You are on page 1of 2

7.მუნიციპალიტეტის საკრებულო.

მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით მუნიციპალიტეტის


ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ . პირდაპირი
არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი, საარჩევნო უფლების საფუძველზე,
ფარული კენჭისყრით.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა და არჩევის წესი


განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო
კოდექსით“.

საკრებულოს უფლებამოსილება:

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება . მათი


საზღვრების დადგენა.

მუნიციპალიტეტის შექმნის გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის


შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობების
წარდგენა.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის სიმბოლოების


(გერბი, დროშა) დადგენა.

მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა, ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების


წესების დადგენა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის


არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის თავმჯდომარის


არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და ნუსხის დამტკიცება .

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა და გაუქმება .


კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდობლობის
გამოცხადება.

მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების


საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა0 და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში


ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და შეფასება.

You might also like