You are on page 1of 7

ყვავილოვან მცენარეთა განაყოფიერება (ორმაგი განაყოფიერება)

1. რა სახელითაა ცნობილი ყვავილოვან მცენარეთა გამრავლება?


ყვავილოვან მცენარეთა გამრავლება ორმაგი განაყოფიერების სახელითაა ცნობილი. ორმაგი
განაყოფიერება სქესობრივი გამრავლების ფორმაა და ამ პროცესის შედეგად თესლი მიიღება.
2. რა არის ყვავილებში სქესობრივი გამრავლების ორგანო?
ყვავილოვან მცენარეებში სქესობრივი გამრავლების ანუ გენერაციული ორგანო არის ყვავილი.
3. აღწერეთ ყვავილის აგებულება და დაასახელეთ სურათზე დანომრილი სტრუქტურები.
• 1-ლი ნომერი არის ყუნწი.
• მე-2 ნომერი არის ყვავილსაჯდომი ანუ ყუნწის გაფართოებული ნაწილი.
• ყვავილის სქესობრივად მნიშვნელოვანი ნაწილებია ბუტკო (მე-3 ნომერი) და მტვრიანები (მე-4
ნომერი). მცენარეში, როგორც წესი,
ერთი ბუტკო და მრავალი
მტვრიანაა. ეს ნაწილები
მნიშვნელოვანი იმით არის, რომ
ბუტკოში დიდი ზომის და უძრავი
მდედრობითი სასქესო უჯრედია
მოთავსებული, მტვრიანებში კი-
მცირე ზომის მამრობითი სასქესო
უჯრედები ანუ სპერმიებია
განთავსებული. სპერმია არ უნდა
აგვერიოს სპერმატოზოიდში,
რომელსაც შოლტი აქვს, ძალიან
მოძრავია და ცხოველებისთვის არის დამახასიათებელი. სპერმია უშოლტოა, ნაკლებად მოძრავია
და ყვავილოვან მცენარეებში გვხვდება.
• თუ მცენარის ყვავილი ბუტკოსაც შეიცავს და მტვრიანასაც, მას ორსქესიანი ანუ ჰერმაფროდიტი
ყვავილი ეწოდება. მცენარეების უმრავლესობა ორსქესიანია. არის ისეთი მცენარეებიც, რომელთა
ყვავილი მხოლოდ ბუტკოს ან მხოლოდ მტვრიანებს შეიცავს. ასეთი მცენარეები ცალსქესიანია.
• ბუტკოს ქვედა გაფართოებულ ნაწილს ნასკვი ჰქვია (3.3); ზედა შედარებით ვიწრო და გრძელი
ნაწილი არის სვეტი (3.2); სვეტი იწყება დინგით (3.1). სწორედ დინგს ემაგრება მტვრის მარცვლები
და სვეტის საშუალებით ეს მარცვლები შემდეგში ნასკვისკენ მიემართებიან. ნასკვში
თესლკვირტებია მოთავსებული. განაყოფიერებისას მათგან თესლი ვითარდება, უშუალოდ
ნასკვისაგან კი ჩანასახი ყალიბდება.
• მტვრიანა (მე-4 ნომერი) შედგება მტვრის ძაფისაგან (4.2) და სამტვრესგან (4.1). სამტვერეში
მტვრის უჯრედები მწიფდება.
• ყვავილი დაფარულია გვირგვინის ფურცლებით (მე-5 ნომერი) და ჯამის ფოთლებით (მე-6
ნომერი). გვირგვინის ფურცლები და ჯამის ფოთლები, ორივე ერთად, ყვავილსაფარს ქმნის. რა
ფუნქცია აქვს ყვავილსაფარს?- იცავს ყვავილს და იზიდავს მწერებს. მცენარეების ნაწილს
გვირგვინის ფურცლები და ჯამის ფოთლები ცალ-ცალკე აქვს და ასეთ ყვავილსაფარს ორმაგი
ყვავილსაფარი ეწოდება. ზოგიერთ ყვავილში (ტიტაში) გვირგვინის ფურცლები და ჯამის
ფოთლები შეზრდილია და ასეთ ყვავილსაფარს მარტივი ჰქვია.
4. რა არის დამტვერვა, რა არის თვითდამტვერვა და რა არის ჯვარედინი დამტვერვა?
• დამტვერვა არის მტვრის მარცვლების გადატანა ბუტკოს დინგზე.
• როდესაც მცენარის ბუტკოზე მტვრის მარცვლები გარე ფაქტორების მონაწილეობის გარეშე
გადაიტანება, ამას თვითდამტვერვა ეწოდება.
• როდესაც მცენარის ბუტკოს დინგზე სხვა მცენარის მტვრის მარცვლები ქარს ან მწერს გადააქვს,
ამას ჯვარედინი დამტვერვა ჰქვია. როგორც ხედავთ, ჯვარედინ დამტვერვაში განსაკუთრებულ
როლი აკისრია ქარსა და მწერებს. ყურადღება
მიაქციეთ, რომ მათ მტვრის მარცვლები ანუ
„მამრობითი ფაქტორები“ გადააქვთ, და არა-
„მდედრობითი“. სურათზეც სწორედ
ჯვარედინი დამტვერვა არის ასახული:
ფუტკრის მიერ სამტვერედან (1-ლი ნომერი)
მტვრის მარცვლების დინგზე (მე-2 ნომერი)
გადატანის პროცესი. მტვრის მარცვლებიდან
დინგზე გადმოსული სპერმიები ბუტკოს (მე-3 ნომერი) მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას.
5. რით იწყება ყვავილოვან მცენარეთა განაყოფიერება?
ყვავილოვან მცენარეთა განაყოფიერება მტვრის მარცვლის ბუტკოს დინგზე მოხვედრით იწყება. ეს
პროცესი საკმაოდ რთული და სპეციფიკურია. მტვრის
მარცვლების გარსი მტკიცე გარსით და ბუსუსებით
არის დაფარული. ეს ბუსუსები დინგზე მიმაგრებაში
ეხმარება. მრავალი მცენარის დინგის უჯრედებზე
განსაკუთრებული რეცეპტორებია, რომლებიც ამავე
მცენარის მტვრის მარცვლებს დინგზე მიმაგრების
საშუალებას არ აძლევს. ამით მცენარე
თვითდამტვერვას ეწინააღმდეგება. სამაგიეროდ, ეს
რეცეპტორები ხელს არ უშლის ჯვარედინ დამტვერვას.
როგორც სურათზე ხედავთ, სხვადასხვა მცენარეს
სხვადასხვა ფორმისა და ზომის მტვრის მარცვლები
აქვს, რასაც ხშირად მცენარის ამოსაცნობადაც იყენებენ.
6. რა უწყობს ხელს მტვრის მარცვლის ბუტკოს დინგზე მოხვედრას?
მტვრის მარცვლის ბუტკოს დინგზე მოხვედრას ხელს უწყობს დინგის უჯრედების მიერ
გამოყოფილი სპეციალური მწებავი სითხე, რომელიც იმაგრებს მტვრის ნაწილაკებს. ეს სითხე
კონცენტრირებულია და დისაქარიდ საქაროზას (გლუკოზა + ფრუქტოზა) შეიცავს დიდი
რაოდენობით. დინგზე მოხვედრის შემდეგ, სპეციალური სითხის ზემოქმედებით, მტვრის მარცვლები
ღვივდება და მწიფდება.
➢ სურათზე სხვადასხვა მცენარის მტვრის მარცვლებია ასახული.
7. რისგან შედგება მომწიფებული მტვრის მარცვალი?
თავიდან მტვრის მარცვალში ორი უჯრედია: ერთი ვეგეტატური და ერთი-გენერაციული.
მომწიფებული მტვრის მარცვალი კი სამი უჯრედისგან შედგება. ამ სამი უჯრედიდან ერთი
(ვეგეტატური) მტვრის მილს აყალიბებს, ხოლო ორი არის სპერმია. ეს სპერმიები გენერაციული
უჯრედის მიტოზური გაყოფის შედეგად
მიიღება და ჰაპლოიდურია.
8. განმარტეთ, რა არის ფერტილიზაცია და
დაასახელეთ სურათზე დანომრილი
სტრუქტურები.
როგორც უკვე ვთქვით, დამტვერვის დროს
მტვრის მარცვლები თავსდებოდა ბუტკოს
დინგზე. ამის შემდეგ იწყება
განაყოფიერების ანუ ფერტილიზაციის
პროცესი.
• 1-ლი ნომერი არის მტვრის მარცვალი,
რომელიც ბუტკოს დინგზე (2 ნომერი)
მოთავსდა და დინგში არსებული საქაროზის საშუალებით გაღვივდა.
• მომწიფებულ მტვრის მარცვალში სამი უჯრედიდან ერთმა ბუტკოს სვეტში (3 ნომერი) მტვრის
მილის (6 ნომერი) ჩამოყალიბება დაიწყო. ეს მილი ნასკვის მიმართულებით (4 ნომერი)
ყალიბდება. მტვრის მილის ჩამოყალიბება აუცილებელია, რადგან სხვანაირად მამრობითი
გამეტები (სპერმიები) ვერ მოხვდება თესლკვირტში არსებულ მდედრობით სასქესო
უჯრედებთან.
• მე-5 ნომერი ასახავს მტვირს მილში მოძრავ ორ სპერმიას, რომლებიც თესლკვირტისკენ
მიემართებიან.
• მე-7 ნომერი არის თესლკვირტი. რა არის თესლკვირტი?- ეს არის
ბუტკოს ნასკვში არსებული სტრუქტურა, რომელშიც
ყალიბდება ჩანასახოვანი პარკი (მე-8 ნომერი). ჩანასახოვან
პარკში გვხვდება: როგორც ჰაპლოიდური კვერცხუჯრედი (მე-10
ნომერი), ასევე დიპლოიდური ცენტრალური უჯრედი (მე-9
ნომერი). თანდართულ სურათზე ნაჩვენებია ჩანასახოვანი
პარკის აგებულება: კვერცხუჯრედი 1-ლი ნომრით არის
მითითებული, ხოლო ცენტრალური უჯრედი აღნიშნულია მე-2
ნომრით (ცენტრალური უჯრედის შიგნით ორი ბირთვი ჩანს).
მე-3 ნომერი არის მიკროპილე, რომლის საშუალებითაც
სპერმიები თესლკვირტში შედის.
→ როგორ წარმოიქმნება თესლკვირტში ჩანასახოვანი პარკი?-
თესლკვირტში ჩანასახის პარკი წინამორბედი უჯრედის მეიოზური გაყოფით
წარმოიქმნება. ორივე მეიოზური გაყოფის შედეგად მიიღება ოთხი უჯრედი, რომელთაგან
სამი კვდება და მხოლოდ ერთი განაგრძობს არსებობას. ეს პროცესი ძალიან ჰგავს
ოვოგენეზს, რომლის დროსაც 4 უჯრედიდან 3 მიმართულებითი სხეულაკი იყო და სამივე
კვდებოდა, რჩებოდა მხოლოდ ერთი. მცენარის შემთხვევაში გადარჩენილი უჯრედი
სამჯერ ზედიზედ იყოფა მიტოზურად და მიიღება 8 უჯრედი. ამ 8 უჯრედიდან 2
ერთმანეთს ერწყმის და მიიღება ცენტრალური უჯრედი (ამიტომაც არის ის
დიპლოიდური). დარჩენილი 6 უჯრედიდან კი მხოლოდ ერთი გარდაიქმნება
კვერცხუჯრედად, სხვა 5 უჯრედი კი ჩანასახის პარკის კედლებს ქმნის.
9. როგორ ხდება განაყოფიერება ყვავილოვან მცენარეებში?
როდესაც მტვრის მილი (მე-6 ნომერი) მიაღწევს თესლკვირტს (მე-7 ნომერს) იწყება ორმაგი
განაყოფიერება. როგორც გახსოვთ, მტვრის მარცვალში სულ სამი უჯრედი იყო და აქედან ერთი
მტვრის მილის ჩამოყალიბებისთვის იყო საჭირო, ხოლო სხვა ორი არის სპერმიები (მამრობითი
სასქესო უჯრედები). ამ ორიდან:
1) ერთი სპერმია (რომელიც ჰაპლოიდურია, n) შეერწყმება კვერცხუჯრედს (რომელიც ასევე
ჰაპლოიდურია, n) და ჩამოყალიბდება დიპლოიდური ზიგოტა (2n). ზიგოტისგან შემდგომ
ჩანასახი ვითარდება. ჩანასახი დიპლოიდურია (2n).
2) მეორე სპერმია კი თესლკვირტში არსებულ ცენტრალურ ანუ დიპლოიდურ უჯრედს (2n)
ანაყოფიერებს. შედეგად მიიღება ტრიპლოიდური ენდოსპერმი (3n).
10. რა არის ენდოსპერმი?
ენდოსპერმი ყვავილოვან მცენარეთა თესლის შემადგენელი ნაწილია, რომელშიც ჩანასახის
გამოსაკვებად საჭირო ორგანული და არაორგანული ნივთიერებები მარაგდება. ენდოსპერმის
უჯრედები, ჩანასახის უჯრედებისგან განსხვავებით, ტრიპლოიდურია, რაც იმას ნიშნავს, რომ
ქრომოსომათა სამმაგ კომპლექტს შეიცავს. მასში არის როგორც დედისეული, ასევე მამისეული
ორგანიზმების მემკვიდრული ფაქტორები (დნმ). ენდოსპერმის განვითარება მხოლოდ მას შემდეგ
იწყება, როდესაც კვერცხუჯრედი განაყოფიერდება.
11. შეადარეთ უჯრედები და მათი ქრომოსომული კომპლექტები.
უჯრედები ქრომოსომათა კომპლექტი
სომატური უჯრედი დიპლოიდური 2n
სპერმიები ჰაპლოიდური n
კვერცხუჯრედი ჰაპლოიდური n
ცენტრალური უჯრედი დიპლოიდური 2n
ჩანასახი დიპლოიდური 2n
ენდოსპერმი ტრიპლოიდური 3n
12. განაყოფიერების შემდეგ როგორი პლოიდების ბირთვები გვხვდება ჩანასახოვან პარკში?
განაყოფიერების შემდეგ ჩანასახოვან პარკში გვხვდება სამი სახის ბირთვი: ჰაპლოიდური,
დიპლოიდური და ტრიპლოიდური. ტრიპლოიდური არის ენდოსპერმი, დიპლოიდური არის
ჩანასახი და ჰაპლოიდურია დარჩენილი 5 უჯრედი, რომლებსაც სპერმიები არ ერწყმის.
13. ყვავილის რომელ ნაწილებში მიმდინარეობს მეიოზი და ყალიბდება გამეტები?
მეიოზი წარიმართება ბუტკოში (ნასკვში, თესლკვირტში) და მტვრიანებში (სამტვერე პარკში).
შედეგად გამეტები ყალიბდება ჩანასახოვან პარკში (მდედრობითი გამეტები) და მტვრიანებში
(მამრობითი გამეტები).
14. სიმინდის სომატურ უჯრედში 20 ქრომოსომაა. რამდენი ქრომოსომა ექნება მას ენდოსპერმში?
კვერცხუჯრედში? ჩანასახში? ცენტრალურ უჯრედში? სპერმიებში?
სომატური უჯრედების ქრომოსომული კომპლექტი არის 2n. რადგან სიმინდს სომატურ უჯრედებში
20 ქრომოსომა აქვს, გამოდის, რომ n=10-ს შესაბამისად,
• ენდოსპერმში იქნება 30 ქრომოსომა (3n);
• კვერცხუჯრედში-10 (n);
• ჩანასახში-20 (2n);
• ცენტრალურ უჯრედში-20 (2n) და
• სპერმიებში-10 (n).
15. კარტოფილის ენდოსპერმში 72 ქრომოსომაა. რამდენი ქრომოსომა იქნება სომატურ
უჯრედებში?
ენდოსპერმში ქრომოსომების ნაკრები არის 3n (ტრიპლოიდური), ხოლო სომატურ
უჯრედებში არის 2n (დიპლოიდური). თუ 3n=72-ს, მაშინ n=24-ს და 2n იქნება 48.
16. სიმინდის ენდოსპერმში C ვიტამინის დაგროვებას A გენი განსაზღვრავს. როგორი გენოტიპის
მცენარეები უნდა შევაჯვაროთ, რომ ენდოსპერმის უჯრედებში არსებული ალელებიდან
ყოველთვის მხოლოდ ერთი იყოს დომინანტური?

I – ♀AA x ♂aa II – ♀aa x ♂AA III – ♀Aa x ♂Aa


ა) მხოლოდ I ბ) მხოლოდ II გ) I და II დ) II და III
ამოხსნა: ამ ამოცანის ამოხსნის დროს განსაკუთრებული ყურადღება სიმბოლოებს უნდა მივაქციოთ.
ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ სიმინდის ენდოსპერმი ორი უჯრედის შერწყმით მიიღება. ერთი ეს არის
ცენტრალური უჯრედი, რომელიც მდედრობითი უჯრედია (სიმბოლო ♀) და ქრომოსომების
დიპლოიდური ნაკრები აქვს. მეორე ეს არის სპერმია, რომელიც მამრობითი სასქესო უჯრედია
(სიმბოლო ♂) და ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრების მქონეა. სწორედ ამიტომ მართებული პასუხი
არის „ბ“. ცენტრალურ უჯრედში უნდა იყოს aa ალელები, ხოლო სპერმიებში A. ამ შემთხვევაში
ვიღებთ ისეთ ენდოსპერმს, რომელშიც მხოლოდ ერთი დომინანტური ალელია: Aaa. „ა“ პასუხი სწორი
ვერ იქნება, რადგან ცენტრალურ უჯრედში რომ AA ალელები იყოს, ხოლო სპერმიაში a, მაშინ
ენდოსპერმში ორი დომინანტური ალელი იქნებოდა (AAa).
17. რატომ ჰქვია ყვავილოვანი მცენარეების გამრავლებას ორმაგი განაყოფიერება?
ორმაგი განაყოფიერება (ორმაგი ფერტილიზაცია) იმიტომ ჰქვია, რომ მტვრის მარცვლის ერთი
სპერმია ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, ხოლო მეორე სპერმია- ცენტრალურ უჯრედს. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, ორმაგი განაყოფიერება არის ზიგოტის (ჩანასახისა) და ენდოსპერმის
ერთდროულად ფორმირების პროცესი.
18. რით განსხვავდება სპერმიები მცენარის სხვა უჯრედებისგან?
მცენარის სხვა უჯრედებისგან განსხვავებით, სპერმიებს არ გააჩნიათ ცელულოზისგან აგებული
უჯრედის კედელი. მათი გარსი მხოლოდ პლაზმური მემბრანით იქმნება, ამიტომაც მათთვის იოლია
კვერცხუჯრედისა და ცენტრალური უჯრედის განაყოფიერება.
19. განაყოფიერების შემდეგ რა მოსდის ყვავილის თესლკვირტსა და ბუტკოს?
1) განაყოფიერების შემდეგ თესლკვირტი (რომელშიც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი და
განაყოფიერებული ცენტრალური უჯრედია) გარდაიქმნება თესლად;
2) ბუტკოსგან კი ყალიბდება ნაყოფი.
➢ რომ შეჯავამოთ: თესლკვირტი → თესლი; ბუტკო → ნაყოფი.
20. სურათზე მოცემულია ყვავილოვანი მცენარის ნასკვის განივი ჭრილი. ციფრებით აღნიშნულია
ჩანასახოვანი პარკის სტრუქტურები. განსაზღვრეთ რომელი
სტრუქტურისგან ყალიბდება:
1 - ენდოსპერმი; 2 - ჩანასახი; 3 - თესლი.
I II III
ა 1 2 3
ბ 1 3 2
გ 2 1 3
დ 3 1 2
სწორი პასუხი არის „დ“.

21. ილუსტრაციაზე მოცემულია ჩანასახოვანი პარკის სქემა. რას გამოიწვევს A


ასოთი აღნიშნული სტრუქტურის ფუნქციური დაზიანება?
ა) თესლს არ ექნება სამარაგო ნივთიერებები;
ბ) არ წარმოიქმნება ჩანასახი;
გ) არ წარმოიქმნება თესლი;
დ) განვითარდება პატარა ზომის ნაყოფი

სწორი პასუხი არის „ა“. თუ დაზიანდება ცენტრალური უჯრედი, აღარ


მიიღება ენდოსპერმი და შესაბამისად, თესლსაც არ ექნება სამარაგო
ნივთიერებები. „ბ“ პასუხი იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი, თუ დაზიანდებოდა კვერცხუჯრედი. ეს
იმიტომ, რომ სწორედ კვერცხუჯრედისგან ყალიბდება ჩანასახი.
22. ლათინური ასოთი აღნიშნული უჯრედებიდან რომელი არ მონაწილეობს ორმაგ განაყოფიერებაში?
ა) მხოლოდ A
ბ) მხოლოდ B
გ) A და D
დ) B და C
სწორი პასუხი არის „გ“. B და C არის ცენტრალური
უჯრედი და კვერცხუჯრედი.
23. ilustraciaze warmodgenilia Canasaxovani parkis sqema.
gansazRvreT, romeli ujredi iRebs monawileobas Canasaxis
CamoyalibebaSi:

a) mxolod A
b) mxolod C
g) A da B
d) C da D

სწორი პასუხი არის „A“.

24. რა უყალიბდებათ ყვავილოვან მცენარეებს ორმაგი განაყოფიერების


შედეგად: ნაყოფი, თესლკვირტი, ჩანასახოვანი პარკი თუ თესლი?
დაიმახსოვრეთ, ორმაგი განაყოფიერების შედეგად ყალიბდება ნაყოფი და თესლი. ჩანასახოვანი
პარკი და თესლკვირტი არ მიიღება ორმაგი განაყოფიერებით.
25. რატომ უწოდებენ ყვავილოვან მცენარეებს ფარულთესლოვნებს?
მიზეზი, რის გამოც ყვავილოვან მცენარეებს ფარულთესლოვნებს უწოდებენ არის ის, რომ მათი
თესლი ყვავილისგან განვითარებულ ნაყოფშია მოთავსებული.
26. რა მნიშვნელობა აქვს ბუტკოსგან ნაყოფის წარმოქმნას?
როგორც კი განაყოფიერების პროცესი დასრულდება, ახალწარმოქმნილი თესლი ჰორმონებს
გამოყოფს და მცენარე ნელ-ნელა ჭკნობას იწყებს. ჭკნობის დროს მცენარეს სხვადასხვა ნაწილი ცვივა,
მაგრამ რჩება მხოლოდ ბუტკო, რომელშიც სხვა ნაწილებისთვის განკუთვნილი საკვები ნივთიერებები
უხვად მარაგდება. დამარაგების პროცესში ბუტკო ზომაში იმატებს და ნაყოფად გარდაიქმნება.
ნაყოფი, ერთ მხრივ, იცავს მასში არსებულ თესლს; ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს მის
გავრცელებას, მაგალითად, ცხოველების მიერ. როდესაც ცხოველი შეჭამს ნაყოფს, ის თესლის
მონელებას ვერ შეძლებს და დეფეკაციის დროს ეს თესლი სულ სხვა ადგილას აღმოჩნდება და
გავრცელდება.
27. აღწერეთ თესლის აგებულება.
თესლი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: 1-ლი ნომერი არის
თესლში არსებული ნაყოფი ანუ ემბრიონი; მე-2 არის თესლში
დამარაგებული საკვები ნივთიერებები (რაც წარმოიქმნა
ტრიპლოიდური ენდოსპერმით); მე-3 ნომერი წარმოადგენს
თესლის ცელულოზურ გარსს, რომელიც ნივთიერებებისთვის
გაუმტარია.
28. რა პირობები არის აუცილებელი თესლის გასაღვივებლად?
➢ მიუხედავად იმისა, რომ თესლში საკვები ნივთიერებები
(ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) ჩანასახის ირგვლი არის დამარაგებული, ჩანასახი მათ მაინც
ვერ ითვისებს, რადგან ეს მოლეკულები დიდი ზომისაა და მათ დასაშლელად ფერმენტებია
საჭირო.
➢ ფერმენტები რომ გააქტიურდეს, წყლიანი გარემო და სითბო არის აუცილებელი. ასევე საჭირო
არის ჟანგბადიც, რომ აერობული სუნთქვის დროს მიტოქონდრიების მიერ ბევრი ატფ წამოიქმნას
და ჩანასახმა ზრდა-განვითარება დაიწყოს. სხვა სიტყვებით, თესლის გასავითარებლად და
ფერმენტების მუშაობისთვის აუცილებელელია მინიმუმ 3 ფაქტორი: წყალი, სითბო და ჟანგბადი.
➢ როგორც კი თესლი წყლიან გარემოში აღმოჩნდა, მიკროპილის საშუალებით (სურათზე მე-4
ნომერი) მასში წყალი დაიწყებს შესვლას, ენდოსპერმის
უჯრედები (მე-5 ნომერი) გაიბერება და თესლის კანი (1-ლი
ნომერი) გასკდება. ახლა უკვე ფერმენტებიც გააქტიურდება
და დამარაგებულ ცილებს ამინომჟავებამდე, ცხიმებს-
გლიცეროლამდე და ცხიმოვან მჟავებამდე, ნახშირწყლებს
კი გლუკოზამდე დაშლის. მიღებული მონომერები
ჩასანასახის მიერ (მე-2 ნომერი) იოლად შეიწოვება და
მათგან კვლავ პოლიმერები წარმოიქმნება (ცილები,
ცხიმები, ნახშირწყლები).
➢ განვითარებად თესლში თავიდან ფესვაკი ჩნდება, რომელიც
ნიადაგიდან იწყებს წყლისა და მინერალების შეწოვას. ფესვაკის გაჩენის შემდეგ ყალიბდება მცირე
ღერო ფოთლებით და ნელ-ნელა მცენარე ნიადაგიდან ზედაპირზე ამოდის. ამ დროიდან იწყება
უკვე ფოტოსინთეზიც. თესლის მასა თანდათანობით მცირდება, მცენარის ზომა კი იმატებს.
29. რა უპირატესობები და რა ნაკლები აქვს ყვავილოვანი მცენარეებისთვის სქესობრივ (თესლით)
გამრავლებას?
➢ უპირატესობა: თესლი მცენარის სქესობრივი გამრავლების შედეგად წარმოიქმნება და ამით ის
მცენარის გენეტიკურ მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს; ნაკლი: თესლით გამრავლების
ნაკლი ჯვარედინი დამტვერვის შემთხვევაში შეიძლება ის იყოს, რომ გამრავლების ამგვარი
ფორმა გარეგან ფაქტორებზე - ქარსა და მწერებზე - მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და
თუ ეს პირობები არ იქნება, მცენარე ვერ მოახერხებს დამტვერვას.
➢ უპირატესობა: თესლით გამრავლების გამო ყვავილოვანი მცენარე წყალში არსებობას აღარ
საჭიროებს და შეუძლია ხმელეთზე გამრავლდეს;
➢ უპირატესობა: თესლი შეიცავს ჩანასახისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს და შეუძლია ის
დიდხანს გამოკვებოს. ნაკლი: თუმცა, მიუხედავად ამისა, თესლში საკვები ნივთიერებების
რაოდენობა შეზღუდულია. ამისგან განსხვავებით, ვეგეტატური (უსქესო) გამრავლების დროს
მცენარე თესლს არ წარმოქმნის, მაგრამ მშობლიური ორგანიზმი შვილეულს მანამ
გამოკვებავს, სანამ ამის საჭიროება იქნება.
➢ უპირატესობა: თესლს მკვრივი გარსი აქვს, რითაც იცავს ჩანასახს დაზიანებისაგან და ასევე
ხელს უწყობს ჩანასახის სხვა ტერიტორიებზე გავრცელებას; ნაკლი: რადგან ნაყოფი
ცხოველისთვის საკვებს წარმოადგენს, ძლიერი დაღეჭვის დროს თესლი შეიძლება დაზიანდეს
და გამრავლებისთვის გამოუსადეგი გახდეს.

You might also like