You are on page 1of 2

ნაწარმოებში ჩანს, რომ ქალები და მამაკაცები მე-5 საუკუნეში ერთად არ

ჭამდნენ საჭმელს: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა


ერთად ეჭამა პური“ — ამბობს დედოფალი. ქალი გარეთ თავდაუბურავი არ
გადიოდა: „მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უხამური და თმაგარდატევებული,
ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად“.
ნაწარმოებიდან ვგებულობთ, რომ ქართულად უკვე არსებობდა „ევანგელე“
ანუ სახარება და მოწამეთა ღვაწლის ამსახველი წიგნები. ისტორიული
მნიშვნელობა აქვს ანტიოქიისპალეკარტსაც. ეს იყო უსახელო ჩასაცმელი,
მოსასხამი. იქიდან გამომდინარე, რომ შუშანიკს ანტიოქიის პალეკარტი ეცვა,
ვხვდებით, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სირიასთან,
რომლის ერთ-ერთი ქალაქი ანტიოქიაა და ეს პალეკარტიც იქიდან არის.

 შუშანიკი (შუშანიკ სომხურად „შროშანს“ (ყვავილი) ნიშნავს) — ვარსქენის


მეუღლე, სომეხი მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასული.
 იაკობი — ნაწარმოების ავტორი, მღვდელი.
 ვარსქენი — ქვემო ქართლის ერისმთავარი, ანუ პიტიახში 482 წლამდე,
არშუშა პიტიახშის ძე (ვახტანგ გორგასლის ბრძანებით ვარსქენს თავი
მოჰკვეთეს სამშობლოს ღალატის გამო).
 შუშანიკის შვილები — სამი ძე და ერთი ასული.
 აფოცი — საპიტიახშოს ეპისკოპოსი.
 ჯოჯიკი — ვარსქენის ძმა.
 ჯოჯიკის ცოლი — რომელსაც დედოფალმა ჭიქა სახეში შეალეწა და ღვინო
ძირს დააქცია.
 სპარსეთის მეფის ასული - ვარსქენის მეორე ცოლი
 კაცი ვინმე სპარსი — ის სამჯერ ჩნდება ნაწარმოებში, ვარაუდობენ, რომ
ვარსქენთან დაახლოებული პირი იყო.
 ვარდან მამიკონიანი — შუშანიკის მამა (მოხსენიებულია ნაწარმოებში).
 არშუშა — ვარსქენის მამა (მოხსენიებულია ნაწარმოებში).
 სამოელი — თავი ეპისკოპოსთა - კათალიკოსი.
 იოანე — ეპისკოპოსი.
 დიაკვანი — რომელსაც უნდა ეთქვა დედოფლისათვის „მტკიცედ დეგ“,
მაგრამ პიტიახშისგან შეშინებულმა მხოლოდ ამის თქმა მოასწრო: „მტკი…“.
 კაცი ვინმე წმინდა — ანუ ბერი, ვისთანაც აფოცი და იაკობი იყვნენ
წასულნი რაღაცის საკითხავად.
 ვინმე ხუცესი — ანუ მღვდელი, რომელსაც ვარსქენმა კვერთხი ჩაარტყა
ზურგში.
 სპარსთა მეფე — ნაწარმოებში მოხსენიებული სპარსთა მეფე
არის პეროზი(459—484)
 ვინმე ჭაბუკი — რომელმაც იაკობს ვარსქენის დანაბარები გადასცა, რომ მას
ხლებოდა.
 კარისკაცი — რომელმაც შეუშვა იაკობი დედოფლის სანახავად.
 კარისკაცი — რომელიც იაკობმა ქრთამით, საჩუქრით გადმოიბირა, რათა
შუშანიკთან შეეშვა.
 მსახური — რომელიც სპარსეთიდან ახლადდაბრუნებულმა პიტიახშმა
„სადიასპანოჲთა ცხენითა“ გამოაგზავნა დედოფალთან ამბის საკითხად.
 მოციქული — რომელიც ვარსქენმა დედოფალთან გააგზავნა შემდეგი
სიტყვებით: თუ სასახლეში არ დაბრუნდები, „ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად
კარაულითა“.
 ძიძიშვილი — რომელიც ვარსქენმა შუშანიკთან შეაგზავნა
გადმოსაბირებლად.
 ვიღაც ადამიანი — რომელიც მივიდა დედოფალთან და უთხრა: კარგად
მიუგე ვარსქენს პასუხი, მას შენი მოტყუება უნდოდა და სხვა ბოროტეული
განზრახვა ჰქონდა შენთვის.

You might also like