You are on page 1of 1

მეტაბოლური რეაქციები არსებობს დაშლის და სინთეზის.

დაშლის რეაქციებს ეწოდება :


კატაბოლიზმი, დისიმილაცია და ენერგეტიკული ცვლა. სინთეზის რეაქციებს კი :
ასიმილაცია, ანაბოლიზმი და პლასტიკური ცვლა. დაშლის და სინთეზის რეაქციებს ერთად
ეწოდებათ - მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა. დაშლის რეაქციების დროს -
წარმოიქმნება ატფ, ხოლო სინთეზის რეაქციების დროს იხარჯება ატფ -ის ენერგია . ატფ
ანუ ადენოზინ ტრიფოსფორმჟავა ქიმიურად - ნუკლეოტიდია. შედგება 3 ფოსფატისგან ,
ნახშირწყალ რიბოზასგან და აზოტოვანი ფუძე - ადენინისგან. ატფ-ში ფოსფატებს შორის
ვხვდებით მაკროერგულ ანუ ენერგიით მდიდარ ბმებს(იგივე ფოსფოანჰიდრიდულ ბმებს ).
სწორედ ფოსფატის მოწყვეტის და აღნიშნული ბმის გახლეჩვის დროს გამოიყოფა ის
დიდი ენერგია, რაც ატფ-შია შენახული. 1 ფოსფატის ჩამოცილებით მიიღება
ადფ(ადენოზინ დიფოსფორმჟავა), 2 ფოსფატის მოცილებით - ამფ ანუ ადენოზინ
მონოფოსფორმჟავა.

ფოტოსინთეზი მიეკუთვნება პლასტიკურ ცვლას. ის მიმდინარეობს 2 ფაზად : სინათლის


და სიბნელის ფაზებად. სინათლის ფაზა მიდის მხოლოდ სინათლეზე და წარიმართება
ქლოროპლასტის თილაკოიდის მემბრანაში. აქ ჩაშენებულია ფოტოსისტემა , რომლის
შემადგენელი ნაწილია პიგმენტი ქლოროფილი. ქლოროფილის მოლეკულაზე მზის
სხივის დაცემის შემდეგ იგი გადადის აღგზნებულ მდგომარეობაში და კარგავს
ელექტრონს. ამავდროულად, ხდება მცენარის მიერ ფესვებიდან შეწოვილი წყლის
დაშლა ანუ ფოტოლიზი, რის შედეგადაც ვიღებთ წყალბადს და ჟანბადს. მოლეკულური
ჟანგბადი ატმოსფეროში გამოიყოფა, ხოლო წყალბადის ატომი თავის მხრივ ცალკევდება
პროტონად(H+) და ელექტრონად(e-). ქლოროფილის მიერ გაცემული ელექტრონი იწყებს
თილაკოიდის მემბრანაში ჩაშენებულ ცილებზე ,,გადახტომას“, ამ დროს იგი
გამოათავისუფლებს ენერგიას, რომელიც ხმარდება H+ ების ანუ პროტონების მემბრანის
საწინააღმდეგო მხარეზე გადასვლას. როცა ამ წყალბად-იონების კონცენტრაცია
გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, გაიხსნება ატფ-სინთეტაზას არხი , რომელშიც
აღნიშნული წყალბად-იონები მაღალი სიჩქარით გამოძვრებიან. მათი გამოძრომის
პროცესში ასევე გამოთავისუფლდება ენერგია, რომელიც უკვე ადფ-ის ფოსფატთან
დაკავშირებას და ატფ-ის წარმოქმნას ხმარდება. სტრომაში შემოსული პროტონები
იერთებენ ქლოროფილის მიერ გაცემულ ელექტრონს და მიიღება ისევ წყალბადის
ატომი. ხოლო თავის მხრივ ის წყალბადის ელექტრონი, რომელიც ჯერ კიდევ
ფოტოლიზის შედეგად მივიღეთ უერთდება ქლოროფილს და აუნაზღაურებს
ელექტრონულ დანაკარგს. ამით მთავრდება სინათლის ფაზა და მიიღება ჯამში შემდეგი
სამი პროდუქტი : H, O2 და ატფ. სიბნელის ფაზა მიდის უკვე სტრომაში. ამ დროს სინათლის
ფაზაში მიღებული ატფ-ის, ატმოსფეროდან ათვისებული CO2-ის და წყალბადის
გამოყენებით - გლუკოზა უნდა დასინთეზდეს. აღნიშნულ ბიოქიმიურ რეაქციას - კალვინის
ციკლი ეწოდება. სიბნელის ფაზა მიდის როგორც სიბნელეში, ისე სინათლეზე. სიბნელის
ფაზის ერთადერთი პროდუქტია - გლუკოზა. აღნიშნული გლუკოზა შემდგომში შეიძლება
გარდაიქმნას - სახამებლად, ცელულოზად, ლიპიდებად და ა.შ. ფოტოსინთეზის
შეჯამებული განტოლებაა: 6 CO2 + 6 H2O  C6H12O6 + 6 O2 .

You might also like