You are on page 1of 3

მიზნობრივი დაგვიანება…სად არის მოქალაქეობრივი

თვითშეგნება.

21 საუკუნეში სურვილი და სწრაფვა გარემოს შენარჩუნებისა, განსაკუთრებით დიდი


უნდა იყოს, თუმცა დღესდღეობით, საზოგადოებაში მაინც არსებობენ
გამონაკლისები, რომლებიც ამ საკითხს უგულებელყოფენ და ნებისმიერი ზედმეტი
ნივთის, ნარჩენის, ქუჩაში დაგდება ,,კომფორტსაც’’ კი უქმნის.

ურბანული ჰაერის დაბინძურება ხშირად პრობლემად არ მიაჩნიათ და ფიქრობენ,


რომ ჯამრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა თუ სტატისტიკურ
მონაცემებს გადავხედავთ, მსოფლიოს მასშთაბით ყოველი მე-9 ადამიანი, ჰაერის
დაბინძურებით კვდება, რადგან ასეთი ჰაერი პირდაპირ სხვადასხვა დაავადების
წარმოქნას უწყობს ხელს.
ადამიანთა 36 % ფილტვის კიბო უჩნდებათ, 33% ინსულტი, ხოლო 27 % გულის
დაავადებით
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები, აჩვენებს, რომ თბილისი ერთ-
ერთი ყველაზე დანაგვიანებულ ადგილად ითვლება მსოფლიოს მასშტაბით, ბინძური
გარემო ნორმას 2,8 -ჯერ აჭარბებს, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით
( ბრიუსელი, ლიტვა, ვაშინგტონი) დიდი რიცხვია და 300% -ით გადაჭარბებას
უდრის.
მსოფლიოს სტატისტიკიდან ყველაზე საშიში არის ის რომ დაბინძურებული ჰაერი
ყველაზე მეტად საზიანოა ბავშვებისთვის, მათი განვითარებისთვის, იწვევს გონებრივ
და ფილტვის განუვითარებლობას, ადასტურებს ,,გაეროს ბავშვთა ფონდის
აღმასრულებელი დირექტორი- ენტონი ლეიკი’’

ეს მონაცემები ყველასთვის თვალსაჩინოა, თეორია რომელთა წვდომის


შესაძლებლობა ყველას აქვს, მაგრამ ამ ფაქტის მიუხედავად დედაქალაქში და
არამარტო დედაქალაქში მაინც მეორდება ის უმსგავსო ქმედებები, რითაც
ბინძურდება ჩვენი ჯამრთელობა, გარემო. ადამიანები ხშირად ისვრიან
ავტომობილებიდან მათთვის უსარგებლო ნივთებს, მსგავსად იქცევიან ქვეითად
მოსიარულეებიც ,, ხშირად მიწევს თბილისის ქუჩებში სიარული და არ
მახსენდება დღე, როდესაც არ შემინიშნავს არა თუ ნაგავი, არამედ პროცესი,
1

როგორ სწრაფად და თითქოს შეუმჩნევლად ყრიან მას.ისინი არ ფიქრობენ


რეალურ საფრთხეზე მათ მხოლოდ ადარდებთ ის რომ არავინ დაინახოს და
შეუმჩევლად გააკეთონ ეს’’ -აცხადებს
ქ.თბილისის მოქალაქე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი- იზა
იობაძე
სუფთა ქუჩები პირვერ რიგში მეტყველებს ქვეყნისა და დედაქალაქის საზოგადოების
კულტურაზე,განვითარებასა და თვითშეგნების მაღალ დონეზე.

გარდა საკუთარი შეგნებისა, მოქალაქეებს ასევე კანონითაც აკისრიათ


ვალდებულება, რომ დაიცვან გარემო. ,,გარემოს დაცვის კანონი’’ მე-7 მუხლის
მიხედვით,მოქალაქე უნდა ზრუნავდეს კულტურული გარემოს შენარჩუნებასა და
მოფრთხილებაზე
სასიხარულოა ის ფაქტი რომ ინსპექციის სამსახურის ჩართულობით, თბილისის
ქუჩებში შემცირდა სიგარეტის ნამწვავებით დაბინძურება, სამწუხაროდ გადაუჭრელ
პრობლემად რჩება სხვა სახის დაბინძურება. გარემოს ეროვნული სააგენტოს
სპეციალისტების თქმით, დედაქალაქში დაბინძურების ობიექტებია :
დიდუბის,წერეთლის ქუჩები,მელიქიშვილის გამზირი,სადგურის მოედანი ე.წ
დეზერტირების ბაზრის ტერიტორია.

2020 წელს სახელმწიფომ ყურადღება გააორმაგა თბილისის გარემოს დაცვის


საკითხებზე, იმ მიზეზით, რომ ინერტული და სახელმწიფო ნარჩენების ოდენობა
დედაქალაქში არ მცირდებოდა, თბილისის მერმა ,, ნარჩენების მართვის კოდექსში’’
გაზრდილი ჯარიმების შესახებ ინფორმაცია გადაცხადა,მისი თქმით დაკისრებულმა
ჯარიმების ოდენობამ ვერ გაამართლა თანხა იმდენად მისაღები იყო ხალხისთვის,
რომ ყველა იხდიდა და სამწუხაროდ პრობლემა პრობლემად რჩებოდა. სიტუაციის
გამოსასწორებლად ჯარემების ოდენოდა საგრძნობლად გაიზარდა 500 და 1000

1
2

ლარი-დან 25-ჯერ და 10-ჯერ გაიზარდა, კახა კალაძემ განაცხადა,რომ დიდ


ყურადღებას აქცევს გარემოსა და ეკოლოგიის დაცვის საკითხებს, მან წამოიწყო
უამრავი პროექტი ამისათვის,ის თვლის ,რომ გარემოს დაცვა და ურბანული
დაბინძურების თავიდან არიდება პირველრიგში აუცილებლობაა
ჯამრთელობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მომავალი თაობისთვის.

აუცილებელია გარემოს მნიშვნელობა ყველა სიტუაციაში და ყოველთვის ახსოვდეთ


ადამიანებს.გარემო, ეს არის ადგილი,სადაც მიმდინარეობს
ყოველდღიურობა,მყარდება ურთიერთობა ცოცხალ არსებებს შორის,ადამიანი უნდა
დაეხმარაროს გარემოს და არა უარყოფითად იმოქმედოს,ქუჩების ყოველდღიურად
დაბინძურება ჩვენთვის უხილავ საფრთხეს უყრის საფუძველს, თუ ადამიანები ხელს
შეუწყობენ დასუფთავების სამსახურს, ეს პრობლემა გადაიჭრება და ცხოვრების
გამარტივებას შეწყობს ხელს.

ნინო აბაშიძე

You might also like