You are on page 1of 11

ცილები

ბიძინა ფარჯიანი
ცილა აზოტშემცველი ნაერთია რომელიც
პეპტიდური ბმებით შეკავშირებულ ამინომჟავებს
წარმოადგენს.
ცილა ყველა ცოცხალი ორგანიზმის
შემადგენელი ნაწილია მისი წარმოქმნა უჯრედში
მიმდინარეობს. მას მხოლოდ 20 ამინომჟავა
ასინთეზებს.
ცილების ჰიდროლიზის შედეგად წყდება
პეპტიდური ბმები და ნაერთი იშლება
ამინომჟავებად.
ცილებს სტრუქტურის მიხედვით 4 ნაწილად ვყოფთ.
პოლიპეპტიდურ ჯაჭვში ამინომჟავების ნაშთების შეერთების
თანმიმდევრობას ცილის პირველადი სტრუქტურა ეწოდება.
სივრცით კონფიგურაციას, რომელსაც
პოლიპეპტიდური ჯაჭვი იღებს, ცილის მეორეული
სტრუქტურა ეწოდება.
ერთი ან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე
პოლიპეპტიდური ჯაჭვის გარკვეული სივრცითი ორიენტაციის
შედეგად წარმოქმნილ სტრუქტურას ცილის მესამეული სტრუქტურა
ეწოდება.
მესამეული სტრუქტურის ცილების დაკავშირებით
მეოთხეული სტრუქტურა მიიღება.
ცილის სტრუქტურების დარღვევას დენატურაცია ეწოდება.
ამ დროს პირველადი სტრუქტურა არ ირღვევა, თუმცა
ძლიერი გახურებით ისიც კი იშლება აქროლად
ნივთიერებებად.
ცილების გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. ისინი
სასსიცოცხლოდ მნიშვნელოვან რამდენიმე
ფუნქციას ასრულებენ:
 მოძრაობა
 გამრავლება
 ზრდა
 კატალიზური ფუნქცია - ფერმენტები აჩქარებენ ორგანიზმში
მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს.
 სატრანსპორტო ფუნქცია - მაგ. ჰემოგლობინის დახმარებით
ფილტვებიდან სხვა ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდება ხდება.
 დაცვითი ფუნქცია - ანტისხეულები ორგანიზმს ინფექციებისა და
ბაქტერიებისგან იცავს.
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like