You are on page 1of 3

შუა საუკუნეები ვიტრაჟებზე

ყველაზე ადრინდელი მაგალითები რელიგიურ ძეგლებში ვიტრაჟის გამოყენებისა


გვხვდება მე-2 და მე-3 საუკუნის ქრისტიანულ ეკლესიებში, მაგრამ
მინათმხატვრობამ თავის ზენიტს შუა საუკუნეებში მიაღწია. მე-10 - მე-16
საუკუნეებში, მოხატული მინები, ანუ ვიტრაჟები, იყო შუა საუკუნეების
ილუსტრირებული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ( და ზოგი ისტორიკოსის აზრით
ყველაზე მნიშველოვანი და დიდებული ) მიმდინარეობა. ვიტრაჟების კულტურული
მნიშვნელობა უმეტესად აისახება გერმანიის, ჩრდ. საფრანგეთის და ინგლისის
ისტორიულ ძეგლებზე. ამ ქვეყნებში ფანჯრები შედარებით დიდი ზომის
კეთდებოდა და ძეგლის გარე ფასადიც უფრო დატვირთული იყო მინებით, ვიდრე
სამხრეთ ევროპაში (მაგალითად იტალიაში, სადაც ფრესკები მეტად
გავრცელებული და სახასიათ იყო). ზოგ ქვეყანაში, მაგალითად შვედეთსა და
ინგლისში მხოლოდ მცირე რაოდენობა ორიგინალი ვიტრაჟებია შემორჩენილი .
როგორც წესი, ვიტრაჟის კულტურა ძირითადად ეკლესიებს ეტყობოდა ( საერო
ვიტრაჟები ძალზედ იშვიათია) და მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება
ადამიანის სულის დამშვიდება და ეკლესიაში მყოფი ადამიანებისათვის
სპირიტუალური განწყობის შექმნა გახლდათ. მინებზე ასახული იყო როგორც
რელიგიური სიუჟეტები (იუდო-ქრისტიანული ბიბლიაში მოთხრობილი ამბები) ,
გერბული სიმბოლიკა, ასევე გართულებული გეომეტრიული ფორმები ან
აბსტრაქტული სურათები რომლებიც ბუნების პეიზაჟებით იყო ინსპირირებული.
ამგვარად, ვიტრაჟებზე ასახული სცენები და დეტალები გვაძლევს
შესაძლებლობას უკეთ შევიმეცნოთ და შევისწავლოთ შუა საუკუნეების რელიგიურ -
კულტურული ასპექტები. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიტრაჟები
გვხვდება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, სტრასბურგის კათედრალში,
აუგსბურგის კათედრალსა და ტროის კათედრალში. ნოტერდამის „ვარდი“
გოთური კათედრალისთვის დამახასიათებელი ორნამენტული ხელოვნების
ნიმუშია.

მინის და საღებავების დამზადება

ახალი წელთაღრიცხვის 1000 წლისათვის, შესაღები მინების უმეტესობა


მზადდებოდა სპეციალური ნაერთისგან რომელშიც სამი სხვადასხვა ნივთიერება
შედიოდა. მინის 70% სილიციუმის დიოქსიდი, 15% ნატრიუმის ბიკარბონატი (სოდა),
9% კი კალციუმის დიოქსიდი იყო (ასევე სხვა ნივთიერებები რომლებსაც ძალიან
მცირე მასური წილი ჰქონდათ). მომდევნო წლებში კი ზემოთ აღწერილი
ნივთიერებებით დამზადებული ე.წ სოდიანი მინები ახალმა, მომწვანო-
მოყვითალო მინამ შეცვალა, რომელიც ტყის შუშის სახელით იყო ცნობილი.
მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეების ვიტრაჟებისათვის დამახასიათებელი კაშკაშა
ლურჯი ფერი სწორედ ნატრიუმის ნართებით ჩამოსხმულ ე.წ სოდის მინების
თვისება იყო. რაც შეეხება საღებავებს, საღებავის ფერზე უმეტესად რკინის
იონების, ნატრიუმის და რკინის ოქსიდების კონცენტრაციას ჰქონდა გავლენა.

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მინების შეღებვის კულტურა დაიწყო პარიზში, სენ


დენის კათედრალში, მეთერთმეტე საუკუნის მიწურულს და მეთორმეტეს
დასაწყისში. იდეის ავტორი გახლდათი აბატი სიუჯ(ჟ)ერი. მას მიაჩნდა, რომ
ეკლესიის ინტერიერი სრულიად განსხვავებული უნდა ყოფილიყო გარე
სამყაროსაგან. ეკლესიაში შემოსულ ადამიანს უნდა ჰქონოდა განცდა, რომ ის
რაღაც ახალ სამყაროში გადავიდა, ღვთიურ ჭეშმარიტებას მიუახლოვდა. სწორედ
სიუჯ(ჟ)ერის იდეა იყო ფერადი მინების გამოყენება ეკლესიაში სინათლის ფერის
შესაცვლელად. ეკლესიაში შემოსულ ადამიანებს ასეთი ფერის სინათლე სხვაგან
არსად არ ჰქონდათ ნანახი და ეს „სპეცეფექტი“ მათ სპირიტუალურ განწყობას და
ჭეშმარიტების გრძნობას აღუძრავდა.
და მაინც, რატომ გახდა მაინც და მაინც მინის დეკორირება ასეთ მეინსტრიმული
და არა რაიმე სხვა ?
მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ გუტენბერგამდე ეპოქაში, როდესაც ბეჭდვა არ
არსებობდა და ევროპის მოსახლეობის 80-85 პროცენტი წერა-კითხვის უცოდინარი
იყო, კვირაობით კათედრალში გაგონილი ისტორიების ილუსტრირებულ მინებზე
დათვალიერება ხალხისთვის საინტერესო და შემეცნებითი იყო.

წყაროები :

1) https://www.thoughtco.com/stained-glass-4692208#definition-of-stained-glass
2) https://en.wikipedia.org/wiki/Medieval_stained_glass
3) https://www.youtube.com/watch?v=CL4sTyjEsVA&t=4s&ab_channel=ShaunaLileks
4) https://www.youtube.com/watch?v=8aXQE9q9BeE&t=124s&ab_channel=CurrentsNews
5)

You might also like