You are on page 1of 2

ცილის სინთეზისთვის გამოიყენება 20 ტიპის 

ამინომჟავა, რომლებიც პეპტიდური


ბმით უკავშირდებიან ერთმანეთს. თითოეულ ცილაში შეიძლება ათასობით
ამინომჟავა იყოს წარმოდგენილი. განასხვავებენ მარტივ და რთულ ცილებს.
მარტივი ცილები მხოლოდ ამინომჟვებისგან შედგებიან.
მარტივი ცილებია- პროტეინები, ალბუმინები, ფუძეცილები, გლუტელინები,
პროლამინები, პროტეინოიდები. რთულ ცილებში ამინომჟავების გარდა სხვა
ნაერთებიცაა ჩართული.

რთული ცილებია- პროტეიდები: ლიპოპროტეინები, პროტეოლიპიდები,


ფოსფორპროტეინები, გლიკოპროტეინები, პროტეოგლიკანები.

ცილის სახეობებირედაქტირება
ცილის მოლეკულები აშენებენ უჯრედის ყველა ორგანოიდს.
კუმშვადი ცილები უზრუნველყოფენ მოძრაობას.
ცილა ფერმენტები აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს. ცილა-ფერმენტების წყალობით,
რომლებიც ნივთიერებათა გარდაქმნებს აჩქარებენ ჩვენს ორგანიზმში რეაქციები
ძალიან სწრაფად , წარიერად მიმდინარეობს. ფერმენტები სპეციფიკური
მოქმედებით გამოირჩევიან . ყოველი ფერმენტი მხოლოდ გარკვეული
ნივთიერების გარდაქმნას უწყობს ხელს. 
გარდასაქმნელ ნივთიერებას სუბსტრატი ჰქვია , ის ფერმენტის უბანს აქტიურ
ცენტრს უკავშირდება. სუბსტრატი ფორმით და ზომით ზუსტად ემთხვევა
ფერმენტის აქტიურ ცენტრს ფიქსირდება და ფერმენტი მას სხვა ნივთიერებად-
პროდუქტად გარდაქმნის, რომელიც მაშინვე ტოვებს ფერმენტის მოლეკულას.
ფერმენტი ბიოკატალიზატორია , მას შეუძლია მილიონობით სუბსტრატის
გარდაქმნა. 

ზოგიერთ ფერმენტი რეაქციის დასაჩქარებლად დამხმარე ნივთიერებას -


კოფაქტორს - საჭიროებს. ისინი დაბალმოლეკულიანი არაცილოვანი
მოლეკულები არიან . მაგალითად: Zn, Mg , Mn , Cu -- ეს ატომები მრავალი
ფერმენტის კოფაქტორები არიან . 

არსებობენ ნივთიერებები რომლებიც ხელს უშლიან ფერმენტებს და ბლოკავენ


მათ მოქმედებას . მათ ინჰიბიტორები ეწოდებათ. ისინი იმიტირებენ სუბსტრატს
და ატყუებენ ფერმენტს , იკავებენ აქტიურ ცენტრს და ფერმენტში გარდაქმნები
წყდება. რადგან ინჰიბიტორი არ გარდაიქმნება , ხოლო სუბსტრატი
მიუწვდომელია ფერმენტისთვის რადგან აქტიური ცენტრი ინჰიბიტორის მიერაა
დაკავებული. ასეთ ინჰიბიტორებს კონკურენტული ინჰიბიტორები ჰქვია.

არსებობენ არაკონკურენტული ინჰიბიტორები. ისინი არ იკავებენ აქტიურ


ცენტრს, თუმცა ფერმენტთან დაკავშირებისას ამახინჯებენ მას (აქტიურ ცენტრს )
და სუბსტრატი ვეღარ ერგება მას . ამ შემთხვევაშიც წყდება გარდაქმნები. 
მიუხედავად ამისა ინჰიბიტორებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ . ისინი
უჯრედში ქიმიურ რეაქციებს აკონტროლებენ . როდესაც ფერმენტების მიერ
გამოყოფილი ნივთიერება ჭარბად დაგროვდება და აღარ საჭიროებს მეტის
გამოყოფას ამ დროს ინჰიბიტორები ასრულებენ თავის როლს . მანამ სანამ კვლავ
არ დარეგულირდება ნივთიერებათა ცვლა და არ გახდება საჭირო ფერმენტის
გააქტიურება . 

თუმცა არსებობენ ნივთიერებები : Hg , Ag , As .. რომელებიც უკავშირდებიან


ფერმენტს უმიზეზოდ და საბოლოოდ გადააგვარებენ მას . 

ინჰიბიტორებს იყენებენ დაავადებების სამკურნალოდაც.

You might also like