You are on page 1of 3

სასურსათო უსაფრთხოება

1.რა არის ნივთიერებათა ცვლა?


ნივთიერებათა ცვლა არის მეტაბოლიზმი, რომელიც მიმდინარეობს
ცოცხალი არსების ორგანიზმში. ეს პროცესი ორგანიზმს საშუალებას
აძლევს გაიზარდოს, გამრავლდეს და აღადგინოს თავისი სტრუქტურა
ასევე მიმდინარეობს გარემოსთან ენერგიისა და ნივთიერების
მიმოცვლა ანუ მეტაბოლიზმი ადამიანის ორგანიზმში მუდმივად
მიმდინარე ნივთირებათა ცვლის პროცესია.ნივთიერებათა ცვლა ორ
ჯგუფად იყოფა:დისიმილაცია და ასიმილაცია .
ასიმილაცია ანუ პლასტიკური ცვლა რომლის დროსაც მარტივი
ნივთიერებებიდან სინთეზდება ორგანული ნივთიერებები.
დისიმილაცია ანუ ენერგეტიკული ცვლა რომლის დროსაც რთული
ორგანული ნივთიერებები იშლებიან უფრო მარტივ ნივთიერებებად და
გამოიყოფა ენერგია.
2. თანამედროვე განმარტების მიხედვით სურსათი რა არის?
სურსათი არის ადამიანისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი,
გადამუშავებული ნაწილობრივ და გადაუმუშავებელი. ასევე სურსათი
მოიცავს ყველა სახის წყალს, საღეჭ რეზინს და ყველა იმ დანამატს
რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის
შემადგენლობაში.
3.რა არის სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და რა ერთეულებში
გამოისახება?
სურსათის ენერგეტიკული ღირებულება ეს არის ენერგიის ის
რაოდენობა რომელიც გამოთავისუფლდება ადამიანის ორგანიზმში
სურსათის შემავალი ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სრული
დაჟანგვის დროს მისი ფიზიოლოგიური ფუნქციების
უზრუნველსაყოფად, ხოლო გამოთავისუფლებული ენერგია
ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს ხმარდება და ის
გამოისახება კილოკალორიებში (კკალ) ან კილოჯოულებში (კჯ)
4.რა რაოდენობით სითხე ესაჭიროება ადამიანს დღე-ღამეში?
ადამიანს დღე-ღამეში 2-3 ლიტრი წყალი ესაჭიროება.
5.რა ფორმებით არსებობს სურსათი წყალში?
სურსათში წყალში ორი ფორმით არსებობს: ბმული და
თავისუფალის სახით
თავისუფალი წყალი არის უჯრედის წვენში მისი მოცილება
ზედაპირიდან ადვილად ხდება სასურსათო პროდუქტის გაყინვის
გალღობის დროს რომელსაც ახლავს სურსათის მასის შემცირება.
ბმული წყალი მჭიდროთა დაკავშირებული სურსათის სხვა ქიმიურ
კომპონენტებთან და მისი მოცილება ზედაპირიდან შედარებით
რთულია.
6. რას ნიშნავს შეცვლადი და შეუცვლელი ამინომჟავები?
ადამიანის ორგანიზმში სინთეზის მიხედვით ამინომჟავები იყოფიან
ორ ჯგუფად შეცვლადი და შეუცვლელი ამინომჟავები:
შეცვლადი ამინომჟავების სინთეზი ხდება ჩვენს ორგანიზმში
ენდოგენურად სხვა ორგანული ნაერთებისგან
შეუცვლელი ამინომჟავები ორგანიზმისთვის აუცილებელი
ამინომჟავებია მაგრამ ორგანიზმი მისს სინთეზს ვერ ახორციელებს და
მას ვიღებთ სურსათიდან.
7.რას ნიშნავს ჰიდროგენიზაცია?
ჰიდროგენიზაცია არის წყალბადის დამატების პროცესი ტრანს-
ცხიმების წარმოებისას და მასში მიმდინარეობს ჰიდროგენიზაცის
პროცესი ამ დროს ხდება ნაჯერი ცხიმების დაშლა ცხიმოვან მჟავად და
გლიცერინად.
8.ჩამოთვალეთ სურსათში შემავალი ნახშირწყლების კლასები?
მასში შემავალი ნახშირწლების კლასებია:
მონოსაქარიდები-გლუკოზა, ფრუქტოზა, გლაქტოზა, C6H1206-
გლუკოზა ყურძნის შაქარი, ფრუქტოზა-ხილის, გლაქტოზა-რძის
დისაქარიდები-საქაროზა და მალტოზა რომელიც ორი მოლეკულა
მონოსაქარიდისგან შედგება C12H22011 ესენი წყალში კარგად
იხსნებიან და თეთრ კრისტალებს წარმოქნიან.
პოლისაქარიდები-რთული ნახშირწყლებია
სახამებელი,გლიკოგენი,ანილინი, ცელულოზა C6H10O5.
10.91.2 კილოკალორია და 358.4 კჯ

You might also like