You are on page 1of 1

მოდიფიკაციური - გარემო ფაქტორების ზემოქმედებით მომხდარი

ცვლილებებია, რომლებიც არ ცვლის გენოტიპს. მაგ: კანის გარუჯვა, წითელყვავილიან


ფურისულას 30-35°C-ზე თეთრი ყვავილები უვითარდება, ცხენებს თუ ქერით კვებავენ, მათი
ბეწვი იძენს ბრწყინვალებას, თუ ძროხებს კარგად ვაჭმევთ, წველადობა გაიზრდება, თუ
ქათმებს კარგად ვაჭმევთ, კვერცხმდებლობა გაიზრდება. თუ მცენარე ბაბუაწვერას ფესვს
შუაზე გავყოფთ და ერთ ნახევარს ბარში დავრგავთ, ხოლო მეორე ნახევარს მთაში, მთაში
დარგულიდან დაბალი, პატარა ფოთლებიანი მცენარე განვითარდება, ხოლო ბარში
დარგულიდან მაღალი, დიდფოთლებიანი. ჰორტენზიას ყვავილების შეფერილობაზე
გავლენას ახდენს ნიადაგის მჟავიანობა - მჟავე ნიადაგში ლურჯი ყვავილები უვითარდებათ,
ხოლო ტუტე ნიადაგზე- ვარდისფერი. ყარყუმისებრი ბოცვერის ბეწვის შეფერილობაზე
გავლენას ახდენს ტემპერატურა. თაგვები მთაში ასვლისას ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში
ხვდებიან, ამიტომ მათ სისხლში ერითროციტების რაოდენობა იმატებს, რომელთა
რაოდენობა ჟანგბადის გადატანაა, ბარში ჩამოსვლისას ისევ იკლებს ერითროციტების
რაოდენობა.

ნიშან-თვისებები არსებობს 2 სახის: ხარისხობრივი და რაოდენობრივი. ხარისხობრივია,


რომლის აღწერაც შეიძლება, მაგალითად - ფერი. რაოდენობრივია, რომლის დათვლაც
შეიძლება, მაგ: კვერცხმდებლობა, მერძეულობა. გარემო ფაქტორების გავლენით
რაოდენობრივი ნიშნები უფრო ადვილად იცვლება ანუ მათი რეაქციის ნორმა ფართოა.

ნიშან-თვისების მოდიფიკაციური ცვალებადობის ფარგლებს - რეაქციის ნორმა ეწოდება.


მაგალითად ძროხის წველადობა კარგ პირობებში შეიძლება გავზარდოთ 5ლ -დან 10ლ-მდე,
მეტად ვერ გაიზრდება. ეს არის რეაქციის ნორმა.

მოდიფიკაციურ ცვალებადობას მიმართული ხასიათი აქვს, გააჩნია ადაპტაციური


მნიშვნელობა და ჯგუფური ხასიათი.

You might also like