You are on page 1of 4

უჯრედის ქიმიური კომპონენტები

ატომი უმცირესი ნაწილაკია, რომელიც ელემენტის ქიმიური თვისებების მატარებელია.


ნივთიერების თვისებები დამოკიდებულია მის შემადგენელ მოლეკულებში ატომთა
ურთიერთობასა და მათ შორის არსებული მბის ხასიათზე. .ატომური და მოლეკულური წონა =
ატომის ან მოლეკულის მასა/წყალბადის ატომის მასა. 1 დალტონი = 1 წყალბადის ატომის მასა.
ცოცხალი ორგანიზმის 96.5%-ია ნახშირბადი, წყალბადი, აზოტი და ჟანგბადი.

ატომთა შორის ურთიერთკავშირი

იონური ბმა - ატომი გადასცემს მეორეს ელექტრონს, კოვალენტური - ორი ატომი იზიარებს
ელექტრონულ წყვილს. ელექტრონთა ის რაოდენობა, რომელიც ატომმა უნდა გასცეს ან მიიერთის
გარე ელ შრის დასასრულებლად, ელემენტის ვალენტობის სახელითაა ცნობილი.

იონური ბმა ძირითადად ისეთ ელემენტებს შორის მყარდება, რომელთაც გარე ელ შრეზე 1 ან 2
ელექტრონი აქვთ ან გარსის დასასრულებლად 1 ან 2 ელექტრონი აკლიათ.

კოვალენტური ბმის წარმოქმნისას საერთო ელ წყვილი წარმოქმნის უარყოფით ველს. ატომების +


ბირთვები იზიდავენ - ელ.ებს, ერთმანეთს განიზიდავენ. ეს ძალები ერთმანეთს აწონასწორებენ
ბირთვებს შორის განსაზღვრულ მანძილზე, რომელსაც ბმის სიგრძე ეწოდება. ბმის სიმტკიცე
განისაზღვრება იმ ენერგიით, რომელიც საჭიროა მოცემული ბმის გასაწყვეტად.

ვან დერ ვაალსი

წყალი

წყლის მოლეკულის ატომებს შორის კოვალენტური ბმაა. წყლის ატომებს შორის წარმოიქმნება
წყალბადური ბმები. პოლარული ბმის შემცველი მოლეკულები, რომლებიც წყლის
მოლეკულებთად ურთიერთქმედებენ და მასში ადვილად იხსნებიან, ჰიდროფილურები არიან.
ჰიდროფობურ მოლეკულებს მუხტი არ გააჩნიათ, ვერ წარმოქმნიან წყალბადურ ბმებს.

 იონური ბმა - ელსტატიკური მიზიდულობა ორ, საპირისპიროდ დამუხტულ ატომს შორის.


 წყალბადური ბმა -პოლარული ურთიერთქმედების სპეციფიკური ფორმა, რომელშიც
დადებითად დამუხტული წყალბადის ატომი ნაწილობრივ საზიაროდაა განაწილებული ორ
უარყოფითად დამუხტულ ატომს შორის.
 ვან დერ ვაალსის მიზიდულობა
 ჰიდროფობური ძალა არაპოლარული ნაწილაკების უკუგდება წყალბადური ბმებით
გაერთიანებული წყლის მოლეკულების ქსელიდან.

უჯრედი ნახშირბადის შენაერთებისგან შედგება. მათ ორგანული მოლეკულები ეწოდებათ.

უჯრედი შეიცავს მცირე ორგანული მოლეკულების 4 ძირითად კლასს: ნახშირწყლებს, ცხიმოვან


მჟავებს, ამინომჟავებს და ნუკლეოტიდებს.

ნახშირწყლები

მონოსაქარიდების ზოგადი ფორმულა: (CH2O)n. გლუკოზის მოლეკულა შეიძლება გარდაიქმნას


სხვა, იმავე შემადგენლობის მონოსაქარიდად - მანოზად ან გალაქტოზად - OH ჯგუფის
ორიენტაციის შეცვლით.
შაქრები არსებობს ციკლური ან ღია ჯაჭვების სახით. ღია ჯაჭვის შემთხვევაში ისინი შეიცავს
რამდენიმე ჰიდროქსილს და ერთ ალდეჰიდს (H>C=O) ან კეტონს (>C=O).

შაქრები ერთმანეთს უკავშირდებიან და წარმოქმნიან პოლიმერს. OH ჯგუფების დაკავშირებისას


ხდება კონდენსაცია და გამოიყოფა წყლის ერთი მოლეკულა. კონდენსაციის რეაქცია შექცევადია,
ანუ მის შედეგად წარმოქმნილი ბმები შეიძლება ჰიდროლიზით დაიშალოს.

შაქრები ასრულებენ როგორც ენერგიის სამარაგო როლს, ასევე საყრდენ ფუნქციას (ცელულოზა,
ქიტინი). შედარებით მცირე ზომის ოლიგოსაქარიდები უკავშირდებიან ცილებს და ლიპიდებს
გლიკოპროტეინებისა და გლიკოლიპიდების წარმოქმნით.

ცხიმოვანი მჟავები

ცხიმოვანი მჟავები შედგება გრძელი ნახშირწყალბადური ჯაჭვისა და კარბოქსილის (-COOH)


ჯგუფისაგან. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებია მყარი მარგარინები, უჯერი - თხევადი მცენარეული
ზეთები. უჯრედებში ცხუმოვანი მჟავები ინახება ტრი/აცილ/გლიცეროლის ანუ ტრიგლიცერიდის
სახით. როცა ენერგიის მიწოდებაა საჭირო, ცხიმოვანი ჯაჭვები გათავისუფლდება
გლიცერინისაგან და ხდება მათი დაშლა ორ-ნახშირბადულ ერთეულებად. უჯრედში ცხიმოვანი
მჟავების ძირითადი ფუნქცია მემბრანის შენებაა.

ამინომჟავები, ნუკლეოტიდები წერია პირველ თავში!!!

უჯრედის მეტაბოლიზმი

უჯრედის მეტაბოლიზმში ფერმენტები მონაწილეობენ, მათ გარეშე რეაქციები ძალიან ნელა


წარიმართებოდა. როგორც კი მორჩება რეაქცია, რეაქციის პროდუქტი ხდება სხვა რეაქციის
სუბსტრატი, ანუ საწყისი ნივთიერება. უჯრედში მიმდინარეობს 2 ურთეირთსაპირისპირო
რეაქცია:

1. კატაბოლური რეაქციები - საკვები ნივთიერებების პატარა მოლეკულებად დაშლა


2. ანაბოლური (ბიოსინთეზური) რეაქციები - კატაბოლიზმით გამოყოფილი ენერგიის
გამოყენებით ახალი ნივთიერებების აწყობა.

ფოტოსინთეზის გზით მზის სინათლის ელექტრომაგნიტური რეაქცია უჯრედში ქიმიური ბმის


ენერგიად გარდაიქმნება. ფოტოსინთეზი 2 სტადიად იყოფა:

1. სინათლის სტადია - ქლოროფილის მოლეკულები შთანთქავენ მზის სინათლის ენერგიას და


დროებით ინახავენ. იხლიჩება წყლის მოლეკულა სინათლის ზემოქმედებით და
წარმოიქმნება მოლეკულური ჟანგბადი.
2. სიბნელის სტადია - ნახშირორჟანგისა და წყლისგან წარმოიქმნება შაქრები.

სინათლის ენერგია + CO2 + H2O = შაქრები + O2 + სითბური ენერგია

სუნთქვა

ჟანგვა (ოქსიდაცია) ერთი ატომიდან მეორეზე ელექტრონის გადაცემაა, აღდგენა - ელექტრონის


მიღება. მიუხედავად იმისა, რომ პროტონთან ერთად ელექტრონიცაა ჩართული ამ პროცესში,
ჰიდრირების (ჰიდროგენიზაციის) რეაქციები მიეკუთვნება აღდგენით, ხოლო დეჰიდრირების
(დეჰიდროგენიზაციის) რეაქციები ჟანგვით რეაქციებს.
მოლეკულა საჭიროებს აქტივაციის ენერგიას, რათა გადალახოს ენერგეტიკული ბარიერი,
რომელიც ბლოკავს იმ ქიმიურ რეაქციას, რომელიც მას უფრო სტაბილურ მდგომარეობაში
გადაიყვანს. ამ ენერგეტიკული ზღურბლის დაქვეითებას ემსახურებიან ფერმენტები. ფერმენტი
(კატალიზატორი) უკავშირდება სუბსტრატს და ამცირებს მის აქტივაციის ენერგიას.

აქტივირებული გადამტანი ანუ კარიერი მოლეკულები ენერგიას ინახავს ადვილად გაცვლადი


ფორმით. ამ მოლეკულებს კოფერმენტებსაც (კოენზიმებს) უწოდებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი
აქტივირებული მოლეკულებია ატფ, NADH და NADPH.

ატფ

ადფ + ფოსფატის ჯგუფი = ატფ. საჭიროების შემთხვევაში ატფ გასცემს ენერგიას ჰიდროლიზის
რეაქციის მეშვეობით. დარჩენილი ადფ გამოიყრნრბს ხელახალი ფოსფოლირების რეაქციაში.

საკვები - ენერგიის წყარო

ჟანგვითი ფოსფოლირება

საკვებში შემავალი მაკრომოლეკულების ბმის ენერგიას უჯრედები იყენებენ საწვავად.


ნახშირწყლების დაშლის საბოლოო პროდუქტები ნახშირორჟანგი და წყალია. საკვების
უტილიზაციის პირველი ეტაპი მათი ფერმენტული მონელებაა ნაწლავის სანათურში ან უჯრედის
შიგნით. მეორე ეტაპი უჯრედული კატაბოლიზმია. იწყება ციტოზოლში, მთავრდება
მიტოქონდრიაში მაშინ, რომცა მესამე ეტაპი უჯრედის ძირითადი ენერგეტიკული ფუნქციის
მატარებელ ორგანელაში მიმდინარეობს. მეორე ეტაპზე გლიკოლიზით გლუკოზა 2 მოლეკულა
პირუვატად გარდაიქმნება. ამ პროცესში ატფ და NADH წარმოიქმნება. პირუვატის თითოეული
მოლეკულიდან შემდეგში ნახშირორჟანგი და აცეტილის ჯგუფი მიიღება. აცეტილის ჯგუფი
კოენზიმ A-ს დაუკავშირდება და აცეტილ-CoA წარმოიქმნება. მესამე ეტაპი მიტოქონდრიაში
მიმდინარეობს. აცეტილ-CoA აცეტილის ჯგუფის დონორია. წარმოქმნილი ოქსალოაცეტატი
ჩაერთვება ლიმონმჟავას ციკლში და აცეტილის ჯგუფების დაჟანგვით მიიღება NADH. NADH-დან
გათავისუფლებული ელექტრონები მიტოქონდრიის შიდა მემბრანის ელექტრონ
მატრანსპორტილებელ ჯაჭვში გაივლიან, გამოყოფილი ენერგიით (ჟანგბადის თანაობისას)
სინთეზდება ატფ.

გლიკოლიზი უტილიზაციის მეორე ეტაპზე მიმდინარეობს. ეს ატფ-ის უჟანგბადო სინთეზია.


მიმდინარეობს ციტოზოლში. გლუკოზის უჟანგბადო დაშლისას მიიღება 2 მოლეკულა პირუვატი.
საწყის ეტაპზე 2 ატფ ჰიდროლიზდება, მოგვიანებით 4 სინთეზირდება. NAD+ სუბსტრატიდან
მიიერთებს ელექტრონს, აღდგება NADH-ის წარმოქმნით, სუბსტრატს ჟანგავს.

უჟანგბადობის პირობებში ატფ-ის სინთეზს დუღილი ეწოდება.

ლიმონმჟავას ციკლი - ტრიკარბოქსილური მჟავის ციკლი - კრებსის ციკლი. ამ ეტაპზე ჟანგვისას


მიიღება ნახშირორჟანგი და მაღალეერგეტიკული ელექტრონები NADH-ის სახით. ნახშირორჟანგი
გარემოში გამოიყოფა, NADH ელექტრონები გადაეცემა მიტოქონდრიის შიდა ზედაპირის
ელექტრონმატრანსპორტირებელ ჯაჭვს, საბოლოოდ მოლეკულურ ჟანგბადს უერთდება და
მიიღება წყალი. ამ დროს გამოთავისუფლებული ენერგიით ატფ სინთეზდება.

გარდა 3 მოლეკულა NADH-ისა, კრებსის ციკლში ერთი მოლეკულა FADH2 წარმოიქმნება.


ელექტრონების ტრანსპორტი ატფ-ის სინთეზის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საკვები
მოლეკულები ორგანიზმში სპეციალური სამარაგო ნივთიერებების სახით დეპონირდება. ესენია
ცხიმები, გლიკოგენი.

You might also like