You are on page 1of 32

თბილისის გარემოსდაცვითი

პრობლემები და გამოწვევები
თინათინ ხიმშიაშვილი
პროექტი „ქალაქი ახლოდან~ ხორციელდება თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მიერ აღ-
მოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და-
ფინანსებით. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის არქიტექტურის ბიენალე. ის
შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.

კვლევის ავტორი:
თინათინ ხიმშიაშვილი
რა მდგომარეობაშია ქალაქის ბუნებრივი გარემო? როგორ აისახება თბილისის გარემოს მდგომა-
რეობა თითოეულ ჩვენგანზე? და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ბუნებრივი გარემოს მდგომარე-
ობა თბილისში?

თბილისი რთული რელიეფის ქალაქია, ქედებს შორის მოქცეული, მდინარის პირას ჩამოყალიბე-
ბული. მისი მარჯვენა სანაპირო უშუალოდ მთათა ციცაბო კალთებს ერწყმის, ხოლო მარცხენა
– გავაკებულია და შედარებით დაბალი მთებითაა შემოსაზღვრული. ეს ორი სანაპირო „დაღარუ-
ლია~ მცირე ხევებითა და ხეობებით, რომლებიც მდინარე მტკვარს უერთდებიან. თბილისის ტე-
რიტორიის 20%-ზე მეტი, 12 000 ჰა, დაფარულია ტყეებით. მნიშვნელოვანი ფართობი უკავიათ
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა (დაახლოვებით 2800 ჰა) და ველებს, რომლებიც ისტორი-
ულად სათიბ-საძოვრებად გამოიყენება.

თბილისში მიედინება 50-ზე მეტი მცირე მდინარე-შენაკადი, რომლებიც მტკვარს უერთდებიან.


მცირე მდინარეებისა და უშუალოდ, მტკვრის პირას, წარმოდგენილია ჭალის ტყისა და მდინა-
რის ჭაობების ფრაგმენტები. თბილისში ათამდე ტბაა, მათგან ნაწილი სეზონურად შრება, ნაწილი
მუდმივად წყლითაა დაფარული. კერძოდ, სამგორის წყალსაცავი (ე.წ თბილისის ზღვა), ქალაქის
წყალმომარაგების 25%-ზეა პასუხისმგებელი და ამასთან, ქალაქის მიმდებარე სასოფლო-სა-
მეურნეო სავარგულებს სარწყავი წყლით უზრუნველყოფს. უშუალოდ ქალაქის განაშენიანებულ
ნაწილში, მწვანე სივრცეები წარმოდგენილია ურბანული გამწვანების სახით. „ურბანულ გამწვა-
ნებაში~ მოვიაზრებთ თბილისის უწყვეტად განაშენიანებულ ტერიტორიაზე არსებულ, საერთო
სარგებლობის გამწვანებულ სარეკრეაციო სივრცეებს. მათი საერთო ფართობი დაახლოვებით
300 ჰა-ს შეადგენს.

თბილისის მიდამოების ფლორა 1643 სახეობას ითვლის, მთელ საქართველოს ტერიტორიაზე


არსებულ 4032 სახეობიდან. თბილისის მიდამოებში განვითარებულია მცენარეულობის შემდეგი
ჯგუფები: ნახევარადუდაბნო, მდელოსი, კლდის სეროფიტები, ქსეროფიტული ბუჩქები, არიდუ-
ლი თხელტყიანობა, ჭალები, იშვიათად ჭაობის მცენარეულობა1. უახლოეს წარსულში თბილისის
მიდამოები დაფარული იყო ხშირი ტანაყრილი ტყეებით, რომელთა გაჩანაგება წარმოებდა საუკუ-
ნეების მანძილზე. მტკვრის ხეობის მარჯვენა მხარეს, რომელიც უფრო მაღალი რელიეფით და
ატმოსფერული ნალექების მეტი რაოდენობით ხასიათდება, მცენარეული საფარი უფრო განვითა-
რებულია. 800-1000 მ. მაღლა წარმოდგენილია მუხისა და წიფლის ტყეებით, რომლებიც აღმოსავ-
ლეთისაკენ ადგილს უთმობენ არიდულ თხელტყიანობასა და ქსეროფიტურ ბუჩქნარებს2.

ტყის ელემენტების ნაშთები ბუჩქნარის მცენარეულობაში, აგრეთვე ტყის ნიადაგის არსებო-


ბა და სხვა ნიშნები, მიუთითებენ მცენარეების ზოგიერთი ჯგუფების მკვეთრ შემცირებაზე ამ
ტერიტორიაზე3. უფრო მეზოფილური მცენარეების უკან დახევა და ნახევრადუდაბნო, ბუჩქნარი,
ქსეროფიტული მცენარეულობის მოძალება. ეს ნიშნები მოწმობენ კლიმატის შეცვლას, რომელიც
ბოლო ხანს უფრო მშრალი გახდა, ვიდრე ადრე იყო. მაგრამ საჭიროა გავითვალისწინოთ ის გა-
რემოებაც, რომ მცენარეული საფარის შემცირებას ხელს უწყობდა ქალაქის ურბანული სივრცის
განვითარება და ტყის გაჩეხვა მწვანე რეკრიაციულ სივრცეებში.

თბილისის მიდამოებში განვითარებული ნიადაგის ტიპები, მჭიდრო კავშირში იმყოფება მიკროკ-


ლიმატურ უბნებთან, რელიეფთან და მცენარეულ საფართან რომელთა შორის გვხვდება მთისწი-
ნეთისა და დამრეცი ფერდობების, აგრეთვე მდინარეების ხეობების ნიადაგები. თბილისის მიდა-
მოების მთავარ ჰიდროგრაფიულ არტერიას წარმოადგენს მტკვარი. თბილისი მისი დაახლოებით
40 კმ-იან მონაკვეთზეა განლაგებული. აქ მისი ნიშნული 320-340 მ-ის ფარგლებში იცვლება.

1 ვ. ყავრიშვილი. თბილისის მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება. თბილისი 1965 წ. 102გვ.


2 ვ. ყავრიშვილი. თბილისის მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება. თბილისი 1965 წ. 102გვ.
3 ნ. კეცხოველი. თბილისი 1500 წლისაა. საიუბილეო კრებული, თბილისი 1958 წ. 24-25 გვ.

3
რადიაციული რეჟიმი
მზის რადიაცია თბილისის კონტინენტალურ-სუბტროპიკული კლიმატისათვის, წარმოადგენს
მთავარ კლიმატწარმომქნელ ფაქტორს4. სწორედ მზის სხივების ენერგია, განსაზღვრავს ჰაერის
ტემპერატურული რეჟიმის, ატმოსფერული ცირკულაციის, აორთქლებისა და ლანდშაფტ-რელი-
ეფური წარმონაქმნების შემდგომ ფორმებს.

სინათლის რესურსებით ქალაქის ტერიტორია სრულიად დაკმაყოფილებულია ზომიერი გარემოს


ფორმირებისა და ფიტობიოლოგიური პროცესების ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველსაყო-
ფად. ტემპერატურული რეჟიმის მიხედვით თბილისი და მისი ახლომდებარე რაიონების ჰავა ზო-
მიერ სუბტროპიკულს, მშრალ კლიმატისაზე გარდამავალ ტიპს განეკუთვნება.

ქარის რეჟიმი
თბილისის ქარის რეჟიმი ზოგადცირკულაციურ პროცესთან ერთად, ვითარდება სუბტროპიკულ
სარტყელსა და ზომიერ განედებში, განპირობებულია ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობით და
ოროგრაფიული პირობებით.

ქარის ძირითადი მიმართულება თბილისში განისაზღვრება მდინარე მტკვრის ხეობის მიმართუ-


ლებით. ამიტომაც ქალაქსა და მის მიდამოებში მთელი წლის განმავლობაში გაბატონებულია
ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარები, რომელთა განმეორადობა საშუალო წლის მანძილ-
ზე შეადგენს 33-40% ქალაქის ცენტრში, ხოლო აეროპორტის მიდამოებში აღწევს 66% ზამთრის
თვეებში-74-80%. თბილისში არც თუ იშვიათია სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარები5.

ნახაზი 1 – ქარის მიმართულების გამეორადობა

4 ვ. ყავრიშვილი. თბილისის მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება. თბილისი 1965წ. 103გვ.


5 ქარის მიმართულების გამეორადობა და შტილი ნახაზი (1)

4
ქალაქის აერაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ადგილობრივ მთა-ხეობათა ქარებს, მკვეთრად გა-
მოხატულს წლის თბილ დროს (IV-X თვეები)6. ქარის საშუალო სიჩქარე დიდად იცვლება რელიეფის
დამოკიდებულებით. მისი სიდიდე ქალაქის ტერიტორიაზე მერყეობს 2,2-დან 5 მ/წმ-მდე. ამასთან უმ-
ცირესი მნიშვნელობები აღინიშნება ქალაქის ცენტრალურ და განაშენიანებულ ნაწილებში.

ნახაზი (2) – მთა – ხეობათა ქარი დღისით მთა ხეობათა ქარი ღამით

ქარის მაქსიმალური სიჩქარე, აღინიშნება სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბნებში, ქალაქის ცენტრა-


ლურ და განაშენიანებულ ნაწილებში ძლიერი ქარები იშვიათია. თბილისის რთული ფიზიკურ-გეოგ-
რაფიული პირობები, აგრეთვე ქალაქის განაშენიანება საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ქარის რეჟიმზე
სასაზღვრო ფენაში. ჰიგიენურად დადგენილია7 ქარის კომფორტული სიჩქარის ზღვარი 3,5 მ/წმ. საც-
ხოვრებელ ურბანულ ტერიტორიებზე შეიძლება იქნეს სიჩქარეები 5 მ /წმ. ქარების საერთო ნაკადებ-
თან ერთად, თბილისში გაბატონებულია ადგილობრივი ქარები, რომლებიც წარმოიქმნება ქალაქსა
და მის განაპირებს შორის ტემპერატურების სხვაობის შედეგად8. რუკაზე დატანა, თუ როგორ მოძ-
რაობს ჰაერის ნაკადები ქალაქში, რა მიმართულებით და სადაა მთავარი დერეფნები.

ტენიანობის რეჟიმი
საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა თბილისში იცვლება 66-69%-ის ფარგლებში და აქვს
კონტინენტალური ხასიათი, ფარდობითი ტენიანობის წლიური ამპლიტუდა შეადგენს 18-20%-ს.
ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა თბილისში შეადგენს 540 მმ, ამასთან მათი 75% წლის
თბილ პერიოდზე მოდის ნისლიანობა. ნისლიანი დღეების საშუალო წლიური რიცხვი ქალაქის
ცენტრში შეადგენს 19 დღეს. ნისლის სიხშირის ყველაზე დიდი განმეორადობა თბილისში აღი-
ნიშნება წელიწადის ცივ დროს, განსაკუთრებით ზამთარში. ნისლიანობის ახალი მონაცემები არ
არსებობს, წლების შკალა და ცვლილები რომ ვნახოთ, საინჟინრო კლიმატოლოგიის სამეცნიერო
კათედრა უნდა აღდგეს და მოხდეს მონაცემთა ხელახალი კვლევა და შეგროვება.

6 ნახაზი (2) მთა - ხეობათა ქარი დღისით მთა ხეობათა ქარი ღამით
7 წყარო
8 მ. ბოკერია „საჰაერო აუზი~ ქ. თბილისი 1992 წ.

5
საჰაერო აუზის მდგომარეობა
ტრანსპორტის წილი ქალაქში გამაბინძურებელი ნივთიერებების ჯამურ გამონაბოლქვში შეად-
გენს 85%-ზე მეტს(ცხრილი, მონაცემები, წლები)9. გამონაბოლქვ აირებში აზოტის ჟანგი 0,05%-
ია, ნახშირწყალბადის ჟანგი 0,06%, გოგირდის ჟანგი 0,004% და ჰაერის გამაბინძურებელ პრი-
ორიტეტულ ნივთიერებებად მიჩნეულია მტვერი, გოგირდოვანი აირი, აგრეთვე რიგი ლითონური
ელემენტები, რომელთა შორის გამოირჩევიან ტყვია, ქრომი, მანგანუმი, ვანადიუმი და სხვები
(ნივთიერებების რუკა უბნებით)10.

ქარიანობის პერიოდში მტვრის ნაწილაკების დასაცავად, აუცილებელია ნიადაგი დაიფაროს მულ-


ჩით, რომელიც დაიცავს ქალაქს მტვრიანობისგან და შეუნარჩუნებს მცენარეების ფესვებს ტენი-
ანობას, რაც ხელს შეუწყობს მორწყვის სისტმების ეკონომიურ ხარჯვას. ქალაქში არის მხოლოდ
ერთი ადგილი, სადაც უხარისო მულჩა არის მოფენილი. ასევე, დიდი რაოდენობით არის მშენებ-
ლობები, რომელიც არ არის შეფუთული სათანადო ეკოლოგიურად მართებული კონსტრუქცი-
ებით. ამას ემატება, სამშენებლო მასალებით დატვირთული, შეუფუთავი მანაქანები, რომლებზეც
სანქციები არ ვრცელდება.

საქართველოს ჰიდრომეტეოროგიული სამმართველოს მონაცემებით11 თბილისის ატმოსფერუ-


ლი ჰაერის გამაბინძურებელ პრიორიტეტულ ნივთიერებებად მიჩნეულია მტვერი, გოგირდოვანი
აირი, ნახშირჟანგი და აზოტის ორჟანგი, აგრეთვე რიგი ლითონური ელემენტები, რომელთა შო-
რის გამოირჩევიან ტყვია, ქრომი, მანგანუმი, ვანადიუმი და სხვები12.

თბილისის ატმოსფეროს გაბინძურება პრიორიტეტული ნივთიერებებით წარმოდგენილია ცხრილ


(2) ნახაზი (3.4.5.6)13

ცხრილი (2)

9 მოსაძიებელია
10 მოსაძიებელია
11 წყარო და წლები
12 ჰიდროლოგიის საქართველოს რესპუბლიკური სამმართველო. „ატმოსფერული ჰაერის გაბინძურების და ატმოსფეროში მავნე
ნივთიერებების გამობოლქვის ყოველწლიური~ 1989 წლისათვის 65გვ.
13 ცხრილი (2) ნახაზი (3.4.5.6)

6
7
8
თბილისის ბუნებრივ-კლიმატური რუკის14 მიხედვით თბილისში არის ათი15 ბუნებრივ კლიმატური
ზონა16.

ნახაზი 7 – ბუნებრივ კლიმატური ზონა

თბილისის ტერიტორიებზე კლიმატურ ზონებში სხვადახვა ქარის რეჟიმია, აქედან გამომდინა-


რე ჰაერის დაბინძურების რაოდენობა სხვადასხვაა. ამის ცოდნა საჭიროა მწვანე განაშენიანების
სტრატეგიის შემუშავების დროს და ზონალური ცვლილებების გადაწყვეტილებებისას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისში, შედარებით მშრალი და ცხელი ამინდების დადგო-


მისას, გარშემორტყმულ ფერდობებზე დიდი რადიაციული დატვირთვებისა და ხშირი ქარების ზე-
მოქმედების გამო, ისინი იწყებენ გაფხვიერებას და ვერტიკალური ნაკადები აბინძურებენ ჰაერს,
აჯერებენ რა მას მტვრით.

ნახევრად ბუნებრივი სივრცეები და აგროკულტურული სავარგულები


თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია, მცირე დასახლებებს საძოვრებითა და სახნავ-სათესე-
ბით, ასევე ველებს, რომლებიც საძოვრად გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე მომთაბა-
რე მესაქონლეთა მიერ.

აგროკულტურულ სავარგულებს, ისევე როგორც სოფლებს, არ გააჩნიათ სტატუსი და დადგენილი


საზღვრები, მათი არსებობა მხოლოდ ზოგადი ზონირების რუკაზე ფიქსირდება, ისიც-არასრუ-
ლად. (ბევრგან, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები თუ ვრცელი მდელოები მონიშნულია საც-
ხოვრებელი ზონის სახით. ამ ტიპის ზონირების არგუმენტაცია ვერ მოვიძიეთ).

14 გ. ჭირაქაძე, მ. კორძახია „საქართველოს კლიმატის შესწავლის ისტორიისთვის~. გეოგრაფიის ინსტიტუტის ნაშრომი 1943 წ.
15 გლდანი-დიღმის მიკრორაიონი, მდ. მტკვრის ხეობა დიღმისა და 300 არაგველის ხიდებს შორის, საბურთალო, ვაკე და მისი
მიმდებარე მთაწმინდის, უძოს, თაბორის და თელეთის კალთე, ქალაქის ცენტრი ვარანცოვის ხიდიდან მეტეხის ხიდამდე, დიდუბე-
ღრმაღელე და მისი მიმდებარე ლოტკინის მთის კალთები, მახათას მთა, ისანი-ნავთლუღი-სოღალუღი-სამგორი, თბილისის ზღვის
მიმდებარე ტერიტორია.
16 ნახაზი (7)

9
შედეგად, მრავალი ტერიტორია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება,
თანდათანობით იფარება ქაოტური ინდივიდუალური საცხოვრებელი განაშენიანებით, ყოველგ-
ვარი ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის გარეშე, რაც იწვევს სავარგულების ხარისხის გაუ-
არესებისა თუ გარემოსდაცვითი ფუნქციების შესუსტებას. ეს ტენდენცია ახალისებს სასოფლო
მიწების შემდგომ დანაწევრებას. მიწები იყიდება ინდივიდუალური საცხოვრებლების ასაშენებ-
ლად, ამას არც არსებული რეგულაციები არ ზღუდავს.

შედეგად – 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებით, სახნავ-სათესების 90% ამ-


ჟამად გამოუყენებელია.

ფოტოებზე მოცემულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საცხოვრებლად ათვისების პროცესი, 2006-2010 წლებში.

აგროკულტურული სავარგულებისა თუ ველების დეგრადაცია, ისევ ქალაქს აწვება ტვირთად, მძლავ-


რი სტიქიური მოვლენებისა თუ დამძიმებული საქალაქო გარემოს სახით. მძიმე მდგომარეობაშია
მტკვრი. მისი ბუნებრივი სანაპიროები17, მდინარის მხოლოდ უკიდურეს ჩრდილო დასავლეთ და სამხ-
რეთ აღმოსავლეთ ნაწილშია შემორჩენილი და ყოველდღიურ რეჟიმში განიცდის დეგრადაციას, სამ-
შენებლო ნარჩენებით კალაპოტის ამოვსება-დავიწროვებისა და სამშენებლო საქმიანობის გამო.

აეროფოტო დიღმის ჭალების. ზემოთ – კუნძული 2010 წელს, ქვემოთ, იგივე სივრცე 2016 წელს

17 CENN-ის კვლევა: „ქ. თბილისის მდებარეობისთვის დამახასიათებელი საშიში (სტიქიური) ბუნებრივი პროცესები~

10
ცნობისთვის:
მხოლოდ დიღმის ჭალებში, ყოველწლიურად რამდენიმე ჰექტარი ბუნებრივი სივრცე ქრება: კუნ-
ძულებით, მრავალწლოვანი ტყეებით და ბუნებრივი ჭაობებით დაფარული (ჭალები ერთისმხ-
რივ ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცხელ წერტილს, ცხოველთა და მცენარეთა საბინადროს
ხოლო მეორეს მხრივ, გარემოსდაცვით სივრცეს, მდინარის შეტბორვის არეალს წარმოადგენენ).

აეროფოტო: დიღმის ჭალების და ბუნებრივი ჭაოებების სახეცვლილება 2006-2016 წლებში, (ქვედა მარცხენა კუთხეში,
ყოფილი იპოდრომის აეროფოტო, პროპორციების დაცვით, მასშტაბის აღსაქმელად).

დღეს, ჯერ კიდევ აუთვისებელი მდინარისპირა მწვანე სივრცეების ფართობი, უშუალოდ ქალაქის
განაშენიანებულ ნაწილში, მტკვრის სანაპიროებისა და მცირე მდინარეების ჩათვლით, სულ მცი-
რე ორჯერ აღემატება არსებული ურბანული სარეკრეაციო სივრცეების ფართობს. ამ სივრცეების
სარეკრეაციო პოტენციალის გათვალისწინებით, კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ყოველწლი-
ურად, მცირე მდინარეებისა თუ მტკვრისპირას, ჰექტრობით მწვანე ტერიტორია ქრება.

ცალკე უნდა აღინიშნოს „თბილისის ზღვა~ პრობლემა. საქართველოს კანონმდებლობით, წყალ-


საცავის სანიტარული ზონა, მისი კიდიდან 500-1000 მ სიგანეზე ვრცელდება და აქ ყოველგვარი
განაშენიანება აკრძალულია. აღნიშნული ზონის დარღვევით უკვე განხორციელდა და ამჟამადაც
მიმდინარეობს არაერთი ინდივიდუალური საცხოვრებლის თუ სხვადასხვა ფუნქციის ნაგებობე-
ბის მშენებლობა. აღნიშნული პროცესები საფრთხეს უქმნის წყალსაცავის წყლის ხარისხს, და შე-
საბამისად – ქალაქის წყალმომარაგებას.

მიკროკლიმატი – „სითბოს კუნძულები“18


თბილისში „სითბოს კუნძულებს~ რთული სტრუქტურა აქვთ. „სითბოს კუნძულის~ ამაღლებას
ხელს უწყობს ზედაპირების მიერ მზის სითბოს გაზრდილი აკუმულაცია. ინფრასტურქტურული
და სამშენებლო პროექტების დროს გასათვალისწინებელია, ასფალტის, ქვის საფარის, კედლების,
ასევე, შენობების თუნუქის სახურავებს ზაფხულობით უფრო მაღალი ტემპერატურა გააჩნიათ,

18 შ. ჯავახიშვილი, მ. კორძახია „ძირითადი კლიმატური ელემენტების განაწილების კანონზომიერებანი საქართველოს


ტერიტორიაზე~. გეოგრაფიის ინსტიტუტის ნაშრომი 1943 წ.

11
რომელიც 400 და 600-ს აღწევს. მწვანე მშენებლობების შემთხვევაში, რომელსაც გვთავაზობს
მწვანე არქიტექტურა, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებული შენობებით შევძლებთ სით-
ბოს კუნძულების შემცირებას. თბილისში ზაფხულში ასფალტი ხურდება მზეზე 440-მდე, ბეტონი
410-მდე, ბალახი 320-მდე.

აგრილებს თუ არა ქალაქს ბუნებრივი ლანდშაფტი? ეს არაერთი კვლევითაა დადასტურებული.


ზოგადად, ქალაქისა და მისი გარე ბუნებრივი ლანდშაფტის ტემპერატურებს შორის სხვაობა
ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა 10-12 გრადუსს აღემატებოდეს. ეს სხვაობა „რბილდება~,
როდესაც ქალაქის ცხელი ჰაერის მასები შემოგარენის მთათა ჯანსაღი ტყეებით დაფარულ, გრი-
ლი ფერდობებისკენ მიიწევს, ხოლო ქალაქში, ამ ტყეებში გაგრილებული ჰაერი შემოდის.

ეს ფენომენი ყველაზე კარგად აღქმადი მცირე მდინარეთა ხეობებშია, სადაც ტყეების გამაგრი-
ლებელ ეფექტს, მდინარის ფაქტორიც აძლიერებს. მაგალითად: ზაფხულის ცხელ დღეს შეადა-
რეთ ბოტანიკური ბაღის ტემპერატურა, არა მხოლოდ ქალაქის ცხელი ქუჩების, არამედ ურბანუ-
ლი პარკების ხეების ჩრდილქვეშ არსებულ ტემპერატურას. მტკიცების მართებულობაში თავად
დარწმუნდებით. განაშენიანების გარე ლანდშაფტისა და ურბანულ ქსოვილში შემოჭრილი მდი-
ნარეთა ხეობების ეს თვისებები თანამედროვე ქალაქებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ურბანულ
მწვანე სარეკრეაციო სივრცეები, ყველაზე ეფექტურ სისტემას სწორედ ბუნებრივ ლანდშაფტთან
და მდინარეებთან კავშირში ქმნიან.

მწვანე საფარის მდგომარეობა


მწვანე ნარგავები თბილისში დაბეჩავებული არიან უარყოფითი კომპლექსების: საჰაერო აუზი-
სა და საკვები ნივთიერებების გაღარიბებით. მცენარეებისათვის განსაკუთრებით დამღუპველია
მათზე დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენა, რომელიც შეაღწევს რა ფოთლებში, ბაგეებიდან,
რეაქციაში შედის ქლოროფილში შემავალ რკინასთან, ხოლო შემდგომ იწვევს ქლოროფილის
დაშლას და უჯრედის დაღუპვას. გოგირდოვანი აირის ხანგრძლივი ზემოქმედებისას დაზიანება
ყველაზე ადრე ვლინდება მუხასა და ფიჭვში. ყველაზე უკეთესად თბილისის რაიონებში ამ აირს
ეგუებიან ელდარის და შავი ფიჭვი, ამერიკული ნეკერჩხალი, იფანი.

თბილისის საქალაქო საზღვრების ფარგლებში მწვანე ნარგავების განაწილების არათანაბრობა,


აგრეთვე პარკებს, ბაღებს, სკვერებს, ხეივნებს, ხეებს და დანარჩენ მწვანე ნარგავებს შორის კავ-
შირების ფუნქციონალური კომპოზიციების ზემოაღნიშნული არყოფნა გავლენას ახდენს არამარ-
ტო ქალაქის ლანდშაფტზე, არამედ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე მთლიანობაში, ვინაიდან ვრცე-
ლი მწვანე ნარგავების უქონლობა იწვევს შემდეგ არახელსაყრელ მოვლენებს: გვალვიან კლიმატს,
დიდ ქარიანობას ახალ კვარტალებში, ნიადაგის გამტვერიანებას, ქალაქის ჰაერის გაბინძურების
მაღალ დონეს.

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში გამწვანების თვალსაზრისით ქალაქის ცენტრალური რაიონები


(ძველი თბილისი, რომელიც ტურისტული რაიონია) იმყოფებიან. ქალქის ცენტრალური ნაწილი
არის ტაფობში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიების გამწვანების და განიავების
სქემის დაგაგემვა, რომელიც არ არსებობს. ეს რაიონები უფრო მეტად, ვიდრე ქალაქის რომელი-
მე სხვა რაიონები საჭიროებენ საზოგადოებრივი გამწვანების, მწვანე ნარგავების სანიტარულ-
დაცვითი ზოლების კარგად განვითარებულ სისტემას. თბილისში არ არსებობს გამწვანება ქალა-
ქის საჰაერო აუზის აქტიური გაბინძურების კერების გარშემოც კი, კერძოდ, ქარხნების გარშემო
უნდა იყოს გამწვანებული ტერიტორიები.

12
მაშინ, როდესაც თანამედროვე სამყაროში, სარეკრეაციო სივრცეები ბუნებრივ გარემოსთან ერ-
თიანობაში მოიაზრება, თბილისის სარეკრეაციო სისტემა მოწყვეტილია ბუნებრივ ლანდშაფტს.
პარკების მათი დიდი ნაწილი დეკორატიულ, ფორმალიზებულ ხასიათს ატარებს, ხოლო მათი
საერთო ფართობი მეტისმეტად მცირეა (დაახლოვებით 300 ჰა). ეს მოცემულობა ამცირებს იმ
შესაძლო სარგებელს, რისი მოტანაც ბუნებრივი გარემოს სისტემაში ჩართულ სარეკრეაციო სივ-
რცეებს შეუძლიათ (მიკრო კლიმატის შერბილება, ჰაერის გაგრილება, ნიაღვრებისგან ქალაქის
დაცვა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა).

დღეს ქალაქში, მდინარის პირას სულ რამდენიმე პარკი მდებარეობს. მდინარესთან ბუნებრივი
მისასვლელი მხოლოდ ორს ჰქონდა: ბოტანიკური ბაღს – რომელიც განაშენიანებული ნაწილის
გარეთაა და მზიურს, რომელიც, სულ ცოტა ხნის წინ, წყალმოვარდნისგან დაცვის მიზნით, მდინა-
რისგან ბეტონის მაღალი ჯებირით გამიჯნეს.

მდინარე ვერე, მდინარისა და მზიურის გამყოფი ზღუდე. ფოტო აღებულია www.tbilisi.gov.ge-დან

1. თბილისში მკაფიოდ გამოხატულია საჰაერო აუზის დაუშვებელი მდგომარეობა19.

2. საჰაერო აუზის გაბინძურების დონე თბილისში დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ და ფი-


ზიკურ-გეოგრაფიულ პირობებზე. ბუნებრივი და ანტროპოგენური ფაქტორების ერთობლივი
ზეგავლენის შედეგად ქალაქში ყალიბდება თავისი განსაკუთრებული მიკროკლიმატი „სითბოს
კუნძული~. „სითბოს კუნძულის~ ინტენსიურობა დამოკიდებულია ქალაქის ზომებზე და იზრ-
დება მის გადიდებასთან ერთად.

3. აეროზოლური ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია ქალაქის ატმოსფეროში ხელს უწყობს


სმოგის ტიპის ნისლების განმეორადეობის ზრდას. გეომორფოლოგიური პირობები ხელს უწ-
ყობენ იმას, რომ სმოგი ქალაქ თბილისის თავზე რამდენიმე დღის განმავლობაშია, რასაც
დიდი ზიანი მოაქვს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის.

4. ცენტრალურ მიკრორაიონებში შეინიშნება შტილები და ქარები მცირე სიჩქარეებით.

5. თბილისის ყველაზე მეტად გაბინძურებულ ცენტრალურ რაიონებში მწვავედ იგრძნობა მწვა-


ნე ნარგავების უკმარისობა. კარგი იქნებოდა შემონახული განაშენიანებების ღირებულების

19 „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა~ 2017-2030 თბილისის მერია (9)

13
გათვალისწინებით შექმნილი იქნეს გამწვანების განვითარებული სისტემა დასვენების სხვა-
დასხვაგვარი ფორმებით, ყოველდღიური დასვენების ფუნქციები თავის თავზე უნდა აიღონ
ეზოსპირა გამწვანებულმა მონაკვეთებმა, რომლებიც შეიძლება პრაქტიკაში დაინერგოს

6. როგორც მოსახლეობის დასვენების ადგილები, ახლომდებარე ბაღებსა და პარკებში. საჭირო-


ების შემთხვევაში ნაკლებღირებული განაშენიანების აღების გზით.

პრობლემის დასმა (აღწერა)


გარემოს მნიშვნელოვანი კომპონენტების-სარეკრიაციო სივრცეებისა და მშენებლობების რეგუ-
ლაციების კვლევების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

• თბილისის მერიაში დასადგენია მწვანე ლანდშაფტის დაგეგმა-დაპროექტების ახალი თანა-


მედროვე მიდგომები.

• თბილისის 2017-2030 წლის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმაში~ არაა ცალკე გამოყოფილი
და დაგეგმილი მწვანე ლანდშაფტის დაგეგმა-დაპროექტება, სარეკრიაციო სივრცეების და
მშენებლობის რეგულაციების თანამედროვე მიდგომები20.

• ქალაქის მდგრადი პოლიტიკის შესანარჩუნებლად აუცილებელია გადაიხედოს და შემუშავდეს


ქალაქის მწვანე პოლიტიკა21.

თბილისის ჰაერის დაბინძურების პრობლემას წარმოადგენს „მერების შეთანხმებით22~ ნაკის-


რი შეუსრულებელი ვალდებულებები, შეუსრულებლობით გამოწვეული პრობლემები მერების
შეთანხმებაზე. მერების შეთანხმება ითვალისწინებს მაგ; „რამდენადაც, კლიმატის ცვლილების
მთავრობათაშორისმა კომისიამ დაადასტურა, რომ კლიმატის ცვლილება რეალობაა. 2007 წლის
9 მარტს ევროკავშირმა ერთხმად მიიღო დოკუმენტი „ენერგია ცვალებადი სამყაროსათვის~ რო-
მელიც 2020 წლისთვის CO2-ის ემისის 20 %-ით შემცირებას ითვალისწინებს~. ერთ-ერთი მთავა-
რი პრობლემა საჰაერო აუზის დაბინძურების 2007-2018 წლების სწორედ CO-ის კატასტროფუ-
ლი ზრდაა ქალაქის ტერიტორიაზე23. თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 3-5კვ. მ-ზე მოდის მწვანე
ფართი დაახლოებით, მაშინ როცა 1980-იან წლებში ეს რიცხვი 13 კვ. მ.-ს შეადგენდა24. საშუალო
ნორმატიული მაჩვენებელი ევროპულ ქალაქებისთვის ერთ მოსახლეზე 20კვ. მ. გამწვანების არ-
სებობას ითვალისწინებს.

ამონარიდი „თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციიდან~: ,,ერთ მოსახლეზე 10 კვ. მ. ურბანუ-


ლი საერთო სარგებლობის მწვანე სივრცის დაფიქსირება. შემდეგ 2030 წლისთვის ქალაქი მიიღებს
1327ჰა საერთო სარგებლობის ურბანულ გამწვანებულ ტერიტორიას~. ეს ციფრები თავიდანაა გა-
დასახედი, რადგან ევროპულ ქალაქებში 2011 წელს 20 კვ. მეტრია. არასაკმარისი რეკრიაციული
სივრცეები ურბანული გარემოს გაუარესებას გამოიწვევს ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის
გაუარესებას და გაზრდის სოციალურ და სამედიცინო დანახარჯებს25.

20 ამონარიდი: „ქალაქ თბილისში ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია~


21 „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა~ 2017-2030 თბილისის მერია
22 Covenant of mayors
23 მერების შეთანხმება პროგრესი და გამოწვევები თბილისი 2014. გ. აბულაძე
24 მერების შეთანხმება პროგრესი და გამოწვევები თბილისი 2014. გ. აბულაძე
25 მერების შეთანხმება პროგრესი და გამოწვევები თბილისი 2014. გ. აბულაძე (10)

14
გარემოსდაცვითი მართვის გაუმჯობესების გარეშე მოსალოდნელია გაგრძელდეს გარემოს დეგ-
რადაციით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის მაღალი დონე.

ქვეყანაში არსებულ არქიტექტურულ სასწავლებლებში არაა ჩართული „საქართველოს მწვანე


მშენებლობის საბჭოს~ მიერ შემუშავებული პროფესიული სასწავლო პროგრამები. არ შენდება
მწვანე შენობები. გამოიკვეთა პრობლემა მშენებლობებში. ახალი ტექნოლოგიების გარეშე მშე-
ნებლობების წარმართვა ხდება26.

ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მწვანე ნარგავების სიმცირე, დაახლოებით არის 3 კვადრა-


ტი, ისიც ბოლო პერიოდში თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიის გაზრდის ხარჯზე, რომე-
ლიც რეკრიაციული ზონებია, კერძოდ წყნეთი, კიკეთი, საკურამო(მონაცემები მამუკა სალუქვაძე)
და მათი სავალალო მოუვლელი და დაბეჩავებული მდგომარეობაა თბილისში: ურბანიზაციის გან-
ვითარების სტიქიური პროცესები იწვევენ თავისი მასშტაბებით მოსახლეობის არნახულ კონცენ-
ტრაციას თბილისში, ბადებენ ეკოლოგიურ პრობლემებს. მსგავსი პროექტები ადამიანს აშორებენ
ბუნებისაგან. ისინი უარს ამბობენ მრავალ ადამიანურ ფასეულობებზე, მათ შორის, ესთეტიკურ-
ზე, დაგროვებულს ქალაქთმშენებლობის მრავალსაუკნოვანი განვითარების პროცესში.

მსხვილი ქალაქების სტიქიური გავრცელება და აგლომერაცია ბადებს საჰაერო აუზის გაბინძურებას,


მიკროკლიმატის არახელსაყრელ ცვლილებებს, ღია სივრცეების უკმარისობას ყოველდღიური დასვენე-
ბისათვის ქალაქში. თბილისის ყველაზე მეტად გაბინძურებულ ცენტრალურ რაიონებში მწვავედ იგრძნო-
ბა მწვანე ნარგავების უკმარისობა. კერძოდ პლეხანოვი. კარგი იქნებოდა, შემონახული განაშენიანებების
ღირებულების გათვალისწინებით, შექმნილი იქნას გამწვანების განვითარებული სისტემა, დასვენების
სხვადასხვაგვარი ფორმებით. ყოველდღიური დასვენების ფუნქციები თავის თავზე უნდა აიღოს ეზოსპი-
რა გამწვანებულმა მონაკვეთებმა (ეზოები), რომლებიც შეიძლება პრაქტიკაში დაინერგოს.

მწვანე ნარგავები თბილისში, განსაკუთრებით მათი პატარა მასივები და რიგითი ნარგავები (ცენ-
ტრალურ რაიონებში), ძლიერ დაბეჩავებული არიან უარყოფითი კომპლექსების: საჰაერო აუზისა
და ნიადაგის გაბინძურებით, ფიზიკური დატვირთვებით და ელექტრო-მაგნიტური გამოსხივებით,
საკვები ნივთიერებების გაღარიბებით, ტყვიითა და სხვა შხამიანი ნივთიერებებით.

თბილისის საქალაქო საზღვრების ფარგლებში მწვანე ნარგავების განაწილების არათანაბრობა,


აგრეთვე პარკებს, ბაღებს, სკვერებს, ხეივნებს, ხეებს და დანარჩენ მწვანე ნარგავებს შორის,
კავშირების ფუნქციონალური კომპოზიციების ზემოაღნიშნული არყოფნა გავლენას ახდენს არა-
მარტო ქალაქის ლანდშაფტზე, არამედ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე მთლიანობაში, ვინაიდან
ვრცელი მწვანე ნარგავების უქონლობა იწვევს შემდეგ არახელსაყრელ მოვლენებს: გვალვიან
კლიმატს, დიდ ქარიანობას ახალ კვარტალებში, ნიადაგის გამტვერიანებას, ქალაქის ჰაერის გა-
ბინძურების მაღალ დონეს.

ინდიკატორები
თბილისის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად აუცილებელია შემდეგი პრობ-
ლემების გადაჭრა:

1. თანამედროვე მშენებლობები ხშირად არღვევს რელიეფს და ლანდშაფტს, მაგალითად პანო-


რამა, იუსტიციის სახლის ირგვლივ პარკინგი, ალექსანდროვის ბაღში კორპუსი, ვარდების
ბაღღი სატუმრო და ა.შ.

26 სასწავლო პროგრამები და კურსები მწვანე შენობების შესახებ. მწვანე მშენებლობის საბჭო 2014 წ.

15
2. მრავალსართულიანი შენობები აფერხებენ გაბატონებულ ქარებს (მრავალსართულიანი განა-
შენიანება გააუარესებს ბუნებრივი განიავების პროცეს და ჰაერის ხარისხს)

3. მწვანე რეკრიაციული სივრცეების ხარჯზე ქალაქის უსისტემო გაფართოვება

4. არასაკმარისი რეკრიაციული სივრცეები ქალაქის ცენტრის გარშემო

5. კლიმატის ცვლილების ფაქტორი და სითბური კუნძულების არსებობა (კლიმატის ცვლილების


პირობებში სათანადო მდგრადი შემარბილებელი ღონისძიებების დანერგვის გარეშე მნიშვნე-
ლოვნად გაუარესდება ურბანული სითბური კუნძულების ეფექტი, რაც სერიოზულად იმოქმე-
დებს ხანშიშესულთა, ბავშვებისა და ზოგადად მოსახლეობის ჯამრთელობაზე).

6. მწვანე რეკრიაციული სივრცეების სიმცირე.

7. მშენებლობის რეგულაციების გარეშე უსისტემო განაშენიანება არღვევს ქალაქის იერსახეს


და აუარესებს გარემოს.

8. ქ. თბილისის ხეების კადასტრის არ არსებობა 1998 წლის აღწერის შემდგომ.

პრობლემის გადაჭრის გზები


საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი სახელმწიფოს, საერთაშორისო
სამართლებრივი ვალდებულების განუხრელ და სწორ იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე, გა-
დამჭრელი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ მთავარ ელე-
მენტად დასახელებულია ქალაქების „მერების შეთანხმებით~ ნაკისრი ვალდებულების ეფექტიანი
განხორციელება, სავალდებულო მერების შეთანხმების ვალდებულებაზე მიერთება და „მწვანე
ქალაქის სამოქმედო გეგმის~ თბილისი 2017-2030 გეგმის შესრულება. თბილისში 33 უბნიდან
მხოლოდ 9 უბანი არის უზრუნველყოფილი შედარებით მრავალფეროვანი წვდომით სარეკრეაციო
სივრცეებზე27.

პრობლემის გადაჭრის გზებს წარმოადგენს: ადგილობრივი პირობების საფუძვლიანი და დეტა-


ლური შეფასება და სტრატეგიული გეგმის, მაღალი ხარისხის მწვანე რეკრიაციული სივრცეების
მოსაწყობად სტრატეგიული აქცენტის განვითარებას. ანალოგიურად, ყურადღება გამახვილებუ-
ლია მაღალხარისხოვანი მწვანე რეკრიაციული სივრცეების შექმნაზე იმ არეალებში, რომლებიც
სიმწვანის დეფიციტს განიცდიან, რაც ასევე მისასალმებელია, რადგან დღეს გათვითცნობიერება
აღნიშნულის სარგებლიანობაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობისთვის სულ უფრო
მეტად მატულობს(აქცენტის გაკეთება, მაგალითების მოყვანა28), ხელს უწყობს სწორებას მაღალი
ცნობადობის გადაწყვეტილებებზე, ტურიზმის განვითარებას და სივრცის ესთეტიკის ხაზგასმას.
ძალზედ დაბალია მიწვდომადობა საცხოვრებლიდან მწვანე სარეკრეაციო სივრცემდე. მაგალი-
თად, 2 ჰა ზე დიდ სარეკრეაციო სივრცესთან 500 მ რადიუსში განთავსებელია საცხოვრებელი
ფონდის მხოლოდ 16% რაც ძალზედ დაბალი მაჩვენებელია.

თბილისის ამჟამინდელი ინიციატივების ფონზე მდგრადი რეგენერაციისა რეკრიაციული სივრცე-


ების და მწვანე ქალაქისკენ მოძრაობის თვალსაზრისით, რეაბილიტაცია/რეგენერაციის პრობლე-
მის გადაჭრის გზებში, სასარგებლო იქნებოდა პოტენციურ პროექტებზე ყურადღების გამახვილე-

27 გენგემა
28 ნიუ-იორკის ჰაილაინის დეკორატიული პარკი

16
ბა უფრო მეტი დეტალიზებით თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმით» განსაზღვრული
მიზნების და ამოცანების მიმართ29.

მაგალითად, მეტ ყურადღებას და რადიკალიზმს იმსახურებს მდინარის აღდგენა და კულვერტე-


ბით დაფარული შენაკადების „დღის სინათლეზე~ ამოყვანა, თავიდან რომ ავიცილოთ ვერის ხე-
ობის კატასტროფა. ასეთი პროექტები შეიძლება ჩამოყალიბებულ იქნას „ბუნებაზე დაფუძნებული
მიდგომების~ მრავალფუნქციური დღის წესრიგის ფარგლებში, მეტი ფოკუსირებით უფრო ფარ-
თო წრეზე საკითხებისა, ვიდრე ეს ასახულია ანგარიშში, რომელიც უმეტესწილად ესთეტიკური
გამწვანების მიდგომებით შემოიფარგლება.

ბუნებრივი გარემოსა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების თავისთავად ფასეულობაზე თითქმის


აღარავინ კამათობს. მცენარეთა და ცხოველთა ასევე მათი საარსებო გარემოს დაცვა, საქართვე-
ლოს კანონმდებლობითა და მრავალი საერთაშორისო შეთანხმებით აქვს ნაკისრი. აღსანიშნავია,
რომ ასოცირების ხელშეკრულებით არაერთი გარემოსდაცვითი დირექტივის პუნქტი შედის ძალა-
ში (ჰაბიტატების დირექტივა, წყლის დირექტივა, ფრინველთა დირექტივა და ა.შ).

ვისთვისაც ბუნებრივი გარემოს თავისთავადი ფასეულობა არც ისე მყარ არგუმენტს წარმოად-
გენს, საინტერესო იქნება იმის მოსმენა, რომ თბილისის ტყეები, ველები აგრო-კულტურული სა-
ვარგულები, წყალჭარბი ჰაბიტატები თუ ურბანული გამწვანებული სივრცეები, ერთიან ბუნებრივ
და ნახევრად-ბუნებრივ სისტემას ქმნიან, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქალაქი ნიაღვრული პრო-
ცესებისგან, მოამარაგოს მისი გრილი ჰაერის ნაკადებით, დადებითი გავლენა მოახდინოს ქალა-
ქის მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე და სხვა.

ცნობისთვის:
აგრო-კულტურული სავარგულები მოსული ნალექების დაახლოვებით 90%-ს შთანთქავენ ან
ააორთქლებენ, ტყეები – 98%-ს ხოლო ქალაქის ურბანულ ნაწილში მოსული ნალექების 50%-ზე
მეტი, ნიაღვრად იქცევა, ანუ შემოგარენის ბუნებრივი ლანდშაფტების ნაცვლად, განაშენიანება
რომ გვქონდეს, თბილისში, (ქალაქში, რომელიც მთის ფერდობებს შორის, ქვაბულის ფქკერზეა
მოქცეული), ყოველი წვიმიანი საღამო, საბედისწერო კატასტროფად იქცეოდა (რისი სამწუხარო
ნიშნებიც, ბოლო ათწლეულებია, სახეზეა).

აღნიშნული ხარვეზების შესავსებად, წარმოგიდგენთ სხვადასხვა ურბანული დიზაინის


მაგალითებს,30 რომლებიც შესაძლოა შემოთავაზებული იყოს თბილისის მწვანე რეკრეაციული
სივრცეების რეგენერაციისთვის.

ნიმუშები წარმოდგენილია სხვადასხვა სახის თანამედროვე „ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომების31~


მაგალითებზე, რომლებიც იმავდროულად უზრუნველყოფენ გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონო-
მიკურ სარგებლებს ქალაქებსა და ადგილობრივ თემებში საპროექტო ინტერვენციების მიმდებარედ.

მოყვანილია ასევე მობილურობის და მდგრადი ტრანსპორტის გაძლიერების მაგალითები. წარ-


მოდგენილია მიკროდან მაკრომდე მასშტაბის და სხვადასხვაგვარი ხასიათის რეპრეზენტაციული
გადაწყვეტილებების მაგალითები, რომლებითაც დემონსტრირებულია მულტიფუნქციური დიზა-
ინის მიდგომები საჯარო სივრცეების მართვისა და რეგენერაციისათვის.

29 (EMPRESS 2017) წყარო


30 მაგალითები დანართის სახით
31 რა არის „ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომები~ წყარო

17
პრობლემის გადასაწყვეტად ევროპული ქალაქები იყენებენ მწვანე რეკრიაციულ სივრცეებს,
რათა აქციონ გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ინოვაციურ შესაძ-
ლებლობებად და მედეგობის32 გაძლიერებად. ამგვარი მიდგომების გამოყენებით და მწვანე რეკ-
რიაციული სივრცეების გზით შესაძლებელია ბუნების პროცესების დაბრუნება ქალაქებში ადგი-
ლობრივად ადაპტირებული, რესურს-ეფექტიანი და სისტემური ჩარევის გზით.

ამგვარ კონტექსტში, მწვანე რეკრიაციულ სივრცეებზე დაფუძნებული მიდგომების მხარდაჭერით


ბიომრავალფეროვნებას შესწევს უნარი ერთდროულად მოიტანოს გარემოსდაცვითი, სოციალუ-
რი და ეკონომიკური სარგებელი.

მსგავსი მრავალფუნქციური სარგებლიანობით, „ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომები~ წარმოად-


გენენ უფრო ეფექტიან და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, ვიდრე ტრადიციული მიდგომები33. თუ
კი „ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომები~ ჩართულია „ურბანული მწვანე ინფრასტრუქტურის34~
სტრატეგიებში35, მათ გააჩნიათ დიდი პოტენციალი რეალური ურბანული გამოწვევების
მოსაგვარებლად36.

თუმცა, ეს მიდგომები სათანადოდ უნდა იყოს შემუშავებული და უზრუნველყოფილი, რათა შეძ-


ლონ ერთდროულად უზრუნველყონ ქალაქებში ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური სარ-
გებლობის მიღება. ეს ნიშნავს ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებას ადგილობრივი ტი-
პიური ჰაბიტატების37 თვალსაზრისით და ასევე მიზნობრივად მიმართულ დიზაინს ადგილობრივი
ეკოსისტემური სერვისების და სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ახალი მწვანე რეკრიაციული სივრცეების მაგალითები:

ისტერნ ქერვის ბაღი, დალსტონი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი


ისტერნ ქერვის ბაღი, დალსტონი (Eastern Curve Garden, Dalston) წარმოადგენს ახალ საზოგა-
დოებრივ მწვანე სივრცეს, მოფარებულს ქუჩის გასწვრივ მდებარე მაღაზიების და სახლების რი-
გის უკან38.

იხილეთ ბმული: https://www.google.com/search?q=Eastern+Curve+Garden,+Dalston&source=lnms


&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjb1_395cDfAhVv_SoKHZWdAKIQ_AUIDigB&biw=1405&bih=714

ისტერნ ქერვის ბაღი წარმოადგენს საჯარო მწვანეთა რეკრიაციულ სივრცეს, რომელიც შექმ-
ნილია ლონდონს ცენტრში, ერთერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ არეალში. ეს არის სამე-
ზობლო მწვანე რეკრიაციული სივრცე, რომელიც ღიაა მოსახლეობისთვის კვირის შვიდივე დღეს
და მთელი წლის განმავლობაში. იგი მოიცავს მცენარეების მრავალფეროვნებას, უზრუნველ-
ყოფს ბიომრავალფეროვნებას და ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ადგილობრივი თემების-
თვის. ბაღი ასევე უზრუნველყოფს სოციალურ სივრცეს და წარმოადგენს ადგილობრივი თემის
შეკრების ადგილს. ამგვარად, ბაღს მოაქვს მრავალი სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური

32 Ressiliant cities
33 (ევროკავშირი 2015) ?? წყარო
34 (Urban Green Infrastructure - UGI)
35 წყაროა მისათითებელი
36 ბუნებაზე დაფუძვნებული მიდგომები აღმაშენაბლის გამზირის შიდა ბაღების განახლების კონცეფცია
37 გაეროს ჰაბიტატი
38 http://dalstongarden.org/

18
და ჯანმრთელობის დაცვის სარგებელი ადგილობრივი მოსახლეობის ყველა ფენისთვის. ბაღის
ფუნქციონირებას უზრუნველყოფს მოხალისეთა ფართო ქსელი. მოხალისეები წარმართავენ სა-
ზოგადოების ჩართულობის და სოციალურ იზოლაციასთან ბრძოლის ღონისძიებების პროგრამას,
რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მეზობლების ურთიერთდაკავშირებას.
სათემო ბაღი შეიქმნა ყოფილ სარკინიგზო ეზოში. ის ღიაა ვიზიტებისთვის და ასევე შესაძლებე-
ლია სივრცის ქირაობა წვეულებების მოსაწყობად. მოწყობილია პიცის ღუმელი და პატარა ყავის
დახლები და მცირე ზომის თავშესაფრები, რომლებიც დაგეგმილ იქნა ობიექტის განვითარების
პროცესშივე39. სწორედ ეს თემა არის კარგად დავიწყებული ძველი. ძველი თბილისის ეზოებში და
მოედნებზე ხდებოდა ასეთი შეკრებები.

მწვანე საცხოვრისი, მობილური მწვანე ოთახი და ზაქსენჰაიმის ხმაურის ბარიერის კედელი კომ-
პანია „ჰელიქს პფლანცენის40~ მიერ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში შემუშავებულ იქნა ინოვაცი-
ური მრავალფუნქციური ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომა, რომლის დანიშნულებაა კლიმატის
ცვლილებებთან ადაპტაცია.

„მწვანე შენობა~ შტუტგარტის რეგიონის გაერთიანების41 მიერ პილოტის სახით შემუშავებულ იქნა
სამგანზომილებიანი მოდულური მწვანეთ სივრცე, რომელიც შეიძლება მოეწყოს მაღალი სიმჭიდ-
როვის არეალებში, რათა მოხერხდეს ურბანული სივრცეების მწვანე ლანდაშაფტების დაგეგმის
და სამშენებლო ნორმატივების ადაპტირება კლიმატის ცვლილებებისადმი. აღნიშნული მიზნად
ისახავდა მწვანე მშენებლობაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას, რომელიც საშუალებას
მისცემდა ადგილობრივ მოსახლეობას თავი დაეცვა ზაფხულის ცხელი დღეებისგან და დახშულ
ურბანულ მშენებლობებისგან. მწვანე შენობა მოწყობილ იქნა და დაიმკვიდრა თავი როგორც მიმ-
ზიდველმა ღია სივრცემ, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეებს ახალი მოსასვენებელი ადგი-
ლით მჭიდროდ დასახლებული ურბანული ქსოვილის ფარგლებში. მწვანე შენობა უზრუნველყოფს
მრავალფეროვანი სარგებელის მიღებას, მათ შორის: ურბანული სივრცის გაგრილება, ბიომრა-
ვალფეროვნება, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და მიმზიდველი სოციალური
გარემოს შექმნა. გრძელვადიან პერსპექტივაში, ლუდვიგსბურგი აღნიშნულით პოპულარიზაციას
უწევს კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის საუკეთესო პრაქტიკას, რაც გარკვეულწილად
ხელს უწყობს ადგილობრივი კლიმატის შერბილებას და ურბანული სითბური კუნძულის ეფექტის
შემცირებას42. მობილური მწვანე საცხოვრებელი ოთახი – ლუდვიგსბურგის მწვანე საცხოვრისის
წარმატებულ მაგალითზე დაყრდნობით, „ჰელიქს პფლანცენმა~ შეიმუშავა მწვანე საცხოვრებელი
ოთახის მობილური ვერსია. მობილურმა მწვანე ოთახმა შემოიარა მრავალი ევროპული ქალაქი,
სადაც იგი განთავსდებოდა ხალხმრავალი ივენთებისას და მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის
არეალებში საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, რითაც ხერხდებოდა ურ-
ბანულ სივრცეებში მწვანე რეკრიაციული სივრცეების სარგებლიანობის პოპულარიზაცია.

იხილეთ ბმული:

https://www.google.com/search?biw=1405&bih=714&tbm=isch&sa=1&ei=9y4lXL3-POjErgTQmJuAC
w&q=Helix+Pflanzen&oq=Helix+Pflanzen&gs_l=img.3..0j0i24l7.102308.102308..104708...0.0..0.127.
127.0j1......1....1j2..gws-wiz-img.PrJtz4e5pIk

„ზაქსენჰაიმის ხმაურის ბარიერის კედელი~ – „ჰელიქს პფლანცენმა~ ასევე შეიმუშავა მწვანე ხმა-
ურის ბარიერი, როგორც ნაწილი ზაქსენჰაიმის ახალი საბინაო განვითარების პროექტისა. მოეწყო

39 http://dalstongarden.org/
40 Helix Pflanzen
41 The Verband Region Stuttgart - VRS
42 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ http://www.turas-cities.org/blog/52 და დანართში

19
557 კვ. მ. ჯამური ფართობის მქონე ვერტიკალური მწვანე ჰაბიტატი 49 კვ. მ. ფართობის მქონე
მცირე მონაკვეთზე.

ქალაქის საბჭომ გამოყო დაფინანსება განეხორციელებინა დამატებითი ღირებულებების მქონე


სადემონსტრაციო მწვანე სივრცე იმავე პრობლემის გადაჭრის იმ „ნაცრისფერი~ ინფრასტრუქ-
ტურის საპირწონედ, რომელიც ადრე იქნა განვითარებული იმავე საბინაო არეალში. აღნიშნულმა
ინიციატივამ შემდეგი დადებითი ზემოქმედებები იქონია ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქ-
ზე: გაგრილების გაზრდილი შესაძლებლობები, ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება, ჟანგბადის
გამოყოფა, წვიმის წყლის რეციკლირება, ესთეტიკური და ბიომრავალფეროვნების სარგებელი.
მწვანე ხმაურის ბარიერით დემონსტრირებულ იქნა, რომ მწვანე მიდგომების დანერგვა შესაძლე-
ბელია სწრაფად და დაუყოვნებლივ. სატრანსპორტო არტერიების მხარეს კედელი გაწყობილ იქნა
სუროთი43 და ვირჯინიის ველური ყურძნით44, რათა უზრუნველყოფილიყო ჰაერის დაბინძურების
მაქსიმალური შემცირება. საცხოვრისის მხარეს დარგულ იქნა უფრო ესთეტიურად სასიამოვნო
და დამამტვერიანებელი მწერებისათვის მიმზიდველი მცენარეთა სახეობები.

„ხელოვნების ბილიკები~, ავსტრალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი


„ხელოვნების ბილიკები~ წარმოადგენს მექანიზმს მოსახლეობის მოტივაციისთვის ქალაქის ირგ-
ვლივ ველოსიპედით გადასაადგილებლად. გამწვანების პირობებში ეს ბილიკები შეიძლება წარ-
მოადგენდეს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს ურბანული გამოწვევების
მიმართ. „ურბანული ხელოვნების ბილიკები~ აღჭურვილია ურბანული კონტექსტის მიურალებით
და სკულპტურებით. სტრატეგიულად განთავსების პირობებში, „ხელოვნების ბილიკებს~ შეუძ-
ლიათ მიმართონ მოსახლეობის გადაადგილების ნაკადები ურბანული ლანდშაფტების მოსანა-
ხულებლად წინასწარ განსაზღვრული მარშრუტებით. საჯარო სივრცის ინოვაციური დიზაინის
კომბინირებით, მათ შორის გამწვანების გამოყენებით, „ხელოვნების ბილიკები~ შეიძლება წარ-
მოადგენდეს „ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომების~ გარკვეულ ფორმას. თავისებურებები, რომ-
ლებსაც შეიძლება შეიცავდეს „ხელოვნების ბილიკები~ მრავალფუნქციური სარგებლების მხარ-
დასაჭერად, წარმოადგენენ: თამაშობების ინტეგრირება, მოსასვენებელი დასაჯდომების შექმნა
გამწვანების და „მოიწიე საკუთარი მოსავალის~ ტიპის შესაძლებლობები. „ხელოვნების ბილიკები~
დროებით ან მუდმივად შეიძლება მოეწყოს და შეიძლება იყოს ფესტივალის ან დიზაინის წლიური
კონკურსის შემადგენელი ნაწილი. მათ შეუძლიათ მოიზიდონ ახალი ვიზიტორები და მხარდაჭერა
გაუწიონ არეალისთვის ახალი იდენტობის შექმნის და რეგენერაციის საქმეს.

მწვანე რეკრიაციული სივრცეები მდინარე სენაზე, პარიზი, საფრანგეთი


აღნიშნული პროექტი წარმოადგენს წინადადებას, მოეწყოს ბაღები მდინარე სენის ნაპირის ქვედა
დონეებზე. მსგავსი ინიციატივა დააკავშირებდა და დააბრუნებდა მდინარის ნაპირებს საზოგა-
დოებრივ სარგებლობაში, ხოლო იმავდროულად მოხერხდებოდა მდინარის გასწვრივ მაღალ ინ-
ტენსიობის სატრანსპორტო ქსელების შენარჩუნება. პარიზი ამ ბოლო პერიოდში ინტენსიურად
განიხილავს მდინარის ქვედა ტერასებზე ხაზოვანი პარკის განვითარების სტრატეგიას. მაგალი-
თად, ე. წ. „პარიზის პლაჟის45~ ინიციატივა – რომელიც ყოველ ზაფხულს ეწყობა მდინარის ნა-
პირების გასწვრივ. მცურავი ბაღები შემოთავაზებულია ამ ინიციატივის განვითარების შემდეგ
ეტაპად. სეულში ჩეონგიეჩეონის წარმატების რეპლიკაციის სურვილით „მოტივტივე ბაღები~ მიზ-

43 Hedera helix
44 Parthenocissus quinquefolia
45 https://en.parisinfo.com/discovering-paris/major-events/paris-plages

20
ნად ისახავს დასვენების, ბუნებასთან და ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ შესაძლებ-
ლობების შექმნას მდინარის გასწვრივ, სადაც ევაპოტრანსპირაციის მაღალი მაჩვენებლები უზ-
რუნველყოფს თერმული სტრესისგან გათავისუფლებას ურბანული სითბური კუნძულის ეფექტის
შერბილებით. „მდინარე ვარტას განვითარების სტრატეგიის~ ფარგლებში, პოზნანი, პოლონეთი,
მდინარე ვარტას ნაპირებზე განვითარდა მუნიციპალური ურბანული პლაჟების შესაძლებლობე-
ბის მთელი სერია.

პოზნანში, პოლონეთი, საზოგადოების მხრიდან ადგილი ჰქონდა მხარდაჭერას მდინარე ვარტას-


თან უკეთესი კავშირის დამყარებისა, რადგან არსებობდა იმის განცდა, რომ ქალაქს ზურგი ჰქონ-
და შექცეული ამ ბუნებრივი ობიექტისადმი, რომლის გასწვრივაც განვითარდა ქალაქი თავდა-
პირველად. მედიის დახმარებით, ადგილი ჰქონდა გარკვეულ ზეწოლას ქალაქის ხელისუფლებაზე,
რათა შესაძლებელი გამხდარიყო მწვანე გარემოში დასვენება და რეკრეაცია მდინარის გასწვრივ
ქალაქის ფარგლებში. აღნიშნულმა საბოლოოდ შედეგი გამოიღო და გამოიწვია რეგენერაციის
პროგრამის ინიცირება. მუნიციპალიტეტმა წამოიწყო მდინარე ვარტას სანაპიროს განვითარების
ინიციატივები. პირველ ასეთ ინტერვენციას წარმოადგენდა დროებითი ინსტალაციების მოწყობა
„კონტეინერული ხელოვნების~ ინიციატივის სახით. აღნიშნული ღონისძიება განმეორებულ იქნა
ამჯერად ხვალისზევოს46 მუნიციპალური დაქვემდებარების პლაჟზე. წარმატებამ სტიმულირე-
ბა გაუწია რამდენიმე „ურბანული პლაჟის~ ინიციატივას მდინარე ვარტას გაყოლებაზე. ქალაქის
საკრებულომ ყოველწლიური სუბსიდიის სახით გამოყო რესურსები აღნიშნული პლაჟების სამარ-
თავად საჯარო ტენდერების მეშვეობით, რათა უზრუნველყოფილიყო ამ დასვენების ადგილების
სათანადოდ განკარგვა. მართვის უფლების მინიჭება მოიცავს ყოველწლიურად მთელი რიგი ღო-
ნისძიებების ორგანიზებას მდინარე ვარტას ნაპირებზე. ივენთები მოიცავს დასვენების და სპორ-
ტულ ღონისძიებებს ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე გათვლით47.

ბიოტოპების არეალების ფაქტორი, ბერლინი, გერმანია


ბერლინის მწვანე სივრცეების ფაქტორი48 წარმოადგენს მწვანე სივრცეების შექმნის და გაფარ-
თოების მექანიზმს ქალაქებში. ბერლინში ქალაქის შიდა რაიონებში დაგეგმილი ახალი მშენებლო-
ბებისთვის დაწესებულია BAF-რეგულაცია, რომელიც მოითხოვს, რომ განაშენიანების გარკვე-
ული ნაწილი გამოყოფილ იქნას მწვანე სივრცეებისთვის. ყველა პოტენციური მწვანე ტერიტორია,
როგორებიცაა ეზოები, სახურავები და კედლები, ხვდება BAF-ის ბალანსში. რეგულირება ნაწი-
ლია სტრატეგიების სერიისა, რომლებიც არეგულირებენ ლანდშაფტურ დაგეგმვას და ლანდ-
შაფტის დიზაინს და თუ როგორ უკავშირდება ურბანული განვითარება ბიომრავალფეროვნების
კონსერვაციას49.

ცნობისთვის:
მერსერის ყოველწლიური ცხოვრების ხარისხის კვლევებში, 10 კატეგორიაში 39 ფაქტორია დაჯ-
გუფებული, რომელიც 230 ქალაქს მოიცავს და საერთაშორისო ადამიანური რესურსების მობი-
ლობის შეფასების მიზნით, ცხოვრების ხარისხი ფასდება. თბილისის მაჩვენებელი მოცემული
კრიტერიუმების მიხედვით ძალზედ დაბალია, თბილისსი 230 ქალაქიდან 188 ადგილს იკავებს.

46 Chwaliszewo
47 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით და იხილეთ ასევე „განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი~ დანართში 6.
48 ცნობილია როგორც Berlin’s Biotope Area Factor - BAF, ან კიდევ როგორც Biotop Flächenfaktor - BFF
49 ბიოტოპური სივრცეების ფაქტორების ქეიზი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://ecodistr-ict.eu/wiki/berlin-green-module-baf/

21
სათანადოდ შემუშავების და განთავსების პირობებში „ურბანულ მწვანე რეკრიაციულ სივრცეებს~
შესწევს უნარი განავითაროს მწვანე რეკრიაციული სივრცეები ურბანიზაციის იმ ურთიერთდა-
კავშირებული პროცესების გადასაწყვეტად, რომლებიც ყველა საჯარო ორგანოს ინტერესის სფე-
როს წარმოადგენს. აღნიშნული მოიცავს წყალდიდობის, ურბანული სითბური კუნძულის ეფექტის,
ჰაერის ხარისხის, რეციკლირების, ბიომრავალფეროვნების და თემების ჯანმრთელობის და კე-
თილდღეობის დაცვის საკითხებს.

მწვანე რეკრიაციული სივრცეებისა და მშენებლობის რეგულაციის კონცეფცია, როგორც გამოწ-


ვევა, ისევე როგორც შესაძლებლობა, თავის სათავეს იღებს ურბანულ თემების მდგრადი გან-
ვითარების რელსებზე გადასვლის საჭიროებებიდან გამომდინარე. გლობალურად, ბევრი ქალაქი
მონაწილეობს ექსპერიმენტებში მწვანე ლანდშაპტური გეგმარება განვითარების მიმართულე-
ბით, რისთვისაც ისინი ავითარებენ სამაგალითო ქეისებს გარდაქმნის სტრატეგიების რეალისტუ-
რობის შესამოწმებლად.

მიკროდან მაკრო მასშტაბამდე, მსგავსი პროექტები წარმოადგენს მწვანე მშენებლობის დაგეგმ-


ვას და მშენებლობის რეგულირების ბარიერების მოხსნის და მრავალი სარგებელის მიღების გა-
მოცდილებას მრავალფეროვანი ადგილმდებარეობების და გამოწვევების პირობებში. პროექტე-
ბი, აანალიზებენ და აზიარებენ ამგვარ მაგალითებს, რათა მიღებული გამოცდილება უფრო მეტი
ქალაქის ურბანულ კონტექსტში იქნას ადაპტირებული და გათვალისწინებული.

ახალი მწვანე რეკრიაციული სივრცეები


სახურავების ფართობებს და მიმდებარე სივრცეებს ქალაქების ბუნების განახლების და რენატუ-
რირების საუკეთესო პოტენციალი გააჩნიათ მწვანე ლანდშაფტების მეშვეობით. ხშირად შეუმჩნე-
ველი და გამოუყენებელი, აღნიშნული ობიექტები შესაძლებელია, რომ წარმოადგენდნენ უდიდეს
პოტენციალს მწვანე რეკრიაციული სივრცეების დასაბრუნებლად მოსახლეობის მაღალი სიმჭიდ-
როვის ურბანულ არეალებში.

მსოფლიოში უამრავი მაგალითი არსებობს სახურავების და მიმდებარე სივრცეების გამოყენებისა


ქალაქებში დამატებითი მწვანე რეკრიაციული სივრცის შესაქმნელად.

მაგალითი მილანში, რომელიც გამოიყენება მზესუმზირის მოსაყვანად და იმავდროულად რო-


გორც მწვანე სათემო სივრცე.

მრავალი საუკეთესო მაგალითი არსებობს მწვანე სახურავების მოწყობის და მიტოვებული ადგი-


ლების მწვანე არეალებად გარდაქმნის(რკინიგზის სადგურის სადგომები, მიტოვებული ქარხნის
ტერიტორიები) დაბალ-ბიუჯეტიანი ინიციატივებისა, რომლის მაგალითიცაა მცირე კონტეინერე-
ბის განთავსება სათემო მწვანე სივრცეებში, საკვები კულტურების მოსაყვანი სივრცეების მოწ-
ყობა, ისევე როგორც შესაძლებელია კომერციული ურბანული სოფლის მეურნეობის ინიციატივე-
ბის ინიცირება.

მიწათსარგებლობის ზონირება და სამშენებლო ექპანსია


საინვენტარიზაციო მონაცემების თუ საზღვრების არარსებობის პრობლემა, ინფორმაციის სიმწი-
რესთან ერთად, „მაგიურ წრეს~ ქმნის: თუკი მონაცემები არ არის, ისინი ზონირებაში არ აისახება,
შედეგად – ქალაქმა „არ იცის~ ამ ობიექტების არსებობის შესახებ და აღარ ჩნდება მათი კვლევისა
თუ დაცვის საჭიროება...ქალაქში ჩნდება სივრცეები, რომელთა ფუნქციის შესახებ, მხოლოდ მცი-

22
რე დაინტერესებულმა ჯგუფებმა იციან, როგორც, მაგალითად, მწყემსებმა, საძოვრების შესახებ,
ხოლო ზოგ შემთხვევაში – თითქმის არავინ არაფერი იცის – მაგალითად, გვირაბებში მიმავალი
მცირე მდინარეების შესახებ. ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანას აქვს ვალდებუ-
ლება მოვამზადოთ მდინარეეების ინტეგრირებული მართვის გეგმები.

იმისთვის, რომ ინფორმაციის არქონისა და მცდარი ზონირების „მაგიურ წრეში~ არ აღმოვჩენი-


ლიყავით, საჭირო გახდა საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, დამატებითი კვლევე-
ბის დაკვეთითა და განხორციელებით, დეტალური ინფორმაცია მოგვეძიებინა, როგორც ბუნებ-
რივი გარემოს ობიექტების, ასევე მათი შეზღუდვითი რეჟიმების შესახებ. ყველა ეს მონაცემი,
საბოლოოდ, „საორიენტაციო დაცვითი ზონების~ ან „ბუნებრივი გარემოს ობიექტების დაცვის
საორიენტაციო საზღვრების~ სახით მომზადდა. ეს ის სივრცეებია, რომელთა მიმართაც ობიექ-
ტების გათვალისწინებულ (როგორც წესი- არასამშენებლო) ზონებს გამოვიყენებთ, რაც ერთის-
ხმხრივ – დაიცავს მათ შესაძლო სამშენებლო ექსპანსიისგან, ხოლო მეორესმხრივ, დამატებით
სტიმულს გააჩენს, მათი სტატუსის განსაზღვრისა თუ დაცვის რეჟიმების უზრუნველყოფისათვის.

რას იწვევს ბუნებრივი და ნახევრადბუნებრივი გარემოს ობიექტების შეუსაბამო ასახვა ზონი-


რების რუკაზე? ყველა ეს სივრცე, მიუხედავად მათი ღირებულებისა დაინტერესებული ჯგუფე-
ბისათვის, მათი გარემოსდაცვითი მნიშვნელობისა თუ სარეკრეაციო პოტენციალისა, მსგავსი
სახელწოდებით მოიხსენიება : „აუთვისებელი~, „გამოუყენებელი~ და ა.შ. როგორც წესი, ამ სივრ-
ცეების „ათვისება~ ახალი შენობების განთავსების სახით ხდება. სწორედ ამგვარად იქცევა სამშე-
ნებლო ექსპანსია ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემად

(კარგი არგუმენტი და უფრო მკვეთრად უნდა იყოს წარმოჩენილი). რთულია ვამტკიცოთ, რომ
ადექვატური ზონირებით, აუცილებლად დავიცავთ გარემოს დეგრადაციისგან, თუმცა, თბილი-
სის მოქმედი გენერალური გეგმის რუკაზე დაყრდნობით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ
თუკი ბუნებრივი გარემოს ობიექტების დაცვითი რეჟიმები არ არის ასახული, ამ ობიეტებს აღარ-
ავინ იცავს.

შესაბამისად, ზონირების მნიშვნელობა თბილისის გარემოს დაცვის პროცესში, კითხვებს აღარ


ჰბადებს.

კონცეფტუალური მიდგომა – ლანდშაფტის და განაშენიანების მიჯნა


საბოლოოდ, გამოსავალი ისევ გარემოში უნდა ვეძიოთ. ქალაქის ლანდშაფტი, მისი ბუნებრივი
მრავალფეროვნებით, მთათა სისტემებით, მდინარეთა ხეობებით, ტყეებით, ველებით თუ აგრო-
კულტურული სავარგულებით, ურბანული სარეკრეაციო სივრცეებთან ერთად, ურთიერთშეკავ-
შირებულ, თვითმყოფად სისტემად უნდა ჩამოყალიბდეს. სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს
სამომავლოდ ქალაქის ურბანული ნაწილის უსაფრთხო სივრცედ ჩამოყალიბებას და საქალაქო
გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას.

ამ მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, სანამ გარემოსთვის უკვე მიყენებული ზიანის აღმოფხვ-
რას დავიწყებთ, მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ თუ სად გადის ქალაქის განაშენიანებული ტერი-
ტორიის საზღვარი, სად სრულდება „სამშენებლო~ ზონა, რომლის იქითაც, ბუნებრივი ლანდშაფ-
ტია, ნებისმიერი ტიპის განაშენიანებისგან მკაცრად დაცული. ეს საზღვარი და რეჟიმები, სწორედ
გენ-გეგმის ზონირების რუკაზე უნდა აისახოს.

23
თბილისის უწყვეტად განაშენიანებული ნაწილი და ბუნებრივი ლანდშაფტი-არასამშენებლო სივრცე. მიწათსარგებლო-
ბის კონცეფცია, კონცეფტუალური მიდგომა – „მწვანე ქალაქი~

ქალაქი უნდა გაიმიჯნოს, არსებული უწყვეტად გაშენებული ტერიტორიების შიგნით – სამშენებ-


ლო, ხოლო მისი გარეთ არასამშენებლო – გარემოსდაცვით და ლანდშაფტურ სივრცეებად (საკუ-
თარ უწყვეტად განაშენიანებულ სივრცეებში უნდა დარჩნენ თბილისის სასოფლო დასახლებებიც).
ამასთან, ლანდშაფტურ სივრცეებად უნდა მოვიაზროთ ბუნებრივი გარემოს ის ელემენტებიც,
რომლებიც ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში იჭრებიან – მტკვრის ჭალები, მცირე მდინარეთა
ხეობები და ხევები.

ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც გარემოს აღდგენისათვის უნდა გადაიდგას, და უფრო მწვანე ქალა-


ქად ქცევასთან დაგვაახლოვებს.

დღეს, თბილისის ტერიტორიაზე, ბუნებრივი გარემოს მდგომარეობას, ნათლად წარმოაჩენს გა-


რემოს ობიექტების იურიდიული სტატუსი და არსებული მიწათსარგებლობის ზონირებაში ამ
ობიექტების ასახვის ხარვეზები:

• ქალაქის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 12 000 ჰა უკავიათ, თუმცა მათ არ გააჩნიათ დადგენი-
ლი საზღვრები და სტატუსი. მათი ნაწილი, მოქმედ გენერალურ გეგმაში, ასახულია იმ ტიპის
ზონებით, რომლებიც არ კრძალავენ მშენებლობას. ტყეებს თბილისის ტერიტორიაზე „მწვანე
ნარგავები~ ეწოდებათ, მათზე არ ვრცელდება „ტყის კოდექსის~ შესაბამისი რეგულაციები.

• სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ასევე, დადგენილ საზღვრებს გარეშეა დარჩენილი. მათი


მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია „საცხოვრებელი ზონის~ ქვეშ და ფართოდ გამოიყენება
აღნიშნული ფუნქციით განვითარებისთვის, ხოლო მათი გამოყენება აგრო-კულტურული და-
ნიშნულებით მუდმივად მცირდება.

• მდინარეთა კალაპოტები, ტბების და სამგორის წყალსაცავის (ე.წ თბილისის ზღვა) წყალდაც-


ვითი და სანიტარული ზონები არ არის დადგენილი და შესაბამისად, არც ზოგადი ზონირების
რუკაშია ასახული. ამ ობიექტების მიმართაც, (მდინარისა თუ ტბის სანაპიროები, ჭალები და
სხვა) ძირითადად, ისეთი ზონებია გამოყენებული, რომლებიც არ კრძალავს მათ სამშენებლო
განვითარებას.

24
მიმოხილული სივრცეების ინვენტარიზაცია არ განხორციელებულა,( სატყეო ტერიტორიების ინ-
ვენტარიზაცია) ხოლო რუკებზე, როგორც წესი, ან სამუშაო მონაცემები იყო დატანილი ან მო-
ნაცემების მოპოვება უშუალოდ ველზე გასვლით, აეროფოტოზე მუშაობით და სხვა მეთოდებით
გვიხდებოდა. (ტყეები, აგრო-კულტურული სავარგულები, თბილისის მცირე მდინარეთა ის ნაწი-
ლები, რომლებიც გვირაბებშია მოქცეული, ასევე, ურბანული სარეკრეაციო სივრცეები და სხვა).
აღნიშნული ხარვეზების სრულად აღმოსაფხვრელად, სამომავლოდ, აუცილებელია არაერთი
კვლევის განხორციელება.

„მწვანე ნარგავები~ თუ ტყე?


ტყეები ბუნებრივ ეკოსისტემას წარმოადგენენ, ცოცხალი არსებათა მრავალფეროვნებით. ტყე არ
არის ხე-მცენარეთა მექანიკური ერთობლიობა. ტყეში გვხვდება ისეთი სივრცეებიც, სადაც შე-
საძლოა ხეები არ იდგეს (მაგალითად ტყის მდელოები), ზოგგან ტყეებში ხეები იმდენადაა დაშო-
რებული რომ მათ შორისაც შესაძლოა სახლი „ჩაეტიოს~ (მაგალითად არიდული ნათელი ტყეები),
შესაბამისად „მწვანე ნარგავების~ დაცვა ტყეს ვერ იცავს. „მწვანე ნარგავების~ რეგულაციები
ხე-მცენარეების მოჭრას კრძალავს. როგორც კი ხმობის, ხანძრის ან სხვა მიზეზების შედეგად ტე-
რიტორიაზე ქრება მწვანე ნარგავები, ან უბრალოდ, თუკი ტერიტორია ტყის ველს წარმოადგენს
და არა ხეებით დაფარულ ადგილს, ამ ტერიტორიას „მწვანე ნარგავების~ სტატუსი აღარ ვრცელ-
დება. შედეგად, ქალაქის ტერიტორიაზე, მრავლად გვხვდება უშუალოდ ტყის კორომებს შორის ან
ტყის ველებსა და მდელოებში „ჩაშენებული~, საცხოვრებელი სახლები ან მსხვილი საცხოვრებელი
კომპლექსები.

ფოტოზე: ტყის კორომებს შორის წარმოქმნილი განაშენიანების მაგალითი – კოჯორი

25
ფოტოზე: საცხოვრებელი კომპლექსი ლისის მიმდებარედ, ყოფილი ტყის ფონდის ტერიტორიაზე

ბეტონსა და ასფალტზე წარმოქმნილი ნიაღვრები, ნაგებობათა სიმხურვალით გამოწვეული მიკ-


რო-კლიმატური ცვლილები, ტყის ფრაგმენტების იზოლირება, რამდენიმეა იმ მრავალ ფაქტორ-
თაგან, რომლებსაც ამ ტიპის განაშენიანება იწვევს. ეს ყველაფერი, ტყეების დეგრადაციის,
ხე-მცენარეთა სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითების, ფლორისა და ფაუნის საცხოვრებელი გა-
რემოს დაზიანების და მთლიანობაში – ეკოსისტემის კარგვის მიზეზი ხდება. ტყეების კარგვასთან
ერთად, იკარგება ის გარემოსდაცვითი ფუნქციები.

ხეების რაოდენობა დიდ ქალაქებში:


ლონდონში ხეების რაოდენობა აღემატება მაცხოვრებლების რაოდენობას. ლონდონის ხეები ეკო-
სისტემას 130 ფუნტ მოგებას აძლევენ წელიწადში. უნდა დავითვალოთ უბნების მიხედვით ეკო-
ნომიკური მოგება. ბრონქიტზე რამდენი დაიხარჯა. ალბათ დროა ეკონომიკა და ეკოლოგია 21
საუკუნეში ერთმანეთს დავუკავშიროთ.

ქვემოთ წარმოდგენილია მწვანე რეკრიაციული სივრცეების და მშენებლობის რეგულირების მა-


გალითები, რომლებიც შეიძლება შეესაბამებოდეს თბილისის მწვანე ლანდშაპტის გეგმარებით
რეგენერაციის პროექტს, სადაც მათ შორის განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სა-
თანადო მრავალფუნქციურ გადაწყვეტილებებზე შედარებით მცირე ურბანული სივრცეებისთვის,
რაც ხელს შეუწყობდა თბილისის სხვადასხვა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრასაც.

ამგვარი პრობლემები „თბილისის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის50~ მიხედვით შეჯამებული


სახითაა ქვემოთ წარმოდგენილი:

• ჰაერის დაბინძურება;
• შენობების ენერგოეფექტურობა;
• ურბანული მწვანეთა სივრცის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება;
• მდგრადი სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა;
• მწვანე სივრცეების კარგვა;
• ურბანული სითბური კუნძულიები;
• განახლებადი ენერგიის მცირე ინიციატივების საჭიროება.

50 მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა 2017-2030 თბილისის მერია (9)

26
რეკომენდაციები:
მწვანე ლანდშაფტების დაგეგმარებისას განისაზღვროს ლანდშაფტურ-ეკოლოგიური სტრუქტუ-
რა და დინამიკა ბუნებრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

გეგმარებაზე დატანილი უნდა იყოს აერაციის მოდულები, ზონალურად გამოყოფილი უნდა იყოს
მწვანე რეკრიაციული პრიორიტეტულობის იერარქია უბნების მიხედვით. კონკრეტულად როგორ?

მწვანე საფარის კლასიფიკაციების განხილვა51.

მწვანე ბუფერული რეკრიაციული სივრცეების შექმნა (ხელუხლებელი ტერიტორიები)

• ეფექტური შეხამების გზით დარეგულირდეს ურთიერთობები ურბანიზაციასა და ბუნებას შო-


რის რეკრიაციული სივრცესა და დროში ეკონომიკური და ეკოლოგიური გეგმარების სამშე-
ნებლო რეგულაციების პროექტირებისას.

• შეიქმნას ქალაქის მწვანე ლანდშაფტების გეგმარების რეკომენდაციები გეგმარებითი სტრუქ-


ტურების ეკოლოგიურად დასაბუთებული პოზიციიდან.

• თბილისის პირობებში გრძივი და განივი ქუჩების ქსელის შექმნა, რაც შესაძლებელს გახდის
მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ქალაქის განიავება, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მიზან-
შეწონილ და ხელსაყრელ გადაწყვეტილებას.

• კერძოდ, ვარაზის ხევი ბოლომდე უნდა ჩადიოდეს. მთაწმინდის ქუჩებს უნდა ქონდეს მტკვარ-
თან ჩამოსასვლელი. ჯანაშიას ქუჩა მთახეობათა ქარებს ატარებდა მდინარემდე, მაღლივი
შენობებით ჩაიკეტა. ბარნოვზე და მცხეთის ქუჩაზე იგივე მდომარეობაა არ უშვებენ სუფ-
თა ჰაერის ნაკადებს. ბილტმორი ჰაერის ნაკადი. დავითის წინ ზაფხულში სითბოს კუნძულის
გაჩენის გამო გარშემო მოსახლეობა უჩივის სახლს რომ შეფუთონ მწვანე მასალით რადგან
ზაფხული პერიოდში მოსახლეობას გაუსალისი მდგომარეობა აქვს, რომლისაც თვალნათლივ
ამტკიცებენ ყველა სახლში გაქრა მცერნარეები.

• ქალაქის განაშენიანებაში ღრმად შეღწეული მწვანე დერეფნების შექმნა, დაკავშირებული ქა-


ლაქ გარეთა მწვანე რეკლიაციურ სივრცეებთან52.

• ქალაქის ცენტრალური რაიონების მწვანე ნარგავების სისტემებში შეიძლება ჩაირთოს შენო-


ბების გამწვანება53.

• ბაღები სახურავებზე შეიძლება გახდეს დასვენების განსაკუთრებული ზონა.

• ბაღების მოწყობა სახურავებსა და ტერასებზე მოგვცემს სარგებლობას დამატებითი გამწ-


ვანებული ფართის სახით.

• გრძივი და განივი ქუჩებისა და მწვანე დერეფნების ქსელის შექმნა შესაძლებელს გახდის ქა-
ლაქის ცენტრალური ნაწილის განიავებას.

51 (ხეების ინვენტარიზაცია) მწვანე კადასტრი


52 ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ჩონჩხი
53 სახლების, სახურავების, კედლების, აივნების და ა.შ.

27
• თბილისის საქალაქო საზღვრების ფარგლებში მწვანე ნარგავების განაწილების არათანაბრო-
ბა, აგრეთვე პარკებს, ბაღებს, სკვერებს, ხეივნებს, ხეებს და დანარჩენ მწვანე ნარგავებს შო-
რის კავშირების ფუნქციონალური კომპოზიციების ზემოაღნიშნული არყოფნა გავლენას ახ-
დენს არამარტო ქალაქის ლანდშაფტზე, არამედ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე მთლიანობაში,
ვინაიდან ვრცელი მწვანე ნარგავების უქონლობა იწვევს შემდეგ არახელსაყრელ მოვლენებს:
გვალვიან კლიმატს, დიდ ქარიანობას ახალ კვარტლებში, ნიადაგის გამტვერიანებას, ქალაქის
ჰაერის გაბინძურების მაღალ დონეს.

რეკომენდაციისას ვეყრდნობით „თბილისის მუნიციპალიტეტის თბილისის გარემოსდაცვითი


სტრატეგიიდან~ 2015-2020წ. სტრატეგიის ძირითადი ამოცანაა:

• „ურბანული განვითარების დაგეგმის დროს სათანადო ყურადღება მიექცეს და ერთ-ერთ პრი-


ორიტეტულ საკითხად განიხილებოდეს მწვანე ზონების შენარჩუნებისა და შექმნის საკითხი~.

• თბილისი ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული და მწვანე ზონების გაფართოება, პროექ-


ტირება და მოწყობა.

• ახალი მწვანე ზონების გაშენება და განადგურებული მწვანე ზონების აღდგენა ქალაქისა და


მისი შემოგარენის ტერიტორიაზე.

• ახალი საფეხმავლო გზებისა და ველობილიკების მოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის


განვითარება ქალაქის ცენტრალურ უბნებში, განსაკუთრებით ჭირდებათ მწვანე ტერიტორი-
ები, რაც გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

• ამ უბნებში შეიძლება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. მთლიანი მწვანე რეკ-


რიაციული სივრცის შექმნით. ისეთი ახალი მწვანე შენობების სახლების გეგმარებით, როგო-
რიცაა ვერტიკალური და ჰორიზონტალური გამწვანება, ან სახლების სახურავებზე დაპროექ-
ტდეს ბაღები, რომლებიც გადავა ახალი განაშენიანების არსებულ მწვანე ეზოებში.

• ავტოფარეხები უნდა იყოს მიწის ქვეშ ჩატანილი.

• დაემატოს საფეხმავლო მწვანე ბილიკი. ეს ბილიკი უნდა დაუკავშირდეს მდინარის პირს, რათა
ვერტიკალური განიავება მოხდეს ამ უბნის.

• ძველი უბნები ჯერ კიდევ კარგადაა გამწვანებული და შერჩენილია მრავალსაუკუნოვანი მა-


რადმწვანე ხეები. ეს ტერიტორია წარმოადგენს მწვანე ფრაგმენტს მდ. მტკვრის სანაპირო
ზოლის გამწვანებული სანაპიროსი.

• უნდა შევინარჩუნოთ ძველი მარადმწვანე მცენარეები და ახალ მშენებლობაში უნდა გავით-


ვალისწინოთ ამ ზონების მაქსიმალური გამწვანება. რათა ამ ტერიტორიას არ დავუკარგოთ
ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო.

რეკომენდაცია ახალი უბნის მშენებლობისთვის: ავტოფარეხები მიწისქვეშ, სახლების ვერტი-


კალური და ჰორიზონტალური გამწვანება, გახსნილი ეზოები მთლიანი მწვანე სივრცით, მტკვრის
მხარეს ხედის გახსნა.

28
დასკვნა
• ჩამოყალიბდეს ეროვნულ დონეზე ლანდშაფტური მართვის პრიორიტეტული ინსტრუმენტი.

• განისაზღვროს მართვის შეფასაფასებლად ინდიკატორები და შეიქმნას მონიტორინგის ინს-


ტურმენტები.

• დაინერგოს მწვანე ლანდშაფტური დაგეგმარების თბილისის ურბანული ტერიტორიისათვის


სპეციფიური მართვის სისტემები.

• მიღებულ იქნას მდგრადი განვითარების ძირითად ინსტრუმენტად თბილისის მწვანე რეკრი-


აციულ სივრცეში სამართლებრივი და ინსტიტუციური განვითარების შემუშავება, არსებულის
ადაპტირება და ამოქმედება.

• მწვანე ლანდშაფტური გეგმარების ერთიანი ინტეგრირებული დაგეგმარება.

• მერიაში დასანერგია მწვანე რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომები.

• გადაიხედოს მწვანე პოლიტიკა/სტრატეგიები.

• გათვალისწინებულ იქნას მერების შეთანხმების ვალდებულებები თბილისის განვითარების


ურბანულ გეგმაში.

• შეტანილ იქნას მწვანე რეკრიაციული სივრცეების თანამედროვე გეგმარება ურბანული გეგ-


მარების სამოქმედო გეგმაში.

• შემუშავდეს მწვანე კანონი (მწვანე საზღვრები, სკვერები, ბაღები, ხეივნები და სხვა), განისაზ-
ღვროს საერთო სარგებლობის მწვანე სივრცეები.

• ურბანულ ზონაში ეროვნული და ადგილობრივი მართვის დონეების ინტეგრირება.

• დარგთაშორისი თანამშრომლობა.

• მწვანე ტერიტორიების მართვის ინტეგრირება: შეიქმნას საჭირო სამართლებრივი და ინსტი-


ტუციური წინაპირობები მწვანე ურბანული გარემოს დასანერგად ეროვნულ და ადგილობრივ
დონეზე.

• განისაზღვროს სამართლებრივად მწვანე ტერიტორიების საზღვრები.

• შეიქმნას წინაპირობა და წამოწყებულ იქნას თბილისის რაიონების ურბანული ტერიტორიის


ლანდშაფტის ინტეგრირებული მართვა.

• მწვანე გეგმარების ინსტრუმენტების გაუმჯობესებული გამოყენება.

• გარემოს მონიტორინგისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება მწვანე გეგმარე-


ბის გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად.

• საზოგადოების ფართო მონაწილეობა მწვანე გეგმარების პროცესის მნიშვნელოვანი ფაქტო-


რია დაიწყოს მწვანე გეგმარების კვალიფიკაციის ამაღლების საქმიანობა.

29
• დაინერგოს მწვანე გეგმარების მონიტორინგისა და ინფორმაციული სისტემები 2018-2020 წ
განმავლობაში.

• მომზადდეს ინფორმაციული მასალები საზოგადოებისათვის.

• დაიწყოს გამწვანების საზოგადოებრივი ცოდნისა და მონაწილეობის დონის ამაღლების კამ-


პანია.

• გადასახედია თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-202054

მწვანე რეკრიაციული სივრცეების და მშენებლობის რეგულირების მაგალითები, დანერგვის აქ-


ცენტების გათვალისწინებით, შემდეგ კატეგორიადაა წარმოდგენილი:

1. ახალი მწვანე სივრცეები


2. სოციალური მეწარმეობა
3. ადგილმდებარეობების ურთიერთდაკავშირება
4. მდინარეების აღდგენა
5. მცირე მასშტაბის განახლებადი ენერგიის პროექტები

54 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://dalstongarden.org/

30
ლიტერატურა
1. ვ.ყავრიშვილი. თბილისის მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება. თბილისი. 1965
წ. 102 გვ.

2. ნ. კეცხოველი. თბილისი 1500 წლისაა. საიუბილეო კრებული, თბილისი 1958 წ. 24-25გვ.

3. ვ. ყავრიშვილი. თბილისის მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება. თბილისი. 1965


წ. 103 გვ.

4. მ. ბოკერია „საჰაერო აუზი~ ქ. თბილისი 1992 წ.

5. ჰიდროლოგიის საქართველოს რესპუბლიკური სამართველო. „ატმოსფერული ჰაერის გაბინ-


ძურების და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამობოლქვის ყოველწლიური~ 1989 წლი-
სათვის 65გვ.

6. გ. ჭირაქაძე, მ. კორძახია „საქართველოს კლიმატის შესწავლის ისტორიისთვის~. გეოგრაფიის


ინსტიტუტის ნაშრომები1943 წ.

7. შ. ჯავახიშვილი, მ. კორძახია „ძირითადი კლიმატური ელემენტების განაწილების კანონზომი-


ერებანი საქართველოს ტერიტორიაზე~. გეოგრაფიის ინსტიტუტის ნაშრომი 1943 წ.

8. მ. კორძახია. საქართველოს ჰავა. მეცნიერებათა აკადემია

9. „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა~ 2017-2030 თბილისის მერია

10. „მერების შეთანხმება პროგრესი და გამოწვევები~ თბილისი 2014. გ. აბულაძე.

11. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა~ 2018 წ.

12. „სასწავლო პროგრამები და კურსები მწვანე შენობების შესახებ~. მწვანე მშენებლობის საბჭო
2014 წ.

13. ბუნებაზე დაფუძვნებული მიდგომები აღმაშენაბლის გამზირის შიდა ბაღების განახლების


კონცეფცია.

31
32

You might also like