკაცრი დისციპლინაა. ასკეტიზმის
მიზანი შინაგანი განწმენდაა, გონებისა და გრძნობების განწმენდა. იგი ყველა დონეს მოიცავს: აზრის, სიტყვისა და
საქმის.

37. მაგალითად, ავიღოთ შიმშილი – თვითკონტროლის ყველაზე გავრცელებული სახეობა. სატვას ტიპის ადამიანი,
წმინდა წერილების დარად, არა მხოლოდ მარხულობს, არამედ მარხვის დროს მუდამ ღმერთის სახელს ახსენებს. ამით
ის არა მხოლოდ კუჭს ასვენებს, და სიმართლე რომ ვთქვათ მუცლის პერიოდული დასვენება ძალიან სასარგებლოა,
არამედ მარხვას ღმერთისადმი გალობით გაანათლებს.

38. რაჯასას ტიპის ზოგი ადამიანი მარხულობს, მაგრამ მხოლოდ ერთი მიზანი და საფიქრალი აქვს: როდის
დასრულდება მარხვა, რომ ისევ გემრიელი საკვები მიიღოს! სრულიად გაუგებარია, საერთოდ რატომ შიმშილობს?
ზოგი კი მხოლოდ გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით მარხულობს.

39. ტამასას ტიპის ადამიანს ასკეტიზმის საკითხზე საკუთარი გაუკუღმართებული წარმოდგენა აქვს. მას ზომიერების
აღქმის უნარი არ შესწევს და ზოგჯერ საკუთარ თავს მკაცრი ასკეტიზმით ზიანს აყენებს. ამ სულელს ვერ გაუგია, რომ
ამით მეც მტკენს!

40. აი, ამგვარად გუნა ადამიანს ერთი და იგივე საქმისადმი სხვადასხვაგვარ მიდგომას აიძულებს. ახლა
ქველმოქმედებისადმი მათ შეხედულებებზე მოგითხრობ.

41. ჭეშმარიტი ქველმოქმედება თანაგრძნობის გამოხატულებაა. ამიტომ წმინდა წერილები ქველმოქმედებას


წაახალისებს. მაგრამ თუ სატვას ტიპის ადამიანი კეთილშობილების აქტს სჩადის და სამაგიეროდ ჯილდოს ან
სარგებელს არ მოელის, რაჯასას ტიპის ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რათა რაც შეიძლება დიდი სარგებელი
მიიღოს. მას გარეგნული ეფექტები უყვარს, ნებისმიერ ფასად ყურადღების მიპყრობა სჭირდება. რაც შეეხება ტამასას,
ის აუცილებლად იმას გასცემს, რაც არ არის საჭირო და მას მისცემს, ვისაც არ სჭირდება, სრულიად შეუფერებელ
დროს. და მეტიც, ის ხშირად გასცემს და თან მიმღებისადმი ზიზღს განიცდის!

42. არჯუნა, ეს სამყარო არის ჭეშმარიტისა (სატი) და მცდარის (ასატი) დამაბნეველი და შეცდომაში შემყვანი ნაზავი.
ცხოვრება მოგზაურობაა, რომელშიც ადამიანმა გიდად ჭეშმარიტება უნდა იახლოს და მცდარს ერიდოს. თუ ადამიანი
თვლის, რომ გზის დამოუკიდებლად გავლა შეუძლია, ის აუცილებლად სირთულეებსა და ბარიერებს შეხვდება.
მაგრამ თუ ის მე მომენდობა, გონების ძალით მეთაყვანება, მე მას სამშვიდობოს გავიყვან, ისე, როგორც ახლა შენს
ეტლს ვმართავ!“

თავი მეთვრამეტე: განდგომილობის გზით


გათავისუფლების იოგა
1. არჯუნა კრიშნას ეუბნება: „უფალო, შენ კეთილი იყავი ჩემს მიმართ და დიდ ცოდნას მაზიარე. როგორც შენი
სიტყვებიდან გავიგე, მე უნდა ვიმოქმედო, ვიყო განდგომილი, და ასევე, მსხვერპლი გავიღო. მაგრამ მაინც კარგად ვერ
ვხვდები, მგონია, რომ ეს მოთხოვნები ერთმანეთთან შეუსაბამოა. მაგალითად, თუ მე მთლიანად მოქმედებას მივეცემი
და ჩემი გრძნობებიც მოქმედებას აჰყვება, ჩემგან განდგომილობას როგორ უნდა ელოდო?“

2. კრიშნა იცინის და ეუბნება: „არჯუნა, შენც უამრავი სხვა, ჩემზე მოდნობილივით ლაპარაკობ. მათ ჩემი სიტყვები
ცალი ყურით ესმით, მცირე ინფორმაციასაც კი ძლივს იმახსოვრებენ და ჩემი ნათქვამიდან ძალიან ცოტას იგებენ.
მგონი შენც გამეორება გჭირდება. მაგრამ გაითვალისწინე, რომ ეს ბოლოჯერ მოხდება. ყველას ბრძოლაში ჩაბმა
ეჩქარება და ომის დაწყებას ამდენი ხნით ვეღარ გადავდებთ.

3. შენ ერთმანეთისაგან შინაგანი განწყობა და გარეგნული ფორმა მკაფიოდ უნდა განასხვავო. შენ გგონია, რომ
მხოლოდ ნარინჯისფერ ტანისამოსიანი სანიასი (განდგომილი) შეიძლება იყოს განდეგილი? არა, მიუკერძოებლობა
შინაგანი პოზიციაა, ხოლო ნარინჯისფერი ტანსაცმელი – გარეგნული ატრიბუტი. შინაგანი დამოკიდებულება და
გარეგნობა ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.
47

4. ადამიანი შეიძლება სანიასივით იცვამდეს, მაგრამ განა ეს მის შინაგან განდგომილობას ადასტურებს? გონების
მიუკერძოვებლობა – აი, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. და რატომ ფიქრობ, რომ განდგომილი გონება მხოლოდ
სანიასის შეიძლება ჰქონდეს? რატომ არ შეიძლება შენ, მებრძოლს გქონდეს განგომილი გონება?“

5. არჯუნა არ ეთანხმება: „კრიშნა, ეს როგორ შეიძლება? მე ხომ ცოლი და შვილები მყავს. შენ მთავაზობ, რომ ისინი
მივატოვო?“

6. კრიშნა პასუხობს: „განა ამას გთავაზობ? ერთხელ მაინც მითქვამს რომ შენი ოჯახის მიმართ ვალი უარყო? განა
როდისმე მითქვამს, რომ შენი ოჯახი არ გიყვარდეს?“

7. არჯუნა განაგრძობს დავას: „კრიშნა, სწორედ ამის გაგებას ვცდილობ. ჯერ მეუბნები, რომ განდგომილი უნდა ვიყო,
მერე კი მირჩევ, რომ ოჯახი უნდა მიყვარდეს! განა ეს სწავლება ერთმანეთს არ ეწინააღმეგება?“

8. კრიშნამ ამოიხვნეშა და უთხრა: „კარგი, მე ვხედავ, რაშია შენი პრობლემა. შენ დაიბენი, რადგან ჩემს ნათქვამს
ამქვეყნიური გაგებით უდგები. ანალიზი გაცილებით უფრო მაღალ დონეზე უნდა გააკეთო, ვიდრე ახლა ახერხებ.

9. პირველ რიგში, განდგომილ ადამიანზე წარმოდგენა უნდა შეიცვალო, თითქოს ის ქვის გულიანი ორცხობილა იყოს!
განდგომილი შეიძლება ამქვეყნიურობიდან განყენებული იყოს, მაგრამ აღსავსე იყოს სიყვარულით და
თანაგრძნობით“.

10. არჯუნა გაოცებული ეკითხება: „ეს როგორ შეიძლება მოხდეს?“

11. კრიშნა პასუხობს: „მოითმინე! ახლა ვაპირებ ამაზე საუბარს. განა არ გსმენია ჩემი ნათქვამი: „ყველაფერი არის
ერთი. ერთნაირად მიუდექი ყველას და ყველაფერს“? ადამიანს, რომელიც ერთი რამის მიმართ მიჯაჭვულობისგან
იტანჯება, რა თქმა უნდა უყვარს თავისი ოჯახი, თუნდაც ამქვეყნიური გაგებით. მაგრამ სხვები? განა მას სხვებიც ისევე
უყვარს, როგორც თავისი ოჯახის წევრები? არაფერიც!“

12. არჯუნა აწყვეტინებს: „კრიშნა, იყავი ლმობიერი, ეს ხომ შეუძლებელია!“

13. კრიშნა პასუხობს: „რატომ არის შეუძლებელი? შემომხედე, განა მე არ მიყვარს ყველა? განა მე ყველას ერთნაირად
არ ვეპყრობი? და ნუ მეტყვი: „შენ ხომ სხვა ხარ, შენს შემთხვევაში სხვა საქმეა“ და ა.შ. ყველას, შენი ჩათვლით შეუძლია
მომბაძოს: ყველა უყვარდეს და ყველას ერთნაირად ეპყრობოდეს. დამიჯერე, რომ ეს ასეა, თუმცა ადამიანების
უმრავლესობას არ სურს ჩემი სწავლება საქმით განახორციელოს. ისინი ამბობენ: „მე რა სარგებელი მექნება აქედან?“
მთელი კაცობრიობის უბედურება სწორედ ეს არის! ეს ხომ წმინდა წყლის ეგოიზმია!

14. ასე რომ, არჯუნა, შენ შეგიძლია შენი ვალდებულებები შეასრულო, შეგიძლია ყველა გიყვარდეს, და ასევე, ყველას
ემსახურო. მაგრამ შიშის გამო არა. მოეპყარი სხვებს, თითქოს ის სხვა შენ იყო. ხომ უნდა დალიო წყალი, როცა
გწყურია? მაშ როცა მოწყურებულს დაინახავ, მის ადგილას შენი თავი წარმოიდგინე და წყალი მიაწოდე. ნახავ, როგორ
გაიხარებს. შეი- გრძენი მისი სიხარული და შენც გაიხარე. ყველგან მე უნდა მამჩნევდე და ყველას ისე ეხმარებოდე,
თითქოს მე მეხმარები. ადამიანები ამ უბრალო რჩევას არ იღებენ. მეტიც, საეჭვო არგუმენტებს იგონებენ,
მეწინააღმდეგებიან და არც კი ცდილობენ მის შესრულებას!

15. საუბარმა მოქმედების თემამდე მიმიყვანა და მისი განხორციელების გზებზე მინდა გესაუბრო. არჯუნა, საბოლოო
ჯამში ყველაფერი მოქმედებაზე დაიყვანება. ადამიანმა მუდმივად უნდა იზრუნოს რომ სწორ მოქმედებაში იყოს
ჩართული. აი ეს არის ცხოვრების სწორად გატარების გზა.

16. აზროვნება გონების დონეზე მოქმედების ერთ-ერთი ფორმაა. მეტყველება არის მოქმედების კიდევ ერთი ფორმა
სიტყვიერ დონეზე. ადმიანი არ უნდა ფიქრობდეს ერთს და სხვაგვარად იქცეოდეს. ეს შენ რა თქმა უნდა გესმის. და
ბოლოს, არსებობს ფიზიკური მოქმედება, ანუ მოქმედება სხეულებრივ დონეზე.

17. თითოეულ მოქმედების სახეობას ხუთი ფაქტორი უკავშირდება: 1. მოქმედის პიროვნება მთლიანად; 2. მოქმედის
სხეული; 3. მოქმედის გრძნობა; 4. ფიზიკური ძალისხმევა, რომელსაც მოქმედი ახორციელებს და 5. ბედი. დიახ, ღრმა
ანალიზის შედეგად აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ბედი განსაზღვრავს ვინ, როდის, სად და რა მიზეზით ახორციელებს
ქმედებას.

18. ჩვეულებრივ, ადამიანი პირველ ოთხ ფაქტორს უშვებს და აცნობიერებს, ხოლო მეხუთე ფაქტორის მნიშვენლობას
ყველა არ აღიარებს. როცა ადამიანს წარმატება ხვდება წილად, ის ამ შედეგს მთლიანად საკუთარ ძალისხმევას
მიაწერს, ხოლო როცა წარუმატებლობა – ღმერთს! ეს სხეულთან ან ე. წ. სხეულებრივ ცნობიერებასთან მიჯაჭვულობის
გამო, ანუ ეგოს მიზეზით ხდება. ჭეშმარიტი განდგომილობა არის სხეულთან მიჯაჭვულობის, მასთან საკუთარი
თავის გაიგივების დაძლევა.

19. სულ ცოტა ხნის წინ მითხარი, რომ არ გსურს იბრძოლო. ამის მიზეზად კი ის დაასახელე, რომ ბრძოლაში შენი
ბიძაშვილების, პაპის და სხვა ნათესავების მოკვლა მოგიწევს. მაგრამ „ძმა“ მხოლოდ სხეულებრივი ძმაა. ასევე ბჰიშმა,
პაპაშენი მხოლოდ სხულებრივ ჩარჩოებშია შენთან კავშირში. ეს კავშირები მართლაც არსებობს და პატივსაცემიც არის,
მხოლოდ გარკვეულ საზღვრამდე. როცა ეს საზღვარი მიღწეულია, სხეულებრივ კავშირებს აღარ უნდა მისცე უფლება,
რომ შენი მოვალეობის აღსრულების გზაზე ბარიერად აღიმართონ.

20. მოვალეობა, რომელსაც ატმა გკარნახობს, ყველა სხვა მოვალეობას აკნინებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი
ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს. თუ შენსა და ღმერთს შორის მამაშენი დგას, შენ უფალს უნდა მისდიო და
არა მამას. სწორედ ამ იდეას ატარებს ლეგენდა პრახლადასა და ჰირანიაკაშინუს შესახებ. და აქ გამონაკლისები არ
არსებობს“.

21. არჯუნა ეხვეწება: „კრიშნა, გთხოვ, უფრო მარტივად ამიხსენი. ჩვეულებრივი ენით მითხარი: როგორ მოქმედებს
ადამიანი, რომელიც არ გააიგივებს თავის თავს სხეულთან, თუ ის ისეთ პრობლემას შეეჩეხება, როგორიც ჩემია?“
48

22. კრიშნა პასუხობს: „ასეთი ადამიანი იტყვის: „მე ვიბრძოლებ, რადგან ასე დამიწესა ჩემმა ბედმა. იგივე ბედმა აქ
მომიყვანა, რათა დჰარმას დასაცავად ვიბრძოლო. დიახ, ჩემს მოწინააღმდეგეთა რიგებში ჩემს ძმებსა და პაპას ვხედავ.
მაგრამ მათთან კავშირი მხოლოდ სხეულებრივია. დჰარმა ღმერთია და ღმერთი არის დჰარმა. ამიტომ დჰარმას მიმართ
ჩემი ვალდებულება სხვა ყველა მოსაზრებას ჩრდილავს. თუ დჰარმის გამო ჩემს ნათესავებთან უნდა ვიბრძოლო, დაე,
ასე აღსრულდეს. ბედმა ეს როლი დამიწესა და მას ვერ გავექცევი“.

23. არჯუნა, ყველაფერი ისევ და ისევ იმაზე დაიყვანება, რომ შენი მოვალეობა მკაფიოდ გქონდეს განსაზღვრული და
მთელი შენი ძალები მის შესასრულებლად გადაისროლო; ყველა სხვა მოტივი, როგორიცაა წარმატება, აღიარება,
ჯილდო და სხვა უკუაგდო.

24. ახლა კი ნება მომეცი ყურადღება მოქმედების რამდენიმე ფაქიზ ასპექტზე შევაჩერო, რომელზეც აქამდე არაფერი
მითქვამს. აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, როგორიცაა: 1. მოქმედებაში ჩართული ადამიანის ცოდნა და წარმოდგენები,
2. მოქმედების ბუნება; 3. მოქმედის ბუნება. გუნას თამაშებისა და ამ ფაქტორების კომბინაციით დიდი
მრავალფეროვნება წარმოიქმნება.

25. სატვას ტიპის ადამიანი ყოველთვის ეცდება მრავალფეროვნებაში ერთიანობა დაინახოს. ეს ნიშნავს, რომ მისი
წარმოდგენებისა და მოქმედების მოტივებს მრავალფეროვნებაში ერთიანობის დანახვის სურვილი განსაზღვრავს.

26. რაჯასას ტიპის პიროვნება სატვას მოპირდაპირე პოლუსზეა. მისი ხედვა ეგოიზმით, საკუთარ თავზე დიდი
წარმოდგენით და სიხარბით არის დაბურული. შედეგად კი იგი მხოლოდ მრავალფეროვნებას ხედავს იქ, სადაც
ერთიანობა უნდა დაინახოს.

27. რაც შეეხება ტამასას ტიპის ადამიანს, განა შეიძლება რაიმე ვთქვათ მის ცოდნაზე? იგი უმეცრებაში და
სიზარმაცეშია ჩაფლული, მისი აღქმები ზედაპირულია. შესაბამისად, მისი მოქმდება საღ აზრს მოკლებულია, რადგან
ხშირ შემთხვევაში მოქმედების მიზეზი უბრალო სიჯიუტეა.

28. მოდი ამით შევწყვიტოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს ცოდნა და წარმოდგენები ქმედებაზე. ახლა
თავად ქმედებებზე მოგითხობ, რომელიც სამი ტიპის ადამიანებს ახასიათებთ. დავიწყებ სატვას ადამიანით და
დარწმუნებული ვარ, თავადაც ხვდები, რომ მისი მოქმედებები მშვიდია, წმინდა წერილებთან შესაფერისი, და მისი
მოტივები სიყვარული და თანაგრძნობაა. საერთო ჯამში სატვას ტიპის პიროვნების მოქმდებები სიკეთეს გამოხატავს,
რაც ადამიანს ალამაზებს.

29. რაჯასას ხარიათის პიროვნება თითქოს დაძაბულობისა და ზეწოლის ქვეშ არის, მუდმივად ანთებულია. მისი
ენერგია გადმოედინება, რადგან მას მუდამ ეგოიზმი და პირადი ინტერესი ამოძრავებს. შენ იცი, რომ
პატივმოყვარეობა დიდი ძალაა. მაგრამ იგი ადამიანს აუცილებლად დიდ უბედურებამდე მიიყვანს, თუმცა მას
ავიწყდება ამის შესახებ. ეს ყვეალფერი მაიას თამაშებია! ადამიანი უარს ამბობს იმის დანახვაზე, რაც უნდა დაინახოს,
და იმას ხედავს, რაც არ არსებობს. ვიღებთ რა მხედველობაში რაჯასას ადამიანის ეგოისტურ ბუნებას, არ უნდა
გაგვიკვირდეს, რომ ის სხვის ბორბალში ჯოხის გასაყრელად ყოველთვის მზადაა.

30. ტამასას ტიპის ადამიანის მოქმედებები წინაწარ გაუაზრებელია, უპასუხისმგებლო და სრულიად უგუნურია.
თუმცა ეს გასაკვირი არც არის.

31. ახლა კი თავად მოქმედზე ვისაუბროთ. მე უკვე აღგიწერე სხვადასხვა სიტუაციაში სამი სახეობის ტემპერამენტის
ადამიანის მოქმედება და ამიტომ ახლა მოკლედ მოგახსენებ. სატვას ტიპის ადამიანი მშვიდად და გაწონასწორებულად
მოქმედებს და ყველანაირ შედეგს ღმერთის ნებად აღიქვამს.

32. რადგან რაჯასას ადამიანს ეგოიზმი ამოძრავებს, მისი ქცევები ჩქარი და თავხედურია. კეთილი თვისებები,
როგორიცაა ზრდილობა და თავდაჭერილობა მისი ნატურისთვის უცხოა. მას წარმატება აბედნიერებს, ხოლო
წარუმატებლობა დეპრესიაში აგდებს.

33. ტამასას ადამიანი დაბნეულია, მისთვის წესრიგი და ელემენტარული დისციპლინაც კი უცხოა. ამასთან ჯიუტიც
არის. იმდენად წინდაუხედავია, რომ არც უფიქრდება, მისი ქმედება თავად მას რა შედეგს მოუტანს. ყველაფერთან
ერთად ტყუილისკენ არის მიდრეკილი.

34. ახლა კი ნება მომეცი მოგიყვე, თუ როგორ მუშაობს (თუ მუშაობს საერთოდ!) ბუდდჰი (ინტელექტი, გონი) ამ სამი
ტიპის ადამიანში. სატვას ადამიანი მაღალი ინტელექტით არის დაჯილდოვებული, რადგან მას გონების სწორად
გამოყენება შეუძლია! ის მკაფიოდ განასხვავებს კარგს ცუდისაგან და სასურველ მოქმედებას არასასურველისაგან.

35. რაჯასას პიროვნება მართლაც რომ ტრაგიკული პერსონაჟია. სულის სიღრმეში მან ზუსტად იცის, რა არის სწორი
და არასწორი. მას სურს, რომ სწორად მოიქცეს, მაგრამ მისი ეგო იმდენად ძლევამოსილია, პატივმოყვარეობა იმდენად
აწვალებს, რომ საბოლოოდ ქცევის არასწორ გზას ირჩევს. სიტუაციას კი იმით ართულებს, რომ თავს
არადამაჯერებელი არგუმენტებით იმართლებს.

36. ტამასას ადამიანი, რომელიც ბუნებით ბრიყვია, სწორსა და არასწორს შორის განსხვავებას საერთოდ ვერ ხედავს. ის
სხვებს აწყენინებს და ამასთან სინდისის ქენჯნას არ განიცდის. ის ხშირად სისასტიკეს ავლენს.

37. მოქმედება ადამიანის რწმენებთან მჭიდრო კავშირშია. ადამიანი გაგების უნარზე, რწმენებზე და ცნებებზე ძალიან
არის დამოკიდებული. სწორედ ეს განსაზღვრავს მისი რწმენის ხასიათს.

38. როგორია სიტყვა „გაგების“ აზრი, კონკრეტულად რა უნდა გაიგოს ადამიანმა, როცა საუბარი ქმედებაზეა? მას
სწორად უნდა ესმოდეს, რა არის კარგი და ცუდი. როცა ამის გაგება შეუძლია, ესე იგი უნარი შესწევს მისდიოს
დჰარმას. ამ საქმეში გაგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

39. ნათელია, რომ სატვას ტიპის ადამიანს სწორად შეუძლია გაგება და ამიტომ ის გამორჩეულია, როგორც დჰარმას
მანათობელი. რაჯასას ტიპის ადამიანის გაგების უნარი, პირიქით, დაბინდულია. იგი თვლის, რომ შეუძლია ისე
49

მოიქცეს, როგორც უნდა და არ ესმის, რომ კარმას კანონი მასზეც ვრცელდება. რაც შეეხება ტამასას ტიპის ადამიანს,
რომელ გაგებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა ის უმეცრების მორევში ღრმად არის ჩაფლული?

40. ახლა რაც შეეხება ბედნიერების ძიებას. როგორც მოგეხსენება, არჯუნა, ყველას სურს ბედნიერი იყოს და ყველა
თავისებურად დაეძებს ბედნიერებას. ადამიანს ბედნიერებისაკენ სწრაფვისათვის ღრმა და საფუძვლიანი მიზეზი აქვს.
ადამიანი ხომ ჩემგან წარმოიშვა, მე კი განცხრომა და ნეტარება ვარ. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანსაც სურს მუდმივ
ბედნიერებას ეწიოს.

41. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანს კარგად არ ესმის, რა არის ჭეშმარიტი ნეტარება, და კიდევ უფრო ნაკლებად ერკვევა,
თუ სად უნდა ეძიოს იგი. სწორედ ეს არის მისი უბედურების მიზეზი. საბოლოო ჯამში კი მხოლოდ და მხოლოდ
სიყალბეს ხვდება. ნეტარება მაშინ დგება, როცა ადამიანი ღმერთს, ანუ საკუთარ გულს უერთდება. ნეტარების პოვნა
გარე სამყაროში არ შეიძლება და ადამიანები აქ ცდებიან. რამდენჯერ მითქვამს ადამიანისთვის, რომ მცდარ გზაზე
დგას. ეს ადამიანის ტრაგედიაა.

42. მოდი, უფრო დეტალურად შევჩერდები ამ თემაზე. სამყარო სავსეა საგნებით, რომლებიც გიზიდავენ და
სიამოვნებას გპირდებიან. მაგრამ ყველა მათგანი ტკბილ გარსში შეფარული შხამია. სატვა-ადამიანი ფრთხილობს.
ბუდჰას წინამძღოლობით ის იმას ირჩევს, რასაც უმრავლესობა „სიმწარედ“ თვლის. მას სიმწარე არ ამწარებს. ის
ამქვეყნიური სიამოვნებისაგან თავს იკავებს, რათა სიამოვნება ღმერთს მიანიჭოს და შედეგად მდიდრულ მოსავალს
იმკის. მოკლედ რომ გითხრა, ის, რაც დასაწყისში თაფლად გეჩვენება, შხამად იქცევა, ხოლო ის, რაც მწარედ
გეჩვენებოდა, ნექტარად იქცევა. ეს ჭეშმარიტება სატვას ადამიანისათვის ცნობილია.

43. რაჯასას სუბიექტი სიამოვნებას გაცნობიერებულად დასდევს. მას სწამს, რომ ცხოვრება სიამოვნებისათვის მიეცა
და ის ფუჭად ჩაივლის, თუ ტკბობას არ ეძებს. ამიტომ, გრძნობების დატკბობა მისი მთავარი მიზანია. რა თქმა უნდა,
მას საკმაოდ მძიმე ანგარიშსწორება მოელის და იმ დროისათვის სიბრძნის ძიება უკვე გვიან იქნება!

44. ვფიქრობ, არც კი მჭირდება ტამასას ადამიანის პოზიციის ახსნა. არჯუნა, ადამიანს ამქვეყნიური სიამოვნების
მიღების შესაძლებლობა მხოლოდ მისი ადრინდელი კეთილი ქმდებების პროპორციულად ეძლევა. მაგრამ ღმერთთან
ურთიერთობისას, სისულელეა წარსული დამსახურებების ჩამოთვლა. უსიამოვნებები, რომლებზეც ადამიანები ასე
ძალიან წუწუნებენ, კეთილი მომავლის საწინდარია. დააგროვეთ დამსახურებები და ნუ დახარჯავთ მათ. მაგრამ
მიესალმეთ უსიამოვნებებს, შემდეგ მიამატეთ დამსახურებები და ყველა ერთად გამოიყენეთ, როცა ჩემთან მოხვალთ.
მაშინ სამუდამო ბედნიერებისა და ნეტარების მოპოვებას შეძლებთ!

45. არჯუნა, მთელი ამ ხნის მანძილზე გესაუბრებოდი იმაზე, თუ როგორ მოახერხო მოქმედების განწმენდა. ცხოვრება
მოქმედბების კასკადია და თუ შენ ყოველი მათგანის განწმენდას შეძლებ, მაშინ იქ მოხვდები, სადაც უნდა მოხვდე.
მაგრამ სამწუხაროდ ღმერთისკენ მიმავალი გზა არ არის ადვილი, რადგან გუნა ყოველ ნაბიჯზეა ჩასაფრებული. გუნას
შესახებ ნიუანსების ახსნას ამდენი დრო ამიტომ დავუთმე“.

46. დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ არჯუნამ ხმა ამოიღო: „კრიშნა, რასაც შენ მეუბნები, თეორიულად მშვენიერია. მაგრამ
მე არ მესმის, როგორ უნდა განვწმინდო ყველა ის პროზაული ქმედება, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად
ჩავდივართ. მაგალითად, სუნთქვა. ყველა სუნთქავს და ეს დროში განუწყვეტელი პროცესია. მაშ, შენ მეუბნები, რომ
დრო განვწმინდო. მაგრამ როგორ მოვახერხო დროში განუწყვეტელი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის განწმენდა?“

47. კრიშნა იღიმის და ეუბნება: „მიხარია, რომ ეს კითხვა დამისვი. მოდი განვიხილოთ სუნთქვის პროცესი. მასში ორი
საფეხურია – ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. მოდი, დავაკვირდეთ ბგერას, რომელიც ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს
წარმოიქმნება. ჩასუნთქვის დროს გამოვცემთ ბგერას „სოოოოოო“, ხოლო ამოსუნთქვის დროს – „ჰააააამ“. ორი ბგერა –
„სო“ და „ჰამ“. რას ნიშნავს ისინი? „სო“ ნიშნავს „მას“, ანუ ღმერთს! „ჰამ“ ნიშნავს „ამას“, ანუ „მეს“. შეაერთე ეს ორი
ნაწილი და მიიღებ სიგნალს: „მე არის ის“, ანუ „მე ვარ ღმერთი“!

48. წარმოგიდგენია?! შენი სხეული, ღმერთის ჩანაფიქრის მიხედ- ვით გამუდმებით გიმეორებს, რომ შენ ღმერთი ხარ,
21 600-ჯერ დღეში! განა ვინმე დაფიქრებულა ღმერთის ამ გზავნილზე და გაუაზრებია მისი მნიშვნელობა? არა! შენ
მკითხე, თუ როგორ განწმინდო სუნთქვის პროცესი. ეს ძალიან მარტივია. ჯერ ნელა შეისუნთქე, შემდეგ კი
ამოისუნთქე. ბგერებს, - რომელსაც გამოუშვებ და მათ შინაგან აზრს - ყურადღება მიაქციე. სწორედ ამით განწმენდ
სუნთქვის პროცესს!

49. არჯუნა, ეს არის გააზრების და მცდელობის პროცესი. თუ შენ ნამდვილად მოინდომებ, ნამდვილად შეიგრძნობ,
რომ ღმერთი ყველაფერია; შენ შენს ყველა ქმედებას ავტომატურად დამიკავშირებ. შენ ამის კეთება
გაცნობიერებულად, ან გაუცნობიერებლად შეგიძლია, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს,
რომ ყველა შენს საქმეს ღმერთს დაუკავშირებ და ყველა საქმეს ღმერთის გასახარებლად აკეთებ.

50. მოკლედ, დროის განსაწმენდად ყველაზე მარტივი გზაა; ღმერთზე განუწყვეტლი ფიქრი, რწმენა, რომ ყველაფერი,
რასაც აკეთებ, ღმერთისათვის არის და ბოლოს, ყველა შენი მოქმედების ღმერთისათვის მიძღვნა. ახლა კი მითხარი,
განა არის აქ სირთულე? მე ვერ ვხედავ სირთულეს. უბრალოდ, ადამიანებს თავის შეწუხება არ სურთ და სამაგიეროდ,
ათასგვარ სულელურ გასართობს იგონებენ. მე ასეთ უპასუხისმგებლო საქციელზე პასუხს არ ვაგებ!“

51. არჯუნა ღრმად დაფიქრებულია. უეცრად კრიშნას ხმა აფხიზლებს. კრიშნა ამბობს: „არჯუნა, დრო მიდის. ყველა
მოლოდინშია და უმჯობესი იქნება დავდუმდე. ყველა, გამონაკლისის გარეშე, ვალდებულია ცხოვრებისეული ვალი
სწორად, გაცნობიერებულად და კეთილსინდისიერად მოიხადოს, მისი სტატუსის შესაბამისად, რომელიც
დაბადებისთანავე მიეცა.

52. სამუშაო არ უნდა მიატოვო სიტყვებით: „არა ბატონო, ეს ჩემი საქმე არ არის“. აი, რა არის სწორი: უნდა გიყვარდეს
ის, რასაც აკეთებ და არ უნდა ცდილობდე, აკეთო მხოლოდ ის, რაც გიყვარს. თუ ყველა ადამიანი მეფობას
მოინდომებს, სამეფოს რა ეშველება?
50

53. საზოგადოებას სხვადასხვაგვარი ადამიანი სჭირდება და უსაზღვროდ ბრძენმა ღმერთმა მრავალფეროვნება ამიტომ
შექმნა. მრავალფეროვნებას მიზანი აქვს. თუმცა ინდივიდმა, რომელმაც გარე მრავალფეროვნებასთან ჰარმონია იპოვა,
ამ მრავალფეროვნების მიღმა დამალულ ერთიანობასთანაც უნდა მოიპოვოს ჰარმონია, ანუ ღვთაებრივ პრინციპებს
მისდიოს.

54. შენ მებრძოლად დაიბადე და შენი ვალი უნდა აღასრულო. შენ არ შეგიძლია უარყო მოვალეობა, როგორც ამას
სანიასი გააკეთებდა. ამის ნაცვლად სანიასის მსგავსი განდგომილობა უნდა მოიპოვო და შენზე დაკისრებული
მებრძოლის ვალი მოიხადო. გაიგე?

55. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, არ აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში აყენებს ადამიანს ცხოვრება – ფერმერის,
მასწავლებლის, დიასახლისის – ადამიანმა უნდა აღასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც თავისი მდგომარეობით
აქვს დაკისრებული, ატმას სწავლების მიხედვით. და ეს არის ის მთავარი აზრი, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე
გიყვები.

56. გინდა იცოდე ერთი საინტერესო რამ? შენ უარს ამბობდი ბრძოლაზე. დავუშვათ, რომ შენ განაგრძობ გაფიცვას და
ბრძოლა უშენოდ დაიწყება. იცი რა მოხდება? ხუთ წუთში აიტაცებ შენს მშვილდისარს და ბრძოლაში გადაეშვები! შენ
მკითხავ, რატომ? შენი გუნას წყალობით. რადგან შენ სისხლით მებრძოლი ხარ. ამიტომაც დაიბადე მებრძოლად. მე
ვიცი შენი გუნას ბუნება და ამიტომ მოგანიჭე ეს როლი ჩემს კოსმიურ დრამაში!

57. ასე რომ, არჯუნა, შენ უნდა გააცნობიერო, რომ ეს კოსმიური პიესაა, შენ კი მასში მხოლოდ და მხოლოდ მარიონეტი
ხარ ღმერთის ხელში. ამიტომ, ადექი და შენი მოვალეობა აღასრულე. ეს არის ის, რაც ყველა ადამიანმა ცხოვრების
ნებისმიერ წამს უნდა აღასრულოს. მე განვკაცდი მხოლოდ იმ მიზნით, რომ შენთვის ვალის აღსრულება მესწავლებინა.
მე თავად ვასრულებ ჩემს მოვალეობებს, თუმცა, სინამდვილეში, არავითარი მოვალეობა არ მაკისრია!

58. არჯუნა, ვფიქრობ, რაც აუცილებელი იყო ყველაფერი გითხარი. ახლა არჩევანი შენზეა. ბურთი შენ მინდორზეა.
გახსოვდეს, რომ ღმერთისგან კურთხეული ხარ, რადგან მე ყველაზე დიადი ჭეშმარიტების და ყველაზე ღრმა
საიდუმლოს შეცნობის კარიბჭე გაგიხსენი.

59. კვლავ გიმეორებ: მომიძღვენი შენი აზრები და იყავი ჩემი ერთგული, თაყვანი მეცი, მომიძღვენი ყველაფერი, რასაც
აკეთებ. ასეთი ქმედებით აუცილებლად მოაღწევ ჩემამდე. ეს არის ჩემი საზეიმო დაპირება შენდამი, რადგან შენ
მართლაც ძვირფასი ხარ ჩემთვის!

60. მე ბევრ რამეს გაზიარე და გაგაოგნე კიდევაც. ახლა კი გეუბნები იმას, რაც ძალიან მარტივია. ნუ დანაღვლიანდები,
თუ სულიერი სიბრძნე არ გესმის. უბრალოდ, მე შენ ერთადერთ ნავსაყუდელად მაქციე. მთლიანად მომენდე. და
განაგრძე იმის კეთება, რაც გიწერია. სხვა დანარჩენზე მე ვიზრუნებ – ამაში გარწმუნებ!

61. არჯუნა, რაც მე გითხარი, ძალიან ღრმა აზრზეა დაფუძნებული. ეს გზავნილი მხოლოდ შენ კი არა, მთელ
კაცობრიობას ეკუთვნის ქვეყნიერების დასასრულამდე! ეს არის ჩემი მოძღვრება ადამიანისათვის. ის, ვინც გაიგონებს
და მისდევს მას, ჩემთვის ძვირფასი იქნება. ჩემთვის ის ადამიანიც ძვირფასია, რომელიც ჩემს მოძღვრებას
გაავრცელებს.

62. ბოროტება არ ეხება მათ, ვინც მე მომყვება. ის მართლმორწმუნეთა სამყაროში ამაღლდება. ო, პართჰა, ყურადღებით
ისმენდი ყველაფერს, რაზეც გესაუბრე? ახლა რის გაკეთებას აპირებ?“

63. არჯუნა ღრმა მორჩილებით პასუხობს: „უფალო, შენი წყალობით ჩემი უვიცობა განადგურებულია. ჩემი ეჭვი
გაიფანტა და ახლა ზუსტად ვიცი, რა არის ჩემი მოვალეობა. გეფიცები, მხოლოდ ისე მოვიქცევი, როგორც შენ
მიბრძანებ“.

64. როცა კრიშნას მოძღვრება დასარულს მიუახლოვდა, სანჯაიამ ბრმა მეფე დჰრიტარაშტრას უთხრა: „აი, ასეთი იყო
ღმერთის საოცარი საუბარი ადამიანთან. მე მისი მოსმენის, დანახვის და შენთვის გადმოცემის საშუალება მომეცა.
ნანახის და გაგონილისგან აღფრთოვანების გრძნობა მავსებს და თავს დალოცვილად ვგრძნობ!

65. ო, მეფეო! იცოდე, რომ ჩემი სიტყვები სრული სიმართლეა. დარწმუნებით გეუბნები, რომ სადაც კრიშნაა, სადაც
არჯუნაა, იქ მუდამ გამარჯვება, გაფურჩქვნა, სიდიადე და სამართლიანობა იქნება. ჭეშმარიტად ასე იქნება ყველგან და
ყველა დროში, რადგან მიზანი და მისი აღსრულების საშუალებები კეთილშობილია. რადგან ყველაზე საუკეთესო
მიზანი არის ღმერთი, ხოლო ყველაზე საუკეთესო საშუალება არის დჰარმას დაცვა.

66. ღმერთი არის დჰარმა და ღმერთთან მისვლა მხოლოდ მისი დაცვით შეიძლება. ის, ვინც დჰარმას უარყოფს,
საბოლოო ჯამში დაიღუპება, თუმცა შეიძლება მოგეჩვენოს, რომ დროებით წარმატებას მიაღწია. ამაშია ღვთაებრივი
გზავნილის მარილი, ჩემო მეფეო“.

რჩევები მასწავლებლებს
თავი პირველი

ბჰაგავადგიტა დაყოფილია თვრამეტ თავად და თითოეული თავი განსაზღვრული ტიპის იოგას სახელს ატარებს.
ტექსტი, ძირითადად, იოგაშასტრას კატეგორიას მიეკუთვნება, ანუ მეცნიერებას ღმერთის შესახებ. კონკრეტულად კი
ატმაჯნიანას, რაც ნიშნავს სწავლებას უნივერსალურ „მეზე“.

სიტყვა იოგა დაახლოვებით ასე ითარგმნება: მოქმედება, რომელსაც მივყავართ ადამიანის ღმერთთან შეერთებამდე.
პირველ თავს ეწოდება „არჯუნა ვიშადა იოგა“. მასში მოთხრობილია არჯუნას საწყალობელი მდგომარეობის შესახებ,
რომელმაც სასტიკ ტანჯვამდე მიიყვანა იგი და აიძულა საყუდელი ღმერთში ეპოვნა. ასე რომ, პირველი თავის
51

მთავარი იდეა შემდეგშია: შეიძლება უბედურებამ მიგვიყვანოს ღმერთის მკლავებამდე, რომელიც მუდამ გაშლილია
ჩვენთვის და ხშირად ასეც ხდება.

შესავალი თავი არ უნდა განვიხილოთ როგორც წინასაომარი მოვლენების ტრადიციული აღწერა.


მასწავლებელმა/ინსტრუქტორმა ყურადღება შემდეგ მნიშვნელოვან მომენტებს უნდა მიაქციოს:

• ხშირად, სწორედ უბედურებას მივყავრთ ღმერთთან. მასწავლებელმა უნდა განიხილოს ცხოვრებისეული


მაგალითები. აქვე შეიძლება კუნტის, არჯუნას დედის ლოცვის შესახებ საუბარი: „კრიშნა, დაე უბედურება მუდმივად
თან მსდევდეს მე. მინდა, რომ მაკურთხო უბედურებებით, რადგან მხოლოდ უბედურება დააფიქრებს ადამიანს
ღმერთზე. მე კი მინდა მუდამ შენზე ვიფიქრო!“ ასევე შეიძლება ვახსენოთ ამონარიდი „გიტავაჰანადან“, სადაც სვამი
ამბობს, რომ უბედურება ადამიანის კეთილი მეგობარია.

• განიხილეთ იმის მნიშვნელობა, რომ კრიშნასა და არჯუნას საუბარი შუა ბრძოლის ველზე გაიმართა (ამის მიზეზია
მსჯელობის ობიექტურობა. სასამართლოში მოსამართლე ერთნაირი მანძილითაა დაშორებული ორ დაპირისპირებულ
მხარესთან, რაც მას მიუკერძოვებელი მსჯელობის საშუალებას აძლევს).

• ობიექტური მსჯელობა მოითხოვს განდგომილობას. მასწავლებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მოსწავლეების
გონებაში ჩაბეჭდოს კრიშნას სწავლება განდგომილობის შესახებ, რაც შემდგომ თავებში გაიშლება.

• განიხილეთ, რა გვაფიქრებინებს, რომ არჯუნა გიტას დასაწყისში არ იყო განდგომილი (მიჯაჭვული იყო). ეს თემა
მეორე თავის შესწავლისას დეტალურად უნდა იქნას დამუშავებული.

მასწავლებელს/ინსტრუქტორს შეუძლია ამ თავის სწავლების რამდენიმე გზა აირჩიოს. მას შეუძლია ჯერ აუხსნას
მოსწავლეებს კურუკშეტრეს ბრძოლის წინ მომხდარი მოვლენების შესახებ და შემდეგ გადავიდეს პირველი თავის
სცენაზე; შემდეგ წააკითხოს თავი და ბოლოს გაანალიზებინოს ის. შეიძლება საინტერესო იყოს მსჯელობა იმაზე, თუ
როდის და რა მიზეზით ახსენდებათ მოსწავლეებს ღმერთი. ასევე, შეიძლება ვახსენოთ წმინდა კაბირუ, რომლის
სიმღერები გვეუბნებიან, რომ ღმერთს ადამიანი მაშინ იხსენებს, როცა განსაცდელშია და არასოდეს ფიქრობს მასზე,
როცა საქმე კარგად მისდის. კაბირუ ამატებს: ადამიანმა ღმერთი მაშინ რომ ახსენოს, როცა არაფერი უჭირს, განა რაიმე
უბედურება შეემთხვეოდა? განა ღმერთი მას არ დაიცავდა? გამოიკვლიეთ, რას ფიქრობენ მოსწავლეები ამის შესახებ.
ასევე ჰკითხეთ მათ, ხომ არ სმენიათ ისტორიები, როცა ადამიანი უბედურების გზით მიდის ღმერთთან.

განიხილეთ მოსწავლეებთან, თუ რას გვეუბნება სვამი ტანჯვის შესახებ თავის „გიტავახანაში“, ასევე, არჯუნას
მდგომარეობა გიტას დასაწყისში. რა გაკევთილის მიღება შეიძლება აქედან? მასწავლებელმა ამ თემას განსაკუთრებით
უნდა გაუსვას ხაზი.

ასევე, წამოჭერით საკითხი იმაზე, რომ ცხოვრება ბრძოლას გავს და ზოგჯერ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება, თუ
რომელი მხარე დავიჭიროთ. რა ვქნათ ასეთ შემთხვევში? აი, სწორედ აქ ხდება გიტა მნიშვნელოვანი. მთელი კურსის
მანძილზე ამ ასპექტზე ყველა შესაძლო ხერხით და ყველა შესაძლო მომენტში უნდა გავამახვილოთ სტუდენტების
ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა არა მხოლოდ იცოდნენ, არამედ გრძნობდნენ ამას!

ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს პირველი თავი მხოლოდ მოვლენების აღწერას წარმოადგენს. ამიტომ მოსალოდნელია,
რომ მას ნაკლები ყურადღება დაეთმობა. მაგრამ ეს არ არის სწორი. მასწავლებელმა უნდა იპოვოს საშუალება, რათა
მაჰაბჰარატას მთავარი პერსონაჟების: მჰიშმას, დრონას, კარნას, დურიოდჰანას და შაკუნის ხასიათები გახსნას. მათ
ორეულებს ცხოვრებაში ჩვენ ყოველწამიერად ვხვდებით. ეს პერსონაჟები პროტოტიპები არიან. მათი ცხოვრება და
პიროვნული თვისებები ბევრ ღირებულ გაკვეთილს გვასწავლის. კარგი მასწავლებელი მოცემული კურსისათვის
შესაფერის ბევრ სხვადასხვა მაგალითს შეკრებს.

მასწავლებელს რამდენიმე მომენტი კარგად უნდა ესმოდეს. გიტა პირველად ღმერთმა გადასცა ადამიანს. შემდეგ კი
ადამიანები ერთმანეთს უყვებოდნენ მის შინაარს. ადამიანები კი გიტას სწავლებას სხვადასხვა კუთხით უდგებიან.
ზოგიერთი ზედმეტ პედანტურობას და ღრმა მეცნიერულ მიდგომას გამოავლენს. ისინი სხვადასხვა კომენტარის
შინაარსის, ამა თუ იმ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობის შესახებ დაობენ. სხვები კი მიდრეკილი არიან გიტას, რამაიანას,
მაჰაბჰარატას და სხვა სანატანას (მარადიული) დჰარმის წმინდა წერილების ციტირებისაკენ. ყველა ეს ტექსტი ძალზე
მიმზიდველია, ადამიანები ადვილად ციტირებენ გიტას და გაბედულად საუბრობენ მის შესახებ. მაგრამ მხოლოდ
ერთეულებს ესმით, თუ რა არის გიტა რეალური ცხოვრებისათვის. აქ მნიშვნელოვანია „ღმერთის გზავნილის“
ისტორია. იგი გვიხსნის, თუ რა არის ნამდვილი ათვისება.

გიტა არის ცხოვრების სახელმძღვანელო! ეს არის მთავარი, რაც გიტას შესახებ უნდა გავიგოთ. მაგალითად, სვამის
მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა მოვიყვანოთ: „განათლება ცხოვრებისათვის, და არა სიცოცხლის
შენარჩუნებისათვის!“ სწორედ ასეთ განათლებას გვაძლევს გიტა. დღეს ხმარებაში შემოვიდა სიტყვა „EDUCATE“
(ჭეშმარიტი განათლება) და უნდა გვახსოვრეს, რომ გიტა და მისი კომენტარები, რომელიც ბჰაგავანმა ბაბამ მოგვცა,
არის მთავარი წიგნები, რომელსაც უნდა მივსდიოთ.

დავუბრუნდეთ საკითხს, თუ რა ხერხით სჯობს მოსწავლისათვის გიტას გაცნობა. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ 1.
გიტას დაკავშირება თანამედროვე პრაქტიკულ საკითხებთან კურსს უფრო საინტერესოს ხდის მოზარდებისათვის; 2.
გვეხმარება ისიც, რომ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სწავლების პროცესში. ეს ორი ტაქტიკა მათ
ყურადღებას მიიპყრობს.

თავი მეორე

თავს ეწოდება „სანქჰია იოგა“, რაც ნიშნავს „სიბრძნის ფილოსოფიას“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ხსნის, თუ
როგორ მიჰყავს სულიერ ცოდნას ადამიანი ღმერთამდე. ეს თავი ძალიან მნიშვნელოვანია. ის მდიდარ წარმოდგენას
გვიქმნის ადამიანის ჭეშმარიტ ბუნებაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მან ცხოვრებაში, განდგომილობის
მნიშვნელობაზე და სწორი დასკვნების გამოტანის გზებზე.
52

ცხოვრება ადამიანს ბევრი პრობლემისა და ბარიერის წინაშე აყენებს; ზოგჯერ კი შეიძლება „ბრძოლაში ჩაბმა“ გახდეს
საჭირო. სწორედ ასეთ მომენტში გვაძლევს კრიშნა თავის გზავნილს. ეს ადვილად გასაგები ფორმით უნდა ავუხსნათ
მოსწავლეებს.

ამ თავის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებია:

• ადამიანი არის მარადიული სული, ანუ ატმა და მან ჭეშმარიტ „მედ“ თავისი სხეული არ უნდა აღიქვას.

• ადამიანმა თავი მარადიულ სულთან უნდა გააიგივოს და ყოველთვის მისი პრინციპების შესაბამისად, ანუ
მარადიული სულის ბუნების შესაბამისად უნდა მოიქცეს. ამას ეწოდება სვადჰარმა (საკუთარი დჰარმა) ან ატმადჰარმა.

• ცხოვრება არის ვალდებულებების წყება. კვების პროცესიც კი სხეულის წინაშე ვალდებულებაა და მისი
შესრულებისას უნდა გვახსოვდეს, თუ რა არის სხეულის ნამდვილი დანიშნულება.

• ვალდებულებები სხვადასხვა სახის არსებობს: საკუთარი თავის მიმართ, მშობლების, ოჯახის, საზოგადოების,
ქვეყნის, კაცობრიობის, მთლიანად ბუნებისა და, რა თქმა უნდა, ღმერთის წინაშე.

• გიტას სილამაზე იმაშია, რომ ის განუყოფლად ჩააქსოვს ერთმანეთში ვალდებულებებს, რომლებიც თითქოს
ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან და ერთიან ქსოვილს ქმნის - ვალდებულებას ღმერთის წინაშე.

• ასე რომ, ყველა ცხოვრებისეული ვალდებულება ისე სრულდება, როგორც ღმერთის მიმართ ვალი, როგორც მის
მიმართ ძღვენი, მსხვერპლშეწირვა. ეს არის ღმერთის რჩეულად გახდომისათვის ყველაზე უკეთესი და მარტივი გზა.

• უმჯობესია შეასრულო ვალდებულება და მის საზღაურად არ ელოდო ჯილდოს, არ იფიქრო წარმატებაზე, არამედ
სიყვარულით მიუძღვნა ქმედება ღმერთს.

• ამის განსახორციელებლად საჭიროა უშფოთველობა, გაწონასწორებულობა. ეს კი, თავის მხრივ გონების კონტროლს
და გრძნობათა შეკავებას მოითხოვს.

• უშფოთველობა რთულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნებაში და კრიტიკულ სიტუაციებში ობიექტური


გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს რომ, არჯუნას მდომარეობა
ამ კუთხით გაანალიზონ.

სტუდენტებს უნდა მოვაფიქრებინოთ ცხოვრებისეული მაგალითი სიმშ- ვიდის როლზე, ადამიანის მიერ კრიზისის
გადალახვაში. განიხილეთ მათი მაგალითები და ასევე განიხილეთ, თუ რა სავალალო შედეგი მოჰყვება, თუ ადამიანს
არ აქვს განდგომის უნარი.

ჭეშმარიტების ჩანერგვა, რომ ადამიანი არის არა სხეული, არამედ ატმა, ადვილი არ არის. იგი მართლაც რომ უნდა
„ჩაუბეჭდო თავში“ სტუდენტებს. რაც უნდა იყოს, ეს არის სვამის მთავარი სწავლება.

არ არის მარტივი, მოსწავლეს გააგებინო, რა არის ატმა. შეიძლება ასეთი ლოგიკური გზა აირჩიოთ: „ღმერთი სხვა
არსებებშიც ცხოვრობს (ცხოველში, ფრინველში, თევზში, მცენარეში და სხვა ადამიანებში). ამიტომ, მე მათ არასოდეს
მივაყენებ ზიანს. მე აზრიც არ უნდა დავუშვა მათთვის ტკივილის მიყენების შესახებ“.

აშკარაა, რომ ეს რთული თავია. მასწავლებელი შეიძლება კმაყოფილი იყოს, თუ მან მოსწავლეებს შემდეგი ცნებები
მაინც შთააგონა:

• ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია.

• ვალდებულებას არასოდეს უნდა გაექცე.

• ვალდებულება უნდა აღასრულო უანგაროდ და სიყვარულით.

• ვალდებულება უნდა აღასრულო ყოველგვარი ჯილდოს მოლოდინის გარეშე.

• ვალი უნდა აღასრულო, როგორც ღმერთისადმი ძღვენი.

თუ ეს ცნებები მოსწავლის თავში ჩაიბეჭდა, მასწავლებელს შეუძლია შედეგით კმაყოფილი იყოს!

თავი მესამე

ამ თავს ეწოდება „კარმა იოგა“ და აღწერს, თუ როგორ მივა ადამიანი ღმერთთან უანგარო მოქმედების გზით. იმ
შემთხვევაშიც კი, როცა სულიერი მაძიებელი არ იცავს გიტას სხვა წესებს, მაგრამ მან მთლიანად შეითვისა ამ თავის
სწავლება და მისდევს მას, მაშინ ის მიაღწევს მიზანს!

ნათქვამია, რომ ცხოვრების ყველა წამი უნდა გასულიერდეს. რადგან ცხოვრება არის დაუსრულებელ ქმედებათა რიგი,
გამოდის, რომ ყველა ქმედება უნდა გასულიერდეს. კარმა იოგა გვიხსნის, თუ რა გზით შეიძლება ამის მიღწევა.

კარმა იოგას ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებია:

• უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, და არ აკეთო მხოლოდ ის, რაც მოგწონს! (პარაგრაფი 5).

• აკეთე ის, რის ვალდებულებაც გაქვს, და ნუ იდარდებ შედეგზე (პარაგრაფი 8).

• მოქმედებაში უნდა ჭარბობდეს გაცემის ელემენტი და ნაკლები უნდა იყოს მიღება (პარაგრაფი 11).

• ქმედება წმინდა ხდება, თუ ის სრულდება უანგარო სიყვარულით (პარაგრაფი 21).

• გაუზიარეთ და გამოხატეთ ზრუნვა. ასეთი უნდა იყოს მოქმედების სული (პარაგრაფი 22).

• სურვილები აბინძურებენ ქმედებას (პარაგრაფი 43).


53

ბევრ მოსწავლეს ამ იდეების მიღება გაუჭირდება. მაგრამ მასწავლებელი ამის გამო არ უნდა განაწყენდეს. მან
შესაბამისი მაგალითები (მაგ. დედა ტერეზას ცხოვრებიდან) უნდა მოიყვანოს და უნდა ეცადოს, რომ მოსწავლეებმა
იდეები შესაბამისად აღიქვან. თუ შესაძლებელია, სკოლამ უნდა მოაწყოს ბანაკი, სადაც მოსწავლეები გამოცდილებით
შეიგრძნობდნენ უანგაროდ მომსახურების სიხარულს.

ახლა გავრცელებულია აზრი, რომ ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ ჩვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე, შევიცვალოთ
კარიერა და ა.შ. ეს საკითხი ფრთხილად უნდა დამუშავდეს. სავსებით შესაძლებელია, რომ ცხოვრებამ ადამიანი მის
შინაგან ბუნებასთან შეუთავსებელი სიტუაციის პირისპირ დააყენოს. ეს ძალიან ბევრჯერ მომხდარა. მაგალითად,
არტისტული ბუნების ადამიანი იძულებულია ჩინოვნიკად იმუშაოს. ის კარიერის შეცვლის შესაძლებლობას ეძებს და
ბოლოს განახორცილებს ამას. დგება საკითხი: რა არის ამაში ცუდი? აქ საუბარი არ არის ასეთ სიტუაციებზე. ახლა
განვიხილოთ სხვა მაგალითი: მოხუცი მშობლების ვაჟი გადაწყვეტს, უკეთესი ცხოვრების საძებნად საზღვარგარეთ
გამგზავრებას, რადგან მას არ მოსწონს თავისი სამსახური. ეს არის ის, რასაც არ ამართლებს სვამი და კრიშნა.
კონტრარგუმენტები სუსტია.

ზოგადი შენიშვნა: მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა მიაწოდოს ის ასპექტები, რომელთა მიღება მოსწავლეს არ
გაუჭირდება. რთული საკითხების გადადება შეიძლება. გიტაში ბევრი იდეა არაერთხელ მეორდება და ამიტომ
პირველი კითხვის დროს გვერდზე გადადებული საკითხები მოგვიანებით შეიძლება განიხილოთ. ვიმედოვნებთ, რომ
თვრამეტი თავის გავლის შემდეგ მოსწავლეების გაგების უნარი გაღრმავდება და ისინი მზად იქნებიან მიიღონ
იდეები, რომლებსაც ადრე არ ეთანხმებოდნენ.

თავი მეოთხე

გიტას მეოთხე თავს ეწოდება „ჯნიანა-კარმა-სანიასა იოგა“ და მასში საუბარია ცოდნის, მოქმედებისა და
განდგომილობის ერთიან გზაზე. ორი სიტყვით, იგი წარმოადგენს ქმედებას უფრო ფართე პერსპექტივაში: 1. მთელ
კოსმოსთან მიმართებით და 2. საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან მიმართებით.

ჯერ განიხილება მიწიერი სამყარო, როგორც ქმნილება. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მიწიერ სამყაროში ესა თუ
ის არსება ამა თუ იმ სახით მოქმედებს, გონიერია ის, თუ უგონო. ყველა არსება, ადამიანის გარდა, ღმერთმა ამა თუ იმ
სპეციფიკური ცხოველქმედების განსახორციელებლად „დააპროგრამა“. ადამიანის შემთხვევაში კი ასე არ მოიქცა.
ღმერთმა ადამიანს გასაგებად აუხსნა, როგორ უნდა ემოქმედა. მაგრამ ქმედებების არჩევანი მთლიანად ადამიანზეა
დამოკიდებული. ადამიანმა თავად უნდა გაანალიზოს ვარიანტები, რომლებიც ღიაა მისთვის და მათგან სწორი
შეარჩიოს. სხვა სიტყვებით, ადამიანმა ის კი არ უნდა აკეთოს, რაც სურს, არამედ უნდა აკეთოს ის, რაც მისი
ვალდებულებაა. თუ ეს ასე ხდება, მაშინ ადამიანი ღმერთის მიერ დაწესებული მორალური კანონით მოქმედებს. თუ
ადამიანი უარყოფს ღმერთის კანონებს, მის ცხოვრებაში სირთულეები იწყება.

შევადაროთ სამყარო ველოსიპედის ჯაჭვს. მოსწავლეებს შეიძლება ასე ავუხსნათ: როგორც კონუსი ერთმანეთთან
მჭიდროდ აერთებს ჯაჭვს და კბილანებიან ბორბალს, რომელზეც ის ტრიალებს, ისევე შექმნა ღმერთმა სხვადასხვა
არსებების ქმედებებს შორის იდუმალი და დაუძლეველი კავშირი. თუ ოკეანის ფსკერზე პლანქტონი არსებობს, ის იქ
განსაკუთრებულ მიზანს ემსახურება. თუ ნიადაგში ბაქტერიებია, ესეც განსაზღვრული ფუნქციის შესასრულებლად
მოხდა, და ასე უსასრულოდ. ადამიანმა არ უნდა დაარღვიოს ღმერთის მიერ დაწესებული წონასწორობა.

ჩენს დროში, როცა ყველამ იცის „მწვანეების“ საზოგადოების მოძრაობის შესახებ, არ არის რთული მოსწავლეების
დარწმუნება, რომ ადამიანის სიხარბე ბიოსფეროს ანადგურებს და ეკოლოგიურ ბალანსს არღვევს, რაც ასე
მნიშვნელოვანია ადამიანის გადარჩენისათვის.

ამასთავანე, დღეს, როცა ადჰარმა ნორმად იქცა მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, მასწავლებელს გაუჭირდება
აუხსნას მოსწავლეებს, რომ ადამიანმა ადჰარმას გზით სიარული ზედმიწევნით უნდა უარყოს. თუ ცოდვის შიში გაქრა,
მაშინ ადჰარმას შიშიც გამქრალია. მოსწავლეთა განწყობის შესაცვლელად ერთ-ერთი გზა მათი დარწმუნების
მცდელობაა, რომ დჰარმას საპირისპირო ქმედებები და ცოდვები ღმერთს დიდ ტკივილს აყენებს.

ერთ-ერთი თემა, რომელიც მეოთხე თავშია წამოჭრილი, წლების მანძილზე დავას იწვევდა. ეს არის ვარნას (კასტების)
სისტემა. თანამედროვე ინდოეთში კასტურმა წყობამ ნეგატიური ელფერი შიეიძინა, რამაც ამაზრზენი ქმედებების
რიგი, მათ შორის სასტიკი დისკრიმინაცია გამოიწვია. გიტაში კრიშნა აცხადებს, რომ კასტური სისტემა მან შექმნა. ამ
მიზეზით ბევრი აკრიტიკებდა გიტას. მასწავლებელს ამ თემის განხილვაში დაეხმარება „ღმერთის გზავნილში“ იგივე
თემის განხილვა.

თანამედროვეობაში ვარნას სისტემა ზოგადად, საზოგადოების ფენებად დაყოფას ესადაგება. ყველა საზოგადოებაში
არიან ინტელექტუალები, ადმინისტრატორები, სამხედროები, ვაჭრები, კომერსანტები, მომსახურების სფეროში
დაკავებული ადამიანები და ა.შ. მაგალითად ფაბრიკაში მუშები „თეთრ და ლურჯ საყელოებად“ იყოფიან. ისმის
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც რომელიმე კონკრეტულ ფენას მიეკუთნება, სხვა ფენის
წარმომადგენლებთან, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მათ მიმართ? ეს საკითხი ყველა ქვეყანაში
აქტუალურია.

ეს საკითხი გიტაში განხილულია და სვამიც ყველგან საუბრობდა მასზე. ზოგადი აზრი შემდეგია: ყველა ფენა უნდა
იქცეოდეს ისე, თითქოს ემსახურება სხვა ფენებს.

კარგი იქნება, თუ მასწავლებელი მოსწავლეებს, სვამის სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის სხეულის „ოპერატიული
სისტემის“ მოქმედებას აუხსნის. სხეულში ბევრი სისტემა ფუნქციონირებს (ისე, როგორც ბევრი ფენა საზოგადოების
სხეულში): სასუნთქი, ნერვული, სისხლის მიმოქცევის, გამოყოფის, საჭმლის მომნელებელი და სხვა. მათგან არც ერთი
არ ითვლება სხვაზე უკეთესად და ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ, რითაც მთელი სხეულის
სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფენ. ასევე უნდა იმოქმედოს საზოგადოების სხვადასხვა ფენამ, რათა
საზოგადოება ჯანმრთელი იყოს. ჩვენს დროში, ე.წ. „ყველაფერი ჩემთვის“ თაობის დროში, ეს თემა ფაქიზად უნდა
დამუშავდეს.
54

თავი მეხუთე

გიტას მეხუთე თავს ეწოდება „კარმა-სანიასა იოგა“ და მასში საუბარია მოქმედებისა და განდგომილობის
ფილოსოფიაზე. განიხილება ღმერთამდე მისასვლელი ორი, ერთი შეხედვით, განსხვავებული გზა. ღმერთი ყველგან
სუფევს, ჩვენშიც და გარემოშიც. შეიძლება დავიწყოთ გარედან და წავიდეთ შინაგანისაკენ. ეს შედარებით მარტივი
გზაა, რომელიც ადამიანთა უმრავლესობას მიესადაგება. ის ადვილად ითვლება, რადგან ადამიანთა უმრავლესობის
ყურადღება სწორედ გარემოზეა კონცენტრირებული. ამიტომ, ყველაზე ბუნებრივი გზაა ეძიო ღმერთი გარე სამყაროში
და შემდეგ მისი ძიება შენს შინაგან სამყაროში განაგრძო.

მეორე გზა საკუთარ თავში ღრმა ჩაძირვა, იქ ღმერთის აღმოჩენა და, როგორც ბოლო შტრიხი, მის მიმართ ღირსეული
მსახურების უნარის გამომუშავებაა. ეს გზა ჩვეულებრივი მოკვდავებისათვის რთულია, რადგან მათ არ გააჩნიათ ის
გონებრივი მზაობა, რომელიც მსგავსი მოგზაურობის განსახორციელებლად არის საჭირო. ამასთანავე, აუცილებელია
გონების მკაცრი დისციპლინის შენარჩუნება, რაც მხოლოდ გულდასმით ვარჯიშის შედეგად მიიღწევა და,
შესაბამისად, ჩვეულებრივი ადამიანისათვის არ არის ადვილი. ყოველთვის არსებობს „ლიანდაგიდან გადავარდნის“
საშიშროება. სირთულეების მიუხედავად, შინაგანი სამყაროდან დაწყება და შემდეგ გარესამყაროში გადასვლა და ამ
გზით ღმერთის მოპოვების წრის შეკვრა უფრო ღირებული ხერხია.

სვამი ჰყვება ხოლმე ორი ბრძენის – ჯნიანადევისა და დამდევის ისტორიას. ჩრდილოეთ ინდოეთში მათ შესახებ
იგავები ძალიან პოპულარულია. ჯნიანადევი ჩაძირული იყო თვითშემეცნებაში და უფორმო ღმერთს ეძებდა. ნამდევი
კი პირიქით, დაუღალავად ღაღადებდა ღმერთის სახელით. ერთხელ ისინი უკაცრიელ ადგილას მიაბიჯებდნენ და
უეცრად წყურვილი იგრძნეს. გზაზე ჭა შეხვდათ, მაგრამ ვერც სათლი იპოვეს და ვერც კიბე, წყალი კი ძალიან ღრმად
იდგა. მაშინ ჯნიანადევიმ თავის მაგიურ ძალას მიმართა და ფრინველად გადაიქცა. ის ჩაფრინდა ჭაში, წყურვილი
დაიკმაყოფილა, ამოფრინდა და ისევ ადამიანური სახე მიიღო. ნამდევის არ ჰქონდა ასეთი უნარები, ამიტომ ის
უბრალოდ იდგა და ღმერთის სახელს მღეროდა. უეცრად წყალმა მატება იწყო, როცა ნაპირს მიუახლოვდა, ნამდევიმ
წყურვილი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დაიკმაყოფილა. სვამი ამბობს, რომ ცოდნის ადამიანი თავად უნდა
მიუახლოვდეს წყალს, ხოლო ერთგულების ადამიანს წყალი თავად პოულობს და უახლოვდება. ამ ისტორიის მორალი
ისაა, რომ დღევანდელ პირობებში უფრო ადვილია გარესამყაროდან (ღმერთის მორჩილების ტრადიციული გზით)
დავიწყოთ და შემდეგ ჩავიძიროთ შინაგან სამყაროში.

მოვიყვან კიდევ ორ მაგალითს, ორივე ბაბას მიერ არის ნათქვამი და ეხება ორ გზას. ჯერ წარმოვიდგინოთ ორი წრე –
ერთი ძალიან დიდი (უსასრულო) და მეორე პატარა. დიდი წერე ღმერთის სიმბოლოა, პატარა კი – ადამიანის.
დავუშვათ, რომ პატარა წრე დიდის გარეთ არის. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ პატარა წრე იწყებს შევიწროვებას
მანამ, სანამ გაქრება. დაგვრჩა მხოლოდ დიდი წრე. პატარა წრის შევიწროვება არის ინდივიდუალური ეგოს გაქრობის
სიმბოლო. როცა ეგო ქრება, რჩება მხოლოდ ღმერთი, რადგან ინდივიდი მას შეერწყმება.

ახლა კი სიტუაცია პირიქით განვიხილოთ. გვაქვს პატარა წრე, რომელიც დიდშია მოთავსებული. პატარა წრე
გადიდებას იწყებს. თანდათან მიიღწევა შედეგი – პატარა წრე დიდს შეერწყმება. გაფართოვების ეს პროცესი არის
ძიების გზაზე დამდგარი ადამიანის თვითრეალიზაციის სიმბოლო. მაძიებელი მუდმივად ეკითხება საკუთარ თავს:
„ვინ ვარ მე?“, რასაც მოსდევს პასუხი: „მე არა ვარ არც სხეული და არც გონება“. მაშინ ისმის შემდეგი კითხვა: „მაშ ვინ
ვარ მე?“ და პასუხი შემდეგია: „მე ვარ ჭეშმარიტი „მე“, ანუ ატმა“. ეს პასუხი თავში კი არა, გულში უნდა მოვიდეს. ეს
არის ყველაზე მთავარი.

ახლა კი მეორე ანალოგია. წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც ჯაჭვით არის დაბმული. დავუშვათ, რომ ადამიანი
ზომაში მცირდება. როცა ის საკმარისად დაპატარავდება, ჯაჭვიდან თავის დახსნას შეძლებს. ეს სიმბოლო
ერთგულების გზას შეესაბამება. ამასთანავე, შეიძლება ადამიანი სულ უფრო გაიზარდოს და ბოლოს დადგეს მომენტი,
როცა ჯაჭვი ვეღარ გაუძლებს, დაიმსხვრევა და ადამიანს თავისუფლების გზა გაეხსნება. საკუთარი თავის
„გაფართოვების“ გზით გათავისუფლება - თვითანალიზის გზას შეესაბამება.

ამრიგად, განიხილება ორი გზა, რომელიც განსხვავებულად გვეჩვენება. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მათ
მსგავსებაც გააჩნიათ. მსგავსება შემდეგშია: 1. ეგოს მსხვრევა, 2. უნარი დაინახო ღმერთი ყველგან და ყველაფეში. ეს
შეუძლებელია, თუ ადამიანს არ შეუძლია გონებისა და გრძნობების მართვა. არ შეიძლება ამორალურ ცხოვრებას
მისდევდე და ამასთან გამოაცხადო, რომ ღმერთის ერთგული ხარ. მნიშვნელოვანია ამ აზრის მოსწავლეთა
ცნობიერებამდე მიტანა. გზები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ მიზანი ერთია – ღმერთი!

თავი მეექვსე

გიტას მეექვსე თავს ეწოდება „დჰიანა იოგა“ და მისი ძირითადი თემაა გონებასა და გრძნობის ორგანოებზე
კონტროლი. შეიძლება უმჯობესი იყოს სიტყვა „შეკავების“ ან „მართვის“ გამოყენება, რადგან სიტყვა „კონტროლი“
ზოგჯერ შინაგან პროტესტს იწყვევს. სინამდვილეში ეს არის თვითკონტროლი, თვითმართვა და არა გარედან
კონტროლი. ეს მნიშვნელოვანი მომენტია და მასზე ყურადღება უნდა გამახვილდეს. მოსწავლეებმა უნდა
გააცნობიერონ, რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი გონებისა და გრძნობების მართვა, რატომ არის
თვითკონტროლი მართვის საუკეთესო ხერხი და როგორ განახორციელონ ის პრაქტიკულად.

ადამიანები ამბობენ: „დაიმორჩილე გონება!“. ეს ადვილი სათქმელია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისათვის რთული
განსახორციელებელი. სვამი პრაქტიკულ რჩევას გვაძლევს. ის ამბობს რომ, ადამიანს არ შეუძლია უეცრად შეწყვიტოს
ფიქრი, მაგრამ ერთი რაღაცის გაკეთება ყველას შეუძლია: ნაცვლად იმისა, რომ გონებით ყველაფერს მოედოს,
მიმართოს იგი ღმერთისაკენ. მთელი ფოკუსი „გადაწონვაშია“. და ეს მუშაობს! მუშაობდა მილიონი ადამიანისთვის
საუკუნეების განმავლობაში და იმუშავებს ყველასთვის, ვინც მოისურვებს.

გონების ეს შემობრუნება ადრეულ ასაკში უნდა განხორციელდეს. დღეს ძალიან ძლიერია გონებაზე თანატოლებისა და
გარემოცვის ზეწოლა. გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის წყაროები მოქნილად იყენებენ მას ფულის საკეთებლად.
ამიტომ უნდა შეიქმნას საპირისპირო ძალა: წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგაზრდას უჭირს თანამედროვე
ინფორმაციულ სამყაროსთან გამკლავება.
55

აი, მაგალითი: ინდოეთში ბევრი ვეგეტარიანელია, მაგრამ, როცა საზღვარგარეთ მიემგზავრებიან, კვების პრობლემა
ექმნებათ. ზოგი გადახედავს თავის ღირებულებებს და ხორცის მიღებას იწყებს, ზოგი კი – არა. ისინი ერთიანდებიან
და ერთად ამზადებენ საკვებს. ცოტა ხნის წინ ბაბამ თავისი ორი სტუდენტი საავადმყოფოს მართვის სტაჟირებაზე
ამერიკაში გაგზავნა. საავადმყოფოს პერსონალმა შენიშნა, რომ ისინი ზედმიწევნით იცავდნენ ვეგეტარიანელობას,
თუმცა ეს არ იყო ადვილი. ნელ- ნელა კოლეგები, რომლებთან ერთადაც ისინი სადილობდნენ, მხოლოდ სალათისა და
პურის მიღებაზე გადავიდნენ, რათა ვეგეტარიანელების კამპანიისთვის მხარი დაეჭირათ. ხოლო როცა
ახალგაზრდების სტაჟირება დასრულდა, საზეიმო ვახშამი მოაწყეს, სადაც მთელი პერსონალი შეიკრიბა და მენიუ
მთლიანად ვეგეტარიანული იყო! ასე რომ, სიმტკიცე მოქმედებს და მუშაობს.

მასწავლებელმა მაგალითების გამოყენებით უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს, თუ რა განსხვავებაა ამქვეყნიურ


სიხარულსა, სიამოვნებასა და ღვთაებრივ ნეტარებას შორის.

რაც შეეხება იაფფასიანი სიამოვნების თავიდან აცილებას, ამისათვის კარგი ხერხია ამქვეყნიურობის ფასეულობებთან
დაბრუნება – კარგი მუსიკა, ნამდვილი ხელოვნება, ფრინველებზე დაკვირვება და ა.შ. შემდეგი ნაბიჯი არის განიცადო
სიხარული, რომელსაც მსახურება მოგანიჭებს.

თავი მეშვიდე

გიტას მეშვიდე თავს „ჯნიანა-ვიჯნიანა იოგა“ ეწოდება, რაც გამოვლენილი და გამოუვლენელი (ფარული)
ღვთაებრიობის შესახებ სწავლებას ნიშნავს. ეს კონცეფციები კრიშნასა და არჯუნას დიალოგში ვითარდება.

მოსწავლეებისათვის მათი ახსნის დროს აუცილებელია შემდეგი მომენტების ხაზგასმა:

პირველი: ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ევოლუციისა და სრულყოფის პროცესი.
პირველად იყო უხეში მატერიის ევოლუცია. ელემენტებისაგან იქმნებოდა ატომი. ატომებისაგან დგებოდა
უმარტივესი მოლეკულები და შემდეგ რთული ურთიერთკავშირები. შემდეგ შეიქმნა პირველი „ცოცხალი
მოლეკულა“. მერე კი დიდი ხნის მანძილზე ხდებოდა სახეობების ევოლუცია, რაც დარვინის მიერ იქნა აღმოჩენილი
და თანამედროვე მეცნიერებამ მისი დამტკიცება შეძლო, განსაკუთრებით მოლეკულარული ბიოლოგიის დარგში,
დეენემის ეპოქალური აღმოჩენის შემდეგ. ასე რომ, უხეში მატერიისა და სახეობების ევოლუცია წარმოადგენს ორ
განშტოებას სამყაროს განვითარებაში. მაგრამ არსებობს მესამე განშტოებაც, რომელსაც ორთოდოქსული მეცნიერება
მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ მეტაფიზიკის ინტერესის საგანია. ეს არის ცნობიერების ევოლუცია.

მეორე: ცხოველთა ცნობიერება უმდაბლეს დონეზეა და მხოლოდ გარემოს აღქმაზე დაიყვანება. ადამიანი კი სხვა
საქმეა. მხოლოდ მას შეუძლია ჩაუღრმავდეს საკუთარ არსებას და იქ აღმოაჩინოს შინაგანი სამყარო – ღმერთი.
სულიერი და უსულო მატერიის უხეში ასპექტები გამოვლენილ ღვთაებრიობას, ანუ გარესამყაროს მიეკუთნება. თუ
ყურადღება მხოლოდ ამ გარე ასპექტებზეა კონცენტრირებული, მაშინ ადამიანი ვერ აფასებს იმ შესაძლებლობების
განხორციელების უნარს, რომელიც მასშია ჩადებული. სხვა სიტყვებით, იგი გამოუვლენელ, ფარულ ღვთაებრიობას
ვერ აცნობიერებს.

მესამე: თუ ადამიანი მთლიანად გარესამყაროშია ჩაფლული, ის ადვილად ემორჩილება ძირეულ უმდაბლეს


ინსტინქტებს და შეიძლება ცხოველურ დონემდე დაეცეს, ან სულაც დემონად – უგულო ურჩხულად იქცეს. იმის
მიუხედავად, რომ ადამიანი როგორც ბიოლოგიური სახეობა, დროთა განმავლობაში თავად ბუნების ზეგავლენით
იხვეწებოდა, მას პირადად აკისრია თვითსრულყოფის ვალდებულება, რასაც საკუთარი ძალისხმევით უნდა მიაღწიოს
და ღმერთმა მას ამისათვის საკმარისი რესურსი უბოძა.

თუ ადამიანთა უმრავლესობა ამ მიმართულებით განვითარდება, მაშინ საზოგადოება სრულყოფილი გახდება.


მაგალითად, ევროპის ქვეყნებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. ისინი
უფრო მალე იღებენ ბუნების დაბინძურების წინააღმდეგ სხვადასხვა შეზღუდვას, ვიდრე სხვა ქვეყნები. ბიოსფეროსა
და გარშემომყოფ ადამიანებზე ზრუნვა ცივილური მიდგომის ნიშნებია.

ერთი სიტყვით, მიუხედავად ამაღლება-დაცემისა, კაცობრიობა ნელ-ნელა ერთი მიმართულებით – ცნობიერების


ამაღლებისაკენ მიდის. ამის მიუხედავად, ადამიანი, რომელიც ღმერთმა ბუფჰათი (ინტელექტი, სულიერი გონება)
დააჯილდოვა, მოვალეა ეს პროცესი დააჩქაროს და არ დაუშვას მისი ნელი და შემთხვევითი განვითარება. ადამიანს
აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს საკუთარი, და მეტიც, კაცობრიობის ბედი. მან ეს შესაძლებლობები არ უნდა
გამოიყენოს არასწორად, რაც კაცობრიობას დაღუპვამდე მიიყვანს. ათი ათასობით წლის მანძილზე შიდსი არ
არსებობდა. ადამიანმა თითქმის გაიმარჯვა ყვავილის ინფექციაზე. და აი, სულ რაღაც ორი ათწლეულის მანძილზე მან
შიდსი „გაათავისუფლა“. და ამაში მხოლოდ ადამიანის დადანაშაულება შეიძლება. ეს წმინდა წყლის უგულობაა.

სვამი მიწიერ ინტელექტზე ანუ მედჰა შაკტიზე და სულიერ გონებაზე, ანუ ბუდჰაზე გვასწავლის. მეცნიერებისა და
ტექნიკის განვითარების მთელი პროცესი, რომელსაც თანამედროვე სამყაროში ვადევნებთ თვალს, სწორედ მიწიერ
ინტელექტს ეკუთვნის. მიწიერი ინტელექტი ხშირად არასწორი მიმართულებით იღვრება და ადამიანში უსინდისო
სპეკულაციას, საზარელი იარაღის შექმნას და ა.შ აღვიძებს. ეს იმიტომ ხდება, რომ მიწიერი ცოდნა ჰარმონიაში არ
მოდის ბუდჰასთან. როგორც ერთმა ამერიკელმა მეცნიერმა თქვა, „ცოდნა არაადამიანურია თანაგანცდის,
თანაგრძნობის გარეშე, ხოლო თანაგრძობა ცოდნის გარეშე არაეფექტურია“. ეს არის თანამედროვეობის მთავარი
პრობლემა.

მოსწავლეებს ეს დებულებები უნდა შთავაგონოთ, უნდა ვაიძულოთ გაიგონ, რომ მიუხედავად მასობრივი
იმფორმაციის წყაროების მიერ საპირისპირო ინფორმაციის გავრცელებისა, მათ აქვთ უმაღლესი მოვალეობა,
კონკრეტულად კი საკუთარი უმაღლესი „მეს“ აღმოჩენა, ნაცვლად უმდაბლესი „მეს“ დონეზე დაშვებისა, რომლიდანაც
ევოლუცია უნდა დაიწყოს.

თავი მერვე
56

ამ თავს ეწოდება „აკშარა ბრაჰმა იოგა“ (რაც ნიშნავს „სწავლება განუყოფელ ბრაჰმანზე), და ადასტურებს უფლის
არსებობას ყველფან და ყველაფერში. სინამდვილეში, მთელი სამყარო – ხილული თუ უხილავი – არის ღმერთის
ასპექტი, ან პროექცია. ამიტომ სუფევს ღმერთი ყველაფერში.

ადამიანი თვლის, რომ ღმერთი თავისთავადი, სხვა ყველაფრისგან განცალკევებული, „ავტონომიური“ არსებაა. დიახ,
ღმერთი თავის უმაღლეს იპოსტასში შეიძლება აღწეროთ როგორც „ავტონომიური“. მაგრამ ამან არ უნდა დაჩრდილოს
ფაქტი, რომ ღმერთი განუყრელად არსებობს მთელ სამყაროში.

მასწავლებელმა უნდა უზრუნველვყოს მოსწავლის მიერ ორი ცნების გაგება: 1. ჩვენ გვაქვს უნარი, რომ ჩავწვდეთ
ღმერთის ყველგან არსებობას, 2. წვდომის ეს უნარი არის სწორედ ღვთაებრიობის გამოვლება, ამ შემთხვევაში ჩვენს
შიგნით.

აისისა და დაისის ხატი ყველას აღელვებს. მაგრამ ასევე აღელვებს ის ცხოველებს? შეუძლია კი ყვავს ამ ხატების
შეფასება? უდავოა, რომ ადამიანს ცნობიერება უფრო მაღალ დონეზე აქვს განვითარებული; იმასაც, ვისთვისაც
ადამიანის დარქმევა გვიჭირს! ცნობიერება არის ღვთაებრიობის „ავტოგრაფი“ და ის ყველა ჩვენგანშია წარმოდგენლი.
ეს მომენტი აუცილებლად უნდა აითვისონ მოსაწავლეებმა.

რატომ არის ეს თემა ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ, თუ ეს ფაქტი გაგებულია არა მხოლოდ თავით, არამედ
გულითაც (ეს კი ძლიერ არსებითია), მაშინ ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ იცვლება. ეს არ არის
მხოლოდ ჰიპოთეზა. ძველ ინდოეთში გაუნათლებელი გლეხიც კი არ აძლევდა თავს იმის უფლებას, რომ სხვისთვის,
მათ შორის ჭიანჭველისთვისაც, ზიანი მიეყენებინა. მისი აზრების წყობა ასეთი იყო: „საწყალი, ესეც ხომ ცოცხალი
არსებაა. არ შეიძლება მისი წყენა. მე არა მაქვს ამის უფლება“. ეს ადამიანები შეიძლება გაუნათლებელნი იყვნენ, მაგრამ
უცილობლად გამოირჩეოდნენ თავიანთი სიბრძნით. ღმად თუ გავაანალიზებთ, სწორედ ამას აქვს გადამწყვეტი
მნიშვნელობა.

განხილვა საინტერესო რომ გახდეს, მასწავლებელს შეუძლია დასვას შემდეგი კითხვა: „წარმოვიდგინოთ, რომ დღეს
ყველა ადამიანი ღმერთს ყველგან და ყველაფერში გრძნობს და ხედავს. როგორი გახდებოდა ჩვენი ცხოვრება?
მოიფიქრეთ პატარა სცენები ჩვეულებრივი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებიდან“. ან სხვა ამის მსგავსი დავალება
მისცეს მოსწავლეებს.

თავი მეცხრე

გიტას ეს თავი წოდებულია „რაჯავიდია რაჯაგუჰა იოგად“ („მეფური ცოდნისა და მეფური საიდუმლოს იოგა“). მასში
კრიშნა თავისი ღვთაებრიობის გამოვლინებაზე და ძალაზე პირდაპირ მიაქცევს ყურადღებას. ჩვენს დროში ყველაფერი
მშრალ მეცნიერულ ახსნებს ეყრდნობა. აქ, ამ საკითხებისადმი განდის დამოკიდებულება უნდა გავიხსენოთ. განდი
მხოლოდ ერთხელ გამოვიდა რადიო-მიმართვით. როცა ის სტუდიაში მივიდა, ჰკითხეს: „როგორია თქვენი აზრი
რადიოს შესახებ?“ განდის პასუხი მყარი იყო: „მე მასში ვხედავ შაკტის - ღვთაებრივ ძალას“. თუ იგივე კითხვას
მეცნიერს დაუსვამთ, მისი პასუხი იქნება: „რადიო არის მაქსველის განტოლება და მოქმედება“. ეს მართლაც ასეა,
მაგრამ ეს ხედვა მთლიანი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს.

რატომ არის სამყარო სწორედ ასე მოწყობილი? მეცნიერები ყველაფერს აგიხსნიან, მაგრამ თუ საწყისისკენ
დავიძრებით, აქ მოვლენების ახსნა მხოლოდ შესაქმით შეიძლება. საიდან გაჩნდა საწყისი ენერგიის წყარო, რაც
სამყაროს შექმნას სჭირდებოდა? აქ მეცნიერებაში ბუნდოვანი ლაქაა. როგორც სვამი ამბობს, მეცნიერება ერთ ადგილას
იწყება და მეორე ადგილას მთავრდება, შუაში კი მხოლოდ ეჭვებია. სულიერება კი პირიქით, ერთიანია და ის
ყველაფერს მოიცავს. ჩვენ, ადამიანებიც ასე ვართ და ეს კარგად უნდა გვახოვდეს.

მოცემულ თავში კრიშნა იწყებს აღწერას, თუ როგორ იმსჭვალება მისით ყველაფერი და როგორ არის ის ყველგან
წარმოდგენილი. შემდეგ თავში მისი აღწერა უფრო დეტალური ხდება. შეიძლება ითქვას, რომ მეცხრე თავი
საფუძველს ქმნის. კულმინაცია კი მეთერთმეტე თავში დგება, როცა არჯუნას აქვს პატივი იხილოს ღვთაებრივი ძალა,
რომელიც ჩვეულებრივ ადამიანის თვალისგან დაფარულია.

თავი მეათე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ თავში, რომელსაც ეწოდება „ვიბჰუტი იოგა“ (რაც ნიშნავს „ღვთაებრივი ძალის
გამოვლენის იოგას“), კრიშნა მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოააშკარავებს თავის ღვთაებრიობას. ამქვეყნად
ყველაფერი – დაწყებული ფარშევანგის სილამაზით, დამთავრებული ტაიფუნის მძვინვარებით, ღვთაებრივი ძალის,
ენერგიისა და გრანდიოზულობის გამოვლინებაა. ეს თვისებები მთლიანად გახსნილია კრიშნას სწავლებაში და იგი
ეუბნება არჯუნას: „დაიმახსოვრე, რომ შენც ჩემი შექმნილი ხარ და ყველა ღირსება, რაც გახასიათებს, უშუალოდ
ჩემგან არის!“

ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. კრიშნას მიერ გაჟღერებული იდეა საუკუნეების მანძილზე გადაეცემა თაობებს,
მაგრამ ადამიანები მას უყურადღებოდ ტოვებდნენ. რატომ? პასუხი მარტივია. ადამიანი სამყაროს ფიზიკური თვალით
ხედავს და არ ახდენს იმის ინტერპრეტირებას, რასაც გონების მეშვეობით წვდება. ღმერთი ჩანერგილია მატერიალურ
სამყაროში, მაგრამ მისი უშუალოდ დანახვა შეუძლებელია. ჩვეულებრივი თვალისათვის – სხეულებრივი თვალისა და
გონებისათვის ის უჩინარია. მისი შეგრძნება მხოლოდ გულით შეიძლება. მისი აღქმა მხოლოდ „გულის თვალით“ არის
შესაძლებელი. მოკლედ, გამოვლენილ სამყაროში ღმერთი დამალობანას ეთამაშება ადამიანს! ადამიანს, მიუხედავად
მავნე თვისებებისა, მისი პოვნის უფლება აქვს!

მასწავლებელს შეუძლია ორი პრაქტიკული სავარჯიშო შესთავაზოს მოსწავლეებს. პირველი არის დიალოგი ოკეანესა
და ტალღას შორის, სადაც ტალღა არის ადამიანის სიმბოლო, ხოლო ოკეანე – ღმერთის. ტალღა დავას წამოიწყებს
ოკეანესთან და ამტკიცებს, რომ მას დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია, ხოლო ოკეანე ცდილობს დაარწმუნოს
ტალღა შემდეგში: 1. მას არ შეუძლია ოკეანისგან დამოუკიდებლად არსებობა, 2. ის არ განსხვავდება ოკეანისაგან,
ყოველ შემთხვევაში ხარისხობრივად.
57

მეორე პრაქტიკული დავალება შემდეგია: მოსწავლეებმა ღმერთის ღვთაებრივი დიდების გამოვლენის მაგალითების
სია უნდა შეადგინონ, რომელიც მათ საკუთარ თავზე იგრძნეს, როგორც კრიშნას „სიის“ დამატება. მათ უნდა
გავაგებინოთ, რომ საითაც არ უნდა გაიხედო, შეუძლებელია ვერ შეამჩნიო ღვთაებრივი საოცრებები. მხოლოდ
მონდომებაა საჭირო. ამ მიზნით ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ სატელევიზიო სერიალები ბუნების საოცრებებსა
და ადამიანის შემოქმედებითი გენიის შესახებ.

მაშ ასე, ამ გაკვეთილის შედეგად ყველა მოსწავლეს უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ, თუ მათ რაიმე ტალანტი გააჩნიათ,
ეს უფლის განსაკუთრებული საჩუქარია, რომელიც, პირველ რიგში, საღვთო საქმისათვის უნდა გამოიყენონ.

თავი მეთერთმეტე

ეს არის თავი, რომელშიც თეორიული სწავლება ადგილს დემონსტრირებას უთმობს. მას ეწოდება „ვიშვარუპა დარშანა
იოგა“, ანუ „ამქვეყნიური ფორმის ჭვრეტის იოგა“. კრიშნა ნებას აძლევს არჯუნას, რომ მან ფიზიკურად შეიგრძნოს
უსასრულო ღვთაბრივი ძალა. ეს ძალა გამუდმებით ჩვენ ირგვლივ არის, მაგრამ ჩვენ მისი დანახვა და
გრანდიოზულობის შეფასება არ შეგვიძლია. როგორც სვამი ამბობს, განა შეუძლია ადამიანს აღიქვას სიმათლის წყარო,
რომლის შედარება მზის სიკაშკაშესა და სიდიადესთან შეიძლება? განა შეუძლია ადამიანს გამოიგონოს
ვენტილატორი, რომელიც ჰაერს ისეთი ძალით უბერავს, როგორც ქარბორბალა?

ბუნების ძალა, რომელიც დედამიწაზე გამოვლინდება, მართლაც რომ ზღვაში წვეთია. სამყაროს წიაღში, მის
გალაქტიკებში განუზომელი მოცულობის ძალები მოქმედებს. ასტროფიზიკოსებს კვლევა გაუადვილდებათ, თუ
გააცნობიერებენ, ბუნების ძალის სიდიადეს და რომ ის ღვთაებრივი ძალის მხოლოდ ფერმკრთალი ანარეკლია.

ღვთაებრივი ძლიერების გაგება ამ თავის ძირითადი თემაა. ამის გარდა უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ კრიშნა
არჯუნას „მესამე თვალს“ ჩუქნის, ანუ „გულის თვალს“, რათა მან ღმერთის უსასრულო ბუნების დანახვა შეძლოს.
როგორ შეიძლება, რომ ფიზიკურმა თვალმა, რომელიც „დაპროექტებულია“ მხოლოდ სასრულის დასანახად (სამყარო
კი სასრულია), უსასრულობა შეიგრძნოს? ამის გაკეთება მხოლოდ გულს შეუძლია, რადგან მასში არის ღმერთის სავანე
და ის უსასრულოა!

ამ ძალიან მნიშვნელოვან თავში კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც ღმერთის მიერ „დაწერილ“ და დადგმულ კოსმიურ
დრამას ეხება. შეიძლება ასეთი მეტაფორა გამოვიყენოთ: სამყარო არის დიდი თოჯინების თეატრი. ჩვენ ყველანი
მარიონეტები ვართ, ვიცით ამის შესახებ თუ არა? კრიშნა ეუბნება არჯუნას: „მისმინე! ის, რაც ბედისაგან დადგენილია,
გადაგხდება შენი მეშვეობით, შენს გარეშე, მიუხედავად შენი ძალისხმევისა! ამას ვერაფერი შეუშლის ხელს!“ მორალი
შემდეგია: ჩვენ მორჩილად უნდა შევხვდეთ იმ სიტუაციას, რომელშიც ვიმყოფებით და ჩვენი ძალები მთლიანად
მოვალეობის შესასრულებაზე დავხარჯოთ, წუწუნის ნაცვლად, რომ ღმერთი ჩვენს მიმართ უსამართლოა. სვამი
ამბობს, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს, რასაც ვაკეთებთ და არ უნდა ვეძიოთ მხოლოდ ის საქმე, რომელიც მოგვწონს.

ზოგი ადამიანი ასე ლოცულობს: „ღმერთო, დაე ვიყო შენი ინსტრუმენტი!“ ეს სულელური ლოცვაა. ყველაფერი
ამქვეყნად ღმერთის იარაღია, მაგრამ უმრავლესობას ეს არ ესმის, გარდა მცირე გამონაკლისისა. ეს თავი უნდა
დაეხმაროს მოსწავლეებს რჩეულებთა ჯგუფში მოხვედრაში.

თავი მეთორმეტე

კრიშნამ არჯუნას ღმერთის ყოვლისმომცველი ბუნება აუხსნა, ახლა კი მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად
მნიშვნელოვანია ღმერთის რჩეულად ყოფნა. ეს არის სახელგანთქმული „ბჰაკტი იოგა“, ანუ „ერთგულების იოგა“. ეს
არის მშვენიერი, მომაჯადოვებელი თავი. 2000 წელს ბრინდავანში საზაფხულო ლექციების კურსის დროს ბაბამ
ხანგრძლივი დისკუსია მიუძღვნა ამ თავის მხოლოდ ერთ ტაეპის განხილვას და ამით მიგვანიშნა, თუ რამდენად
მნიშვნელოვანია ეს თავი.

გიტაში ხშირად მეორდება კრიშნას სიტყვები: „ასეთი ადამიანი მეძვირფასება“. კრიშნას ეს სიტყვები ბევრს აბნევს.
ერთგულს შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს: „ჩვენ ღმერთისაგან სრულ მიუკერძოებლობას მოველით. ითვლება, რომ
მას ყველა თანაბრად უყვარს. მაშ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ასეთი ფრაზის მიმართ, რომელშიც
აშკარა მიკერძოება იკითხება?“ მასწავლებელმა ყველა ეჭვის გაფანტვა უნდა შეძლოს.

როგორც იტყვიან, ხელმოწერამდე გაეცანით წვრილი შრიფტით დაწერილ ტექსტს. დიახ, ღმერთს ყველა უყვარს,
მაგრამ ზოგჯერ ის ადამიანს დამსახურებისამებრ აჯილდოვებს. მარტივი და გასაგები ცხოვრებისეული მაგალითი
განვიხილოთ. წარმოვიდგინოთ მასწავლებელი, რომელსაც კლასში ყველა მოსწავლე ერთნაირად უყვარს. ერთ-ერთი
თემის დასასრულს ის საკონტროლო სამუშაოს ატარებს. სტუდენტები თავიანთ ნაწერებს მასწავლებელს აბარებენ.
ნათელია, რომ მასწავლებელი მიუკერძოვებელი უნდა იყოს და მოსწავლეებს მათი ცოდნის მიხედვით დაუწეროს
ნიშანი. განა შეუძლია მას თქვას: „მე ყველა მათგანი მიყვარს და ამიტომ ყველას ხუთიანს დავუწერ“? თუ ის ასე
მოიქცევა, მაშინ ეს იქნება პაროდია და არა საკონტროლო ნამუშევარი!

იგივე ეხება ღმერთს. როგორც დედ-მამას, მასაც ყველა თანაბრად ვუყვარვართ. მაგრამ „ცხოვრების გამოცდაზე“ ის
ჩვენი დამსახურების მიხედვით გვიწერს ნიშანს. რას ნიშნავს ჩვენი დამსახურება? სწორედ ამას ეძღვნება თავი.
დამსახურება ნიშნავს უშფოთველობას, მოთმინებას და ა.შ. და რას ნიშნავს ღმერთის მიერ ნიშნის დაწერა? წყალობას!
წყალობა მოგვეფინება ჩვენი დამსახურების პროპორციულად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთს ყველა თანაბრად
უყვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისგან წყალობას ყველა თანაბრად იღებს. ყველას წყალობის მიღების თანაბარი
შანსი აქვს, მაგრამ მას, ვინც სწორად გამოიყენებს შანსს, რა თქმა უნდა უპირატესობა ეძლევა.

თავი მეცამეტე

ეს თავი წინა თავების ბუნებრივი გაგრძელებაა და მასში კრიშნა ოდნავ სხვა რაკურსში გადმოგვცემს, თუ როგორ უნდა
ვიცხოვროთ. მას ეწოდება „კშეტრა-კშეტრაჯნა იოგა“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „იოგა იმისა, თუ როგორ
განვასხვავოთ ერთმანეთისაგან „ველი“ და ის, ვინც „ველს გამოიცნობს“, ანუ მატერიასა და სულს შორის განსხვავებას
აღიქვამს.
58

რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი? სვამი პასუხობს ამ კითხვას. ის ამბობს: „ღმერთისგან ხართ და ღმერთს უნდა
დაუბრუნდეთ“. ამ თავში კრიშნა ხსნის, რომ სხეული და გონება არის დაბრუნების განსახორციელებელი
ინსტრუმენტები.

წარმოიდგინეთ, რომ ნავით ბობოქარი მდინარე უნდა გადაცუროთ. თუ ნავს გასდის, მაშინ მოსალოდნელია, რომ
მეორე ნაპირს ვერ მიაღწიოთ. ასევეა სხეულისა და გონების შემთხვევაში. თუ ისინი არასწორად არის გამოყენებული,
შეიძლება ცხოვრებისეული მიზანიც ვერ განხორციელედეს.

ამ თავში გადმოცემული ფილოსოფიისადმი ორი მიდგომა არსებობს. კრიშნას ენით რომ ვთქვათ, სხეული გონებასთან
ერთად არის წმინდა ადგილი, რომელშიც ღმერთია დავანებული. ამიტომ სხეული (გონებასთან ერთად) არის ტაძარი.
განა შეიძლება დავუშვათ, რომ უწმინდესმა ღმერთმა უწმინდურ ტაძარში დაივანოს? ნათელია, რომ არა, და სწორედ
ეს მი- ანიშნებს იმაზე, თუ რა უნდა აკეთოს თითოეულმა ადამიანმა იმისათვის, რომ შინარჩუნოს ტაძრის სისუფთავე,
ანუ არ დაუშვას ამორალური აზრები და არ მისცეს სხეულს ცოდვილი საქმით დაკავების საშუალება.

იგივე საკითხისადმი სხვა მიდგომაც არსებობს, რომელზეც სვამი ხშირად საუბრობს. ყველაფერი დამოკიდებულია
იმაზე, თუ რომელ გზას აირჩევს გონება. ბაბა ამბობს: „გული არის ციხე-სიმაგრე, ხოლო გონება

– გასაღები. თუ გასაღებს ერთი მიმართულებით გადააბრუნებ, ციხე-სიმაგრე დაიკეტება, ხოლო თუ მეორე


მიმართულებით – გაიხსნება. თუ გონებას ამქვეუნიური სამყაროსკენ მოაბრუნებ, ჩაიკეტები, ხოლო თუ გონებას
ღმერთისკენ მიაბრუნებ – შენი გზა ხნილია“.

თავი მეთოთხმეტე

გიტას ამ თავს ეწოდება „გუნატრაია ვიბჰაგა იოგა“ („ცოდვილი გუნასაგან გათავისუფლების იოგა“) და მასში საუბარია
გუნას შესახებ. თვისებები, ანუ გუნები, რომელსაც ჩვენს თავში აღმოვაჩენთ, წინა ცხოვრებების მანძილზე დაგროვილი
ტენდენციებისაგან (ვასანებისაგან) ფორმირდება.

გუნას განხილვისას შეგვიძლია მკაფიოდ გავყოთ სხეულთან დაკავშირებული ასპექტები გონებასთან დაკავშირებული
ასპექტებისაგან. მაგალითისათვის ტამასა განვიხილოთ. სხეულს რეგულარული დასვენება აუცილებლად სჭირდება.
არავის შეუძლია განუწყვეტლივ აქტიური იყოს, ამიტომ ღმერთმა ბიოლოგიურ სისტემებში ძილი ჩანერგა. მაგრამ მენ-
ტალურ დონეზე ტამასას ტენდენცია არის მუხრუჭი, ბარიერი. სულიერი სფეროს მიმართულებით გუნას
განხილვისას, როგორც წესი, გონებას გულისხმობენ. ეს მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ.

გუნას დაუძლეველი ძალა აქვს და თავისი მიმართულებით მიჰყავს ადამიანი. მაგრამ ადამიანი უნდა
ეწინააღმდეგებოდეს ამ ტენდენციას და თვითსრულყოფისაკენ უნდა მიისწრაფოდეს. ეს გზა კი დისციპლინას და
სიმყარეს მოითხოვს. მოკლედ, ადამიანი გონებისა და სხეულის დონიდან გულის დონეზე უნდა ამაღლდეს.

გუნას შესახებ ცოდნა „კადრების მართვაში“ გვეხმარება. მართვის თეორიაში ამას ადამიანების მართვის უნარი
ეწოდება, მათი ინდივიდუალური განსხვავებულობის გათვალისწინებით. ეს არა მხოლოდ უთანხმოებას აგვაცილებს,
არამედ მიგვაღწევინებს იმას, რომ „ოპოზიცია“ ჩვენთვის სასურველ მოქმედებას შეასრულებს.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ბრაზილიელი მასწავლებლის მაგალითის მოყვანა, რომელიც სათია საის


ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ სწავლების სისტემის გაკვეთილებს ატარებდა. კლასში სწავლობდა
სრულიად უმართავი პატარა ბიჭი, რომელიც მთელ კლასს ატერორებდა. ერთხელ, „სიჩუმის გაკვეთილზე“,
მასწავლებელი მივიდა ბავშვთან და უთხრა: „ამბობენ, რომ შენ ცუდი ბიჭი ხარ. მაგრამ ეს ასე არ არის. შენ ძალიან
კარგი ბიჭი ხარ. ერთი წუთით იჯექი მშვიდად და დაფიქრდი, თუ რა კარგი ხარ“. და ამან გაამართლა. ბავშვი იმ
დღიდან შეიცვალა და მალე ყველასათვის მისაბაძი გახდა!

თავი მეთხუთმეტე

გიტას ამ თავს ეწოდება „პურუშოტტამა იოგა“ („უმაღლესი პიროვნების იოგა“). ის „მიწაზე დაშვებისათვის“
მომზადებას გავს. კრიშნა უკვე ესაუბრა არჯუნას, რომ ის უმაღლესი არსებაა. ახლა კი უმეორებს გაკვეთილს.

დიახ, ღმერთით განმსჭვალულია მთელი სამყარო. ის ყველგან არის, რასაც თვალი მიწვდება. მაგალითად; - ოკეანეში.
ის იქაც არის, რასაც თვალი ვერ ხედავს, მაგალითად; რადიოტალღებში. მიუხედავადა იმისა, რომ ახლა მარადიული
ღვთაებრიობის ასპექტებზე ვსაუბრობთ, ისინი მაინც მატერიალურ სამყაროს მიეკუთვნება, რომელიც სასრულია
დროში და სივრცეში. კრიშნა აცხადებს, რომ ამ სამყაროში ყველამ უნდა შეძლოს ღმერთის აღმოჩენა. შემდეგ კიდევ
უფრო განვითარდეს და მიაღწიოს ღმერთის უმაღლეს ასპექტს, რომელიც დროსა და სივრცისგან დამოუკიდებელია.
სხვა სიტყვებით, კრიშნა გვახსენებს, რომ სამყარო, ასეთი დიადი და შიშისმომგვრელი, მაინც საზღვრულია დროში.
ამიტომ, უნდა ვეძიოთ ის, რაც ამ სამყაროს საფუძვლად უდევს. ღმერთისაკენ მიმავალი საუკეთესო გზა არის
ყურადღების კონცენტრირება ამ პირველად, სასრულ არსზე, რომლის წყარო ჩვენს შიგნით უნდა ვეძიოთ და არა
გარეთ!

თავი მეთექვსმეტე

გიტაში ამ თავს ეწოდება „დაივა-ასურა სამპად იოგა“ („იოგა, თუ როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ღვთაებრივი და
ასურული ბედი“). მისი არსის დაჭერა არ არის რთული. ძირითადად მასში ახსნილია, თუ რა თვისებებია დემონური
და რა ღვთაებრივი. ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათ ღვთაებრივი თვისებების მოპოვება უნდა ისწავლონ. მაგრამ ეს არ
არის ასე. მასწავლებელს შეუძლია შემდეგ ტაქტიკურ გზას მიმართოს.

მას შუეძლია დაუსვას მოსწავლეებს შემთხვევითი კითხვების წყება, მაგ: „რა გქვია შენ?“, „რა მიირთვი დღეს
საუზმედ?“, „რა პროფესიის არის მამაშენი?“ და ა.შ. მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, გაუკვირდებათ, რადგან ვერ
მიხვდებიან რა მნიშვნელობა აქვს ამ კითხვებს. დაე, გაუკვირდეთ. შემდეგ კი მასწავლებელი უსვამს კითხვას:
„გააცნობიერეთ, რომ ყველა კითხვაზე სწორ პასუხებს მაძლევდით? იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენი ნამდვილი
ბუნება არის ჭეშმარიტების ძიება. აი, ეს არის მიზეზი!“. შემდეგ ის უხსნის მოსწავლეებს, რომ, როცა ადამიანი გზას
59

გადაუხვევს, ან ეცემა, სხვა ადამიანები ინსტინქტურად ეხმარებიან მას. და ესეც არის ადამიანში დამალული
ღვთაებრვი თვისება.

ამიტომ, ჩვენი ამოცანა არ არის ამქვეყნიურის ღვთაებრივად გადაქცევა. ჩვენი ამოცანაა – ამქვეყნიური ფენის
ჩამოფხეკა, რომელიც ღვთაებრივს მალავს. მასწავლებელი ამ ჭეშმარიტებას აცნობს მოსწავლეებს და შემდეგ კითხვებს
უსვამს: „როგორ ფიქრობთ, რა ფენაა ეს, რომელიც გარს არტყია ჩვენში ჩადებულ ღვთაებრივ თვისებებს?“, „რა
ხერხებით უნდა მოვიშოროთ ის?“. ვიმედოვნებთ, რომ ამ მიდგომის შედეგად, მოსწავლეები თავად იპოვნიან პასუხებს
კითხვებზე.

თავი მეჩვიდმეტე

ამ თავს ეწოდება „შრადდჰატრაია ვიბჰაია იოგა“, ანუ „რწმენის სამმაგი დონის იოგა“, ის ეძღვნება სამი გუნას
გამოვლენის პრაქტიკულ ასპექტებს. მისი აზრის გაგება არ არის რთული. იმის გასაგებად, აითვისეს თუ არა თავის
შენაარსი, შეიძლება მასწავლებელმა მოსწავლეებს ცხოვრებისეული მაგალითების მოყვანა სთხოვოს, მაგალითად,
ჩვენი გარემოს შესახებ. კითხვა შეიძლება ასეთი იყოს: „მიპასუხეთ, როგორი იქნება სატვას, რაჯასას და ტამასას ტიპის
ადამიანის დამოკიდებულება გარემოს მიმართ დღეს?“. ამის გარდა, შეიძლება დისკუსიის გამართვა სატელევიზიო
გადაცემების შესახებ, რომლებიც გარემოს დაცვას ეხება და ა.შ., მთავარია, რომ საკითხები ბავშვებისთვის კარგად
ნაცნობ და საინტერესო თემებს ეხებოდეს.

თავი მეთვრამეტე

ამ თავს ეწოდება „მოკშა-სანიასა იოგა“ („განდგომილობით გათავისუფლების იოგა“) და ის დამასრულებელი და


განმაზოგადებელი თავია. მასწავლებელმა უნდა მოინდომოს და წარმოადგინოს ის, როგორც დიდებული ფინალი და
მოსწავლეების გონებამდე დაიყვანოს მისი ძირითადი გაკვეთილები.

განსაკუთრებული ყურადღება შემდეგს უნდა მიექცეს:

1. ყველაზე მარტივი გზა არის ღმერთზე მთლიანად მინდობა და იმის კეთება, რასაც სინდისი გკარნახობს.

2. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს მიზანი და მიღწევის გზა. ორივე მათგანი უნდა იყოს ღირსეული, კეთილშობილი და
წმინდა.

3. ღმერთს მოსწონს, როცა ადამიანი მის სწავლებას ავრცელებს და არა ცრუ, არასაჭირო ჭორებსა და უშინაარსო
„სიახლეებს“.

მასწავლებელმა ზოგადი გამოკითხვა უნდა მოაწყოს, რათა დაწრმუნდეს, რომ მოსწავლეებმა აითვისეს კურსი, გაიგოს
მათი აზრი, რამდენად სასარგებლო და გამოყენებადია ცხოვრებაში მისი გაკვეთლები; რა მოეწონათ მოსწავლეებს და
რა არა; რის გაკეთება შეიძლებოდა უკეთ და ა.შ. მოსწავლეების რეაქციის გარკვევა უეჭველად ღირებული იქნება
მომავალ ჯგუფთან წიგნის სწავლების დასაგეგმად.

ჯეი რამი

You might also like