You are on page 1of 7

სპეციალობა-დიპლომირებული მედიკოსი-PBL- I კურსი

შუალედურის თემები
ზოგადი ბიოქიმია-ასოც.პროფესორი ი. ლომსიანიძე
1.რამდენი მოლეკულა ATP-სინთეზირდება სუნთქვით ჯაჭვში თუ აღდგენითი
პოტენციალი მიეწოდება NAD+ -ს.
პასუხი: 3მოლეკულა

2. α კერატინს შეიცავს.
პასუხი: თმის ეპითელი, ფრჩხილის ეპითელი

3. IgG-ის რომელ ფრაგმენტს შეუძლია პლაცენტური ბარიერის გადალახვა:


პასუხი: Fc

4. მეტასტაზირების დროს კიბოს უჯრედები ტოვებენ პირველად სიმსივნეს და იწყებენ


მეტასტაზირებას, რომელი ჯგუფის ცილები აძლევენ მიმართულებას ამ პროცესს:
პასუხი: გლიკოპროტეინები

5. იმუნოგლობულინის IgG-ის ფორმულაა.


პასუხი: L2H2

6. ზრდასრული ადამიანის ჰემოგლობინია:


პასუხი: HbA=ალფა2ბეტა2

7.სუნთქვითი ჯაჭვის ფერმენტებია:


პასუხი: პირიდინდამოკიდებული დეჰიდროგენაზები, ფლავინდამოკიდებული
დეჰიდროგენაზები, არაჰემინური რკინის შემცველი ცილები.
8.რა ხდება III საფეხურზე სუბსტრატის პროდუქტად გარდაქმნის დროს.
პასუხი: ეს საფეხური ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ფერმენტის აქტიური ცენტრის
კატალიზური ჯგუფები გააქტივებულ კომპლექსთან ადვილად შედის რეაქციაში და
იწვევს სუბსტრატის გარდაქმნას - სუბსტრატის მოლეკულაში არსებული ქიმიური
ბმების გაწყვეტას და ახალი ბმების წარმოქმნას.

9. ჰემოგლობინის დაძაბული T ფორმა მიიღება.


პასუხი: ალფა და ბეტა ჯაჭვებს შორის 8 მარილის ხიდაკის წარმოქმნით

10. ელასტინს ელასტიურობას ანიჭებს.


პასუხი: დესმოზინი

11. რამდენი ატომი ჟანგბადის შეერთება შეუძლია 1 მოლეკულა ჰემოგლობინს.


პასუხი: 4მოლეკულა

12. ჰემოგლობინის R კონფორმაციისათვის მისაღები დებულებებია.


პასუხი: Rფორმაში ჰემოგლობინის მოლეკულა მარილთა ხიდაკებს არ შეიცავს, უფრო
კომპაქტურია ვიდრე Tფორმაში, ჰემოგლობინის მოლეკულის ცენტრში
სუბერთეულების წყვილებს შორის არსებული არხის დიამეტრი მცირდება,
შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ჰემოგლობინის მოლეკულა „სუნთქავს“, ჟანგბადთან
დაკავშირების შედეგად იგი იკუმშება, ხოლო ჟანგბადის გამოთავისუფლების შედეგად
გაფართოვდება.

13.ზღვის ძუძუმწოვრებს წყალში დიდხანს შეუძლიათ ყოფნა, რომელი ტიპის ცილა


უზრუნველყოფს ჟანგბადით ორგანიზმის მომარაგებას.
პასუხი: მიოგლობინი

14.რომელი ცენტრებისაგან შედგება ფერმენტის აქტიური ცენტრი.


პასუხი: სუბსტრატული ცენტრი და კატალიზური ცენტრი.
15. დააკვირდით სქემას R-R+HOH⇄ R-H+R1-OH, რომელი კლასის ფერმენტები
აკატალიზებენ ამ ტიპის რეაქციებს.
პასუხი: ჰიდროლაზები

16.როდის კარგავს ცილა ბიოლოგიურ აქტივობას.


პასუხი: დენატურაციის შედეგად

17.ძვლის ორგანული ნივთიერებაა


პასუხი: კოლაგენი

მონიშნეთ ოქსიდორედუქტაზების კოფერმენტები


პასუხი: NAD+ NADP+ FMN FAD ლიპომჟავა უბიქინონი გლუტათიონი

18. რა დიაგნოზს დავსვამთ, თუ სისხლში ALAT-ის აქტივობაა მომატებული


პასუხი: ჰეპატიტი

19. თმების ორთქლით დამუშავების დროს თმა უფრო რბილი და ნაზი ხდება, რა ხდება
ამ დროს.
პასუხი: ამ დროს ალფა კერატინი დესტაბილიზირდება და უფრო გაშლილ,
ზიგზაგისებურ ფორმაში გადადის. მიიღება ბეტა კერატინი რომელშიც გაშლილი
ზიგზაგისებური პოლიპეპტიდური ჯაჭვი ერთმანეთის მიმართ პარალელურად არის
განლაგებული და ჯაჭვების სტაბილიზაცია ხდება მათ შორის წარმოქმნილი
წყალბადური ბმებით, რომელთა წარმოქმნაში ყველა პეპტიდური ბმა მონაწილეობს.

20. ლაქტატდეჰიდროგენაზას რომელი იზოზიმი გვხვდება მიოკარდიუმში და ერითრო-


ციტებში.
პასუხი: LDH1 LDH2
21. ორგანიზმში ანტიგენის მოხვედრისას IgG სინთეზირდება მხოლოდ 10 დღის
შემდეგ, რომელი იმუნოგლობულინი ასრულებს მის ფუნქციას მის სინთეზამდე.
პასუხი: IgM კლასის ანტისხეულები

22 . ლაქტატდეჰიდროგენაზას რომელი იზოზიმი გვხვდება ღვიძლში და ჩონჩხის


კუნთებში.
პასუხი: LDH4 LDH5

23. ეთილენგლიკოლით და მეთანოლით მოწამლული ავადმყოფის სამკურნალოდ


გამოიყენება დიდი რაოდენობით ალკოჰოლი, რა სახისაა ასეთი ინჰიბირება.
პასუხი: კონკურენტული ინჰიბირება

24. Hb-ის CO-თან დაკავშირების კოოპერატიულობა მეტია, ვინემ O2-თან რა სახის


ჰემოგლობინი მიიღება, თუ ჰაერში 0,2%-ია CO2.
პასუხი: HbCO2 კარბოჰემოგლობინი, HbCO კარბოქსიჰემოგლობინი, HbO2
ოქსიჰემოგლობინი

25.ინფექციური დაავადებების დროს ცილის კოეფიციენტი მცირდება იგი


განპირობებულია

26.როგორი ბმები მონაწილეობენ ES კომპლექსის წარმოქმნაში

პასუხი: ძირითადად სუსტი, არაკოვალენტური ბმები მონაწილეობენ, თუმცა ზოგ


შემთხვევაში კოვალენტური ბმებიც მონაწილეობენ და აგრეთვე შეიძლება
მონაწილეობდეს წყალბადური ბმები, ჰიდროფობური ურთიერთქმედება,
ელექტროსტატიკური ურთიერთმიზიდულობისა და ვენ-დერ-ვაალსის ძალები.
27.მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინია

პასუხი: HDL ალფა ლიპოპროტეინები

28.რა გზით ხვდება სუნთქვით ჯაჭვში ATP-ს სინთეზისათვის საჭირო ADP და


ფოსფორმჟავას ნაშთი

პასუხი: ციტოზოლიდან ცილა ტრანსლოკაზას დახმარებით

29.დაასახელეთ ის ანტიბიოტიკები რომლებიც მონაწილეობენ სუნთქვითი ჯაჭვის


გათიშვაში

პასუხი: 2,4-დინიტროფენოლი, დიკუმაროლი, დინიტროკრეზოლი

30.რამდენი ATP სინთეზირდება სუნთქვით ჯაჭვში, როცა აღდგენითი პოტენციალი


გადაეცემა NAD+

31. რომელი ფაქტორი განაპირობებს ჰომოლოგიური ცილების ერთნირ ფუნქციას

პასუხი: ინვარიაბელური ამინომჟავური ნაშთების დიდი რაოდენობა

32.რა ხდება შეუქცევადი ინჰიბირების დროს.

პასუხი: ინჰიბიტორი კოვალენტურად უკავშირდება ფერმენტის აქტიურ ცენტრს და


წარმოქმის სტაბილურ EL კომპლექსს. ფერმენტის აქტიური ცენტრის ინჰიბიტორით
ბლოკირების გამო ფერმენტის აქტივობა მცირდება ან მთლიანად ითრგუნება.
33.ფერმენტის აქტიურ ცენტრში სუბსტრატის დაკავშირებისათვის არასწორია
დებულებები

პასუხი: სუბსტრატი უკავშირდება ფერმენტის კატალიზურ საიტს.

34.მეტასტაზირების დროს კიბოს უჯრედები ტოვებენ პირველად სიმსივნეს და იწყებენ


მეტასტაზირებას, რომელი ჯგუფის ცილები აძლევენ მიმართულებას ამ პროცესს.

პასუხები: გლიკოპროტეინები

35.რით განსხვავდება ალოსტერული ცენტრი სუბსტრატული ცენტრისაგან.

1. სუბსტრატული ცენტრი აქტიური ცენტრის ნაწილია. 2. მასში ხდება სუბსტრატის


დაკავშირება. 3. არაკოვალენტურად. 4. იწვევს ფერმენტის კომფორმაციულ
ცვლილებას. 5. ფერმენტის აქტივობის მარეგულირებელი ცენტრი

36. დაასახელეთ კოლაგენის შემადგენლობაში შემავალი არაორგანული ნივთიერება

პასუხი: კალციუმის ფოსფატი, რომელიც ჰიდროქსილაპატიტის Ca10(PO)6(OH)2 სახით


არის ჩალაგებული ძვლებში

37. ჰექსოკინაზა უჯრედშიგა ფერმენტია, იგი აკატალიზებს ყველა ჰექსოზას ფოსფორი-


ლირების რეაქციას, რა სახისაა ეს სპეციფიკურობა:

38.როგორი ცილაა გლობულინი


პასუხი:გლობულინი არის სფერული, ელიფსოიდური ან თითისტარას ფორმის ცილა.
39.როგორი მუტაციის შედეგია ნამგლისებური ანემია
პასუხი: არაკონსერვატული მუტაცია

40. გალაქტოზემიის დროს ორგანიზმში აღინიშნება რძეში და რძის პროდუქტებში


არსებული გალაქტოზას გარდამქმნელი ფერმენტის დეფიციტი. რა სახისაა ეს
ენზიმოპათია.
პასუხი: ჰიპოგლიკემია.

You might also like