You are on page 1of 9

ყლორტი. ღერო.

მცენარის მიწისზედა ნაწილი წარმოადგენს ყლორტების სისტემას. ყლორტი ეს არის ღერო მასზე
განლაგებული ფოთლებითა და კვირტებით

ღერო - ღერძული პოლისიმეტრიული ორგანოა, განუსაზღვრელი ზრდით. მასზე განლაგებულია ფოთლები


და კვირტები. ღეროს სიგრძეში ზრდა ხორციელდება აპიკალური და ინტერკალარული მერისტემების
მეშვეობით. ღერო ახორციელებს კავშირს ფესვებსა და ფოთლებს შორის, ახორციელებს ნივთიერებათა
ტრანსპორტს, აქვს საყრდენი და სამარაგო ფუნქცია.

ღერომ, ისევე როგორც ფესვმა, შეიძლება იცოცხლოს 4-6 ათასი წელი (მამონტის ხე, დრაკონის ხე). ზოგიერთი
ბალახის ღერო მხოლოდ 30-45 დღე ცოცხლობს. სიგრძეში შეიძლება იყოს 1,5მმდან (წყლის მცენარე ვოლფია)
280-300მ -მდე (ზოგიერთი ტროპიკული მცენარის მცოცავი ღერო).

ღეროს ნაწილს, რომელზეც მიმაგრებულია ფოთოლი ეწოდება მუხლი. ორ მუხლს შორის მონაკვეთს ეწოდება
მუხლთშორისი. კუთხეს ღეროსა და მისგან გამომავალ ფოთოლს შორის ეწოდება ფოთლის უბე.

მიწის ზედაპირთან მიმართებაში ღერო შეიძლება იყოს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური. თუ ღერო


იზრდბა ვერტიკალურად დამატებითი საყრდენის გარეშე მას ეწოდება სწორმდგომი. თუ ვერტიკალური
ორიენტაციის შესანარჩუნებლად საჭიროებს რაიმე საყრდენზე შემოხვევას ეწოდება მხვიარა.
ჰორიზონტალური ყლორტები შეიძლება იყოს გართხმული (თუ უბრალოდ ეხება მიწას და არ ივითარებს
დამატებით ფესვებს) ან მხოხავი (ივითარებს დამატებით ფესვებს).

კვირტი ეს არის ყლორტის ჩანასახი. ასხვავებენ ორი სახის კვირტს: ვეგეტატიური (შეიცავს ფოთლის
ჩანასახებს) და გენერაციული (შეიცავს ყვავილის ან ყვავილედის ჩანასახს).

ყლორტის წვერში მოთავსებულია კენწრული კვირტი. ფოთლის უბეებში - გვერდითი კვირტები,


რომელთაგანაც მოგვიანებით გვერდითი ტოტები ვითარდებიან. დამატებითი კვირტები ასევე ვითარდებიან
მუხლთშორისებზე, ზოგჯერ ფესვებზე (იძლევიან ფესვის ამონაყარს).

დამატებით და გვერდით (უბის) კვირტებს, რომლებიც დიდხანს იმყოფებიან სვენების სტადიაში მძინარე
კვირტები ეწოდებათ. ხე და ბუჩქოვანი მცენარეების სხვლის შემდეგ მძინარე კვირტები აძლევენ დასაბამს
ახალ ტოტებს.

მრავალწლიან ყლორტებს ჩამოცვენილი ფოთლების ადგილას ემჩნევა ნაჭდევი ე.წ. ფოთლის ბალიში.

ფოთოლგანლაგება. ასხვავებენ ფოთოლგანლაგების სამ ძირითად ვარიანტს: სპირალური (მორიგეობითი) -


როდესაც მუხლზე არის მხოლოდ ერთი ფოთოლი და ყლორტზე ფოთლები განლაგებული არიან
სპირალურად. მოპირდაპირე - მუხლზე ერთმანეთის მოპირდაპირედ განლაგებულია 2 ფოთოლი. რგოლური
- ერთ მუხლზე 3 და მეტი ფოთოლია.

დატოტვის კანონზომიერებანი. ყლორტი იზრდება სიგრძეში კენწრული და ინტერკალარული


მერისტემების საშუალებით. თუ ყლორტი იზრდება განუსაზღვრელი დროით მხოლოდ ერთი და
იგივე აპიკალური მერისტემით, მის ზრდას უწოდბენ მონოპოდიალურს.

უმრავლესობა მცენარეებში აპიკალური მერისტემის აქტივობა არ არის მუდმივი და გრძელდება ერთი


სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში, რომლის მერეც აქტიურდება უახლოესი გვერდითა კვირტის
მერისტემა. ხდება ე.წ. ზრდის კონუსის ჩანაცვლება. ყლორტის ასეთ ზრდას ეწოდება სიმპოდიალური. აქვს
დიდი ბიოლოგიური მნიშვნელობა. ზრდის მცენარეთა სიცოცხლისუნარიანობას. მცენარეები, რომელთაც არ
აქვთ ან სუსტად აქვთ განვითარებული გვერდითი კვირტები, კენწრული კვირტის დაზიანების შემდეგ
კვდებიან (პალმები). მშრალ (არიდულ) და ცივ კლიმატურ პირობებში მხცოვრებ ყველა მცენარე ახასიათებს
სიმპოდიალური ზრდა.

სიმპოდიალური ზრდის თავისებურებებს ფართოდ იყენებენ მეხილეობასა და დეკორატიულ


მემცენარეობაში (სხვლისა და გაკრეჭის სწორი მეთოდების გამოყენებით).

ევოლუციურად უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი მცენარეებისათვის დამახასიათებელია დიქოტომიური ანუ


ორთითა დატოტვა (ხავსები, გვიმრები, ზოგიერთი შიშველთესლოვანი). ამ დროს არსებობს ორი
ერთმანეთის საპირისპიროდ მჯდომი კენწრული კვირტი (ზრდის კონუსის ორი ინიციალით).

ცრუდიქოტომიური დატოტვა გვხვდება ზოგ ფარულთესლოვან მცენარეში,როცა კენწრული კვირტი კვდება


და ურთიერთსაპირისპიროდ განლაგებული გვერდითი კვირტების მერისტემა განსაზღვრავს შემდგომ
ზრდას. ის სიმპოდიური დატოტვის სახეს წარმოადგენს (იასამანი, ცხენისწაბლი, ფითრი და სხვ.)

დატოტვის მეშვეობით იზრდება მცენარის მიწისზედა ნაწილის საერთო მასა. მერქნიან მცენარეებში
დატოტვის მეშვეობით წარმოიქმნება ვარჯი. მცენარის ვარჯს შეადგენს ღეროს სხვადასხვა ხნოვანების
ტოტები. 1-2 წლის შემდეგ ყლორტები ჩამოიცვენენ ფოთლებს და გადაიქცევიან ტოტებად. წლების
განმავლობაში გამსხვილების შედეგად ტოტები გადაიქცევიან რტოებად.

მერქნიან მცენარეებს განეკუთვნებიან ხეები, ბუჩქები და ნახევრადბუჩქები (გახევების ხარისხის მიხედვით).


ხეების ღერო იტოტება მიწის ზედაპირთან გარკვეულ სიმაღლეზე და იმ მონაკვეთს, ასაკით ყველაზე ხნიერს,
რომელიც არ იტოტება ეწოდება ხის ღერო. ბუჩქებს ცენტრალური ღერო არ აქვთ გამოკვეთილი.

მერქნიან მცენარეებში ვარჯს ქმნის ტოტების, ყლორტებისა და რტოების სისტემა. ფორმით


შეიძლება იყოს სფეროსებური (ვაშლი, მსხალი, ნეკერჩხალი,თუთა), კონუსისებური (ჭადარი,
ვერხვი), პირამიდალური (კვიპაროზი), გაშლილი (არყი), მტირალა (ტირიფი) და სხვ.
მცენარეს ონტოგენეზის განმავლობაში ეცვლება გარეგნული იერი. ცვალებადობას განიცდის ასევე
ვარჯის ფორმაც. იხ. ნახ.

р– აღმონაცენი ; j – იუვენილური; im – იმატურული; v – ვირგინიული; g1 – ახალგაზრდა გენერაციული; g2 –


შუახნის გენერაციული; g3 – ხნიერი გენერაციული; ss – სუბსენილური; s – სენილური
აღმონაცენს გააჩნია სერეული კვების ტიპი, როგორც თესლის სამარაგო ნივთიერებების, ასევე საკუთარი
ასიმილატების სახით. მას ჯერ კიდევ აქვს ჩანასახოვანი სტრუქტურები, როგორიც არის ჩანასახოვანი ფესვი,
ლებნები. ის როგორც წესი, წარმოადგენს ერთღერძიან ყლორტს პატარა ფოთლებით, რომლებიც ფორმით
ხშირად განსხვავდებიან მოზრდილი მცენარის ფოთლებისაგან.

იუვენილური მცენარე მთლიანად დამოუკიდებლად იკვებება. მას აღარ გააჩნია ლებნები, თუმცა აგებულება
კვლავაც მარტივია. მეტწილად ინარჩუნებს ყლორტის ერთღერძიანობას და მომცრო ზომის ფოთლებს.

იმატურულ მცენარეებს გააჩნიათ გარდამავალი ნიშნები იუვენილურიდან ზრდასრულ ვეგეტატიურ


მცენარეებამდე. ხშირად ეწყებათ ყლორტის დატოტვა, რასაც მივყავართ ფოტოსინთეზური აქტივობის
მატებისაკენ.

ზრდასრულ ვეგეტატიურ მცენარეებს უყალიბდებათ სახეობისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო


ფორმის ტიპიური ნიშნები, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ორგანოების. ისინი აგებულებით სრულად
შეესაბამებიან გენერაციულ სტადიას, თუმცა რეპროდუქციული ორგანოები ჯერ არ განვითარებიათ.

ახალგაზრდა გენერაციული მცენარეები ყვავიან, წარმოქმნიან ნაყოფებს, ხდება ზრდასრული


მცენარისათვის დამახასიათებელი სტრუქტურები საბოლოო ჩამოყალიბება. ცალკეულ წლებში შეიძლება
მოხდეს ყვავილობის შეფერხება ან არქონა.

შუახნის გენერაციული მცენარეები, როგორც წესი, აღწევენ მაქსიმალურ სიმძლავრს, გააჩნიათ მაქსიმალური
წლიური ნამატი, თესლწარმოქმნა. თუმცა შეიძლება მოხდეს ყოველწლიური ყვავილობის წყვეტა.
კლონურად გამრავლებად სახეობებში ამ ეტაპზე ხშირად ხდება დეზინეგრაციის ნიშნების გამოვლენა და
კლონურ გამრავლებაზე გადასვლა.

ხნოვანი გენერაციული მცენარეები ხასიათდებიან რეპროდუქციული ფუნქციის მკვეთრი დაქვეითებით,


ყლორტებისა და ფესვთწარმოქმნის პროცესების მკვეთრი შესუსტებით. კვდომის პროცესები აჭარბებენ
ახლად განვითარებას, ძლიერდება დეზინტეგრაცია.

ხნოვანი ვეგეტატიური (სუბსენილური) მცენარეები ხასიათდებიან ნაყოფობის შეწყვეტით, იმძლავრის


დაქვეითებით, დესტრუქციული პროცესების გაძლიერებით. სუსტდება კავშირი ყლორტებისა და ფესვთა
სისტემებს შორის, შესაძლებელია სასიცოცხლო ფორმის გამარტივება, შესაძლებელია იმატურული ტიპის
ფოთლების გაჩენა.

სენილური მცენარეები ხასიათდებიან უკიდურესი უძლურებით, ზომების შემცირებით, ახალი ვეგეტაციის


დაწყებისას რეალიზდებიან მცირე რაოდენობის კვირტები, მეორადად ჩნდებიან იუვენილური ნიშნები
(ფოთლების და ყლორტების ფორმა და სხვ).

მომაკვდავი ინდივიდები - სენილური მდგომარეობის უკიდურესი გამოხატულებაა. ამ დროს მცენარეს


ცოცხლად შენარჩუნებული აქვს მხოლოდ ზოგირთი ქსოვილი და რიგ შემთხვევებში მძინარე კვირტები,
რომელთაც არ შესწევთ უნარი განავითარონ ახალი ყლორტები.

ზოგიერთი ხე მცენარის (მუხა,ნეკერჩხალი და სხვ.) ცალკეულ ინდივიდებში აღწერილია ე.წ.


კვაზისენილური ასაკობრივი მდგომარეობა. ესენი არიან დაბალტანიანი, დათრგუნული ინდივიდები,
რომლებიც მალევე იღებენ ხნოვანი ვეგეტატიური მცენარის სახეს გენერაციული სტადიის გავლის გარეშე.
ღეროს მეტამორფოზები

განასხვავებენ მიწისქვეშა და მიწისზედა მეტამორფოზებს.

მიწისქვეშა მეტამორფოზი ემსახურება სამარაგო ნივთიერებების დაგროვებას. ასევე მათი საშუალებით


მცენარე მრავლდება ვეგეტატიურად, ატარებს არახელსაყრელ პერიოდს მიწის ქვეშ. განეკუთვნება: ფესურა,
ბოლქვი, ტუბერი და ფესვტუბერი. ამ მეტამორფოზებზე ვითარდება დამატებითი ფესვები. მათი ჭეშმარიტი
ყლორტისეული ბუნება მტკიცდება ანატომიური სტრუქტურითა და სახეცვლილი ფოთლების (ქერქლების)
არსებობით.

ბოლქვი საერთო აგებულებით გავს კვირტს. ის წარმოადგენს სახეცვლილ ღეროსა და ფოთლებს. მის
შემოკლებულ ღეროსეულ ნაწილს ეწოდება ძირაკი. მასზე მიმაგრებულია სახეცვლილი ხორცოვანი
ფოთლები, რომელთა უბეებში ხშირად შვილეული ბოლქვები ვითარდებიან. სამარაგო და ვეგეტატიური
გამრავლების ორგანოებია (ხახვი, ნიორი, ტიტა და სხვ.)

ტუბერები წარმოადგენენ გამსხვილებულ ყლორტს ერთი ან რამოდენიმე მუხლთშორისით. მიწისქვეშა


ტუბერს, რომელიც წარმოიშობა რამოდენიმე მუხლისაგან ეწოდება სტოლონი (კარტოფილი, მიწავაშლა).
ფოთლები რედუცირებულია, უბეებში განლაგებულია კვირტები (თვალი). სამარაგო და ვეგეტატიური
გამრავლების ორგანოა.

ბოლქვ-ტუბერი გარეგნულად გავს ბოლქვს, ხოლო ჭრილში - ტუბერს (გლადიოლუსი). ბოლქვისაგან


განსხვავებით სამარაგო ნივთიერებები გროვდება ძირაკში.

ტუბერი ბოლქვი ბოლქვტუბერი

მიწისზედა ტუბერი არის მთავარი ღეროს გამსხვილება და გააჩნია ნორმალური ფოთლები (კოლრაბი).

ფესურა ყლორტის მრავალწლიანი მიწისქვეშა სახეცვლილბაა, რომელსაც სამარაგო, განახლების და


ვეგეტატიური გამრავლების ფუნქცია აქვს. გვხვდება ერთლებნიან, ორლებნიან ბალახოვან მცენარეებში.
იშვიათად მერქნიანში (ბამბუკი). ფესურას გააჩნია რედუცირებული ფოთლები ქერქლების სახით, კვირტები,
დამატებითი ფესვები. სამარაგო ნივთიერებები გროვდება ღეროვან ნაწილში. ყოველწლიურად ფესურის
კვირტებიდან ვითარდებიან მიწისზედა ყლორტები (ზამბახი, კანა, ჭანგა). ანატომიურად ტიპიური
ღეროსეული აგებულება აქვს.
ყლორტის მიწისზედა მეტამორფოზები.

მიწისზედა სტოლონი მხოხავი ყლორტია, რომელსაც გავრცელებისა და ვეგეტატიურად გამრავლების


ფუნქცია აქვს. გააჩნია გრძელი მუხლთშორისი და რედუცირებული ფოთლები. მუხლებზე უვითარდებათ
ფესვები, ზედა კვირტიდან კი დამოკლებული ყლორტი (როზეტი) ვითარდება, რომელიც სტოლონის
სიკვდილის შემდეგ დამოუკიდებელ მცენარედ აგრძელებს არსებობას (მარწყვი). ასეთ სტოლონებს
ულვაშებს უწოდებენ.

სუკულენტები (მაგ. კაქტუსები) - მცენარეები, რომელთაც უდაბნოს პირობებში ცხოვრებასთან შეგუებით


განუვითარდათ წვნიან-ხორცოვანი ღეროები და რედუცირებული ფოთლები-ეკლების სახით. ღეროში
ძლიერ განვითარებულია წყალსამარაგო პარენქიმა.

ფილოკლადოდიუმი არის ყლორტის ფოთლისებური სახეცვლილება. მასზე ვითარდებიან ფოთლები,


ყვავილები, ნაყოფები, რაც მის ყლორტისეულ ბუნებას ამტკიცებს.

ეკლები - ფართოდაა გავრცელებული ორლებნიან მერქნიან და ბალახოვან მცენარეებში. იცავენ მცენარეს


ცხოველებისაგან (ციტრუსები, კუნელი). ზოგიერთ მცენარეში (გლედიჩია) ეკალი იტოტება.

ულვაში - მთავარი დანიშნულებაა მოჭიდება. მათი დახმარებით მცენარე ეჭიდება საყრდენს და იზრდება
სიმაღლეზე (ვაზი, გოგრანაირები).

წკეპლისებური მწვანე ყლორტები გააჩნიათ მცენარეებს, რომლებსაც ადრე სცვივათ ფოთლები


(კურდღლისცოცხა) და ყლორტები ასრულებენ მათ ფუნქციას.

6
ღეროს ანატომიური აგებულება.

მცენარის განვითარების მიხედვით ჯერ ფორმირდება ღეროს პირველადი სტრუქტურა, რომელიც


შიშველთესლოვნებსა და ფარულთესლოვნებში დროთა განმავლობაში იცვლება მეორადი სტრუქტურით.
ერთლებნიან მცენარეებში (მერქნიანი ფორმების გარდა) სიცოცხლის განმავლობაში ნარჩუნდება პირველადი
სტრუქტურა.

ღეროს ანატომიური აგებულება კარგად შეესაბამება მის მიერ შესასრულებელ ფუნქციებს. ნითიერებათა
ტრანსპორტს უზრუნველყოფს ღეროში კარგად განვითარებული გამტარი ქსოვილების სისტემა. ძლიერი
მექანიკური ქსოვილების საშუალებით ღერო უძლებს გვერდითი ტოტებისა და ფოთლების სიმძიმეს.

პირველადი აგებულების ღერო დაფარულია ეპიდერმისით, რომლის უჯრედებიც წაგრძელებულია და


შეიძლება გააჩნდეს ბუსუსოვანი გამონაზარდები. ეპიდერმისის ქვეშ გვხვდება ღეროს ქლორენქიმა.
ეპიდერმისის ქვეშ დიფერენცირდება პირველადი ქერქი, რომლის შიდა საზღვარს წარმოადგენს ენდოდერმის
რგოლი. ფესვისაგან განსხვავებით, ღეროში კასპარის სარტყლები თითქმის არ გვხვდება

ღეროს პირველადი აგებულება მიიღება პირველადი მერისტემის (პროკამბიუმი) მოქმედების შედეგად.


პირველად ღეროში ასხვავებენ პირველად ქერქს და სტელას (ცენტრალურ ცილინდრს). ფესვისგან
განსხვავებით პირველადი ქერქი დაფარულია ეპიდერმით.

ზღვარი სტელასა და ქერქს შორის ღეროში უფრო სუსტადაა გამოხატული ვიდრე ფესვში, ვინაიდან
პირველადი ქერქის შიდა მოსაზღვრე შრეს, ენდოდერმას, არ გააჩნია ისეთივე დამახასიათებელი
ნიშნები,როგორც ფესვში.

7
ღეროს ცენტრში მდებარეობს გულგული, რომელიც შედგება პარენქიმისგან. მრავალი მცენარეს
გულგული ნაწილობრივ ეშლება და ღეროში ჩნდება ღრუ. გულგული პირველად ქერქთან შეერთებულია
რადიალურად განლაგებული პარენქიმულ ქსოვილთა რიგით, რომელსაც გულგულის სხივებს უწოდებენ.

ერთლებნიან მცენარეებში გულგული და პირველადი ქერქი მკვეთრად გამოხატული არ არის, რადგანაც


გამტარი კონები უწესრიგოდ განლაგებულია ღეროს მთელ ფართობზე.

შიშველთესლოვნებში და უმეტეს ორლებნიანებში ღერო სისქეში იზრდება მეორადი მერისტემის -


კამბიუმის ხარჯზე, რომელიც მეორად ქსოვილებს წარმოქმნის. ის წარმოდგენილია ცილინდრის სახით
პირველად ქსილემასა და პირველად ფლოემას შორის. რჩება რა იგივე მდგომარეობაში დიდი ხნის
განმავლობაში, ის წარმოქმნის ღერძის მიმართულებით მეორად ქსილემას, გარეთ კი მეორად ფლოემას.

მეორადი ზრდა ასევე შეეხება მფარავ ქსოვილს. კორპის კამბიუმის (ფელოგენი) მოქმედების შედეგად
ყალიბდება მეორადი მფარავი ქსოვილი - კორპი.

კამბიუმის მოქმედების შედეგად დროთა განმავლობაში პირველადი ქსილემა გადანაცვლდება ქვემოთ და


რჩება გულგულის საზღვარზე, პირველადი ფლოემა კი გადადის პერიფერიაზე.

ერთწლიან ორლებნიან მცენარეს გამტარი კონები ღეროში განლაგებული აქვს წრიულად. ორლებნიანთა და
შიშველთესლოვანთა ხეებსა და ბუჩქებში კამბიუმის მოქმედების შედეგად მეორადი ზრდა მიმდინარეობს
წლების განმავლობაში. შედეგად ღეროში გამოკვეთილად განირჩევა ოთხი ნაწილი: გულგული, მერქანი,
ლაფანი და კორპის ქსოვილი.

მერქანს უწოდებენ მეორად ქსილემას, რომელსაც გააჩნია წლიური ნამატის რამოდენიმე რგოლი. მერქნის
ნაწილს, რომელიც კამბიუმის მიერ ერთ სავეგეტაციო პერიოდში არის წარმოქმნილი ეწოდება წლიური
რგოლი. ბევრ მცენარეს წლიურ რგოლში გააჩნია განსხვავებული ნაწილები - გაზაფხულის და ზაფხულ-
შემოდგომის.

8
9

You might also like