You are on page 1of 4

საკონტროლო კითხვები 20.10.

2021

1. ჩამოაყალიბეთ სამართლის ნორმის განმარტების მეთოდები;


2. დაადგინეთ სამართლის ნორმის განმარტების იერარქია;
3. განსაზღვრეთ სამართლის ნორმის განმარტების სავალდებულო ძალა;
4. გააჩნია თუ არა სამართლის ნორმის სასამართლოს მიერ განმარტებას
სავალდებულო ძალა? რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ნორმის
შეფარდებისას/განმარტებისას, როდესაც სახეზეა ნორმის სასამართლოსმიერი
განმარტება?
5. მოიძიეთ და მოიყვანეთ მაგალითები სამართლებრივი ნორმის განმარტების
შემთხვებისა, სადაც განმარტებას სავალდებულო ძალა აქვს;
6. განსაზღვრეთ შეფარდების დროს სამართლის ნორმის განმარტების პროცესის
შედეგი;
7. განმარტეთ სამართლის ნორმის ტეოლოგიური მეთოდი და ჩამოაყალიბეთ მისი
სახეები. რა განსხვავებაა ამ სახეებს შორის?
8. განსაზღვრეთ კანონის და სამართლის ანალოგია;
9. დაადგინეთ კანონის ანალოგიის გამოყენების წესი კერძოსამართლებრივ და
საჯარო სამართლებრივ ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით;
10. დაადგინეთ სამართლის ანალოგიის გამოყენების წესი კერძოსამართლებრივ და
საჯარო სამართლებრივ ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით;
11. განსაზღვრეთ საგამონაკლისო ნორმების მიმართება კანონის ანალოგიის
პრინციპთან;
12. განსაზღვრეთ სამართლის ნორმის სისტემური განმარტების მეთოდი;
13. ჩამოაყალიბეთ სამართლის ნორმათა კოლიზიის გადაჭრის გზები:

ა) როცა კოლიზია დგინდება სხვადასხვა იერარქიის ნორმათა შორის:

ბ) როცა კოლიზია დგინდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე მაგრამ სხვადასხვა


დროს გამოცემულ ნორმატიულ აქტებს შორის?

გ) როცა კოლიზია დგინდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სპეციალურ და


არასპეციალურ ნორმებს შორის?

დ) როცა კოლიზია დგინდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სპეციალურ


ნორმებს შორის?

ე) როცა კოლიზია დგინდება მაღალი იურიდიული ძალის ადრე გამოცემულ ნორმასა


და გვიან გამოცემულ დაბალი იურიდიული ძალის ნორმას შორის?

ვ) როცა კოლიზია დგინდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ადრე გამოცემულ


სპეციალურ ნორმასა და გვიან გამოცემულ ზოგად ნორმას შორის?
სიტუაციური ამოცანა N1
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტი, რომელმაც დაადგინა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ პირებზე პრივატიზების წესი (სიმბოლურ
ფასად - 1 ლარად), რომლებსაც ხანგრძლივ პერიოდში გააჩნდათ აღნიშნული კატეგორიის
მიწის ნაკვეთი ფაქტობრივ მფლობელობაში.

აღნიშნული ნორმატიული აქტის გამოქვეყნების შემდეგ მუნიციპალიტეტს


მიმართა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა არაერთმა
ფიზიკურმა პირმა და მოითხოვა მათ მფლობელობაში არსებული მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პრივატიზება სიმბოლურ ფასად.

რადგან ნორმატიულ აქტში არ იყო განმარტებული „ხანგრძლივი ფაქტობრივი


მფლობელობა“ რა ვადას მოიცავდა, მუნიციპალიტეტის საკრებულომ, როგორც
ნორმატიული აქტის მიმღებმა/ავტორმა მოახდინა ნორმის განმარტება. საკრებულოს
წერილობითი სახით გამოქვეყნებულ განმარტების თანახმად, „ხანგრძლივი ფაქტობრივი
მფლობელობად“ განისაზღვრა 15 კალენდარული წელი.

მუნიციპალიტეტის მერმა, როგორც მუნიციპაიტეტის ქონების უფლებამოსილმა


მესაკუთრემ არ გაითვალისწინა საკრებულოს განმარტებას და დაეყრდნიო საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის იმ დისპოზიციას/რეგლამენტს, რომელიც ადგენდა უძრავ
ქონებაზე საკუთრების ხანდაზმულობის შეძენის ფაქტს, თუ მფლობელობა გრძელდება
10 წელზე მეტი ვადით.

გთხოვთ სიტუაციური ამოცანა ამოხსნათ შემდეგი მიმართულების


განმსაზღვრელი კითხვების შესაბამისად:

1. რამენად უფლებამოსილი იყო მუნიციპალიტეტის საკრებულო მოეხდინა მის


მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის განმარტება?
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მის მიერ გამოცემული ნორმატიული
აქტის განმარტებას სავალდებულო ძალა გააჩნია თუ ის მხოლოდ
სარეკოპმენდაციო ხასიათისაა?
3. შეეძლო თუ არა მუნიციპალიტეტის მერს, როგორც ნორმის შემფარდებელს არ
გაეთვალისწინებია საკრებულოს მიერ ნორმის განმარტება და მოეხდინა
ნორმის საკუტარი განმარტება და შეფარდება/გამოყენება? დაასაბუთეთ თქვენი
პოზიცია.
სიტუაციური ამოცანა N2
საქართველოს მთავრობის ინიციატივით საქართველოს პარლამენტის მიერ
მიღებული იქნა საქარათველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონით
ცვლილება შევიდა კანონის მე-X მუხლში (ზოგადი ნორმა) და ჩამოყალიბდა ახალი
რედაქციით.

აღსანიშნავია რომ ახალი რედაქციით ჩამოყალიბებული მე-X ნორმა


წინააღმდეგობაში მოვიდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის Y-ე
მუხლის (სპეციალური ნორმა) რეგლამენტთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა „უმაღლესი განათლების


შესახებ“ საქართველოს კანონის მე- X მუხლის შესაბამისად და უზრუნველსაყოფად 2021
წლის 10 ოქტომბერს გამოსცა მრავალჯერადი ქცევის წესი „უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების პროგრამული და ინსტიტუციური აკრედიტაციის შესახებ“ ბრძანება.

მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება გასცდა „უმაღლესი განათლების შესახებ“


საქართველოს კანონის მე-X მუხლისა და სხვა მუხლების ფარგლებს/ჩარჩოებს და
დამოუკიდებელი ინიციატივით დაარეგულირა კანონით გაუთვალისწინებელი
ფაქტობრივი გარემოებები.

მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებამ სრულად ვერ დაარეგულირა


ინსტიტუციური აკრედიტაციის პრობლემები და დარჩა საკითხთა წრე, რომლის
რეგულირება შესაძლებელი იყო კანონის ანალოგიით („უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის ანალოგიით).

სსიპ „აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა“ უმაღლესი საგანმანათლებლო


დაწესებულის მიმართვის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ახალ,
ცვლილება შეტანილ X მუხლს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტორბივ გარემოებას ასევე
შეეფარდებოდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის Y-ე მუხლის
დეფინიცია.

სსიპ „აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა“ ინსტიტუციური აკრედიტაციის


საკითხების გადაჭრისას ასევე დაეყრდნო კანონის ანალოგიის მეთოდს და გამოიყენა
(„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, თუმცა ამ კანონში სპეციალური
მითითება მისი ანალოგიით გაქმოყენების შესახებ არ არსებობდა.

გთხოვთ სიტუაციური ამოცანა ამოხსნათ შემდეგი მიმართულების


განმსაზღვრელი კითხვების შესაბამისად:

1. რა სახის სამართლებრივ ნორმას წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და


მეცნიერების მინისტრის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
პროგრამული და ინსტიტუციური აკრედიტაციის შესახებ“ ბრძანება? რატომ?~
2. შეეძლო თუ არა წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული და
ინსტიტუციური აკრედიტაციის შესახებ“ ბრძანებაში
გაეთვალისწინებინა/დაერეგულირებუნა ისეთი საკითხები, რომლებიც არ იყო
გათვალისწინებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
გასცდენოდა კანონით დადგენილ ჩარჩოებს და უფლებამოსილებას? რატომ?
3. რამდენად მართლზომიერად მოიქცა სსიპ „აკრედიტაციის ეროვნულმა
ცენტრი“, როდესაც გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ახალ, ცვლილება
შეტანილ X მუხლს? რატომ?
4. რამდენად მართლზომიერად მოიქცა სსიპ „აკრედიტაციის ეროვნულმა
ცენტრი“, როდესაც გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონის ანალოგია?
რატომ?

You might also like