You are on page 1of 5

5.

ჯვარ-გუმბათოვანი თემის რომელ ვარიანტს განეკუთვნება ხახულის


ღვთისმშობლის ტაძარი/ადგილი, საუკუნე, ქტიტორი? როგორ არის
გააზრებული აღნიშნული ეკლესიის შიდა სივრცე და გუმბათქვეშა
კონსტრუქცია? ახსენით, რაში ვლინდება ხახულის ინტერიერის გადაწყვეტის
თავისებურება, ასევე მსგავსება ტრიკონქის და ნახევრადთავისუფალი
ვარიანტის ეკლესიებთან.

ხახული ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, ისევე როგორც


ოშკი. მდ. თორთუმის წყლის ხეობაში არის ხახულის წყალი და ამ ტერიტორიაზე.
თურქულად მოიხსენიებენ, როგორც ,,მერიემ ანა ქილისე“, იმიტომ, რომ
ღვთისმშობლის სახელზე არის აშენებული. სწორედ აქ მოიჭედა ის ცნობილი
ხახულის ხატი ბექა და ბეშქენ ოპიზრების მიერ. ხახული ღვთისმშობლის ტაძარი
აშენდა Xს-ის მეორე ნახევარში და მისი აღმშენებლობა უკავშირდება დავით III
კურაპალატის სახელს.
მიუხედავად იმისა, რომ ხახული იხრება ნახევრად თავისუფალი ჯვრის ვარიანტის
ეკლესიებისკენ, როგორებიცაა - ოპიზა და იშხანი, შიდა სივრცის გადაწყვეტის
მხრივ მაინც განსხვავებულ ფენომენთან გვაქვს საქმე. იგი გარდამავალ
საფეხურზეა ნახევრად თავისუფალ ჯვარსა და ტრიკონქალურ სტრუქტურას შორს .
გეგმის წაგრძელებულობით უფრო ავლენს მსგავსებას ნახევრად თავისუფალ
ჯვართან, ხოლო იმის გამო, რომ აღმოსავლეთ ნაწილში გვაქვს ჯვრულ
მოხაზულობა, ამით ის ემხრობა ტრიკონქალურ სტრუქტურას და მას პირობითად
შეარქვეს გარდამავალი ხასიათის ჯვრული ტაო-კლარჯული ვარიანტი ჯვარ-
გუმბათოვანი თემისა.
ნახევრად თავისუფალი ეკლესიების გეგმებთან ერთად ხახულის ტაძრის გეგმაც
შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ერთგვარი საფუძველი ტრიკონქალური
ვარიანტის ნაგებობებისთვის.
ახლა რაც შეეხება თავად გეგმის გადაწყვეტის პრინციპს, მსგავსება გვაქვს ოშკის
გარეგნულ მოხაზულობასთან - გასულია გეგმის საერთო სწორკუთხა
მოხაზულობიდან, როგორც ჩრდილოეთის, ასევე სამხრეთის მკლავი, ეს მკლავები
არ არის აფსიდალური. ხახულის დასავლეთის მკლავი კი ბაგრატის დასავლეთის
მკლავის გააზრებას უფრო უაახლოვდება, ვიდრე ოშკისას. როგორც ბაგრატის
ტაძარში (ხახული ბაგრატის ერთგვარი საფუძველია), ხახულშიც დასავლეთ
მკლავი უფრო დანაწევრებულია და სიგანე უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე სიგრძივი
ღერძი. ოშკში წარმოდგენილია დაუნაწევრებელი სიგრძივი ღერძი დასავლეთ
მკლავში. ბაგრატის მსგავსად ხახულშიც გამოყენებულია ორი წყვილი
დამატებითი ბურჯი და ამის გამო შეიქმნა სამნავიანი ბაზილიკის მსგავსი
დანაწევრებული სივრცე. სწორედ ამ დამატებით ბურჯებს ეყრდნობა პატრონე,
რომელიც მეორე სართულის დონეზე არის მოწყობილი და ის გრძელდება
თითქმის გუმბათქვეშა სივრცემდე, რომელიც არის თაღებით გახსნილი.
ხახულში სიგრძივ ღერძის აღქმას აძლიერებს დასავლეთის კარი და ასევე ძალიან
ღრმა საკურთხეველი. საკურთხეველს აქვს ულამაზესი ნიშები, რომლებიც
სიმრგვალეზე მიუყვება საკურთხევლის წრიულობას (ხახულის შემთხვევაში ნიშები
არ გავქვს აღმოსავლეთის გარე ფასადზე). საკურთხევლის წინ მოწყობილია
ძალიან დიდი ბემა. საკურთხეველი არის სამნაწილიანი, გვაქვს ორსართულიანი
პასტოფორიუმები, რომლებიც არ უკავშირდებიან პირდაპირ საკურთხეველს და
გასასვლელი აქვთ მხოლოდ მთავარ სივრცესთან.
რაც შეეხება მინაშენებს, გვაქვს დასავლეთის მინაშენი - ნართექსი, რომელიც არ
არის თანადროული ამ ნაგებობისა. ამ ნართექსს შესასვლელი აქვს სამხრეთიდან .
მთავარ სივრცეში შესასვლელი გვაქვს ასევე სამხრეთ მდებარე სტუა
გალერიიდანაც, რომელიც მოგვიანებით - მედრესედ ანუ ვაჟთა სასწავლებლად -
გადაკეთდა. სამხრეთის მინაშენი მერეა დამატებული, ამ სამხრეთის მინაშენში
რომ შედიხარ მთავარ სივრცესთან გასასვლელი არის მოხატული და სწორედ ეს
გვაფიქრებინეს, რომ მერე დაამატეს. გვაქვს მოცემული ტიმპანის ფილა, ასევე
ნახატი ალექსანდრე მაკედონლისა, რომელიც ცხენზეა ამხედრებული . გვქონდა
ასევე ჩრდილოეთ მინაშენიც, რომელიც მოგვიანებით გამოანგრიეს .
ხახულში დაყრდნობის პრინციპი გვაქვს ძალიან განსხვავებული. აღმოსავლეთით
ეყრდნობა საკურთხევლის აფსიდის წინ საკმაოდ ღრმა ბემის მასიურ შვერილებს
და დასავლეთით ორ თავისუფალ მდგომ ბურჯს. ეს დასაყრდნობი ბურჯები
თითქოს კეტავს, ამთავრებს დასავლეთის მკლავის დანაწევრებას და შემდეგ
გადმოვინაცვლებთ გუმბათქვეშა გახსნილ სივრცეში. დაყრდნობის ამ პრინციპის
გამო მხოლოდ გუმბათქვეშ და აღმოსავლეთ ნაწილში გვაქვს ეს ჰაეროვანი და
ერთიანი სივრცე. გუმბათქვეშა სივრციდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე
გადასვლა ხდება აფრა-ტრომპული გარდამავალი კონსტრუქციით. აღსანიშნავია,
რომ ტაძარი იყო მთლიანად მოხატული, მაგრამ ახლა მხოლოდ რამდენიმე
ფრაგმენტი გვაქვს შემორჩენილი.
რაც შეეხება მის ფასადებს - ოშკთან შედარებით არის სადა, თავშეკავებული,
მოკრძალებული. აღარ გვაქვს თაღების დეკორატიული სისტემა (ლილვოვანი),
ასევე როგორც ზემოთ ვახსენე აღმოსავლეთის ფასადზე არ გვაქვს სამკუთხა
ნიშები. გუმბათი გადახურულია მოჭიქული კრამიტით. ხახულის ფასადზე
გამოყენებულია ტაო-კლარჯეთის სკოლისთვის დამახასიათებელი
პოლიქრომიული მეთოდი - სამხრეთის შეწყვილებული სარკმელი - სარკმლის
ერთ თავსართსა და მეორე თავსართს შორის გამოყენებულია წითელ-თეთრი
დაფერვა. ასევე მრგვალი ქანდაკების დონეზე მოცემულია არწივის ქანდაკება,
რომელსაც ბრჭყალებში მოქცეული ჰყავს ცხოველი, ეს გამარჯვების და
სიძლიერის ერთგვარი სიმბოლოა.
საბოლოოდ ჯამში იმას დავამატებ, რომ ხახულს გააჩნია, როგორც მხოლოდ
მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური დეტალები, ასევე იყენებს მის
წინამორბედებში უკვე არსებულ კონსტრუქციულ ელემენტებსაც, თითქოს მასში
ყველაფერი ერთადაა გააზრებული და თავმოყრილი, და ჩემი აზრით, სწორედ ეს
აქცევს მას ერთადერთ და უნიკალურ ნაგებობად.

6. ჯვარ-გუმბათოვანი თემის რომელ ვარიანტს განეკუთვნება


სვეტიცხოველი /მიუთითეთ ადგილი, თარიღი, ქტიტორი, მაშენებელი?
აღწერეთ ეკლესია და ახსენით, როგორ შეიცვალა საერთო არქიტექტორული
კომპოზიცია, დაგეგმარება, შიდა სივრცის გადაწყვეტა, განათების სისტემა
ტრიკონქებთან შედარებით/ რომელიმე ტრიკონქთან თუ ავლენს მსგავსებას?

სვეტიცხობელი თარიღდება 1010-1029წწ - ით, მაგრამ მისი მორთვა, აღკაზმვა,


მინაშენების მიშენება და მისი სრულყოფილებაში მოყვანა საუკუნის ბოლომდე
გაგრძელდა. ქტიტორი ამ ტაძრისა არის მელქიდესეკ კათალიკოსი, ხოლო
აღმშენებელი კონსტანტინე არსაკისძე. ჩრდილოეთის ფასადის ჯვრის მკლავის
გადამხურავი ფრონტონის კეხში გამოსახულია მისი მარჯვენა. XI საუკუნეში
მეორედ აღმშენებლობისას მელქისედეკს არ დახვედრია წინა ძეგლისგან
არაფერი, ეს ახალი სვეტიცხოველი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჯვარ-
გუმბათოვანი, მაგრამ მან ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული ბაზილიკური
სტრუქტურის ნაგებობას გაუწია ანგარიში. 1283 წელს მოხდა დიდი მიწისძვრა, რის
გამოც ჩამოინგრა ნაგებობა და გადარჩა მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი .
შემდგომ XV საუკუნეში ალექსანდრე I - მა პირველად შეძლო სვეტიცხოვლის
აღდგენა. ასაგებად იგივე სამშენებლო მასალა გამოიყენეს როგორც XIს-ში, რომ
მაქსიმალურად დამგვანებოდა არსაკისძის მიერ აშენებულს.
სვეტიცხოველი არის ჩახაზულია ჯვარი, სადაც ჯვრისებრი მოხაზულობა მეტ -
ნაკლებად მჟღავნდება მხოლოდ და მხოლოდ ინტერიერში, ხოლო ეს ჯვრისებრი
მოხაზულობა დამოკიდებულია ჯვრის მკლავების სიღრმეზე. როგორც ოშკში, აქაც
გვაქვს ორი ღერძის გადაკვეთა - გრძივის და ვერტიკალურის, სიმაღლე 49 მ-ია.
სიგრძივი ღერძი ძალიან არის წაგრძელებული (დაახლ. 38 მეტრამდე).
მიმართულებას - დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ - აძლიერებს ძალიან ღრმა
საკურთხეველი და ასევე დასავლეთის მხრიდან მოწყობილი ნართექსი, რომელიც
კედლის შვერილებით არის დაყოფილი სამ თანაბარ ნაწილად. გარდა ამისა
მიშენებულია შესასვლელი პორტიკი, რაც კიდევ უფრო ზრდის სიგრძივობის
განცდას.
ზემოთ ვახსენე, რომ მელქისედეკმა ვახტანგ გორგასლის ბაზილიკას გაუწია
ანგარიში, ეს იმას ნიშნავს, რომ სვეტიცხოვლის შიდა სივრცის მოწყობისას
შეინარჩუნეს ბაზილიკური სტრუქტურისთვის დამახასიათებელი შიდა სივრცის
გადაწყვეტა - ანუ დასავლეთის მკლავში დამატებითი ბურჯებით სივრცე
დაყოფილი სამ ნაწილად. შესასვლელთან პირველი წყვილი ბურჯი ვიწროდ არის
განლაგებული, შემდეგ მეორე წყვილი ბურჯი უფრო მოშორებით, აქ ასევე იყო
მესამე წყვილი ბურჯი, რომლის მინიშნებაცაა გეგმაზე და რომელიც გადაკეთების
შედეგად დაირღვა. შემდეგ ნელ-ნელა ფართოვდება სივრცე და თავს იყრის
ერთიანად გუმბათქვეშ, საბოლოოდ კი საკურთხეველში კვლავ ვიწროვდება.
ბურჯები ისე არის განლაგებული, რომ მნახველმა მთელი ყურადღება მიაპყროს
გუმბათქვეშა სივრცეს. გარდა ამისა იჭრება სამხრეთ და ჩრდილოეთ
შესასვლელები, რითაც არბილებს, ასუსტებს სიგრძივი ღერძის განცდას.
სვეტიცხოველი როდესაც ბაზილიკა იყო, მაშინ ბურჯები უნდა ყოფილიყო
ჯვრისებრი მოხაზულობის, მაგრამ გადაკეთების შემდეგ დაირღვა მისი ფორმაც
და მესამე წყვილი ბურჯი საერთოდ გაქრა. ამ ბურჯებზე ეყრდნობოდა პატრონიკე,
რომელიც ღრმად უნდა ყოფილიყო შემოჭრილი გუმბათქვეშა სივრცემდე
სამხრივი გარშემოსავლელივითა და თაღებით გახსნილი.
გუმბათქვეშა სივრციდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა ხდება
მხოლოდ და მხოლოდ არფის საშუალებით. საკურთხეველი გვაქვს ძალიან ღრმა,
რომლის წინ მოწყობილი ორ ნაწილიანი ბემა, საკურთხევლის აფსიდაზე კი
შემოყოლებულია დეკორატიული დამუშავების ულამაზესი ნიშები.
საკურთხეველთან მოწყობილია ორსართულიანი პასტოფორიუმები, რომლებსაც
კავშირი უნდა ჰქონოდათ საკურთხეველთან, მაგრამ ეს დეტალიც დარღვეულია
და უკავშირდება მხოლოდ მთავარ სივრცეს. მელქისედეკის დროინდელი
კარიბჭის სამთაღეთის კონსტრუქციაა გამოყენებულია ინტერიერშიც.
სვეტიცხოველი არის ერთ-ერთი მდიდრულად და დიდებულად მორთული ტაძარი.
ფასადზე პოლიქრომული ეფექტებია გამოყენებული, რაც ჩემი აზრით, ძალიან
ეფექტურია. აღმოსავლეთის ფასადზე მოცემული გვაქვს ხუთი ლილვოვანი თაღი
და ორი სამკუთხა ნიშა, რაც განსაკუთრებით გამოჰყოფს და აცოცხლებს
აღმოსავლეთის ფასადს. სვეტიცხოველში სარკმლებისადმი მიდგომაც
შეცვლილია - ჩარჩოს მოხაზულობა გახდა სწორკუთხვანი. გრაფიკული სახეც
შეიცვალა - ღვინისფერში, წითელში (აღმ). ერთ-ერთ ფასადზე არის გამოსახული
ფარშევანგის კუდი, რომელიც გადაშლილია და აქვე მოხსენიებულია
მელქისედეკის სახელი. აღსანიშნავია, რომ ზოომორფულობას ენიჭება
უპირატესობა.
სვეტიცხოველი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ძეგლი იყო, ყოველთვის
მაოცებდა მისი დიდებულება და ბუმბერაზობა, რომ საუკუნეების განმავლობაში
ხალხი მიდიოდა-მოდიოდა, ის კი ესე უძრავად აშოტილი დგას და ყველაფერს
ზემოდან გადმოჰყურებს, აკვირდება. ამ ძეგლისადმი ჩემი გრძნობების ზრდას
განსაკუთრებით ხელი შეუწყო კონსტანტინე გასახურდიას ,,დიდოსტატის
მარჯვენამ“, რომელიც ჩემთვის შეუცვლელი და უნიკალური ნაწარმოებია
(ქართული) და რომელიც უამრავჯერ მაქვს წაკითხული (სამომავლოდ კიდევ
ბევრჯერ ვაპირებ). საოცარი მწერლური ოსტატობით აქვს აღწერილი
გამსახურდიას ამ ტაძრის აღმშენებლობის თანადროული მოვლენები და ყველაზე
მეტად, რასაც აღფრთოვანებაში მოვყავარ, ეს თვითონ არსაკისძის პერსონაჟის
შინაგანი სამყაროა, ოსტატის, შემოქმედის სამყარო, რომელიც გამუდმებულ
ჭიდილს განიცდის - გააკეთოს არჩევანი საყვარელ ქალსა თუ თავის დიად
შემოქმედებას შორის. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამიცაა, მაგრამ ამ ნაწარმოებმა
ჩემზე იმიტომ მოახდინა ასეთი დიდი გავლენა, რომ რაღაც მომენტში ჩემს თავთან
გავაიგივე ის მიმდინარე პროცესები, რაც არსაკისძის სულში მიმდინარეობს, ნუ ისე
რთულად და ტრაგიკულად არა, მაგრამ საბოლოოდ ყველა ხელოვანის სულში
მიმდინარეობს ეს ცვლილებები და გამუდმებული ჭიდილები. მაინც ვფიქრობ, რომ
არსაკისძემ სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან სვეტიცხოვლის მსგავსი შედევრები
რომ შეიქმნას, შემოქმედმა მსხვერპლი უნდა გაიღოს დაუფიქრებლად. მინდა
ასევე ჩემი საყვარელი ფრაზა მოვიყვანო წიგნიდან, რომელიც მუდმივად თავში
მაქვს გაჭედილი და არასდროს დამავიწყდება: ,,ხელოვნებაა თავად უკვდავება.
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასწლეულები წალეკავენ ირგვლივ
ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და
სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.“ და ეს ნამდვილად ასეა, კიდევ უამრავ
ცხოვრებისეულ ქარტეხილს გაუძლებს ეს დიდებული ნაგებობა.

You might also like