You are on page 1of 1

შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და

სახელმწიფო მმართველობის სტუდენტებმა ანი ხუციშვილმა , ანანო ცუცქირიძემ ,


მარიამ ქათამიძემ და ქეთი ლომიძემ იმუშავეს თემაზე -,, მანგანუმი-ზიანი თუ
სარგებელი?“ . რა თქმა უნდა, მანგანუმის მოპოვების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი
და საყურადღებოა , რადგან სასწორზე დგას ადამიანის ჯანმრთელობა და ქვეყნის
ეკონომიკური სარგებელი. მანგანუმის არასწორი მოპოვება , რომელიც ჭიათურისა და
საჩხერის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, აზარალებს არამარტო
ინფრასტრუქტურას, არამედ ადამიანის ჯანმრთელობასაც ,რაზეც გამახვილებულია
ყურადღება ნაშრომში. მათ მიერ მოყვანილი სტატისტიკა ნათლად ასახავს იმ ფაქტს ,
რომ წყლისა და ჰაერის ყოველწლიური დაბინძურების დონე საგრძნობლად
იმატებს ,რაც ადასტურებს ამ პრობლემის აქტუალურობას ჩვენს ყოველდღიურ
ცხოვრებაში. ისინი ხაზს უსვამენ სახელმიწიფოს როლსა და დანიშნულებას ამ
პრობლემის პრევენციისა და აღმოფხვრის დროს. კონკრეტულად არის მოყვანილი ის
დაავადებები ,რომელთა მაპროვოცირებელ ძალას წარმოადგენს მანგანუმი.

ნაშრომის შემდეგ ნაწილში ,სადაც აღნიშნულია , თუ როგორ არის შესაძლებელი ამ


პრობლემის მოგვარება, მკაფიოდ არ არის გადმოცემული ჰიპოთეზა , რომელიც
ერთმანეთთან აკავშირებს ორ წინადადებას, ანუ ქმედებისა და შედეგის კავშირს .
ერთ-ერთი არგუმენტი მანგანუმის შემოვლითი გზების ტრანსპორტირებაა ,რაც
თავიდან აგვარიდებს დასახლებული პუნქტების ჰაერით დაბინძურებას და
შესაბამისად მოსახლეობას ნაკლები ზიანი მიადგება., ასევე გამახვილებულია
ყურადღება სასმელი წყლის გაუსნნებოვნებაზე , ჭის გაწმენდასა და მდინარე
ყვირილას, დარკვეთისა და შუქრუთის ღელეების გამოყენების აკრძალვაზე სასმელ-
სამეურნეო და კულტურულ-საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. არგუმენტები
საკმარისად არის მოყვანილი ,თუმცა აკლია დამამტკიცებელი კვლევები თუ
მტკიცებულებები, რომლებიც გაამყარებდა მათ შეხედულებას. რაც შეეხება
დასკვნასა დასკვნა მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის , სადაც სასურველია , რომ იყოს
ჰიპოთეზის გამეორება და არგუმენტების შეჯამება. ავტორის
მიზანი ,დაესაბუთებინა, მანგანუმის მოპოვების საფრთხეების აქტუალობა და მისი
მოგვარების აუცილებლობა მიღწეულია . რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს ,უმჯობესია
რომ აბზაცები იყოს შესამჩნევი და გამოკვეთილი.

საბოლოოდ მინდა ვთქვა ,რომ ნაშრომის მთავარი აზრი და მიზანი შესრულებულია,


საკმარისადაა ინფორმაცია ზოგადად მანგანუმზე და მის საფრთხეებზ თუ როგორ
მოქედებს ადამიანის ყოველდღიურობაზე მანგანუმის არასწორი მოპოვება და
დასაბუთებულია ამ პრობლემის აქტუალურობა.სასურველია მეტი მტკიცებულება
არგუმენტებთნ ,რათა ნაშრომი გახდეს მეტად დამაჯარებელი და ასევე დასკვნის
მკაფიოდ ჩამოყალიბება და ამით არგუმენტების შეჯერება, რათა ნაშრომი იყოს
სტრუქტურულად სრულყოფილი.

You might also like