You are on page 1of 6

ბიზანტიის ხელოვნება

V-X

VI საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის ხელოვნება იწყებს განვითარებას. ცნება


„ბიზანტიური ხელოვნება“ ბერძნული კოლონიის ქალაქ ბიზანტიონს უკავშირდება. 330 წელს
იმპერატორმა კონსტანტინემ ბიზანტიონი აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქად
გამოაცხადა და მას კონსტანტინოპოლი უწოდა. ქალაქი ევროპისა და აზიის საზღვარზე
მდებარეობდა. ბატონობდა შავ ზღვასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე.
კონსტანტინეს სურდა, რომ ახალ დედაქალაქს რომი დაეჩრდილა და დაუყოვნებლივ დაიწყო
დიდი მშნებელბობები. ოფიციალურ ენად ბერძნული ენა გამოცხადდა. 425 წელს
კონსტანტინოპოლში უმაღლესი სკოლა - აუდიტორიუმი გაიხსნა. ბიზანტიის იმპერიის
კულტურის შექმნაში იარაღითა და ეკლესიით გაერთიანებული სხვადასხვა ხალხი
მონაწილეობდა.
ბიზანტიის ხელოვნების ჩამოყალიბება ანტიკური ხელოვნების, მცირ აზიისა და სირიის
უძველესი მხატვრული ტრადიციების სინთეზის საფუძველზე მიმდინარეობდა. ბიზანტიური
ხელოვნება შემდეგი პერიოდიზაციის მიხედვით შეისწავლება:
1. ადრებიზანტიური ხელოვნება: VI-VII სს;
2. შუაბიზანტიური ხელოვნება: VIII-XII სს;
3. გვიანბიზანტიური ხელოვნება: XIII-XV სს.

ბიზანტიის არქიტექტურა

ბიზანტიურ ხელოვნებაში აზიური გავლენები გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე


ევროპული. ზოგადად, ბიზანტიური არქიტექტურა მოკლებულია იმ მოსალოდნელ მძლავრ
განვითარებას, რომელიც ათასწლოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა.
არსებითად, მისი აყვავება ადრებიზანტიურ პერიოდს, კერძოდ კი იმპერატორ იუსტინიანეს
მმართველობის დროს მიეკუთვნება. ამ ეპოქის არქიტექტურულმა ნაგებობებმა ბიზანტიური
ხელოვნების შემდგომი განვითარებისათვის შექმნეს საფუძველი.
1204 წელს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი დაიპყრეს და აქ ე. წ. „ლათინური იმპერია“
(1204-1261) დააარსეს და თუმცა იგი მალე დაბრუნდა პალეოლოგოსების ბიზანტიური
დინასტიის დამფუძნებლის მიერ, სულ უფრო ეცემოდა, ვიდრე საბოლოოდ არ დაეცა
ბოსფორიდან შემოჭრილ თურქებთან ბრძოლაში.
არქიტექტურული განვითარების ცენტრს სასულიერო არქიტექტურა წარმოადგენდა.
საერო ნაგებობები თითქმის არ შემოინახა. უკეთაა შემონახული გალავნები. იმპერიის
მონუმენტურ ნაგებობათა ძირითადი სამშენებლო მასალა აგური და ქვა იყო. რომისგან
ბიზანტიამ გადმოიღო მიღწევები თაღოვან-კონსტრუქციული კამარების დარგში. ფართოდ
გავრცელდა გუმბათები. გუმბათებისა და თაღოვან-კამარული კონსტრუქციების გამოყენება
აღმოსავლურ, უფრო კონკრეტულად კი სირიის გავლენაზე მიუთითებდა. ზოგადად,
1
ბიზანტიური არქიტექტურის სტილი გვიანრომაული, ადრექრისტიანული და აღმოსავლური
ელემენტების შერწყმის ნიადაგზე ყალიბდებოდა.
ბიზანტიის არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვან კონსტრუქციულ მიღწევას გუმბათის
საყრდენი სისტემის შემუშავება წარმოადგენს. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგარ საყრდენს
აფრებიანი კამარების საშუალებით ეყრდნობიოდა (ე. წ. აფრებიანი გუმბათი). თავდაპირველად
გუმბათი უშუალოდ ეყრდობიდა აფრებსა და საბრჯენ თაღებს, ხოლო მოგვიანებით გუმბათსა
და საყრდენ კონსტრუქციას შორის ცილინდრული მოცულობის - გუმბათის ყელის აგება
დაიწყეს. მასზე გუმბათის ნახევარსფერო თავსდებოდა. ჩვეულებრივ, ასეთ კოშკურაშუ
გუმბათისქვეშა სივრცის გასანათებლად სარკმელები იყო განლაგებული.
აღმოსავლურ ქრისტიანული სატაძრო მშენებლობის მთავარ ამოცანას ტაძრის შიდა
სივრცის ორგანიზება წარმოადგენდა. ტაძარს მაქსიმალურად ბევრი მლოცველი უნდა დაეტია.
ამს ყველაზე უკეთ ანტიკური ბაზილიკა შეძლებდა. ტაძრის შიდა სივრცის გაფართოებას
აფრებიანი გუმბათით გადახურვაც უწყობდა ხელს. ამ კონსტრუქციულმა სისტემამ მასიური
კედლების საჭიროებაც აღარ დატოვა ადა შიდა სივრცე კიდევ უფრო გაფართოვდა. ინტერიერი
მარმარილოთი იყო მოპირკეთებული, მოზაიკითა და ფრესკებით მორთული, რითაც ხაზს
უსვამდა აღმოსავლურ ზეგავლენას ბიზანტიურ ხელოვნებაზე. ექსტერიერი არც კი ილესებოდა.
კედლის წყობა ხდებოდა ქვით ან ბრტყელი აგურით (ე. წ. პლინფა) კირის ხსნარზე ცემენტნარევი
აგურის ფხვნილის დამატებით. სახურავი კრამიტის, ან ფოლადი ფურცლებისა იყო.

ადრებიზანტიური არქიტექტურა (V-VII სს)

ამ პერიოდის არქიტექტურა ადგილობრივი მხატვრული მიმართულებებისა და


ნაგებობათა გეგმების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფეოდალიზმის ჩამოყალიბების
პერიოდში სასულიერო ნაგებობათა ძირითადი ტიპების ფორმირება ხდებოდა. ყველაზე
გავრცელებული იყო ბაზილიკები და ცენტრული (გუმბათიანი ნაგებობები).
ძალიან სახასიათოა რავენას ეკლესია სან აპოლინარე ნუოვო, რომელიც VI საუკუნის
დასაწყისშია აგებული. ეს სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც მარმარილოს 24 სვეტითაა
გაყოფილი. სვეტებს არა ანტამბლემენტი, არამედ თაღედი უჭირავთ. თაღები სვეტებს არა
უშუალოდ, არამედ პულვანების მეშვეობით ეყრდნოდა, რომლებიც სვეტების კაპიტელებზე
გაბთავსდებიან. ეს ახალი სისტემა ტიპიური ბიზანტიური მოტივია. კაპიტელები კალათის
მსგავს ფორმას იღებენ.ზოგადად, ანტიკური ორდერები V-VI საუკუნეებში დეგრადაციას
განიცდიან.
ცენტრულ ნაგებობებს შორის აღსანიშნავია სან ვიტალეს ეკლესია რავენაში, რომელიც VI
საუკუნის შუა წლებშია აგებული. მისი გეგმა რვაკუთხედს წარმოადგენს. გუმბათის დიამეტრი
15 მეტრია. იგი 8 ბოძს ეყრდნობა. გარედან ორიარუსიანი გალერეა აქვს. ინტერიერში მთავარი
მოტივი თაღედებია.
კონსტანტინოპოლში იმპერატორ იუსტინიანეს დროს დიდი მშენებლობები
მიმდინარეობდა. 532 წელს ბიზანტიის დედაქალაქში ე. წ. ნიკეს აჯანყება მოხდა, რომლის
დროსაც წმ. სოფიოს ხის ბაზილიკა დაიწვა. იუსტინიანეს გადაწყვეტილებით მის ნაცვლად
მცირეაზიელი ხუროთმოძღვრების, ანფიმიემ ტრალესელისა და ისიდორე მილეთელის მიერ

2
ახალი, გრანდიოზული ტაძარი იქნა აგებული, რომლის მშენებლობაც 537 წელს დასრულდა და
რომელშიც ბაზილიკა და ცენტრული ტიპი გაერთიანდა. ამით ეპოქის კონსტრუქციული ძიებები
დასრულდა. წმინდა სოფიოს ტაძარი (აია სოფია) გეგმაში წარმოადგენს მართკუთხედს, 74.8X69.7
მ. შენობა გარედან სადაა, მაგრამ ნარტექსიდან ტაძარში შესვლისას შთაბეჭდილება იცვლება.
ჩვენს წინაშე იშლება გრანდიოზული სივრცე. 33 მ დიამეტრის გუმბათი 55 მ სიმაღლეზეა
აღმართული. 4 თაღისა და აფრების საშუალებით იგი მასიურ პილონებს ეყრდნობა, რომლებიც
ოსტატურადაა შენიღბული მსუბუქი ტიხარით. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გუმბათის
დაწოლის ძალებს ორი 14 მ რადიუსის ნახევარგუმბათი ინაწილებს, რომლებიც თავის მხრივ
უფრო მცირე რადიუსის ნახევარგუმბათებით.
გვერდითი ნავები გაცილებით ვიწრო და ორიარუსიანია. გუმბათი მსუბუქი პემზის
აგურითა აგებული, კედლები გამომწვარი აგურით, ხოლო პილონები ბუნებრივი ქვისგან. შენობა
ფოლადის ფურცლებით იყო გადახურული.
აია სოფიას ტაძრის უზარმაზარი შიდა სივრცე ადამიანს აიძულებდა ქრისტიანული
რელიგიისა და ბიზანტიის იმპერატორის სიდიადე ეგრძნო. ნარტექსი, ნავები, გალერეები და
გუმბათქვეშა სვეტები სხვადასხვა ფერის ძვირფასი მარმარილოთია მოპირკეთებული.
გვერდითი თაღები და გალერების კამარები მალაქიტისა და დიორიტის სვეტებს ეყრდნობა.
ასეთი სვეტი 100-ზე მეტია. გუმბათში 40 სარკმელია განლაგებული. ნარტექსის კამარები და
შენობის სხვადასხვა ნაწილი იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობისას სხვადასხვა
რელიგიური სიუჟწეტის, იმპერტორისა და მისი ოჯახის წევრების მოზაიკებით იყო მორთული.

შუაბიზანტიური არქიტექტურა VIII-IX სს

ამ პერიოდში ადგილობრივი ხუროთმოძღვრული სკოლები ყალიბდება, რომელთა შორის


კონსტანტინოპოლის, ბერძნული და აღმოსავლური სკოლებია აღსანიშნავი. მშენებსლობის
საერთო მასშტაბები შემცირდა, მაგრამ ამ პერიოდს უკავშირდება ტაძრის უნივერსალური, ჯვარ-
გუმბათოვანი ტიპი, რომლის გეგმაში ბერძნული (ტოლგვერდა) ჯვარი იკითხება. ცენტრში
აგებულია გუმბათი. ჯვრის ოთხი ტოტი ცილინრული კამარებითაა გადახურული. გუმბათის
ყელი ოთხ გუმბათქვეშა ბოძზე მაგრდება. ცენტრალური ნავი აღმსოავლეთიდან ყოველთვის
დასრულებულია მრგვალი ან წახნაგოვანი ექსედრით-აფსიდით (საკურთხევლით). ამგვარი
ტიპის ტაძრები - ვასილი მაკედონელის ბაზილიკა, ატიკ-ჯამი, კალენდერ ჯამი -
კონსტანტინოპოლში IX საუკუნეში აიგო.
ეკლესიების ინტერიერის მორთვა გაცილებით მდიდრული და საზეიმოა მის
ექსტერიერთან შედარებით. კედლების ქვედა ნაწილი მარმარილოთია მოპირკეთებეული, ზედა
კამარები კი მოზაიკებით და ფრესკებითაა დაფარული.

გვიანბიზანტიური არქიტექტურა XIII-XV სს

ამ პერიოდში ფეოდალური წყობა ფაქტობრივად იშლება. გაიზარდა საერო, უფრო


კონკრეტულად კი სამხედრო არქიტექტურის მნიშვნელობა, გაჩნდა ექსტერიერის მორთვის
ინტერესი, იგება შედარებით მცირე ზომის ტაძრები.

3
მაშასადამე, ბიზანტიური კულტურის იდეოლოგიური საფუძველი ქრისტიანობა იყო,
რამაც რელიგიური თემატიკის სიჭარბე და ხელოვნების სიმბოლური ხასიათი განაპირობა.
მიუხედავად ამისა, ბიზანტიელმა არქიტექტორებმა თავისი წვლილი შეიტანეს არქიტექტურის
განვითარებაში, შეინარჩუნეს ანტიკური ტრადიციები და განავითარებს აღმოსავლეთის
სამშენებლო ტექნიკა. მათ შექმნეს კამარული კონსტრუქციები, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის ტიპი
და მონუმენტური ფეწერის ბრწყინვალე ნიმუშები.

ბიზანტიური მონუმენტური ფერწერა V-XV სს

ბიზანტიაში ფერწერის 3 სახე გავრცელდა: მონუმენტური სატაძრო ფერწერა, ხატწერა და


წიგნის მინიატურა. მათ შორის ყველაზე მნიშნელოვანი მოზაიკებია. ბიზანტიელებმა ისწავლეს
ფორმის ფერით გადმოცემა, სმალტით გასაოცარი ეფექტების მირება და მნახველის თვალში
ფერების ოპტიკური შერევის გათვალისწინება. ფერი ემოციური საწყისის მაჩვენებელი გახდა.

ადრებიზანტიური მოზაიკები V-VII სს


ყველაზე ძველი ბიზანტიური მოზაიკები ქალაქ რავენას ტაძრებსა და აკლდამებშია
შემორჩენილი. V საუკუნის რავენის მოზაიკებში ადრექრისტიანული კატაკომბური ფერწერის
სიუჟეტები გვხვდება. ასეთია V საუკუნის ბიზანტიელი დედოფლის გალა პლაციდიას
მავზოლეუმის მოზაიკები. მათ არ აქვთ ოქროსფერი ფონი, როგორც ეს შემდგომში იყო
მიღებული. აქ ცისფერი ფონია გამოყენებული. კარის თავზე გამოსახულია „ქრისტე სამოთხის
ბაღში კეთილი მწყემსის სახით“. მისი ხელისგულიდან საკვებს იღებენ ცხვრები. ქრისტე
წარმოდგენილია მეწამული და ოქროსფერი სამოსით ბუჩქებით დაფარული მთების ფონზე.
სან აპოლინარე ნუოვოს ეკლესიის მოზაიკები (VI ს.) წმინდანთა პროცესიას
წარმოგვიდგენს, რომლებიც საკურთხევლისაკენ მიემართებიან. ერთმანეთისაგან თანაბრად
დაშორებული, პალმის ხეებით გამოყოფილი ფიგურები სტატიკურია. ისინი რიტმულად
შეესაბამებიან პირველი იარუსის სვეტებს და მესამე იარუსის სარკმლებს. წმინდანების თეთრი
სამოსი მკაფიოდ იკვეთება ოქროსფერ ნეიტრალურ ფონზე. სიბრტყითობა, გრაფიკულობა,
სტატიკურობა და პირობითობა წმინდანთა სახეებში, აბსტრაქტული ოქროს ფონი ის ძირითადი
გამომსახველობითი ელემენტებია, რომლებიც ამ დროის ბიზანტიურ ხელოვნებაში ჩნდება და
ხანგრძლივად ვრცელდება. ეს ყველაფერი რელიგიური შეხედულებების შედეგი იყო.
ამავე ნიშნებით გამოირჩევა სან ვიტალეს ეკლესიის მოზაიკები რავენაში. VI საუკუნის შუა
წლებში რავენას ეკლესიის კედლებზე ბიზანტიის საიმპერატორო წყვილის - იუსტინიანესა და
თეოდორას გამოსახულებები ჩნდება. ისინი იუსტინიანეს დაკვეთით შესრულდა. სან ვიტალეს
ეკლესიის მოზაიკები ძველი ქრისტიანული ფერწერის საუკეთესო ნიმუშებს მიეკუთვნება.
კომპოზიციები ცისფერ და ოქროსფერ ფონზეა განლაგებული. საინტერესოა ორი
ცერემონიალური ხასიათის კომპოზიცია ეკლესიის მთავარ აფსიდაში. ერთ მხარეზე
გამოსახულია იმპერატორი იუსტინიანე, ხოლო მეორეზე დედოფალი თეოდორა. მათ ამალა
ახლავთ. ყველა პერსონაჟი სტატიკური და ფრონტალურია. მდიდრული სამოსის ქვეშ
უჩვეულოდ წაგრძელებული ფიგურები მატერიალურობას კარგავენ, ხოლო სამოსის ნაკეცების

4
განლაგება და ფიგურების ჟესტები ხაზოვან რიტმებს ემორჩილება. არქიტექტურისა და პეიზაჟის
ელემენტები უკუპერსპექტივაშია მოცემული.
ყველაზე განვითარებული სახით ბიზანტიის მონუმენტური ფერწერა VII საუკუნეშია
წარმიდგენიული. ამ თვალსაზრისით აღსანიშNავია მიძინების ეკლესიის მოზაიკები ნიკეაში.
ისინი 1917-1922 წლებში ბერძნულ-თურქული ომის დროს ძლიერ დაზიანდა. განსაკუთრებით
საინტერესოა ოთხი ანგელოზის ფიგურა. მათი სხეულები და სახეები სხვადასხვა ფერის
სმალტითაა მოდელირებული, შორი მანძილიდან მათი აღქმის შესაძლებლობის
გათვალისწინებით.

შუაბიზანტიური მოზაიკა IX-XII სს


IX საუკუნისათვის თანდათან ყალიბდება მონუმენტური ფერწერის კანონიკური სისტემა.
მოზაიკათა კომპოზიციები ხაზს უსვამენ ტაძრის არქიტექტურულ კონსტრუქციას და ციური
იერარქიის შესაბამისად განლაგდებიან.
ტაძრის ფერწერული მორთვის გვირგვინს ქრისტე პანტოკრატორის (ყოვლისმპყრობელის)
ნახევარფიგურა წარმოადგენს, რომელიც გუმბათშია წარმოდგენილი. ხშირად ქრისტე წიგნით
ხელში გამოისახება, როგორც იმის სიმბოლო, რომ ის ბრძნულად მართავს სამყაროს. მის
ირგვლივ მისი ზეციური მცველები - 4 ანგელოზის ფიგურა განთავსდება. აფსიდის კონქში
გამოსახულია ღვთისმშობელი, გუმბათის ყელის შუაკედლისებზე წარმოდგენილი არიან
ქრისტეს მოციქულები, ხოლო კამარებზე, კედლებზე, ბოძებსა თუ აფრებზე ურთულესი და
მკაცრი წესრიგით განლაგდებიან მთავარანგელოზები, პატრიარქები, წინასწარმეტყველები,
ეკლესიის მამები, წამებულები, წმინდანები, სახხარების სწავლების ბურჯები და მქადაგებელნი.
ტაძარში მოცემულია სცენები ქრისტესა და ღვთისმშობლის ცხოვრებიდან.
IX-X საუკუნეების ბიზანტიური მოზაიკები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ კავშირს ანტიკურ
ტრადიციებთან. ამას კონსტანტინოპოლის სკოლის მოზაიკები მოწმობენ. აია სოფიას ტაძრის
საკურთხეველში განლაგებული მთავარანგელოზ გაბრიელისა და ღვთისმშობლის
გამოსახულებებში ჯერ კიდევ ელინისტური გავლენი იგრძNობა და ისინი ნიკეას მოზაიკებს
მოგვაგონებენ.
სახეების განსულიერება კიდევ უფრო ძიერდება XI-XII საუკუნეებში. ფიგურები
მატერიალურობას კარგავენ, ოქროს ფონზე, რეალური გარემოს მიღმა არიან წარმოდგენილი.
არქიტექტურული პეიზაჟი ან ლანდშაფტი პირობით ხასიათს იძენს. ფერწერული ელემენტები
გრაფიკული, ხაზოვანი გამოსახულებებით ჩანაცვლდა. კოლორიტიც პირობითი ხდება.
ოსტატთა ყურადღება სახეების სულიერ მხარეზეა გადატანილი.
მოწიფული ბიზანტიური ფერწერის კლასიკურ მაგალითს დაფნის ეკლესიის მოზაიკები
წარმოადგენენ. ეკლესია ათენის ახლოს XI საუკუნეში აიგო. გუმბათის ქვემოტ და თაღებსზედა
ნაწილში განლაგებული მოზაიკები ჰარმონიაშია საერთო არქიტექტურულ ჩანაფიქრთან.
დაფნის მოზაიკებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტესა და ღვთისმშობლის ცხოვრების
ციკლი წარმოადგენს. ამ ნიმუშებს შორის აღსანიშნავია „ჯვარცმა“, „თომას ურწმუნოება“,
„ეგვიპტეში გაქცევა“ და სხვა.

5
გვიანბიზანტიური მოზაიკა XIII-XV სს შუა წლები

XIII-XV საუკუნეებში, პალეოლოგოსების მმართველობის დროს მონუმენტური ფერწერა


უკანასკნელ აყვავებას განიცდის. თითქოს ყველაფერი „ამოძრავდა“, ფიგურები სწორხაზოვნებას
კარგავენ, ისინი არ დგანან სახით მაყურებლისაკენ, ერთმანეთს მიმართავენ, ზოგჯერ მკვეთრ
მოძრაობაში გამოისახებიან. ფერწერული ელემენტები ძლიერდება, ფერადოვანი გამა
გარდამავალი ნიუანსებით მდიდრდება. ფერწერა გარკვეულწილად დეკორატიულ ხასიათს
იძენს. შესაძლებელია აღინიშნოს ხატწერის გავლენა მონუმენტურ ფერწერაზე.
XIV საუკუნის დასაწყისში იქმნება მსოფლიო მნიშვნელობის შედევრები: კახრიე-ჯამის,
იგივე ხორას მონასტრის მოზაიკები და ფრესკები კონსტანტინოპოლში. მათში ქრისტესა და
ღვთისმშობლის ცხოვრების სცენებია ასახული. მოზაიკები გაცილებით ნარატიულია, ვიდრე
წინა პერიოდის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოყენებულია უკუპერსპექტივა. ცნობილი
მოზაიკებია „ანას ხარება“, „სნეულთა განკურნება“, ჭარბი ემოციურობა იგრძნობა
კომპოზიციებში „ღვთისმშობლის მიძინება“, „ახალშობილების ხოცვა-ჟლეტა“, „ბეთლემელ
დედათა ტირილი“. ნამდვილი შედევრია მოზაიკა „გზა ბეთლემისაკენ“. თხრობითი ხასიათისაა
მოზაიკა „იოსები და მარიამი პროკონსულ კვირინიონის წინაშე“ და სხვა.
ამ მოზაიკათა შორის აღსანიშნავია „იოსების საყვედური მარიამისადმი“. მარიამის
ფიგურაში სევდა და შეცბუნება იკითხება, ხოლო იოსების ჟესტში არა იმდენად განკიცხვა,
არამედ დალოცვა. არქიტექტურული ფონი არა მხოლოდ მოქმედების ადგილია, არამედ
პერსონაჟების სულიერი მდგომარეობის პროეცირებაც. ნახევარწრიული სახურავი იოსებისა და
მარიამის თავების ზემოთ თითქოს მათ შორის გადებული ხიდია, რომელიც მათ აერთიანებთ იმ
დროს, როდესაც კარის ღიობის მუქი ლაქა პირიქით - აშორებს მათ.

You might also like