You are on page 1of 2

გიგლა ოთარაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობა, III კურსი

ანგულემი და რეიმსი - აღწერა-შედრება

წარმოდგენილი გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პერიოდის - რომანულისა და გოთიკის


ორი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ნაგებობები - ანგულემისა და რეიმსის
ტაძრები, რომლებაც ხელოვნების ისტორიაში თავიანთი ადგილი დაიმკვიდრეს, როგორც
შუა საუკუნეების მნიშნელოვანი არქიტექტურული ძეგლები.

დავიწყოთ განხილვა ანგულემის ტაძრით, კერძოდ კი მისი დასავლეთ ფასადის


აღწერით. ტაძარი მიეკუთვნება რომანულ პერიოდს, შეიქმნა დაახლოებით 12-ე საუკუნის
დასაწყისში და მდებარეობს საფრანგეთში. განხილვა დავიწყე რომანული ტაძრით,
რადგანაც პირველად სწორედ რომანული პერიოდი განვითარდა. დავიწყოთ იქიქდან,
რომ ტაძრის აღწერისას მნიშნელოვანი ადგილი უჭირავს დასავლეთ ფასადს,რადგანაც
არის ტაძრის მთავარი შესასვლელი და სხვა ფასადებისგან განსხვავებით ყველაზე მეტად
დასავლეთი ნაწილი არის გაფორმებული სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტებით.
წარმოდგენილი ფასადი არის სიმეტრიული, გაწონასწორებული და ერთი შეხედვით
საკმაოდ საზეიმო განწყობას გვიქმნის. სიმეტრიულობა და წონასწორობა კი იმით
მიიღწევა, რომ ცენტრში, ვერტიკალურად წარმოდგენილი არქიტექტურული
ელემენტები შედარებით დიდი ზომის არის და გვერდებზე არსებულ პატარა ელემნტებს
ყოფენ ერთმანეთისგან. ფასადი სავსეა თითქმის ყველა არქიტექტურული ელემენტით.
მაგ: რელიეფებით, ფრიზებით, სვეტებით, ასევე სხვადასხვა ადამიანებისა თუ
წმინადანების პატარა ქანდაკებებით, ორნამენტებით, ნიშებით და სხვა. ცენტრში როგორც
ვხედავთ წარმოდგენილია სარკმელი და ვიცით რომ რომანულ ტაძრებზე ძალიან ცოტა
სარკმელია გამოსახული. ამ შემთხვევაში სარკმლის ასეთი ცენტრალურობა ერთგვარი
გარდამავლობაა გოთიკური პერიოდისკენ, რადგანაც გოთიკური ტაძრების ფასადებზე,
ცენტრალურ ნაწილში ძრითადად ვხვდებით ვიტრაჟებს. აქ კი სარკმელი გარკვეული
ორნამენტებით არის შემკული და ასევე ნახევარწრიული, რელიეფური გადახურვით
არის გამოსახული. მთლიანობაში ფასადი არის მასიური, რაც დამახასიათებელია
რომანული პერიოდისთვის, სადა და ამგვარი მორთულობიდან გამომდინარე,
ანგულემის ტაძარი შეგვიძლია მივაკუთვნოთ გვიან პერიოდს, რადგანაც ასეთი
გადატვირთული და საზეიმო გაფორმება გოთიკისთვისაა დამახასიათებელი და
ამასთანავე გვიანი პერიოდი, ეს არის ერთვარი მომზადება ახალი პერიოდის დაწყებისა.
ასევე უნდა გავითალისწინოთ ისიც, რომ სვეტების კაპიტელები შემკულია სხვადასხვა
რელიეფებით, რაც ასევე დამახასიათებელია რომანული პერიოდის ტაძრებისთვის.
ახალა კი შეგვიძლია ვისაუბროთ რეიმსის ტაძარზე, რომელიც მიეკუთვნება გოთიკურ
პერიოდს, უფრო კონკრეტულად კი მაღალ გოთიკას, არის 12-ე საუკუნეში შექნილი
ტაძარი და მდებარეობს საფრანგეთში. ამ შემთხვევაში დავინახავთ საკმაოდ
განსხვავებულ ტაძარს, სრულიად განსხვავებული ფასადით, რადგანაც მკაფიოდ ჩანს,
თუ როგორ არის შემსუბუქებული რეიმსის ტაძარი ანგულემისგან განსხვავებით. პირველ
რიგში, ფასადის დანახვისას თვალში გვხვდება ცენტრში წარმოდგენილი ვარდულებიანი
ვიტრაჟი, რომელიც გოთიკური ტაძრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული
ელემენტია. ამას გარდა, ვხვდებით შედარებით მეტ სარკმელს, რაც ამსუბუქებს ტაძარს,
ხდის მას ნაკლებად მასიურს და უფრო მეტად სძენს საზეიმო და გრანდიოზული
შტაბეჭდილების მქონე ხასიათს. რეიმსის ტაძარი, რომ მაღალ გოთიკას მიეკუთნება,
ვადასტურებთ იქიდან, რომ თუ დავაკვირდებით პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, იქ
კვლავს შეინიშნება რომანული პერიოდის გარკვეული ელემენტები, მაგალითად ცოტა
მასიურობა და ნაკლები გრანდიოზულობა, დარემსის ტაძარს რომ დავაკვირდეთ, მისი
ფასადი საკმაოდ გადატვირთულია სხვადასხვა სახის არქიტექტურული ელემენტებით.
მაგ: ნიშებში წარმოდგენილი ქანდაკებებით, რელიეფებით, კვადროფორიუმებით,
კრაბებით, ასევე პატარა ფიალებით, კონსოლებით, სვეტებით და სხვა. ამ შემთხვევაში
წარმოდგენილი არის, რელიეფებისა თუ ქანდაკებების არა ნახევარწრიული, არამედ
შეისრული გადახურვები, რაც დამახასიათებელია გოთიკური პერიოდის ტაძრებისთვის.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კვალობაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ თუ შეგვიძლია
ფასადი გარკვეულსართულებად დავყოთ, რეიმსის ტაძარზე ეს ფაქტობრივად
შეუძლებელია, რადგანაც აქ თითქოს ერთგვარი ვერტიკალური გადასვლებია
რელიეფიდან რელიეფში, ქანდაკებიდან ქანდაკებაში და ა.შ. პირადად ჩემთვის, ტაძრის
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი არის ზედა ნაწილში, ნიშებში წარმოდგენილი
ქანდაკებების რიტმული განლაგება, რომლებიც ასევე გამოსახულია შეისრული
გადახურვებით და ამასთანავე ტაძრის ამ ნაწილისგან თითქოს მშვიდი ხასიათი მოდის,
რაც ჩემთის საკმაოდ საინტერესოა. საერთო ჯამში ფასადი არის საკმაოდ
გადატვირთული, საზეიმოდ განწყობილი, მრავალფეროვანი და რაც მთავარია
შემსუბუქებული.

ამ ორი ტაძრიდან გამომდინარე, მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ


რენესანსის და ბაროკოს პერიოდები, რადგან ამ შემთხვევაშიც გამოიყოფა ორივესთის
დამახასიათებელი ელემენტები და თავისებურებანი. რენესანში თუ იყო მთავარი
სიმშვიდე და გაწონასწორებულობა, როგორც რომანულ პერიოდში, ბაროკოსთან
ყველაფერი იცვლება, როგორცგოთიკურ პერიოდში.

You might also like