You are on page 1of 10

რა ზემოქმედებას ახდენს ნარჩენები გარემოსა და ადამიანის

ჯანმრთელობაზე

საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთქმედება.


კაცობრიობის მთელი ისტორია მისი ბუნებასთან,გეოგრაფიულ
გარემოსთან ურთიერთქმედების ისტორიაა. ამ ურთიერთობის
პროცესში მათ შორის მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, რასაც
რთული და ხშირად წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვს. ერთი
მხრივ, ადამიანი ბუნებას იყენებს თავისი
საჭიროებისთვის,მოიხმარს მის სიმდიდრეს. მეორე მხრივ კი,
თავისი საქმიანობით ხშირად აზიანებს ბუნებას.

რა არის ნარჩენი? ნარჩენი არის ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც


მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან
ვალდებულია მოიშოროს, კერძოდ: სახიფათო ნარჩენები,
არასახიფათო ნარჩენები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები,
მუნიციპალური ნარჩენები, ინერტული ნარჩენები,
ბიოდეგრადირებადი ნარჩენები, თხევადი ნარჩენები , სამედიცინო
ნარჩენები, ცხოველური ნარჩენი, სპეციფიკური ნარჩენი


რატომ არ უნდა გადავყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ბუნებაში?
ჟანგბადი
იცოდით, რომ პლანეტაზე ჟანგბადის დაახლოებით 70-80% წყლის
საფარისგან იწარმოება?
დედამიწაზე არსებული 6.9 მილიარდ ტონაზე მეტი პლასტმასის
ნარჩენებიდან დაახლოებით 6.3 მილიარდი ტონა სანაგვე კონტეინერშიც
კი არ მოხვედრილა – ისინი ადამიანებმა პირდაპირ ტყეებსა თუ
ოკეანეებში გადაყარეს. ბუნებაში დაყრილი ეს ნაგავი კი ბოლოს წყალში
აღმოჩნდება და საფრთხეს უქმნის იმ მიკროორგანიზმებს, რომელთაც
ჟანგბადის წარმოებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით.
სასმელი წყალი
რომ არაფერი ვთქვათ ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰაერის
დაბინძურებაზე, ასევე უვარგისი ხდება სასმელი წყალიც. პლასტმასის
მიკრონაწილაკები სასმელ წყლებს წამლავენ და ადამიანის ორგანიზმში
აღწევენ. განსაკუთრებით საფრთხეს ე.წ. გამძლე, ბიოაკუმულირებადი
და ტოქსიკური ქიმკატები წარმოადგენენ. მათში დაყრილი ნარჩენები,
წამლავენ წყაროებსა და მდინარეებს, რომლებსაც სასიცოცხლო
მნიშვნელობა აქვთ ადამანებისთვის.
ცხოველები და ფრინველები
გარემოში მოხვდერილი ქიმიური ნივთიერებები ცვლიან სინათლისა და
ჟანგბადის დონეს და წყლის ქიმიურ შემადგენლობას, რასაც ბოლოს
კატასტროფული შედეგი აქვს ამ წყლით მსაზრდოებელი
ორგანიზმებისთვის.
პლასტმასის ნარჩენებიდან გამოყოფილმა ქიმიკატებმა შესაძლოა
გაანადგუროს ის მიკროორგანიზმები, რომლებითაც მცენარეები თუ
წყლის პატარა მწერები იკვებებოდნენ. ამას პირდაპირი გავლენა აქვს
თევზებსა თუ წყალქვეშ მცხოვრებ სხვა ბინადრებზე. საბოლოოდ კი მათ
გაქრობის შედეგად ნადგურდებიან ის ცხოველები და ფრინველები,
რომლებიც იკვებებოდნენ ამ ორგანიზმებით. ბუნებაში მიმდინარე
პროცესები ერთმანეთთან იმაზე მეტადაა გადაჯაჭვული, ვიდრე ჩვენ
შეიძლება გვეგონოს. ამიტომ, აუცილებელია იმის გააზრება, რამხელა
ზარალი შეიძლება მოჰყვეს ჩვენს გადაგდებულ თითოეულ ბოთლს ან
სიგარეტის ნამწვს.

გლობალური დათბობა და ნარჩენები

გაეროს 2018 წლის ანალიზის მიხედვით, გლობალური დათბობის


1,5-გრადუსიან ნიშნულზე შესაჩერებლად 2030 წლამდე
ნახშირორჟანგის გამოყოფა თითქმის უნდა განახევრდეს, ხოლო
სათბურის აირების ემისია უახლოეს 50 წელიწადში უნდა
განულდეს, რათა პლანეტა კლიმატურ კატასტროფას გადაურჩეს.
ეს პრობლემა კომპლექსურია და ინდუსტრიული თუ
მუნიციპალური ნარჩენებით დედამიწაზე სიცოცხლის
მამოძრავებელი წყაროების – ჰაერის, წყლისა და ხმელეთის
დაბინძურების შედეგია. დედამიწის კლიმატურ მდგომარეობაზე
პირდაპირ გავლენას ახდენს მისი დაბინძურება.

დაბინძურებული გარემო – სიკვდილიანობის მიზეზი

მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული 10 ქალაქი დასახლედა, აქედან 9


მათგანი ინდოეთში მდებარეობს. დაბინძურების ხარისხი განისაზღვრა
ჰაერის და გარემოს – ხმელეთისა და წყლის დაბინძურების დონით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 100 ქვეყანა შეისწავლა და სწორედ
ამ ქვეყნებში, სიკვდილოანობის მთავარ პრობლემად დაბინძურებული
გარემო მიიჩნია.
მსოფლიოში ყველაზე დაბუნძურებული ქვეყნებია:
დიაგრამა მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქვეყნების.

რა კავშირია ნარჩენების მართვასა და ბუნებათსარგებლიანობას შორის

რაციონალური ბუნებათსარგებლობა არის სისტემა, რომლის


დროსაც მოპოვებული ბუნებრივი რესურსები საკმაო სისრულით
გამოიყენება, ამასთან, უზრუნველყოფილია აღდგენადი ბუნებრივი
რესურსების განახლება, წარმოების ნარჩენების სრული და
მრავალჯერ გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოს
გაჭუჭყიანებას. იგი დამახასიათებელია ინტენსიური
მეურნეობისათვის, რომელიც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის,
შრომის საუკეთესო ორგანიზაციის და მაღალმწარმოებლურობის
საფუძველზე ვითარდება.
ნარჩენების მართვა გულისხმობს ნარჩენების შეგროვებას,
დროებით შენახვას, წინასწარ დამუშავებას, ტანსპორტირებას,
აღდგენასა და განთავსებას, ამ საქმიანობების ზედამხედველობას
და ნარჩენების განთავსების ობიექტების შემდგომ მოვლას.
ნარჩენების სწორი მართვა რთული პროცესია, რომელიც
მთავრობისა და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას მოითხოვს.

იმისათვის, რომ გავიგოთ, რას ნიშნავს ნარჩენების მართვა, გავეცნოთ


2005 წელს იაპონიაში განხორციელებული იდეის, 3R–ის არსს, რომლის
მთავარი მიზანი ნარჩენების სწორი მართვაა, რომელიც მის მეორეულ
გამოყენებას, იგივე მწვანე ბიზნესს გულისხმობს. 3R სამი სიტყვის
პირველი ასოების ერთობლიობას წარმოადგენს: Reduce - შემცირება,
Reuse - ხელახალი გამოყენება, Recycle - გადამუშავება.
შემცირების (Reduce) მთავარი მიზანი საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო
ნარჩენების შემცირებაა. მისი მიზანია შევიძინოთ ოპტიმალური
რაოდენობის სურსათი თუ საქონელი, რათა ჭარბი ნარჩენების წარმოქმნა
არ მოხდეს.
ხელახალი გამოყენება (Reuse) გულისხმობს უკვე გამოყენებული
მეორადი ნივთების ხელახლა გამოყენებას. მაგალითად მინის ბოთლების
უკან საწარმოში ჩაბარება მისი ხელახლა გამოყენებისთვის. ამ დროს
იზოგება ფული, ენერგია და რესურსები, რადგან არ ხდება პროდუქტის
ტექნოლოგიური დამუშავება.
გადამუშავება (Recycle) ამ დროს ხდება მეორადი ნივთების
ტექნოლოგიური დამუშავება და მიიღება სხვა პროდუქტი. მისი მტავარი
უპირატესობა ნედლეულისა თუ რესურსების მოხმარების შემცირებაა,
რადგან ხდება უკვე არსებული ნივთის დამუშავება. მთელ რიგ ევროპულ
ქვეყნებში კანონმდებლობა ავალდებულებს ევროკავშირის მოქალაქეებს
ნარჩენები დაახარისხონ 7 ტ იპად: ალუმინი, მუყაო, ქაღალდი, მინა,
პლასტმასი, ფოლადი და ხის ნაკეთობა.
თანამედროვე ლიტერატურაში 3R - ს კიდევ 2 პრინციპი დაემატა და
გახდა კიდევ უფრო სრულყოფილი. აქედან პირველი ენერგიად
გარდაქმნაა (Energy Recovery) - რომლის დროსაც ხდება ნარჩენების
სპეციალური ტექნოლოგიებით დამუშავება და ენერგიის მიღება. ხოლო
მეორე პრინციპი განთავსება (Disposal) - გულისხმობს ნარჩენების
განთავსებას მიწის ზედაპირზე სპეციალურ მეთვალყურეობასთან
ერთად.
საბოლოო ჯამში კი ნარჩენების მართვის იერარქიას შემდეგი სახე აქვს:

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებათსარგებლობასა და ნარჩენების მართვას


ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი აქვს. თუ გვინდა, რომ ჩვენმა
სახელმწიფომ სწორად მოიხმაროს რესურსები, იმისათვის რომ
მომავალში რესურსების ამოწურვის პრობლების წინაშე არ დავდგეთ,
ამისათვის საჭიროა, უკვე არსებული ნარჩენები გამოვიყენოთ და მისგან
შევქმნათ რაიმე რესურსი, რომლის დამზადებისთვისაც, სხვა ბუნებრივ
რესურსს აღარ დავხარჯავთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი მწვანე ბიზნესის – ნარჩენების მეორეულ


გამოყენებაზე დაფუძნებული საწარმოების განვითარება

ხაზოვანი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკაზე (3R ზე)


გადასვლით სოციალური საწარმოები შეძლებენ სოციალური სიკეთის
შექმნას, ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებასა და სამუშაო
ადგილების შექმნას ცირკულარული პროდუქტების შექმნით,
განახლებადი რესურსებისა და ენერგოწყაროების გამოყენების
მაქსიმიზაციით. ტრადიციული, ხაზოვანი ეკონომიკისგან განსხვავებით,
რომელიც გულისხმობს პროცესს – „მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე,
გადააგდე“, ცირკულარული ეკონომიკა გულისხმობს ნარჩენების
მინიმუმამდე შემცირებას, პროდუქტისთვის სიცოცხლისუნარიანობის
დაბრუნებას ახალი მნიშვნელობის შეძენით უფრო გამძლე და
ინოვაციური პროდუქტის შექმნას. მსოფლიოში, მოსახლეობის
რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ნედლეულზე,
ნედლეულის მარაგები კი შეზღუდულია. გარემოზე დიდ გავლენას
ახდენს ნედლეულის მოპოვების პროცესი და გამოყენება, რაც ზრდის
CO2-ს ემისიასა და ენერგიის მოხმარებას. ნედლეულის ხელახლა
გადამუშავება და განახლება შეამცირებს გარემოს დაბინძურებას.
ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვა განვითარებად
ქვეყნებში ხელს უწყობს გარემოს დაბინძურების შემცირებას,
ნედლეულის მარაგების გაზრდასა და ინოვაციური პროდუქტების
შექმნის სტიმულირებას.

ადამიანთა უმრავლესობა ვერ იაზრებს თუ რამდენ პროდუქტს აგდებს


ნაგავში ყოველდღიურად. EPA-ს შეფასებით, 2018 წელს პროდუქტების
42,8 მილიონი ტონა ნაგავსაყრელზე ან დაწვის ობიექტებზე აღმოჩნდა.
საკვები პროდუქტების ნარჩენების შემცირებით, ჩვენ შევძლებთ
ბიზნესის დახმარებას და საკუთარი ფულადი რესურსების დაზოგვას,
ასევე მოვახერხებდით ხიდის გადებას ჩვენსა და იმ საზოგადოებას
შორის, რომლებსაც არ აქვთ გამოსაკვებად საკმარისი საკვები. მწვანე
ბიზნესის ერთერთი დადებითი მხარე კი ის არის,რომ მას ნაწილობრივ
მაინც შეუძლია შიმშილის პრობლემის გადაწყვეტა ზედმეტი
რესურსების დახარჯვის გარეშე.
როგორ აისახება მწვანე ბიზნესის განვითარება ქვეყნის მდგრად
განვითარებაზე.

მწვანე ეკონომიკა ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებული ერთ-


ერთი ეკონომიკური მოდელია. გაეროს გარემოსდაცვით პროგრამაში
მწვანე ეკონომიკა განმარტებულია, როგორც „ეკონომიკურ საქმიანობათა
ერთობლიობა, რაც გულისხმობს პროდუქციისა და მომსახურების
წარმოებას, დისტრიბუციასა და მოხმარებას გრძელვადიან პერიოდში
ადამიანთა კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მისაღწევად
გარემოსდაცვითი რისკების შემცირებას ეკოლოგიური დეფიციტის
აღმოფხვრის მიზნით“. მარკეტინგის გურუ, ფილიპ კოტლერი, ერთ-ერთ
ინტერვიუში აცხადებს, რომ „მდგრადობა მალე ყველა ბიზნესის
განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება, ვინაიდან მომხმარებლებს სურთ,
კომპანიებმა იზრუნონ არა მხოლოდ მოგების მიღებაზე, არამედ
მომხმარებლებსა და პლანეტაზე. “მწვანე მეწარმეები, რომლებიც
გვთავაზობენ ინოვაციურ გადაწყვეტებს დაბინძურების, ნარჩენების
მართვის, განახლებადი ენერგიების მიმართულებით, საქმიანობა უნდა
გაააქტიურონ კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების, მდგრადი
ტურიზმის სფეროშიც, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებასა
და დასაქმების ზრდას, რაც ეხმარება ქვეყანას მდგრადი განვითარების
მიღწევაში.

როგორაა შესაძლებელი მწვანე ბიზნესის პრაქტიკაში დანერგვა?

მაგალითი 1 – ევროპის ქვეყნების მიერ მიღებული კანონი

დღისთვის, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ნარჩენების დახარისხება და


მათი შემდგომი გადამუშავების მენეჯმენტი იმდენად მაღალ ხარისხშია
აყვანილი, რომ ნაგავსაყრელებზე ნარჩენების მთლიანი მოცულობის
მხოლოდ მეოთხედი ხვდება. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს შვედეთი
და ნორვეგია, სადაც ნარჩენების წვის შედეგად მიღებული ენერგიით
უკვე დიდი ხანია ათბობენ ბინებს, ქალაქებს უზრუნველყოფენ
ელექტროენერგიით.

2007 წელს ევროკავშირში მიიღეს სპეციალური კანონი, რომელიც


ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ავალდებულებს დაახარისხონ
კონკრეტული შვიდი სახის ნარჩენი და გააგზავნონ ისინი შესაბამის
ადგილებში რეციკლირებისთვის. ეს მასალებია: ალუმინი, მუყაო, მინა,
ქაღალდი, პლასტმასი, ფოლადი და ხის ნაკეთობა.

მაგალითი 2 – ესტონეთი – ნარჩენების დეპოზიტური გადამუშავების


სისტემა
ნარჩენების მართვა ესტონეთში დღეს მომგებიან ბიზნესად ითვლება.
ესტონეთში არსებული კომპანია „ესტი პანდიპაკენდში“, ნარჩენების
გადამუშავების დეპოზიტური სისტემით მუშაობს. ნარჩენების
გადამუშავების დეპოზიტური სისტემის მუშაობის პრინციპი ასეთია:
მოქალაქე, რომელიც უალკოჰოლო ან ალკოჰოლიან სასმელს ყიდულობს,
დამატებით იხდის ტარის ღირებულებას, რაც 10 ევროცენტია. მყიდველს
შეუძლია უკვე ცარიელი ტარა ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და მცირე
მაღაზიებში განთავსებულ აპარატებში განათავსოს და მასში გადახდილი
10 ევროცენტი უკან დაიბრუნოს. დეპოზიტის აპარატებში განთავსებული
ტარა კი მეორად გადამუშავებას ექვემდებარება და მისგან სხვადასხვა
პროდუქცია — მათ შორის ტანსაცმელიც მიიღება.

მაგალითი 4 – იაპონია – ნარჩენებით აშენებული კუნძულები

იაპონიის საზღვაო ქალაქ კობეში შექმნილია ხელოვნული კუნძული Port


island. მისი მშენებლობა 1966 წელს დაიწყო და 1981 წელს დასრულდა.
მშენებლობის პრინციპი კი შემდეგია – მთელი კუნძული
დაკონსერვებული ნაგავია, რომლის ფართობიც 436 ჰექტარს შეადგენს. აქ
განთავსებულია აეროპორტი, სხვადასხვა სასტუმრო, უნივერსიტეტები,
მუზეუმი, სპორტული გამაჯანსაღებელი ადგილები, დასასვენებელი
პარკები და რამდენიმე კაფე.
1987 წელს იაპონიაში მეორე ხელოვნული კუნძულის აშენება დაიწყო და
1989 წელს დასრულდა, სადაც განთავსებულია საერთაშორისო
აეროპორტი. კუნძული 4 კილომეტრის სიგრძისაა და მის საძირკველში
უამრავი ტონა დაკონსერვებული ნაგავია მოთავსებული.

ბიზნესგეგმა

შეიძლება ჩვენი ქვეყანა იაპონიის მსგავსად არ არის განვითარებული


იმდენად, რომ ნარჩენებისგან ქალაქის აშენება შევძლოთ, თუმცა
შეგვიძლია, კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბება, რომლის მეშვეობითაც
შევძლებთ ნარჩენების მეორეულ გამყენებას.

ამისათვის საჭიროა, პირველ რიგში, მოსახლეობის ცნობიერების


ამაღლება აღნიშნული საკითხის შესახებ. შეგვიძლია მოვაწყოთ
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომლის მეშვეობითაც
მოსახლეობას გავაცნობთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ
დაბინძურებულლ გარემოს და როგორაა შესაძლებელი ნარჩენების
მეორეული გამოყენებით გარემოს დაბინძურების აცილება და
რესურსების დაზოგვა. მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თაობასაც
მოეპოვებოდეს სიღრმისეული ინფორმაცია, ამიტომ საჭიროა, სკოლებში
ჩავატაროთ საინფორმაციო ხასიათის კონფერენციები და ამასთან ერთად,
მათ ნებაყოფილობით მივაღებინოთ მონაწილეობა სხვადასხვა
აქტივობებში, მაგ: სკოლის ტერიტორიის დასუფთავება, ნარჩენების
დახარისხება და ა.შ.

შეგვიძლია შევქმნათ ცხელი ხაზი, რომელზეც დარეკვის შემთხვევაში,


მოქალაქე მოგვაწვდის ინფორმაციას მის ქალაქში/რეგიონში არსებულ
პრობლემასთან დაკავშირებით, მაგალითად ბუნკერების არქონა,
რომელიც სამწუხაროდ გავრცელებული პრობლემაა და მოსახლეობა
ნაგვის ყუთების არ არსებობის გამო, გარემოს აბინძურებს.

ნარჩენების კომპლექტური მართვის კონცეფციის მიხედვით,


საყოფაცხოვრებო ნარჩენები სხვადასხვა კომპონენტებისაგან შედგება,
რომლებიც, იდეალურ შემთხვევაში, არ უნდა შეერიოს ერთმანეთს და
მათი რეციკლირება უნდა მოხდეს განცალკევებით, ყველაზე მისაღები
ეკოლოგიური და ეკონომიკური მეთორების გამოყენებით.
იმისათვის, რომ ნარჩენების კომპლექსური მართვა მოვახდინოთ,
საჭიროა შეიცვალოს შეხედულება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ,
პრობლემისადმი არატრადიციული მიდგომით უფრო იოლია
გაკონტრლოდეს რა ხვდება ნაგავსაყრელზე, ვიდრე ის, თუ რა ხვდება
ნაგავსაყრელიდან გარემოში.

ნარჩენებისთვის აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური


ურნები, სადაც მათი ცალკე განთავსება იქნება შესაძლებელი, როგორც
ამას ევროპული მოდელი გვთავაზობს, რომ დავახარისხოთ: ალუმინი,
მუყაო, მინა, ქაღალდი, პლასტმასი, ფოლადი და ხის ნაკეთობა.

ხოლო ნარჩენების ამა თუ იმ სპეციფიკური კომპონენტის


გადამუშავებისთვის საჭიროა ტექნოლოგიათა და ღონისძოიებათა
კომბინაციის გამოყენება (ნარჩენების რაოდენობის შემცირები, მეორადი
გადამუშავებისა და კომპოსტირების, პოლიგონებზე დამარხვისა და
ნაგვის წვის ჩათვლით)

You might also like