You are on page 1of 26

მდინარე ვერე სტიქიამდე

და სტიქიის შემდგომ
რისკები და გამოწვევები

გიორგი ლემონჯავა
მდინარე ვერე სტიქიამდე
და სტიქიის შემდგომ
რისკები და გამოწვევები

გიორგი ლემონჯავა

2019
პროექტი „ქალაქი ახლოდან~ ხორციელდება თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მიერ აღ-
მოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და-
ფინანსებით. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის არქიტექტურის ბიენალე. ის
შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.

კვლევის ავტორი:
გიორგი ლემონჯავა (ეკოლოგი)
სარჩევი
რეზიუმე ...........................................................................................................................................7
თბილისის და მცირე მდინარეები....................................................................................................7
საერთაშორისო პრაქტიკა და ვალდებულებები მდინარეთა მართვის/ წყალდიდობების
რისკის შეფასებისა და მართვის კუთხით........................................................................................9
მდინარე ვერეს სტიქია – სტიქიური მოვლენიდან დღემდე განხორციელებული
ღონისძიებების მიმოხილვა ...........................................................................................................12
კატასტროფის გამომწვევი მიზეზები............................................................................................14
განხორციელებული სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებები....................................15
რეკომენდაციები და განვითარება კატასტროფის შემდგომ........................................................16
დასკვნა ..........................................................................................................................................21
გამოყენებული ლიტერატურა........................................................................................................23

5
რეზიუმე
თბი­ლი­სის მცი­რე მდი­ნა­რე­თა აუზე­ბი­სა და ჭა­ლა-­კა­ლა­პო­ტე­ბის მარ­თ­ვის სა­კითხი, ერ­თ­-ერთ მნიშ­
ვ­ნე­ლო­ვან გა­რე­მოს­დაც­ვით პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. მო­ცე­მულ მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა­ში წარ­მოდ­
გე­ნი­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხის ერ­თ­-ერ­თი მწვა­ვე ნა­წი­ლი – მდი­ნა­რე­თა კა­ლა­პო­ტებ­ში, შე­საძ­ლო
სტი­ქი­ის ზო­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რის­კის შემ­ც­ვე­ლი პრაქ­ტი­კე­ბი, მდი­ნა­რე ვე­რეს სტი­ქი­ი­სა და ვე­რეს
სტი­ქი­ის შემ­დ­გომ მიმ­დი­ნა­რე გან­ვი­თა­რე­ბე­ბის მა­გა­ლით­ზე.

2015 წლის 13-14 ივ­ნი­სის სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შემ­დ­გომ რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და მზა­ო­ბის უზ­
რუნ­ველ­მ­ყო­ფი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­მო­ხილ­ვა, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე ორ­გა­
ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ, სა­კითხ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­მო­ხილ­ვა და სა­
ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან გა­დად­გ­მულ ნა­ბი­ჯებ­თან შე­და­რე­ბა, გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას
გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რაც მდი­ნა­რე­თა აუზებ­ში სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნებ­ზე რე­ა­გი­
რე­ბის პრო­ცესს თან ახ­ლავს.

ანა­ლი­ზი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ვე­რეს სტი­ქი­ის შემ­დ­გომ, სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­ერ გან­ხორ­
ცი­ე­ლე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა დი­დი წი­ლი წარ­მო­ად­გენ­და არა მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში რის­კე­ბის შემ­
ცი­რე­ბი­სა და გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პებს, არა­მედ,
ცალ­კე­ულ სა­ინ­ჟინ­რო-­ს­ტ­რუქ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით – წყალ­დი­
დო­ბე­ბის რის­კე­ბის მარ­თ­ვის მხო­ლოდ ერ­თ­-ერ­თი სეგ­მენ­ტი­ა. ამას­თან, სტრუქ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­
ე­ბე­ბის ნა­წი­ლი (მაგ: კედ­ლის მოწყო­ბა მზი­უ­რის მიმ­დე­ბა­რედ) ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და მე­რი­ის დაკ­ვე­
თით მომ­ზა­დე­ბულ ვე­რეს გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს.

ვე­რეს სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შემ­დ­გომ, მო­ნიშ­ნუ­ლი დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში – ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ქუ­
ჩის მიმ­დე­ბა­რედ, გმირ­თა მო­ედ­ნის, ზო­ო­პარ­კი­სა და მზი­უ­რის მე­ზობ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და ან ნე­
ბარ­თ­ვა გა­ი­ცა რამ­დე­ნი­მე მსხვილ პრო­ექ­ტ­ზე (მრავალსართულიან ნა­გე­ბო­ბებ­ზე), რაც არ­სე­ბი­თად
ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა სტი­ქი­ის შემ­დ­გომ მომ­ზა­დე­ბულ რიგ სა­ექ­ს­პერ­ტო შე­ფა­სე­ბებს და გა­წე­უ­ლი რე­
კო­მენ­და­ცი­ე­ბის ში­ნა­არსს. უკ­ვე გა­მოვ­ლე­ნილ და რუ­კა­ზე და­ტა­ნილ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, ახა­ლი ობი­
ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დაშ­ვე­ბის პრე­ცე­დენ­ტე­ბი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო, სა­ვა­რა­უ­დო სუ­რათს ქმნის
სხვა მდი­ნა­რე­ე­ბის ჭა­ლა-­კა­ლა­პო­ტებ­ში არ­სე­ბულ რის­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თბილისი და მცირე მდინარეები


თბი­ლი­სი მდი­ნა­რის გას­წ­ვ­რივ გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი­ა. მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ საზღ­ვ­რებ­ში
მტკვრის 60-მდე შე­ნა­კა­დი­ა, რო­მელ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა, რო­
გორც წყლის, ასე­ვე, კა­ლა­პო­ტე­ბი­სა და ჭა­ლე­ბის დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლო­ბის ხა­რის­ხის კუთხით(ქ. თბი­
ლი­სის მდე­ბა­რე­ო­ბის რა­ი­ო­ნი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სა­ში­ში (სტიქიური) ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი,
ან­გა­რი­ში, 2016). თბი­ლი­სის­თ­ვის არც მდი­ნა­რე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი წარ­
მო­ად­გე­ნენ იშ­ვი­ათ მოვ­ლე­ნას.

7
გრა­ფი­კი 1. თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­ში აღ­წე­რი­ლი სტი­ქი­ე­ბი. წით­ლად
მო­ნიშ­ნუ­ლია მდი­ნა­რე­თათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი

წყა­რო: http://drm.cenn.org/index.php/en/community-profile

ქა­ლაქ­ში სის­ტე­მა­ტუ­რად იჩე­ნენ თავს მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა მას­


შ­ტა­ბის მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის­თ­ვის მი­ყე­ნე­ბულ მა­ტე­რი­ა­ლურ ზა­რალ­სა და ქა­ლა­ქის
სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ფუნ­ქ­ცი­ურ შე­ფერ­ხე­ბებ­ში ვლინ­დე­ბი­ან.

ფო­ტო 1. დიღ­მის­ხე­ვის კა­ლა­პოტ­ში აშე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბა

წყა­რო: თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გენ­-­გეგ­მის წი­ნა­საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა, CENN-ის კვლე­ვა.

8
ფო­ტო 2. გლდა­ნის­ხე­ვის კა­ლა­პო­ტი, ჩან­გ­რე­უ­ლი გობ­რო­ნი­ძის ქუ­ჩა. გვი­რა­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ის
პრო­ცე­სი 2018 წ. ავ­ტო­რი: გი­ორ­გი ლე­მონ­ჯა­ვა

გლდან­ში, დიდ დი­ღომ­სა და სხვა უბ­ნებ­ში, ხში­რად არის და­ხუ­რუ­ლი კო­ლექ­ტო­რე­ბის ჩან­გ­რე­ვის,
ან მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. რად­გან მდი­ნა­რე­თა
ჭა­ლა-­კა­ლა­პო­ტე­ბი შე­სა­ბა­მი­სი სი­ზუს­ტით იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, რთუ­ლია და­ვად­გი­ნოთ,
თუ კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა მო­ცუ­ლო­ბით ზა­რალ­დე­ბა ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი მათ­ზე მომ­ხ­და­რი ინ­ფ­რას­ტ­
რუქ­ტუ­რუ­ლი გა­უ­მარ­თა­ვო­ბე­ბი­სა და ავა­რი­ე­ბის­გან.

ხში­რად, სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნებს ბევ­რად მძი­მე შე­დე­გე­ბი ახ­ლავს თან: 2010 წელს, გლდა­ნუ­ლას ადი­
დე­ბას მოჰ­ყ­ვა ხი­დის ნგრე­ვა და ორი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, 2012 წლის 12 მა­ისს – 5 ადა­მი­ა­ნი
და­ი­ღუ­პა მდი­ნა­რე დუქ­ნის­ხე­ვის ადი­დე­ბის გა­მო, 2015 წლის 13 ივ­ნი­სის კი, სტი­ქი­ამ 22 ადა­მი­ა­ნის
სი­ცოცხ­ლე შე­ი­წი­რა.

მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი, რაც ქა­ლაქს ამ ტი­პის მოვ­ლე­ნე­ბით ად­გე­ბა, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს


უტოლ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, 2015 წლის 13-14 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ი­სას გა­მოწ­ვე­უ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­
რა­ლის ოდე­ნო­ბა 100 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე (თბილისის მე­რი­ა, 2016 ), ანუ იმა­ვე წლის თბი­ლი­სის ბი­უ­
ჯე­ტის10 %-ზე მეტს შე­ად­გენ­და.

საერთაშორისო პრაქტიკა და ვალდებულებები მდინარეთა მართვის/ წყალდიდობების


რისკის შეფასებისა და მართვის კუთხით
მსოფ­ლიო უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში არა­ერ­თ­მა მა­გა­ლით­მა აჩ­ვე­ნა, რომ სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნა­თა ხდო­
მი­ლე­ბის სრუ­ლი გა­მო­რიცხ­ვა ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღე­მა­ტე­ბა. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის
თან­მ­დევ­მა, გახ­ში­რე­ბულ­მა ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, წყალ­დი­დო­ბა­თა მას­შ­ტა­ბე­ბის პროგ­
ნო­ზი­რე­ბა კი­დევ უფ­რო გა­არ­თუ­ლა. აღი­ა­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, მთა­ვარ მი­ზანს არა სტი­ქი­ურ მოვ­
ლე­ნა­თა გა­მო­რიცხ­ვა, არა­მედ კა­ტას­ტ­რო­ფა­თა რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა წარ­მო­ად­გენს. თა­ვის­მ­ხ­რივ,
კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის რის­კი იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში წარ­მო­იშ­ვე­ბა, რო­დე­საც ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი, გე­ო­
ლო­გი­უ­რი და სხვა საფ­რ­თხე­ე­ბი ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბა­ში შე­დის ფი­ზი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­
რი და ეკო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის და­უც­ვე­ლო­ბის ფაქ­ტო­რებ­თან (ჰიოგოს სა­მოქ­მე­დო ჩარ­ჩო–პროგ­
რა­მა 2005–2015).

9
სქე­მა 1. რის­კე­ბი წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა იქ, სა­დაც ბუ­ნებ­რი­ვი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ხდო­მი­ლე­ბის
ად­გი­ლას, იზ­რ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის აქ­ტი­ვო­ბა.

რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით, მდი­ნა­რე­თა აუზე­ბის1 მი­მართ გა­მო­


ი­ყე­ნე­ბა „ჰოლისტიკური~, ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მა, მდი­ნა­რე­თა აუზე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა ერ­თი­ან დი­ნა­მი­კურ
სივ­რ­ცე­ე­ბად, რო­მელ­თა მარ­თ­ვაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა მთე­ლი აუზის მო­ნი­ტო­რინ­გის, მი­სი მდგო­მა­რე­
ო­ბის შეს­წავ­ლა-­შე­ფა­სე­ბი­სა და მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზით.

ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტრა­ტე­გია (ISDR) რის­კის მარ­თ­ვის


პრო­ცეს­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს ისე­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მის სა­ჭი­რო­ე­ბას, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­
ყოფს რის­კის პრე­ვენ­ცი­ას ან შერ­ბი­ლე­ბას ბუ­ნებ­რივ კა­ტას­ტ­რო­ფამ­დე და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ხელს
უწყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას (CENN;
ტვენ­ტეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი).

რო­გორც წე­სი, წყალ­დი­დო­ბე­ბის მი­მართ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა-­გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­კითხე­


ბი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ან შე­თან­ხ­მე­ბუ­ლია მდი­ნა­რე­თა სა­ა­უ­ზო მარ­თ­ვის პრო­ცეს­თან – მდი­ნა­რე­თა
ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და წყლის რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბის გეგ­მა­რე­ბის
პრო­ცე­სებ­თან.

მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, ძი­რი­თა­დი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო მე­ქა­ნიზ­მე­ბი მოქ­ცე­უ­ლია


ორი დი­რექ­ტი­ვის, წყლის დი­რექ­ტი­ვი­სა (European union, 2000) და წყალ­დი­დო­ბე­ბის დი­რექ­ტი­ვის
(European union, 2009) ჩარ­ჩო­ებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა პრე­ვენ­ცი­ას – რაც
მო­ი­ცავს, პირ­ველ რიგ­ში, მდი­ნა­რე­ზე შე­საძ­ლო სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის აქ­ტი­ვო­ბის
გა­დაკ­ვე­თის მი­ნი­მი­ზა­ცი­ას. ევ­რო­პის გა­რე­მოს სა­ა­გენ­ტოს გან­მარ­ტე­ბით, პრე­ვენ­ცია ნიშ­ნავს:

წყალ­დი­დო­ბე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლის აღ­კ­ვე­თას, არ­სე­ბულ და სა­ვა­რა­უ­


დო დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში, სახ­ლე­ბი­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სა­გან თა­ვის
არი­დე­ბის გზით, ასე­ვე, სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის ადაპ­ტი­რე­ბის გზით წყალ­დი­დო­ბე­
ბის რის­კის მი­მართ, შე­სა­ბა­მი­სი მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის, სატყეო და აგ­რო-­კულ­ტუ­რუ­ლი
ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით (European environmental agency, 2019).

1 მდინარaის აუზი – ხმელეთის ზედაპირი, საიდანაც წყალი ცალკეულ მდინარესა თუ მდინარის ქსელში ჩაედინება

10
„წყალდიდობების დი­რექ­ტი­ვა­ში~ წარ­მოდ­გე­ნი­ლია მდი­ნა­რის აუზებ­ში წყალ­დი­დო­ბა­თა საფ­რ­
თხის მი­მართ რე­ა­გი­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი. წყალ­დი­დო­ბე­ბის დი­რექ­ტი­ვით წევ­რე­ბი თან­ხ­მ­დე­ბი­ან
წყალ­დი­დო­ბე­ბის რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბის პე­რი­ო­დულ მომ­ზა­დე­ბა­სა და რე­ვი­ზი­ა­ზე,
შე­სა­ბა­მი­სი, წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­ერ.

რის­კებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის პრო­ცეს­ში, პრი­ო­რი­ტე­ტი ენი­ჭე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს, რო­მელ­თა გან­


ხორ­ცი­ე­ლე­ბაც არ გა­ა­უ­ა­რე­სებს მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი­სა და წყლის რე­სურ­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას
(რომელიც ფას­დე­ბა „წყლის დი­რექ­ტი­ვის~ მი­ხედ­ვით). წყლის დი­რექ­ტი­ვა (European union, 2000),
მდი­ნა­რე­თა აუზე­ბი­სა და კა­ლა­პო­ტე­ბის მი­მართ, შემ­დ­გომ მოთხოვ­ნებს აყა­ლი­ბებს:

• უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს მდი­ნა­რე­თა აუზე­ბის მკა­ფიო იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და მარ­თ­ვა გე­ოგ­რა­


ფი­უ­ლი არე­ა­ლე­ბის მი­ხედ­ვით (მდინარეთა აუზე­ბი), მდი­ნა­რე­თა აუზე­ბის მარ­თ­ვა­ზე უშუ­ა­ლოდ
პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის, ასე­ვე აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის
ძი­რი­თა­დი მე­ქა­ნიზ­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

• უნ­და მოხ­დეს მდი­ნა­რე­თა აუზე­ბი­სა და მდი­ნა­რე­თა კა­ლა­პო­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა, რო­გორც ეკო­ლო­


გი­უ­რი და ქი­მი­უ­რი (ცოცხალი ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სა და ეკო­სის­ტე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა, წყლის ქი­მი­უ­რი
მდგო­მა­რე­ო­ბა), ასე­ვე მორ­ფო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბით და უნ­და და­იწყოს ყვე­ლა
აღ­ნიშ­ნუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა.

• უნ­და და­ი­ნერ­გოს მუდ­მი­ვი შე­ფა­სე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი, მდი­


ნა­რე­თა აუზე­ბის მარ­თ­ვის გეგ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და პე­რი­ო­დუ­ლი გა­ნახ­ლე­ბის გზით.

შე­სა­ბა­მი­სად, სულ უფ­რო აქ­ტი­უ­რად ინერ­გე­ბა მდი­ნა­რე­თა წყალ­შემ­კ­რე­ბი აუზე­ბი­სა და ჭა­ლა2­-­


კა­ლა­პო­ტე­ბის3 შე­მარ­ბი­ლე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის აღ­დე­ნა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნაც­რის­ფე­რი
ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბით და მა­თი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ლა­პო­ტე­ბის რე­
ა­ბი­ლი­ტა­ცი­ით.

ფო­ტო 4. ავ­ს­ტ­რი­ა, მდი­ნა­რე ლი­სინ­გი (Leising). კა­ლა­პო­ტის აღ­დ­გე­ნამ­დე და შემ­დეგ.

ავ­ტო­რე­ბი: მარ­ცხე­ნა© MA 45/Webel; მარ­ჯვ­ ე­ნა © MA 45/Wiener Wildnis; წყა­რო: (European environmental agency , 2016)

2 ჭალა – ხეობის ძირის ნაწილი, რომელიც წყალდიდობის დროს წყლით იფარება


3 კალაპოტი – ხეობის ნაწილი, რომელიც მდინარის წყლის ნაკადს უკავია

11
ამ­გ­ვა­რი პრო­ექ­ტე­ბი წყალ­დი­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და­მა­ზი­ა­ნე­ბელ შე­დე­გებს სრუ­ლად ვერ გა­მო­
რიცხა­ვენ, თუმ­ცა შე­მარ­ბი­ლე­ბელ ეფექტს ახ­დე­ნენ და მო­ი­აზ­რე­ბი­ან წყალ­დი­დო­ბე­ბის რის­კე­ბის
მარ­თ­ვის პრო­ცეს­ში რთ-ერთ გა­დაწყ­ვე­ტად.

ზე­მოთ აღ­წე­რილ მიდ­გო­მებ­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს აღი­ა­რე­ბულ სტრა­ტე­გი­ას და


ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხ­მე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ცვლი­ლე­
ბა­თა პრო­ცეს­ში 2016 წლის­თ­ვის მომ­ზა­და კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი წყლის რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვის შე­სა­ხებ,
რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის წყლის დი­რექ­ტი­ვას­თან და რო­მელ­საც უნ­და ჩა­ე­ნაც­ვ­
ლე­ბი­ნა არ­სე­ბუ­ლი, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი „საქართველოს კა­ნო­ნი წყლის შე­სა­ხებ4~.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი რე­ფორ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ახა­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი


მომ­ზად­და 2015-16 წლებ­ში, (საქართველოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­
ნის­ტ­რო, 2016) ხო­ლო კა­ნო­ნის მი­ღე­ბის ვა­დად გზამ­კ­ვ­ლე­ვის მი­ხედ­ვით (იულიჰი & გო­გა­ლა­ძე,

2016) მი­იჩ­ნე­ო­და 2017 წე­ლი, იგი ძა­ლა­ში დღემ­დე არ შე­სუ­ლა. ამ­ჟა­მად პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი სტრუქ­
ტუ­რე­ბი ისევ მოქ­მე­დი, წყლის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი­თა და მი­სი რეგ­ლა­მენ­ტით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის არაქ­მე­დი­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მუ­რია ქვეყ­ნის ურ­ბა­ნი­ზე­


ბულ ნა­წილ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით – თბი­ლის­ში, სა­დაც მდი­ნა­რე­თა ბუ­ნებ­რი­ვი კა­ლა­პო­ტე­ბი­სა და ჭა­
ლე­ბის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა დამ­კ­ვიდ­რე­ბულ პრაქ­ტი­კას წარ­მო­ად­გენს. თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდი­ნა­
რე­თა ჭა­ლებ­სა და აუზებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლა­ზე ნათ­ლად გა­მოჩ­ნ­და 2015 წლის 13-14
ივ­ნისს ვე­რეს აუზ­ში მომ­ხ­და­რი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შემ­დ­გომ.

მდინარე ვერეს სტიქია – სტიქიური მოვლენიდან დღემდე განხორციელებული


ღონისძიებების მიმოხილვა

მდი­ნა­რე ვე­რე­ზე 2015 წლის 13-14 ივ­ნისს მომ­ხ­და­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა, მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი შეს­
წავ­ლი­სა და გან­ხილ­ვის საგ­ნად იქ­ცა. სტი­ქი­ის მი­ერ გა­მოწ­ვე­ულ­მა და­მან­გ­რე­ველ­მა შე­დე­გებ­მა
ბიძ­გი მის­ცა არა­ერ­თი ან­გა­რი­ში­სა თუ კვლე­ვის მომ­ზა­დე­ბას, რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო, ასე­ვე
სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­ერ. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ქვე­ყა­ნა­ში გა­რე­
მოს­დაც­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ.

4 დღეს მოქმედი კანონმდებლობით მდინარეთა აუზების – როგორც გეოგრაფიული ერთეულების მიმართ არავითარი კონკრეტული
რეგულაცია არ არსებობს, პასუხისმგებლობათა დანაწილება ხდება არა გეოგრაფიული, არამედ ადმინისტრაციული საზღვრების
ფარგლებში, ხოლო მდინარეთა უშუალო კალაპოტებს იცავს მხოლოდ „საქართველოს მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების
(ზონების) შესახებ ტექნიკური რეგლამენტი~. რეგლამენტი განსაზღვრავს მექანიკურ, 10-50 მეტრამდე დაცვით ზონას, რომლის
შემუშავების მეთოდოლოგია განსაზღვრული არ არის. რეგლამენტის შეზღუდვითი ზონების რეალობაში ასახვა და გათვალისწინება
ქალაქის ტერიტორიაზე ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან არც რეგლამენტი და არც კანონი წყლის შესახებ არ ითვალისწინებს
ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიდგომები გვირაბებში მოქცეული მდინარეების მიმართ, ჯებირებში მოქცეული მდინარეების მიმართ,
არ განსაზღვრავს წყალდაცვითი ზონების დადგენის მეთოდოლოგიურ განმარტებებს.

12
ფო­ტო 5. ვე­რე და ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ქუ­ჩა 14 ივ­ნისს, წყალ­დი­დო­ბის შემ­დ­გომ.

წყა­რო: პორ­ტა­ლი Ghn, http://ghn.ge/com/news/view/132407

მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში 2015 წლის 13 ივ­ნისს, მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხ­და­რი ტრა­გე­დი­ის
შემ­დეგ, მი­სი გა­მომ­წ­ვე­ვი, ბუ­ნებ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნის მი­ერ გა­მოწ­ვე­უ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის მი­მო­ხილ­
ვა მო­ამ­ზა­და „მწვანე ალ­ტერ­ნა­ტი­ვამ~ (მწვანე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, 2015); კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­
ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა ქსელ­მა CENN, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ­მა ინ­ს­ტი­ტუტ­მა
(ჰიდრომეტეოროლოგიის ინ­ს­ტი­ტუ­ტი , 2015); სსიპ „გარემოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ~ (გარემოს
ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, 2015); ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ეროვ­ნულ­მა სატყეო სამ­სა­ხურ­მა
(The United States Forest Service Departament of Agriculture, 2015), მსოფ­ლიო ბან­კ­მა (World Bank;
UNDP., 2015).

შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თი მხრივ, მდი­ნა­რე ვე­რე­ზე არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბის შე­სა­ხებ, ისე­ვე რო­გორც ამ მდი­
ნა­რის ბუ­ნებ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ, გა­სულ წლებ­ში დაგ­რო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ბევ­რად
აღე­მა­ტე­ბა სხვა მცი­რე მდი­ნა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლის­ში, ხო­ლო მე­ო­რეს­მ­ხ­რივ, სა­
ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია (სტატიების, სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბის გზით) ვე­
რეს კა­ლა­პოტ­ში არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბის შე­სა­ხებ, ბევ­რად დი­დია თბი­ლი­სის სხვა მდი­ნა­რე­ე­ბის შე­სა­
ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით.

მოვ­ლე­ნის შემ­დ­გომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­რე­კო­მენ­და­ცი­ო-­კ­ვ­ლე­ვი­თი სა­ექ­ს­პერ­ტო მა­სა­ლის მო­ცუ­ლო­


ბა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გან­ვი­ხი­ლოთ, თუ რა ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იქ­ნა გა­წე­უ­ლი აქ შე­
საძ­ლო სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის თან­მ­დე­ვი რის­კის მარ­თ­ვი­სათ­ვის და მათ­გან, რა იქ­ნა გათ­ვა­ლის­
წი­ნე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის თუ ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ. ამას­თან, რო­გორც ყვე­ლა­ზე უკეთ
შეს­წავ­ლი­ლი მცი­რე მდი­ნა­რე, შე­და­რე­ბით უკეთ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი­თა და პრობ­ლე­მე­
ბით, ვე­რე კარ­გი ინ­დი­კა­ტო­რია იმის შე­სა­ფა­სებ­ლად, თუ რო­გო­რი­ა, ზო­გა­დად, მცი­რე მდი­ნა­რე­ე­
ბის მი­მართ პო­ლი­ტი­კა თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

13
კატასტროფის გამომწვევი მიზეზები
2015 წლის 13-14 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი გე­ო­ლო­გი­უ­რი კლი­მა­ტუ­რი და ან­თ­რო­პო­გე­ნუ­
რი ფაქ­ტო­რე­ბი ვრცლად არის აღ­წე­რი­ლი ზე­მოთ წარ­მოდ­გე­ნილ დო­კუ­მენ­ტებ­ში. წარ­მოდ­გე­ნი­ლი
მო­საზ­რე­ბე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენ­და ხდო­მი­ლე­ბა­თა იშ­ვი­ათ ერ­თობ­ლი­ო­ბას, რო­მე­ლიც მო­
ი­ცავ­და:

• ძლი­ერ წვი­მებს
• ჩა­მო­წო­ლილ მეწყერს
• გან­ვი­თა­რე­ბულ ღვარ­ცო­ფებს
• მეწყ­რულ სხე­ულ­ში არ­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და და­/ან დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი ტყის მოხ­ვედ­რას
• მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბე­ბის ამოვ­სებს მსხვი­ლი ობი­ექ­ტე­ბით (მათ შო­რის ავ-
• ტო­მო­ბი­ლე­ბით)
• გვი­რა­ბე­ბის არა­სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს
• მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში არ­სე­ბულ შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბებს
• და ა.შ.

ვრცლად, ხე­ო­ბა­ში სტი­ქი­ის ღა­მეს გან­ვი­თა­რე­ბულ გე­ო-­დი­ნა­მი­კურ და ჰიდ­რო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­


თან და­კავ­ში­რე­ბით, წე­რია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ან­გა­რიშ­ში (გარემოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­
გენ­ტო, 2015).

მი­უ­ხე­და­ვად მოვ­ლე­ნა­თა იშ­ვი­ა­თი დამ­თხ­ვე­ვე­ბი­სა, რაც მა­თი გან­მე­ო­რე­ბის ალ­ბა­თო­ბას ამ­ცი­რებს,


არ­ცერ­თი კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ გა­მო­რიცხავს, თუნ­დაც იგი­ვე ან უფ­რო ფარ­თო მას­შ­ტა­ბის
მოვ­ლე­ნის გან­მე­ო­რე­ბის­/­ხ­დო­მი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მდი­ნა­რე ვე­რე წარ­მო­ად­გენს ნი­აღ­ვ­რულ
მდი­ნა­რეს, რო­მელ­ზეც ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ხში­რია და არც შემ­დ­გომ­შია გა­მო­
რიცხუ­ლი. აქ­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­კითხი, რაც კი­დევ უფ­რო არ­თუ­
ლებს შე­საძ­ლო მოვ­ლე­ნა­თა მას­შ­ტა­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის
პრო­ცეს­ში გა­მოკ­ვე­თი­ლია კლი­მა­ტუ­რი რე­ჟი­მე­ბის ცვლი­ლე­ბა, მათ შო­რის ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­
ნე­ბის, რო­გორც ხა­რის­ხობ­რი­ვი, ასე­ვე რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ზრდა. (2010-2013 გა­რე­მოს
მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი მოხ­სე­ნე­ბა, 2014) .

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მდი­ნა­რე ვე­რეს ჭა­ლებ­სა და კა­ლა­პოტს ადა­მი­ა­ნი აქ­ტი­უ­რად ით­ვი­სებ­და.


მდი­ნა­რის ბუ­ნებ­რივ კა­ლა­პოტ­სა და ჭა­ლებ­ში ადა­მი­ა­ნის აქ­ტი­ვო­ბის ზრდა (განსაკუთრებით – სახ­
ლე­ბი­სა და ტრა­სის მშე­ნებ­ლო­ბა) შე­სა­ბა­მის რის­კებ­საც ზრდი­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აღ­წე­რილ­მა
პრო­ცეს­მა ლო­გი­კურ შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა.

პრობ­ლე­მის ერ­თ­-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წი­ლად ვე­რეს ქვე­მო წელ­ში, ხე­ო­ბის გას­წ­ვ­რივ, 2009 წელს
გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მა­გის­ტ­რა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს5. აღ­ნიშ­ნულს ვრცლად მი­
მო­ი­ხი­ლავს „მწვანე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა~ ვე­რეს სტი­ქი­ის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ დო­კუ­მენ­ტ­ში (მწვანე
ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, 2015). მი­მო­ხილ­ვი­დან ჩანს, რომ პრო­ექ­ტის და­გეგ­მ­ვა და მშე­ნებ­ლო­ბა პა­რა­ლე­
ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ თა­ვად მე­რი­ის სტრუქ­ტუ­რე­ბიც ნაკ­ლე­ბად იყ­ვ­ნენ
ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის – რო­გორც ასე­თის არარ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ,
უშუ­ა­ლოდ პრო­ექ­ტის ერ­თ­-ერ­თი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი აღ­ნიშ­ნავს.6

5 შენიშვნა: ვერეს ხეობის პრობლემატიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ ახალი გზითა და მის არეალში არსებული პრობლემატიკით
და მოიცავს როგორც გმირთა მოედნიდან მტკვრამდე – გვირაბში მოქცეულ ნაწილს, ასევე თამარაშვილის ქუჩა-მაღლივის
მონაკვეთსა და მთლიანობაში -მთელ წყალშემკრებ აუზს, თუმცა ამჟამად მიმდინარე განაშენიანების ტენდენციებიდან
გამომდინარე, განსაკუთრებით აქტუალურია აღნიშნული ტერიტორიის (გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ზოოპარკი –
მზიური) განვითარების მიმოხილვა.
6 ციტატა: „...მოგახსენებთ, რატომ ვერ გისახელებთ ზუსტ ციფრებს. მშენებლობა მიმდინარეობს პროექტირებასთან ერთად.
არ ყოფილა ისე, რომ პროექტი საბოლოოდ გაკეთდა, ჩავაბარეთ ხარჯთაღრიცხვა და დაიწყო მშენებლობა. პროექტზე მუშაობა,
ყოველდღიურად, მშენებლობასთან ერთად მიმდინარეობს...~ ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, საჯარო დისკუსია: „ცხოვრების ხარისხი
თანამედროვე თბილისში. ურბანული განვითარების ხედვა~ თბილისი, 2009წ. გვ.7

14
განხორციელებული სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებები
2015 წლის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დ­გომ, მოქ­მე­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­ერ, მკა­ფი­ოდ გაკ­რი­ტიკ­და
2009 წლის ტრა­სის პრო­ექ­ტი, გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და
გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბის გა­მო, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, სტი­ქი­ის შემ­დ­გომ, გზის რე­ა­ბი­ლი­
ტა­ცია და ისევ გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის (ან მსგავ­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის) გა­რე­შე გან­ხორ­
ცი­ელ­და. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტრა­სა აღ­დ­გა ისე, რომ არც მა­შინ და არც შემ­დ­გომ არ დამ­დ­გა­რა 2009
წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის პრინ­ცი­პუ­ლი მი­ზან­შე­წო­ნი­ლე­ბის შეს­წავ­ლის სა­კითხი.

2016 წელს მომ­ზად­და მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბი­სა და მი­სი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის „ჩარჩო გეგ­მა~
(არქიტექტურული ბი­უ­რო, 2016). აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის დამ­კ­ვეთ­სა და შემ­ს­ყიდ­ველს წარ­მო­ად­
გენ­და ქ.თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა. დო­კუ­მენ­ტის კონ­ცეფ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ურ­ბა­
ნულ ნა­წილ­ში მდი­ნა­რე ვე­რეს დატ­ბორ­ვის ზო­ნის (გმირთა მო­ედ­ნამ­დე) შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბე­ბი­სა­გან
გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მდი­ნა­რის­პი­რა პარ­კის მოწყო­ბას, ცალ­კე­ულ უბ­ნებ­ში მდი­ნა­რის გვი­რა­ბე­ბი­
დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზით.

პა­რა­ლე­ლუ­რად, კა­ლა­პოტ­ში სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შემ­დ­გომ, გან­ხორ­ცი­ელ­და რი­გი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­


ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა, მათ შო­რის: ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ვე­რეს კა­ლა­პო­ტის ურ­ბა­ნუ­ლი
ნა­წი­ლის ცალ­კე­ულ უბ­ნებ­ში. მათ შო­რის, მო­ეწყო ბე­ტო­ნის კედ­ლე­ბი. ასე­ვე, მო­ეწყო შე­მა­კა­ვე­
ბე­ლი ბა­რი­ე­რი მდი­ნა­რის ზე­მო წელ­ში (მაღლივთან), რო­მელ­მაც, წე­სით, უნ­და შე­ა­კა­ვოს ნი­აღ­ვარ­
თან ერ­თად მომ­დი­ნა­რე ხე-­ტყე, მსხვი­ლი ნა­შა­ლი მა­სა­ლა და ა.შ. ასე­ვე, და­მონ­ტაჟ­და ად­რე­უ­ლი
შეტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს, რო­გორც ნა­ლე­ქის ოდე­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინგს, ასე­ვე
წყლის დო­ნის მო­ნი­ტო­რინგს. ცალ­კე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი (ნაპირსამაგრი, ნა­ტან­დამ­ჭე­რე­ბი­სა და
ა.შ მოწყო­ბა და სხვ),

ფო­ტო 6. მდი­ნა­რე ვე­რე­ზე მოწყო­ბი­ლი ბე­ტო­ნის ჯე­ბი­რი მზი­უ­რის მიმ­დე­ბა­რედ.

15
სქე­მა 2. „ვერეს გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა~ სქე­მის ნა­წი­ლი მზი­უ­რის­/­ზო­ო­პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ.

სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და რის­კე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და გა­


რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რე­კო­მენ­და­ცი­ით, თუმ­ცა, ცალ­კე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გაკ­რი­ტიკ­და
რო­გორც ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვი­დან ამო­ვარ­დ­ნი­ლი. აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­უ­ბა­რია ამე­რი­კის
სატყეო სამ­სა­ხუ­რის ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ ან­გა­რიშ­ში (The United States Forest Service
Departament of Agriculture, 2015, გვ. 19). ერ­თი­ან ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კითხ­ვას აჩენს ვე­რეს
გა­მიჯ­ვ­ნა მზი­უ­რის პარ­კის­გან, რო­მე­ლიც მდი­ნა­რის ბუ­ნებ­რივ ჭა­ლას წარ­მო­ად­გენ­და და ზო­ო­პარ­
კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჭა­ლის ტე­რი­ტო­რი­ის გრუნ­ტით ამოვ­სე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სივ­რ­ცის მდი­ნა­რის­პი­რა
ბუ­ნებ­რი­ვი ჭა­ლე­ბის აღ­დ­გე­ნა წარ­მო­ად­გენ­და „ვერეს გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის~ ერ­თ­-ერთ მნიშ­
ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს. ამ და ქვე­მოთ აღ­წე­რი­ლი სხვა გა­დაწყ­ვე­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით -კონცეფციის
ძი­რი­თა­დი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ეჭ­ვო გახ­და.

რეკომენდაციები და განვითარება კატასტროფის შემდგომ


დამ­დ­გა­რი ტრა­გე­დი­ის მას­შ­ტა­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რთუ­ლად იყო წარ­მო­სად­გე­ნი მდი­ნა­რე­თა
კა­ლა­პო­ტი­სა და დატ­ბორ­ვის ზო­ნე­ბის სამ­შე­ნებ­ლო მიზ­ნით შემ­დ­გო­მი ათ­ვი­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.
აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა მხო­ლოდ ექ­ს­პერ­ტ­თა და სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა წრე­ე­ბი, არა­მედ, სა­
ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბიც კი აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობ­დ­ნენ, მათ შო­რის, იმ­ჟა­მინ­დე­ლი გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­
ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტ­რი7.

მდი­ნა­რე ვე­რეს კა­ლა­პოტ­ში ტრა­გე­დი­ამ­დე დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის შემ­ც­ვე­ლი პრაქ­


ტი­კე­ბი, დატ­ბორ­ვის ზო­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა-­ტ­რან­ს­ფორ­მი­რე­ბა გაკ­რი­ტი­კე­ბუ­ლია არა­ერ­თი შე­ფა­სე­
ბით.

7 „ვერეს ხეობის იმ მონაკვეთში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ძირითადი ტერიტორია მუნიციპალური საკუთრებაა. ჭალის დიდი
ნაწილი კერძო მფლობელობაშია. თავის დროზე, ისიც მუნიციპალური ქონება იყო და გაყიდეს. კერძო მესაკუთრეებმა მიიღეს
უგუნური გადაწყვეტილება და გააჩაღეს მშენებლობები. მიმაჩნია, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ
უნდა ავაშენოთ~ – გ.აგულაშვილი. წყარო: https://www.bpn.ge/article/13277-gigla-agulashvili-miichnevs-rom-veres-chalashi-gmir-
ta-moed-nis-chatvlit-araperi-ar-unda-ashendes/

16
სქე­მა 3. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მი­ერ, მომ­ზა­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე ვე­რეს დატ­ბორ­ვის
ზო­ნის რუ­კის ფრაგ­მენ­ტი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ გა­მოდ­გე­ბა მსოფ­ლიო ბან­კის ხელ­შეწყო­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ექ­ს­


პერ­ტულ დო­კუ­მენ­ტ­ში გა­წე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცია (World Bank; UNDP., 2015, გვ. 78), სა­დაც ხაზ­გას­
მუ­ლი­ა, რომ დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში მის სი­ახ­ლო­ვეს უნ­და შეზღუ­დუ­ლი­ყო ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, არ
უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის აღ­დ­გე­ნა. ლან­დ­შაფ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტის ტყე-­პარ­
კის მოწყო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნ­და შეზღუ­დუ­ლი­ყო­/აკ­რ­ძა­ლუ­ლი­ყო ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ღა­მის­სა­თე­ვი
სივ­რ­ცე­ე­ბის (კემპინგის) მოწყო­ბაც კი. ასე­ვე, ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ო­და დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში პარ­კი­რე­
ბის აკ­რ­ძალ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბას (მდინარის ნა­კად­ში შე­ტივ­ტი­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გვი­რა­ბე­ბის
და­ცო­ბის ერ­თ­-ერთ მი­ზე­ზა­დაა გან­ხი­ლუ­ლი). (World Bank; UNDP., 2015, გვ. 91) დატ­ბორ­ვის ზო­ნა­
ში გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის მი­ზან­შე­უ­წონ­ლო­ბა­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია ამე­რი­კის სატყეო სამ­სა­ხუ­რის ექ­ს­პერ­ტ­
თა და გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რე­კო­მენ­და­ცი­ებ­შიც. ვე­რეს დატ­ბორ­ვის არე­ა­ლის გა­ნა­შე­
ნი­ა­ნე­ბას მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევ­და „ვერეს გან­ვი­თა­რე­ბის ჩარ­ჩო-­გეგ­მა~ (არქიტექტურული ბი­უ­რო,
2016, გვ. 15)

17
ცხრი­ლი 1. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ან­გა­რი­ში­დან (USAID; UNDP; ერ­.­სა­ა­გენ­ტო) დატ­
ბორ­ვის ზო­ნა­ში და­სად­გე­ნი შეზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ
# დოკუმენტის Recommendation (ორიგინალი) რეკომენდაცია გვ
დასახელება
1 სსიპ «გარემოს   ქალაქის ფარგლებში მდ. ვერეს 61
ეროვნული სააგენტო» ჭალა-კალაპოტის ზონა უნდა
გათავისუფლდეს წყლის ნაკადების
– „2015 წლის 13-14 გატარების დამაბრკოლებელი
ივნისს მდ. ვერეს სხვადასხვა დანიშნულების
შენობანაგებობებისაგან;
აუზში განვითარებული
კატასტროფით მაღალი საშიშროების რისკის 61
გამოწვეული ზონიდან საჭიროა მოსახლეობის
მდგომარეობის გასახლება;
წინასწარი შეფასება”

2 UNDB, World Bank; ~Designation of flood prone/flood risk თარგმანი: დატბორვის-წყალდიდობის 91


თბილისი, სტიქიური areas inside which strict rules to need რისკის არეალების გამოყოფა და
მოვლენის შემდგომი to be adhered including restrictions მკაცრი წესების დადგენა, რაც
საჭიროებათა on parking of all vehicles, no building მოიცავს ავტომობილების პარკირების
შეფასება, მსოფლიო development, including the expansion აკრძალვას დატბორვის ზონაში,
ბანკი 2015/Tbilisi of existing buildings and the construc-
Disaster Needs tion of new buildings or the rebuilding of ახალი ნაგებობების მშენებლობისა
assesment, World Bank damaged or destroyed buildings”. თუ არსებული ნაგებობების
2015 გაფართოვების, ასევე, დაზიანებული
ნაგებობების აღდგენის აკრძალვას
დატბორვის ზონაში.

3 USAID, USFS; ~Land use planning and regulations are აუცილებელია მიწათსარგებლობის 37
თბილისის necessary to prevent further devel- რეგულირება დატბორვის ზონაში
წყალდიდობა 2015, opment in unstable and flood prone და არასტაბილურ ტერიტორიებზე
პირველადი მიგნებები areas”. სამომავლო განვითარების
და საპასუხო ნაბიჯები/ შესაზღუდად
Tbilisi flood 2015, Initial
Findings and response
actions ~Decrease the risk to life, property, თარგმანი: შეამცირეთ სიცოცხლის, 4
infrastructure, and cultural resources by ჯანმრთელობის, საკუთრების,
allowing the stream to function natu- ინფრასტრუქტურისა და კულტურული
rally. This requires designating stream რესურსების რისკები მდინარისთვის
management zones, removing infra- ბუნებრივი ფუნქციების დაბრუნების
structure, regulating development within გზით. ამისთვის საჭიროა მდინარის
the stream management zones, and მართვის ზონის დადგენა,
engaging in comprehensive land use ინფრასტრუქტურის მოშორება,
planning”. განვითარების რეგულირება და
ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის
ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავება

მოვ­ლე­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა სტი­ქი­ის შემ­დ­გომ გვაჩ­ვე­ნებს, რომ რე­კო­მენ­და­ცია დატ­


ბორვის ზო­ნა­ში მშე­ნებ­ლო­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეზღუდ­ვის შე­სა­ხებ, ხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ
შეს­რულდა. ერ­თი მხრივ, მოხ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საცხოვ­რებ­ლე­ბის დე­მონ­ტა­ჟი
(სვანიძის ქუ­ჩა, წყნე­თის ქუ­ჩა), თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მი­ერ მომ­
ზა­დე­ბულ რუ­კა­ზე დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში სტი­ქი­ის დროს მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სი (ჭაბუა ამი­რე­ჯი­ბის
#1-ში), დასრულ­და და და­სახ­ლ­და. 2019 წელს დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში გა­ი­ცა მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თ­ვა
კი­დევ ორ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან ნა­გე­ბო­ბა­ზე (ს/კ 01.14.14.005.248), უკ­ვე აშე­ნე­ბუ­ლი საცხოვ­რე­ბე­
ლი კორ­პუ­სის გვერ­დით, რო­მე­ლიც ასე­ვე უშუ­ა­ლოდ, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ქუ­ჩას ებ­მის. სა­ჯა­როდ
ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი წყა­რო არის სიპ არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის სა­ი­ტი, tas.ge, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­
ლია ტე­რი­ტო­რი­ის მფლო­ბელ­სა და მე­რი­ას შო­რის კითხ­ვა-­პა­სუხს ვა­დევ­ნოთ თვა­ლი8, თუმ­ცა აქაც,

8 http://tas.ge/?p=publicpage&documentId=658655

18
ამა თუ იმ­ტი­პის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მკვეთ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი გან­მარ­ტე­ბა, ან დის­კუ­სი­ა­ში
ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. მი­მო­წე­რა­ში ერ­თ­-ერ­თი პრო­ექ­ტის გა­ნაცხა­დი გა­რე­მოს
ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რე­კო­მენ­და­ცი­ას ეყ­რ­დ­ნო­ბა9. ამას­თან, ბუნ­დო­ვა­ნი­ა, გა­ნაცხად­ში მო­ცე­მუ­
ლი ანა­ლი­ზი და დას­კ­ვ­ნა გან­მ­ცხა­დებ­ლის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ციაა თუ სა­ა­გენ­ტოს რე­კო­მენ­და­ცი­ა.

ფო­ტო 8 (მარცხნივ) ფო­ტო-­მონ­ტა­ჟი მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბათ­ვის მოთხოვ­ნის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­


თან ერ­თად. ფო­ტო-­მონ­ტაჟ­ზე ჩანს რო­გორც და­გეგ­მი­ლი კომ­პ­ლექ­სი, ასე­ვე უკ­ვე აშე­ნე­ბუ­ლი
საცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი (უკან).
წყა­რო: ფო­ტო­მონ­ტა­ჟი ჩა­მო­წე­რი­ლია სსიპ ქ.თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის სა­ი­ტი­დან http://tas.ge/

ფო­ტო 9 (მარჯვნივ) რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო იგი­ვე რა­კურ­სით. ნათ­ლად ჩანს, რომ მთე­
ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი. (ცენტრში – საცხოვ­რე­ბე­ლი
კორ­პუ­სის მა­შინ ჯერ მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბა დატ­ბორ­ვ­ვის ზო­ნა­ში).
წყა­რო: ფო­ტო აღე­ბუ­ლია სა­ი­ტი­დან Agenda.ge http://agenda.ge/en/news/2015/1316

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გა­სულ წლებ­ში გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კი­დევ ერ­თი პრო­ექ­ტი. 2017 წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­
თ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და მზი­უ­რის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ, 01.14.14.005.160 ასე­ვე დატ­ბორ­ვის ზო­ნა­
ში მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, მრა­ვალ­ფუნ­ცი­უ­რი ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, სა­ჯა­რო
პრო­ტეს­ტის შემ­დეგ, პრო­ექ­ტი დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, თუმ­ცა, რამ­დე­ნად ექ­ნე­ბა ძა­ლა წყალ­დაც­ვით
შეზღუ­დებს ამ ობი­ექ­ტის­თ­ვის, უკ­ვე დამ­დ­გა­რი პრე­ცე­დენ­ტე­ბის შემ­დ­გომ, უც­ნო­ბი­ა.

9 `მოგეხენებათ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს პასუხის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია (ს.კ 01.14.14.005.248) არ
ხვდება `მდინარე ვერეს ხეობაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯამრთელობისთვის რისკის შემცველი ზონის~ ფარგლებში. ასევე,
საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიის მინიმუმ 0.5 მეტრით ამაღლებით მაქსიმალური დატბორვის არეალის (ზ.დ. 412მ.) ზევით
სააგენტოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებლად მიაჩნია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი მრავალდუნქციური
დანიშნულების ობიექტის მშენებლობა. ხოლო, ჩვენი საპროექტო შენობა განთავსებულია 413 აბსოლიტურ ნიშნულზე. ეს
გულისხმობს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ რეკომენდირებული (412.5) აბსოლიტურ ნიშნულის დამატებით 0.5 მეტრით
ამაღლებას. აქვე დავამატებ, რომ პროექტი შემოტანილია გადამტკიცებაზე და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, იგივე პრინციპით უკვე
გვაქვს წინა, შეთნახმებული პროექტი”. წყარო: http://tas.ge/?p=publicpage&documentId=649499

19
ფო­ტო 10 მზი­უ­რის მიმ­დე­ბა­რედ შე­ჩე­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფო­ტო­მონ­ტა­ჟი

წყა­რო: tas.ge http://tas.ge/?p=publicpage&documentId=494641

მთლი­ა­ნო­ბა­ში, არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზო­ო­პარ­კი­სა და გმირ­თა მო­ედ­ნის


მიმ­დე­ბა­რე – ვე­რეს ჭა­ლა, რომ­ლის დი­დი ნა­წი­ლი დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს და რომ­ლის
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, 2015 წლის წყალ­დი­დო­ბის დროს წყლის ქვეშ იყო მოქ­ცე­უ­ლი, ყა­ლიბ­დე­ბა
ახალ, მცი­რე უბ­ნად – საგ­ზაო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით, სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბით და რამ­დე­ნი­მე მა­
ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბით.

ამას­თან, აშე­ნე­ბულ საცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან და და­გეგ­მილ ახალ ობი­ექ­ტებ­თან მი­სას­ვ­ლე­ლი


ერ­თა­დერ­თი გზა სწო­რედ ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ქუ­ჩა­ა, რო­მე­ლიც წყალ­დი­დო­ბის დროს, ფაქ­ტობ­რი­
ვად, გა­ნად­გურ­და. რა მდგო­მა­რე­ო­ბას შექ­მ­ნის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, გზის ჩა­კეტ­ვის შემ­თხ­ვე­ვებ­ში
ან სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის დროს,

სქე­მა 4 გა­რე­მოს ერ­.­სა­ა­გენ­ტოს „ვერეს დატ­ბორ­ვის რუ­კა~, სა­ბა­ზი­სოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია


Google Earth – აერო­ფო­ტო. ლე­გენ­და: A – ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის #1 არ­სე­ბუ­ლი კორ­პუ­სი B; C –
გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თ­ვე­ბი D – შე­ჩე­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. ყვი­თე­ლი კონ­ტუ­რით – ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის
ქუ­ჩა.

20
რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს აღ­წე­რი­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ვე­რეს ხე­ო­ბა­ში სწრა­ფი შეტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­
ბის ეფექ­ტუ­რო­ბის კუთხით, უც­ნო­ბი­ა. ფაქ­ტი­ა, რომ ევა­კუ­ა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­სა­
ბა­მის ორ­გა­ნო­ებს მო­უ­წევთ არა მხო­ლოდ მა­გის­ტ­რალ­ზე „ტრანზიტზე~ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა
და მგზავ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა, არა­მედ ხსე­ნე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბებ­ში მყო­ფე­ბი­სა და აქ და­პარ­
კინ­გე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სტი­ქი­ის ზო­ნი­დან გაყ­ვა­ნაც.

აღ­წე­რი­ლი ფაქ­ტე­ბი ამ­ტ­კი­ცებს, რომ მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში, წყალ­დი­დო­ბის შემ­დ­გომ, შე­ნო­ბა-­ნა­გე­


ბო­ბე­ბი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­თავ­სე­ბის მკაც­რი შეზღუდ­ვა გავ­რ­ცელ­და დატ­ბორ­ვის ზო­
ნის ცალ­კე­ულ არე­ა­ლებ­ში, თუმ­ცა ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რა­ლურ ნა­წილ­ში, ტენ­დენ­ცი­ე­ბი ორაზ­რო­ვა­ნი­ა:

• არ შე­ჩერ­და და დას­რულ­და საცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბა „ჭაბუა ამი­რე­


ჯი­ბის #1 (2015-16 წწ);
• გა­ი­ცა ნე­ბარ­თ­ვა ორ ახალ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე (2019 წელს) (ს/კ 01.14.14.005.248)
• ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაჩ­ნ­და/­ჩ­ნ­დე­ბა ახა­ლი სატ­რან­ს­პორ­ტო გა­დაკ­ვე­თე­ბი და პარ­კი­რე­ბის ად­გი­
ლები.
• მე­ო­რე მხრივ, დრო­ე­ბით შე­ჩერ­და პრო­ცე­სი მზი­უ­რის პარ­კის მიმ­დე­ბა­რე მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი
კომ­პ­ლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე (ს/კ 01.14.14.005.160).

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი ბუნ­დო­ვანს ხდის ქა­ლა­ქის პო­ლი­ტი­კას (კერძოდ – მშე­ნებ­ლო­


ბის ნე­ბარ­თ­ვე­ბი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წილ­ში), შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი
სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­ერ რუ­კა­ზე და­ნიშ­ნულ დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბას­თან
და­კავ­ში­რე­ბით. თუ რა მიდ­გო­მე­ბით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­
სას, კონ­კ­რე­ტუ­ლად შე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თ­ვის გამ­ცე­მი ორ­გა­ნო­ე­ბი, ცხა­დი არ არის.

ფაქ­ტი­ა, რომ ქ.თბი­ლის­ში ვე­რეს კა­ლა­პო­ტი­სა და ჭა­ლე­ბის მი­მართ დად­გე­ნი­ლი დატ­ბორ­ვის ზო­
ნე­ბი­სა და დარ­გის ექ­ს­პერ­თა მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ შე­იზღუ­და უკ­
ვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არა­რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი, კითხ­ვას
აჩენს ნაკ­ლებ შეს­წავ­ლი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ნაკ­ლებ ცნო­ბი­ლი მცი­რე მდი­ნა­რე­ე­ბის კა­
ლა­პო­ტებ­ში შე­საძ­ლო ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ: თუ­კი ვე­რე­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ექ­ს­პერ­ტ­თა ჩარ­თუ­
ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ იზღუ­დე­ბა რის­კის შემ­ც­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რა მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს სხვა
მცი­რე მდი­ნა­რე­ებ­ზე?

დასკვნა
სა­ქარ­თ­ვე­ლოს აღი­ა­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი მდი­ნა­რე­თა მარ­თ­ვი­სა წყალ­დი­დო­ბე­ბის
რის­კე­ბის მარ­თ­ვის ახ­ლე­ბურ მიდ­გო­მებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუმ­ცა, წყლის რე­სურ­სე­ბის მარ­თ­
ვის სფე­რო­ში და­გეგ­მი­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო რე­ფორ­მა შე­ფერ­ხე­ბუ­ლი­ა, შე­სა­ბა­მი­სად,
არც თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცი­რე მდი­ნა­რე­თა მი­მართ აღ­ნიშ­ნუ­
ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო­-ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი
ცვი­ლე­ბა არ მომ­ხ­და­რა.

მდი­ნა­რე ვე­რე­ზე მომ­ხ­და­რი კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შემ­დ­გომ, მომ­ზად­და არა­ერ­თი


დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი და ან­გა­რი­ში, რო­გორც სტი­ქი­ის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბის, ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი
ზა­რა­ლი­სა და ადა­მი­ან­სა მსხვერ­პ­ლის მი­ზეზ­თა შე­სა­ხებ. მო­მა­ვა­ლი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შემ­თხ­ვე­
ვა­ში, რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სათ­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ღო­ნი­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ მი­წათ­სარ­გებ­ლო­
ბის ნა­წილ­ში, ექ­ს­პერ­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო და ით­ვა­ლის­წი­ნებ­და მდი­ნა­რის
ჭა­ლი­სა და დატ­ბორ­ვის ზო­ნის შე­ნო­ბა ნა­გე­ბო­ბე­ბი­სა და მა­თი თან­ხ­მ­ლე­ბი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა­
გან მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ან სულ მცი­რე­/ა­ხა­ლი გან­ვი­თა­რე­ბე­ბის შეზღუდ­ვას.

21
ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი და გეგ­მა­რე­ბი­თი გა­დაწყ­ვე­ტე­ბის კუთხით, თბი­ლი­სის მდი­ნა­რე­თა აუზე­ბის მი­
მართ, არ­სე­ბით ცვლი­ლე­ბას ვე­რეს ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ად­გი­ლი არ ჰქო­ნი­ა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა,
რომ 2009 წელს ვე­რეს ხე­ო­ბა­ში გზის გაყ­ვა­ნა მოხ­და ხარ­ვე­ზით, რო­გორც გეგ­მა­რე­ბის, ასე­ვე
გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტაპ­ზე, 2015 წლის 13 ივ­ნი­სის შემ­დეგ, პრინ­ცი­პუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ვე­რეს
აუზ­ში ად­რე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფორ­მი­სა და ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩა მი­
სი დე­ტა­ლუ­რი რე­ვი­ზი­ის გა­რე­შე. სტი­ქი­ის შემ­დ­გომ, მე­რი­ის დაკ­ვე­თით მომ­ზად­და ვე­რეს ხე­ო­
ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ კონ­ცეფ­ტუ­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი (ჩარჩო გეგ­მა), თუმ­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად
სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და სტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ხედ­ვის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი
გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტი­ქი­ი­დან მოკ­ლე ვა­დებ­ში მომ­ზად­და
შე­სა­ბა­მი­სი „დატბორვის არე­ა­ლის რუ­კა~, სტი­ქი­ის შემ­დ­გო­მაც გან­ხორ­ცი­ელ­და და­/ან ხორ­ცი­ელ­
დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო პრო­ე­ტე­ბი, მათ შო­რის, აღ­ნიშ­ნულ დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში (გაიცა
ნე­ბარ­თ­ვე­ბი ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე – პარ­კი­რე­ბის მოწყო­ბა­ზე).

სტი­ქი­ის შემ­დ­გომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­


ლი-­სა­ინ­ჟინ­რო გა­დაწყ­ვე­ტე­ბი წარ­მო­ად­გენ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ი­ცავს ნა­პირ­სა­მაგ­რე­ბის მოწყო­ბას,
ცხა­უ­რე­ბის მოწყო­ბას, გვი­რა­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბას და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­მელ­თა და­ნიშ­ნუ­ლე­
ბაა 2009 წელს მოწყო­ბი­ლი გზის, ვე­რე­ზე არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბე­ბის, ასე­ვე ქა­ლაქ­ში მდი­ნა­რის ნა­
პი­რე­ბის ხა­რის­ხობ­რივ­-­ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა-­დაც­ვა ვე­რეს ხე­ო­ბა­ში, თუმ­ცა, ცალ­კე­უ­
ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, გაკ­რი­ტიკ­და რო­გორც ერ­თი­ა­ნი, გაცხა­დე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­დან
ამო­ვარ­დ­ნი­ლი.

მდი­ნა­რე ვე­რეს, აქ გან­ხი­ლულ მო­ნაკ­ვეთ­ში, სტი­ქი­ის შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი კითხ­


ვებს აჩენს რო­გორც ვე­რეს სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვის არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით,
ასე­ვე, თბი­ლი­სის სხვა მცი­რე მდი­ნა­რე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე: მა­შინ, რო­
დე­საც, მი­უ­ხე­და­ვად მდი­ნა­რე ვე­რე­ზე სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის ზო­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბის შე­სა­ხებ
მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა, ვერ მო­ხერ­ხ­და მას­შ­ტა­ბუ­რი, რის­კე­ბის შემ­ც­ვე­ლი გან­ვი­თა­რე­ბე­ბის შეზღუდ­
ვა, რამ­დე­ნად არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა მცი­რე მდი­ნა­რე­თა ჭა­ლა-­
კა­ლა­პო­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბი?

22
გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა
CENN. (2016). ქ. თბი­ლი­სის მდე­ბა­რე­ო­ბის რა­ი­ო­ნი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სა­ში­ში (სტიქიური)
ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი, ან­გა­რი­ში. თბი­ლი­სი: კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­ვით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­
ნი­ზა­ცი­ა­თა ქსე­ლი.

CENN; ტვენ­ტეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი. (n.d.). სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი გე­ო­ლო­გი­უ­რი და ჰიდ­რო­


მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი საფ­რ­თხე­ე­ბის რის­კის შე­ფა­სე­ბი­სა და მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­სათ­ვის სივ­რ­ცულ
და­გეგ­მა­რე­ბა­სა და გა­რე­მოს­დაც­ვით შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში. Retrieved from http://drm.cenn.org/pdf/
gidlines.pdf

European environmental agency . ( 2016). Rivers and lakes in European cities. Luxemburg: Luxembourg:
Publications Office of the European Union.

European environmental agency. (2019, January 28). Eionet European environmental information and
observation network. Retrieved from www.eionet.europa.eu: https://www.eionet.europa.eu/gemet/en/
concept/15172

European union. (2000, october 23). DIRECTIVE 2000/60/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND
OF THE COUNCIL of 23 October 2000 establishing a framework for Community action in the field of
water policy. Official Journal of the European Communities.

European union. (2009, June). Directive on the Assessment and Management of Flood Risks (2007/60/
EC) Translation from English. Tbilisi: EU Project Trans-Boundary River Management Phase II for the Kura
River basin – Armenia Georgia Azerbaijan.

Europen union – Georgia. (2016, September 13). EU/Georgia Association Agreement. Retrieved from
An official website of the European Union: https://eeas.europa.eu/delegations/georgia_en/9740/EU/
Georgia%20Association%20Agreement

Mackenzie, D. I., & R. A. (2005). Designing occupancy studies: general advice and allocating survey
effort. Journal of Applied Ecology, 1105–1114.

Ministry of Environment and Natural Resources Protection . (2014). National Biodiversity Strategy and
Action Plan of Georgia 2014 – 2020. Tbilisi: Ministry of Environment and Natural Resources Protection .

The United States Forest Service Departament of Agriculture. (2015). Tbilisi flood 2015 Initial
Findings and Responce Actions. Retrieved from https://photos.state.gov/libraries/georgia/328671/
pdfs/tblsreporteng.pdf?fbclid=IwAR2MrpOW4ets7-yuG3ZPDX5jk9j2eVK2yk7xmq_uqIObq7Z-
HN27KMDrauw

The United States Forest Service Departament of Agriculture. (2016). Tbilisi flood 2015 Initial
Findings and Responce Actions. Retrieved from https://photos.state.gov/libraries/georgia/328671/
pdfs/tblsreporteng.pdf?fbclid=IwAR2MrpOW4ets7-yuG3ZPDX5jk9j2eVK2yk7xmq_uqIObq7Z-
HN27KMDrauw

23
World Bank; UNDP. (2015). GEORGIA/TBILISI Disaster Needs Assesment, Final Draft.

არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ბი­უ­რო. (2016). ქ.თბი­ლი­სი, მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბი­სა და მი­სი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­
ტო­რი­ის ~ჩარჩო გეგ­მა” .

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო. (2015). თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის სა­შიშ­


რო­ე­ბის ზო­გა­დი ანა­ლი­ზი და 2015 წლის 13-14 ივ­ნისს მდ. ვე­რეს აუზ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კა­ტას­ტ­
რო­ფით გა­მოწ­ვე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბა. თბი­ლი­სი: არე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­
ტო.

გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო. (2011). სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი


მოხ­სე­ნე­ბა გა­რე­მოს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. თბი­ლი­სი: ტო­რი პლი­უ­სი.

გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო. (2014). 2010-2013 გა­რე­მოს მდგო­მა­


რე­ო­ბის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი მოხ­სე­ნე­ბა. თბი­ლი­სი: გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის
სა­მი­ნის­ტ­რო.

თბი­ლი­სის მე­რი­ა. (2016 ). Report on 13th -14th of June 2015 Natural Disaster Recovery and
Rehabilitation Works.

იული­ჰი, რ., & გო­გა­ლა­ძე, ხ. (2016). ევ­რო­კავ­შირ­თან აპ­როქ­სი­მა­ცი­ის საგ­ზაო რუ­კა გა­რე­მოს დაც­
ვი­სა და კლი­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის სფე­რო­ებ­ში. Particip-led.

მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. (2015). 2015 წლის 13-14 ივ­ნისს თბი­ლის­ში სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით გა­მოწ­
ვე­უ­ლი კა­ტას­ტ­რო­ფის მი­ზე­ზე­ბის. თბი­ლი­სი: მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო. (2016). სა­ქარ­თ­ვე­


ლოს კა­ნო­ნი (პროექტი) წყლის რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვის შე­სა­ხებ. Retrieved from გა­რე­მოს­დაც­ვი­
თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რი: http://eiec.gov.ge/News/Press-Releases/%E1%83
%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9E%E1%83%A0%E1%8
3%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%A7%E1-
%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A3%E1
%83%A0%E1%83%A1%E1%83%

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო. (2017). სა­ქარ­თ­ვე­ლოს


გა­რე­მოს დაც­ვის მოქ­მე­დე­ბა­თა მე­სა­მე ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მა 2017-2021წწ (სამუშაო ვერ­სი­ა). თბი­
ლი­სი: სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო.

ქ.თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა. (2016). ქ. თბი­ლის­ში, მდ. ვე­რეს კა­ლა­პო­ტის ფორ­მი­რე­ბის


სა­მუ­შა­ო­ე­ბის საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შედ­გე­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვა გა­მარ­
ტი­ვე­ბუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ტენ­დე­რი. Retrieved from სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტო: https://
tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=app&file=1640858&code=1457985546

ჰა­ინ­რიხ ბი­ო­ლის ფონ­დი, ს. დ. (2009 ). ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლის­ში: ურ­ბა­ნუ­ლი


გა­ნი­თა­რე­ბის ხედ­ვა. თბი­ლი­სი.

ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტი. (2015). რა მოხ­და 2015 წლის 13 ივ­ნისს მდი­ნა­რე ვე­რეს


წყალ­შემ­კ­რებ აუზ­ში. თბი­ლი­სი: ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა.

24
26

You might also like