You are on page 1of 1

1.

მუნიციპალიზმის თეორიის საკითხები


მუნიციპალური სამართალი დიდი ხანია კონსტიტუციური სამართლის მნიშვნელოვანი
ქვედარგების სახით ჩამოყალიბდა. ტერმინი „მუნიციპალიტეტი “ ლათინური სიტყვის
„მუნიციპიუმ“ -ისგან წარმოდგება. ლათინურად „მუნუს“ სიმძიმეს, ხოლო „ციპიო“ ვიღებ,
იძენს ნიშნავს. აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი ეწოდება , საქალაქო
მმართველობას, რომელიც გარკვეულ უფლებებს იძენს და საერთო საქალაქო
ამოცანების გადაწყვეტას თავის თავზე იღებს.

მუნიციპალიზმი სხვადასხვა ქვეყნებში, საუკუნეების წინ, მთელი რიგი თავისებურებებით


შემოდიოდა. ყველა ქვეყანა თავის ტრადიციებზე დაყრდნობით იწყებდა და აწარმოებდა
ადგილობრივი მართვისა და თვითმმართველობის სისტემის ფორმირებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის იდეის პირველი აღიარება კონსტიტუციის დონეზე


XVIII-ის ბოლოს გაფორმდა. კონსტიტუციურად საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის 1791
წლის კონსტიტუციით იქნა აღიარებული ქვეყნის მოწყობის ადმინისტრაციულ -
ტერიტორიული პრინციპი, ხოლო XIX-ის მიჯნაზე განხორციელებული რეფორმით
ჩამოყალიბდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სისტემა . მას შემდეგ რაც
მოცემულმა მოდელმა ტრადიციული სახე მიიღო ადგილობრივი ორგანოების ფრანგული
სისტემის ძირითად ელემენტებს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია , მათ შორის
ცენტრსა და ადგილობრივ ორგანოებს შორის ურთიერთმიმართების ხასიათი შეცვლილა .
ფრანგების ასეთი პირველობა მათ სამეცნიერო პოტენციალშიც აისახა . გამოიყო
კონსტიტუციური სამართლის ისეთი მნიშვნელოვანი ქვედარგი როგორც მუნიციპალური
სამართალია.

1831 წელს ბელგიის ეროვნულმა კონგრესმა მიიღო კონსტიტუცია, რომელშიც


ფაქტობრივად, პირველად მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელმწიფო
ხელისუფლების მნიშვნელოვან შტოდ აღიარება და გამოყოფა. ამასთან ბელგიის
კონსტიტუციამ სახელმწიფო მოწყობის სისტემას ხელისუფლების დანაწილების პრინციპი
დაუდო. საფუძვლად ხელისუფლების დანაწილება სახელმწიფო მართვის:
პროვინციალურ, კომუნალურ და სახელმწოფო დონეზე ხდებოდა.

ნებისმიერ სახელმწიფოში ადგილობრივი მართვისა და თვითმმართველობის


კომბინაციაზე არსებით გავლენას ახდენს ქვეყნის ქვეყნის ცენტრალურ
ხელისუფლებასთან ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობა.

ფრანგი ვედელის აზრით დეცენტრალიზაციის აუცილებლობის დასაბუთება ორ


განსაკუთრებულ ფასეულობას შეიცავს. ერთი მხრივ, დეცენტრალიზაცია ითვალისწინებს
დემოკრატიული ხასიათის ორიენტაციას, მეორე მხრივ, დეცენტრალიზებული მართვა
გაცილებით უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ცენტრალიზებული მართვა.

სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ საკუთარი ადგილობრივი, ტერიტორიული


კოლექტივის ინტერესების რეალიზაციას.

You might also like