You are on page 1of 2

თამარ მეფის ოთხი ფრესკა

თამარ მეფის ეპოქაა ,როდესაც შუასაუკუნეების საქართველომ პოლიტიკურ და კულტურულ


განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია,რამაც გამოიწვია ქართველი ხალხის მატერიალური
და სულიერი ცხოვრების ყველა დარგის,მათ შორის სახვითიხელოვნების აღმავლობა.აგებენ
ტაძრებს,რომელთა ინტერიერების კედლებს ფრესკებით ფარავენ,ჭედურობიტ
ასრულებენხატებს,ხელნაწერებს მინიატურებით ამკობდნენ.რელიგიურ თემატიკასტან
დაკავშირებულ გამოსახულებათა გარდა კედლის მხატვრობაში ,მინიატურებში,ფასადების
რელიეფებზე და ჭედურ ხატებზე ვხვდებით ისტორიულ პირთა პორტრეტებს.

ზემო-კრიხის,ატენის,გელათის და სხვა მრავალი ტაძრის კედლებიდან გადმოგვყურებენ


ისტორიულ პირთა პორტრეტები,რომლებიც მიემართებიან საკურთხევლისკენ,ვედრების
ნიშნადგაწვდილი ხელებით.

თამარის ეპოქიდან შემოგვრჩა ,ისეთი მაგალითები, როდესაც ერთსა და იმავე პირის


გამოსახულება ოთხჯერ მეორდება : ესაა თამარ მეფის პორტრეტები ვარძიის,ბეთანიის ,
ყინწვისისა და ბერთუბნის ( დავით გარეჯის უდაბნო) ტაძარტა კედლის მხატვრობაში.

ვარძიის -დარბაზული ტიპის ეკლესია შორიდანვე გამოირჩევა თავისი მაღლა აღმართული


თაღებით.ძატარში შესვლისას ყურადღებას იპყრობს თამარისა და მისი მამის გიორგი III
გამოსახულებები. მათ უჭირავთ შესასვლის ჩრდილოეთ კედელი ,თამარი და გიორგი III
გამოსახულნი არიან ბიზანტიურ საიმპერატორო კოსტუმებში. თამარის გამოსახულებაში
საყურადღებოა ზოგიერთი დეტალი: მანდილი გვირგვინიდან პირდაპირ მხრებზე
ეშვება ,მოკლე თმის ხვეულები ლოყაზე გადმოდის, ეს ნიშნები იმის მაჩვენებელია , რომ
თამარი აქ გამოსახული გათხოვებამდე ე.ი გიორგი III -ის გარდაცვალების შემდეგ (1184 და
1185 წლებს შორის).

ბეთანიის -გუმბათიანი ტაძარი თბილისის მახლობლად. იგი ცხოველხატულ ადგილასაა


აღმართული ,ტყეებით დაფარული მთის კალტებს შორის.ტაძრის სამხრეთის შესასვლელი
ამგვარადაა მოთავსებული,რომ ტაძარში შესვლისას ყურადღებას იქცევს საერო პირთა
პორტრეტების რიგი: თამარ მეფის, გიორგი III და ლაშა- გიორგის
გამოსახულებანი,რომლებიც ვედრების პოზაში არიან წარმოდგენილი.ისინი ნელი ნაბიჯით
მიემართებიან საკურთხევლისკენ.თამარი და გიორგი III ბიზანტიელ იმპერატორთა საზეიმო
კოსტუმებიტ არიან სემოსილნი, ხოლი ლაშა-გიორგის აცვია მოკლენ წელსი გამოყვანილი
კაბა,რომელიც მუხლამდე წვდება.წელზე შემოკრულ ქამარზე დამაგრებულია ხმალი,ტავზე
როგროც თამარსა და გუმბათიანი,მასაც გვირგვინი ადგას . ახალგაზრდა ლაშა-გიორგის
ტანსაცმლის ატრიბუტის მიხეთვით მოხატულობის თარიღი შეიზლება დაზუსტდეს 1207
წლით ე.ი ლაშა-გიორგის მეფედ კურთხევის დროით. თამარ მეფის სახე კი გამოსახულია
მოწიფულ ასაკსი, მის ნიკაპს მანდილი ევლება ,თმის გრძელი კულულები მხრებამდე
სწვდება .
ყინწვისის - გუმბათიანი ეკლესია აგებულია აგურისაგან,შენობა ტყით დაფარული მთის
ფერდობით გარშემორტყმულ ოდნავ ამაღლებულ პლატოზე დგას . როგორც ბეტანიაში ,აქაც
თამარ მეფის,გიორგი III -ის და ლაშა- გიორგის გამოსახულებებს ჩრდილოეთ კედლის
ქვედა ნაწილი უჭირავთ, ხოლო ცალკეული ფიგურები გამოყოფილია დეკორატიული
თაღით. სამკაული, ტანსაცმელი უმნიშვნელოვანესი დეტალებიტ გამოირჩევა ბეთანიის
მოხატულობისგან.

ბერთუბნის-დარბაზული ტიპის ეკლესია ბერთუბნის უდაბნოს ერთ-ერთი


გამოქვაბულტაგანია . მისი სამხრეთის კედელი ჩამონგრეულია და ამის შედეგად
მთლიანადაა გახსნილი ჩრდილოეთის კედელი და მისი მოხატულობა. ეკლესიაში
შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა ,ამრიგად შემსვლელი
პირისპირ ხვდებოდა თამარ მეფისა და ლაშა- გიორგის გამოსახულებებს. ვარძიისა და
ბეთანიის მოხატულობისათვის დამახასიათებელია ინტენსიური ლურჯისა და მოწითალო-
მოყავისფრო ტონების ვარიაცია.ყინწვისის მხატვრობა გამოირჩევა ღია ლურჯი და მწვანე
ტონების შერწყმით .ბერთუბნის ფერწერის კოლორისტული გამაში , უხვადაა
გამოყენებული მოწითალო-მოყავისფრო (ღია) ტონი ,რომელიც მეტყველ ლაქებად იკითხება
თეთრ ფონზე. ბერთუბნის მოხატულობაშიც თამარი გამოსახულია საზეიმო სამეფო
ტანსაცმლით,ლაშა-გიორგის კაბა იმეორებს ყინწვისის მხატვრობაში გამოსახულ კოსტუმს,
მხოლოდ აქ იგი ბეწვითაა შემოვლებული. ლაშა-გიორგი ბერთუბანში წვერ-ულვაშიანია და
ატარებს სამეფო ნიშანებს- გვირგვინს და ხმალს, იგი როგორც თამარი მოხსენიებილია
მეფედ-მეფედ, ამის მიხედვით ,მხატვრობის შესრულების დროა , როდესაც დედა და შვილი
ერთად მეფობდნენ, ამავდროულად ლაშა -გიორგიმ უკვე მიაღწია მოწიფულ ასაკს ე.ი
მხატვრობის შესრულების თარიღი შესაძლოა უახლოვდებოდეს თამარის სიცოცხლის
უკანასკნელ წლებს (1212-1213წწ).

You might also like