You are on page 1of 7

კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

წყალი და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური და სამედიცინო პრობლემები


დედამიწაზე არსებული წყლის მთელი მარაგის აღმნიშვნელ ტერმინს წარმოადგფენს
“ჰიდროსფერო”. Hჰიდროსფერო აერთიანებს ოკეანეების, ზღვების, მდინარეების, ტბების,
წყალსაცავების, ჭაობების, მიწისქვეშა წყაროების, ყინულის, თოვლის საფარის და ატმოსფეროს
წვეთოვან-სითხოვან წყალს.
ჰიდროსფერო არეგულირებს პლანეტის კლიმატს. Gგარდა ამისა, როგორც ობიექტი და
საშუალება, განსაზღვრავს ადამიანის სამეურნეო და სამრეწველო საქმიანობას. წყლის როლი
ადამიანისათვის ასევე გამოიხატება მის ფიზიოლოგიურ მნიშვნელობაშიც: წყალი შედის
ყოველივე ცოცხალის შემადგენლობაში და ასრულებს სტრუქტურული კომპონენტის, გამხსნელის,
საკვები ნივთიერებების გადამტანის ფუნქციას, მონაწილეობს ბიოქიმიურ პროცესებში,
არეგულირებს გარემოსთან ორგანიზმის სითბურ ცვლას.
Pპლანეტის ჰიდროსფეროსთან დაკავშირებით, ძირითად ეკოლოგიური ხასიათის
სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა, სასმელი წყლის
ხარისხი და მისი გაზრდის გზები. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ეს პრობლემები არ იდგა
მწვავედ _სასმელი წყლის ბუნებრივი წყაროების შედარებითი სისუფთავისა და მათი საკმაო
რაოდენობის გამო.
ბოლო ათწლეულში მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. Qქალაქად მოსახლეობის
კონცენტრირებამ, წარმოებების, ტრანსპორტის, სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკული და სხვა
ხასიათის ანთროპოგენული ნარჩენების ზრდამ გამოიწვია წყლის ხარისხის გაუარესება,
წყალსატევების დაბინძურება ბუნებრივი შემცველობისაგან განსახვავებული ქიმიური,
ბიოლოგიური და რადიოაქტიური აგენტებით. ყოველივე ეს უქმნის გარკვეულ პრობლემას
პრევენციულ მედიცინას მოსახლეობის ეფექტური წყალმომარაგების საკითხში.

წყლის მნიშვნელობა ადამიანისათვის

მეცნიერთა აზრით სიცოცხლე პლანეტაზე წყალში წარმოიშვა. წყლის გარეშე სიცოცხლე


წარმოუდგენელია: ყველა ბიოქიმიური რეაქციისა და ფიზიოლოგიური პროცესის წარმართვა
როგორც მცენარეებში, ცხოველებში, ასევე ადამიანის ორგანიზმში შესაძლებელია მხოლოდ წყლის
მონაწილეობით.
ადამიანისათვის წყლის ფიზიოლოგიური მნიშვნელობა განპირობებულია მისი არსებობით
ყველა ქსოვილის შემადგენლობაში. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, წყალი ადამიანის
სხეულის მასის 60-70%-ს შეადგენს. წყალი შედის არა მხოლოდ თხევად, არამედ მყარ
წარმონაქმნებშიც. წყლის დაკარგვა 10%-ით იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ხოლო 20-
22%-ით _ სიკვდილის ტოლფასია.
წყლის პროცენტული შემცველობა სხვადსხვა ქსოვილსა და უჯრედში სხვადასხვაა.
მაგალითად, კბილის ემალში მისი შემცველობა 0,2%-ია, ძვლებში _ 22%, ცხიმოვან ქსოვილში _
30%, ჩონჩხის კუნთებში _ 76%, გულის კუნთში _ 79%, თირკმელში _ 79%, ტვინის რუხ
ნივთიერებაში _ 86%, ხოლო მინისებურ სხეულში _ 99%.
ცოცხალ უჯრედს წყალი ესაჭიროება მისი სტრუქტურის შენარჩუნებისა და ნორმალური
ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისათვის. წყალი, მოქმედებს რა უჯრედის ყველა სტრუქტურულ
კომპონენტზე, ასრულებს უჯრედულ დონეზე ზოგად მარეგულირებელ ფუნქციასაც.
წყლის ფიზიკური და ქიმიური სტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი.
მეცნიერები თვლიან, რომ ნადნობ წყალს აქვს განსხვავებული “ყინულოვანი” სტრუქტურა,
რომელიც შესაბამისია უჯრედებში არსებული წყლის სტრუქტურისა და იგი სიცოცხლის
“მატრიცას” წარმოადგენს. ამ სტრუქტურის დაზიანება იწვევს უჯრედის მემბრანის განვლადობის
გაზრდას.
დადგენილია, რომ დაბერება უკავშირდება ქსოვილების მიერ წყლის შეკავების უნარის
დაქვეითებას. ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმში წყლის რაოდენობა მცირდება. საინტერესო

1
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

ფაქტია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვა ნადნობი წყლით მოსავლიანობას


ზრდის 20%-ით.
წყალი უნივერსალური გამხსნელია. მისი მოლეკულების მაღალი პოლარობის გამო,
წყალს, სხვა ნივთიერებებისაგან განსხვავებით, უფრო მეტი უნარი აქვს შეამციროს კავშირები
მოლეკულებს, ატომებსა და იონებს შორის. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყალ-
მარილოვანი ცვლის ნორმალური მიმდინარეობისათვის. ნაწლავებიდან მარილების შეწოვა
შესაძლებელია მათი წყალხსნარში გადასვლის შემთხვევაში. სისხლში მოხვედრილი მინერალური
ნივთიერებები კი უზრუნველყოფენ ნორმალურ ოსმოსურ წნევას. წყალი ოსმოსურ წნევას
ამცირებს, ხოლო მარილები _ ზრდიან.
წყალი ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის საფუძველიცაა. წყალში მარილები,
ფუძეები და მჟავები არა მარტო იხსნებიან, არამედ დისოცირდებიან. ამ ფაქტორზე კი
მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქსოვილებსა და ორგანოებში მიმდინარე ბიოქიმიური
რეაქციების სიჩქარე და მიმართულება. წყალი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე უამრავ
ქიმიურ რეაქციაში.
წყალი წარმოადგენს სისხლის, ასევე სეკრეტებისა და ექსკრეტების ძირითად შემადგენელ
კომპონენტს. ამდენად, ორგანიზმში წყლის მნიშვნელოვან ფუნქციას ასევე წარმოადგენს
მარილების, მიკროელემენტებისა და საკვები ნივთიერებების (მაგალითად, ნახშირწყლებისა და
ვიტამინების) ტრანსპორტირება. პარალელურად, წყლის საშუალებით ორგანიზმიდან გამოიყოფა
შარდის, ოფლისა და ლორწოს სახით სხვადსხვა ტოქსინები და შლაკები.
დიდია წყლის როლი ორგანიზმში მიმდინარე თბორეგულაციის პროცესებში (იხილეთ
თავი I და II). წყალი განუწყვეტლივ გამოიყოფა თირკმელებიდან, ფილტვებიდან, ნაწლავებიდან,
კანიდან და მასთან ერთად ორგანიზმი კარგავს სითბოს ნაწილსაც. ოფლის ინტენსიური
აორთქლებისას ორგანიზმიდან შესაძლებელია დაიკარგოს სითბური ენერგიის 30%. არსებობს
ორგანიზმიდან წყალთან დაკავშირებული სითბოს დაკარგვის კიდევ ერთი გზა _ ცივ წყალში
ბანაობა. ეს პროცესი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ასაკის პირთა ფიზიკური
გაჯანსაღებისათვის.

წყლის დღე-ღამური ბალანსი: ადამიანის ორგანიზმისთვის წყლის დღე-ღამური ბალანსი


შეადგენს - 2,5 დმ3-ს. საერთოდ, ოპტიმალური სასმელი რეჟიმის დადგენისას გასათვალისწინებელია
ის ფაქტი, რომ სასმელი რეჟიმის თვითრეგულაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს წყურვილის
შეგრძნება. წყურვილის შეგრძნება მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის წყალ-ელექტროლიტურ ბალანსთან
და მას განპირობებს ოსმოსური წნევის დარღვევა. წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შეცვლა იწვევს
უჯრედთა მემბრანული განვლადობის მოშლას, რის შედეგადაც უჯრედიდან წყალში გახსნილი
ნივთიერებების გადაადგილება ძლიერდება. წყურვილის შეგრძნება წყალ-ელექტროლიტური
ბალანსის შეცვლის პირველი ნიშანია. ეს ცვლილება განპირობებულია ქსოვილებში მარილების
კონცენტრაციის გაზრდითა და ოსმოსური წნევის თვითრეგულაციის მექანიზმების მოდუნებით.
ოსმოსური წნევის ცვლილებები კომპენსირდებელების, ფილტვების, კანის, ენდოკრინული სისტემის,
ღვიძლის წყალ-ელექტროლიტური დეპოს, კუნთებისა და სხვა ორგანოების მხრიდან. წყალ-
ელექტროლიტური ბალანსის მარეგულირებელი როლი ასევე ვრცელდება ნერვულ სისტემაზეც,
რომელიც ააქტიურებს ან თრგუნავს ყველა ამ პროცესს, იღებს რა სიგნალებს ქსოვილებსა და
სისხლძარღვთა კედლებში განთავსებული ოსმორეცეპტორებიდან.
წყურვილის ფორმირების მექანიზმი ხასიათდება გარკვეული თავისებურებით: წყურვილის
სუბიექტური შეგრძნება მეტად სწრაფად ფორმირდება და ხანგრძლივად გრძელდება, განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც ადამიანი ჭარბი რაოდენობით იღებს მინერალური ნივთიერებებით მდიდარ საკვებს.
წყურვილის შეგრძნების არსებობა ადამიანს იცავს მისი სიცოცხლისათვის საშიში ფაქტორიდან _
წყლის უკმარისობიდან. წყლის ჭარბი რაოდენობა კი პირიქით, შესამჩნევ სუბიექტურ ცვლილებებს არ
იწვევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება გახდეს ორგანიზმში მიმდინარე თვითრეგულაციის
მექანიზმების რღვევის მიზეზი.

2
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

ჩვეულებრივ პირობებში, ადამიანი უნდა სვამდეს არა უმეტეს 1-1,5 ლ სითხეს დღეში.
საკვებ პროდუქტებთან ერთად ორგანიზმს დამატებით მიეწოდება 1-1,2 ლ წყალი. გარდა ამისა,
ნორმალური ფიზიკური დატვირთვისა და სასურველი კლიმატური პირობების არსებობისას
ადამიანს ესაჭიროება დაახლოებით 3 ლ წყალი, თუმცა ცხელ კლიმატსა და მძიმე ფიზიკური
დატვირთვის პირობებში ეს რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ამ დროს ორგანიზმიდან
წყალი დიდი რაოდენობით იკარგება ოფლის გაძლიერებული გამოყოფის შედეგად, რომელიც
შესაძლებელია აღწევდეს 10-12 ლიტრს დღეში. გაუწყლოების გარდა, ასეთ შემთხვევებში,
ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშ ფაქტორს წარმოადგენს კალიუმისა და ნატრიუმის მარილების
დიდი რაოდენობით დაკარგვაც, რაც თავის მხრივ წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შეცვლისა
და მემბრანული პროცესების დაზიანების მიზეზი ხდება. ადამიანებს აღენიშნებათ კრუნჩხვითი
ხასიათის ცვლილებები, ასევე გულისა და სხვა ორგანოების კუნთებში შეუქცევადი ხასიათის
ცვლილებები. ამ დროს, აუცილებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებას წარმოადგენს მცირე
პორციებად შესაბამისი რაოდენობის წყლისა და ასევე სუფრის მარილისა და კალიუმის
პრეპარატების (ერინიტი, პანანგინი და სხვ.) მიღება.

დიდია წყლის, როგორც მოსახლეობის სანიტარიული მდგომარეობის წამყვანი ფაქტორის,


ჰიგიენური მნიშვნელობა. სასურველი ხარისხის წყალი ადამიანს ესაჭიროება არა მხოლოდ
სასმელი, არამედ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვისაც: სისუფთავის შესანარჩუნებლად,
გასაკაჟებლად, საკვების მოსამზადებლად, სარწყავად და სხვა. წყლის დიდი რაოდენობა
იხარჯება მწვანე ნარგავების მოვლაზე. თბილისში წყლის ყოველდღიური ხარჯი ერთ სულ
მოსახლეზე შეადგენს 500 ლ-ზე მეტს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წყლის ამ რაოდენობის 30-
40% იხარჯება ტექნოლოგიური საჭიროებისათვის. წყლის ხარჯვის მაჩვენებელი პეტერბურგსა
და კიევში დღეში ერთ სულ მოსახლეზე _ 400 ლ-ია; მოსკოვისთვის _ 700ლ; მანჩესტერში,
ჰამბურგსა და მიუნხენში _ 200ლ; გლაზგოსა და ჰელსინკში _ 250ლ; მხოლოდ რომში წყლის
მოხმარების ხარისხი ერთ სულ მოსახლეზე უტოლდება დღეში 1000ლ-ს. ეს აიხსნება მისი
ხარჯვით არა მხოლოდ ადამინთა საჭიროებისათვის, არამედ ქალაქში დიდი რაოდენობით
დეკორატიული აუზების, შადრევნებისა და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების არსებობით.
წყლის დიდი რაოდენობა იხარჯება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებითაც. ასე
მაგალითად, წარმოების პროცესში 1 ტონა რეზინის ან 1 ტონა ალუმინის მისაღებად იხარჯება
1500 მ3 წყალი, 1 ტონა ფოლადის გამოსადნობად _ 150 მ3, 1 ტონა სინთეზური ბოჭკოს
საწარმოებლად _ 2000 მ3., 1 ტონა ხორბლის მოსავლის მისაღებად საჭიროა _ 1500 მ3 წყალი, 1
ტონა ბრინჯის მოსავლის მისაღებად კი _ 4000 მ3; ძალზედ დიდი რაოდენობით წყალი იხარჯება
1 ტონა ხორცის წარმოებაზე (2000 მ3). წყლის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ბუნებრივ
პირობებში ფლორისა და ფაუნისათვის პრაქტიკულად აღრიცხვას არ ექვემდებარება.
ბუნებრივი წყალსატევები ფართოდ გამოიყენება გამაჯანსაღებელი მიზნით: საბანაოდ,
გასაკაჟებლად, სპორტული ინტერესებისათვის. გარდა ამისა წყალი რჩება მნიშვნელოვან სამკურნალო
ფაქტორად: კარგ ეფექტს იძლევა სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის წყლის ფიზიოთერაპიული
პროცედურები, ხოლო ბალნეოლოგია იყენებს მინერალურ წყლებსა და ტალახებს სამკურნალო
მიზნებისათვის.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული, ნათელს ხდის თუ რა დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს
სასმელი წყლის ხარისხს, რომელიც როგორც წესი, არა მხოლოდ და არა იმდენად ბუნებრივი
ფაქტორია, რამდენადაც წარმოების პროდუქტი, რომლის შექმნაში მონაწილეობას იღებს ინჟინრების,
ქიმიკოსების, ბიოლოგების, ექიმების და სხვა მომსახურე პერსონალის დიდი არმია. არსებობს სასმელი
წყლის მისაღები უდიდესი ფაბრიკები_გამწმენდი სადგურები. წყალი სასმელ პროდუქტად იქცევა
მხოლოდ უამრავი ეტაპის გავლის შემდეგ: დაწყებული მოპოვებისა და ტრანსპორტირებიდან,
დამთავრებული სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული და მკაცრად რეგლამენტირებული ხარისხის
დადგენითა და მასზე კონტროლის განხორციელებით. ამ ოპერაციებთან დაკავშირებით, წყლის
ღირებულება მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად იზრდება.

3
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

წყლის ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა აზრით, მსოფლიოში ყველა


ინფექციური დაავადების 80% უკავშირდება სასმელი წყლის ხარისხსა და წყალმომარაგების
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას. წყლისმიერი გზით ინფექციური დაავადებების
გავრცელება, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად საკმაოდ ხშირია. ასე მაგალითად,
ყოველწლიურად გასტროენტერიტით იღუპება 4 მილიონი ბავშვი და 18 მილიონი ზრდასრული ასაკის
ადამიანი.
წყლისმიერი გზით განვითარებული დაავადებებით ავადდება კაცობრიობის დაახლოებით
ნახევარი - 2 მილიარდი ადამიანი. განსაკუთრებით საშიში გარემოება აღინიშნება სოფლად, სადაც
მოსახლეობის მხოლოდ 1/3 არის უზრუნველყოფილი წყალმომარაგების უსაფრთხო სისტემით და 13%
კი - კანალიზაციით. მსოფლიოში ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე უზრუნველყოფილ ქვეყნად ითვლება
ამერიკის შეერტებული შტატები, მაგრამ 1971 წლიდან 1978 წლამდე ამერიკაში დარეგისტრირდა 202
ეპიდემია, რომელმაც მოიცვა დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი.
საქართველოში უკანასკნელ წლებში დაფიქსირდა წყლისმიერი ეპიდაფეთქებების არა ერთი
შემთხვევა: თბილისში (ამებიაზის 271 შემთხვევა, მათ შორის 58 ღვიძლის აბსცესი_2000წელს), ასევე
ბოლო 5 წლის განმავლობაში დიარეით მიმდინარე დაავადებები ქ. რუსთავში (450 შემთხვევა), Fფოთში
(267 შემთხვევა), თელავში, ხაშურში, გურჯაანში და სხვა. ხშირია ასეთი ხასიათის ეპიდაფეთქებები
ბათუმში. სხვადასხვა ინფექციური დაავადების გადაცემაში წყლის როლი ისტორიულად ჯერ კიდევ
ჰიპოკრატეს დროიდან (IV ს. ჩვ. ერამდე) არის ცნობილი. მაგრამ პირველი სარწმუნო აღწერა წყლის
ეპიდემიისა ჩატარდა XIX საუკუნეში ინგლისელი მეცნიერის სნოუს მიერ. ეს შემთხვევა ეხებოდა
ქოლერის 1854 წლის ეპიდემიას ლონდონში, როდესაც 15 დღის განმავლობაში გარდაიცვალა 457
ადამიანი. ისინი სარგებლობდნენ ერთი ჭის წყლით.
წყლის ეპიდემიოლოგიურ როლზე საბოლოო მტკიცებულება მიიღო რ. კოხმა 1883 წელს,
როდესაც ის სწავლობდა ქოლერის აფეთქების შემთხვევას ინდოეთში, მან აღმოაჩინა მისი გამომწვევი
არა მარტო დაავადებულთა ექსკრემენტებში, არამედ იმ წყაროს წყალში, რომლითაც სარგებლობდა
ყველა დაავადებული. რამდენიმე წლის შემდეგ, კოხმა გამოყო ქოლერის ვიბრიონი მდინარე ელბიდან,
როცა იქ ადგილი ჰქონდა ქოლერის ეპიდემიას (დაავადდა 17 000 ადამიანი, რომელთაგან დაიღუპა _ 8
605).
წყლისმიერი დაავადებები საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი იყოფა რამდენიმე ძირითად
ჯგუფად. პირველ რიგში, მათ მიეკუთვნება ბაქტერიული ბუნების ნაწლავური ინფექციები: ქოლერა,
მუცლის ტიფი, პარატიფი A და B, დიზენტერია, სხვადასხვა ენტერიტები და ენტეროკოლიტები. ამ
დაავადებათა განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია არაორგანიზებული წყალმომარაგება, სასმელი
წყლის უკმარისობა, ამ დაავადებათა გამომწვევების გარემოს ობიექტებში გავრცელებისა და
გამრავლებისთვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების შექმნა, წყალსაქაჩებში გამწმენდი და
გამანაწილებელი მოწყობილობების ტექნიკური დაზიანებები, პირადი ჰიგიენის ელემენტალური
წესების დაცვის უგულებელყოფა.
წყლისმიერი წარმოშობის ნაწლავური დაავადებების ეპიდემიების განვითარებისთვის
დამახასიათებელია რიგი თავისებურებები. ასეთი ინფექციების აფეთქება ხდება უეცრად, ანუ იგი
მოიცავს ადამიანთა დიდ მასას, რომელთა სარგებლობისთვის გამოყენებულ იქნა ერთი და იგივე
დაიფინცირებული წყაროდან მიღებული წყალი. მაგრამ, შესაბამისი ღონისძიებების გატარების
შემდეგ, რომელიც მოიცავს დაინფიცირებული წყლის მოხმარების აღკვეთას; დეზინფექციას; ასევე სხვა
დამცველ ღონისძიებებს, რომელთა შორისაა დაავადებულთა მკურნალობა და მათ შორის კონტაქტების
შეზღუდვა, დაავადებულთა რიცხვი სწრაფად მცირდება, თუმცა ავადობის გარკვეული მაჩვენებლი
ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნებულია კონტაქტური საყოფაცხოვრებო დაინფიცირების
მიზეზით, რაც ეპიდემიური პროცესის გრაფიკული გამოსახვისას წარმოგვიდგება “კუდის სახით”.
მოსახლეობის უზრუნველყოფა კეთილსაიმედო - ეპიდემიური თვალსაზრისით უსაფრთხო
სასმელი წყლით -მეტად აქტუალური პრობლემაა. აქტუალობა განპირობებულია ზედაპირული

4
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

წყლების მდგომარეობის გაუარესებით გაუსნებოვნებასა და შესაბამის გაწმენდას დაუქვემდებარებელი


სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლებით მათი დაბინძურების შედეგად. ასეთი წყლები
სასმელი წყლის წყაროების მიკრობული დაბინძურების ძირითად მიზეზს წარმოადგენენ. უკანასკნელ
წლებში გახშირდა მონაცემები ჩამდინარე წყლების არასასურველი გავლენის შესახებ მიწისქვეშა
წყლებზეც, რასაც ასეთი წყაროების გამოყენების შემდგომ, ნაწლავთა ინფექციების შემთხვევათა ზრდა
ადასტურებს. ადამიანის ფეკალურ მასებში და შესაბამისად საყოფაცხოვრებო-სამეურნეო ჩამდინარე
წყლებში დიდი რაოდენობით არის ის მიკროორგანიზმები -ბაქტერიები, უმარტივესები, ვირუსები -
რომელებიც შესაძლოა გავრცელდნენ წყლით და გამოიწვიონ მოსახლეობაში სხვადასხვა ეპიდემიები
თუ ინფექციურ დაავადებათა აფეთქების ცალკეული შემთხვევები.

ბაქტერიული ბუნების ნაწლავური ინფექციები

ქოლერა- საშიში ინფექციური დაავადებაა,


იწვევს ქოლერის ვიბრიონი. ახასიათებს ძლიერი
ფაღარათი და ღებინება. ინკუბაციური პერიოდი 6
დღემდეა. დაავადების წყაროა ქოლერით
დაავადებული ადამიანი ან ვიბრიომტარებელი.
დასნებოვნება ხდება ვიბრიონებით
დაბინძურებული წყლით, საკვებით, საყოფაცხოვრებო
საგნებით. გავრცელებას ხელს უწყობს
დაბინძურებული წყალსატევების წყლის სასმელად
და საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენება. სხვა
ნაწლავთა ინფექციებისაგან განსხვავებით ქოლერა
ადვილად ვრცელდება, რაც აიხსნება გარემოში
ავადმყოფის მიერ ძალიან დიდი რაოდენობით ვიბრიონის (გამომწვევის) გამოყოფით.
პროფილაქტიკა: ჰიგიენური წესების მკაცრი დაცვა და ვაქცინაციის ჩატარება ენდემურ
ქვეყნებში მგზავრობისას.

მედიცინის ისტორიაში ცნობილია ქოლერის 6 კლასიკური პანდემია, რომელსაც ადგილი


ჰქონდა აზიაში. უკანასკნელი პანდემია აღინიშნა 1902-26 წლებში და მოიცვა აზია, აფრიკა და ევროპა.
ეს ეპიდემიები კაცობრიობას დაუჯდა 10 მილიონ სიცოცხლედ. ქოლერის სამშობლოდ და მუდმივ
კერად ითვლება მდინარეების: განგისა და ბრახმაპუტრას მოსაზღვრე რაიონები.

ავადობისა და სიკვდილიანობის მეტად მაღალი მაჩვენებლები ახასიათებს ასევე მუცლის ტიფსა


და A და B პარატიფებს. მათი გამომწვევია (ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიებიდან)
სალმონელას გვარის ბაქტერიები. მათ ახასიათებთ გარემოს არასასურველი ფაქტორებისადმი
გამორჩეული მდგრადობის უნარი. გარემოს ტემპერატურის გაზრდა დამღუპველად მოქმედებს
ბაქტერიებზე. მაგალითად, სუფთა ცივ წყალში ტიფის გამომწვევი მიკრობი ძლებს 1,5 წელი. იგი
მდგრადია გაყინვისადმიც და შეუძლია “გამოიზამთროს” გაყინულ წყალში
რამდენიმე თვის განმავლობაში. სასმელ წყალში ეს მიკრობები ძლებენ 3
თვე, ხოლო ღია წყალსატევების წყალში -12 დღე.
მუცლის ტიფის1 ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეპიდემიას ადგილი
ჰქონდა ბარსელონაში 1914 წელს, 1963 წელს–შვეიცარიაში. დაავადების

1
დაავადებას ახასიათებს მუდმივი მაღალი ცხელება და ე. წ. ტიფოზური სტატუსის განვითარება:
ავადმყოფი გაბრუებულია, ბოდავს, ზოგჯერ გონება დაბინდული აქვს, გამოიკვეთება უძილობა და თავის
ტკივილი. ყაბზობა, იშვიათად დიარეა, სხეულზე ჩნდება გამონაყარი, ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა.

5
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

მიზეზს წარმოადგენდა წყალმომარაგების წყაროდ გამოყენებულ მდინარეში ფეკალური სიბინძურის


შერევა. ავარიის ლიკვიდაციის შემდეგ, მუცლის ტიფის კონტაქტური შემთხვევები შესაძლებელია
აღინიშნოს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში.
პარატიფებით მოსახლეობის დაავადება ძალზედ იშვიათად გვხვდება. ის, როგორც წესი, თან
ახლავს მუცლის ტიფის აფეთქებებს.

ცხრ. 1. წყალში მიკროორგანიზმების სიცოცხლისუნარიანობა (დღეებში)


მიკროორგანიზმები წყალი

სტერილური წყალგაყვანილობის ჭის მდინარის

ნაწლავის ჩხირი 8-365 2-262 მონაცემები 21-183


არ არის
მუცლის ტიფის 6-365 2-93 1,5-107 4-183
გამომწვევი
პარატიფი B-ს 39-167 27-97 მონაცემები მონაცემები
გამომწვევი არ არის არ არის
დიზენტერიის 2-72 15-27 მონაცემები 12-92
გამომწვევი არ არის
ქოლერის ვიბრიონი 3-392 4-28 1-92 0,5-92

ლეპტოსპირა 16 მონაცემები არ არის 7-75 150-დე

დიზენტერია. დღევანდელ დღემდე მნიშვნელოვან პრობლემად


რჩება დიზენტერიის გავრცელების წყლისმიერი გზა, თუმცა უფრო ხშირი
და მნიშვნელოვანია ამ დაავადების საკვები პროდუქტებითა და
კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით გადაცემის შესაძლებლობა.
დიზენტერია მწვავე ხასიათის ინფექციური დაავადებაა, რომელიც
გამოწვეულია შიგელის გვარის მიკროორგანიზმებით. გამომწვევი აზიანებს
ნაწლავთა ლორწოვან გარსს. იგი გამოიხატება მსხვილი ნაწლავის
დაზიანებასა და ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციაში. დაავადების
ისტორიული სახელწოდება ‘’ნაწლავის მოშლა” - ეკუთვნის ჰიპოკრატეს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში ამ
დაავადებით ყოველწლიურად ავადდება 150 000 ადამიანი.

კოლიენტერიტები. ზოგიერთ შემთხვევაში სასმელი წყალი ხდება


კოლიენტერიტების გავრცელების მიზეზი. ეს დაავადება გამოწვეულია
ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირით. ამ დაავადების აფეთქებები
აღინიშნება ადრეული ასაკის ბავშვთა ჯგუფებში (ბავშვთა სახლებში,
ბაგებში, საბავშვო ბაღებში), თუ არ იქნა დაცული პირადი ჰიგიენის
ელემენტარული მოთხოვნები.

ბაქტერიული ზოონოზური ინფექციების ზოგიერთი სახეობაც


შესაძლებელია გავრცელდეს წყლის გზით. გამომწვევი წყარო შეიძლება იყოს მღრღნელი (ტულარემია)

6
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

ან მსხვილფეხა საქონელი (ბრუცელოზი, ციმბირის წყლული). ზოგიერთი ავტორის აზრით, წყლით


შეიძლება მოხდეს ტუბერკულოზის გამომწვევის გადაცემაც, თუმცა გადაცემის ეს გზა ამ
დაავადებისთვის ძირითადი არ არის და მისი მიზეზი შეიძლება იყოს წყალსატევებში
ტუბერკულოზით დაავადებულთა ექსკრემენტების მოხვედრა საავადმყოფოდან გაუწმენდავი
ჩამდინარე წყლების მასში ჩაშვებით.

ლეპტოსპიროზი. ცხელი კლიმატის ქვეყნებში აღინიშნება


წყლის გზით ლეპტოსპიროზების გავრცელებაც, კერძოდ ვასილიევ-
ვეილის დაავადება (ინტრო-ჰემორაგიული ლეპტოსპიროზი) და
წყლის ციებ-ცხელება (უსიყვითლო ლეპტოსპიროზი). ინფექციური
წყაროს გადამტანი და რეზერვუარები ბუნებაში უფრო ხშირად
მღრღნელები არიან, რომლებიც გამოყოფენ ლეპტოსპირებს წყალში
შარდთან ერთად და ასევე შეუძლიათ კვების პროდუქტების
კონტამინაციაც.
იშვიათად კი -
მსხვილფეხა
საქონელი, ღორები.
ადამიანის
დასნებოვნება ხდება სასმელად ცხოველთა
ექსკრემენტებით დაბინძურებული გაუმდინარე
წყალსატევებისა (ტბა, გუბე, ჭაობი) და გრუნტის ჭის
წყლის გამოყენებისას. მაგრამ ინფექციის გამომწვევები ორგანიზმში შესაძლებელია მოხვდნენ არა
მარტო კუჭ-ნაწლავის გზით, არამედ ბანაობისას - დაზიანებული კანის, პირის ან ცხვირის ლორწოვანის
გზითაც.

You might also like