You are on page 1of 2

დემეტრე I –ის და გიორგი III-ის მეფობა

დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა


მისი მემკვიდრე დემეტრეI(1225-1155).დმეტრე მამის სიცოცხლესივე აქტიურად
მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში,დიდგორისა და შარვანის
ბრძოლებში დემეტრე ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი
გახლდა.

დავითის გარდაცვალება ხელსაყრელად მიიჩნიეს ქვეყნის მტრებმა.თუ დავითი


დაპყრობილ ქვეყნებს უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოს უერთებდა,მისი
მემკვიდრეების დროს ეს კურსი ნაწილობრივ დაირღვა,რადგან ძალიან ძლიერ
წინაარმდეგობას წააყდა თურქთა მხრიდან.თავისი მეფობის ბოლო წლებშ დავითმა
სელჩუკებს გამოსტაცა ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტები ამიერკავკასიაში,როგორიც
იყო დმანისი,ანისი და შარვანი.დმანისი სელჯუკებმა მალევე დაიბრუნეს უკან და
თავიისი მეფობის პირველ წლებში დემეტრეს ორჯერ მოუწია მისი დალაშქვრ,რის
შედეგად დმანისი მყარად შემოვიდა ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში.

დავითის გარდაცვალების შემდეგ თურქებმა ენერგიულად შეუტიეს ანისს და


დემეტრე იძულებული გახდა 1126წელს ანისი მაჰმადიანებისათვის დაებრუნებინა
ყმადნაფიცობის პირობით. დემეტრემ ქრისტიანთა უფლებების დაცვა
მოითხოვა,კერძოდ ანისის ტაძარი სამუდამოდ სომეხთა ხელში უნდა ყოფილიყო.

1138წელს დემეტრემ განძა აიღო. გამარჯვების ნიშნად ქალაქის რკინის კარი ჩამოხსნა
და გელათის მონასტერს შეესწირა.დემეტრემ ვერ შერზო განძის შენარჩუნება და
ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენი ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

დემეტრეს დიიდგვაროვან ფეოდალთა წაქეზებით ჯერ ძმა,ვახტანგი


აუჯანყდა,ხოლო სემდეგ შვილი დავითი.1155წელს დავითმა ბერად აღწკვეცა
მამა.დავით V-ის მეფობა 6თვეს გაგრძელდა,გარდაცვალების შემდეგ კვლავ
დემეტრემ დაიკავა ტახტი და სიცოცხლეშივე აკურთხა თანამოსაყდრედ უმცროსი
ვაჟი გიორგი.

გიორგი III-მ დემეტრესდროინდელი თავდაცვითი პოლიტიკა ისევ აქტიური შეტევის


პოლიტიკით შეცვალა. 1161წელს გიორგიმ ანისზე გაილაშქრა,ქალაქი აიღო და
მართვა-გამგეობა ამირსპალსარ ივანე ორბელს ჩააბარა. მაჰმადიანები ანისს არ
ეხსნებოდნენ. ანისი და მისი ოლქი საბოლოოდ საქართველოს თამარის მეფობაში
შემოუერთდა1199წელს.

გიორგი იბრძოდა ქვეყნის შიგნით ცენტრალზაციის აღსადგენად.1177წელს


დიდგვაროვნება დიდი აჯანყება მოუწყვეს გიორგის,ამბოხებულები თითქოსდა
დავითV-ის შვილის დემნა უფლისწულის ინტერესებს იცავდნენ,სინამდვილეში კი
სამეფო ხელისუფლების შეზღუდვასა და საკუთარი უფლებების გაფართოებისთვის
იბრძოდნენ.აჯანყებას სათავეში ედგა ამირსპარსალარი ივანე ორბელი,დემნას
სიმამრი. შეთქმულთა ლაშქარი30000სს აღწვდა.აჯანყებულებს სურდათ გიორგის
შეპყრობა და დემნას გამეფება,მართლაც მათ დემნა აკურთხეს აგარის ციხეში,ხოლო
გეგმა კი ჩაეშალათ.გიორგიმ მოასწრო თბილისში გამაგრება. ამან მეამბოხეთა
ყოყმანი გამოიწვიადა მათ იწყეს მეფის მხარეზე გადასვლა.თავდაპირველად მეფემ
მოლაპარაკება ინდომა,მაგრამ ივანე ორბელმა ეს არ ისურვა.მდგომარეობის შეცვლის
შემდეგ ივანე ორბელი სამეფოს გაყოფას მოითხოვდა.მეფემ აჯანყებულებს წაართვა
ციხესიმაგრეები და ლორეს ციხეში მიიმწყვდია,მიუხედავად იმისა,რომ ლორეს
ციხის ალყა რამდენიმე თვეს გაგრძელდა, აჯანყებულება გარედან დახმარება ვერ
მიიღეს.აჯანყება დამარცხდა. დემნა უფლისწული ალყაშემორტყმული ციხიდან
თოკით გადმოეშვა და პატიების სათხოვნელად მეფე ბიძასთან გამოცხადდა.გიორგიმ
აჯანყებულები გაასამართლა და მკაცრად დასაჯა.დემნას თვალები დასთხარეს და
დაასაჭურისეს,იგი ამ ასჯელს გადაყვა.ივანე ორბელს თვალები
დასთხარეს,სიკვდილით დასაჯეს ასევე მისი ძმა ქავთარი და შვილი სუმბატი.
დამნაშავეთა ნაწილი საქართველოდან განდევნეს. მოღალატეთა თანამდებობან და
მამულები გიორგიმ დაუნაწილა თავის ერთგულებს შედარებით დაბალი ფენებიდან-
საშუალო და მცირე აზნაურობიდა. ამ დროს ნაყივჩაღარმა ყუბასარმა
ამირსპაარსალოარობა,ხოლო აფრიდონმა მსახურთუხუცესობა და ერისთავთა
ერისთავობა მიიღო.

აჯანყების ჩახშობისთანავე 1178წელს გიორგი მესამემ თავის თნამოსაყდრედ


აკურთხა მისი ასული თამარი,მამა-შვილის თანამეფობა მამის გარდაცვალებამდე,
1184 წლამდე გაგრძელდა.

You might also like