You are on page 1of 8

მწვანე წიგნი არის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ფრინველთა და

ცხოველთა სახეობების სია.

მწვანე წიგნი არ წარმოადგენ არანაირ იურიდიულ დოკუმენტს და ატარებს მხოლოდ


რეკომენდაციულ ხასიათს.ის მოიცავს გლობალურ მაშტაბებს და მიმართულია
რეკომენდაცია გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზე ცხოველთა სიცოცხლეს
საფრთხე ემუქრება.აღნიშნული რეკომენდაციების მნიშვნელობა უზენაესია მსოფლიოს
მაშტაბით.

1994 წელს ,,ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირს,,(IUCN) მიიღო მწვანე ნუსხის ახალი
სისტემა და ახალი კრიტერიუმები, რომელთა გამოყენებაც ძალიან ფართოდ დაიწყეს
სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციებმა.IUCN მსოფლიოს პირველი გარემოს დაცვითი
ორგანიზაციაა.ის 1948 წელს დაარსდა და ამჟამად 1200 ორგანიზაციაა
გაერთიანებული,რომლითაც მსოფლიოს უდიდეს კონსერვაციულ ქსელს ქმის. IUCN ის
მთავარ მიზანსმსოფლიო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება წარმოადგენს.

მწვანე ნუსხაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს, ვინაიდან დროთა განმავლობაში


სახეობათა ვითარება იცვლება და საჭიროებს ცვლილებების შეტანას.
საქართველოს მწვანე ნუსხა:

ფაუნა:

ძუძუმწოვრები:

• მეჰელის ცხვირნალა

მეჰელის ცხვირნალა — ხელფრთიანების სახეობა ცხვირნალისებრთა ოჯახისა.


გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში. დამახასიათებელია
საშუალო ზომა, ფერმკრთალი ტუჩები და მონაცისფრო-მოყავისფრო ყურები. ბეწვი
შედარებით ხშირია, მონაცისფრო-მოთეთრო ფერისაა.

მუცლის ბეწვი თითქმის მთლინად თეთრია, ხოლო ზურგისა — მონაცისფრო-


მოყავისფრო. მკვეთრად არის გამოყოფილი ზურგისა და მუცლის მხარეები. სხეულის
სიგრძე 5,5-6,4 სმ, წონა 10-18 გრ. ფრთების შლილი 33-34 სმ. გამოქვაბულების ბინადარია,
უპირატესობას ანიჭებს კირქვიან ადგილებს, იქ სადაც წყალია. მეჰელის ცხვირნალა
როგორც ცნობილია, ბუდობს სხვა ნალცხვირა ღამურებთან ერთად. თავისუფლად არის
ჩამოკიდებული მღვიმეების ჭერზე. სანადიროდ გამოდის მობინდებისას, მსხვერპლს
იჭერს დაბლა მიწაზე, აგრეთვე ბუჩქებსა და ხეებზე.

გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის რაიონებში. გვხვდება ესპანეთში,


პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში,
სერბია და ჩერნოგორიაში, მაროკოში, ტუნისში, ეგვიპტეში, ალჟირში, ლიბიაში,
თურქეთში, კვიპროსში, ირანში, ერაყში, ისრაელში, იორდანიაში, ავღანეთში. მეჰელის
ცხვირნალა გვხვდება საქართველოშიც, კერძოდ, მცხეთის მიდამოებში. იშვიათი სახეობაა,
ამიტომ შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.

 გრძელყურა მღამიობი
მღამიობი — ძუძუმწოვრების გვარი ღამურასებრთა ქვერიგისა. მათი სხეულის
სიგრძე 3,5—8 სმ აღწევს. აქვთ მუქი, მურა-ყავისფერი შეფერილობა, გრძელი
ყურები, ვიწრო, ბოლოში წაწვეტებული ყურსარქველები. გავრცელებული არიან
ყველგან, არქტიკის, ანტარქტიდისა და ზოგიერთი ოკეანის კუნძულების გარდა.
გვარში 60-ზე მეტი სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 5.
წელიწადში ერთხელ შობენ თითო ნაშიერს. იკვებებიან მწერებით, ზოგიერთი
სახეობა — პატარ-პატარა თევზებით და წყლის უხერხემლოებით
 ევროპული მაჩქათელა

მაჩქათელა ) — ძუძუმწოვარი ცხოველი ღამურასებრთა ოჯახისა. აქვს


შედარებით მოკლე, მაგრამ ძალზე ფართო ყურები, მოკლე და ბლაგვი ცხვირი,
გრძელი და ბოლოში წაწვეტებული ფრთები. სხეული დაფარული აქვს გრძელი, ხშირი
და რბილი ბეწვით.
გავრცელებულია ევროპაში, უკრაინაში, ყირიმში, კავკასიაში. საქართველოში — თბილ
ისში, ბორჯომის ხეობაში. ყველგან მცირერიცხოვანია. სწრაფად დაფრინავს. შობს 2
ნაშიერს. ზამთრობით ძილს ეძლევა. მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა
მოაქვს.
 თახვი

თახვი _, ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. შეგუებულია წყალში და


ხმელეთზე არსებობას. მისი სხეულის სიგრძე 100 სმ აღწევს, წონა - 30 კგ. აქვს მასიური
სხეული, შედარებით პატარა თავი, მოკლე და მსხვილი კისერი. ყურის პატარა
ნიჟარები ჩაყვინთვის დროს გასწვრივ იკეცება და ფარავს ყურის ხვრელს . თვალებიც
პატარა აქვს, კუდი - ბრტყელი, 15 სმ სიგანისა, თითქმის უბეწვო, რქოვანი ფარებით
დაფარული; კიდურები - მოკლე, უკანა კიდურების თითებს შორის განიერი საცურავი
აპკია.

თახვი ძვირფასბეწვიანია. უმეტესობა ღია წაბლისფერია, მუქი მურა, ზოგჯერ -


შავიც. ანალურ ხვრელთან მოთავსებული წყვილი ჯირკვლიდან გამოყოფს
ბეწვის გასაპოხ ცხიმოვან ემულსიას. მამალს სასქესო ორგანოსთან წყვილი
მუშკის ჯირკვალი აქვს, რომელიც გამოყოფს სეკრეტს - თახვის ყაირს.
ბინადრობს ტყის მდორე მდინარეებში. იკვებება რბილმერქნიანი ხეების
აღმონაცენითა და ქერქით. სახლობს სოროებში. ხის ტოტებისაგან, ლომისა და
მიწისაგან აშენებს 2,5 მ სიმაღლის „ფაცხებს“, პატარა მდინარეებში აგებს
ჯებირებს. მონოგამიური ცხოველია. მაკეობის ხანგრძლივობა 105-107 დღეა.
შობს3-4 ნაშიერს.თახვი გავრცელებული იყო ევროპის, სამხრეთ ციმბირის დიდ
ნაწილში, შუა აზიის ნაწილსა და მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში,
ზოგიერთ ადგილას ნაპოვნია თახვის ძვლოვანი ნაშთები. მტაცებლური
ნადირობის შედეგად თახვების რიცხვი ძლიერ შემცირდა. ამჟამად ცდილობენ
მათ რეაკლიმატიზაციას.
 ბრუცა

ბრუცა — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი ბრუცასებრთა ოჯახისა. აქვთ 35 სმ-


მდე სიგრძის მსხვილი სხეული, რუდიმენტული თვალები. ცხოვრობენ მიწაში,
სადაც გრძელი საჭრელი კბილებით თხრიან სავალებს. იკვებებიან მცენარეთა
მიწისქვეშა ნაწილებით. საქართველოში (წალკაში, ახალქალაქის ზეგანზე)
გვხვდება ერთი სახეობა — თეთრკბილა ბრუცა გვარში გაერთიანებულის 13–
15 სახეობა.

 ამიერკავკასიური ზაზუნა

ამიერკავკასიური ზაზუნა
— ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა.
გავრცელებულია ბულგარეთში, რუმინეთში, მცირე აზიაში, ჩრდილო-
დასავლეთ ირანში, ამიერკავკასიაში, დაღესტანში. საქართველოში გვხვ
დება ლიხის (სურამის) ქედის აღმოსავლეთით; სამცხე-
ჯავახეთში, ქართლში, კახეთში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის
დონიდან 2800 მეტრამდე. ბინადრობს ველებზე, ნათეს მინდვრებში,
ზეგნებზე, ზოგჯერ 2 მეტრამდე სიღრმის სოროს თხრის.
 ლელიანის კატა
მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებ

რთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, მასა 16 კგ აღწევს. აქვს


გრძელი ფეხები, ყურის ბოლოზე მოკლე ფუნჯები. ბინადრობს სამხრეთ-
აღმოსავლეთ აფრიკის წინა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის
მდინარეთა ხეობების ხშირ ბარდებში. ყოფილ სსრკ-ში — ვოლგის
დელტაში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, შუა აზიის მდინარეთა
ხეობებში. საქართველოში — მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში. მთებში
800 მ-ზე მაღლა არ ადის. იკვებება ფრინველებით, ძუძუმწოვრებით.
ზოგიერთ ადგილებში სარეწაო ნადირ-ფრინველის განადგურებით
ერთგვარი ზიანი მოაქვს სანადირო მეურნეობისათვის. ლელიანის კატის
ბეწვი მდარე ხარისხისაა.

 ფოცხვერი

ფოცხვერი — ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის


სიგრძეა 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი,
შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების
ბოლოებზე — გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა
სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი.
[1] გავრცელებულია ევრაზიის ტყის ზონაში, შედის პოლარული ოლქის
ფარგლებშიც.[2]

 ჯიქი

მისი სხეულის სიგრძე 160 სმ, კუდისა — 110 სმ, მასა 75 კგ აღწევს. დედალი
მამალზე მომცროა. ჯიქს აქვს მოყვითალო ან წითური, შავი ხალებით
მოხატული სხეული.სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-11 წელი, ტყვეობაში — 21
წელი.ბუნებაში მისი კონკურენტებია ყველა სახის დიდი ზომის მტაცებელი
ნადირი: მგელი, ფოცხვერი, დათვი. ემუქრება გადაშენების საფრთხე,
სტაბილურად იშვიათი და მცირერიცხოვანი ცხოველია. დაცულ ცხოველად
გამოცხადდა საქართეელოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 3 დეკემბრის
№710 დადგენილებით. შეტანილია საქართველოს და ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხებში. მასზე ნადირობა აკრძალულია.
რიცხოვნობის შემცირება განაპირობა წარსულში მასზე ინტენსიურმა
ნადირობამ, ახლა კი — მისი ადგილსამყოფელის სამეურნეო მიზნით
გამოყენებამ, შემცირებულმა საკვებმა ბაზამ, შემაწუხებელ ფაქტორთა ზრდამ.

 ვეფხვი

ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის


სიგრძე 1,4–2,8 მ, კუდის — 0,6–1,1 მ, წონა 100–300 კგ. წაგრძელებული სხეული
მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ
კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე,
ჩრდილოეთ ირანში, უსურისა და ამურის
მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში. ვეფხვი
ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე
და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2–3 წელიწადში ერთხელ შობს
თვალაუხილავ, უსუსურ 2–4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან
უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს
აღქევს 4–5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8–10 წელს. აქვს 6–7 მ სიგრძის
ნახტომი.[2]
ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა „ვეფხვი“
აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას — Panthera pardus), დღევანდელი
გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.[2]

 ირემი

ირემი— წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო


რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს.
ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი — ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა
სიდიდის „სარკე“. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და
სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში.
აერთიანებს 6 ქვეგვარის 13-14
სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. ნახევრად
მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს — პანტებს იყენებენ პანტოკრინის
დასამზადებლად. სანადირო და სარეწაო ცხოველებია, თუმცა, მცირე
რაოდენობის გამო, ნადირობა უმთავრესად აკრძალულია სხვა.

You might also like