You are on page 1of 4

ბეგქონდარა განეკუთვნება ტუჩოსანთა ოჯახს.

5–50 სმ სიმაღლის
ბუჩქბალახებია, იშვიათად — ბუჩქები.
გავრცელებულია ევროპაში, საქართველოში 17 სახეობაა გავრცელებული
, მათგან 14 კავკასიის ენდემია, 2 კი — საქართველოსი. ბეგქონდარა
მრავალწლიანი ნახევარბუჩქია, მისი ღერო მიწაზე გართხმული,
დატოტვილი, ქვენა ნაწილში გახევებულია, მოწითალო-მორუხო,
მრავალრიცხოვანი შეფოთლილი და ყვავილიანი მოკლე ტოტით.
ფოთლები მოპირისპირეა, წვრილი, ოვალური, კვერცხისებრი ან
ლანცეტისებრი, რომლებშიც მოთავსებულია ჯირკვლები ეთერზეთით;
ფუძესთან აქვს რამდენიმე გრძელი ჯაგარის მაგვარი, თვალით
შესამჩნევი ბეწვი. წვრილი ორტუჩიანი მელნისფერ-წითელი ყვავილები
შეკრებილია ტოტების ბოლოში ცრუ რგოლებად.
მცენარე ძალიან არომატულია. იგი ხარობს ღია, ქვიშიან ადგილებში,
მშრალ ფიჭვნარში, განსაკუთრებით ბევრია სტეპებში.
ნედლეულად აგროვებენ ღეროებს ტოტებიანად ყვავილობის პერიოდში.
გაშრობის შემდეგ ღერებს აცილებენ ფოთლებს ან ამტვრევენ და
ცხრილავენ რკინის ბადიან საცერში, უხეში ღეროებისა და ფესვების
მოსაცილებლად.
რეკომენდებულია ბალახის მოჭრა დანით ან ნამგლით, რადგან
მოგლეჯის შემთხვევაში იგი მიწიდან ფესვებიანად ამოდის. ბეგქონდარა
ნელა იზრდება, ცუდად მრავლდება და ბუნებრივია, ფესვებიანად
ამოთხრის შემთხვევაში, შესაძლებლია მისი გადაშენება.
ქიმიური შემადგენლობა: ბეგქონდარას ბალახი შეიცავს 0,5-1%
ეთერზეთს. ეთერზეთის სამედიცინო გამოყენება განპირობებულია მასში
ფენოლების (60%), კრისტალური თიმოლის არსებობით. თიმოლს აქვს
ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება. ბეგქონდარას შემადგენლობაში
შედის მწარე სათრიმლავი ნივთიერებები.
მედიცინაში გამოიყენება: ბეგქონდარას იყენებენ როგორც
ამოსახველებელ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რადიკულიტებისა
და ნევრიტების დროს ნახარშისა და ექსტრაქტების სახით. ბეგქონდარას
ექსტრაქტი შაქართან ერთად შედის ყივანახველის საწინააღმდეგო
პრეპარატში (“პერტუსინი”). ხალხურ მედიცინაში ბეგქონდარას ნახარშს
იყენებენ საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის, ნაწლავების
შებერვის, ხველის, მკერდის არეში ტკივილისა და უძილობის დროს.
აგრეთვე, როგორც შარდმდენ და კუჭის გასამაგრებელ საშუალებას.
გარეგანად ხმარობენ არომატიზირებული აბაზანების სახით
ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ტკივილების დროს.
კომპრესებისა და საფენების სახით – ჭრილობის შესახორცებლად და
თვალის ტკივილის დროს. ფხვნილი გამოიყენება საყნოსავად გრძნობის
დაკარგვისას.
ველური ბეგქონდარას ფოთლების საფენის შუბლზე და თავზე დადება
აყუჩებს თავის ტკივილს.
ნაღველა ჯვრისებრი (ლათ. Gentiana Cruciata L) ნაღველასებრთა ოჯახს
ეკუთვნის. საქართველოში ნაღველას მრავალი სახეობა იზრდება. ზოგ
სხვა სახეობასთან ერთად ტყეებსა და ტყისპირებში უფრო ხშირად
დასახელებული სახეობა იზრდება. აჭარაში ასისთავას, ბერძნულ
ენდროს და შხამასაც უწოდებენ.
იგი 50-70 სმ სიმაღლის, მრავალწლოვანი მცენარეა, მსხვილი
გასქელებული ფესვურით. ფესვის ყელიდან რამდენიმე ღერო ამოდის,
თვითოეული მათგანი კი მარტივი ანუ დაუტოტავია და უხვადაა
შეფოთლილი.
ფოთლები ღეროზე მოპირისპირედაა განლაგებული. მათი სიგრძე 3-6 სმ-
ია, ფირფიტა უყუნწოა, ღეროზე მჯდომი, კვერცხისმაგვარი, წვერისაკენ
შევიწროებული, ფუძეები ერთმანეთთანაა შეზრდილი.
ცისფერი ყვავილები ოთხწევრიანია და ღეროს ზედა ნაწილის
ფოთლების იღლიებში ჯგუფურადაა განლაგებული. ყვავის ივნის-
აგვისტოში, თესლი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება.
ქიმიური შედგენილობა: შეიცავს ალკალოიდებს, გლიკოზიდებს,
მთრიმლავ ნივთიერებებს.
მედიცინაში ნაღველას ფესურა ფესვები გამოიყენება საჭმლის მონელების
პროცესის დარღვევისას, მადისმომგვრელ საშუალებად.

ფესვებისა და ფესურის ნახარში (15-20 გ 1 ლ წყალზე) გამოიყენება


საჭმლის ცუდად მონელების შემთხვევაში, კუჭშეკრულობის, უმადობის,
ფერმკრთალობის, უძლურობის, ნიკრისის ქარის, არტრიტის (სახსრების
ანთებადი დაავადების), და გარეგნულად – ჩირქოვანი ჭრილობების
დროს. კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, გულწვისა და
კუჭშეკრულობის დროს იღებენ ნაღველას ფევს-ფესურის პორტვეინზე
ნაყენს. ნაღველას ფესურისა და სააფთიაქო გვირილას ყვავილის
თანაბარი რაოდენობით ფხვნილს ჩირქოვან ჭრილობებზე აყრიან.
ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს
ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად
მიმავალი ფესვთა სისტემით.
ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას
წარმოადგენს და წითელი მოვარდისფრო ყვავილები სწორედ მათზეა
გაბნეული 3-8 ყვავილიან ჯგუფებად.
კიდემთლიანი, წაგრძელებული, ლანცეტა ან ოვალური ფორმის მარტივი
ფოთლები ძირითადად მორიგეობითაა განლაგებული და ნაყოფების
დროს უკვე სცვივა.
პარკები სწორია ან ნამგლისებრ მოხრილი 4-5 თესლით. ყვავილობა
მიმდინარეობს თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში.
გვხვდება შუა ქართლში, ქიზიყში, გარე კახეთში, უპირატესად
მდინარეთა სანაპირო დაბლობებზე, მეჩხერ, ნათელ ტყეებში, მლაშე
ნიადაგებზე.
ცერცვეკალას მიწისზედა ნაწილები შეიცავს 0,17% ალკალოიდებს,
მთრიმლავ ნივთიერებებს C, K და B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს,
ეთერზეთს, ფლაონურ გლიკოზიდებს, კაუჩუკს, ორგანულ მჟავებს, ფისსა
და სხვა.
ბალახის ნახარში აძლიერებს ნაღვლის დენას, გააჩნია შემკვრელი
თვისება, გამოიყენება ჭვალის დროს, აგრეთვე გასტრიტის, კუჭის
წყლულის მკურნალობში. ამცირებს ადამიანის ორგანიზმში სითხის
დანაკარგს.
ხალხურ მედიცინაში ცერვეკალას ფოთლის ნაყენს იღებენ ოფლდამდენ
საშუალებად, ფესვებს კი ბუასილის და სისხლიანი ფაღარათიანობის
სამკურნალოდ.

You might also like