You are on page 1of 2

ჩინური კულტურა

მსოფლიოს ყველზე ხალხმრავალი ქვეყანა, ჩინეთი, აღმოსავლეთ აზიაში


მდებარეობს. მისი სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია დაახლოებით 40
საუკუნეს ითვლის. ჩინეთი გამოირჩევა თავისი კულტურის უნიკალურობითა და
განუმეორებლობით. მან, არა მარტო მოახდინა მეზობელ ქვეყნებზე უდიდესი
გავლენა, არამედ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სხვა ხალხთა
კულტურებშიც.ესოდენ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩინელ ხალხს არ
დაუკარგავს თვითმყოფადობა, არასდროს შუექმნია ახალი ძველის დავიწყების
ხარჯზე. მათ ოდითგანვე ჰქონდათ სამყაროზე განსხვავებული წარმოდგენა,
ყოველთვის გამორჩეოდნენ სხვა ხალხებისგან, განსაკუთრებით კი დასავლეთისგან,
რომელმაც ჩინეთისგან უამრავი რამ აითვისა და შემდეგ განავითარა.რწმენა-
წარმოდგენებიდან დაწყებული, მათ ყველაფერი განსხვავებული აქვთ, ყოველი
ცხოვრებისეული ელემენტი სხვა აზრს ატარებს მათ ცნობიერებაში. მათმა
განსხვავებულმა, სადა და რაციონალურმა ხედვამ ჩამოაყალიბა საოცარი და ასევე
განსხვავებული კულტურა, რომელეზეც დიდი გავლენა მოახდინა რელიგიურ-
ფილოსოფიურმა სწავლებებმა, განსაკუთრებით კონფუციანობამ და ბუდიზმმა. მათი
ნატურალისტური ხედვის ჩამოყალიბება დიდწილად განაპირობა ასევე ლაო ძისა და
ჭუან ძის მოძღვრებებმა.ჩინური მსოფლმხედველობა კარგად იკვეთება მათ
ფერწერაში. მხატვარი ყოველთვის ცდილობდა ნახატში გარკვეული ფილოსოფიური
აზრი გადმოეცა. ძველად ჩინელები ნამუშევრებს გრაგნილის ფორმით ინახავდნენ,
რაც ნახატს მეტ დატვირთვას სძენდა: გრაგნილს ნელ – ნელა ხსნიდნენ, გახსნას
თეთრ ნაწილზე აჩერებდნენ, რომ ყურადღების კონცენტრირება მოეხდინათ, შემდეგ
ბოლომდე გახსნიდნენ და ცდილობდნენ ამოეცნოთ თუ რისი გადმოცემა სურდა
ხელოვანს. ასეთ გრაგნილებზე ასახული იყო ჟანრული კომპოზიციები,
მოგზაურობის ამსახველი სცენები და ა.შ. ჩინურ მხატვრობაში ევროპაზე ბევრად
ადრე ჩამოყალიბდა ოთხი ჟანრი: პორტრეტი, “ადამიანები და საგნები” – ყოფითი
ჟანრი, “მთა-წყალი” ანუ პეიზაჟი და “ყვავილები და ჩიტები”, რომელშიც ყვავილებს,
ჩიტებს და სხვადასხვა ხილს გამოსახავდნენ (ეს არ იყო ევროპული გაგებით
ნატურმორტი). ისინი მიიჩნევდნენ რომ არ შეიძლება მხოლოდ “მკვდარი ბუნების”
ასახვა: ლოდთან ისინი მცენარეს გამოსახავდნენ, ხოლო ხილს აუცილებლად ხის
ტოტზე ხატავდნენ. პეიზაჟებს ძირითადად ვერტიკალურიკომპოზიციის სახეს
აძლევდნენ. ასეთ გრაგნილებს დათვალიერებისას კედელზე ჰკიდებდნენ.
დათვალიერების შემდეგ გრაგნილებს ძვირფას ზარდახშებში ინახავდნენ და როგორც
განძს ისე უფრთხილდებოდნენ.ყველაზე საოცარი, რამაც ჩემზე განსაკუთრებული
შთაბეჭდილება მოახდინა, არის ჩინელების სწავლისადმი დამოკიდებულება, თუ
როგორ აფასებენ და გამოარჩევენ განათლებულ ადამიანებს და ისიც, რომ მათში
გაუნათლებელი, ბევრ დასავლურ განათლებულს არ ჩამოუვარდება ცოდნით.
ჩინეთში შემუშავებული სისტემა, რომელიც სოციალურ საფეხურზე ასვლის და
ჩამოვარდნის შესაძლებლობას აძლევდა ნებისმიერ ჩინელს, რომელის წინსვლა თუ
უკუსვლა დამოკიდებული არ იყო მემკვიდრეობაზე, არამედ მის პირად ცოდნაზე,
მართლაც რომ საოცარია. ეს იყო გამოცდების სისტემა, რომელიც საშუალებას
იძლეოდა სახელმწიფო სამსახური მიეღო ისეთ ადამიანს, რომლისთვისაც ეს
დასავლურ კულტურაში შეიძლება სრულიად წარმოუდგენელი ყოფილიყო.თუმცა,
ეს საუკეთესო შანსია ღარიბი ჩინელისთვის, მაგრამ არც ისე ხელსაყრელი ზარმაცი
არისტოკრატისთვის. ჩინეთში არ არსებობდა მაიორატის სისტემა და ქონება
მემკივდრეებს შორის იყოფოდა. ამიტომ, თუ არისტოკრატიული ოჯახის მემკვიდრე
არ მოინდომებდა გამოცდების ჩაბარებას, ქონდა ნელ-ნელა დანაწევრდებოდა,
შემცირდებოდა და ის უკვე საზოგადოების არა მაღალ არამედ დაბალ ფენაში
გადაინაცვლებდა, არა მხოლოდ ქონების მხრივ, არამედ სტატუსით, რადგან ის ვინც
გამოცდას არ აბარებდა არ იმასხურებდა დიდ პატივისცემას.

You might also like