You are on page 1of 19

ანთროპოლოგიის - სოციოკულტურული ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის ტერმინოლო-

გიური აპარატი: ძირითადი ცნებები და დეფინიციები, ტერმინთა ადგილი საბუნებისმეტყვე-


ლო, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განმარტებით ლექსიკონში.

ძირითადი ლიტერატურა:

1. სვოდ, 1986 - Свод этнографических понятий понятий и терминов (социально-эко-


номические отношения и соционормативная лультура, Москва.

დალაგდეს ანბანზე.

ანთროპოლოგია ადამიანის შემსწავლელი ზოგადი ხასიათის მეცნიერებაა, ეთნოლოგია ხალ-


ხის, ამა თუ იმ ეთნოსის ყოფასა და კულტურას იკვლევს, ხოლო სოციოკულტურული ან-
თროპოლოგია ადამიანის სოციალური ბუნებითა და კულტურული შემოქმედებითაა დაი-
ნტერესებული. ამიტომ თემის მიზანიც ბუნებრივია არის აჩვენოს ადამიანის, საზოგადოებისა
და ხალხების (ეთნოსების) შემსწავლელი მეცნიერების აღმნიშვნელ ისეთ ნომენკლატურათა
ისტორია განვითარებაში, როგორებიცაა ანთროპოლოგია (კულტურული, სოციალური,
სოციოკულტურული ანთროპოლოგია), ეთნოლოგია, ეთნოგრაფია, ხალხთმცოდნეობა, მხა-
რეთმცოდნეობა, ფოლკლორი, მათი თანამედროვე მდგომარეობა, ადგილი და როლი სო-
ციალურ მეცნიერებათა სისტემაში. ესენია ანთროპოლოგიური ტერმინოლოგიური აპარატის
ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებები, შესაბამისად, არსებითია იმის განსაზღვრა თუ რა ადგილი
უკავიათ მათ საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სისტემაში.

* * *

ანთროპოლოგიის - სოციოკულტურული ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის საგნისა და


ამოცანების გაგებისათვის დიდი მნიშვნელობა იმ სპეციფიკური ტერმინების განსაზღვრას
ენიჭება, რომლებიც ამ მეცნიერებაში ხშირად გამოიყენება. ანთროპოლოგიის -
სოციოკულტურული ანთროპოლოგიასა და ეთნოლოგიის შესწავლის პროცესში რამდენიმე
უმნიშვნელოვანესი ცნება, განსაკუთრებით, ადამიანი, ხალხი, ყოფა და კულტურა მონაწი-
ლეობს, მაგრამ ამ მეცნიერებებთან უამრავი სხვა სიტყვაცაა დაკავშირებული. ცოდნასთან ასო-
ცირებული ბევრი სიტყვა ათეული ათასი წლების წინანდელი ისეთი სამყაროს ყოფით
რეალიებს ასახავს, როგორიც ძველი საბერძნეთი იყო. ამიტომ თანამედროვე მეცნიერებაც წარ-
სულიდან - ანტიკური ეპოქიდან აღებული ტერმინებით ხშირად სარგებლობს. ასეთი სიტყვები
უმეტესწილად ხალხების შესახებ ისეთი მეცნიერების სფეროში გამოიყენება, რომელსაც
„ხალხთმცოდნეობა“ ეწოდება. ძველმა ბერძნებმა იცოდნენ რამდენიმე სიტყვა, რომელიც ხალ-
ხის ცნებას გამოხატავდა. ერთ-ერთ ასეთი სიტყვა „დემოსი” 1 იყო, რომელიც ხალხს - მოსახლეო-
ბის ძირითად მასას აღნიშნავდა. მისგანაა ნაწარმოები ბევრი სიტყვა, მაგალითად, „დემოკრა-
ტია”2, რაც „ხალხის ხელისუფლებად" ითარგმნება. ტერმინი დემოსი საფუძვლად უდევს მეც-
ნიერების იმ სახელწოდებას, რომელსაც „დემოგრაფია”3 ეწოდება: სიტყვასიტყვით „ხალხის აღ-
წერა". დემოგრაფია სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის რიცხობრივ მონაცემებს, მის სოციალურ,
სქესობრივ და ასაკობრივ შემადგენლობას, შობადობას, ქორწინებას, სიკვდილიანობას, მოსა-
ხლეობის ბუნებრივი ზრდის პროცესსა და მათ მიგრაციას, გადასახლებას სწავლობს.

ბერძნულ ენას კიდევ ერთი სიტყვა - „ეთნოსი” უკავშირდება. ამ სიტყვისადმი ეთნოლოგ-


თა ინტერესი დიდია, რადგან იგი ცნება „ხალხის” მნიშვნელობას შეიცავს. ბერძნული სიტყვა -
„ეთნოსი" თანამედროვე ენაზე „ხალხს” აღნიშნავს.

როგორც ყველა მეცნიერებას, ისე, სოციოკულტურულ ანთროპოლოგიას, ეთნოლოგიასა


და, საერთოდ, კულტურის მეცნიერებებს თავისი ტერმინოლოგიური აპარატი გააჩნია, რომე-
ლიც მის არსს, საზღვრებსა და ფუნქციებს ადგენს, რაც მის შინაარსს ადვილად გასაგებ და დასა-
მახსოვრებელს ხდის, რამეთუ აზრი ცნობიერებაში სიტყვის საშუალებით შედის და სიტყვა თა-
ვის მხრივ აზრის პროვოცირებას ახდენს.

კონკრეტულად განვიხილოთ ზოგიერთი ის ტერმინი, რომელიც ანთროპოლოგიას -


სოციოკულტურულ ანთროპოლოგიასა და ეთნოლოგიას უკავშირდება:

ა: ადათი (????). ჩვეულება, ისლამის აღმსარებლებში ჩვეულებითი სამართალი. იგი გვა-


როვნული წეს-წყობილებიდან მომდინარეობდა და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ
მხარეს აწესრიგებდა, კერძოდ, სათემო მართვა-გამგებლობას, საოჯახო ურთიერთობებს, სის-
ხლიანი კონფლიქტებს. ადათი დაუწერელი ნორმაა, რომელმაც სავალდებულო ძალა მოიპოვა.
იგი იცვლებოდა საზოგადოების განვითარების შესაბამისად, ძირითადად თემისა და საადათო
სასამართლოების გადაწყვეტილებათა საფუძველზე.

აკულტურაცია (acculturation). სხვადასხვა ეთნოსების კულტურათა ურთიერთგავლენის,


ურთიერთშეღწევის პროცესი, რომელიმე კულტურის მიერ სხვა კულტურის აღქმა, რის შედეგა-
დაც მისი ცვლილება მიმდინარეობს. ტერმინი პირველად XIX საუკუნეში გამოიყენეს, რათა
შეთანხმებები და ცვლილებები კულტურასთან კონტექსტში აღეწერათ. 1930-იანი წლებიდან
კულტურული და საზოგადოებრივი ცვლილებების შესაბამისად იგი ამერიკაში ფართოდ
ვრცელდება, როგორც კულტურათა ურთიერთგავლენის პროცესების გამომხატველი ტერმინი,
რის შედეგადაც ერთი ხალხის კულტურა მთლიანად ანდა ნაწილობრივ ითვისებს სხვა ხალხის,
1
ganimartos leqsikoniT
2
ganimartos leqsikoniT
3
ganimartos leqsikoniT
როგორც წესი, უფრო განვითარებული ხალხის კულტურას. მასში ასევე გულისხმობენ
თაობიდან თაობაში კულტურის გადაცემას, თუმცა ამას უფრო ტერმინები - „ინკულტურაცია”
და „სოციალიზაცია” შეესაბამება. ტერმინმა - „აკულტურაცია” გავრცელება დაიწყო სოციალური
დეზორიენტაციითა და კულტურით დაინტერესებულ ამერიკელ ანთროპოლოგებში. მათ
აკულტურაცია - კულტურული დონის ზრდა ისეთ მოვლენად განსაზღვრეს, რომელიც მაშინ
იყო შედეგიანი, როცა სხვადასხვა კულტურულ წრეში შემავალი საკუთარი გამოცდილების მა-
ტარებელი ადამიანთა ჯგუფები ორიგინალური კულტურული მოდელების თანამიმდევრული
ცვლილებებით ერთმანეთს ორმხრივად უკავშირდებოდნენ. კულტურულ მოდელებს შორის წი-
ნარე კონტაქტების კულტურული საფუძვლებიდან დაწყებული კულტურული დონის შესწავ-
ლის ჩათვლით მეცნიერები შეეცადნენ ცვლილებათა პროცესები აღეწერათ და გაეანალიზები-
ნათ. პრაქტიკულად, ინდუსტრიულ საზოგადოებებსა და წარმოშობით ადგილობრივ - პოპულა-
ციებს შორის კონტაქტებზე იყვნენ კონცეტრირებულნი, სადაც ადრეულის გვიანდელზე
ცალმხრივად გავლენას, შესაბამისად, გამოყენებითი ანთროპოლოგიისათვის (Applied
Anthropology) ამის მნიშვნელობას ესმებოდა ხაზი. მათ აკრიტიკებდნენ კიდეც განვითარების
პროცესებისადმი, დომინირებადი ჯგუფების კულტურისადმი და ამ კულტურული ცვლილებე-
ბისადმი გახსნილი დამოკიდებულების გამო, რომელთა შედეგად ახალი პოლიტიკური, ეკონო-
მიკური და სოციალური რეალიები ყალიბდებოდა. აკულტურაციის პერსპექტივების ფარგლებ-
ში კვლევის გარკვეული პუნქტები ცვლილებათა მექანიზმებისა და წინააღმდეგობათა შესწავ-
ლას მოიცავდნენ, რათა ჩამოყალიბებულიყო ინოვაციათა შედეგების ტიპოლოგია, გარკვეული-
ყო ასიმილაციის, რეიპრენტაციის, სინკრეტიზმის, რევიტალიზაციის ხარისხი. ცვლილებზე
ახალ და უახლოეს გამოკვლევებში გამოიკვეთა კულტურულ მოდელებთან დაკავშირებული
ტერმინების ახსნის ტენდენცია და სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სტრუქტურე-
ბის ანალიზით ეთნიკური ურთიერთზემოქმედებისა და კონტაქტების პირობებში კულტურის
ელემენტთა სტრატეგიული ფუნქციის როლი.
ანთროპოსოციოგენეზი (Antroposociogenesis). სიტყვა „ანთროპოსოციოგენეზი (ბერძნული
(Anthropos - ადამიანი, Genesis - წარმოშობა) და ლათინური (Societas - საზოგადოება) ენებიდან
წარმოსდგება და ანთროპოლოგიაში - სოციოკულტურულ ანთროპოლოგიასა და ეთნოლოგიაში
მატერიის მოძრაობის ბიოლოგიური ფორმიდან სოციალურზე გადასვლის პროცესს აღნიშნავს.
ზოგის აზრით, ესაა პროცესი, როცა ცხოველი ადამიანად იქცა, გაადამიანდა და ადამიანთა
საზოგადოებაში გაერთიანდა. ჰომე - გაგრძელება

ასიმილაცია (????). ასიმილაცია არის ორი კულტურის ურთიერთქმედების პროცესი, რომ-


ლის შედეგად ერთ-ერთი მათგანი საკუთარ იდენტობას კარგავს და მეორის მიერ შთაინთქმება.
ასიმილაციის პროცესი შეიძლება როგორც ბუნებრივი, ისე, ძალადობრივი გზით მიმდინარეობ-
დეს. ცნება „ასიმილაცია”ამერიკულ კულტურულ ანთროპოლოგიაში, თავდაპირველად ტერმინ
„ამერიკანიზაციის” სინონიმური მნიშვნელობით, XIX საუკუნის ბოლოდან დამკვიდრდა. მისი
პირველი განსაზღვრება რ. პარკსა და ე. ბერჯესს ეკუთვნით, რომლებიც განმარტავდნენ, რომ
ასიმილაცია ურთიერთშეღწევისა და შერევის პროცესია, რომლის განმავლობაში ინდივიდები
ანდა ჯგუფები სხვა ინდივიდების ისტორიულ მეხსიერებას იძენენ, და იზიარებენ რა მათ
გამოცდილებას, ჩართული აღმოჩნდებიან საერთო კულტურულ ცხოვრებაში. XX საუკუნის შუა
წლებამდე ეს ტერმინი ამერიკის შეერთებული შტატების დომინირებად კულტურაში ინდიელ-
თა ტომების ინკორპორაციის მნიშვნელობით გამოიყენებოდა. ამერიკული საზოგადოება უზარ-
მაზარ „შემოქმედებით ლაბორატორიად” განიხილებოდა, სადაც სხვადასხვა კულტურული
ტრადიცია ერთმანეთს ერეოდა და სინთეზურ მთლიანობად „გადაიდნობოდა”. XX საუკუნის
მეორე ნახევარში ჯ. ვან დერ ზანდენმა ცალმხრივი ასიმილაცია განასხვავა, როცა უმცირესობის
კულტურა დომინირებადი კულტურის მიერ მთლიანად გამოიდევნება, და კულტურათა
შერევა, რომლის დროსაც დაქვემდებარებული და გაბატონებული ჯგუფების ელემენტები
ერთმანეთს ერევა, მდგრად კომბინაციებს ქმნის და საფუძველს ახალ კულტურას უქმნის.
მ. გორდონმა ასიმილაციის ხარისხობრივი განხილვის ტრადიცია დაამკვიდრა. დღეს მიჩნეუ-
ლია, რომ სრული ასიმილაციის შემთხვევები ძალიან იშვიათია. ჩვეულებრივ, ადგილი აქვს
დომინირებადი ეთნიკური ჯგუფის კულტურის ზეგავლენით უმცირესობის კულტურის ამა თუ
იმ ხარისხით ტრანსფორმაციას. ამასთან, ხშირად უმცირესობის კულტურის უკუზეგავლენაც
ფრიად ძლიერია. ტერმინი ასიმილაცია სხვა მნიშვნელობითაც ხშირად გამოიყენება და ეთნიკუ-
რი უმცირესობების მიმართ დომინირებადი ნაციონალური ჯგუფის განსაკუთრებულ პოლიტი-
კას აღნიშნავს. ეს პოლიტიკა მიმართულია ამ უმცირესობათა ტრადიციული კულტურის დათ-
რგუნვისაკენ და ისეთი სოციალური გარემოს შექმნისაკენ, რომლის პირობებში დომინირებადი
ჯგუფის ინსტიტუციურ სტრუქტურებში მონაწილეობისათვის უმცირესობის წარმომადგენელი
იძულებული იქნება, დომინირებული საზოგადოების კულტურული ნიმუშები მიიღოს. დღეს
მკვლევართა უმრავლესობა ტერმინ ასიმილაციის მიმართ, მისი პოლიტიკური შეფერილობის
გამო გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს.

ბ: ბიკულტურალიზმი (????). კულტურული დუალიზმი. ერთდროულად და სრულყოფი-

ლად ორი და მეტი კულტურის ფლობა. ბიკულტურალიზმი შეიძლება იყოს როგორც ჯგუფუ-
რი, ისე ინდივიდუალური.

დ: დიასპორა (????) დიასპორა ერთიანი ეთნიკური წარმოშობის ადამიანთა მტკიცე


ჯგუფია, რომელიც თავისი ისტორიული სამშობლოს გარეთ უცხო ეთნიკურ გარემოში
ცხოვრობს. ამა თუ იმ ტერიტორიაზე თუ ქვეყანაში, თავდაპირველად, დიასპორა ძალადობრივი
გასახლების ანდა გენოციდის საშიშროების გამო ჩამოყალიბდა. ისტორიაში პირველად ასეთი
დიასპორები ძვ. წ. VI საუკუნეში პალესტინიდან ებრაელთა განდევნის შემდეგ გაჩნდა.
დიასპორების სიმრავლით სომხები გამოირჩევიან. თანამედროვე პირობებში ბევრი დიასპორის
წარმოქმნა სოციალური და ეკონომიკური მიზეზებითაა განპირობებული.

ე: ევროპოცენტრიზმი (????). ევროპოცენტრიზმი იდეოლოგიური კონცეფციაა, რომლის

თანახმად, ევროპა თავისი უნიკალური სულიერი წყობით მსოფლიო კულტურისა და ცივილი-


ზაციის ცენტრს წარმოადგენს. ამ იდეამ წამყვანი როლი ითამაშა თანამედროვე ცივილიზაციისა
და კულტურის განვითარებაში. უკვე ძველ საბერძნეთში დასავლეთისა და აღმოსავლეთის გა-
მიჯვნა ბარბაროსისა და ელინის, როგორც ველურისა და ცივილიზებულის დაპირისპირებას
ნიშნავდა. ასეთ დაყოფას მკაფიოდ გამოხატული ფასეულობრივი დატვირთვა ჰქონდა. ბარბა-
როსული საწყისი უარყოფილი იყო, ელინური კი - განდიდებული, რაც ტრადიციად ჩამოყა-
ლიბდა და შემდგომი პერიოდის ევროპას მემკვიდრეობით გადაეცა. ევროპულ ცნობიერებაში
ევროპოცენტრისტულ შეხედულებებს შეიძლება საუკუნეების მანძილზე გავადევნოთ თვალი:
ჯვაროსნული ლაშქრობები, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, ახალი მიწების ათვისება და კო-
ლონიური სისტემის ჩამოყალიბება, ეს, რეალურად ისტორიულ ფაქტებში განხორციელებული
ევროპოცენტრისტული შეხედულებები იყო, რომლის მიხედვით ევროპა, თავისი ისტორიით,
პოლიტიკით, რელიგიით, კულტურითა და ხელოვნებით, ერთადერთსა და უდაო ფასეულობას
წარმოადგენდა. იგი უპირისპირდებოდა აღმოსავლური სამყაროს „უმართებულობასა” და „გა-
ნუვითარებლობას”. ადრე შუასაუკუნეებში, როდესაც ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და
კულტურული კავშირები დანარჩენ გარესამყაროსთან სუსტი და ზედაპირული იყო, აღმოსავ-
ლეთი აღიქმებოდა როგორც შორეული და ეგზოტიკური სამყარო, განმანათლებლობის ეპოქაში
კი, როდესაც გამყარდა შეხედულება ისტორიის სწორხაზოვან პროცესსზე, პროგრესი განიხილე-
ბოდა როგორც მსოფლიოს ყველა რეგიონში ევროპული ცივილიზაციის თანდათანობითი შეღ-
წევის პროცესი. თუ ??? ჰერდერი აღმოსავლურ სამყაროს პატრიარქული, იდილიური საწყისის
განხორციელებად განიხილავდა, ??? ჰეგელი უკვე ცდილობდა დაესვა კითხვა, თუ რატომ დას-
ცილდნენ აღმოსავლური ერები ადამიანურ საწყისებს და, გარკვეულწილად, ისტორიის მაგი-
სტრალურ გზას ასცდნენ. საზოგადოებრივი განვითარების ასეთი შეფასება შემდეგ „პროგრესი-
სტულ” კონცეფციაში გადაიზარდა, მეცნიერებაზე მისთვის დამახასიათებელი წარმოდგენით,
შემდეგ კი - ტექნიკასა და ინფორმატიკაზე, როგორც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის ოპტიმა-
ლურ საშუალებაზე.
ეთნიკური ჯგუფი (????). ეთნოსის ნაწილი, რომელიც თავისი საკუთარი ეთნოსის
ძირითადი განსახლების არეალის გარეთ ცხოვრობს. მრავალეთნიკურ სახელმწიფოში ეთ-
ნიკური ჯგუფები არიან ეთნიკური უმცირესობანი.
ეთნოგრაფიული ჯგუფი (????). ეთნოსის ტერიტორიული ნაწილი, რომელიც ენის, კულ-
ტურის და ყოფის ლოკალური თავისებურებებით, განსაკუთრებით, მეტყველებისა და კილო-კა-
ვის თავისებურებებით გამოირჩევა. ზოგჯერ მას მატერიალური და სულიერი კულტურის სფე-
როში სპეციფიკური ნიშან-თვისებები ახასიათებს. ეთნოგრაფიული ჯგუფი, ხშირად, რელი-
გიურ და კონფესიური განსხვავებასაც ავლენს. მათ გარკვეული სახელწოდებაც აქვთ, თუმცა ეს
სახელწოდებანი არავითარ შემთხვევაში ეთნონიმები არ არის. ეთნოგრაფიულ ჯგუფებს ყოფის,
კულტურის, მეტყველების სპეციფიკურობა, ძირითადად, იზოლაციამ და განსხვავებულ ბუნე-
ბრივ-გეოგრაფიულ პირობებში ცხოვრებამ ჩამოუყალიბა.
ეთოლოგია - ცხოველთა ქცევის მეცნიერული და ობიექტივისტური, ძირითადად
ფოკუსირებულია ბუნებრივ პირობებში ქცევაზე და ქცევა განიხილება როგორც ევოლუციურად
შეძენილი თვისება.[1] ბიჰევიორიზმი ასევე შეისწავლის ცხოველთა ქცევას, თუმცა უმთავრესად
ლაბორატორიულ კონტექსტში, ევოლუციურ შეგუებულობაზე განსაკუთრებული ყურადღების
გამახვილების გარეშე.[2] ისტორიის მანძილზე ცხოველთა ქცევას მრავალი ბუნებისმეტყველი
შეისწავლიდა. ეთოლოგიის საფუძვლები ჩარლზ დარვინის ნაშრომებსა და XIX-XX საუკუნის
ამერიკელი და გერმანელი ორნიტოლოგების ნაშრომებშია. ეთოლოგიის თანამედროვე
დისციპლინის ჩამოყალიბების პერიოდად 1930-იანი წლები მიიჩნევა ნიდერლანდელი
ბიოლოგის, ნიკოლას ტინბერგენის ნაშრომებით, ასევე ფიზიოლოგიისა და მედიცინის
დარგში 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების კონრად ლორენცისა და კარლ ფონ
[3]
ფრიშის ნაშრომები.  ეთოლოგია ლაბორატორიული და საველე მეცნიერების კომბინაციაა და
მჭიდრო კავშირი აქვს სხვა დისციპლინებთან,
როგორიცაა ნეიროანატომია, ეკოლოგია და ევოლუციური ბიოლოგია. როგორც წესი
ეთოლოგები დაინტერესებული არიან ქცევითი პროცესებით, ვიდრე ცხოველთა
[4]
ჯგუფებით  და ხშირად ერთი სახის ქცევას შეისწავლიან, როგორიცაა აგრესია და კამუფლაჟი. 

ი: ინკულტურაცია (????). გარკვეულ ეთნიკურ კულტურასთან ადამიანის ბავშვობიდან


ზიარებისა და მის მიერ ცხოვრებისათვის აუცილებელი კულტურული ჩვევების შეძენის პროცე-
სი.
კ: კულტურა (????). სიტყვა „კულტურა” ლათინური ენიდან წარმოსდგება. მას პირდაპირი
და ვიწრო მნიშვნელობები გააჩნია, მაგალითად, გამოიყენება სოფლის მეურნეობაში ისეთ გა-
მოთქმებში, როგორიცაა „მარცვლეული კულტურა”, „სიმინდის კულტურა”. ასევე, ამ ტერმინს
მიკრობიოლოგების საუბრის პროცესში ხშირად გაიგონებთ, ვთქვათ, როცა ისინი ამა თუ იმ ბაქ-
ტერიის კულტურის ანალიზს მიმართავენ. თანამედროვე გაგებაში კულტურა განათლებულო-
ბას, გონებრივ განვითარებას, შინაგან ინტელექტს, კეთილშობილებას გულისხმობს, მაგრამ სა-
მეცნიერო ტერმინოლოგიურ აპარატში მას მიზანმიმართული მნიშვნელობებიც აქვს, მითუმე-
ტეს მას კონკრეტული დატვირთვა ანთროპოლოგიაში - სოციოკულტურულ ანთროპოლოგიასა
და ეთნოლოგიაში გააჩნია. კულტურის საყოველთაო განმარტება არ არსებობს. ამ ცნების გაგება
შედარებით რთულია. კულტურა ბუნების საპირისპირო მოვლენაა. კულტურის ქვეშ ყველაფერი
ის იგულისხმება, რაც კაცობრიობის ფიზიკური და გონებრივი მოღვაწეობის შედეგადაა შექმნი-
ლი და მათი მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება, ე.
ი. კულტურის ქვეშ გაიაზრება ყველაფერი ის, რაც ადამიანის შრომისა და მოღვაწეობის ამსახვე-
ლია. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კულტურაზე, როგორც ადამიანის მიერ შექმნილ მა-
ტერიალური და სულიერ ფასეულობებზე. კულტურათა სისტემაში განსაკუთრებული ადგილი
სოციალურ, სულიერ, სამეურნეო და მატერიალურ კულტურას უკავია. მოდით ესენი ცალ-ცალ-
კე განვიხილოთ:

1. სოციალური კულტურა (????): სოციალურ კულტურაში ადამიანების საზოგადოებრივი


ყოფა - სოციალური ქცევის წესი და საოჯახო ცხოვრება იგულისხმება, თუმცა ამათ ნაცვლად,
ხშირად, ზოგადი ტერმინი „საზოგადოებრივი ყოფაც" გამოიყენება, რომელშიც ამასთანავე „საო-
ჯახო ყოფაც" იგულისხმება.
ადამიანის ისტორიული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე კულტურა არაერთგვარო-
ვანი იყო, თუმცა უძველეს ეპოქაში თითოეული ტომისა თუ ტომთა ჯგუფის წყობა მეტ-ნაკლე-
ბად ერთგვაროვანი იყო. სოციალური დიფერენციაციის პროცესში სოციალურ ჯგუფებს შორის
სხვაობა კულტურაშიც აისახებოდა. მაგალითად, ბერძენ და რომაელ მონათა კულტურა მონათ-
მფლობელის კულტურისაგან და სოციალური ცხოვრების წესისაგან საგრძნობლად განსხვავდე-
ბოდა. შუასაუკუნეებში, ასევე, განსხვავდებოდა ფეოდალის კულტურა და მისი სოციალურად
მოდელირებული ქცევა გლეხის ყოფისაგან. მიუხედავად ამის, ზოგადად თუ ვიმსჯელებთ
კულტურა ყველა ხალხს გააჩნია, მაგრამ ზოგიერთ ხალხთან, მაგალითად, ცუდი გეოგრაფიული
პირობების გამო, იგი სუსტად განვითარდა, ხოლო ზოგთან, კარგი ბუნებრივი პირობების ატმო-
სფეროში, მან განვითარების გაცილებით მაღალ დონეს მიაღწია. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს,
რომ გარკვეულ ხალხში კულტურის დონეებს შორის განსხვავება საკმაოდ ცვალებადია. ყუ-
რადღება უნდა მიექცეს კულტურის ხარისხსაც. ახალი გვინეის პაპუასების, რომლებიც ტროპი-
კელი მიწათმოქმედები იყვნენ, არქტიკელი მონადირე ალიასკელი ესკიმოსების კულტურას თუ
შევადარებთ, მაშინ ძნელი იქნება თქმა ამ ორ კულტურას შორის რომელია შედარებით მაღალი.
ერთი რამ ცნობილია, ისინი ერთმანეთს ნამდვილად არ გავს ისე, როგორც არაბი ნომადებისა და
ევროპელების კულტურა არ გავს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავა-
სკვნათ, რომ ანთროპოლოგია - სოციოკულტურული ანთროპოლოგია და ეთნოლოგია კულტუ-
რაში არა მარტო განსხვავებულობის, არამედ მსგავსების დადგენასაც ცდილობს. სწორედ ამით
აღწევს მეცნიერების ეს დარგები საზოგადოებრივ, მით უმეტეს, საოჯახო ყოფაში, ასევე, მენტა-
ლურ და სულიერ კულტურაში ზოგადი კანონზომიერებების განსაზღვრას. ეს კი მეცნიერებს სა-
შუალებას აძლევს ადამიანისა და ხალხების ისტორიული განვითარების საერთო კანონები შეი-
სწავლოს.
სოციალური კულტურა ადამიანის ისტორიული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე.

2. სულიერი კულტურა (????): სულიერ კულტურაში ადამიანის გონებრივი მოღვა-


წეობით მიღწეული ფასეულობები, ინტელექტუალური შემოქმედება - რწმენა, მხატვრობა, ლი-
ტერატურა, მუსიკა, მეცნიერება, ფილოსოფია, მორალი ერთიანდება.
3. სამეურნეო კულტურა (????): >>>>>>>>>>>>>>>>>>>
4. მატერიალური კულტურა (????): მატერიალურ კულტურაში შედის ადამიანის ხე-
ლით შექმნილი ყველა ტიპის ღირებულება - შრომის იარაღები, ტანსაცმელი, სამკაული, ნაგე-
ბობანი.
5. ეთნიკური კულტურა (????): ეთნიკური კულტურა კულტურული ელემენტებისა
და სტრუქტურების ერთობლიობა, რომლებსაც ნათლად გამოხატული განმასხვავებელი ეთნი-
კური ნიშნები ახასიათებთ და რომლებიც ეთნომადიფერენცირებელ ფუნქციებს ასრულებენ.

6. კულტურა და ისტორია (????): თავდაპირველად, XIX -XX საუკუნეების მიჯნაზე,


ამერიკელი მეცნიერები კულტურულ ანთროპოლოგიას, როგორც „კულტურის ბუნებრივ ისტო-
რიას”, წარმოადგენდნენ, რომელიც არქეოლოგიის, ლინგვისტიკისა და ეთნოლოგიის ელემენ-
ტებს მოიცავდა. პირველყოფილი კულტურების სხვადასხვა ფენომენის - მითების, მაგიის, რი-
ტუალების კვლევისას კულტურული ანთროპოლოგიის წარმომადგენლები საისტორიო მეც-
ნიერების მეთოდებსა და მდიდარ ემპირიულ გამოცდილებას ფართოდ იყენებდნენ. XX საუკუ-
ნის პირველ ნახევარში კულტურულ ანთროპოლოგიასა და ისტორიულ დისციპლინებს შორის
მიმართება შეიცვალა. არქეოლოგია, ეთნოლოგია და კულტურის ისტორია საისტორიო მეც-
ნიერების ფარგლებში განვითარდა, კულტურული ანთროპოლოგია კი, კულტუროლოგიის სა-
ხით, თანდათან დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა, რომელიც კვლევის საკუთარ პრინცი-
პებსა და მეთოდებს ეყრდნობოდა, მაგალითად, ობიექტის შემეცნების მრავალსაფეხურიანობა,
დისტანციურობისა და უშუალო დაკვირვების კრიტერიუმები, ორიენტაცია ლატენტური სტრუ-
ქტურების ანალიზზე.
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისტორია შეიძლება განვიხილოთ მეცნიერებად, რომე-
ლიც უნიკალურ და განუმეორებელ ფაქტებსა და მოვლენებს სწავლობს, კულტურის მეცნიერე-
ბები და კულტურული ანთროპოლოგია კი ცდილობს წარმოაჩინოს და ახსნას სოციოკულტუ-
რული მოვლენების ზოგადი, განმეორებადი ნიშნები. ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი პ. სო-
როკინი, კვლევის მეთოდების მიხედვით, პირველს მაინდივიდუალიზებელ, მეორეს კი - მაგე-
ნერალიზებელ მეცნიერებას უწოდებს. კულტუროლოგია საისტორიო მეცნიერებისა და მისი
ცალკეული დარგის, განსაკუთრებით, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, კულტურის ისტორიის მო-
ნაცემებით კულტურის ფენომენის შესწავლის დროს დღესაც სარგებლობს, იყენებს კულტურის
შესახებ სხვა მეცნიერებათა მიერ დაგროვილ ცოდნას, მაგრამ კულტუროლოგიას ამ ფენომენი-
სადმი სპეციფიკური ინტერესი, კვლევის საკუთარი მეთოდები და ხერხები გააჩნია. საისტორიო
მეცნიერებისგან მას დროის პრობლემისადმი მიდგომაც განასხვავებს. საისტორიო მეცნიერებაში
დროში მონაცვლე ფაქტებისა და მოვლენების შესწავლის მიზნით დიაქრონული მიდგომა ჭარ-
ბობს, კულტუროლოგიაში კი - დიაქრონულის გვერდით, ფართოდ გამოიყენება სინქრონული
ანალიზი, რომელიც ორიენტირებულია ერთდროულად მიმდინარე კულტურულ მოვლენათა
კვლევაზე. საისტორიო მეცნიერებებსა და კულტუროლოგიას ერთდროულობის ცნებისადმი
სხვადასხვაგვარი მიდგომა ახასიათებს.
7. გეოკულტურა - გეოკულტურული და გეოცივილიზაციური სივრცე ????): გეოკულტურა
არის ამა თუ იმ კულტურაში არსებული საკუთარი გეოგრაფიული სახის გააზრება. გეოკულტუ-
რული სახის ჩამოყალიბებაში დიდ როლს გეოკულტურებში ჩამოყალიბებული მომიჯნავე სა-
ხეები ასრულებს. მაგალითად, რუსეთის გეოკულტურული სახის ჩამოყალიბებაში ევრაზიის,
აღმოსავლეთ ევროპის, შავიზღვისპირეთის, კავკასიის გეოკულტურული სახეები მონაწილეობს,
შესაბამისად, გეოკულტურა მჭიდროდაა დაკავშირებული გეოპოლიტიკასთან. სხვა განსა-
ზღვრებით, გეოკულტურა მსოფლიო სივრცის ორგანიზაციის კულტურულ - კულტურაზე, რო-
გორც კრიტერიუმზე, დაფუძნებულ ხერხს ნიშნავს. სივრცის კულტურული კონსტრუირება გეო-
კულტურაა, რომელიც კულტურულ კრიტერიუმებს, ანუ „ჩვენიანისა” და „უცხოს” განსხვავებას
ემყარება. აქ აქცენტი კეთდება არა პოლიტიკურ მეგობრებსა და მტრებზე, არამედ კულტურუ-
ლად ახლობელსა და უცხოზე. ზოგიერთი მკვლევარი ერთ, ნაწილი კი - მრავალ გეოკულტურა-
ზე საუბრობს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაიაზრებს ავტორი მსოფლიოს: როგორც
ერთ, საკაცობრიო ცივილიზაციას, თუ ცივილიზაციათა ერთობას. ამდენად, გეოკულტურული
სივრცე არის ამა თუ იმ სივრცეში - ტერიტორიაზე არსებული კულტურული რეალიებისა და
წარმოდგენათა მეტ-ნაკლებად მდგრადი სისტემა. გეოცივილიზაციური სივრცე კი - ესაა ცივი-
ლიზაციური ბირთვისა და პერიფერიის, აგრეთვე, სხვადასხვა ცივილიზაციური ზონის ერთო-
ბლიობა.
კულტურული კონფლიქტი (????). კულტურული კონფლიქტი არის ცალკეულ პიროვნე-
ბებს, ჯგუფებს, პიროვნებასა და ჯგუფს, პიროვნებასა და საზოგადოებას, ჯგუფსა და საზოგა-
დოებას, სხვადასხვა ერთობებს ანდა მათ კოალიციებს შორის ფასეულობრივ-ნორმატიული,
ორიენტაციული, პოზიციური დაპირისპირების კრიტიკული სტადია. კონფლიქტების სხვა სახე-
თაგან განსხვავებით, კულტურული კონფლიქტების მიზეზი მსოფლმხედველობრივ, რელი-
გიურ შეხედულებათა, შეფასების პოზიციათა შეუთავსებლობით, მხარეთა სოციალური გამო-
ცდილების განსხვავებულობით არის განპირობებული. ყველა კონფლიქტი დინამიურია და წი-
ნააღმდეგობათა დაძლევის, მოლაპარაკებათა გზით მათი გადაჭრის, მტრული მოქმედებების,
მხარეთა შორის ახალი კონტაქტების დამყარებისა და კომპრომისის მონახვის სტადიებს
მოიცავს. არსებობს კონფლიქტის სხვაგვარი გამოსავალიც: ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე
ანდა კონფლიქტის მოგვარების მომავლისათვის გადადება. კულტურული კონფლიქტი ტოლე-
რანტობისა და სხვა კულტურის მიმართ ინტერესის პრობლემებთანაა დაკავშირებული. შემოქ-
მედებითი კონფლიქტი მიმართულებებს, სკოლებს, ჯგუფებს ანდა ამა თუ იმ დარგის ცალკეულ
წარმომადგენლებს შორის კულტურული კონფლიქტის განსაკუთრებული ტიპია.
კულტურული სესხება (????). ერთი ეთნოსის მიერ ამა თუ იმ კულტურული ელემენტის
სხვა ეთნოსის ათვისება კულტურულ სესხებად იწოდება. ანთროპოლოგიაში - სოციოკულტუ-
რულ ანთროპოლოგიასა და ეთნოლოგიაში ამ პროცესს აკულტურაციასაც უწოდებენ. მისდამი
მიდრეკილია ყველა ინდივიდი, ეთნიკური ჯგუფი, ნაცია და ქვეყანა. ის შეიძლება პირდაპირ
ანდა ირიბ ხასიათს ატარებდეს.
კულტურული ტრანსმისია (????). კულტურული ტრანსმისია პროცესია, რომლის მეშვეო-
ბით კულტურა მომდევნო თაობებზე ინფორმაციის გადაცემის არაგენეტიკური - სწავლების
გზით გადადის. კულტურული მემკვიდრეობა, მისი დროში უწყვეტობა კულტურული ტრან-
სმისიის შედეგია. ერთი ერის, ხალხის ანდა ქვეყნის ფარგლებში კულტურის განვითარების ცი-
კლების თანმიმდევრობით ცვლა კულტურის საბაზისო ელემენტების შენარჩუნებით უნდა მიმ-
დინარეობდეს. კულტურული მემკვიდრეობა კულტურის მატარებელი ორი ცოცხალი სუბიექ-
ტის - მასწავლებლისა და მოსწავლის, გამცემისა და მიმღების უშუალო კონტაქტის შედეგად გა-
დაიცემა. ნებისმიერი კულტურის გავითარებაში კულტურის ძირითად ფასეულობათა სისტემის
დროში შენარჩუნებას ვგულისხმობთ. ისტორიული კატაკლიზმების - რევოლუციების, ომების,
კონფლიქტების მიუხედავად, სწორედ ამ გზით - ხალხის, ერის, ფენების, ჯგუფების არსებობი-
თა და თაობათაშორისი ელემენტარული ურთიერთობებით შესაძლებელია კულტურის სიცო-
ცხლისუნარიანობის შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში „კულტურული ჯაჭვის” გაწყვეტა
ხდება, რომლის დროსაც მოულოდნელად ხალხის ცხოვრების წესი იცვლება. კულტურული
ტრანსმისიის მეშვეობით ყოველი ახალი თაობა მემკვიდრეობით ძველ, დაგროვილ გამოცდი-
ლებასა და მიღწევებს იღებს და კულტურის განვითარებას იმ წერტილიდან აგრძელებს, რომელ-
ზეც მისი წინამორბედი თაობა შეჩერდა.
კულტურული შოკი (????). ეს ტერმინი XX საუკუნის 50-იანი წლების მიწურულიდან სამეც-
ნიერო ლიტერატურაში დაძაბულობის, დაურწმუნებლობისა და შფოთვის იმ შეგრძნების აღსა-
ნიშნავად გვხვდება, რომელსაც ადამიანი ანდა ადამიანთა ჯგუფი, მაგალითად, მასობრივი ემი-
გრაციის შემთხვევაში, ახალ და უჩვეულო კულტურულ გარემოში განიცდის (ობერგი, ???? K.
Oberg, Culture Shock and the Problem of Adjusment in New Cultural Enviroments). ეს არის სიტუა-
ცია, როდესაც ერთმანეთს ადამიანისათვის ჩვეული და უცხო კულტურების ფასეულობები,
ნორმები, ენა და ყოველდღიური ცხოვრება უპირისპირდება. შოკური რეაქციის სიძლიერე კულ-
ტურათა შორის არსებული განსხვავების ხარისხით განისაზღვრება. კულტურულ შოკს მეტ-ნაკ-
ლებად ყველა განიცდის, ვინც - ტურისტები, ემიგრანტები, უცხო კულტურულ გარემოში პირ-
ველად მოხვდება ანდა როდესაც ძველ და ახალ ფასეულობებს, ნორმებს, ყოფა-ქცევის მოდე-
ლებს შორის ინტენსიური კულტურული დიფუზიის შედეგად კონფრონტაციული ფონი წარ-
მოიშობა. არსებობს, ხუთი ტიპური დონე, რომელთა გავლაც ადამიანს უცხო გარემოში ხშირად
უხდება. ეს დონეებია: თაფლობის დონე, დარდის დონე, მწუხარების დონე, რეინტეგრაციის
დონე, ავტონომიის დონე და დამოუკიდებლობის დონე. ჩვეულებრივ, კულტურული შოკის
დაძლევის ოთხი შესაძლებლობა გამოიყოფა:
1. გეტოიზაცია: მოსულები ერთმანეთს უკავშირდებიან და დამხვდური კულტურის შიგ-
ნით იზოლირებულ ანკლავებს - გეტოს აყალიბებენ, რომელთა ფარგლებში ტრადიციებს, თა-
ვიანთი კულტურული ყოფაქცევის მოდელებს ინახავენ და ინარჩუნებენ. მაგალითისათვის
შეიძლება გამოდგეს დასავლეთის თითქმის ყველა მსხვილი ქალაქისათვის დამახასიათებელი
ჩინური უბნები;
2. ასიმილაცია: მოსულები ცდილობენ ახალს მთლიანად შეეგუონ, შეითვისონ მისი ნორმე-
ბი, ფასეულობები, ქცევის მოდელები, მთლიანად უარყოფენ იმ კულტურულ მემკვიდრეობას,
რომელიც დატოვეს;
3. ურთიერთქმედება: ეს არის რაღაც საშუალო ხაზის, ახალი და ძველი კულტურის ელე-
მენტების გაერთიანების მცდელობა. ინდივიდები და ჯგუფები მიისწრაფვიან ორივე კულტუ-
რის ნორმები შეათავსონ, კულტურათა შორის კომუნიკაცია მოაწესრიგონ, გაამდიდრონ რო-
გორც საკუთარი კულტურა, ასევე ის, რომლითაც ისინი ამჟამად სარგებლობენ. ამის მაგალითია
თანამედროვე საწარმოში მომუშავე ინდოელი და თურქი მუშები, რომლებიც სამუშაოზე ინ-
დუსტრიული შრომის წესებით ხელმძღვანელობენ, ხოლო სახლში, ოჯახურ ცხოვრებაში - თა-
ვიანთი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით;
4. კოლონიზაცია: ახალმოსახლეები საკუთარი ქცევის მოდელების დანერგვას იწყებენ,
ცდილობენ ისინი დამხვდური კულტურისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს დაუპირისპი-
რონ. ეს ხდება როგორც საომარი, ისე მშვიდობიანი დაპყრობის დროს, ასევე, მოდერნიზაციის
პროცესში. ტერმინ „კოლონიზაციას” ამ შემთხვევაში შეფასებითი მნიშვნელობა არა აქვს. ფასეუ-
ლობითი თვალსაზრისით ეს ნეიტრალური ცნებაა. საქმე ეხება კულტურულ კოლონიზაციას.
პოლიტიკური კოლონიზაცია კულტურული კოლონიზაციის მხოლოდ კერძო, თავისი შედეგე-
ბით არც ისე რადიკალური შემთხვევაა.
კულტურული შოკი, ფართო აზრით, როგორც ფილოსოფიურ-კულტურული ანდა ფილო-
სოფიურ-ისტორიული კატეგორია, კულტურის მეცნიერებათა ჩამოყალიბებისათვის მეტად
მნიშვნელოვანი იყო. XII -XVII საუკუნეების მოგზაურთა გადმოცემებმა, რომლებიც ახალი ქვეყ-
ნებისა და ხალხების უსასრულო რაოდენობას აღწერდნენ, ევროპაში კულტურული შოკი
გამოიწვია, რაც საფუძვლად დაედო კულტურის ფენომენის შესწავლის ობიექტის ჩამოყალიბე-
ბას. კულტურულმა შოკმა ევროპელთა გონებაში გადატრიალება მოახდინა, რომელსაც შეიძლე-
ბა ანთროპოლოგიური რევოლუცია ვუწოდოთ. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ
განსაკუთრებულობაზე ევროპელთა წარმოდგენა შეირყა. აღმოჩნდა, რომ კაცობრიობა მრავალი
კულტურისაგან შედგება. თუკი კოპერნიკის აღმოჩენამ სამყაროს ცენტრად დედამიწის ყოფნის
ილუზია მოსპო, ანთროპოლოგიურმა რევოლუციამ ევროპის ოიკუმენის ცენტრში ყოფნის
ილუზია გაანადგურა. კულტურული შოკი ზოგადად კულტურაში დადებით როლს თამაშობს,
ვინაიდან იგი ხელს უწყობს კულტურათა ურთიერთქმედებასა და ურთიერთგამდიდრებას,
ტრადიციულ კულტურაში სხვა კულტურულ ელემენტთა ინტეგრაციას, კულტურათა ღიაობის
ზრდას.
ლ: მენტალობა (????). მენტალობა ინდივიდისა და სოციალური ჯგუფის ფსიქოლოგიური,
ქცევითი განწყობილებების ერთობლიობაა, რაც მათ განსაკუთრებულ მსოფლშეგრძნებაში,
მსოფლაღქმაში, გონების აღნაგობაში, აზროვნების წესში, ცხოვრების ხასიათში გამოიხატება.
ნ: ნათესაობის აბრევიატურა (Abbreviations in Kinship) „აბრევიატურა” (abbreviatura)
ნიშნავს სიტყვების პირობით შემოკლებას. იგი წარმოსდგება ლათინური სიტყვიდან.
„ნათესაობის აბრევიატურა” კი - კონკრეტულად ნათესაობის სისტემის თემატიკასთანაა
დაკავშირებული. იმისათვის, რომ ნათესაური ურთიერთობები ეკონომიურად
დაახასიათონ ანთროპოლოგიის - სოციოკულტურული ანთროპოლოგიისა და
ეთნოლოგიის წარმომადგენლები მიმართავენ შემდეგნაირ შემოკლებებს:
სიმბოლური შესატყვისობა ტერმინი
(ასო-ნიშანი)

Fa an F = Father (mama)

Mo an M = Mother (deda)

Si an Z = Sister (da)

Br an B = Brother (Zma)

So an S = Son (vaJi)

Da an D = Daughter (qaliSvili)

Sb = Sibling (siblingebi)

Ne = Nephew
(ZmisSvili/disSvili _
biWi)

Ni = Niece
(ZmisSvili/disSvili _
gogo)

Pa = Parent (mSobeli)

Ch = Child (Svili)

Hu an H = Husband (qmari)

Wi an W = Wife (coli)

Sp = Spouse (meuRleebi????)

La = In-lav (moyvrebi????)

Gf = Grandfather
(papa/babua)

Gm = Grandmother
(dideda/bebia)

Gp = Grandparent (papisa da
didedis mSoblebi _
winaprebi ?????)

კოდების კომბინაციებით მნიშვნელობით სიტყვას ვღებულობთ, მაგალითად, მამის დის


ვაჟის ქალიშვილი - FZSD. კოდები მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება.
ს: სოციუმი: ადამიანთა მდგრადი დიდი სოციალური ერთობა, რომლისთვისაც
დამახასიათებელია მათი ცხოველქმედების პირობების ერთიანობა და კულტურის ერთობა.
სოციუმის უმაღლეს ფორმას წარმოადგენს საზოგადოება როგორც მთლიანი სოციალური
სისტემა. სოციუმის სხვა სახესხვაობაა გვაროვნული და საოჯახო-ნათესაური, სოციალურ-
კლასობრივი, ნაციონალურ-ეთნიკური, ტერიტორიული ერთობები. ნებისმიერი სოციუმი
წარმოაგენს მთლიანობას და ერთგვარ შედარებით ავტონომიურ წარმონაქმნს, რომელიც
ურთიერთდაკავშირებულია სხვა სოციალურ ერთობებთან. სოციუმის შინაგანი ცხოველქმედება
ჩვეულებრივ რეგულირდება სოციალური და მორალური ნორმებით, ტრადიციებით, წეს-
ჩვეულებებით და კანონებით, სოციუმის ეთნონაციონალურ ფორმებს მიეკუთვნება: გვარი,
ტომი, ხალხი, ნაცია. უმაღლეს სოციალ-ეთნიკურ ერთობას წარმოადგენს ნაცია.
ტ: ტრადიცია: `ტრადიციო~ ლათინური სიტყვაა და გადაცემას ნიშნავს. ტრადიცია არის
ისტორიულად ჩამოყალიბებული ქცევის მტკიცე წესები და რიგი, შეხედულებები, გემოვნებანი,
წეს-ჩვეულებები, რომელმე ეთნოსის ზნე, ჩვეულება, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობაზე,
რაც უზრუნველყოფს მისი კულტურის მემკვიდრეობითობას და მისი ერთობის დაცვას.
ინდუსტრიამდელ საზოგადოებაში კულტურის ბევრი მოვლენა ტრადიციის გზით
გადაეცემოდა, ამიტომაც ის იწოდება ტრადიციულ საზოგადოებად. ტრადიცია ასრულებს
მთელ რიგ კულტურულ ფუნქციებს: ამყარებს კულტურის მემკვიდრეობითობას; წარმოადგენს
ინფორმაციისა და კულტურული ფასეულობების შენახვისა და გადაცემის ფორმას თაობიდან
თაობაზე; წარმოადგინს ადამიანთა სოციალიზაციისა და ინკულტურაციის საშუალებას.

ყ: ყოფა. რა იგულისხმება ყოფის ქვემოთ? ცნება `ყოფის" ქვეშ პირადი და საზოგადოებრივი


ცხოვრების ჩვეულებრივ ჩამოყალიბებული ფორმები იგულისხმება. თითოეულ ხალხში ყოფის
ფორმები თავისთავადია, განსაკუთრებული და თავისტავადი, თუმცა მეზობელი _ მომიჯნავე
ხალხის ყოფისაგან არც თუ ისე ხშირად დიდად არ განსხვავდებოდნენ.

ცივილიზაცია :„ცივილიზაცია“ ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურულ-


ისტორიულ კატეგორიაა, განსაკუთრებით დღეს, როცა ყურადღება ხალხებიდან და ქვეყნებიდან
გადატანილ იქნა უფრო დიდ სტრუქტურებსა და პროცესებზე, რომლებიც ცივილიზაციის
მასშტაბებში გაიაზრება. ო. ანდერლეს სიტყვით, კვლევის მიზნად იქცევა არა იმის გარკვევა, თუ
რა ხდებოდა, არამედ როგორ ხდებოდა, ანუ პროცესების წარმმართველი კანონზომიერებების
შესწავლა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვეუფლება იმის გამო, რომ ვიცით „სულ უფრო
მეტი სულ უფრო ნაკლების შესახებ“, საკმაოდ ვიცით რა „ხეების“ შესახებ, ცოტა რამ თუ ვიცით
„ტყეზე“. იზრდება ინტერესი ლოკალური ცივილიზაციებისადმი, რომელთა ურთიერთობა
არსებით გავლენას ახდენს მსოფლიო ისტორიულ პროცესზე. ინტერესის ზრდა
დაკავშირებულია, ერთი მხრივ, „ცივილიზაციათა შეჯახების“ მოლოდინთან, მისი საფრთხის
გაცნობიერებასთან, მეორე მხრივ - სწორხაზობრივი ცივილიზაციური მოდელების, მათ შორის,
მარქსისტული ფორმაციული თეორიის კრიტიკასთან.
ამდენად, ცივილიზაციის ფენომენისადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია როგორც
წმინდა აკადემიური, ასევე პრაქტიკული ინტერესით.
ტერმინ „ცივილიზაციის“ დამამკვიდრებლის პატივს დღემდე ერთმანეთს ეცილებიან
ფრანგები და ინგლისელები. ორივე ენაში ზმნა „civiliser“ to „civilize“ და ზმნიზედა“civiliser“ „to
civilize“ შესაბამის არსებით სახელზე ბევრად ადრე გაჩნდა.
იმ დროს, როცა წარმოიშვა ტერმინი „ცივილიზაცია“ ადამიანთა საზოგადოების ისტორიის
შემეცნება ემყარებოდა წარმოდგენას ერთიან და ერთგვაროვან საკაცობრიო ცივილიზაციაზე, და
არა რელატივისტურ თვალსაზრისს ეთნიკურ ან ისტორიულად არსებულ ცივილიზაციებზე.
მის საფუძვლად და სათავედ ცხადდებოდა დაგროვილი გამოცდილება, მიწის საკუთრება,
ადამიანის მიჯაჭვა მიწაზე, ვაჭრობა, სიმდიდრის დაგროვება ან რომელიმე სხვა ფაქტორი,
პირველ რიგში ადამიანის გონების სრულყოფა. ცივილიზაციის მახასიათებლებსა და
სათავეებზე კამათობდნენ, ხანდახან ცხარედაც, მაგრამ შეხედულება ცივილიზაციაზე, როგორც
საერთო-საკაცობრიო ფენომენსა და კაცობრიობის საერთო მომავალზე, ეჭვს არ იწვევდა.
შოტლანდიელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ა. ფერგიუსონმა (1723 -1816) პირველმა
გამოიყენა ცივილიზაციის ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის განსაზღვრული საფეხურის
აღსანიშნავად.
XIX საუკუნის დასაწყისში ისტორიის მონისტური ინტერპრეტაცია პლურალისტურმა
შეცვალა. ლ. ფევრის თანახმად, სიტყვა „ცივილიზაცია“ პირველად მრავლობით რიცხვში 1819
წელს იქნა გამოყენებული, რაც ცივილიზაციური წყობის მრავალფეროვნების აღიარების
დასაწყისი იყო. „მოგზაურობათა ეპოქაში“ დაგროვილმა მასალამ ცხადყო კულტურათა და
ცივილიზაციათა მრავალსახეობა მსოფლიოში, აგრეთვე მათი განვითარების სასრულობა. ლ.
ფევრის მოხდენილი ნათქვამით, „ადამიანებმა, რომლებმაც გამოიარეს რევოლუცია და იმპერია,
გაიგეს ის, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ მათ წინაპრებს; მათ გაიგეს, თანაც არა წიგნებიდან,
რომ ცივილიზაცია შეიძლება მოკვდეს“. მოგვიანებით ჟ. ა. დე გობინო წერდა: „ცივილიზაციათა
დაცემა ისტორიულ ფენომენთაგან ყველაზე უცნაური და, ამავე დროს, იდუმალებით მოცული
რამაა“.
მოგზაურთა, ლინგვისტთა, მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევით, ცნება ‘ცივილიზაციის“
შინაარსი გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა. რესტავრაციის ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა
ცივილიზაციის მეტ-ნაკლებად მწყობრ თეორიებს.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თანდათანობით ჩამოყალიბდა ცივილიზაციის რაობის
რადიკალურად განსხვავებული გაგება, რომლის თანახმად, ისტორიულ-ეთნოგრაფიული
მასალის მრავალფეროვნება ადასტურებს ცივილიზაციის ფორმათა მრავალგვარობას; არ
არსებობს საერთო საკაცობრიო ცივილიზაცია, როგორც განვითარების უმაღლესი საფეხური,
რომელსაც კაცობრიობის ერთმა ნაწილმა მიაღწია, მეორე კი მისკენ მიემართება. კაცობრიობის
სხვადასხვა ნაწილი განვითარების სხვადასხვა გზას გადის და არავითარი საერთო, საყოველთაო
ხაზი აქ არ არსებობს. საფუძველი ჩაეყარა ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიებს, რომელთა
წარმომადგენლები არ იზიარებენ კაცობრიობის საერთო პროგრესის იდეას. ეს თეორიები
წარმოადგენდა სავსებით ლოგიკურ რეაქციას ევოლუციონიზმსა და ევროპოცენტრიზმზე,
თუმცა ამ უკანასკნელთ, ცხადია, არსებობა არ შეუწყვეტიათ; შემდგომში ევოლუციონიზმისა
და, განსაკუთრებით, ნეოევოლუციონიზმის წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო
არგუმენტით სცადეს თავიანთი თვალსაზრისის განმტკიცება, ლოკალურ ცივილიზაციათა
თეორიების თანამედროვე ვერსიები კი მსოფლიოს ცივილიზაციური ხედვის სახით
ჩამოყალიბდა.
დღეს საუბარი შეიძლება ცივილიზაციის ცნების სამ ძირითად ინტერპრეტაციაზე: ლო-
კალურ-ისტორიული (ნ. დანილევსკი, ო. შპენგლერი, ა. ტოინბი, ს. ჰანთინგტონი და სხვ.).
დასახელებული მკვლევარები სხვადასხვა რაოდენობისა და სახელწოდების ცივილიზაციებს
ითვლიან და მათი ურთიერთობაც სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ, თუმცა მათ
აერთიანებთ ცივილიზაციის ერთგვაროვანი გაგება. ისტორიულ-სტადიური, რომელიც, ამა თუ
იმ კრიტერიუმზე დაყრდნობით, განარჩევს სხვადასხვა ტიპის ცივილიზაციებს: ზეპირ,
წერილობით, წიგნისა და ეკრანის; კოსმოგენურ, ტექნოგენურსა და ანთროპოგენურს ;
ტრადიციულსა და თანამედროვეს; ევოლუციურსა და ინოვაციურ ცივილიზაციებს და სხვ.
გვხვდება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა „შუბის ცივილიზაცია“, „მშვილდ-ისრის
ცივილიზაცია“ და ა. შ.
მსოფლიო-ისტორიული, რომლის თანახმად, ლოკალურ ცივილიზაციათა ურთიერთობის
გარკვეულ საფეხურზე ჩნდება მსოფლიო ისტორიის ფენომენი. ამ ინტერპრეტაციის ფარგლებში
თავსდება ცივილიზაციის გაგება როგორც კაცობრიობის ისტორიული განვითარების
საფეხურისა, რომელიც მოსდევს ველურობისა და ბარბაროსობის საფეხურებს (ლ. ჰ. მორგანი, ფ.
ენგელსი); საკაცობრიო ცივილიზაციის სამი ტალღის (აგრარული, ინდუსტრიული და
ინფორმაციული) კონცეფცია (უ. როსტოუ, დ. ბელი, ო. ტოფლერი); აგრეთვე კაცობრიობის
ისტორიული განვითარების სქემები, შემუშავებული კ. იასპერსისა და შ. იტოს მიერ.
ცივილიზაციის განსაზღვრის სირთულე რამდენიმე მომენტითაა განპირობებული. ჯერ
ერთი, რთულია თავად ცივილიზაციის შემადგენლობა. თითოეულ მათგანში მიმდინარეობს
დაძაბული შინაგანი ბრძოლა ბუნებრივი და ადამიანური რესურსებისათვის, ჰეგემონიისათვის
იდეოლოგიისა და რელიგიის სფეროში. ამასთან, ამ ბრძოლაში ცალკეული ჯგუფები თუ
კოალიციები ეძებენ გარეშე მხარდაჭერას ცივილიზებულ თანამოძმეთა წინააღმდეგ. ამის
მაგალითს იძლევა XX საუკუნის არაბულ-მუსლიმური ცივილიზაციის ისტორია.
გარდა ამისა, ცივილიზაციას შინაგანი დინამიკურობა ახასიათებს. ძველი თავისებურებანი
ქრება, ჩნდება ახალი. თავს იჩენს გარედან მოსული და შინაგანი იმპულსების, რაციონალიზმისა
და ტრადიციონალიზმის ურთიერთქმედების რთული პროცესი. იცვლება ცივილიზაციათა
საზღვრები. ისიც უნდა ითქვას, რომ ოიკუმენა არ იყოფა ცივილიზაციებად ნაშთის გარეშე. იგი
მოიცავს ცივილიზაციის მიღმა, ცივილიზაციათა შორის და ცივილიზაციათა თანხვედრის
არეალებსაც.
როგორც ჩანს, ამ სირთულეებითაა განპირობებული სკეპტიკური დამოკიდებულება
ცივილიზაციის კონცეფციებისადმი. ამერიკელი ისტორიკოსი ჰ. მორგენთაუ აღნიშნავდა, რომ
ეს კონცეფციები მოკლებულია ემპირიულ მკაფიობას, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ
უპირატესობა ენიჭება ისტორიის კვლევას უფრო პოლიტიკური და გეოგრაფიული, ვიდრე
ცივილიზაციური თვალსაზრისით, რადგან ისინი უფრო ექვემდებარება ემპირიულ შემოწმებას,
ვიდრე ცივილიზაცია. ფრანგი სოციოლოგი რ. არონი უფრო შორსაც მიდიოდა და წერდა:
პრობლემის არსი ისაა, რომ შეუძლებელია ვუპასუხოთ კითხვას - არსებობს თუ არა
ცივილიზაცია როგორც ისტორიული რეალობა, თუ იგი ისტორიულ ქიმერად უნდა მივიჩნიოთ.
და მაინც, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ინტერესი ცივილიზაციური
პრობლემატიკისადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამიტომ ცივილიზაციური თეორიის
საჭიროება ეჭვქვეშ ნაკლებად დგება.
ნუკლეარული ოჯახი: ცოლ-ქმრული წყვილისაგან შედგენილი ოჯახი, შვილებითა და
უშვილებოდ. სხვანაირად პატარა და მარტივ ოჯახსაც უწოდებენ. ორი ან რამდენიმე
ცოლქმრული ოჯახის გაერთიანებას კი დიდი ან რთული ოჯახი ეწოდება.
ოჯახი: ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან
ნათესაური ან საქორწინო ურთიერთობით და რომლებსაც ყოფაში აქვთ ერთობლივი
მეურნეობა. ოჯახი ნებისმიერი საზოგადოების სოციალური ერთეულია. ოჯახში ხდება
ბავშვების პირველადი სოციალიზაცია და აღზრდა.
პ: პატრიარქატი: ოჯახში, საოჯახო მეურნეობასა და საზოგადოებაში მამაკაცის
დომინირებული მდგომარეობა. წარმოიქმნა პირველყოფილ-თემური საზგადოების დასკვნით
ეტაპზე.
საზოგადოება: 1. ადამიანთა ერთობლივი მოქმედების ისტორიულად ჩამოყალიბებული
ფორმის სოციოკულტურული სისტემა; 2. ადამიანთა დიდი ჯგუფი მტკიცე სოციალური
საზღვრებით, რომლებიც გაერთიანებული არიან რაიმე ერთიანი მიზნით. ტერმინი `საზო-
გადოება~ მრავალმნიშვნელოვანია. ეთნიკური ერთობებისა და ეთნორასობრივი ჯგუფების
მიმართ ტერმინ `საზოგადოებას~ ჩვეულბრივ არ გამოიყენებენ.
ხ: ხალხი (ეთნოსი) - ხალხი ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფია,
რომლის წევრებიც ერთმანეთთან ტერიტორიით, ენითა და კულტურითაა დაკავშირებული.
ჩვენი პლანეტის ხალხები _ ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები, რუსები, უკრაინელები,
ბელორუსები, პოლონელები, ქართველები, სომხები და სხვები როგორც დამოუკიდებელი
ეთნოსები ისე უნდა განვიხილოთ. შემთხვევითი არაა თავად მეცნიერებაც, რომელიც ხალხებს,
მათ ყოფასა და კულტურას სწავლობს, `ეთნოლოგიად" (/`ეთნოგრაფიად") რომ იწოდება, რაც
სიტყვა-სიტყვით `ხალხის აღწერას" ნიშნავს. ბევრ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ეთნოლოგია
(/ეთნოგრაფია) ისტორიული მეცნიერებაა. ამის გამო იგი უბრალოდ ხალხის აღწერით არ
შემოიფარგლება და ცხოვრების წესს, მის ყველა თავისებურებას, კულტურულ გამოვლინებებს
ისტორიულ განვითარებაში სწავლობს. ასევე, ეთნოლოგია დაინტერესებულია ხალხის
წარმოშობის _ ეთნოგენეზის პრობლემით, კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში
ხალხთა შორის ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთგავლენის ანალიზით.

სხვადასხვა ხალხის ენაზე სიტყვა `ხალხი" (ინგლისურად, რუსულად........) სხვადასხვა


მნიშვნელობით გამოიყენება. თუ ჩვენ ვამბობთ თუ `რა ბევრი ხალხია", მაშინ უბრალოდ
ადამიანთა დიდი ჯგუფი გვაქვს მხედველობაში. სხვა მნიშვნელობით ეს სიტყვა სხვადასხვა
ხასიათის გამოთქმებშიც ხშირად გვხვდება. მაგალითად, `ამერიკელი ხალხი", `ფრანგი ხალხი",
`ინდიელი ხალხი". ჩვენ უკვე ამ სიტყვაში ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეებს გულისხმობთ.
ამერიკელ ხალხში _ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს, ფრანგ ხალხში _
საფრანგეთის მოქალაქეებს...

სიტყვა `ხალხი" ყოველდღიურობაში მრავალი გაგებით გამოიყენება. როცა ჩვენ


ვლაპარაკობთ რუსი ხალხის შესახებ, მაშინ მხედველობაში გვაქვს ადამიანთა ის დიდი ერთობა,
რომლის წევრებიც თავს რუსად თვლის, თუმცა ბევრი ნიშნით მსგავსი ისტორიული
განვითარების ერთობისაგან განსხვავდებიან. ამავე აზრით ვხმარობთ ჩვენ გამოთქმებს:
`უკრაინელი ხალხი", `პოლონელი ხალხი", `ინგლისელი ხალხი", `ბელორუსელი ხალხი",
`ქართველი ხალხი", `სომეხი ხალხი"... ცხადია, ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ხალხს
ეკუთვნიან, შესაძლოა იმავდროულად მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფსაც
ეკუთვნოდნენ, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ
არც თუ ისე რუსი, უკრაინელი, ბელორუსი და განსაკუთრებით სომეხი ამჟამადაც
საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მაგალითად, რუსების რაოდენობა 30 მილიონზე მეტ ადამიანს
აღწევს. თანამედროვე რუსეთში მათი რიცხვი დაახლოებით 129 მილიონით განისაზღვრება.
ამერიკაში თითქმის მილიონი რუსია დასახლებული, მათგან 800 ათასი ადამიანი ამერიკის
შეერთებული შტატების მოქალაქეა, ევროპის სხვადავროპის სხვადასხვა ქვეყანაში _ 150 ათასი,
აზიაში _ 52 ათასი, ავსტრალიაში _ 16 ათასი. სომხები დედამიწის ზურგზე დაახლოებით 4, 2
მილიონ ადამიანს აღწევს. ყოფილ საბჭოთა კავშირში 3 მილიონზე მეტი სომეხი ცხოვრობდა.
სომეხი ეთნოსის დანარჩენი ნაწილი აზიის _ სირიაში, ირანში, ლივანში, თურქეთში ისე,
როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია განსახლებული. ეს ვითარება დღესაც რეალობას
წარმოადგენს. მაგალითად, სამხრეთ-აფრიკულ რესპუბლიკაში მუდმივად ცხოვრობს 30 ატასი
სომეხი. 37 მილიონიანი პოლონელებიდან პოლონეთსა და ევროპაში 32 მილიონზე მეტი
ადამიანი სახლობს, დანარჩენები ამერიკაში, ავსტრალიაში, რუსეთში არიანგანსახლებულნი.
დედამიწაზე ინგლისელები თითქმის 50 მილიონია, მაგრამ მათგან დიდ ბიტანეთში
დაახლოებით 45 მილიონი ცხოვრობს. დანარჩენები სხვადასხვა რეგიონებშია მიმოფანტული.
განსაკუთრებით ბევრია ინგლისელები სამხრეთ-აფრიკულ რესპუბლიკებში, სადაც მათი
რიცხვი 1,3 მილიონზე მეტს აწარბებს. ამერიკის შეერტებულ შტატებსა და კანადაში 600 ათასი.
ამ ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ ღვიძლ ხალხთან
კუთვნილებას დღესაც აცნობიერებენ.

ყოველდღიურობაში არსებობს ისეთი გამოთქმები, როგორიცაა `ხალხური" და `სახალხო".


ტერმინ `ხალხურისა" და `სახალხოს" («народность»/«народный») მნიშვნელობის
დადგენისათვის შესაძლებელია ზოგი გამოთქმა დაგვეხმაროს. მაგალითად, `სახალხო
ფრონტი", რაც ამა თუ იმ ქვეყანაში პროგრესული პარტიისა და ორგანიზაციათა გაერთიანებით
დემოკრატიისათვის ბრძოლას ნიშნავს (ჩებოქსაროვი, ჩებოქსაროვა, 1971).

ტერმინ `ხალხის" გვერდით ხშირად იხმარება გამოთქმა `ეთნიკური ერთობა". პირველი


გაგება უფრო ფართო ჩანს, ვიდრე მეორე. `ეთნიკური ერთობა" შეიძლება იმ ხალხთა ჯგუფს
ვუწოდოთ, რომლებიც ერთმანეთთან ახლოსაა ენითა და კულტურით და ნაწილია იმ ხალხისა,
რომელსაც ცნობილი ენობრივი და კულტურული თავისებურებები გააჩნია. მაგალითად, რუსი
ხალხი, უეჭველად, მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ ეთნიკურ ერთობას წარმოადგენს. ამავე
დროს სლავი ხალხები რუსების ჩათვლით მონათესავე ენისა და კულტურის მრავალი მსგავსი
ფორმით გარკვეულ ეთნიკურ ერთობას წარმოადგენს. და ბოლოს, შესაძლებელია ეთნიკური
ერთობა ვუწოდოთ რუსების ცალკეული ოლქის იმ ჯგუფებს, რომლებიც კულტურულ-ყოფითი
ელემენტებით განსხვავდებიან და რუსული ენის ადგილობრივ დიალექტებზე საუბრობენ _
დონის კაზაკები, თეთრიზღვისპირეთის პომორიელები... ამგვარი ლოკალური ეთნიკური
ერთობის აღსანიშნავად, აგრეთვე, ტერმინი `ეთნოგრაფიული ჯგუფი" გამოიყენება.

სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში ეთნიკური ერთობები ერთმანეთისაგან


მნიშვნელოვანწილად განსხვავდებოდნენ. პირველყოფილ საზოგადოებას ტომობრივი
დაჯგუფება ახასიათებდა, რომელიც ლოკალური ჯგუფის ფარგლებში რამდენიმე გვარისაგან
შედგებოდა. ტომში გვარის თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ გვარში შემავალი ყველა
ადამიანი თავს ერთი წინაპრისაგან წარმოშობილად და გამრავლებულად თვლიდა და
სისხლისმიერ ნათესაობას აღიარებდა. პირველყოფილი საზოგადოებისათვის ნიშანდობლივი
სისხლით ნათესაობითი კავშირი ასეთ მთლიანობას ეთნიკური ერთობისაგან განასხვავებს.
შემდეგში, ტერიტორიულ ერთობაში სისხლისმიერი კავშირები რეალიზდება ცალკეული
ოჯახის მიერ მოწყობილ მეურნეობაში, რომელიც ტემში, უფრო ზუსტად, სასოფლო თემში იყო
წარმოდგენილი. რუსულ ეთნოლოგიაში ასეთ პირობებში განვითარებულ ხალხს народность-ს
უწოდებენ. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ხალხთა ისეთი ერთობები, რომელთაც `ერი"
(/`ნაცია") ეწოდება. ადამიანთა ამ ტიპის გაერთიანება მათ სახელმწიფოებრიობაში არსებობას
უნდა გულისხმობდეს. ერი (/ნაცია) ეთნიკური ერთობებიდან აღმოცენდა, რომელსაც
ტერიტორიული სივრცე, ენა, კულტურის სპეციფიკური თავისებურებები ახასიათებდა.
მისთვის ნიშანდობლივი იყო ეკონომიკური მთლიანობა - ეკონომიკური კონტაქტები,
სამეურნეო კავშირურთიერთობა დაფუძნებული შიდა ნაციონალურ ბაზარზე.

You might also like