You are on page 1of 10

კავკასიის საერთაშორისო

უნივერსიტეტი

საგანი: ბიოქიმია
თემა: ნახშირწყლები
ლექტორი: ნანა თევზაძე
სტუდენტი: ნია ტუღუში

2020 წელი
ნახშირწყლები
ბიოლოგიური
მოლეკულებია, რომლებიც
ნახშირბადის, წყალბადისა
და ჟანგბადისგან შედგება.
ელემენტების პროპორცია
დაახლოებით ასეთია: ერთი
ნახშირბადის ატომი (C) ერთი
წლის მოლეკულაზე (H2O)

ნახშირწყლების ჯაჭვები სხვადასხვა


სიგრძისაა. ბიოლოგიურად
მნიშვნელოვანი ნახშირწყლების სამი
კატეგორია არსებობს: მონოსაქარიდები,
დისაქარიდები და პოლისაქარიდები.
მონოსაქარიდბეი მარტივი
შაქრებია, მონოსაქარიდებში
ჟანგბადის ატომების
უმეტესობა ჰიდროქსილის (OH)
ჯგუფებში შედის, მაგრამ ერთ-
ერთი მათგანი კარბონილის ( C
= O ) ჯგუფის ნაწილაკია.

კარბონილის ( C = O ) ჯგუფის პოზიცია


შეიძლება გამოვიყენოთ შაქრების
კატეგორიებად დაყოფისთვის
შაქრების დასახელება
ხშირად მათში შემავალი
ნახშირბადის ატომების
რაოდენობებს ეფუძნება:
1.ტრიოზა - სამი
ნახშირბადი
2. პენტოზა - ხუთი
ნახშირბადი
3.ჰექსოზა -ექვსი
ნახშირბადი
დისაქარიდებია როცა ორი მონოსაქარიდი ერთმანეთს
დეჰიდრატაციის რეაქციის შედეგად უკავშირდება. ამ პროცესში,
ერთი მონოსაქარიდის ჰიდროქსილის ჯგუფი უერთდება მეორეს
წყალბადს, შედეგად, თავისუფლდება წყლის მოლეკულა და იქმნება
კოვალენტური ბმა — გლიკოზიდური ბმა.

ამ სურათზე მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს


გლუკოზასა და ფრუქტოზას მონომერების
შეერთებას დეჰიდრატაციის რეაქციის მეშვეობით,
რათა წარმოიქმნას საქაროზა - ის დისაქარიდი,
რომელსაც სუფრის შაქრის სახელით ვიცნობთ
გლიკოზიდური ბმებით დაკავშირებულ მონოსაქარიდების
გრძელ ჯაჭვს ჰქვია პოლისაქარიდი.

სახამებელი, გლიკოგენი, ცელულოზა და ქიტინი ცოცხალი


ორგანიზმებისთვის მნიშვნელოვანი პოლისაქარიდების
მაგალითებია.
“ არსებობს პოლისაქარიდების ორი ტიპი

. სამარაგო პოლისაქარიდები

.

სტრუქტურული პოლისაქარიდები

სამარაგო პოლისაქარიდები
სახამებელი შაქრების სამარაგო ფორმაა მცენარეებში და
ორი პოლისაქარიდის, ამილოზასა და ამილოპექტინის
ნაზავია

სტრუქტურული პოლისაქარიდები
ენერგიის დამარაგება პოლისაქარიდების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფუნქციაა, მაგრამ მათ კიდევ ერთი მთავარი როლი
აკისრიათ: სტრუქტურის წარმოქმნა
სახამებელში გლუკოზას მონომერები α
ფორმით არსებობს და ისინი ერთმანეთს
ძირითადად 1-4 გლიკოზიდური ბმებით
უკავშირდება.

ამილოზა დაუტოტავი ჯაჭვებისგან შედგება


ამილოპექტინი დატოტვილი პოლისაქარიდია
ამილაზასა და ამილოპექტინის დაკავშირების
თავისებურების გამო გლუკოზის ჯაჭვები
ძირითადად სპირალურ სტრუქტურას ქმნიან
სტრუქტურული პოლისაქარიდის მაგალითად
შეგვიძლია მოვიყვანოთ ცელულოზა, მაგალითად,
მცენარეული უჯრედის კედლის მთავარი
კომპონენტია

ცელულოზას β გლიკოზიდური
ბმები ადამიანის
მომნელებელი სისტემის მიერ
ვერ ირღვევა, ანუ,
ადამიანებს ცელულოზას
გადამუშავება არ შეგვიძლია
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like