You are on page 1of 11

• ჭკვიანი ადამიანისათვის , საკმარისია რამოდენიმე ყლუპი

წყალი მოსვას და მიხვდეს,წყალი მლაშეა, უაზროსათვის კი


დოქიც ცოტაა.

დავიწყოთ ებრაული ისტორიული ფენის ძებნით ახალციხეში,


რათა მივაკვლიოთ იმ დროს როცა ეს ბრძენი ხალხი ამ
ქალაქში დასახლდა.საინტერესოდ მეჩვენება ის ფაქტი, რომ
ძველი აღთქმის წიგნებში მოხსენიებული „მესეხი“ („მესექი“)
იგივე მესხეთია და საქართველოზე მიუთითებს. საქართველოს
არაქართული მოსახლეობიდან ებრაელები ყველაზე ადრე არიან
მოსული.

ახალციხეში, უძველეს ლომსიაში არსებობდა უბანი


სახელწოდებით – „ურები“.რომელთან დაკავშირებით

ვახუშტი ბატონიშვილი წერდა : „ახალციხეს ერთვის ურებთან


ბორჯომის ხევი, მისივე მთის გამომდინარე“.
ისტორიკოსი ქალბატონი იველაშვილი თვლის რომ ეს
ადგილი „ურები“ შესაძლოა ებრაელთა უძველესი დასახლების
კერა იყო. თუ ამ ცნობას დაუშვებთ მაშინ ეს ყოფილა უბანი
„ჰურიათა“, სწორედ იმგვარი, როგორიც უძველეს მცხეთაში
გახლდათ.
 ისტორიული სამცხე–საათაბაგოს ტერიტორიაზე ებრაელთა
დასახლებები ანტიკური ხანიდან უნდა
ყოფილიყო.დაახლოებით ძვ.წ 169 წ.)
წარსულში ახალციხე, როგორც სავაჭრო–სახელოსნო ცენტრი,
ერთ–ერთი წამყვანი ქალაქი იყო, ამიტომ, ებრაელთა უდიდესი
ნაწილი სწორედ აქ დასახლდა.

მისი განმარტებით, გარდა ახალციხისა, ებრაელთა


დასახლებები აღმოჩენილია გოკიოსა და ბარალეთში
(ახალქალაქის მუნიციპალიტეტი), ხერთვისსა და წუნდაში
(ასპინძის მუნიციპალიტეტი). დიდი დასახლება იყო ასევე
ადიგენში, სოფელ ვარხანში, ანტიკურ ქალაქ ოძრხეში
(დღევანდელი აბასთუმანი) და ბორჯომის ხეობაში. ახალციხის
შემდეგ, ებრაელთა ერთ–ერთი ყველაზე დიდი თემი აწყურში
ფიქსირდება.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოში, კერძოდ


სამცხე–ჯავახეთში, ებრაელები ბიზანტიის მხრიდან
შემოვიდნენ.
• ადამიანი ნაპირზე უნდა გაიცნო,სანამ ნავში ჩაჯდები, რომ
გადაბრუნდება შემდეგ გვიანაა,

ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ ქართველ ებრაელების შესახებ


ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: „ახალციხის ქართველ ებრაელთ
ვახუშტიც მოიხსენიებს თავის გეოგრაფიაში და სხვა ძველ
წიგნებშიც მოიპოვება მათ შესახებ ცნობები, რომ ახალციხეს
ქართველი ებრაელნი ძველთაგანვე სცხოვრობდნენო. ახალციხე
ათაბაგის დროს ცნობილი სავაჭრო, შუაგულ მდებარე ქალაქათ
ითვლებოდა არა მარტო საქართველოს კუთხეებში, არამედ
ტრაპიზონამდეც. ამას გარდა ახალციხე ათაბაგზედ ბევრად
უწინარესად სავაჭრო დაბად ითვლებოდა. ამიტომ ქართველ
ებრაელთაც აქ მკვიდრად

გაიმტკიცეს ფეხი“

• „სიკეთე – ის, რაც ყრუს ესმის, ბრმა ხედავს და სუსტი


იყენებს“

ახალციხელები, მესხები ებრაელთა მიმართ მძლავრი


სიყვარულითა და თანაცხოვრების კულტურით
გამოირჩევოდნენ.

მესხეთის ათაბაგები განსაკუთრებით დიდი პატივისცემით


ეპყორბოდნენ ებრაელ ვაჭრებს, რომლებსაც ასახლებდნენ
ახალციხეში და მათ სავაჭრო ოპერაციებს დიდად უწყობდნენ
ხელს. ცნობილია რომ ახალციხელი ებრაელი ვაჭარი,
წელიწადში 5-ჯერ ასწრებდა ისპაჰანში, თავრიჟში, ვიზიტს
და საქონლით უკან დაბრუნებას. ეს იმას ნიშნავდა რომ
ისპაჰანისა და თავრიჟის, ხოლო შემდგომ სტამბულის
ბაზრებიც ივსებოდნენ ქართული  საქონლით.
კი მაგრამ რა საქონელი შეეძლო ჩაეტანა, ქართველ, ებრაელ,
სომეს, ბერძენ ვაჭარს მესხეთიდან ირანში ან ოსმალეთში?
პირველ რიგში ცნობილი იყო ცხენის მოსართავები.
თბილისური და ახალციხური მოსართავები, მხედარს
სპარსეთშიც კი გამოარჩევდა. ქართული ნაკეთობით –
ხვარაზმის ძლევამოსილი სულთანიც კი ამაყობდა. შემდგომ
პერიოდში როდესაც დენთი გამოჩნდა, ახალციხელმა
ხელოსნებმა ეს საქმე დიდად შეიყვარეს და როგორც
ხალიბების მემკვიდრეებს ეკადრებათ, მსოფლიოში საუკეთესო
ცივი და ცხელი იარაღის დამზადება დაიწყეს.
შესაბამისად ებრაელ ვაჭრებს ქართული იარაღი,
განსაკუთრებით ახალციხური თოფი, მესხური დამბაჩა,
ხერთვისული „ფიშტო“, ცნობილი თოფები აჭარიდან,
მაჭახელიდან , ასევე სიათა თოფები დამზადებული ქალაქ
ვალეში კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში და მათ შორის
ირანშიც გაჰქონდათ.
სამცხის ათაბაგი აღბუღა ჯაყელი თავის საკანონმდებლო
ძეგლში, მესხეთის კანონების კოდექსშიებრაელებზე წერდა –
„ვაჭარი ჭკვიანი იქნების და კარგად ეცოდინების ბჭობა და
უსამართლოს არას იტყვისო“,

• დედამიწაზე მშვიდობა ქრება - არა იმიტომ, რომ


ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი
არაადამიანია.

თუ ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეიცვლება, დაიცადე - ის


უარესობისკენ შეიცვლება
ისტორიული ცნობების მიხედვით, ახალციხეში მცხოვრები
ებრაული თემი მრავალრიცხოვანი იყო.

მტკვრის მარცხენა ნაპირას ებრაელებს რამოდენიმე სინაგოგა


ჰქონიათ. „1835 წლის მონაცმებით, ახალციხეში ცხოვრობდა
623 ებრაელი, მათ ჰყავდათ ერთი რაბინი, ორი ხახამი. ი.
ჩორნის ახალციხეში უნახავს 1741-1742 წლებში აგებული
სინაგოგა, სადაც სკოლისმაგვარი დაწესებულებაც ყოფილა და
ებრაულს ასწავლიდნენ. ახალციხეში ჰქონდათ 1522 წელს
სალონიკში დაწერილი ბიბლია, რომელტანაც დაკავშირებული
იყო ე.წ. მენდალიონის კულტი, სხვა ცნობიდან ჩანს რომ
ახალციხის მახლობლად სოფელ მარდაში ყოფილა უძველესი
სინაგოგა, რომელიც დიდი ხნის წინ სომხებს დაუნგრევიათ“
(თ. იველაშვილი, 2015).
ახალციხის გარდა ებრაელებს უცხოვრიათ და თავისი
სალოცავი ჰქონიათ ისეთ მესხურ ალაგებში როგორიცაა:
გოკია, დიგვირი, წუნდა, ბარალეთი, ხერთვისში. ამ
უკანასკნელში ებრაელებს ასევე ჰქონიათ სინაგოგა.
  ახალციხის რაბათში არსებული სინაგოგა 1863 წელს არის
აგებული, უფრო ძველი სინაგოგები კი დაახლოებით 1741-42
წლებში უნდა ყოფილიყო აგებული.

გადმოცემის თანახმად, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში,


აწყურში მცხოვრები ებრაელები ადგილობრივი
მაჰმადიანებისგან შევისწროებას განიცდიდნენ, 80–მდე ოჯახი
იძულებული გახდა ახალციხეში გადმოსახლებულიყო.
ებრაელთა თემი გაიზარდა, ამიტომ ისინი ლოცვისას
სინაგოგაში ვეღარ ეტეოდნენ.1902 წელს, აწყურიდან
გადმოსულმა ებრაელებმა რაბათის იმავე დასახლებაში მეორე
სინაგოგა ააშენეს. ნახევარი საუკუნის განმავლობაში თემი
ლოცვას ორივე სამლოცველო სახლში აღავლენდა.

"1953 წელს სტალინის პერიოდში, ორივე სინაგოგა


ჩამოგვართვეს, ჩამორთმევიდან ორი თვის შედეგ გარდაიცვალა
სტალინი. ებრაელებმა საჩივარი დაწერეს და მოსკოვში
გააგზავნეს, რომ ეს სინაგოგა ებრაელებს დაბრუნებოდათ.
იქიდან თანხმობა მოვიდა, მაგრამ მხოლოდ ერთი, ძველი
შენობა დაგვიბრუნეს. 1902 წელს აშენებული შენობა დაიტოვეს.
იქ ჯერ ბიბლიოთეკა გაიხსნა, შემდეგ კინო დარბაზი და
საბილიარდო იყო, ბოლოს კი სპორტ–დარბაზი კრივისთვის“, –
იხსენებს უძველესი სინაგოგის მომვლელი სიმონ ლევიშვილი.

სასაფლაო ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში სამოსახლოს


სიახლოვეს ჰქონდათ. XIX საუკუნის 30-იანიiani წლებიდან
თურქეთიდან შემოცხოვრებულმა სომხებმა ძალდატანებით
ებრაელთა სასაფლაოს მითვისება დაიწყეს. ებრაელებმა
რუსების მიერ დანიშნულ ადგილობრივ ხელისუფლებასთან
იჩივლეს და იმას მიაღწიეს, რომ სომხებმა ებრაელთა
სასაფლაოზე დაკრძალული თავიანთი მიცვალევულები
მათთვის ცალკე გამოყოფილ სასაფლაოზე გადაასვენეს.

რაბათში მდებაზე ებრაელთა სასაფლაო ერთ–ერთი უძველესია.


ისოტირკოსების თქმით იგი 400 წელს ითვლის.

ებრაელთა სალოცავი ადგილი მხოლოდ სინაგოგით არ


შემოიფარგლებოდა.

"აუცილებელი იყო ყოველ სამლოცველო სახლს რიტუალური


განბანვის შენობა, ცხოველთა დასაკლავი ადგილი და ფურნე
ჰქონოდა. რაც მთავრია, სალოცავები ყოველთვის უბნის
შუაგულში შენდებოდა, რომლის გარშემოც იარუსული
სისტემით სახლდებოდნენ ებრაელები“, – გვიყვება ცირა
მესხიშვილი.

ტრადიციული მაცას (ერთგვარი პური) გამოცხობის რიტუალი


ახალციხეში წლების განმავლობაში სრულდებოდა. ორივე
სინაგოგას თან საცხობი ფურნე ახლდა. აქ გამომცხვარი მაცა მათ
ებრაელი ხალხის ეგვიპტიდან გამოსვლას ახსენებდა.

აქვე იმართებოდა სხვადასხვა დღესასწაულებიც, რომლებსაც


ებრაელები ქართველ მეზობლებთან ერთად აღნიშნავდნენ.

ნისან ბაბალიკაშვილის მთავარ ნაშრომში საქართველოს


ებრაული ეპიგრაფიკის შესახებ თავმოყრილია 101 წარწერა
საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან: აბასთუმნიდან,
ახალციხიდან, ახალსოფლიდან, ბანძიდან, ბათუმიდან,
ბორჯომიდან, ვანიდან კულაშიდან,
ქუთაისიდან, ლაილაშიდან, ონიდან, ფოთიდან, საჩხერიდან,
თამარაშენიდან და სხვ.

აღსანიშნავია,რომ ნისანის დედა ახალციხელი რაბინის შვილი


გახლდათ.და თავად ნისანს დიდი წვრილი მიუძღვის შოთა
რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ებრაულად თარგმანში.
სამცხე-ჯავახეთში თურქეთის ბატონობის დროს ქალაქ
ახალციხეში ებრაელები მდინარე ფოცხოვის მარცხენა მხარეს,
ციხე-სიმაგრის ჩრდილო-დასავლეთით ცხოვრობდნენ.

• დედამიწაზე მშვიდობა ქრება - არა იმიტომ, რომ


ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი
არაადამიანია.

სამცხე-ჯავახეთის ქრისტიანი მოსახლეობა და მათ შორის


ებრაელობაც რუსეთ- თურქეთის განუწყვეტელი ომების
პერიოდში დიდ უბედურებას განიცდიდნენ. მაჰმადიანი
მოსახლეობის მხრიდან არაერთხელ მომხდარა მათი აწიოკება,
დროებით აყრა და გაქცევა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა,
ქონებაზე არავინ ფიქრობდა სიცოცხლის გადარჩენაზე
ზრუნავდნენ. რუსი ოფიცრის ვ ანდრეევის გადმოცემით: ქალაქ
ახალციხის

„მოსახლეობა, მაჰმადიანების თავდასხმის მუდმივი


საშიშროების გამო, თავისი ქონებიდან საუკეთესო რაც
ჰქონდათ, ფლავდა მიწაში ან მალავდა სახლის კედლებში.
ერთხელ თურქებიერთ-ერთი სახლის დარბევისას წააწყდნენ
ასეთნაირად გადანახულ დოვლათს. ამის შემდეგ მათ,
ნადავლის მოპოვების მიზნით, დაიწყეს სახლების ნგრევა და
მიწის თხრა. ბოლოს როცა ქრისტიანთა და ებრაელთა
კვარტლებში ვეღარაფერს შოულობდნენ, მაშინ ადგილობრივი
გამაჰმადიანებული მოსახლეობის აკლებასა და ძარცვას მიჰყვეს
ხელი.
ქართველ ებრაელთა სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერი,
საზოგადო მოღვაწე, საქართველოში სიონისტური მოძრაობის
წარმომადგენელი, რაბინი დავით ბააზოვი

1918 წლისათვის ახალციხეში აღმოჩნდა. პირველი მსოფლიო


ომის შემდგომ პერიოდში კავკასიის ამ რეგიონმა ყველაზე
სერიოზულ ქაოსში ამოჰყო თავი. მთელი მაზრა დროებით
დაიკავეს თურქებმა, რომლებიც ყველა მეთოდით
ცდილობდნენ ადგილობრივი ქართული მოსახლეობის
შევიწროებასა და დასჯას. ბუნებრივია, უმძიმესი გახლდათ
ახალციხელი სომხების მდგომარეობაც, რომელთაც
სამხედროები ფიზიკურ განადურებასაც კი უქადდნენ.
ქართველთა და სომეხთა მთავარი ქომაგი, მფარველი და
ოკუპანტებთან შუამავალი დავით ბააზოვი აღმოჩნდა,
რომელმაც უამრავი ახალციხელის სიცოცხლე გადაარჩინა.

 გეშინოდეს დროის მაშინაც კი, როცა ის გიღიმის.

 გეშინოდეთ მხოლოდ ღმერთისა და იმის, ვისაც მისი


არ ეშინია.

ახალციხეში მცხოვრები ებრაელები სხვადასხვა საქმიანობით


იყვნენ დაკავებულები,მათ შორის იყვნენ მკურნალები.

ახალციხელ ებრაელთა შორის სახალხო მკურნალები,


ექიმბაშები ძირითადად ქალები იყვნენ. თუმცა, ზოგჯერ
ხახამიც მკურნალობდა. ექიმბაში, უპირველეს ყოვლისა,
ღმერთს სთხოვდა ავადმყოფის განკურნებას. ახალციხელ
ებრაელებს ღრმად სწამდათ, რომ ყოველ დაავადებას თავისი
ანგელოზი ჰყავდა. ამიტომ, მკურნალობას ამ ანგელოზების
მიმართ ლოცვით იწყებდნენ. განსაკუთრებულ დაავადებებს,
უმთავრესად, ლოცვებითა და ამულეტებით მკურნალობდნენ.
ამულეტს ახალციხელი ებრაელები ეძახდნენ ”ნუსხას” თუ ის
თათარი მოლას გაკეთებული იყო და ”კამიაყს” - თუ ხახამის
მიერ იყო დამზადებული.

ალია – ებრაელთა დაბრუნება ისრაელის მიწაზე

• ცხოვრება გვასწავლის, რომ მეუღლეს მხოლოდ


დაშორებისას შევიცნობთ, ძმებს- მემკვიდრეობის
გაყოფისას, საკუთარ შვილებს-სიბერეში, მეგობრებს კი-
განსაცდელში

ებრაელთა გასვლა ახალციხიდან 70–იან წლებში დაიწყო. 1971


წელს ისტორიულ სამშობლოში პირველი ოჯახი დაბრუნდა.
ალია ანუ ებრაელთა სამშობლოში დაბრუნება 80–იან წლებში
შეჩერდა.

1993 წლისათვის ახალციხეში დაახლოებით 150 ოჯახი


ცხოვრობდა, თუმცა ეს პერიოდი მათთვის გაცილებით რთული
აღმოჩნდა.

You might also like