You are on page 1of 1

დღესდღეობით ფრესკებზე შემორჩენილია თამარ მეფის ოთხი

პორტრეტი: ვარძიაში, ბეთანიაში, ყინწვისში და ბერთუბანში.
ვარძიაში გამოსახული თამარის გამოსახულება საყურადღებოა შემდეგით:
მანდილი გვირგვინიდან პირდაპირ მხრებზე ეშვება. გრძელი კულულების
ნაცვლად - მოკლე თმის ხვეულები ლოყაზე გადმოდის. ეს ნიშნები იმის
მანიშნებელია, რომ თამარი აქ გამოსახულია გათხოვებამდე ე. ი. 1185 წლამდე.
წარწერაში თამარის შესახებ ვკითხულობთ:
„...რომელი
მრავალჟამეულობსმცა.“
რაც არ არის აღნიშნული გიორგი III-ის შესახებ. ეს ფაქტები საშუალებას
გვაძლევს დავაზუსტოთ მხატვრობის შესრულების დრო. ე. ი. ესაა გიორგი III-ის
გარდაცვალების შემდგომი და თამარის გათხოვებამდე პერიოდი (ე. ი. 1184-
1185 წლებს შორის).
ბეთანიაში სამეფო წევრები ვედრების პოზაში არიან წარმოდგენილნი. აქაც,
ისევე როგორც ვარძიაში, თამარ მეფე და გიორგი III ბიზანტიელ იმპერატორთა
საზეიმო კოსტიუმებით არიან მოსილნი, ხოლო თამარის შვილს - გიორგი-
ლაშას - აცვია მოკლე, წელში გამოყვანილი კაბა და ზედ ქამარზე უკეთია
ხმალი. მას თამარ მეფისა და გიორგი III-ს მსგავსად თავზე ადგას გვირგვინი.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეფედ კურთხევის დროს აუცილებელი იყო
ხმლის შემორტყმაც, მაშინ აღნიშნული ფრესკა უნდა იყოს შექმნილი ლაშა
გიორგის მეფედ კურთხევის დროს, ანუ 1207 წელს.
ყინწვისში არსებული თამარის ფრესკა იდენტურია ბეთანიაში წარმოდგენილი
ფრესკისა. განსხვავება მხოლოდ სამეფო ოჯახის უმცროსი წევრის - ლაშა-
გიორგისსამოსშია, კერძოდ ზედ მოცმული, კაბაზე დატანილი სპეციფიკური
ჭრილი. ამ ჭრილს ივანე ჯავახიშვილი ცხენოსნის კოსტიუმის დამახასიათებელ
ნიშნად მიიჩნევს.
ბერთუბანში თამარი, ასევე, საზეიმო სამეფო ტანსაცმლითაა წარმოდგენილი.
ლაშა-გიორგის სამოსი იმეორებს ყინწვისის კოსტიუმს. ის, ისევე როგორც
თამარი, მოხსენიებულია მეფეთ მეფედ, ანუ შეიძლება გამოითქვას მოსაზრება ,
რომ ფრესკა შესრულდა მაშინ, როცა დედა და შვილი ერთად მეფობდნენ.
სავარაუდოდ, ბერთუბნის ფრესკაზე მოცემულია თამარ მეფის უკანასკნელი
წლები (1212-1213 წწ.).

You might also like