You are on page 1of 3

წყალი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთია , რომელსაც

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისა და განვითარებისათვის.წყლის


უდიდესი როლი ბუნებაში განპირობებულია მისი ქიმიური და ფიზიკური თვისებების
განსხვავებულობითა და ანომალურობით.დღესდღეობით წყალი გამოიყენება საკმაოდ
ბევრ ისეთ სფეროში რომლებსაც ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა
აქვს.მაგალითად წყალი აუცილებელია მრეწველობის დარგების თევზის მეურნეობის ,
დასვენების და ტურიზმის არსებობისათვის.აგრეთვე უდიდესია წყლის როლი
ჰიდროენერგეტიკის სფეროში.

წყლის უმეტესი ნაწილი რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა წრებრუნვაში


წარმოდგენილია წყლის ობიექტების სახით.არსებობს სამი ჯგუფი- აწყალსატევები ,
ნაკადები და განსაკუთრებული წყლის ობიექტები.

ნაკადები ის წყლებია რომლების მოძრაობენ კალაპოტებში დახრილობისა


მიმართულებით.მაგალითად მდინარეები, არხები.

წყალსატევები არის დედამიწის სიღრმეებში არსებული წყლის ობიექტები : ოკეანეები ,


ზღვები, ტბები და ასე შემდეგ.

ის წყლის ობიექტები რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან


განსაკუთრებული წყლის ობიექტების ჯგუფში ერთიანდებიან.(მყინვარები , მიწისქვეშა
წყლები.) არსებობს შრობადი ანუ დროებითი და მუდმივი წყლის ობიექტები .

ყველა წყლის ობიექტს აქვს წყალშემკრები აუზი, ეს არის ტერიტორია საიდანაც წყლის
ობიექტი იკრებს წყალს.მეზობელ წყალშემკრებებს შორის საზღვარს წყალგამყოფი
ეწოდება.არსებობს ზედაპირული ანუ ოროგრაფიული და მიწისქვეშა წყალგამყოფები .
ჰიდროგრაფიული ქსელი ეწოდება გარკვეულ ტერიტორიაზე ნაკადებისა და
წყალსატევების ერთობლიობას.

დედამიწაზე არსებული წყლები ქმნიან ჰიდროსფეროს, მისი საზღვრები და ზუსტი ცნება


დადგენილი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დაზუსტებით.არსებობს ჰიდროსფეროს ცნების
ფართო და ვიწრო გაგება.ფართო გაგებით ჰიდროსფეროში ერთიანდება ცოცხალ
ორგანიზმებში არსებული წყალი აგრეთვე მიწისქვეშა და ატმოსფეროში არსებული
წყლები.ვიწრო გაგებით ატმოსფერო ამ კომპონენტებს არ შეიცავს და აერთიანებს
დედამიწის ზედაპირზე არსებულ წყლებს.უმეტესად ფართო გაგებას უფრო სწორად
თვლიან.

არსებობს ჰიდროლოგიური მახასიათებლები რომლებიც რამდენიმა ჯგუფად


ერთიანდება. ესენია:

1) წყლის რეჟიმის მახასიათებელი- წყლის დოდნე, წყლის ხარჯი, წყლის ზედაპირის


დახრილობა, დინების სიჩქარე და წყლის ჩამონადენი.
2) სითბური რეჟიმის მახასიათებლები- წყლის ყინულის ან თოვლის ტემპერატურა ,
წყლის ობიექტის სითბოშემცველობა და დროის ინტერვალში სითბური
ჩამონადენი.
3) ნატანი რეჟიმის მახასიათებლები-წყალში ნატანის შემცველობა , ნატანის ხარჯი ,
ნატანის განაწილების მონაცემები.
4) ყინულოვანი რეჟიმის მახასიათებლები-ყინულსაფარის სისქე და ყინულოვანი
რეჟიმის ფაზის დადგომისა და გასვლის თარიღები.
5) წყლის ობიექტების ფორმისა და ზომის მახასიათებლები-სიგრძე , სიგანე , სიღრმე
და სხვა.
წყლის ობიწტების დასახასიათებლად აგრეთვე გამოიყენება :
ჰიდროქიმიური(წყლის მინერალიზაცია, სიმლაშე, ცალკეული იონების გაზების
შემცველობა).
ჰიდროფიზიკური( წყლის სიმკვრივე, სიბლანტე ) და ჰიდრობიოლოგიური( წყალში
ცოცხალი ორგანიზმების რაოდენობა ბიომასი სიდიდე) მახასიათებლები .
ეს მახასიათებლები განსაზღვრავს წყლის მდგომარეოაბას რომელიც ცვალებადია
სივრცესა და დროში.წყლის ობიექტების სივრცესა და დროში ჰიდროლოგიური
მახასიათებლების ცვლილებასჰიდროლოგიური რეჟიმი ეწოდება .
მახასიათებლების ცვლილების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: საუკუნებრივი ,
მრავალწლიური, შიგაწლიური ანუ სეზონური, ხანმოკლე და დღეღამური.
რა არის ჰიდროლოგია. ეს ლათინური სიტყვაა ჰიდრო ნიშნავს წყალს ლოგოს
მეცნიერებას.კომპლექსური მეცნიერებაა რომელიც შეისწავლის ბუნებრივ წყლებს
და მათ რეჟიმებს.
კვლევის მეთოდების მიხედვით ჰიდროლოგია იყოფა:1)ზოაგადი ჰიდროლოგია
2)რეგიონალური ჰიდროლოგია(ჰიდროგრაფია) 3) გამოყენებითი
ჰიდროლოგია(საინჟინრო ჰიდროლოგია) და 4) ჰიდრომეტრია.
კვლევის ობიექტების მიხედვით ჰიდროლოგია იყაოფა სამ ნაწილად: ზღვების
ჰიდროლოგია-სწავლობს ოკეანეებს ზღვებს, ხმელეთის ჰიდროლოგია- სწავლობს
ხმელეთის წყლის ობიექტებს, მიწისქვეშა წყლების ჰიდროლოგია- ქერქის ზედა
ნაწილში თავისუფალ მდგომარეობაში მყოფ წყლებს შეისწავლის.
არსებობს მდინარეთა ჰიდროლოგია(პოტამოლოგია), ტბების
ჰიდროლოგია(ლიმნოლოგია), მყინვარების ჰიდროლოგია( გლაციოლოგია).
ცალკე გამოიყოფა ჭაობთმცოდნეობა.რომელიც სწავლობს ჭაობებს როგორც
ცალკეულ გეოგრაფიულ ობიექტებს.
ბოლოდროს ცალკეულ დარგად გამოიყოფა წყალსაცავების ჰიდროლოგია და
მდინარეთა შესართავების ჰიდროლოგია.
ზოგადი ჰიდროლოგია მიდრო კავშირშია სხვა მეცნიერებებთან რომელთა
გარეშეც ამ დარგის არსებობა რთული იქნებოდა. ჰიდროლოგიას ჭირდება და აქვს
კიდევაც კვლევის მეთოდები. ესენია მაგალითად ექსპედიციურ და სტაციონარულ
მეთოდებად.
არსებობს არატრადიციული მეთოდები- დისტანციური გაზომვები, აეროკოსმოსური
გადაღებები და დაკვირვებები. წარმატებით გამოიყენება აგრეთვე
ექსპერიმენტული მეთოდი.
წყლის გამოყენებაზე საუბარიც კი ზედმეტია, ჩვენ ყოველდღიურად უამრავ წყალს
ვიყენებთ.მეურნეობის დარგები იყოფა ორად: წყლის მომხმარებლები ( წყალს
ბუნებრივი წყაროებიდან იღებენ პროდუქციის შესაქმნელად იყენებენ და უკან
მცირე რაოდენობითა და გაუარესებული სახით აბრუნებენ.) და წყლით
მოსარგებლეები(ისინი წყალ არ იღებენ ბუნებრივი წყაროებიდან და იყენებენ
წყლის სივრცესა და ენერგიას).
ყველაფერი ზემოთთქმულიდან გამომდინარე უდაოა რომ აუცილებელია წყალს
საკუთარ თავზე მეტადაც კი გავუფრთხილდეთ.

You might also like