You are on page 1of 29

ვაზის მიწისწვეშა მავნებლები

დასახელება-ფილოქსერა კვერცხის მდებელი მწერია განვითარებით 4


ფორმისაა:ფესვის ფილოქსერა, ფრთიანი, სქესიანი, ფოთლის ანუ
გალების მკეთებელი.
ევროპულ ჯიშებზე, რომლების დამყნობილია
ამერიკულ საძირეებზე აზიანებს მიწიქვეშა
ნაწილებს,გადიან განვითარების არასრულ ციკლს,
კვების ადგილის გარეშე.
ამერიკულ ვაზის სახეობებზე ფულოქსერა
ცხოვრობს ფესვებსა და ფოთლებზე და ავლენს
განვითარების სრულ ციკლს.
კვების ტიპი-მონოფაგი მავნებელი მუწნი პირის ორგანოთი.
გამრავლება-პართოგენეზური და სქესობრივი.ფილოქსერა 5-9 თოაბას
იძლევა. კვერცხიდან იჩეკება ორგვარი ფილოქსერა: 1-ჯაგრისებრი, 2-
მოკლე და გრძელხორთუმიანი. 1-ლი ფოთოლზე რჩება, 2-ე ფესვებზე და
იქ იძლევა თაობებს.
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-ნორჩი ფესვების დაზიანებისას მასზე
ვითარდება ნოდოზიტეტები. ის პირველად ყვითელია, შემდეგ მურა
ფერს იღებს, ბოლოს კი ჭკნება. ასეთი დაზიანებისას მოზარდი ფესვები
10-15 დღეში იღუპება. უფრო მსხვილი ფესვების დაზიანებისას, ჩნდება
ტუბეროზიტეტები, რომელიც ძლიერი დაზიანებისას მთელფესვებს
მოიცავს, შემდეგ კი მცენარის დაღუპვას იწვევს.
რას აზიანებს- არის ორის სახის ფილოქსერა ფოთლის და ფესვის. ფესვის
ფილოქსერა აზიანებს ვაზის ვესვთა სისტემას. ფოთლის ანუ გალების
მკეთებელი რომელიც აზიანებს ფოთოლს.
ბრძოლის ღონისძიებები:
 ფილოქსერგამძლე ვაზის საძირე-ამერიკულებიდან
გამძლეა:ბერლანდიერიX რიპარია, 420ა და420ბ, ხოლო
ქართულიდან(შედარებით) –ციცქა, ჩინური, რქაწითელი და მწვანე.
 ბრძოლის აგროტექნიკური მეთოდები:სადედეებში შემოდგომით
და გაზაფხულზე ლერწის აჭრის შემდეგ ვაზს კოკოლები
უკეთდება.
 ქიმიური მეთოედები გამოიყენება მაგრამ იშვიათად
უზრუნველყობს ფილოქსერას განადგურებას.
 დატბორვის მეთოდი.
 იაპონიაში საძირეებს ცხელი წყლით ამუშავებენ 40გრადუსზე
20წუთის განმავლობაში.
დასახელება-ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა
კვების ტიპი-პოლიფაგი მავნებელი
გამრავლება-მეზამთრეობიდან გამოდის10-12℃.
15-18℃ ტემპერატურაზე იწყებენ ინტენსიურ
კვებას, მას შემდეგ, რაც სამჯერ იცვლიან კანს,
მატლები გადადიან ჭუპრის ფაზაში(ივნისისI დეკადა). მატლის სრულ
განვითარებასჩვეულებრივ სჭირდება 3 წელი, ზოგჯერ კი 4-5 წელიც.
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-იწვევს მცენარის ზრდის შეჩერებას.
რას აზიანებს- აზიანებს ფესვებს განსაკუთრებით სანერგეებსა და
ახალგაზრდა ვენახებში. ვაზის 50% მარმარა ღრაჭას მატლებისგან
ზიანდება.
ბრძოლის ღონისძიებები: ვინაიდან ღრაჭას მატლები მასობრივად ლამიან
ნიადაგში არიან გავრცელებული, როგორც სანერგის, ისე ვენახის
გაშენების წინ საჭიროა ნიადაგის ზედაპირზე ამოყრილი მატლების
მოკრეფა და მოსპობა, გარდა ამისა, ხვნის, ბარვის, თოხნისა და
კულტივაციის დროს ჭუპრების შეგროვება და მოსპობა.
განსაკუთრებით კარგ ეფექტს მივიღებთ,თუ ამ ღონისძიებას აპრილ-
მაისში ჩავატარებთ, რადგან მატლები ამ დროს ნიადაგის ზედაპირთან
ახლოს იმყოფებიან;
ქიმიური ღონისძიებებიდან კარგ შედეგს იძლევა გრანულირებული
კონტაქტური ფოსფორორგანული პრეპარატების ან პრეპარატ
„მარშალის“ გამოყენება.
დასახელება-ტკაცუნა ანუ მავთულა ჭიები. ორი სახეობაა: ქართული და
ნათესის.
კვების ტიპი-პოლიფაგი
მავნებელია
გამრავლება-
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-
ქართული ტკაცუნა დიდი
მავნებლობით გამოირჩევა სანერგეებსა და ახალგაშენებულ ვენახებში,
სადაც ხშირად მცენარეთა 80-85%-ს ანადგურებს.
რას აზიანებს- მავნეობა მოაქვთ ძირითადად მატლებს, რომელთაც
მავთულისებრი ფორმის სხეული აქვთ, ისინი ცხოვრობენ ნიადაგში,
სადაც ღრღნით ანად-გურებენ დათესილ მარცვალს, ახლად ამოსულ
ყლორტებს ძირხვენებს, გორგლებს, ბოლქვებს, ფესვებს, ფესვის ყელს.
მავთულაჭიების მატლების მიერ წარმოშობილი ხვრელის გზით
იჭრებიან ლპობის გამომწვევი მიკრო-ორგანიზმები, რომლებიც მათ
გახრწნას იწვევენ. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ტენიან ნიადაგებს,
ამიტომ, უფრო მეტად არიან გავრცელებული დასავლეთ საქართველოში.
ბრძოლის ღონისძიებები: ტკაცუნას მატლების წინააღმდეგ
საბრძოლველად ახალგაშენებულ ვენახში უნდა გამოვიყენოთ ნიადაგში
შესატანი გრანულირებული კონტაქტური პრეპარატები
დასახელება-ხვატრები
კვების ტიპი-პოლიფაგი მავნებელია
გამრავლება-ხვატრების რიცხოვნობას
ამცირებენ მთელი რიგი
პარაზიტები,არახელსაყრელი ამინდები –
ხშირი წვიმები ან ხანგრძლივი გვალვა.
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-ხვატრების ყველა სახეობა ზამთრობს მატლის
სახით, კარადრინა კი –ჭუპრის სახით. მატლები მხოლოდ ღამით
ამოდიან ნიადაგიდან და მიწის ზედა ნაწილებს აზიანებენ. ხოლო
დღისით–ფესვებს და მიწისქვედა ყლორტებს, რის შემდეგაც სანერგეში
ვაზი სრულიად იღუპება.
რას აზიანებს- ხვატრებიდან ვახს აზიანებს შემოდგომის პურეულის
ხვატარი და კარადრინა.ზიანის მომტანია მატლი, რომელიც ახალ
ამოსულ მცენარეებს ნიადაგის ზედაპირთან ახლოს უღრღნის ღეროსა და
ფესვის ყელს. დაზიანებული მცენარე დანით გადაჭრილს მოგვაგონებს
და ადვილად იღუპება.
ბრძოლის ღონისძიებები: ახალგაშენებულ ვენახში უნდა გამოვიყენოთ
ნიადაგში შესატანი გრანულირებული კონტაქტური პრეპარატები.
დასახელება-მახრა ანუ ბოსტანა
კვების ტიპი-პოლიფაგი
გამრავლება-კვერცხის დება მიმდინარეობს მაისის
ბოლოს და ივნისის I დეკადაში. კვერცხის დების წინ
ის იკეთებს ბუდეს ნიადაგში სხვადასხვა სიღრმეზე.
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-დღის საათებს მახრა ნიადაგში ატარებს, ღამით
ნიადაგის ზედაპირზე გამოდის.ის ვერმიტანსმგვალვას. მახრას
რიცხოვნობის რეგულირებაში დიდ როლს ასრულებენ ხერხემლიანი
ცხოველები: კვერნა, მელია, ტურა, ღორიდასხვ.უფრო მეტი რაოდენობით
ანადგურებენ ფრინველები: რუხიყვავი, ჭილყვავი, ჩხიკვი, ყარყატი,
ყანჩა, ევზიყლაპია, ღაჭი, ბუკიოტი, დიდყურა, ბუ,ყაპყაპი, კვირიონი,
შავიძერა, კაკაჩი, მარჯანი, ზღვისკაჭკაჭი, გუგული,ქათამი, ინდაური,
ციცარი და სხვა.
რას აზიანებს- ძლიერ აზიანებს ვაზს როგორც სანერგეებში, ისე
ახალგაშენებულ ვენახებში. ანადგურებს კვირტებს(ნიადაგში), ფესვთა
სისტემას,ფესვის ყელს, შემდეგ ნორჩ ყლორტებს.
ბრძოლის ღონისძიებები:
მექანიკური მეთოდი ითვალისწინებს კვერცხის დების დამთავრების
შემდეგ გათოხნას და ბუდეების დაშლას.
ქიმიური საშუალებებიდან გამოიყენება გრანულირებული კონტაქტური
პრეპარატები ან პრეპარატ „მარშალის“ ნიადაგში შეტანა.
დასახელება-შამილის წმინდადმახვიარა ანუ
კავკასიის დიდი წმინდადმვევია.
კვების ტიპი-პოლიფაგი
გამრავლება-პეპლები ზანტად ფრენენ და
კვერცხებს დებენ ძირითადად ვაზის შტამბთან ახლოს ნიადაგში ან
უშუალოდ მცენარის შტამბზე. მავნებლის მატლები განსაკუთრებით
ძლიერ აზიანებენ თიხნარ ნიადაგში გაშენებულ ვენახებს. ნიადაგის
ტენიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მავნებლის
განვითარებისათვის. მშრალ ნიადაგებში იგი იღუპება.
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-მატლები პეპლის გამოსაფრენად ხვრელებს
აგანიერებენ, რის გამოც ვაზის ღერო სწორედ ამ ადგილას ადვილად
ტყდება. წმინდადხვევია ძირითადად ახალნაშენ ვენახებს აზიანებს,
იშვიათად –ხნიერ ვაზსაც. მავნებლის მიერ დაზიანებული ვაზის
ფოთლები მეორე წლის ვეგეტაციის პერიოდში იწყებს გაყვითლებას,
ხოლო ზაფხულში ხმობას.
რას აზიანებს- დამჯდარი პეპელა გამხმარ, დახვეულ ფოთოლს წააგავს.
მავნებლის მატლები ჯერ გარედან ღრღნიან ვაზის მიწისქვეშა ღეროს
უსწორმასწოროდ ან რგოლისებურად, ხოლო შემდეგ მცენარის ღეროს
გულში იჭრებიან და აკეთებენ ხვრელებს, რომლის სიგრძეც ზოგ
შემთხვევაში 17-24სმ-ს აღწევს.
ბრძოლის ღონისძიებები: ვაზის გაშენებისას ნაკვეთის გარშემო
არსებული ბუჩქოვანი მცენარეების გულდასმით შემოწმება, ხოლო
მათზე მავნებლის აღმოჩენისას კი ამოძირკვა და განადგურება.
მავნებლის ახალგაზრდა მატლების გავრცელების კერებში გაზაფხულზე
(აპრილი-მაისი) ეფექტურია ნიადაგის გაფხვიერების წინ ნიადაგში 12-15
სმ-ის სიღრმეზე 10%-იანი გრანულირებული პრეპარატების შეტანა.
ვაზის მიწის ზედა მავნებლები

დასახელება-ლივორქნული სფინქსი
კვების ტიპი-
გამრავლება-ლივორნული სფინქსი
ზამთრობს ჭუპრის სახით ნიადაგში.
ჭუპრიდან პეპლების გამოფრენა ხდება
მაის-ივნისის პირველ რიცხვებში. კვერცხისდება იწყება 2-3 დღის შემდეგ
ფოთლის ქვედა მხარეს, ფოთლის ყუნწზე ან ნიადაგზე.
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-მასობრივი გამრავლების წლებში მისი
მიზეზით ვაზი ზოგჯერ სრულიად უფოთლოდ რჩება და ყურძენი ვეღარ
მწიფდება.
რას აზიანებს- სფინქსი, ძირითადად, ფოთლებს, ყლორტებსა და კოკრებს
აზიანებს. მატლები ზოგჯერ ყუნწიან-რბილობიანად მთლიანად ჭამენ
ფოთოლს.
ბრძოლის ღონისძიებები: ლივორნული სფინქსის I და II ხნოვანების
მატლების წინააღმდეგ ბრძოლა ტარდება ქიმიური მეთოდით, შეიძლება
გამოყენებულ იქნეს 0,2%-იანი ბი-58 ახალი, ან 0,02%-იანი ფასტაკი, ან
0,04%-იანი კარატე ზეონი, ან 0,15%-იანი აქტელიკის სამუშაო ნაზავი.
პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს მაისის შუა რიცხვებში, ხოლო მეორე
წამლობა, საჭიროების შემთხვევაში, აგვისტოს დასაწყისში.
დასახელება-ბუკნა ანუ კვირტის ჭია
კვების ტიპი-პოლიფაგი
გამრავლება-პოლიფაგი
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-დაზიანებულ კვირტს გარედან წითელი
ხვრელი ემჩნევა. მთლიანი გამოღრღნის შემდეგ გადადის სხვა
კვირტებზე დაიწყებს ხელახალ დაზიანებას. მისი მასობრივი
გამრავლებისას ვენახში 50%-მდე კვირტი ზიანდება.
რას აზიანებს- როგორც ევროპულ, ისე ამერიკულ ვაზს აზიანებს–
იკვებება მათი კვირტებითა და ფოთლებით. კერძოდ, კვირტს გარედან
აზიანებს, შემდეგ კი შიგ შედის. ზამთრობს მატლის ფაზაში, როგორც
ვაზის მიწისზედა ცოცხალ ვეგეტატიურ ორგანოებზე (ვაზის შტამბზე,
რქაში), ისე–საყრდენების ქერქის დამსკდარ და დამპალ ადგილებში.
ახალ გამოჩეკილი მატლები ერთი დღე იქვერჩებიან, შემდეგ კი
ფოთლებზე გადადიან და ცალ-ცალკე ცხოვრებას იწყებენ.
ბრძოლის ღონისძიებები: ბუკნას წინააღმდეგ ბრძოლა ტარდება ქიმიური
მეთოდით, გამოიყენება რომელიმე ფოსფორორგანულიან
პირეტროიდული პრეპარატებით(ფასტაკი, კარატე) წამლობა. შესხურება
წარმოებს ყველამხრიდან, რათა სამუშაო ნაზავით მთლიანად დაიფაროს
კვირტები და ფოთლები. უნდა ვეცადოთ, ფოთლის ქვედა მხარე კარგად
დასველდეს, რადგან ბუკნას მატლები უმეტეს შემთხვევაში ამ მხარეს
სხედან. პირველი წამლობა ტარდება კვირტების დაბერვის დასაწყისში,
მარტის ბოლოს ან აპრილის შუა რიცხვებში, მეორე წამლობა–კვირტების
გაშლის დამთავრებისთანავე, მესამე–ივლისში, როდესაც ბუკნას ახალი
თაობის მატლები გამოიჩეკება.
დასახელება-ყურძნის ჭია
კვების ტიპი-
გამრავლება-
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-პირველი გენერაციის მატლი
ყვავილედებს აზიანებს, მათ წვრილი აბლაბუდის
ქსელში ახვევს. დაყვავილების შემდეგ მატლი ახალგამონასკვულ
ნაყოფსაც ახვევს აბლაბუდის ქსელში და იკვებება.
რას აზიანებს- აზიანებს ყვავილობის და სიმწიფის პერიოდში.ის ერთი
მარცვლიდან მეორეზე გადადის, ზოგჯერ მთელ მტევანს აზიანებს.
ძლიერ დაზიანებული მარცვალი ცვივა, ნაწილობრივ დაზიანებული
მარცვალი სიმწიფეს კი აღწევს, მასზე სოკოვანი ორგანიზმები
სახლდებიან და ალპობენ, რაშიც გამოიხატება ჭიის მეორადი
მავნებლობაც. უნდა აღინიშნოს, რომ მავნებლის ძლიერი გავრცელების
შემთხვევაში მოსავლის 50-60% იღუპება.
ბრძოლის ღონისძიებები: ვაზის დროულად გაფურჩქვნა, რადგან ამ
პირობებში მავნებლის კვერცხების დიდი ნაწილი მზის პირდაპირი
სხივებსგან იღუპება.
ქიმიური პრეპარატებიდან გამოიყენება 0,03-0,04%-იანი
პირეტროიდული პრეპარატები (ფასტაკი, კარატე, კარატე ზეონი).
ბიოლოგიური პრეპარატებიდან კარგ შედეგს იძლევა 1%-იანი
ბიტოქსიბაცილინი ან ლეპიდოციდი. პირველი წამლობა ტარდება მაშინ,
როდესაც მტევნები კოკრებშია, მეორე – ყვავილობის
დამთავრებისთანავე, მესამე კი – სიმწიფის წინ, მარცვლების
შეთვალებისას. კარგ შედეგს იძლევა ფერომონიანი მჭერების
გამოყენებაც.
აგროტექნიკური მეთოდი ყლორტების აკვრა, ზედმეტი ამო-ნაყრებისა
და ნამხრევების შეცლა, სარეველასთან ბრძოლამ ტევნების ზონაში. რის
შედეგად მტევნების განათება და განიავება უმჯობესდება. მზის
სხივებით განათებულ მტევნებზე ყურძნის ჭიის კვერცხების
რაოდენობის 60-75% იღუპება. ვაზებს, რომლებსაც მწვანე ოპერაცია
ჩაუტარდა, წვიმა და ქარი ადვილად ხოცავს მავნებლის ადრე გამოჩეკილ,
ანუ მოხეტიალე მატლებს.
ფიზიკურ-მექანიკური ღონისძიება ეს ღონისძიება შედარებით
შრომატევადია, აუცილებელია შტამბისა და ძველი ქერქის ჩამოფხეკა,
ანაფხეკის და ანასხლავის ვენახიდან გატანა და დაწვა, ამ ღონისძიების
გატარებით ყურძნის ჭია 80 -90%-ით მცირდება.
დასახელება-ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა
კვების ტიპი-
გამრავლება-
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-დაზიანებული
ფოთოლი ყვითლდება, მტევნები ჭკნება და
ცვივა. ვაზი თანდათან კნინდება და ხმება.
ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა
გამონაყოფზე სახლდებიან სოკოები კაპნოდიუმის გვარიდან და ფარავენ
შავი მურით, რაც უაყოფითად მოქმედებს ყურძნის, შემდეგ ღვინის
ხარისხეზე.
რას აზიანებს- მიწისზედა ყველა ორგანოს აზიანებს, განსაკუთრებით
ფოთლებს, რომლებსაც წუწნის.
ბრძოლის ღონისძიებები: მათ რიცხოვნობაზე უარყოფითად მოქმედებს
ზამთრის ყინვები, ხოლო უფრო მეტად – ზაფხულის პირობებში
პარაზიტი და მტაცებელი მწერები, რომლებიც მათ ანადგურებენ,
ზოგჯერ 80%-ით. მავნებლის გავრცელებას ხელს უწყობს ქარები, სანერგე
მასალისა და ყურძნის ტრანსპორტირება.
ქიმიური მეთოდი- პრეპარატებით შეწამვლა-მტევნებზე და ფოთლებზე
ორჯერ შესხურება. შესხურებისას მავნებელი გულდასმით უნდა
დასველდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პესტიციდი მასზე არ იმოქმედებს.
ფოთლებზე ცრუფარიანების დასახლებიდან გამომდინარე, შესხურება
ქვედა მხრიდან უნდა მოხდეს.
ბიოლოგიური კარგ შედეგს იძლევა მტაცებელი ხოჭო კრიპტოლემუსი,
რომელსაც საწარმოო ბიოლაბორატორიები საკმაო რაოდენობით
ამრავლებენ. ხოჭოები უნდა გავუშვათ აგვისტოს დასაწყისში – ჰექტარზე
10 ათასი ცალი.
დასახელება-ვაზის ბალიშ ცრუფარიანა
კვების ტიპი-
გამრავლება-
მწერი თუ ტკიპა-
დაზიანების სიმპტომები-
რას აზიანებს- იგი წუწნით აზიანებს მცენარის მიწისზედა
ორგანოებს, სახლდება რა ვაზის ფოთლის ორივე მხარეს, მტევნის
ყუნწზე და კლერტზე, ასევე მწვანე ყლორტებზე, პწკალზე. მავნეობით
ძალიან წააგავს ვაზის ფქვილისებრ ცრუფარიანას, მაგრამ მათ შორის
ერთი არსებითი განსხვავებაა: ის ერთწლიანი გენერაციით ხასიათდება.
ბრძოლის ღონისძიებები: ქიმიური მეთოდი-პრეპარატების შესხურება
ცრუფარიანების კვერცხებიდან მატლების მასობრივად გამოჩეკის
პერიოდში, ორჯერ, 7-10 დღის ინტერვალით. ეფექტურია
კვერცხისდების დროს მავნებლის მექანიკური გასრესაც.
დასახელება-აკაციის ცრუფარიანა
კვების ტიპი-პოლიფაგი
გამრავლება-
მწერი თუ ტკიპა-
დაზიანების სიმპტომები-მცირდება
ყურძნის ხარისხი, მასობრივი გავცელებისას ყლორტები, ფოთოლი და
კლერტი ჭკნება და ხმება, იღუპება მტევანიც.
რას აზიანებს- აზიენებს ნორჩ ყლორტებს, შტამბს, ფოთლებსა და
მტევნის კლერტებს, თან გამოყოფს ტკბილ წვენს, რაზეც სახლდებიან
სოკოები კაპნოდიუმის გვარიდან. ეს სოკო მრავლდება სწრაფად და
სქელი მურის სახით ეფინება ვაზის სხვადასხვა ორგანოს.
ბრძოლის ღონისძიებები: იგივეა რაც სხვა ცრუფარიანებზე.
დასახელება-ქლიავის ანუ ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა
კვების ტიპი-
გამრავლება-მისი მეზამთრეობიდან გამოსვლა ვაზის
კვირტების გაშლის ფაზას ემთხვევა.ისინი
ახალგამოსულ ფოთლებზე გადადიან და მაშინვე
იწყებენ კვებას და კვერცხისდებას. ტკიპები ჯერ ნორჩ
ფოთლებზე ზედა მხრიდან სხედან,ხოლო ფოთლების
ზრდასთან ერთად ისინი მის ქვედა მხარეს, ძირითადად,ძარღვების
გასწვრივ სახლდებიან.
მწერი თუ ტკიპა-ტკიპა
დაზიანების სიმპტომები-დაზიანებული ყლორტები შავდება და შემდეგ
ხმება.
რას აზიანებს- მავნებელი წუწნით აზიანებს ფოთლებს, კვირტებს,
ყლორტებს. დაზიანებული ფოთლები დეფორმირდება, ხმება და ცვივა.
ბრძოლის ღონისძიებები: : აბლაბუდიანი ტკიპას წინააღმდეგ კარგ
შედეგს იძლევა აკარიციდების გამოყენება,ის ფოთლებზე ქვედა
მხრიდან უნდა შესხურდეს კარგად. პირველი შესხურება ყლორტებზე 3-4
ფოთლის გამოტანისას ტარდება, მეორე – წამლობიდან 10 დღის შემდეგ.

დასახელება-ვაზის ქეჩიანი (მეგალე) ტკიპა


კვების ტიპი-
გამრავლება-ტკიპა ძირითადად ვაზის კვირტებში, ქერცლის ქვეშ
ზამთრობს. მეზამთრეობიდან გამოსვლა კვირტის გაშლის ფაზას
ემთხვევა. ამ დროს ის თავსდება ნორჩ ფოთლებზე და იწყებს მათ
დაზიანებას. კვების შედეგად ფოთლის ზედა მხრიდან ჩნდება
ამონაბურცები, ხოლო ქვედა მხარეს –შეღუნულ ადგილებში ქეჩის
მსგავსი ერთმანეთში გადახლართული ბეწვები.
მწერი თუ ტკიპა-ტკიპა
დაზიანების სიმპტომები-
რას აზიანებს- მასობრივი გამრავლების პერიოდში ისინი აზიანებენ
კვირტებსაც, შედეგად კვირტი იღუპება, ყლორტები კი სუსტად
ვითარდება. გვალვის შემთხვევაში, ძლიერ დაზიანებული ფოთლები
ხმება და ცვივა.
ბრძოლის ღონისძიებები: ტკიპას წინააღმდეგ კარგ შედეგს ქიმიური
მეთდი-პირველი წამლობა ტარდება კვირტების დაბერვისას,
განმეორებითი– დაყვავილებისთანავე.

დასახელება-ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა


კვების ტიპი-
გამრავლება-
მწერი თუ ტკიპა-ტკიპა
დაზიანების სიმპტომები-მისგან დაზიანებულ ვაზის ფოთლებში
მცირდება პიგმენტების შემცველობა, ირღვევა სუნთქვის პროცესები და
საბოლოოდ კლებულობს ყურძნის მოსავალი, ხოლო ყურძენში
ქვეითდება ვიტამინი C და შაქრიანობა.
რას აზიანებს- ტკიპა იზამთრებს შტამბზე, რქაზე, კვირტებში და
შესადგმელი მასალის ნაპრალებსა თუ ქერქის ქვეშ. აბლაბუდიანი ტკიპა
ვაზს მთელი ვეგეტაციის პერიოდში აზიანებს. ის იკვებება კვირტების,
ფოთლებისა და ნორჩი ყლორტების უჯრედების პლაზმითა და
ქლოროფილის მარცვლებით. კვების შედეგად ტკიპებისაგან
დაზიანებული ფოთოლი კარგავს სიმწვანეს და ჯიშის მიხედვით იღებს
მოყვითალო ან მოწითალო ფერს. პირველად ტკიპა ფოთლის ქვედა
მხარეზე ვითარდება, იგი ფოთლიდან თავისი მჩხვლეტავ-მწუწნავი
პირის ორგანოთი იწოვს წყალს და მასში გახსნილ საკვებ ელემენტებს.
ბრძოლის ღონისძიებები: იგივე რაც ვაზის გალებიანი ტკიპას
შემთხვევაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახლო წარსულში ამ
მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენებოდა მტაცებელი მწერი
მეტასიელუსი, რომელიც ხელოვნურად გამოჰყავდათ სპეციალურ
ლაბორატორიებში და მათი ტკიპათი დაზიანებულ ვენახებში გაშვება
საკმაოდ კარგ ეფექტს იძლეოდა.

დასახელება-მილმხვევი
კვების ტიპი-პოლიფაგი
გამრავლება-
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-მილმხვევი ზამთრობს ნიადაგში, ხოჭოს სახით.
დაახლოებით აპრილში ხოჭო გამოდის მოზამთრეობიდან და იწყებს
კვებას ჯერ ახლად დაბერილი კვირტებით, ხოლო შემდეგ ფოთლებით.
ფოთლებს ხოჭო ახვევს, ფოთლის ყუნწის წინასწარ შემოღრღნით.
დახვეული ფოთოლი მალე მიწაზე ვარდება და ლპება, რაც შესანიშნავ
საკვებს წარმოადგენს ახლად გამოჩეკილი მატლებისათვის.
რას აზიანებს- ფოთლებს და კვირტებს.
ბრძოლის ღონისძიებები: აპრილ-მაისში ხოჭოები და სიგარისებურად
დახვეული ფოთლები უნდა შეგროვდეს და განადგურდეს - ვინაიდან
ვაზის მილმხვევი ნიადაგში ზედაპირულად იზამთრებს, შემოდგომით
ნიადაგი ვენახში ღრმად უნდა დამუშავდეს. ამ დროს ეს მავნებელი
ნიადაგის სიღრმეში აღმოჩნდება და იღუპება.

დასახელება-ნემატოდები ცხოველური წარმოშობის პარაზიტები არიან,


მიეკუთვნებიან მრგვალი ჭიების ტიპს. მცენარეში იჭრებიან ფესვის
ბისისებიდან, ბაგეებიდან, ჭრილობებიდან. ნემატოდები ერთი
მცენარიდან მეორეზე ვრცელდებიან ნიადაგით,
მწვანე ოპერაციებით, ნაკელით.ნემატოდა
ნიადაგში დიდხანს არ ცოცხლობს, გამხმარ ფოთლებში კი შეუძლია
რამდენიმე წელს გაძლოს. დაავადებას ხელს უწყობა ნიადაგის მაღალი
ტენიანობა, 25-30C  ტემპერატურა. ნემატოდები ხშირად გვხვდებიან
სათბურებში. ნემატოდები ხელს უწყობენ სხვადასხვა ბაქტერიული,
სოკოვანი და ვირუსული დაავადების გავრცელებას. მათი
დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ვიზუალური დიაგნოსტიკის და
მიკროსკოპული ანალიზის მეთოდები
კვების ტიპი-პოლიფაგი მავნებელია, ცნობილია ნემატოდების 80
ათასამდე სახეობა. მათი უმრავლესობა საპროფიტია, ნაწილი კი იწვევს
ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების დავადებებს. მცენარეებზე
დასახლებულ ნემატოდებს ფიტოჰელმინთები ეწოდება, მათზე
დაავადებების გამომწვევებს კი ფიტოპათოგენური ნემატოდები.
გამრავლება-მრავლდებიან კვერცხით, ზოგოერთი ნემატოდი წარმოქმნის
ცისტას, რომელიც 10 წლამდე ინარჩუნებს სიცოცხლის უნარიანობას.
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-ნემატოდების მიერ გამოყოფილი ფერმენტები
და ტოქსინები არღვევენ მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიურ
პროცესებს: კვებას, წყლით უზრუნველყოფას და სხვ., რასაც მივყევართ
მცენარის ჭკნობასთან, ცალკეული ნაწილების ნეკროზებთან, გალების
წარმოქმნასთან და ა.შ
რას აზიანებს- ნემატოდები მცენარის დაზიანების მიხედვით
ჯგუფდებიან: ფოთლის ნემატოდები, ღეროს ნემატოდები, ფესვის
ნემატოდები.
ნემატოდები მცენარის ცხოვრების ნირის თავისებურებების მიხედვით
ჯგუფდებიან:
ა) ფესვის გალიანი ნემატოდები;
ბ) ფესვის მოძრავი ნემატოდები;
გ) ფესვის ექტოპარაზიტი (პარაზიტი, რომელიც ცხოვრობს ცხოველის ან
მცენარის სხეულზე ) ნემატოდები.
ბრძოლის ღონისძიებები: პროფილაქტიკის მიზნით:  ნიადაგის
დეზინფექცია, საღი სარგავი მასალა, ნიადაგის ტენიანობის და
ტემპერატურული რეჟიმის დაცვა სათბურებში.
დაავადების შემთხვევაში: ფესვების თერმული დამუშავება;
ნემატიციდების გამოყენება; ხალხური საშუალებები – ანტიჰელმინთური
პრეპარატებით მორწყვა.

დასახელება-ვაზის ჭიჭინობელა
კვების ტიპი-
გამრავლება-კვერცხით
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-მავნებლის მატლი,
ნიმფა და ზრდასრული ფორმები წუწნიან ვაზის ფოთლის ქვედა
მხრიდან, რის შედეგად მათზე ჩნდება მოთეთრო – წერტილოვანი
ლაქები. დაზიანების შედეგად ყლორტები მახინჯდება. ძლიერი
დაზიანების დროს ყლორტების ძირითადი მასა მოუმწიფებელია და
ზამთრის ყინვებს ვერ უძლებს.ჭიჭინობელას მიერ გამოყოფილ
ექსკრემენტებითა და გამონაცვალი კანით ისვრება ფოთოლი და
მტევნები. საგრძნობლად მცირდება ყურძნის მოსავალი და უარესდება
ხარისხი.ჭიჭინობელა კვერცხებს დებს მტევნის კლერტში, ყლორტის ქვეშ
და ფოთლებზე.
რას აზიანებს- ფოთლებს, ყლორტებს, მტევნებს.

დასახელება-დროზოფილა
კვების ტიპი-პოლიფაგი
გამრავლება-კვერცხებს დებს დახიანებულ ან
დაუცველ ხორცოვან ქსოვილში.
მწერი თუ ტკიპა-მწერი
რას აზიანებს- ამ მავნებელს მჟავე ლპობის ორგანიზმები, მტევანიდან
მტევანზე გადააქვს მთელ ვენახში.
დასახელება-თრიფსი
კვების ტიპი-პოლიფაგი
გამრავლება-პართოგენეზის გზით.
მწერი თუ ტკიპა-მწერი
დაზიანების სიმპტომები-ფოთოლი კარგავს მწვანე
ფერს და იფერება ვერხლისფერ/თეთრად.
თრიფსები პრობლემაა სათბურში.
რას აზიანებს- ფოთლებს, ყვავილედებს.

ვაზის სოკოვანი დაავადებები

დასახელება-Downy mildew-ვაზის ჭრაქი


დაავადების სამშობლო ამერიკაა. ჩვენში
იგი პირველად აღმოაჩინეს დასავლეთ
საქართველოში 1850-იან წლებში.
კვების ტიპი-პოლიფაგი
მწერი თუ ტკიპა-სოკოვანი დაავადება.
ძალიან ხშირად ჭრაქით დაავადებულ ნაყოფს ვერ არჩევენ ნაცრით
დაავადებულისაგან. ნაცრით დაავადებული მარცვლის ზედაპირზე
განვითარებულია რუხი მოთეთრო ძაფებისაგან შემდგარი თხელი
აბლაბუდისებრი ნაფენი, ზედ დაყრილია იმავე ფერის მტვრისებრი მასა,
რომელიც წარმოიშობა ნაცრის სპორებისაგან – კონიდიებისაგან.
ჭრაქით დაავადებისას ხელსაყრელ პირობებში მარცვლის ზედაპირზე
ჯგუფ-ჯგუფად ამოდის ფიფქი, რომელიც ნაცრის ფიფქზე შედარებით
თეთრია. მშრალ ამინდში დაავადებული მარცვალი მუქი ყავისფერია და
თითქმის განუვითარებელი რჩება.
დაზიანების სიმპტომები-ჭრაქის პირველი ნიშნები უფრო ხშირად
ფოთოლზე შეიმჩნევა. ფოთლების ზედა მხარეზე ჩნდება მოყვითალო-
მომწვანო სხვადასხვა ზომის კრიალა ლაქები. ხელსაყრელ პირობებში
ლაქა ქვედა მხრიდან თეთრი ფიფქით იფარება. ფოთლის დაავადებული
ნაწილი თანდათან ფერს იცვლის, ყავისფრდება და ბოლოს ხმება. როცა
ლაქა ფოთლის ორ მესამედზე მეტს დაფარავს, ასეთი ფოთოლი მუქდება,
იჭმუჭნება და ნაადრევად ცვივა.

რას აზიანებს- ჭრაქისაგან ვაზის ყველა ორგანო ავადდება,


განსაკუთრებით, ფოთოლი, ყვავილედი და ახალგამონასკული ნაყოფი.
ყვავილედებისა და ყვავილები-თეთრი ფიფქით იფარება. ყვავილები
ხმება და ძირს ცვივა. ნაყოფის დაავადებისას მარცვლის ყუნწზე ლაქა
ჩნდება, რომელიც შემდეგ მთელ მარცვალს ედება, შედეგად მარცვლები
ჭკნება და ხმება. სიმწიფეში შესული ნაყოფი იშვიათად ავადდება. თუ
დაავადდა, ნაყოფზე ჩაზნექილი მოლურჯო ლაქა ჩნდება, ფიფქი კი არ
ვითარდება. ახალგამონასკვულ დაავადებულ ნაყოფზე თეთრი ფიფქი
ჩნდება. ნაყოფი ხმება და მიწაზე ცვივა.ძლიერ დაავადებული მარცვალი
რბილდება, ყავისფრდება და ადვილად ცვივა. სუსტად დაავადებული კი
ნაცრისფრდება, ჭკნება და მტევანზევე ხმება. მარცვლის ზრდასთან
ერთად ნაყოფის დაავადება კლებულობს, რადგან მარცვალი
ცვლილისებრი გარსით იფარება, ბაგეები მცირდება და სპორა ძნელად
იჭრება მასში. ამ შემთხვევაში, მარცვლის დაავადება უფრო ხშირად
ყურძნის მიმაგრების ადგილიდან იწყება, რომელზეც ჩაზნექილი
მოლურჯო ფერის ლაქები ვითარდება და თანდათან მთელ მარცვალზე
ვრცელდება.
დაავადებული ყურძნიდან მიღებული ღვინო უხარისხო და ნაკლებად
მდგრადია, ნაკლებ შაქარსა და სპირტს შეიცავს, სუსტი შეფერვითა და
არასასიამოვნო გემოთი ხასიათდება. მშრალ და ქარიან რაიონებში ჭრაქი
იშვიათად ვრცელდება, ხოლო ტენიან და წვიმიან ადგილებში ხშირია.
ჭრაქის გამომწვევი სოკო ფოთლის ქსოვილში ოოსპორების სახით
იზამთრებს. როცა T=11-15გრადუს მიაღწევს და ტენიანობა 90-100%-ს
ოოსპორები მიკრონიდიუმებს წარმოშობენ, საიდანაც ზოოსპორები
გამოდიან. ზოოსპორას უვითარდება ულვაში, რომლითაც ის ფოთ₾ებში
ბაგეების გზით იჭრება და ინფექციას იწვევს.
ბრძოლის ღონისძიებები: წამლობის დროული ჩატარება
სპილენძშმცველი პრეპარატებით: I-ლი წამლობა ყვავილედზე კოკრების
განცალკევების პერიოდში, II-ე ყვავილობის წინ, III-ე
დაყვავილებისთანავე.

დასახელება-ვაზის ნაცარი Powdery


mildew
კვების ტიპი-პოლიფაგი
მწერი თუ ტკიპა-სოკოვანი დაავადება
დაზიანების სიმპტომები-
დაავადებული ნაწილი მოთეთრო
ფერის ლაქისებრი ფიფქით იფარება, რომელიც ხელის შეხებით
ადვილად სცილდება. შესაძლოა მთელი ფოთოლი თეთრად დაიფაროს,
ასეთი ფოთლები აღარ ვითარდება, ყვითლდება და ადრე ცვივა.
რას აზიანებს- ყველა მწვანე ორგანოს, განსაკუთრებით ყურძნის
მარცვალს აავადებს. ნაცრის გაჩენა უფრო საშიშია თანაყვავილედსა და
მარცვალზე. დაავადებული თანაყვავილედი მუქდება, იღებს მოშავო
ფერს და ცვივა.
მარცვალი ავადდება განვითარების ყველა ფაზაში – გამონასკვიდან
შეთვალებამდე. იმის მიხედვით, თუ მარცვლის განვითარების რომელ
ფაზაში გაჩნდა ნაცარი, დაავადების სიმპტომები განსხვავებულია.
მარცვალზე განვითარებული ნაცარი კანს ახევებსს, რის გამოც კანის
უჯრედები აღარ იზრდება, წვენი კანს აწვება და მარცვლებს ხეთქავს.
მარცვლის გასკდომა ხშირად იმდენად ძლიერია, რომ მისი წიპწაც კი
გამოჩნდება ხოლმე. გამსკდარ მარცვლებში წვენის დაშრობის შედეგად
მარცვლები ჭკნება და ძირს ცვივა. ნაცარი მაქსიმალურად ვითარდება
საშვალო ტემპერატურის და მაღალი ტენიანობის დროს.
ბრძოლის ღონისძიებები: ფუნგიციდების გამოყენება, წამლობა
ძირითადად ნაცრის წინააღმდეგ ჭრაქის წამლობასთან ერთად ტარდება.

დასახელება-ანთრაქნოზი
კვების ტიპი-პოლიფაგი
გამრავლება-გაზაფხულზე თბილ და წვიმიან
ამინდში, 13-14℃ სითბოსა და 75-85% ტენის
პირობებში, იწყება ავადმყოფობის პირველი
ინფექცია, რომელიც ახალგაზრდა ყლორტების
დაავადებას იწვევს.
მწერი თუ ტკიპა-სოკოვანი დაავადება
დაზიანების სიმპტომები-ის ფოთლებზე წვრილ, მოწითალო არშიებით
შემოვლებულ ყავისფერ ლაქებს ქმნის. ძლიერი დაზიანების დროს
ლაქები ხმება, ფოთოლი იცხრილება. ყლორტებზე ეს ავადმყოფობა
ჩაღრმავებული მუქი ლაქების სახით წარმოიქმნება. ლაქები დიდდება და
ელიფსისებურ ან ოდნავ კუთხისებურ ფორმას იღებს. თუ ანთრაქნოზი
ყვავილობის პერიოდში განვითარდა,თანაყვავილედზე მოწითალო
ლაქები ჩნდება გარშემო შავი არშიებით. დაავადებული ყვავილები
მასობრივად იწყებს ცვენას. მარცვალზე ანთრაქნოზი აჩენს მრგვალ
ყავისფერ ან შავ ჩაზნექილ ლაქებს, წითელი არშიით. ლაქები ერთდება,
დიდდება. როცა ანთრაქნოზი მარცვალს ორივე მხარეს უჩნდება,
მარცვალი ხმება, ჭკნება და ცვივა.სოკო
რას აზიანებს- ანთრაქნოზით ავადდება ვაზის ფოთლები, ყლორტები,
თანაყვავილედები და მარცვლები.
ბრძოლის ღონისძიებები: საჭიროა, ფოთლების გამოჩენისთანავე
გამოვიყენოთ სპილენძშემცველი პრეპარატი, შემდგომი წამლობისას კი
ფუნგიციდები.

დასახელება-ვაზი ფუზარიოზი
კვების ტიპი-პოლიფაგი
გამრავლება-
მწერი თუ ტკიპა-სოკოვანი დაავადებაა
დაზიანების სიმპტომები-იგი ლერწის მექანიკურად
დაზიანებულ მკვდარ ქსოვილზე სახლდება, რომელიც კარგად მოჩანს
ლერწის განივ ირიბ ჭრილზე, შავი წერტილების სახით. ეს შავი
წერტილები ლერწის მკვდარ ქსოვილებს წარმოადგენს, რომელიც
ფუზარიოზის დასახლების გარეშე ადვილად ხორცდება.
რას აზიანებს- ფილოქსერგამძლე ვაზის ყველა ჯიშზე გვხვდება, უფრო
ხშირად ერთწლიან ნერგებზე და აჭრილი ლერწის შენახვისას
სათბურებში. საღი ლერწის ქსოვილზე ვერ სახლდება, დაზიანებულ
მკვდარ ქსოვილს ირჩევს.
ბრძოლის ღონისძიებები: ვერიდოთ მექანიკურად დაზიანებული
ლერწის შენახვას. საწყობში, სადაც ლერწი ინახება, წინასწარ უნდა
გაკეთდეს დეზინფექცია ფორმალინით და შეთეთრდეს. ლერწი,
რომელიც სილაში ინახებოდა წინა წლებში, საჭიროა, შეიცვალოს ახლით,
ვინაიდან მასში ფუზარიოზი შეიძლება ბუდობდეს.

დასახელება-ფომოფსისი
კვების ტიპი-პოლიფაგი
მწერი თუ ტკიპა-სოკოვანი დაავადება
დაზიანების სიმპტომები-დაავადებული
ყლორტები მუქდება, შავდება,
მუხლთაშორისები შემოკლებული და
კანი დამსკდარია, ულვაშები ზონაზე მეტად დახვეული და
გაშავებულია. დაავადებულ ყლორტებს აშკარად ემჩნევათ ნორმალური
განვითარებიდან გადახრა. როცა ყლორტებზე ლაქები ერთდება და
რკალად ეკვრება გარშემო, მაშინ იგი ხმება. ბევრ შემთხვევაში შავი
ლაქიანობა ყლორტებზე გარეგნული სიმპტომებით ბაქტერიული
კიბოთი დაავადებულსაც ჩამოჰგავს.
დაავადებულ ფოთლებზე წარმოიწმნება მუქი ყავისფერი, ხშირ
შემთხვევაშ გაბნეული შავი ლაქები. დაზიანების ადგილები სკდება,
ხმება დაცვივა.დაავადებული რქიდან დამზადებული საკალმე მასალა
შავი ლაქიანობის გავრცელების ძირითად წყაროს წარმოადგენს.
რას აზიანებს- ფომოფსისის დროს ავადდება ვაზის ყველა მიწისზედა
ორგანო: რქები, ყლორტები, ფოთლები, ულვაშები, ყვავილედები,
მტევნები.
ბრძოლის ღონისძიებები: იგივეა რაც ჭრაქის შემთხვევაში.

You might also like