You are on page 1of 2

ლომი (ლათ.

Panthera leo) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა


გვარის წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ
აღწევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური
თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც
აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2
ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.

ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის


შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში,
ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს
აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს.
ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ
შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. შობს 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ
თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს.
სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს (იშვიათად მეტს). ადვილად
იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობაღი) მრავლდება.

ეს გვერდი ბოლოს დარედაქტირდა: 18:57, 8 ნოემბერი 2022.


ტექსტი ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით; და შესაძლოა
არსებობდეს დამატებითი პირობები. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების
პირობები.
ვიკიპედია® არის არამომგებიანი ორგანიზაცია Wikimedia Foundation, Inc.-ის
რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
დაგვიკავშირდით

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვიკიპედიის შესახებ
პასუხისმგებლობის უარყოფა
ქცევის კოდექსი
შემქმნელები
სტატისტიკა
მზა ფაილების პოლიტიკა
მობილური ვერსია

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე) — პირველი ქართული მრავალტომეული უნივერსალური


სამეცნიერო ცნობარი. წარმოადგენს 12 ტომეულს (11 ძირითადი და 1 სპეციალური ტომი
„საქართველოს სსრ“ 2 წიგნად, ქართულ და რუსულ ენებზე, 1975-87 წლებში) და მოიცავს 70
ათასამდე ტერმინს. გამოვიდა საქართველოს კპ ცკ-ისა და საქართველოს სსრ მინისტრთა
საბჭოს 1965 წლის 24 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე. გამოსცა ქართული საბჭოთა
ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ (მთავარი რედაქტორი — ირაკლი აბაშიძე,
რედაქტორი — როინ მეტრეველი).

იგი ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს და


აღიარებულია ქართული კულტურისა და მეცნიერების დიდ გამარჯვებად. ენციკლოპედიაში
შეტანილია ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, სიმონ ჯანაშიას, გერონტი ქიქოძისა
და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა საენციკლოპედიო წერილები, რომელთაც დღემდე არ
დაუკარგავთ სამეცნიერო ღირებულება.
ისტორია

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 1935 წელს შედგა.
გამომცემლობა „ტექნიკა და შრომის“ სტამბაში იგეგმებოდა ენციკლოპედიის პირველი ტომის
აკინძვა და გამოცემა. აღნიშნული ტომი უნდა შემდგარიყო სიტყვებით „ა“-დან „ამიერ-
კავკასიამდე“[1].
სარედაქციო საბჭო

მთავარი რედაქტორი — ირაკლი აბაშიძე.


მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრები: ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ანდრია აფაქიძე,
ალექსანდრე ბარამიძე, ვ. ბაქრაძე, ვახტანგ ბერიძე, ალექსანდრე ბუხნიკაშვილი, ნიკოლოზ
გაბაშვილი, ლეონიდე გაბუნია, ერეკლე გამყრელიძე, თამაზ გამყრელიძე, ირაკლი
გვერდწითელი, პაატა გუგუშვილი, ვ, გულისაშვილი, თეოფანე დავითაია, ლ. დავითაშვილი, რ.
დვალი, ისიდორე დოლიძე, სერგი დურმიშიძე, იაგო ვარდოსანიძე (პასუხისმგებელი მდივანი),
ილია ვეკუა, ფერდინანდ თავაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, პავლე ინგოროყვა, ნიკოლოზ
კეცხოველი, ვიქტორ კუპრაძე, ნიკოლოზ ლანდია, თ. ლოლაძე, დ. ლორთქიფანიძე, კ.
ლორთქიფანიძე, ე. მაღრაძე, ვ. მახალდიანი, გიორგი მელიქიშვილი, ვ. მერკვილაძე,
ვალერიან მეტრეველი, როინ მეტრეველი (მთავარი რედაქტორის მოადგილე), ი. მიქელაძე,
ნიკოლოზ მუსხელიშვილი, რ. ნათაძე, შ. ნაფეტვარიძე, გ. ნახუცრიშვილი, ვაჟა ოკუჯავა,
მიხეილ საბაშვილი, ავთანდილ საყვარელიძე, ე. სეხნიაშვილი, დ. სტურუა, ი. ტატაიშვილი,
ა. ფრანგიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე, ალექსანდრე ჩიკვაიძე, გიორგი
ჩიტაია, არნოლდ ჩიქობავა, დავით ჩხიკვიშვილი, გიორგი ციციშვილი, გიორგი ძიძარია,
აკაკი ძიძიგური, შოთა ძიძიგური, გიორგი ძოწენიძე, თინათინ წერეთელი, ნიკოლოზ
ჭავჭავაძე, ვლადიმერ ჭავჭანიძე, ევგენი ხარაძე, დავით ხახუტაიშვილი, თ. ხოშტარია,
ვახტანგ ჯაოშვილი, გიორგი ჯიბლაძე, სერგი ჯიქია.

You might also like