You are on page 1of 6

ხეხილოვანი კულტურები

msxali
Pyrus communis მსხალი, როგორც სამკურნალო ხილი, უძველესი დროიდან არის
ცნობილი. იგი შეიცავს შაქრებს - გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა;
ვიტამინებს - A, B1, B2, E, P, PP, C; კაროტინს; ფოლიუმის მჟავას; კა-
ტეხინებს; აზოტოვან ნივთიერებებს; პექტინს; მინერალებს - რკინას,
მანგანუმს, იოდს, კობალტს, სპილენძს, კალიუმს, კალციუმს; ტანინს;
ცელულოზას.
ასევე, შეიცავს უნიკალურ ეთერზეთებს და ბიოლოგიურად აქტიურ ნი-
ვთიერებებს, რომლებიც ზრდიან ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციას.
მსხალი აუმჯობესებს საკვების მონელებას, ასტიმულირებს ღვიძლისა
და თირკმელის ფუნქციას.

ბოტანიკური დახასიათება
მსხლის ვარჯი, ვაშლის ვარჯთან შედარებით, ნაკლებად ჩახშირებულია, მტკი-
ცეა და კარგად განათებული. მსხლის უმეტესი ჯიშები მეჭეჭა ტოტებზე და სანაყო-
ფე ჩანთებზე მსხმოიარობს. ზრდისა და მსხმოიარობის თავისებურებით წააგავს
ვაშლს.
მეწლეობა მსხლის ჯიშებში უფრო ნაკლებად არის გამოხატული, ვიდრე ვა-
შლის ჯიშებში. მაღალი აგროტექნიკის ფონზე, ყოველწლიურად შეიძლება უხვი
მოსავლის მიღება.
კვირტების გაღვიძების, ყლორტების წარმოქმნისა და მსხმოიარობის ტიპის
მიხედვით, გამოიყოფა მსხლის ჯიშების შემდეგი ჯგუფები: ჯიშები, რომლებიც
მსხმოიარობს წკეპლებზე და ნაწილობრივ ერთწლიანი საზრდელი ტიპის ტო-
ტების ბოლოებზე ("ალექსანდროვკა" და სხვა); ჯიშები, რომლებიც უმეტესად
მსხმოიარობს მარტივ და რთულ მეჭეჭებზე, აგრეთვე შუბებზე; ჯიშები, რომლებიც
უმეტესად მსხმოიარობს თითქმის ყველა ტიპის სანაყოფე ტოტზე, რომლებიც ახა-
სიათებს თესლოვნებს ("ვილიამსი", "ბერე-ბოსკი", "ხეჭეჭური" და სხვა).
მსხლის მსხმოიარობის დაწყება დამოკიდებულია საძირეებზე, ჯიშების უმეტესი
ნაწილი მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე-მეხუთე წელს. საშუალო მოსა-
ვლიანობა შეადგენს 18-25 ტონას 1 ჰექტარზე, თუმცა ინტენსიურ ბაღებში მისი მო-
სავლიანობა 40 ტონა/ჰა-ზე აღწევს. ნარგაობის საექსპლოატაციო ხანგრძლივობა
20-30 წელია.

სარგავი მასალა
მსხლის ბაღი შენდება დამყნობილი 18-24 თვის ნერგებით. ნერგის დიამეტრი,
დაახლოებით, 16 მმ უნდა იყოს, ხოლო სიმაღლე - 1,7 მ.
საქართველოში მსხლის საძირეებად გამოიყენება როგორც ძლიერი, ასევე,
ნაგალა საძირეები: ძლიერი ზრდის საძირეებიდან გამოიყენება კულტურული ჯი-
შების ნათესარები და პანტა, ხოლო სუსტი ზრდის საძირეებად კომშისა და მსხლის
სპეციალური საძირეები.
პანტა კარგად უთავსდება მსხლის თითქმის ყველა ჯიშს. მასზე დამყნობილი
მცენარე გამოირჩევა დიდი ტანით და მსხმოიარობაში გვიან შედის. კულტურული
ჯიშების ნათესარები ზრდის სიძლიერით ოდნავ ჩამორჩება პანტას. ხასიათდება
მსხლის ნაყოფი
კარგი შეთავსებადობით მსხლის ყველა ჯიშთან.საქართველოში, ძირითადად,
-116- გზა ფერმერობისკენ
ხეხილოვანი კულტურები

"ვილიამსისა" და "ბერე-ბოსკის" ჯიშების ნათესარებს იყენებენ. რეგიონებში ცალ-


კეული ხეების სახით გვხვდება ძვირფასი ადგილობრივი ჯიშები - "გულაბი", "ხეჭე-
ჭური", "ნანაზირი", "ყაბაყ-არმუდი", "სასელო", "კაცისთავა" და სხვა.
კომში A წარმოადგენს მსხლის ნახევრადძლიერ კლონურ საძირეს. შეუთავსე-
ბელია მთელ რიგ მსხლის ჯიშებთან: "ბერე-ბოსკი", "აბატი ფეტელი", "კიფერი",
"ვილიამსი", "კლაპის ფავორიტი" და სხვა. კარგად უთავსდება შემდეგ ჯიშებს;
"კონფერენსი", "ბერე-არდანპონი", "ბერე გარდი", "კიურე", "სენ-ჟერმენი" და სხვა.
შეუთავსებლობის გადალახვის მიზნით, უნდა ჩატარდეს შუალედური (ინტერკა-
ლარული) მყნობა - მასზე ჯერ ამყნობენ თავსებად ჯიშს (მაგ, "კიურე"), შემდეგ კი
სანერგედ სასურველ ჯიშს ("ბერე-ბოსკი" და სხვა).
კომში BA-29 ხასიათდება უფრო ძლიერი ზრდით, ვიდრე კომში A. კარგად უთა-
ვილიამსი
ვსდება კომშის საძირეებთან შეუთავსებელ ზოგიერთ ჯიშს, მაგალითად, "აბატი
ფეტელს". ზოგიერთ შემთხვევაში მოითხოვს საყრდენ სისტემას.
კომში MC წარმოადგენს მსხლის ნაგალა საძირეს. შეუთავსებელია მსხლის
მთელ რიგ სამრეწველო ჯიშებთან: "ბერე-ბოსკი", "აბატი ფეტელი", "კიფერი", "ვი-
ლიამსი", "კლაპის ფავორიტი" და სხვა. მოითხოვს საყრდენ სისტემას.
კომში C - წარმოადგენს მსხლის ნაგალა საძირეს. შეუთავსებელია მსხლის
მთელ რიგ სამრეწველო ჯიშებთან: "ბერე-ბოსკი", "კიფერი", "კლაპის ფავორიტი"
და სხვა. მოითხოვს საყრდენ სისტემას.
ადამსის კომში ნაგალა საძირეა, ოდნავ ძლიერი ზრდისაა, ვიდრე კომში MC.
მოითხოვს საყრდენ სისტემას. ნაკლებად ზიანდება ქლოროზით.

მსხლის ჯიშები
ბერე-ბოსკი

ვილიამსი
სინონიმი - "სუნიანი მსხალი", ინგლისური წარმოშობის ჯიშია, ხე საშუალო
ზრდისაა, ნაყოფი იკრიფება აგვისტოს დასაწყისში. ნაყოფი - მსხვილი, მოგრძო,
მსხლისებრი ფორმის, კანი თხელი, სრულ სიმწიფეში იღებს ლიმონისფერ-ყვი-
თელ ფერს. რბილობი - თეთრი, მდნარი, სასიამოვნო სიტკბო-სიმჟავიანობის,
ინახება 2-3 კვირა.
ჯიში რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სამრეწველო მეხილეო-
ბის რაიონებში გასავრცელებლად.

ბერე-ბოსკი
სინონიმი - "ალექსანდროული", ფრანგული წარმოშობის ჯიშია, ხე საშუალო
ზრდისაა. ნაყოფი იკრიფება სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ნაყოფი - მსხვილი,
კონფერენსი
მსხლისებრი ფორმის, კანი - თხელი, დაფარულია ჟანგაროთი. სრულ სიმწიფეში
იღებს მუქ ყვითელ შეფერვას, რბილობი - თეთრი, ტკბილი, სასიამოვნო, სურნე-
ლოვანი.
ჯიში რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის რაიონებში
გასავრცელებლად.

კონფერენსი
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშია ევროპაში. ხე საშუალო ზრდი-
საა, ნაყოფი იკრიფება სექტემბრის მეორე დეკადაში. ნაყოფი - მსხვილი, ვიწრო
მსხლისებური ფორმის, კანი - საშუალო, ალაგ-ალაგ დაფარულია ჟანგაროთი,
სრულ სიმწიფეში იღებს ღია ყვითელ შეფერვას, რბილობი - თეთრი, სურნელო-
ვანი, წვნიანი.
მაღალი საგემოვნო თვისებების ჯიშია. მედეგია ფოთლების ბაქტერიული ამ- მსხლის ბაღი

გზა ფერმერობისკენ -117-


ხეხილოვანი კულტურები

წვრობის მიმართ. კარგი აფინიტეტით ხასიათდება კომშის ნაგალა და ნახევრად


ნაგალა საძირეებთან.
აბატი ფეტელი
ძველი ფრანგული ჯიშია, მიღებულია 1869 წელს. ეფექტური სასაქონლო სახე
აქვს. ნაყოფი იკრიფება სექტემბრის მეორე-მესამე დეკადაში, ინახება მაცივრის
პირობებში იანვრამდე. ნაყოფი მსხვილი, ვიწრო მსხლისებური ფორმის, კანი - სა-
შუალო, ალაგ-ალაგ დაფარულია ჟანგაროთი, შეფერვა ყვითელი, წითელი ლო-
ყით. რბილობი - მოყვითალო, წვნიანი. საუკეთესო საგემოვნო თვისებების ჯიშია.
კომშის ნაგალა და ნახევრად ნაგალა საძირეებთან კარგი აფინიტეტით ხასიათ-
დება.

კარმენი
მაღალი სასაქონლო ღირებულებისა და ეფექტური გარეგნობის საზაფხულო
სიმწიფის იტალიური მსხალია. იკრიფება ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისში
აბატი ფეტელი და მაშინვე მოიხმარება. გამოირჩევა მსხვილი, ლამაზი ნაყოფით, ხასიათდება
გამორჩეული გემოთი.

კონკორდი
ერთ-ერთი იშვიათი ჯიშია, რომელიც ჯვარედინ დამტვერვას არ მოითხოვს.
ხასიათდება მსხვილი ნაყოფით. შეფერვა - მწვანე, სრულ სიმწიფეში - ყვითელი.
საშემოდგომო ჯიშია, იკრიფება სექტემბრის ბოლოს, საბოლოო სიმწიფე დგება
ოქტომბრის თვეში.

ნიადაგის მომზადება დარგვამდე


აუცილებელია ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი, მიკრო და მაკრო ელემენტების
შემადგენლობის, ნიადაგის მარილიანობისა და არის რეაქციის შემდგომი კო-
რექციის მიზნით,
მიწის მომზადების ღონისძიებები მოიცავს: ნიადაგის დრენაჟის სისტემის გა-
უმჯობესებას, საჭიროების შემთხვევაში PH-ის დონის კორექტირებას (მსხლის

კარმენი
ხისთვის ოპტიმალური PH-ია 6.5±0.5 ფესვთა მთლიანი ზონისთვის), შესაძლებე-
ლია ნიადაგის PH შევამციროთ ელემენტარული გოგირდით ან გავზარდოთ კირ-
ქვის დამატებით.

დარგვის სქემა და ხის ფორმირება


საძირის სიძლიერის მიხედვით, მსხალს რგავენ შემდეგი სქემების გამოყენე-
ბით: ძლიერ საძირეზე (კულტურული ნათესარი, პანტა) - 7 X 5; ნახევრად ნაგალა
საძირეზე (კომში, კომში-29) - 5X3, 4X3; 4X2; ნაგალა საძირეზე (კომში C) - 4მX1.5 მ;
4მX2 მ; 4მX2 მ.
ამჟამად, მსოფლიოში შენდება მსხლის ნაგალა ბაღები. ევროპის სამრეწველო
ბაღებში მიღებული გაშენების ინტენსიური და სუპერინტენსიური სქემებია: 3,5-4,0
მეტრი X 1,0, 0,75; 0,5 მეტრი კვების არეზე. ფორმირების გავრცელებული ტიპია
ცენტრალურ-ლიდერული, შპინდელი და სუპერშპინდელი. ტარდება წარმატებუ-
ლი ექსპერიმენტები ორლიდერიანი ე.წ. ბი-ბაუმის ტიპის ნერგებით ბაღების გა-
შენების მიმართულებით (ფორმირების სისტემა და გასხვლა დეტალურად არის
აღწერილი ამავე სახელმძღვანელოს ვაშლის ქვეთავში, რაც იდენტურია მსხლის
კონკორდი
კულტურისათვისაც).
-118- გზა ფერმერობისკენ
ხეხილოვანი კულტურები

(კგ/ჰექტარი)
თვე
N P2O5 K2O MgO
მარტი 15 10 20 0

აპრილი 20 15 30 5

მაისი 32 20 40 5

ივნისი 35 10 40 10

ივლისი 20 5 35 10

აგვისტო 6 0 5 8

სექტემბერი 6 5 5 5

ოქტომბერი 10 5 10 0

სულ 140 70 185 55

XX მსხლის ინტენსიური ბაღის განოყიერების სქემა 45 ტონა/ჰექტარზე მოსავლის შემთხვევაში.

მიკრო და მაკრო
დეფიციტი დაბალი საშუალო მაღალი
ელემენტები

მშრალი მასა %
აზოტი <1.60 <1.80 1.80-2.80 >2.80

ფოსფორი <0.11 <0.15 0.15-0.30 >0.30

კალიუმი <0.70 <1.20 1.20-2.00 >2.00

კალციუმი <0.31 <1.30 1.30-3.00 >3.00

Ppm
მანგანუმი <5 <22 22-140 >140

რკინა <25 <40 40-100 >100

სპილენძი <4 <6 6-25 >25

ბორი <11 <35 35-80 >80

XX ფოთლის ანალიზისას მიღებული შედეგების განმარტების ცხრილი

მავნებლები და დაავადებები

მსხლის ქეცი
ინფექცია-დასნებოვნების შედეგად ზიანდება მცენარის ფოთლები. დაზიანებას
აქვს მოყავისფრო-მომწვანო ლაქების სახე ბუნდოვანი კიდეებით.
სპორები გამოიყოფა 5-9 კვირის განმავლობაში. მათი პიკური გამოყოფა ვა-
რდისფერი ფაზიდან ფურცლების ჩამოცვენის ფენოფაზამდე ფიქსირდება.
მსხლის ქეცის კონტროლის ყველაზე ეფექტიანი გზა ფოთლების ფუნგიციდე-
ბით დამუშავებაა. კონტროლის ეფექტიანობა დამოკიდებულია ინფიცირებიდან
პირველი 24-48 საათის განმავლობაში არსებულ ტემპერატურაზე.

მსხლის ჟანგა
მსხლის ჟანგა აავადებს ფოთლებს, ტოტებს და იშვიათად ნაყოფს. გაზაფხულ-
ზე, მსხლის ფოთლებზე ვითარდება დიდი, წითელი არშიით შემოვლებული,
მოყვითალო-ნარინჯისფერი ლაქები, საიდანაც ვრცელდება სპორები. ისინი იჭ-
რებიან მერქნის ქსოვილებში, აჩენენ იარებს და ახმობენ ტოტებს. მსხლის ჯიშები-
დან ძლიერ ზიანდება "ბერე-ბოსკი" და "ვილიამსი".
ჟანგას წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტურია თესლოვანი ხილის ინტეგრირებუ- მსხლის ქეცი

გზა ფერმერობისკენ -119-


ხეხილოვანი კულტურები

ლი დაცვის ღონისძიებები, რომელიც ძირითადი დაავადებების - ქეცისა და ნაც-


რის წინააღმდეგ არის მიმართული.

მსხლის ჩვეულებრივი ფსილა


მოზამთრე ინდივიდების ფერი მუქი-მურაა, შუა ზურგის ზოლი მონაცრისფრო
ბრინჯაოსფერია. სხეული წაგრძელებულია, მოიისფერო ან მომწვანო ლურჯი
მუცლით, ასეთივე ფერისაა ზურგის გასწვრივი ზოლი.
ფსილა ქერქის ქვეშ, მის ნაპირებში, ჩამოცვენილ ფოთლებქვეშ და სხვა თავშე-
საფრებში იზამთრებს. გაზაფხულზე, გამოზამთრებული ფსილების მატლები მცე-
ნარის წვენს კოკრებიდან, ახალგაზრდა ფოთლებიდან, მწვანე ყლორტებიდან,

მსხლის ჟანგა
ყვავილის და ნაყოფის ყუნწიდან წუწნიან. აღსანიშნავია, რომ ჭარბი ტენიანობა
ამა თუ იმ ხარისხით ამუხრუჭებს მსხლის ფსილას განვითარებასა და გამრავლე-
ბას, რაც დასავლეთ საქართველოსთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართვე-
ლოში მისი ინტენსიური გამრავლებით დასტურდება.
მსხლის ფსილას წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს შემდეგი ბრძოლის ღონისძიებე-
ბი: შემოდგომით, შტამბისა და დედა ტოტების გასუფთავება გამხმარი ქერქისა-
გან; ჩამოწვენილი ფოთლებისა და სარეველა მცენარეების შეგროვება და დაწვა.
გაზაფხულზე ბაღლინჯოების გამოჩენისთანავე, საჭიროა შემდეგი ინსექტიციდე-
ბის შესხურება: 0,2%-იანი ბი 58 ახალი, ან 0,03%-იანი ფასტაკი და სხვა.

მსხლის ტკიპა
საქართველოში ეს ტკიპა გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ რა-
იონებში. ტკიპა, უმთავრესად, მსხალზე სახლობს და მას ფოთლებს უზიანებს.
ჩვეულებრივი ფსილა
გაზაფხულზე, კვირტების გაშლისას, ტკიპები გამოდიან ზამთრობიდან, გადადი-
ან ფოთლებზე და იწყებენ მათ დაზიანებას, რაც ზედა მხრიდან გალების წარმოქ-
მნით მთავრდება. ტკიპის მიერ ქსოვილების დაზიანების გამო, გალს ბუნებრივი
შეფერვა ეცვლება - პირველად მურა, ხოლო შემდეგ შავი ფერის ხდება.
მსხლის ტკიპას წინააღმდეგ, ფოთლების გაშლისთანავე, საჭიროა ხეების შე-
სხურება 0,02-0,04%-იანი აკარიციდი ენვიდორით, ან 0,04%-იანი კარატით, ან 0,2%-
იანი ბი 58-ით.

კოკრიჭამია ცხვირგრძელა
ეს მავნებელი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. ხოჭო მოგრძო
კვერცხისებრია, სხეულის სიგრძე ხორთუმით 5 მმ-ს აღწევს, დაფარულია მონაც-
რისფრო ბეწვებით, ზედა ფრთებს შუაზე, ღია რკალივით მოღუნული, ღია-მონაც-
მსხლის ტკიპა რისფრო ზოლი გასდევს.
კოკრიჭამია ცხვირგრძელა წელიწადში იძლევა ერთ თაობას, ზამთრობს ხო-
ჭოს ფაზაში შტამბისა და ტოტების გამხმარი ქერქის ქვეშ, ქერქის ნაპრალებში,
ჩამოცვენილ ფოთლებში, ნიადაგის ზედა ფენებში და სხვა თავშესაფრებში. გა-
მოზამთრებული ხოჭოები აზიანებენ ვაშლის ჯერ გაუღვივებულ კვირტებს, ხოლო
შემდეგ კოკრებს. მატლი შიგნიდან აწებებს გვირგვინის ფურცლებს, სანერწყვე
ჯირკვლებიდან გამოყოფილი სეკრეტით, რის გამოც კოკორი ვეღარ იშლება, კა-
რგავს ბუნებრივ ფერს, ხმება და ცვივა. კოკრიჭამია ცხვირგრძელას წინააღმდეგ
საბრძოლველად შემოდგომაზე, ყინვების დადგომისთანავე, უნდა განხორციე-
ლდეს შტამბისა და ტოტების ჩამოფხეკა, ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება
და ჩამოფხეკილ ქერქთან ერთად დაწვა.
ქიმიური პრეპარატებით ბრძოლა ტარდება ადრე გაზაფხულზე, პირველი გა-
მოზამთრებული ხოჭოების გამოჩენისთანავე, გამოიყენება: 0.01%-იანი დეცის
კოკრიჭამია ცხვირგრძელა
პროფი, 0.05%-იანი კარატე, 0,2%-იანი ბი-58 (ახალი), 0.2%-იანი დურსბანი და სხვა.
-120- გზა ფერმერობისკენ
ხეხილოვანი კულტურები

მოსავლის აღება
მსხლის ყველა ჯიშისთვის არსებობს მოსავლის აღების კონკრეტული პერიოდი.
მთავარია, რომ ნაყოფის სიმწიფე ყურადღებით გაკონტროლდეს და ის სიმწიფის
ოპტიმალურ ეტაპზე მოიკრიფოს. ხილის დაბეჟვის თავიდან ასაცილებლად, აუცი-
ლებელია მკრეფავებისთვის სათანადო ტრენინგის ჩატარება და მათი ზედამხედ-
ველობა. ხილის ხარისხის შენარჩუნებისთვის საჭიროა ნაყოფის დაკრეფისთანა-
ვე გაცივება.
საგვიანო ჯიშები გაცილებით ხანგრძლივად ინახება, ვიდრე საადრეო ჯიშები.
საგვიანო ჯიშები საკრეფ სიმწიფეში მკვახეა და მოსავლის აღების შემდეგ გარკვე-
ული დროა საჭირო, რომ მომწიფდეს. რაც ხანგრძლივია მომწიფების პერიოდი,
მით უფრო დიდი დროით ინახება ნაყოფი. მსხლისთვის შენახვის ოპტიმალური
პირობებია -1.0 - 0 °C ტემპერატურა და 90-94 % ფარდობითი ტენიანობა. ინახავენ
ძირითადად საგვიანო ჯიშებს. ასეთ პირობებში შენახვის საშუალო ხანგრძლივო-
ბა შეადგენს 2-3 თვეს (შენახვის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდე-
ბული ჯიშურ თავისებურებებზე).
კონტროლირებად აირში (CA) შენახვის რეკომენდებული რეჟიმია (2-2,5%O2 +
0,8 - 1,0 % CO2). შენახვის ხანგრძლივობა - 3 - 5 თვე. მსხლის ნაყოფი

გზა ფერმერობისკენ -121-

You might also like