You are on page 1of 11

· 1) რომელი რეაქციით მიიღება ცილა?

რომელი ბმის
ხარჯზე ხდება ამინომჟავების შეერთება?

ამინომჟავები შედიან პოლიკონდენსაციის რეაქციაში.ერთი


ამინომჟავას ამინო (-NH2) ჯგუფისა და მეორე ამინომჟავას
კარბოქსილის ჯგუფის (-COOH)

შეერთებით გამოიყოფა 1 მოლეკულა წყალი,ხოლო პეპტიდური


რეაქციის ხარჯზე ორი მოლეკულა ამინომჟავას შეერთება
ხდება,ანუ წარმოიქმნება დიპეპტიდი

,შემდეგ ისევ რეაქციაში შევა და უფრო მეტი ამინომჟავა


დაემატება და საბოლოოდ წამოიქმნება პოლიპეპტიდი იგივე
ცილა.

· 2. რა განსაზღვრავს ცილების ბიოლოგიურ


ღირებულებას?

ცილის ბიოლოგიურ ღირებულებას განსაზღვრავს ის თუ


რომელ ამინომჟავებს შეიცავს ის_ესენციურს თუ არაესენციურს
(შეუცვლადს თუ შენაცვლებადს)

ესენციურიამინომჟავების წარმოქმნა /სინთეზი ჩვენს


ორგანიზში არ ხდება და მისი მიღება საკვებიდანაა
შესაძლებელი .ხოლო არაესენციურის წარმოქმნა ჩვენს

ორგანიზმშიც ხდება.ცილა,რომელიც ყველა ესენციურ


ამინომჟავას შეიცავს -სრულფასოვანია,ხოლო ცილა რომელიც
თუნდაც ერთ არაესენციურს შეიცავს -

არასრულფასოვანი ცილაა
· 3. რა ფუნქციებს ასრულებენ ცილები ორგანიზმში?

ისინი ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს:

-კატალიზური ფუნქცია-ორგანიზმში მიმდინარე პროცესების


დაჩქარება ხდება,ფერმენტებით,რომლებიც ცილებია

-სტრუქტურული-მონაწილეობენ ორგანოებისა და
ქსოვილების სტრუქტურის წარმოქმნაში მაგ:კოლაგენი და
ელასტინი

-სატრანსპორტო-მაგ:ჟანგბადის ფილტვებიდან ქსოვილებში


ტრანსპორტირება ხდება ცილა ჰემოგლობინის საშუალებით

-დამცველობითი-ანტისხეულები,გამომუშავდება ანტი გენების


ბიოლოგიური მოქმედების გასანეიტრალებლად,ანუ იცავენ
ორგანიზმს

-რეგულარული ფუნქცია-ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში


მონაწილეობენ ჰორმონები,რომელთაგან ზოგიერთი ქიმიური
ბუნებით ცილაა,

მაგ:ინსულინი გლუკაგონი და სხვა.

-სარეზერვო ფუნქცია-მათ მეორენაირად საკვებ ცილებსაც


უწოდებენ,რადგან ემბრიონის განვითარებისთვის საჭირო
საკვებ წყაროს წარმოადგენენ.

ამ ცილებს მიეკუთვნება:კვერცხის ცილა ოვალბუმინი,რძის


ცილა კაზეინი და სხვა.

-შეკუმშვითა ფუნქცია-კუნთების შეკუმშვა განპირობებულია


ცილა აქტინისა და მიოზინის მოქმედებით და მათი
კომპლექსისმდგომარეობის შეცვლით ,რასაც

მიოფიბრილების შეკუმშვა მოჰყვება.

· 4. რას ეწოდება ცილების დენატურაცია? რომელია მისი


გამომწვევი ნივთიერებები?

დენატურაცია-სხვადასხვა ფიზიკური ან ქიმიური აგენტის


მოქმედების შედეგად ცილის შეუქცევად შედედებას და
ნალექის წარმოქმნას ეწოდება

ამ დროს ირღვევა ცილის მეოთხეული ,მესამეული და


მეორეული სტრუქტურა და ცილა პირველად სტრუქტურაში
გადადის.შედეგად ცილას ბიოლოგიური

აქტივობა ეკარგება,მცირდება ან უქრება ხსნადობის უნარი


,იცვლება მისი ზომა და ფორმა

მისი გამოწვევა შეუძლია_ ფიზიკური


ფაქტორებიდან:ულტრაბგერებს,რადიოგამოსხივებას,სხივურ
ენერგიას,რენტგენის სხივებს,მაღალ ტემპერატურას

ქიმიური ფაქტორებიდან:არაორგანულმა და ორგანულმა


ნაერთებმა მაგ: ძლიერი მჟავები,აცეტონი და სხვა

· 5. რა როლი აკისრია ატფ-ს ნივთიერებათა ცვლაში?

ატფ-ს აქვს ენერგია,რომელიც უჯრედული რეაქციებში


საწვავად გამოიყენება (ენერგეტიკულად უზრუნველყოფს
ნივთიერებათა ცვლის პროცესის წარმართვას)
· 6. რას ეწოდება ფერმენტთა აქტიური ცენტრი? რამდენი
ტიპის არსებობს? დაახასიათეთ

ფერმენტთა მოლეკულის იმ ნაწილს,სადაც სუბსტრატის


მიერთება ხდება აქტიური ცენტრი ეწოდება.

3 ტიპისაა:1)პირველ ტიპს- მიეკუთვნება აქტიური


ცენტრი,რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე
(ამინომჟავისგან)ამინომჟავათა ნაშთისგან ,

რომლებიცპეპტიდური ბმითაა დაკავშირებული


ერთმანეთთან.

2)მეორე ტიპი-მიეკუთვნება აქტ.ცენტრი,რომელშიც


მოთავსებულია მეტალი იონის სახით,დაკავშირებული
ცილასთან

3)მესამე ტიპი-ცენტრი,რომელიც შეიცავს კოვალენტური


ბმებით დაკავშირებულ კოფაქტორს პროტეტულ ჯგუფთან.

· 7.რომელია ფერმენტთა სპეციფიკურობის ტიპები?


როგორია ემილ ფიშერის ხატოვანი გამოთქმა?

-აბსოლუტური სპეციფიურობა-როცა ფერმენტი ააქტიურებს


მხოლოდ ერთი სუბსტრატის გარდაქმნას
მაგ:სუქცირატდეჰიდროგენაზა

-ჯგუფური სპეციფიურობა-როცა ფერმენტი მოქმედებს


სუბსტრატების მთელ რიგზე.გარკვეულ მოთხოვნას უნდა
აკმაყოფილებდეს სუბსტრატის მოლეკულა

რომ ფერმენტის აქტიურ ცენტრს დაუკავშირდეს


-სპეციფიურობა ბმების გარკვეული ტიპებისმიმართ-ამ დროს
ფერმენტები ააქტიურებენ რეაქციის გარკვეულ ტიპს მხოლოდ.

მაგ:ლიპაზა ააქტიურებს რთული ეთერის ჰიდროლიზს.

-სტერეოქიმიური სპეციფიურობა-ამ დროს ფერმენტი


ააქტივებს სუბსტრატის მხოლოდ ერთი სტერეოქიმიური
ფორმის გარდაქმნას.

ემილ ფიშერის გამოთქმაა:''ფერმენტი ისე უნდა


მოერგოს სუბსტრატს,როგორც გასაღები კლიტეს''

· 8.როგორ კლასიფიცირდებიან ფერმენტები? ჩამოთვალეთ


და დაახასიათეთ

მათი კლასიფიკაცია დაფუძნებულია მათი მოქმედების


ხასიათზე:

-ოქზიდორედუქტაზები-ეს ფერმენტები მონაწილეობენ


ჯანგვა-აღდგენით რეაქციებში

-ტრანსფერაზები-ფერმენტები რომლებიც მონაწილეობენ


რადიკალებისა და ნაშთების ერთი ნაერთიდან მეორეში
გადატანაზე

-ჰიდროლაზები-ასეთი ფერმენტები აკატალიზებენ რთულ


ორგანულ ნაერთების დაშლას ,ისე რომ გამოიყოფა თან წყალი.

-ლიაზები-აკატალიზებენგახლეჩვის რეაქციებს,რის
შედეგადაც წარმოიქმნება ორმაგი ბმები.

-იზომერაზები-გადაიტანენ ატომებს /მოლეკულებს თვითონ


იმავე ნაერთის შიგნით ორგანულ ნაერთთა იზომერებად
გარდაქმნას აკატალიზებენ

-ლიგაზები/სინთეტაზები-აკატალიზებენ ორი მოლეკულის


შეერთებას

· 9.ვიტამინების კლასიფიკაცია. როგორია წყალში ხსნადი


ვიტამინების ბიოლოგიური როლი?

ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე ვიტამინებს


ყოფენ ორ ჯგუფად: ცხიმში და წყალში ხსნად ვიტამინებად.

წყალში ხსნადი ვიტამინების უმრავლესობა B ასოთი


აღინიშნება (B ჯგუფის ვიტამინები). ისინი მონაწილეობენ
ფერმენტული რეაქციის განხორციელებაში. წყალში ხსნად
ვიტამინებს მიეკუთვნება:

a) B1 ვიტამინი, ანუ თიამინი (ანტინევრიტული)-ბიოლოგიური


როლი-ნივთიერებათა ცვლაში ის პირუვატდეჰიდროგენაზას
კოფერმენტია, რომელიც მონაწილეობს პირუვატის ჟანგვით
დეკარბოქსილირებში.

b) B2 ვიტამინი, ანუ რიბოფლავინი-ბიოლოგიური როლი-


განისაზღვრება იმით, რომ ის შედის ფლავინური
კოფერმენტების შემადგენლობაში

c) B3 ვიტამინი, ანუ პანტოთენმჟავა (ანტიდერმატიტული))-


ბიოლოგიური როლი-განპირობებულია მისი მონაწილეობით
კო-A-ს შენებაში

d) B5 ვიტამინი PP ვიტამინი-ნიაცინი (ნიკოტინმჟავა,


ანტიპელაგრული))-ბიოლოგიური როლი-ორგანიზმში
საკვებთან ერთად მოხვედრილი ნიკოტინმჟავა ნაწლავებში
შეწოვის შემდეგ მონაწილეობს ნად-ის და ნადფ-ის
(ნიკოტინამი-დადენინდინუკლეოტიდფოსფატი) სინთეზში.

e)B6 ვიტამინი ანუ პირიდოქსინი (პიროდოქსოლი) - ადერმინი,


ანტი-დერმატიტული-ბიოლოგიური როლი-B6 ვიტამინის
აქტიურ ფორმას წარმოადგენს მისი ფოსფორილირების
შედეგად წარმოქმნილი პირიდოქსალ-ფოსფატი (პლფ) და
პირიდოქსამინფოსფატი (პაფ). ისინი უდიდეს როლს
ასრულებენ აზოტოვან ცვლაში.

f) B9 ვიტამინი ანუ Bc ვიტამინი -ფოლიუმმჟავა


(ანტიანემიური)-ბიოლოგიური როლი-ფოლიუმმჟავა
მეტაბოლურად არააქტიურია, მაგრამ ფტერიდინის ბირთვის
აღდგენის შემდეგ შეუძლია გარდაიქმნას

5,6,7,8-ტეტრაჰიდროფოლიუმმჟავად (THFA), რომელიც ორგა-


ნიზმში კოფერმენტულ ფუნქციას ასრულებს

g)B12 ვიტამინი ანუ კობალამინი (ანტიანემიური))-


ბიოლოგიური როლი-კოფერმენტის როლს ასრულებს
მეთილირების რეაქციებში (მეთიონინის, კრეატინი და სხვა) ის
მეთილის ჯგუფის დონორია.

h) ვიტამინი P (განვლადობის ვიტამინი))-ბიოლოგიური როლი-


P ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ჟანგვა-აღდგენით
რეაქციებში და ხელს უწყობენ ორგანიზმში მიმდინარე
ბიოლოგიურ ჟანგვით პროცესებს
i) H ვიტამინი, ანუ ბიოთინი)-ბიოლოგიური როლი-ბიოთინი
მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების, აცეტილ კო-A-ს, მჟაუნ-
ძმარმჟავას სინთეზში და სხვა.

j)C ვიტამინი, ანუ ასკორბინმჟავა (ანტისკორბუტული))-


ბიოლოგიურ როლს მისი ჟანგვა-აღდგენითი უნარი
განაპირობებს

· 10.როგორია ნახშირწყლების დღეისათვის მიღებული


კლასიფიკაცია?

ნახშირწყლები შეიძლება დავყოთ სამ დიდ ჯგუფად:


მონოსაქარიდებად, ოლიგოსაქარიდებად და
პოლისაქარიდებად

· 11.რას წარმოადგენენ მონოსაქარიდები? რომელი ნაერთის


დაჟანგვით მიიღებიან ისინი?

მონოსაქარიდები (მონოზები) წარმოადგენენ


პოლიჰიდროქსიალდეჰიდებსა და
პოლიჰიდროსიკეტონებს.მონოსაქარიდები შეიძლება
განვიხილოთ როგორც მრავალატომიანი სპირტების
წარმოებულები, რომელთა მოლეკულაში სპირტულ ჯგუფთან
-OH, გვხვდება ალდეჰიდური -COH ან კეტონური -CO- ჯგუ-
ფები. ამდენად, არჩევენ ალდეჰიდურ სპირტს - ალდოზას და
კეტონო სპირტს - კეტოზას.

· 12.რას ეწოდება ოლიგოსაქარიდები? ჩამოთვალეთ


დისაქარიდები და დაახასიათეთ.
ა)დი-, ტრი-, ტეტრა- და ა.შ. 10 «მონოსაქარიდული ნაშთისაგან
შემდგარი საქარიდები ოლიგოსაქარიდებს წარმოადგენენ.

ბ) ორი მოლეკულა მონოზის ერთმანეთთან შეერთებით


გამოიყოფა ერთი მოლეკულა წყალი და წარმოიქმნება
დისაქარიდის მოლეკულა. მათ ტიპიურ წარმომადგენლებს
მიეკუთვნებიან: საქაროზა- ლერწმის შაქარი, მალტოზა - ალაოს
შაქარი, ლაქტოზა - რძის შაქარი და სხვა.დისაქარიდები - ორი
მოლეკულა მონოსაქარიდის ნაშთებისაგან შედგება. ისინი
შეიძლება იყოს წარმოქმნილი ორი მოლეკულა პენტოზისაგან.

დისაქარიდებიდან აღსანიშნავია: საქაროზა, რომელიც შედგება


გლუკოზისა და ფრუქტოზისაგან; ლაქტოზა -
გლუკოზა+გალაქტოზა; მელიბიოზა - გლუკოზა+გალაქტოზა;
მალტოზა - გლუკოზა+ გლუკო-ზა; როგორც ვხედავთ
ზოგიერთი მათგანი ერთი და იგივე მონოსაქარიდისაგან
შედგება, მაგრამ მათ შორის განსხვავება a და b ფორმებით
გამოიხატება. აღსანიშნავია, რომ დისაქარიდი მიიღება ორი
მონოსაქარიდის გლკოზიდური ბმით დაკავშირების შედეგა

· 13.პოლისაქარიდებიდან დაახასიათეთ სახამებელი და


მისი ფრაქციები

სახამებელი (C6H10O5)n - ქიმიურად არ არის ინდივიდუალური


ნივთიერება,თვისებად ითვლება ის, რომ იღებება ლურჯ ფერად
იოდის - იოდ-კალიუმიანი წყალხსნარით,

ცივ წყალში სახამებელი არ იხსნება, განიცდის


გაჯირჯვება.სახამებლის 96,6% პოლისაქარიდებისაგან შედგება,
რომლებიც ჰიდროლიზის შედეგად წარმოქმნის
გლუკოზას.ქიმიურად სახამებელი ორი კომპონენტისაგან
შედგება - ამილოზასა და ამილოპექტინისაგან.მჟავებით
ზემოქმედებისას სახამებელი გარდაიქმნება გლუკო

ზად, ხოლო უფრო სუსტი ზემოქმედებისას წარმოიქმნება ე.წ.


«ხსნადი სახამებელი». ფერმენტების ზემოქმედებით კი ის
იშლება (ფერმენტი ამილაზა) მალტოზად.

· 14.რისგან არის აგებული ცხიმები? რა განასხვავებს თხევად


და მყარ ცხიმებს ერთმანეთისაგან?

ცხიმები აგებულია სამატომიანი სპირტის - გლიცერინისა და


უმაღლესი ცხიმოვანი მჟავებისაგან. თუ ცხიმის შენებაში ერთი
და იგივე ცხიმოვანი მჟავა მონაწილეობს ის მარტივი
გლიცერიდია, თუ სხვადასხვა - რთული გლიცერიდი.

ბუნებრივი ცხიმოვანი მჟავები ნახშირბადის ატომების ლუწ


რიცხვს შეიცავენ. ისინი შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: ნაჯერი
და უჯერი ცხიმოვანი მჟავები. უჯერი ცხიმოვანი მჟავები
შეიძლება იყოს ერთი ორმაგი ბმით (მონოუჯერი) და ორი ან
მეტი ორმაგი ბმებით (პო-ლიუჯერი)

· 15.რომელია ცხიმის მახასიათებლები? დაახასიათეთ

ცხიმი იცავს ორგანიზმს ტრამვებისაგან, ფრინველებს


დასველებისაგან, მონაწილოებს თერმორეგულაციის
პროცესებში, ასრულებს ენერგეტიკულ და სტრუქტურულ
ფუნქციას.
ცხიმების ძირითადი თვისებები განისაზღვრება ცხიმოვანი
მჟავების თვისობრივი შემადგენლობით, მათი რაოდენობრივი
შეფარდებით, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების პროცენტული
შემცველობით, სხვადასხვა გლიცერიდების შეფარდებით და ა.შ.

You might also like