You are on page 1of 2

შიშველთესლოვანი მცენარეები

როგორც უკვე იცი, არსებობს ფარულთესლოვანი და შიშველთესლოვანი მცენარეები.


ყვავილოვანი მცენარეები წარმოქმნიან ნაყოფს, რომელშიც თესლია მოთავსებული.
შიშველთესლოვანი მცენარეებიც თესლით მრავლდებიან, მათ ნაყოფი არ გააჩნიათ, ამიტომაც
უწოდებენ შიშველთესლოვან მცენარეებს.
შიშველთესლოვანთა თესლი გირჩებში ვითარდება, არჩევენ მდედრობით და მამრობით
გირჩებს. გირჩები ქერქლებისაგან შედგება. მამრობითი გირჩიდან გადმობნეულ, მომწიფებულ
მტვერს ქარი გადაიტანს ფისოვანი ზედაპირის მქონე მდედრობით გირჩაზე. ასე ხდება
შიშველთესლოვანი მცენარეების დამტვერვა.
დამტვერვის შემდეგ მდედრობითი გირჩების ქერქლები მჭიდროდ მიეკვრებიან და
ფისით შეწეპდებიან ერთმანეთთან. თესლის წარმოქმნა მიმდინარეობს დახურული გირჩებში.
გირჩა იზრდება და უხეშდება.

ფიჭვის თესლი დამტვევრიდან წლინახევრის


შემდეგ მწიფდება, ხოლო ორი წლის შემდეგ თესლი
გირჩებიდან გადმოიყრება. როდესაც გირჩა იხსნება,
ჩანს, რომ მომწიფებული თესლები ქერქლებზე
შიშვლად სხედან. თესლებს აპკისებრი ფრთები
აქვს. ნიადაგში მოხვედრის შემდეგ თესლი ნელა
ვითარდება და 5 წლის შემდეგ აღმოცენდება.
(სურათი ა - მდედრი , ბ - მამრი )

შიშველთესლოვანებიდან ყველაზე მეტად


გავრცელებულია წიწვოვანი მცენარეები. მათ
გააჩნიათ ნემსისებური ფოთლები - წიწვები.
წიწვოვანი მცენარეებია: ნაძვი, სოჭი, ღვია,
კედარი, ლარიქსი, სექვოია და სხვა. წიწვოვნები
უმეტესად ხე მცენარეებია, იშვიათად-ბუჩქები,
ბალახოვანი მცენარეები მათ შორის არ გვხვდება.
მათ ყვავილი არ აქვთ. ისინი უმეტესად
მარადმწვანე მცენარეებია. მათ წიწვები
თანდათანობით სცვივა და ახლით იცვლება,
ამიტომ ეს მცენარეები ზამთარ- ზაფხულ არ შიშვლდება. ზოგიერთ წიწვოვან მცენარეს,
მაგალითად ლარიქსს, ყოველწლიურად წიწვებს
მთლიანად სცვივა.

ნაძვის ვარჯი (ხის განშტოებული ნაწილი პირველი


ტოტებიდან კენწერომდე.) კონუსისებურია, წიწვები
მოკლეა და თითო-თითოდ არის განლაგებული.
ფესვები ნიადაგში ღრმად არ ჩადის, ამიტომ ქარის
დროს შეიძლება ადვილად წაიქცეს. ნაძვი 200-250 წელს
ცოცხლობს და გავრცელებულია საქართველოს.
თითქმის ყველა მხარეში, და მას აღმოსავლურ ნაძვს
უწოდებენ.

აღმოსავლური ნაძვი
ფიჭვს უმთავრესად მაღალი სწორმდგომი ღერო აქვს,
წვრილი და გრძელი წიწვები, ფიჭვი ადვილად იტანს
სიმშრალეს, კარგად იზრდება მზიან ადგილებში. მას
შეუძლია განივითაროს ძლიერი ფესვთა სისტემა, 300-400
წელს ცოცხლობს. საქართველოში ყველაზე მეტად
გავრცელებულია კავკასიური ფიჭვი.

ფიჭვი

სოჭი - ტანმაღალი, მარადმწვანე, ნესტისა და ჩრდილის


მოყვარული ხეა.
ახალგაზრდა ხე ნელა იზრდება და თითქმის 500-800 წელი
ცოცხლობს. საქართველოში გავრცელებულია კავკასიური
სოჭი.

დიდია წიწვოვანი მცენარეების მნიშვნელობა ბუნებაში, როგორც ყველა სხვა მწვანე მცენარე,
შიშველთესლოვანები მზის ენერგიის, ნახშირორჟანგისა და წყლის დახმარებით, თვითონ
ქმნიან საკვებ ნივთიერებას. ამ პროცესს, როგორც ვისწავლეთ, თან ახლავს დიდი რაოდენობით
ჟანგბადის გამოყოფა.
წიწვოვანი მცენარეების წიწვებს ფართოდ იყენებენ მედიცინაში, რადგან მათ
შემადგენლობაში შედის C ვიტამინი. წიწვოვანი მცენარეები გამოიყენება როგორც სამშენებლო
მასალად, ასევე მისგან ამზადებენ ქაღალდსაც.

საშინაო დავალება: უპასუხეთ შეკითხვებს წერილობით

1. როგორ მრავლდება შიშველთესლოვანი მცენარეები?


2. შეიძლება თუ არა თვალით ერთმანეთისგან გავარჩიოთ მდედრობითი და
მამრობითი გირჩები?
3. რატომაა წიწვოვანი მცენარეები მარად მწვანე ?
4. რა გამოყენება აქვთ წიწვოვან მცენარეებს?
5. დაწერეთ მსგავსება–განსხვავება შემდეგ წიწვოვან მცენარეებს შორის: ნაძვი,
ფიჭვი,სოჭი

You might also like