You are on page 1of 1

1.

ცილები ან პროტეინები — მაღალმოლეკულური ბუნებრივი ორგანული ნაერთებია,


რომლებიც ამინომჟავებისაგანაა აშენებული.
ცილები ცხიმებთან, ნახშირწყლებთან და ნუკლეინის მჟავებთან ერთად ცოცხალ არსებათა
შემადგენელი აუცილებელი ქიმიური კომპონენტებია და მეტად მრავალგვარი ბიოლოგიური
დანიშნულება აქვთ.

2. მემბრანაში ლოკალიზაციის მიხედვით ცილების ორ ჯგუფს არჩევენ. ესენია :


ინტეგრალური ცილები;;;;;;;პერიფერიული ცილები
მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ცილები ერთმანეთისგან არა მხოლოდ განლაგებითა
და აგებულებით, არამედ ფუნქციითაც განსხვავდებიან.არჩევენ ტრანსპორტულ ცილებს ,
რეცეპტორულ ცილებს, ეფექტორულ ცილებს და სხვა.

3. ცილის მოლეკულები აშენებენ უჯრედის ყველა ორგანოიდს.


კუმშვადი ცილები უზრუნველყოფენ მოძრაობას.
ცილა ფერმენტები აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს. ცილა-ფერმენტების წყალობით,
რომლებიც ნივთიერებათა გარდაქმნებს აჩქარებენ ჩვენს ორგანიზმში რეაქციები ძალიან
სწრაფად მიმდინარეობს.

4. ცილები, ანუ როგორც მას ხშირად უწოდებენ პროტეინები სიცოცხლისათვის აუცილებელი


სტრუქტურული ელემენტია, რომელიც ამინომჟავების ჯაჭვისაგან შედგება . სწორედ
პროტეინები შეადგენენ კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს. პროტეინების სინთეზი ხდება
სხეულის ყველა ქსოვილებში, რომელთაგან ყველაზე აქტიური გახლავთ ღვიძლი და კუნთები.
სხეულში სინთეზირდება დაახლოებით 300 გრამი პროტეინი ყოველდღურად, მიუხედავად
იმისა, რომ საშუალოდ დღიური მოხმარება 70 გრამს შეადგენს.

5. საქონლის ხორცი - მისი ბიოლოგიური ღირებულება 80-ია და იგივე რაოდენობის ცილას


შეიცავს რასაც ქათმის ხორცი (იგივე 25%-იანი ცილის შემცველობა). ყოველთვის უნდა ეძებოთ
მჭლე ნაჭრები. ასევე მისაღებია მჭლე ნაჭრებისაგან გაკეთებული ფარშიც . სასურველია
მინიმუმ 2-3 კვირაში ერთხელ მიღება.

6. თევზი - ეს საკვები ბევრად უკეთესია ნებისმიერი სახის ხორცზე. მისი ბიოლოგიური


ღირებულებაა 82, იგი შეიცავს იგივე რაოდენობით ცილას, მაგრამ თითქმის არ შეიცავს ცხიმს
და ორგანიზმს სხვა მრავალი აუცილებელი ვიტამინითა და მინერალით უზრუნველყოფს.
სასურველია კვირაში ორჯერ მიღება.

7. კვერცხი - რიგით მეორე წყარო ცილების მიღებისათვის ხორცეულისა და თევზეულის შემდეგ ,


მისი ბიოლოგიური ღირებულებაა 88, კვერცხში ცილების შემცველობა შეადგენს 11%-ს, ხოლო
გულში კი 16%-ს, თუმცა გული ასევე შიცავს ცხიმს, და არის ქოლესტერინის უხვი წყარო.
დამზადების საუკეთესო ხერხია მოხარშვა, სანამ კვერცხის გული არ გამყარდება , ასე თავიდან
იცილებთ ზედმეტი ცხიმის გამოყენების საჭიროებას და გულისა და ცილის განცალკევებაც
ადვილია.

8. რძის პროდუქტები - ცილების მიღების კარგი საშუალებაა, ბიოლოგიური ღირებულებაა 80,


თუმცა აღსანიშნავია რომ ისინი შეიცავენ სხვადასხავა რაოდენობის ცილებს . მაშინ როცა
ყველში ცილების შემცველობა 22%–ია, რძეში ის 5% არ აღემატება. რეკომენდირებულია
საღამოს ან ძილის წინ მიღება.

You might also like