You are on page 1of 5

ჯვარი და ჯვრის ტიპის ძეგლები

თიკო კინწურაშვილი

ქართული ხალხური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ლოტბარ-რეგენტი , დირიჟორი

მცხეთის ჯვარი

მცხეთის ჯვარი (586/87-604 წლები), რომელიც ქართველებისთვის და


ტურისტებისთვის ძალზედ პოპულარული ძეგლია მტკვრისა და არაგვის
შესართავთან , არაგვის მარცხენა სანაპიროს მთაზე მდებარეობს. ის საქართველოს
ისტორიის ხორცშესხმული სიმბოლოა . მცხეთის ჯვრის სილუეტს საიდანაც არ უნდა
მოჰკრა თვალი , სულ იწვევს გაოცებასა და მღელვარებას ,ეს გრძნობები კი მისი
ბუნებასთან, მთების მოხაზულობებთან ჰარმონიული შერწყმითაა განპირობებული .

ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველიც აქვს. ქრისტიანობის მიღებისთანავე


ამ ადგილას ხის მაღალი ჯვარი იდგა . ქართლის ერისთავმა გუარამმა VI საუკუნის
მეორე ნახევარში ჯვრის გვერდით პატარა ორფერდა ,სწორკუთხა ეკლესია ააშენა ,
შიგნით ჯვარისებრი მოხაზულობით. იმავე საუკუნის მიწურულს მრევლის სიმრავლის
გამო მისმა ძემ სტეფანოზმა მცირე ტაძრის გვერდით დიდი ტაძარი ააგო. დიდ
ტაძარშივე მოექცა ხის ჯვარიც, რომლის კვარცხლბეკიც დღემდეა შემორჩენილი .

ჯვრის მონასტრის გეგმის საფუძველს ტეტრაკონქი შეადგენს, კუთხის ოთახები კი


აფსიდების ღერძების პარალელურადაა განლაგებული. შენობის ბირთვი
კვადრატია ,რომლის თავზეც რვაწახნნაგოვანი გუმბათია აღმართული.
გუმბათი,რომელიც შიგა სივრცის ყველა სხვა ფორმასა და ზომას განსაზღვრავს. ის
იმდენად პროპორციულია , შეუძლებელია ,რომ ადამიანის თვალი არ მოხიბლოს
მისივე წონასწორობით. ასევე დიდ როლს თამაშობს გუმბათის განათების „სისტემა “
ანუ სარკმლების განლაგება. ჯვარის შიდა და გარე ფორმებს მხატვრულად
გააზრებული შესაბამისობა აქვთ. ეს პირველი მაგალითია ,როცა ფასადის სახე
დამოუკიდებელ , მხატვრულ მნიშვნელობას იძენს. გუმბათქვეშა კვადრატისგანვეა
გამოზრდილი ჯვრის მკლავები, შვერილი წახნაგოვანი აფსიდებით. აფსიდების
წახნაგები და გადახურვა კი ოთხგზის იმეორებს გუმბათის ყელის სახეს. ყველა ეს
ნაწილი კომპოზიციურად ისეა შეკრული , რომ მთლიანი შენობის შემხედვარეს
კრისტალი გახსენდება , რომელშიც არც ერთი ხაზისა და წერტილის შეცვლა არ
შეიძლება. ჯვრის სიმაღლე 25 მეტრს არ აღემატება თუმცა მაინც ტოვებს მონუმენტურ
შთაბეჭდილებას. ფასადების დამუშავებაც სრულ კანონზომიერებაში მოდის .
დასავლეთის ფასადი ქარაფის პირზეა დაკიდებული და ძლიერი რაკურსით ჩანს ,
აქედან გამომდინარე ის მარტივადაა დამუშავებული და მხოლოდ უმთავრესი
ფორმებია გამოყოფილი. აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადები მთავარი
ფასადებია.აღმოსავლეთის ფასადის შუა ნაწილის საკურთხევლის აფსიდი
აღნიშნულია სამი სარკმლით და მათ თავზე გავლებული რელიფური სარტყლით თაღს
ქმნის. სარტყლის ზემოთ გამოსახულნი არიან ტაძრის დამფუძნებლები (შუაში ქრისტეს
წინაშე , მუხლმოდრეკილი სტეფანოზი), ფასადის ფრთებში გაკეთებული მცირე
სარკმლები , თითქოს ცენტრალურ კომპოზიციას იმეორებს და შეიძლება ითქვას , რომ
მისი გამოძახილია. რაც შეეხება სამხრეთის ფასადს : მასში შესასვლელის თავზე
მოთავსებულია ძველქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული გამოსახულება -
ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლება. ჩრდილოეთის ფასადი მოურთავია და ემთხვევა
სამხრეთის დანაწევრებას. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ტაძრის მოვარდისფრო -
ქვიშისფერი , ოდნავ შეჟანგული ფერი, რადგანაც თვალისთვის ტაძრის
ჰარმონიულობას არა მხოლოდ ფორმები არამედ ფერიც იწვევს,რომელიც საოცრად
ერწყმის გარემოს.

მცხეთის ჯვარმა საფუძველი ჩაუყარა ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების


საფეხურს. მეშვიდე საუკუნეში იქმნება ანალოგიურ ტაძართა მთელი ჯგუფი .
რამდენიმე ასეთ ძეგლს ახლა განვიხილავთ .

ატენის სიონი

ატენის სიონი ( VIIსაუკუნის I ნახევარი )გორის რაიონში , მდ. ტანას მარცხენა ნაპირას ,
სოფლიდან მოშორებით მდებარეობს. ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია ,
ტეტრაკონქის ტიპის , ნაგებია მონაცრისფრო-მომწვანო ქვიშაქვის თლილი კვადრებით
და გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც.

მცხეთის ჯვარის ტიპთან ყველაზე ახლოს სწორედ ატენის სიონის ძეგლი დგას, რადგან
მისმა მშენებელმა (თოდოსაკმა) თითქმის ზუსტად გაიმეორე ჯვრის გეგმა. თუმცა
ნაკვეთები ჯვართან შედარებით განსხვავებულია, ამიტომ რაღაცები შეუსაბამო
გამოვიდა. მაგალითად აქ ეკლესიას გზა დასავლეთიდან ადგება და ამავე მხარეს
ნიშებიც არ არის. აღმოსავლეთის მხარეს ფასადის წინ სულ რამდენიმე ნაბიჯია ,რის
შემდეგაც ციცაბო კალთა იწყება , ამიტომ ფასადის სიბრტყეს ძლიერი რაკურსით
ვხედავთ. რელიეფის დიდი ნაწილიც ამ მხარესაა განლაგებული . მიუხედავად
იმისა ,რომ ატენში ბევრი რელიეფია მათი ფასადებზე განლაგება არ ექვემდებარება
რაიმე კონკრეტულ, გააზრებულ სისტემას . გვხვდება ტლანქი,ცალკეული ფიგურების
გამოსახულება , ასევე არის მთელი სცენებიც მაგალითად ირმები ,როლებიც წყალს
სვამენ ჩრდილოეთ ტიმპანშია მოქცეული; ნადირობის სცენადა სხვა. რათქმაუნდა
შესრულების ხარისხიც სრულიად განსხვავებულია.

არქიტექტურის მხრივ თუ მივუდგებით ატენს ჟვრისგან პროპორციები განასხვავებს .


მაგრამ აქ არის იმავე დიფერენციაცია , დორმებისა თუ მკაფიო ხაზებისა ,რომელიც
ჯვარს ახასიათებს.

ატენის სიონის შენობის ტიპი მაინც წარუშლელ კვალსა და შთაბეჭდილებას ტოვებს


მისი ჰარმონიულობით. განსაკუთრებით შიგნიდან ,რასაც ფრესკები უწყობს ხელს , XI
საუკუნის თვალწარმტაცი მონუმენტური მხატვრობა.

ჩვენში ინტერესს ატენის სიონის მრავალრიცხოვანი , ქვაზე ნაკვეთი და საღებავებით


შესრულებული წარწერებიც იწვევს, რომლებიც ბევრ მნიშვნელოვან ისტორიულ
ცნობას შეიცავს. ეს წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის
თვალსაზრისითაც ,რადგან ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს
ისტორიულ-კულტურულ თუ ენის მტელი რიგი საკიტხების კვლევისთვის. 

ძველი შუამთა

ძველი შუამთის მონასტერი , კახეთში -კერძოდ თელავში მდებარეობს.


სამონასტრო კომპლექსში მეხუთე საუკუნის ბაზილიკაც შედის. მეშვიდე
საუკუნის ტაძარი კი მცხეთის ჯვრის ტიპისაა ,თუმცა შემცირებული აფსიდებით
და აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები.
V საუკუნის კახეთის მონასტრის ძველი შუამთის პატარა ეკლესია ბაზილიკური
თემის განვითარების საფეხურებს გვიჩვენებს. უკვე საგრძნობია სივრცის
დაგრძელება ღერძის გასწვრივ , ნავები ერთმანეთისგან გაყოფილია და
ბოძებზე ორ-ორი თაღითაა დაბჯენილი. თაღოვანი მალების სიმაღლე ამ
შემთხვევაში სულაც არ აღემატება უბრალო კარის სიგანეს. რაც შეეხება
გვერდის ნავებს ისინი ვიწრო , გრძელ კორიდორებს წარმოადგენენ ,
საკურთხევლის აფსიდების გარეშე. ეს ორი განაპირა ნავი ერთმანეთს განივი
ნავით უკავშირდება დასავლეთით. აქედან გამომდინარე შუა ნავის გარშემო
სამმხრივი გარშემოსავლელი იქმნება და გვერდის ნავებს მხოლოდ დერეფნის
მნიშვნელობა რჩებათ.
როგორც ავღნიშნეთ მეშვიდეს საუკუნის ეკლესია მცხეთის ჯვრის ტიპისაა ,
თუმცა შემცირებული რაც ზრდის გუმბათის ყელის მნისვნელობას. კუთხის
ოთახებს მარტივი ოთხკუთხედის მოხაზულობა აქვთ და აარა ჯვრისებრი. მცირე
გუმბათოვანი ეკლესიაც მეშვიდე საუკუნისაა და მინიატურულ ნაგებობას
წარმოადგენს. შუა კვადრატს ოთხივე მხარეს აფსიდები აქვს (ისევე როგორც
ჯვრის ტიპის ძეგლებს) , კუთხის ნიშებიც გვხვდება.
როგორც საერთოდ კახეთის სხვა ეკლესიებში , არც ძველი შუამთის ეკლესიებს
არ გააჩნია რაიმე სამკაული ან წარწერა.
შეიძლება ითქვას ,რომ ძველი შუამთის ხუროთმოძღვრული ძეგლი
უახლოვდება ქრისტიანული ეკლესიის ჩვეულ ნორმებს , თუმცა ბაზილიკის არსი
მთლიანად ვერ არის გაგებული.
უნდა აღინიშნოს რომ ეკლესია რიყის ქვითაა ნაგები , კუთხეებისთვის კი
გამოყენებულია შირიმი.

მარტვილის ტაძარი
მარტვილის ტაძარი(VII საუკუნის დასაწყისი) მდებარეობს რაიონის ცენტრ
გეგჭკორში . მარტვილ-ჭყონდიდის ტაძრის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს -
მოჭრილ მუხის ფესვებს დაეფუძნა. ( მაღალბორცვზე მდგარი მუხის ძრას
მრავალი წარმართული რიტუალი ტარდებოდა , ეს მუხა ნაყოფიერების,
გამრავლების სალოცავს წარმოადგენდა ,რომელსაც იმდროინდელი
წარმართი მოსახლეუბა თაყვანს სცემდა. პირველი ეკლესიაც სწორედ აქ
აშენებულა ანდრია პირველწოდებულის სახელზე . )
მარტვილის ტაძარი გეგმის მხრივ ძალიან ახლოა ჯვართან , მაგრამ
მარტვილელი ოსტატი თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას გვაძლევს, ამიტომ
შეიძლება ითქვას , რომ ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული
ნაწარმოები შექმნა.
ხუროთმოძღვარს შეცვლილი აქვს ცალკეულ ნაწილთა შეფარდება ,
მაგალითად გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი უფრო დიდი.
გუმბათქვეშა ტრომბებს საფეხურისებრი სახე აქვთ. ასევე განსხვავებულია
ფასადთა რელიეფიც. დამოუკიდებელი კომპოზიციების ნაცვლად აქ უწყვეტი
ფრიზებია გამოყენებული. რელიეფი გაცილებით უფრო დეკორაციულია,
რადგან ფიგურები და მცენარეული ორნამენტები ნახატშია ჩართული და
რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება.
ასევე გამოსახულია ბიბლიისა და სახარების სიუჟეტები(მაგ: ქრისტეს ამაღლება
და სხვა).
X საუკუნეში მეფე გიორგი II-ის დროს (აფხაზთა მეფე), ეკლესია საგრძნობლად,
საფუძვლიანად გადაკეთდა. მას დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს
ახალი გუმბათის ყელი, რის გამოც ის გარედან ჯვრის ტიპის ძეგლს აღარ
გვაგონებს.

უნდა აღინიშნოს ,რომ დასავლეთის ექვტერიც მეათე საუკუნისაა. შიგნით


სხვადასხვადროის მხატვრობას ვხვდებით (XVI –XVII სს). ფრესკათაგან
გამოირჩევა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი.
ტაძრის გვერდით მდგარი მცირე ორსართულიანი ეკლესიაც მეათე საუკუნისა
უნდა იყოს.

You might also like