You are on page 1of 20

ფინალური ტესტები ბოტანიკაში

ლექცია N 7. ფარულთესლოვნები ანუ ყვავილოვანნი

1 მეცნიერთა ერთი ნაწილი ფარულთესლოვანთა სავარაუდო წინაპრადმიიჩნევს


გადაშენებულ თესლოვან გვიმრებს წყალმცენარეებს ლიქენებს შვიტებს

2 ფარულთესლოვანთა პირველი ბუნებრივი სისტემის ავტორი გახლდათ

შვედი კ.ლინეი გერმანელი ა. ენგლერი ფრანგი ა. ჟუსიე შვეიცარიელი ო.


დეკანდოლი

3 ტახტაჯიანის სისტემის თანახმად, ფარულთესლოვანთა უძველეს ჯგუფად


მიჩნეულია რიგი

ასტერიდასებრნი ბადიანისებრნი მაგნოლიასებრნი ბაიასებრნი

4 განყოფილება ფარულთესლოვაბებში გაერთიანებულია

2 კლასი 4 კლასი 6 კლასი 8 კლასი

5 Kadsura japonica -ს ბოტანიკური ფორმაა

უფოთლო ბალახოვანი პარაზიტი ლიანა მარადმწვანე ლიანა

დეკორატიული ბუჩქი მარადმწვანეა ხე ან ბუჩქია

6 ამ მცენარის ყველა ნაწილი საფროლს შეიცავს, რომელიც გამოიყენება მდიცინაში


და ჰომეოპათიაში

დარიჩინი ავოკადო დაფნა ლიმონურა

7 Helleborus purpurascens-ის ქართული სახეწოდებაა

ყვითელი ცხვირისატეხელა ხარისძირა ტილჭირი დეზურა


8. მოცემული მცენარე საქართველოში ველურად იზრდება და შეტანილია „წითელ
წიგნში“

დაფნა სოსანი დეზურა ტილჭირი

ლექცია N 8

1 ა. Pterocarya  fraxinifolia- გავრცელებულია საქართველოს შერეულ ტყეებში.


დაასახელეთ  მცენარე

1წიფელი 2 ლაფანი 3 მურყანი 4 მუხა

1 ამ ოჯახში გაერთიანებული მცენარეების უმეტესობა ლატექსის (რძეწვენი) შემცველი


ბალახოვანი მცენარეებია. მიუთითეთ ოჯახი.

Solanaceae Papaveraceae Ranunculceae Saxifragaceae

2 ქრისტესისხლა შეიცავს

კუმარინებს ალკალოიდებს ანტრაცენებს ფლავონოიდებს

3 ლიმონურას გამოყენებას მედიცინაში განაპირობებს შემცველობა


1ალკალოიდების 2 ლიგნანების 3 ანტრაცენნაწარმების 4 ფლავონოიდბის

4 მიუთითეთ რომელია ჩვეულებრივი მატიტელა :

1 Polygonum hydropiper 2 Polygonum aviculare 3. Polygonum persicaria


4.Polygonum carneum

5. მცენარე დურღენის დომინანტი ალკალოიდია

1ანაბაზინი 2 ატროპინი 3 ჰიოსციამინი 4 კაპსიცინი


6 დაასახელეთ მცენარე :

1. Betula Pendula
2. Rheum palmatum
3. Juglas regia
4. Herniaria glabra

7  Fagopyrum sagitatum -ას ქართული შესატყვისია

1.რევანდი 2. წიწიბურა 3.ჭარხალი 4.კაკალი

8.Pterocarya fraxinifolia- გავრცელებულია საქართველოს შერეულ ტყეებში. დაასახელეთ


მცენარე

ლაფანი წიფელი მუხა მურყანი


ლექცია N 9

1 შტოში (Oxycoccus palustris) ეს არის


1 ბალახოვანი მცენარე 2 ბუჩქოვანი მცენარე 3 მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე
4 მარადმწვანე ლიანა მცენარე

2 ოფიცინალურ მედიცინაში ტუხტის ფესვიდან მიღებული ექსტრაქტი ცნობილია


როგორც

1 ოფლმდენი და ნაღვლმდენი საშუალება 2. შარდმდენი საშუალება


3. ამოსახველებელი საშუალება 4. ანთბისსაწინააღმდეგო საშუალება

3 რა ნაერთის შემცველობითაა გამოწვეული ბერესტის თეთრი ფერი :

1. ბოტულინი ბოტულინის მჟავა ბეტულინი ბეტულინის მჟავა

4 . ამოიცანით მცენარე:

1 Althaea officinalis

2 Hypericum perforatum

3 Erysimum canescens

4 Oxycoccus palustris

5. ოჯახი Fabaceae -ს ალტერნატიული სახელწოდებაა

1 Asteraceae 2 Leguminosae 3 Umbelliferae 4.Lamiaceae


6. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია ჭინჭარი

1Brassica  oleracea 2.Urtica dioica 3.Rhus coriaria 4. Frangula alnus

7. მოცემული სამკურნალო მცნარეს ფოთლები შეიცავს ფენოლოგლიკოზიდ


არბუტინს
1დათვის კენკრა 2. მოცხარი 3. მოცვი 4. კუნელი

ლექცია N 10

1. დაასახელეთ ყვავილედის ტიპი

1.საგველა

2.მჭადა

3.ქოლგა

4.თავთავა

2 პრეპარატი“ესკუზანი“ მიღებული მცენარედან


1ხეჭრელა 2. ცხენისწაბლა 3. ციკუტი 4. თრიმლი

3 შუა აზიის დომინანტი მცენარეა. ფოთლებზე უვითარდება გალები, რომლის


შემადგენლობაშიც 50% -მდე ტანინია. დაასახელეთ მცენარე
1.ფსტა 2. დანამასტაკი 3.თრიმლი 4. ძიძო

3.შედის მეტეორიზმის საწინააღმდეგო „კამის წყლის“ შემადგენლობაში. მონახარში


გამოიყენება მადის აღმძვრელად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
მიუთითეთ სამკურნალო მცენარეზე

1Anethum graveolens 2.Carum carvi 3. Coriandrum sativum 4.Apium graveolens

4 შემომგარსველი საშუალება Mucilago მზადდება მცენარედან:

1. ქათირა 2. სელი 3. ტუხტი 4. მრავალძარღვა

5 ევკალიპტის ეთეროვანი ზეთის ძირითადი კომპონენტია

1.მირცენი 2.ანეთოლი 3. ცინეოლი 4.მენთოლი

8. ამ მცენარის ნაყოფის საგდულები შეიცავს ფლავონოდებს, კუმარინებს.


საგდულები გამოიყენება როგორც ჰიპოგლიკემური საშუალება მსუბუქი სიმძიმის
დიაბეტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. მას მცენარეულ ინსულინსაც
უწოდებენ.

1Phaseolus vulgaris 2 Anethum graveolens 3 Linum usitatissimum

4.Happophae rhamnoides

9. მცენარე panax ginseng -ის ნაყენს ახასიათებს მოქმედება

1.სუსტი საფაარათო 2. შემკვრელი მოქმდება 3.მატონიზირებელი მოქმედება

4.ანტიჰელმინთური
ლექცია N 11

1 კატაბალახას ფესურის და ფესვების განსაკუთრებული სუნი დაკავშირებულია


მათში შემდეგი ნაერთების შემცველობით

1.ორგანული მჟავების 2.იზოვალერიანის მჟავას წარმოებულის

3.ფენოლური შენაერთების 4. ფლავონური შენაერთების

2 ჰიბრიდული მცენარეა:

1. Salvia officinalis 2.Mentha piperita 3. Origanum vulgare 4. Leonurus


quinquelobatus

3 პრეპარატი პლატიფილინის ჰიდროტარტრატი მიღებულია მცენარედან:

1.ხარისშუბლა 2. აისისთავა 3. სტროფანტუსი 4. გველის სურო

4 დასახელებულიდან, რომელი ოჯახის წარმომადგენლები ბალახოვანი მცენარეები


არიან დაჭაობებული ადგილების მაცხოვრებლები

1. Apocynaceae 2. Asclepiadaceae 3. Gentianaceae 4.Menyanthaceae

5 რომელ ოჯახს წარმოადგენენ, ჩვენთვის კარგად ცნობილი ბოსტნეული


კულტურები კარტოფილი, პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი

1 Solanaceae 2. Scrophulariaceae 3.Umbelliferae 4. Hippocastanaceae


6 ფუტკარას ჩამოთვლილი სახეობიდან რომელია კავკასიის ენდემი:

1.Digitalis purpurea 2.Digitalis Grandiflora 3.Digitalis Lanata 4.Digitalis ciliate

7 ამოიცანით მცენარე

1.Taraxacum officinalis

2 Matricaria recutita

3 Artemisia cina

4 Tussilago farfara

ლექცია N 12
1 მცენარის ტუბერბოლქვი შეიცავს ალკალოიდებს, რომელთა შორის ძირითადია
სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებისა - კოლხმინი და კოლხიცინი.

1 Colchicum speciosum 2. veratrum lobelianum 3.Urginea maritime 4. Allium sativum

2 რისი შემცველობითაა განპირობებული ზოგიერთი ხახვისებრის სპეციფიური სუნი და


გემო (მაგალითად ხახვი, ნიორი)

1აზოტის 2. გოგირდის 3. ფოსფორის 4. იოდის

3.მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს ხმლისებრი ფოთლები.იზრდება


მდინარეების, ტბების, ტბორების ნაპირებზე, დაჭაობებულ მდელოებსა და ჭაობებში.
დაასახელეთ მცენარე.

1კოთხუჯი 2. აფრიკული ფეტვი 3. ჩვეულებრივი სორგო 4. ძაღლის სატაცური


4 Dioscorea nipponica - წარმოადგენს

1.მრავალწლოვან  ბალახოვან ლიანას. დატოტვილი  ფესურით

2. მრავალწლოვან ბალახოვან ლიანას. ხორცოვანი ფესვით

3.მრავალწლოვან ორსახლიანი ლიანას. მუხლებში გორგალივით გასქელებული


ფესურით

4.მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეს, გრძელი ფესურით.

5 რომელი ოჯახის წარმომადგენლები ხასიათდებიან ხასიათდება ე.წ.


„ცოცხალმშობიარობით“

1. ხახვისებრნი 2. შროშანასებრნი 3. ჯადვარისებრნი 4.კომბოსტოსებრნი

6 ამ მცენარის ბოლქვები და ფოთლები გამოიყენება გალანტამინის და ლიქორინის


მისაღებად.

1 ვორონოვის თოვლქვეშა 2. რაუვოლფია 3. ფშვნის ეკალი 4. შავბალახა

7 კოსმოპილიტური ოჯახია. ასხვავებენ ორ ძირითად ეკოლოგიურ ტიპს - ეპიფეტებისა


და ხმელეთის მცენარეებს. ხმელეთის სახეობები ხასიადება გორგლად სახეცვლილი
ყლორტით, რომელსაც „ტუბერიდი“ ეწოდება. რომელი ოჯახი დამახასიათებელი
ნიშნებია.

1.ჯადვარისებრნი 2.თივაქასრასებრნი 3.ნიუკასებრნი 4. პალმისებრნი

ლექცია N 13

1. ჩამოთვლილიდან კოსმოპოლიტური მცენარის კლასიკური მაგალითია


ქოქოსი გვიმრა ევკალიპტი კაკტუსი
2 ტერმინები ბიოტური და აბიოტური მიუთითებს

1.მცენარის განაყოფიერების ტიპზე 2.მცენარის ნაყოფის სახეობას


3.მცენარის დამტვერვის სახეობას 4.მცენარეში თესლკვირტის განლაგების
თავისებურებას
3. რომელი ფლორისტული სამეფოს შემადგენლობაშია კავკასია
1. კაპის 2. ჰოლანტარქტიკული 3. ჰოლარქტიკული 4. ნეოტროპიკული

4. დაასახელეთ თერმული სარტყელი, რომელშიც მცენარეთა ვეგეტაცია მთელი წლის


განმავლობაში მიმდინარეობს
1. ტროპიკული 2. სუბტროპიკული 3. ცივი 4. ზომიერი

5. სხვადასხვა სახეობათა პოპულაციების ერთობლიობას ანუ ბიოცენოზს სწავლობს


1. სინეკოლოგია 2. აუტოეკოლოგია 3. დემოკოლოგია 4. ბიოკოლოგია

6. მიუთითეთ მცენარეები, რომლებიც ტემპერატურასთან დამოკიდებულების


მიხედვით მეზოფილები არიან
1. სითბოს მოყვარულნი 2. სიცივის მოყვარულნი 3. გვალვის მოყვარულნი 4.
გარდამავალნი სითბოს და სიცივეს მოყვარულთა შორის

7. ჩამოთვლილი მცენარეებიდან, რომელი მათგანი მიეკუთვნება ჰიგროფიტებს


1. მცენარეები, რომლებიც მთლიანად ან თავისი უდიდესი ნაწილით წყალშია
ჩაძირული
2. წყალხმელეთა მცენარეებია, რომლებიც მცირე ნაწილითაა წყალში ჩამალული
3. ხმელეთის მცენარეებია, რომლებიც შეგუებული არიან ჭარბტენიან პირობებში
ცხოვრებას
4. დაბალტენიან გარემოში მოზარდი მცენარეებია.

8.ჩამოთვლილი მცენარეებიდან, რომელი მათგანი მიეკუთვნება ქსეროფიტებს

1. დაბალტენიან გარემოში მოზარდი მცენარეებია.


2.ხმელეთის მცენარეებია, რომლებიც შეგუებული არიან ჭარბტენიან პირობებში
ცხოვრებას.
3.მცენარეები, რომლებიც მთლიანად ან თავისი უდიდესი ნაწილით წყალშია
ჩაძირული
4.წყალხმელეთა მცენარეებია, რომლებიც მცირე ნაწილითაა წყალში ჩამალული

9.მცენარეებს, რომლებშიც ბაგეები და ფესვები რედუცირებულია და არ გააჩნიათ


კუტიკულა, უწოდებენ:
1.ჰიდროფიტებს 2. ჰიდატოფიტებს 3.მეზოფიტებს 4.ჰიგროფიტებს

ღია კითხვბი

1. მცენარეთა ეკოლოგიის ელემენტები

2. განყოფილება ფარულთესლოვანები ანუ ყვავილოვანი მცენარეები

3. რიგი Papaverales, ოჯახი ყაყაჩოსებთა (Papaveraceae) წარმომადგენელი მცენარეები

4. რიგი Ericales, ოჯახი მანანასებრნი (Ericaceae)-წარმომადგნელი მცენარეები

5. რიგი Saxifragales .ოჯახი მსუქანასებრნი (Crassulaceae) და ოჯახი ფხიჯასებრნი


(Saxifragaceae)- წარმომადგნელი მცენარეები
N1. მცენარეთა ეკოლოგიის ელემენტები
ტერმინი „ეკოლოგია“ (ბერძ. ოიკოს - სახლი და ლოგოს -სწავლება) პირველად
გამოიყენა გამოჩენილმა გრმანელმა მეცნიერმა ე. ჰეკელმა 1866 წ. ეკოლოგია
ფუნდამენტალური მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს ორგანიზმებსა და გარემო
პირობებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას. ელოკოგიას თანამედროვე
საზოგადოების განვითარებისთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რაც განპირობებულია
დემოგრაფიული მაჩვენებლისა და ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების
კატასტროფული ზრდით.

მცენარეთა ეკოლოგია ბოტანიკის დარგია, რომელიც სწავლობს მცენარესა და


გარემო პირობებს შორის დამოკიდებულებას. ის გარკვეულწილად დაკავშირებულია
ზოგად ეკოლოგიასთან. მცენარეთა ეკოლოგიის მიზანია რეგიონალური და
გლობალური მოვლენების ფონზე გარემოს დაცვა, რესურსების რაციონალური
გამოიყენება და მისი ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნება.

ორგანიზმთა ორგანიზაციის დონეებიდან გამომდინარე, ეკოლოგია სამ ნაწილად


იყოფა: - აუტოეკოლოგია, დემოკოლოგია და სინეკოლოგია.

აუტოეკოლოგია - სწავლობს სხვადასხვა ფაქტორების მოქმედებას ცალკეულ


ორგანიზმებზე.

დემეკოლოგია - პოპულაციების რეაქციას გარემო პირობების ზემოქმედებაზე,


რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ცალკეული ინდივიდის რეაქციისაგან;
პოპულაციისთვის დამახასიათებელია თვითრეგულაციის უნიკალური უნარით და
მისი შესატყვისი მექანიზმები.

სინეკოლოგია - სწავლობს სხვადასხვა სახეობათა პოპულაციების ერთობლიობას ანუ


ბიოცენოზს, რომელიც მჭიდრო კავშირშია არაცოცხალ გარემოსთან და მასთან ერთად
ქმნის ფუნქციურ მთლიანობას - ეკოსისტემას.

ამრიგად, ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ინდივიდების, პოპულაციებისა და


თანასაზოგადოებების დონეზე შეისწავლის ორგანზმების ურთიერთობას
ერთმანეთთან და არაცოცხალ გარემოსთან.
ზოგადი ეკოლოგიისა და მცენარეთა ეკოლოგიის უმთავრესი ცნებებია: ბიოფერო.
ეკოსისტემა და საარსებო გარემო, აგრეთვე პოპულაცია.

ბიოსფერო დედამოწის ერთ-ერთი გეოლოგიური გარსია, რომელშიც ცოცხალი


ორგანიზმების მეშვეობით ტრანსფორმირდება მზის სხივური ენერგია, წარმოიქმნება
ბიოგენური ორგანული ნივთიერებები და ხდება ნივთიერებათა გეოქიმიური
გარდაქმნები.

ბიოსფეროს მნიშვნელოვან ნაწილს მცენარეული საფარი წარმოადგენს. ბიოსფეროში


მცენარეული მასა რამდენჯერმე აღემატება ცხოველურს, მთლიანად ბიომასა შეადგენს
მთელი ბიოსფეროს მასის მხოლოდ 0,001% -ს.

ეკოსისტემა ბიოსფეროს განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული ცოცხალი და


არაცოცხალი კომპონენტების მდგრადი თვითმარეგულირებელი სისტემაა, რომლის
კომპონენტებს შორის მუდმივად მიმდინარეობს.

N2 განყოფილება ფარულთესლოვანები ანუ ყვავილოვანი მცენარეები


(Magnoliophyta = Angiospermae)

ფარულთესოვანი, ანუ ყვავილოვანი მცენარეები მცენარეთა სამყაროს უმსხვილესი


განყოფილებაა. აერთიანებს 540 ოჯახს, დაახლოებით 13 000 გვარს და არანაკლებ
250 000 სახეობას. ყვავილოვანი მცენარეები გაბატონებულია ხმელეთის უდიდეს
ნაწილზე და მთავარ როლს ასრულებს მცენარეული საფარის ფორმირებაში. ნებისმიერ
კლიმატურ ზონაშია გავრცელებული და გასაოცარი პლასტიკურობის გამო არსებობა
შეუძლია ყველაზე განსხვავებულ ეკოლოგიურ პირობებში.
ფარულთესლოვანთა ფართო გავრცელება დაკავშირებულია მათი რეპროდუქციული
და ვეგეტატიური ორგანოების პროგრესულ ცვლილებებთან. მნიშვნელოვანი
პროგრესული ცვლილებაა ყვავილის წარმოშობა, რომელშიც შეუთავსებელია უსქესო
და სქესობრივი გამრავლების სტრუქტურები და ფუნქციები.
ნაყოფი ყვავილის განვითარების უშუალო გაგრძელებაა, რომელიც მცენარეთა არც
ერთ სხვა ჯგუფს არ გააჩნია. ნაყოფის ფუნქციაა ფორმირებული თესლის
არახელსაყრელი პირობებისაგან დაცვა და მისი გავრცელება.
მდედრობითი გამეტოფიტი, რომელიც ჯერ კიდევ შიშველტესლოვანებში კარგავს
დამოუკიდებლობას, ფარულთესლოვანებში ჩანასახის პარკის 8 უჯრედამდეა
რედუცირებული. მთლიანად ქრება არქეგონიუმი და განაყოფიერება წყლის წვეთის
გარეშე მიმდინარეობს.
ფარულთესლოვანებში განაყოფიერებაც თავისებურია და მან ორმაგი
განაყოფიერების სახელწოდება მიიღო. ამ უნიკალური მოვლენის პროგრესულობა
უკავშირდება ტრიპლოიდურ ენდოსპერმს, რომელიც უფრო სიცოცხლისუნარიანია და
ჩანასახთან ერთად წარმოიქმნება. თუ რაიმე მიზეზის გამო განაყოფიერება არ მოხდა,
მაშინ არც ენდოსპერმი ვითარდება. ამით მცენარეში უზრუნველტოფილია
პლასტიკური ნივთიერებების და ენერგეტიკული რესურსების ეკონომიური ხარჯვა.
თესლი ფარულთესლოვანებში შედარებით სწრაფად, ზოგჯერ 2-3 კვირის
განმავლობაში ფორმირდება (ეფემერები).
რეპროდუქციული ორგანოების პროგრესულ ცვლილებებთან ერთად ცვლილებები
შეხო ვეგეტატიურ ორგანოებსაც, რაც გამოიხატა ფოთლების დაძარღვაში, ყლორტების
დატოტვაში და სხვ. მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა აგრეთვე გამტარმა
სისტემამ, კერძოდ, ქსილემის გამტარი ელემენტის ჭურჭლების წარმოშობამ
მნიშვნელოვნად დააჩქარა აღმავალი ნაკადის მოძრაობა. ასევე ფლოემაშ საცრიანი
უკრედები შეიცვალა საცრიანი მილებით; წარმოიქმნა თანამგზავრი უჯრედები,
რომლებიც საცრიანი მილის ფუნქციას არეგულირებს.

N3 . რიგი Papaverales, ოჯახი ყაყაჩოსებრნი, (Papaveraceae)


ოჯახში გაერთიანებული მცენარეები უმეტესად ლატექსის შემცველი
(რძეწვენი)ბალახოვანი მცენარეებია. საქართველოშიიზრდება ან კულტურაშია 5 გვარი
და19 სახეობა.

ლატექსი - L. Latex. "წვენი"

მცენარეული რძეწვენი, რომლისგანაც იღებენ ნატურალურ


კაუჩუკს; ამზადებენ სინთეზურადაც

ყაყაჩოსებრნი საკმაოდ ჩვეულებრივია ევრაზიასა და


ჩრდილოეთ ამერიკაში, ძალიან იშვიათად გვხვდება
აფრიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში.

მათი ფოთლები მარტივია, უთანაფოთლო, ხშირად მეტ-


ნაკლებად დანაწევრებული.

გავრცელება:ევრაზია და ჩრდილოეთ ამერიკა, ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ


გვხვდება აფრიკაში, ავსტრალია და სამხრეთ ამერიკა.

ყვითელი, თეთრი ან უფერო ლატექსი მოთავსებულია კარგად განვიტარებულ არხებსა


და სარძევეებში. ყვავილები აქტინომორფულია, ცალკეული ან სხვადასხვა ტიპის
ყვავილებად შეკრებილი. ყვავილსაფარი ორმაგია, ორწევრიანი ჯამი ყვავილის
გაშლისთანავე ცვივა
ნაყოფი-ცინოკარპიოული კოლოფები საგდულებზე ან ხვრელებით იხსნება.

ნაყოფი ცენოკარპულია; სხვადასხვა ფორმის კოლოფი საგდულებზე ან ხვრელით


იხსნება. მცენარეთა უმრავლესობა მწერებით იმტვერება.

Chelodonium majus ქრისტესისხლა.

(Chelidonium majus) მრვ. წლ. ბალახოვანი მცენარეა. ყველა ნაწილი შეიცავს


ნარინჯისფერ რძეწვენს. შეიცავს ალკალოიდებს.

ჩვენში უფრო ხშირად იზრდება, როგორც სრეველა მცენარე, ბაღებში, ბოსტნებში,


საცხოვრებელ ადგილების სიახლოვეს.
შეიცავს ალკალოიდებს.

ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული
საშუალებაა. ბალახის წყლიანი გამონაცემი
გამოიყენება, როგორც ნაღვლმდენი
საშუალება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის
დაავადებების დროს.

Papaver somniferum

ხაშხაში( Papaver somniferum) ერთწლოვანი მცენარეა. ველურად არ იზრდება


სამშობლოდ ითვლება მცირე აზია. საერთაშორისო ორგანიზაციების
გადაწყვეტილებით, მისი კულტივირება დასაშვებია მხოლოდ ე,წ, ოქროს
სამკუთხედში (სამხრეთ -აღმოსავლეთი ჩინეთი, ბირმა და ტაილანდი ), საიდანაც
მოჰყავთ მთიან რეგიონებში 1500 – 3000 მ სიმაღლეზე.

მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს იზოქინოლინის


ჯგუფის ალკალოიდებს; ყველაზე დიდი
რაოდენობით ალკალოიდები გროვდება ნაყოფში
(1,5 – 2,5%), საიდანაც მიიღება მშრალი რძეწვენი -
ოპიუმი (ბერძ.ოპოს-წვენი) იგი ორგანული და და
მინერალური ნივთიერებების ნარევია, რომელშიც
ალკალოიდების ჯამი 10-25%-ია. ოპიუმის
მრავალრიცხოვანი ალკალოიდებიდან ნედიცინაში
გამოიყენება მხოლოდ ზოგიერთი.

პრეპარატი მორფინის ჰიდროქლორიდი ძლიერი ტკივილდამაყუჩებელია;


(ნარკოტიკული ანალგეტიკია); კოდეინი ხველების ცენტრზე მოქმედებს აქვეითებს მის
აღგზნებადობას.
ხაშხაშის პრეპარატების მრავალჯერადმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათზე
ძლიერი, ავადმყოფური დამოკიდებულება - ნარკომანია.

ოჯახის სხვა წარმომადგენლებიდან სამედიცინო მნიშვნელობისაა ქრისტესისხლა,


მაკლეა და ყვითელი ყაყაჩურა.

მაკლეა(Macleaya microcarpa, M. cordata) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.

სამშობლო იაპონია, ჩინეთი შეიცავს ნარინჯისფერ -ყვითელ ქძეწვენს, რომლის


შემადგენლობაშია ალკალოიდები. პრეპარატი „სანგვირიტრინი“ ხასიათდება
ანტიბაქტერიული და ფუნგიციდური აქტივობით. გამოიყენება, როგორც გარეგანი
საშუალება - ინფექციური ჭრილობების და წყლულების დროს.

7. ყვითელი ყაყაჩურა

(Claucium flavum; Claucium liteum) მრავალწლოვანი ბალახოვანი


მცენარეა. გვხვდება მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროებზე - ყირიმსა
და კავკასიაში. იზრდება ქვიშნარ ნიადაგზე. მცენარის ყველა ნაწილი
შეიცავს ალკალოიდ გლაუცინს. ახასიათებს ხველების
საწინააღმდეგო მოქმედება.

N4 რიგი Ericales-აერთიანებს რამოდენიმე ოჯახს, რომელთა შორის


ყველაზე ცნობილია მანანასებრნი

ოჯახი მანანასებრნი (Ericaceae)

ოჯახი წარმოდგენილია დაახლოებით 140 გვარით და 3500-ზე მეტ სახეობას,


რომლებიც უდაბნოებსა და სტეპების გარდა
ყველგანაა გავრცელებული. საქართველოში
გვხვდება 5 გვარის 10 სახეობა.
ოჯახი შედგება 3 ქვეოჯახისაგან - Ericoidae, Rhododendroidae და
ზოგჯერVaccinoidae ოჯახის ტაქსონშია აყვანილი.

მანანასებრნი მეტწილად მარადმწვანე, იშვიათად ფოთოლცვენი ბუჩქები ან


ნახევრად ბუჩქებია. ხეები (15-20 მ) მხოლოდ ტროპიკებში გვხვდება. ფოთლები
ნემსისებრია და კიდეჩახვეულია.

დათვის კენკრა (Arctostaphylos uva-ursi)

დათვის კენკრა (სინათლის მოყვარე მარადმწვანე ბუჩქია,


ევრაზიული სახეობაა.გავრცელებულია
საქართველოში. იზრდება მშრალ, ფოთლოვან ან
ფიჭვნარ ტყეებში. ფოთლები შეიცავს
ფენოლოგლიკოზიდ არბუტინს, მთრიმლავ
ნივთიერებებს. მონახარში როგორც
ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება
თირკმელების და შარდსადინარი გზების
დაავადებების დროს

Vaccinum vitis idea)

წითელი მოცვი(Vaccinum vitis idea) ჩვენში კარგად ცნობოლი, პატარა ზომის


მარადმწვანე ბუჩქია. ფოთლები შეიცავს არბუტინს, თავისუფალ ჰიდროქინონს,
მთრიმლავ ნივთიერებებს. მონახარში, როგორც სადეზიფექციო და შარდმდენი
საშუალება, გამოიყენება შარდკენჭოვანი დაავადებების და ცისტიტის დროს.

მოცვი (V. myrtillus)-ფოთოლცვენია ბუძქია. იზრდება


წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ნაყოფი შეიცავს
კატექინებს და ანტოციანებს, ფოთლები -
მთრიმლავ ნივთიერებებს. ნაყოფი ხასიათდება
შემკვრელი, ანტისეპტიკური მოქმედებით;

გამოიყენება დიარეის დროს. ფოთლები შედის


ანტიდიაბეტური ნაკრებების შემადგენლობაში.

შტოში (Oxycoccus palustris) -მარადმწვანე ბუჩქია. აქვს


მიწაზე გართხმული,მცოცაცი
ყლორტები. გავრცელებულია ტაიგისა და
ტუნდრის ზონაში. იზრდება ტორფიან
ჭაობებში. ნაყოფი შეიცავს ორგანულ მჟავებს,
ვიტამინებსა და სხვ. ნედლი ნაყოფის
ექატრაქტი, მონახარში,კისელი და სიროფი გამოიყენება როგორც ვიტამინების
შემცველი საშუალება.

წყლის იელი (Ledum palustre) -მარადმწვანე ბუჩქია. აქვს


ფართო, არეალი, იზრდება დაჭაობებულ წიწვოვან
ტყეებსა და ტორფიან ჭაობებში. ყლორტები შეიცავს
ეტეროვან ძეტს. გამონაცემი როგორც
ამოსახველებულისაშუალება.

შქერი (Rhododendron ponticum)


-მარადმწვანე ბუჩქია. იზრდება
საქართველოს მაღალმთიან რეგინებში.
ფოთლები შეიცავვს არბუტინსა და
ჰიდროქინონს. ხალხურ მედიცინაში
გამოიყენება რევმატიზმების სამკურნალოდ.
გვარი Rhododendronის მრავალი სახეობა,
სახელწოდებით აზალია, ლამაზი
დეკორატიული მცენარეა.

N5 რიგი Saxifragales

რიგში გაერთიანებულია 9 ოჯახი

ოჯახი მსუქანასებრნი (Crassulaceae) და ოჯახი ფხიჯასებრნი (Saxifragaceae)

აერთიანებს დაახლოებით 35 ჰვარს და 1500 სახეობას. დამახასიათებელი ნიშანია


ხორცოვანი წვნიანი ფოთლები, რაც ასახულია ოჯახის სახელწოდებაში (ლათ. კრასსუს
- მსუქანი) გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. მსუქანასებრნი კაქტუსების მსგავსად
სეკულენტების ჯგუფს მიეკეთვნება, საქართველოში გვხვდება 4 გვარის და 27 სახეობა.

უმრავლესობა ბალახებია, გვხვდება ნახევრად ბუჩქები და ბუჩქებუ. ფოთლები


მთლიანია, მორიგეობით ან მოპირისპირედ განლაგებული, ხშირად მჯდომარე,
ზოგჯერ როზეტად შეკრებილი. ნაგეები დღისით დახურულია, ღამით -ღია, ბაგეებიდაბ
ფოთლებში მოხვედრილი CO2 გარდაიქმნება ორგანულ მჟავებად, რომლებიც დღისით
იშლება და თავისუფფალი CO2 ფოტოსინთეზს ხმარდება. ფოტოსინთეზის ასეთ
უჩვეულო ფორმას ე.წ. „მსუქანასებრთა ტიპი“ ეწოდება.

ყვავილები მეტწილად ორსქესიანია, აქტინომორფული, შეკრებილია სხვადასხვა


კრნწრულ ყვავილედებად. ჯამი და გვირგვინი ხუთწევრიანია, იშვიათად -
ოთხწევრიანი. გინეციუმი აპოკარპულია, შედგება რამოდენიმე თავისუფალი ან ძირში
ოდნავ შეზრდილი ნაყოფფოთლისაგან. ნაყოფი მრავალფოთლურაა.

ყველა წარმომადგენელი ვეგეტატიურად მრავლდება. ორიგინალური სესახედაოის


გამო, მრავალი მცენარე დეკორატიული მიზნით გამოიყენება.

3.როდიოლა (Rhodiola rosea) მრავალწლოვანო, სუკულენტური,


ორსახლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს ევრაზიული არეალი.
იზრდება ალპურ და სუბალპურ სარტყელში. ფესურა და ფესვები
შეიცავს მარტივ ფენოლებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ
ნივთიერებებს. სიტხოვანი ექსტრაქტი გამოიყენება
მასტიმულირებელ და მატონიზირებელ საშუალებად ნერვული და
ფიზიკური დაუძლურების დროს.

კალანხოე (Kalanchoe pinnata) მრავალწლოვანი, ბალახოვანი სეკულენტია. მისი


სამშობლო უცნობია. გვხვდება აფრიკასა და აზიაში, ავსტრალიაშუ, სამხრეთ და
ცენტრალურ ამერიკაში. ერთწლოვანი კულტურის სახით მოჰყავთ აჭარაში
(ქობულეთი). შეიცავს ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს და სხვ. ნედლი ფოთლებისა
და ღეროების წვენო გამოიყენება ჭრილობის შემახორცებელ და ანთების
საწინააღმდეგო გარეგან საშუალებად.

კლდისდუმა (Sedum caucasica;= S. Maximum ) მრავალწლოვანი, ბალახოვანი


სეკულენტია.გავრცელებულია საქართველოში. იზრდება ტყის პირებზე, მდელოებზე,
კლდეებზე. მშრალ ქვიშნარ და ღორღიან ნიადაჰზე. შეიცავს ფლავონოიდებს, ორგანულ
მჟავებს. ნედლი ბალახის წყლიანი ექსტრაქტი გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის
სტიმულირებისა და ქსოვილთა რეგენერაციის დასაჩქარებლად.

ოჯახი ფხიჯასებრნი (Saxifragaceae)

აერთიანებს 30 გვარს და დაახლოებით 600 სახეობას.


ფხიჯასებრთა ყველა წარმომადგენელი
მრავალწლოვანი ან იშვიათად ერთწლოვანი ბალახია.
საქართველოში ამ ოჯახის 2 გვარი და 25 სახეობა
გვხვდება.
ფოთლები მარტივია, მორიგეობით განლაგებული, უფოთლო, ორსქესიანი ან
იშვიათად ცალსქესიანი ყვავილები მარტოულია ან შეკრებილია სხვადასხვა ტიპის
ციმოიდურ ყვავილედებად. ყვავილები ხშირად აქტინომორფულია, იშვიატად
ზიგომორფული. ყვავილსაფარი ორმადია, ხუთწევრიანი. გინევიუმი - აპოკარპილი ან
ცენოკარპული.

ჩაგირი (Bergenia crassifolia) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. გავრცელებულია


სამხრეთ ციმბირის მთიან რეგიონში, იზრდება ქვიან
ნაშლებსა და კლდოვან ნაპრალებში. ფოთლები და ფესურა
შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებ. გამოიყენება საჭმლის
მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს (კოლიტი,
გასტრიტი), აგრეთვე სტომატოლოგიურ პრაქტიკაში
(სტომატიტი, გინგივიტი).

You might also like