You are on page 1of 2

ნახშირწყლებს შაქრებსაც უწოდებენ.

ნახშირწყლები იყოფა მარტივ და რთულ


ნახშირწყლებად. მარტივი ნახშირწყლებია: გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა (ჭარხლის
შაქარი - გლუკოზა+ფრუქტოზა), ლაქტოზა (რძის შაქარი - გლუკოზა+გალაქტოზა), მალტოზა
(გლუკოზა+გლუკოზა), გალაქტოზა, რიბოზა, დეზოქსირიბოზა. მარტივ ნახშირწყლებში
წყალბადის ატომების რაოდენობა ორჯერ აღემატება ჟანგბადის ატომების რაოდენობას,
აქედან წარმოდგება ამ ნივთიერების სახელწოდებაც. მარტივი ნახშირწყლები მარტივი
ნივთიერებებია, რომელთაც აქვთ ტკბილი გემო და წყალში კარგად იხნსებიან. ორი მარტივი
ნახშირწყლისგან წარმოქმნილ ნახშირწყალს დისაქარიდი ეწოდება, სამი მარტივი
ნახშირწყლისგან წარმოქმნილ ნახშირწყალს ტრისაქარიდი და ა.შ. როდესაც ნახშირწყლებში
მონომერების რაოდენობა 7-მდეა ან 7-ია, მიიღება მარტივი ნახშირწყლები, რომელთაც
ოლიგოსაქარიდებადაც მოიხსენიებენ. ნახშირწყლებში მონომერების რაოდენობის
ზრდასთან ერთად იკლებს ტკბილი გემო და წყალში ხსნადობა. მაგალითად, გლუკოზა
მხოლოდ ერთი მონომერისგან შედგება, ხოლო საქაროზა ორი მონომერისგან
(გლუკოზა+ფრუქტოზა), გლუკოზა უფრო ტკიბილია და წყალში უკეთ იხსნება. საქაროზა
იგივე ჭარხლის შაქარია, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ. მარტივი
ნახშირწყლების ფორმულაა CnH2nOn. მარტივი ნახშირწყლები რთული ნახშირწყლების
მონომერებია, რადგან რთული ნახშირწყლები, ანუ პოლისაქარიდები (მეორე ბიოპოლიმერი
უჯრედში) სწორედ მარტივი ნახშირწყლებისგანაა აგებული. ცელულოზა რთული
ნახშირწყალია. იგი მცენარეული უჯრედის სტრუქტურული ნახშირწყალი, უჯრედის
კედლის ძირითადი შემადგენელი ნივთიერებაა. გლიკოგენი ცხოველური უჯრედის
სტრუქტურული ნახშირწყალია, ვინაიდან იგი გლიკოკალიქსს, მემბრანის გარეთა შრეს,
წარმოქმნის ცხოველურ უჯრედებში. გლიკოგენი ასევე სამარაგო ნახშირწყალია როგორც
ცხოველურ, ისე სოკოს უჯრედებშიც, იგი ცხოველურ ორგანიზმებში ღვიძლსა და კუნთებში
მარაგის სახით გროვდება. ამის გამო მას ცხოველურ სახამებელსაც უწოდებენ. სახამებელი
მცენარეული უჯრედის სამარაგო ნახშირწყალია, იგი მარცვლების სახით გვხვდება
მცენარეული უჯრედის ციტოპლაზმაში, ქლოროპლასტების სტრომაში, ქრომოპლასტებსა და
ლეიკოპლასტებში. ქიტინი სოკოს უჯრედის სტრუქტურული ნახშირწყალია, იგი
ერთადერთი აზოტშემცველი ნახშირწყალია. მას ტყავისებრი კონსისტენცია აქვს. ქიტინი
ასევე გვხვდება ფეხსახსრიანების გარეთა ჩონჩხში და მის შიგნით მდებარე რბილ ქსოვილებს
იცავს. კიბოსნაირების ქიტინოვანი საფარველი კალციუმის კარბონატითაა გაჟღენთილი და
მაგარ ჯავშანს წარმოქმნის. მურეინი ბაქტერიებისა და ციანობაქტერიების კედლის
სტრუქტურული ნახშირწყალია. ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ნახშირწყლები ასრულებენ
სტრუქტურულ, იგივე სამშენებლო, იგივე დამცველობით ფუნქციას. მათ გააჩნიათ სამარაგო
ფუნქცია. ნახშირწყლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ენერგეტიკული ფუნქცია.
1გ გლუკოზის დაშლის შედეგად უჯრედში 17.6 კჯ ენერგია თავისუფლდება. ნახშირწყალი
უზრუნველყოფს უჯრედს ენერგიის უდიდესი ნაწილით. ნახშირწყლების დაშლის პროცესი
სხვადასხვა უჯრედში სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობს. იმ უჯრედებში, სადაც უფრო
დიდი რაოდნეობით ენერგიაა საჭირო, შესაბამისად, ნახშირწყლები უფრო აქტიურად
იშლება. მაგალითად, ნეირონების ძირითადი ენერგეტიკული წყარო სწორედ გლუკოზაა.
სახამებლის, გლიკოგენისა და ცელულოზას მონომერები მხოლოდ გლუკოზაა და მათი
დაშლის შედეგად მხოლოდ გლუკოზა გამოიყოფა. ამრიგად სამშენებლო ნახშირწყალია:
ცელულოზა-მცენარეებში,ქიტინი- ფეხსახსრიანებსი დაკიბოსნაირებში,მურეინი-
ბაქტერიებში. სამარაგო ნახშირწყალია; მცენარეებში სახამებელი,ცხოველებში-
გლიკოგენი,რომელიც გროვდება ღვიძლსა და კუნთებში მარაგის სახით.

You might also like