You are on page 1of 3

ცილები

რაოდენობით და მნიშვნელობით ორგანული ნივთიერებიდან პირველ


ადგილზეა ცილები.ცილა პოლიმერია,მას პოლიპეპტიდსაც უწოდებენ,ის
შედგება მრავალი ერთმანეთის მსგავსი განმეორებადი
უბნებისაგან,რომელსაც მონომერი ეწოდება,ცილის მონომერი
ამინომჟავაა.ცილის აგებულკებაში მონაწილეობს 20 ამინომჟავა,მათ
ჯადოსნურ ამინომჟავებს უწოდებენ,რადგან მათი სხვადასხვა
კომბინაციით უამრავი ცილა მიიღება(როგორც ანბანის 33 ასოსგან
მიიღება უამრავი სიტყვა).აქედან 6 ამინომჟავა
შეუცვლელია.ამინომჟავები ერთმანეთის მსგავსნი არიან კარბოქსილის
(COOH) და ამინ (H2N) ჯგუფებით.
ხოლო ერთმანეთისგან რადიკალებით განსხვავდებიან. ყველა ცილა
წყალბადის, ჟანგბადის, ნახშირბადისა და აზოტის ატომებისგან შედგება.
რადიკალების შემადგენლობაში კი ასევე შეიძლება იყოს გოგირდის,
რკინის და სხვა ატომები. ამინომჟავების თვისებებიც მათი რადიკალების
თვისებებზეა დამოკიდებული. ზოგი ამინომჟავას რადიკალი
ჰიდროფობურია, ზოგის - ჰიდროფილური, ზოგის - დადებითად
დამუხტული, ზოგის კი - უარყოფითად. ცილები რიბოსომებზე
წარმოიქმნება. აქ მათი პირველადი სტრუქტურა ანუ პოლიპეპტიდური
ჯაჭვი (ძაფისებრი სტრუქტურა) წარმოიქმნება.ამინომჟავები ერთმანეთს
უერთდებიან შემდეგი წესით.ერთი ამინომჟავას ამინ ჯგუფს სცილდება
OH-ის უარყოფითი,მეორე ამინომჟავას ამინ ჯგუფს სცილდება
წყალბადიონი H-ის დადებითი და მიიღება წყალი,ხოლო
გამონთავისუფლებული ვალენტობის ხარჯზე მყარდება კოვალენტურ
პეპტიდური ბმა ნახშირბადისა და აზოტის ატომებს შორის. ცილის
პირველად სტრუქტურას ცილის ფორმულასაც უწოდებენ,რადგან ის
განსაზღვრავს ცილის რაობას.
ცილას აქვს 4 სტრუქტურა. 1 პირველად სტრუქტურაში გვაქვს
პეპტიდური ბმები.პეპტიდური ( CO_ NH ) ბმა მტკიცე
კოვალენტური ბმაა,სწორედ ამიტომ ცილის პირველადი სტრუქტურა
ყველაზე მტკიცეა.5 ამინომჟავის გადაბმით წარმოიქმნება 4 პეპტიდური
ბმა და მიიღება 4 მოლეკულა წყალი,100 ამინომჟავის გადაბმით
გამოიყოფა 99 მოლეკულა წყალი და წარმოიქმნება 99 პეპტიდური ბმა.

ძაფი შემდეგ სპირალურად იხვევა. სპირალში ხვეულები სუსტი


წყალბადური ბმებით ფიქსირდება და წარმოიქმნება ცილის მეორეული
სტრუქტურა. წყალბადური ბმები სუსტი ბმებია,მაგრამ მრავალჯერ
გამეორების შემთხვევაში მიიღება მყარი სტრუქტურა,წყალბადური
ბმები ისევ კარბოქსილისა და ამინჯგუფების ნაშთებს შორისმყარდება.
სპირალი კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ძაფის გორგალივით იხვევა და
ცილის მესამეულ სტრუქტურას წარმოქმნის. მის ფიქსაციაში
ამინომჟავათა რადიკალები მონაწილეობენ, რომლებიც სპირალის გარეთ
არიან მიმართული. რადიკალებს შორის ჰიდროფობური ბმები
ყალიბდება. მესამეული სტრუქტურის წარმოქმნისთვის აუცილებელია
წყალი. მესამეულ სტრუქტურაში ასევე გვხვდებაS-S ანუ სულფიდური
ბმები. ზოგიერთ ცილაში მესამეული სტრუქტურის მქონე რამდენიმე
გორგალი ერთიანდება და ცილის მეოთხეულ სტრუქტურას ქმნის.
ცილის მეოთხეული სტრუქტურა გვხვდება ცილა ინსულინში და
ჰემოგლობინში.
ცილა სპეციფიკურ ფუნქციებს მხოლოს მესამეულ ან მეოთხეულ
სტრუქტურაში იძენს. ცილის მეორეულ, მესამეულ და მეოთხეულ
სტრუქტურებს სუსტი ბმები აფიქსირებს. სხვადასხვა ფიზიკური ან
ქიმიური ფაქტორის ზემოქმედებით ისინი ადვილად წყდება და ცილა
პირველად სტრუქტურას უბრუნდება. ამ პროცესს დენატურაცია
(უფერმენტო რეაქცია) ეწოდება. მაშინ, როდესაც ფაქტორის
ზემოქმედების შედეგად პირველადი სტრუქტურა დაუზიანებელი
დარჩა, ცილა ისევ აღიდგენს მისთვის დამახასიათებელ ფორმასა და
თვისებებს - რენატურირდება ცილის დენატურაცია საფუძვლად
უდევს უჯრედის უნიკალურ თვისებას_ გაღიზიანებადობას( ცილის
სასიგნალო ფუნქცია)
სხვადასხვა სახის ცილის მოლეკულები ერთმანეთისგან განსხვავდება
1. ამინომჟავური შედგენილობით;
2. ამინომჟავათა საერთო რიცხვით;
3. მოლეკულაში ამინომჟავათა თანმიმდევრობით.
1.პირველად სტრუქტურა ში გვაქვს პეპტიდური ბმა
2.მეორეულ სტრუქტურაში გვხვდება სუსტი წყალბადური ბმა
3.მესამეულ სტრუქტურაში გვხვდება ჰიდროფობური ბმები და S-S ბმა
ანუ სულფიდური ბმა.

You might also like