You are on page 1of 12

+ 1)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით

დაახასიათეთ ღრუბლები.

ღრუბლები დაბალი ორგანიზაციისა და პრიმიტიული აგებულების


მრავალუჯრედიანი ორგანიზმებია. ისინი უმთავრესად ზღვის ცხოველები
არიან, შედარებით მცირე ნაწილი მტკნარ წყლებში ცხოვრობს (სპონგილები).
არსებობს ღრუბლების როგორც კოლონიური ფორმები ასევე ცალადი,
ერთეული ინდივიდები. ამ ერთეულ, ცალად ფორმებს აქვთ კათხის ფორმა,
ერთი ბოლოთი ისინი სუბსტრატზე არიან მიმაგრბული, ხოლო მეორე
ბოლოთი აქვთ ხვრელი- ოსკულუმი. ღრუბლების ერთეულ ინდივიდებს აქვთ
რადიალური, ანუ სხივური, ამავე დროს მრავალსხივრი სიმეტრია. სიმეტრიის
ღერძი გადის ღრუბლების მიმაგრებისა და მისი ოსკლუმის ცენტრებზე.
მათი სხეული მკვრივია, რაც განპირობებულია მათი ჩონჩხის აგებულებით,
რომელიც შედგება კიროვანი, კაჟოვანი, კაჟოვან-რქოვანი, რქოვანი,
სპონგინოვაანი ნივთიერებებისგან. არ აქვთ ქსოვილები და ნერვული სისტემა,
აქვთ მცირე კუნთოვანი ქსოვილი, პიგმენტური უჯრედები, პინაკოციტები,
სკლერობლასტები და სპონგიობლასტები ქმნიან ჩონჩხს, აქვთ სპეციფიკრი
არასასიამოვნო სუნი, რომელსაც თავდაცვის ფუნქცია აქვს, ქოანოციტები,
შოლტების მოძრაობის საშუალებით ქოანოციტები უზრუნველყოფენ
ღრუბლის სხეულში წყლის მუდმივ ნაკადს. პარაგასტრალურ ღრუში წყლის
ნაკადით მოიტანება წვრილი საკვები ნაწილაკები, ბაქტერიები და სხვ.,
რომლებიც შოლტების მოძრაობის შედეგად ხვდებიან ქოანციტების საყელოში
და ფსევდოპოდიებისმაგვარი პროტოპლაზმური გამონაზარდებით
ჩაითრევიან შიგნით. ქოანოციტების პროტოპლაზმში წარმოიქმნება საჭმლის
მომნელებელი ვაკუოლები და ხდება საჭმლის მონელება, ამრიგად
ღრუბლებში უჯრედშგნითა მონელებას აქვს ადგილი.
არიან გაყოფილსქესიანებიც და ჰერმაფროდიტებიც, გაყოფილსქესიანებში
კოლონიებიც ცალსქესიანია. გამრავლება ხდება დაკვირტვით: გარეგანი და
შნაგანი(ჰემულა)-ამფიდისკებში. აგებულების მიხედვით არჩევენ სამ ტიპს,
ასკონური, სიკონური, ლეიკონურ ფორმებს.
ღრუბლების ტიპი მოიცავს შემდეგ რიგებს:1) კიროვანი ღრუბლები-Calcarea,
2) მინიანი, ანუ სამღერძანი კაჟოვანი ღრ.- Triaxonida,3) ოთხღერძანი კაჟოვანი
ღრ.- Tetraxonida, 4) კაჟრქოვანი ღრ- Cornacuspongida, 5) დატოტვილრქოვანი-
Dentoceratida.

+2)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ ჰიდროზოები.

ტიპი:ნაწლავღრუიანები-Coelenterata
ქვეტიპი მსუსხავნი-Cnidaria
კლასი: ჰიდროიდულნი- Hydrozoa
ნაწლავღრუიანთა ტიპისათვის დამახასიათებელ ზოგად ნიშნებს
წარმოადგენენ: სხივური, ანუ რადიალური სიმეტრია, რაც განპირობებულია
მჯდომარე ცხოვრების ნირით, ჰიდროზოები ინარჩუნებენ მრავალსხივურ
სიმეტრიას, მაშინ როდესაც უფრო მაღალი ორგანიზაციის წარმომადგენლებში,
აგრეთვე მჯდომარე მარჯნის პოლიპებში, მრავალსხივიანი სიმეტრია იცვლება
ორსხივიანი და ბილატერალური სიმეტრიითაც კი, რაც დაკვშირებულია
ორგანიზაციის გართულებასთან.
ჰიდროზოა იყოფა ორ ქვეკლასად 1)ჰიდრისმაგვარნი (hydroidea) და
2)სიფონოფორები (Siphonophora).
ჰიდრისმაგვარნი დაყოფილია სამ რიგად 1. ჰიდრები- აქვს წაგრძელებული,
ტომრისმაგვარი სხეული, რომელსაც გაწელვისა და ძლიერი შეკუმშვის უნარი
აქვს. ერთ ბოლოზე აქვს პირი, რომელიც იწოდება ორალურ პოლუსად, პირი
მოთავსებულია პირის კონუსზე, რომელიც შემოფარგლულია საცეცებით,
რომელთაც შეუძლიათ გაწელვა და დამოკლება. ჰიდრების გადაადგილება
შეიძ₾ება მიმდინარეობდეს ორი გზით: პირველ შემთხვევაში- ჰიდრა
ორალური პოლუსით იხრება სუბსტრატისკენ, მიეკვრება საცეცებით, შემდეგ
ფუძე შორდება სუბსტრატს, მიიწევა ორალური ბოლოსაკენ და ისევ
მიემაგრება, მეორე შემთხვევაშ ჰიდრა იხრება ორალური პოლუსით,
მიემაგრება სუბსტრატს, საცეცებით აბორალურ პოლისს სწევს ზემოთ და
გადაიტანს მას მოპირდაპირე მხარეზე. ჰიდრას სხეულის კედელი შედგება
უჯრედების ორი შრისაგან: ენტოდერმისა და ექტოდერმისაგან, რომელთა
შრისაც არის თხელი საყრდენი ფირფიტა. ისინი მრავლდებიან ვეგეტატიურად
და სქესობრივად, ვეგეტატიური გამრავლება ხდება დაკვირტვით. 2.ზღვის
ჰიდროიდული პოლიპები- მტკნარი წყლის ჰიდრებისაგან იმით
განსხვავდებიან, რომ მათ, გარდა პოლიპებისა, დაკვირტვის გზით
უვითარდებათ განსაკუთრებული სასქესო ინდივიდები- მედუზები. ,
3.ტრაქიმედუზები.
სიფონოფორები წარმოადგენენ კოლონიური ზღვის ჰიდროიდების
განსაკუთრებულ ჯგუფს. სიფონოფორები ზღვის თავისუფლად მცურავი
ცხოველებია, რომლებიც უმთავრესდა თბილ ზღვებში გვხვდება, კოლონიები
სხვდასხვა ზომისაა, სიფონოფორის აგებულება შემდეგნაირია: კოლონია
შედგება მთავარი ლულისაგან, რაზედაც სხედან სხვადასხვა აღნაგობისა და
სხვადასხვა ფიზიოლოგიური მნივნელობის ნართაულები.
გამრავლება ხდება შემდეგნაირად: მედუზა „დებს“ გამეტებს, რომელთა
განაყოფიერების შედეგადაც წარმოიქმნება ზიგოტა, შემდეგ ბლასტულა-
პლანულა, რომელიც ემაგრება სუბსტრატს და მისგან ვითარდება პოლიპი,
რომელიც შემდეგ დაიკვირტება და მისგან წარმოიქმნება მედუზა, ზოგ
შემთხვევაში მედუზები არ ტოვებენ თავიანთ კოლონიას და ეს ციკლი
მეორდება.
3)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით
დაახასიათეთ მარჯნის პოლიპები.

მარჯნის პოლიპები წარმოადგენენ ნაწლავღრუანთა ტიპის ერთ-ერთ კლასს.


ნაწლავღრუიანებიდან ისინი ყველაზე დიდ ჯგუფს აწრმოადგენენ. ისინი
მხოლოდ ზღვის ცხოველები არიან და ეწევიან მჯდომარე ცხოვრეაბას. მათი
უმეტესობა კოლონიური ფორმებია. მათი სხეულის სიგრძე სხვადასხვანაირია,
დამახასიათებელია სხეულის ტიპობრივი პოლიპოიდური ფორმა. პირის
ირგვლივ არე შემორტყმულია საცეცების გვირგვინით, ამ ნიშნების მიხედვით
მარჯნის პოლიპების კლასი იყოფა ორ ქვეკლასად 1. რვასხივიანი მარჯნები და
2.ექვსსხივიანი.
ჰიდროიდულ პოლიპებთან შედარებით ისინი უფრო მაღალი განვითარების
ორგანიზმებია და აქვთ მთელი რიგი საერთ ნიშნები სციფომედუზებთან,
მაგრამ განსხვავდებიან თაობათა მორიგეობისა და მედუზური გენერაციის
უქონლობით.
პოლიპის ორალურ პოლუსზე მოთავსებულია ოვალური ფორმის პირი,
მარტოულ პოლიპებშ აბორალური მხარე სუბსტრატზე ემაგრება. პოლიპის
სხეულის კედელი და აგრეთვე საცეცებიც შედგება ექტოდერმის, ენტოდერმისა
და მეზოგლეასგან. მეზოგლეა ძლიერ განვითარებულია და მასში გაბნეულია
ექტოდერმული წარმოშობის უჯრედები. ექტოდერმაში მოთავსებულია
ნერვული უჯრედები, რომლებიც ქმნიან დიფუზურ ნერვულ სისტემას, ისე
როგორც ჰიდრასა და ჰიდროიდულ პოლიპებში. ექტოდერმა და ენტოდერმა
წამწამებითაა შემოსილი. მარჯნის პოლიპებს აქვთ არა მრავალსხივიანი,
არამედ ორსხივიანი სიმეტრია. მარჯნის პოლიპები და სციფომედუზები რიგი
ნიშნების მიხედვით მაღალი ორგანიზაციის ნაწლავღრუიანებია
ჰიდროიდებთან შედარებით. არსებით განსხვავება მარჯნის პოლიპებსა და
სციფომედუზებს შრის აიხსნება მათ სხვადასხვანაირი პირობებით. მარჯნის
პოლპები მჯდომარე ცხოველებია, მედუზები კი თავისუფლად მცურავნი.
ამასთანაა დაკავშირებული მარტივი დიფუზური ნერვული სისტემა მარჯნის
პოლიპებში და გრძნობათა ორგანოების უქონლობა.
მარჯნის პოლიპები მრავლდებიან როგორც უსქესოდ ისე სქესობრივად,
თაობათა მორიგეობა არ ახასიათებთ. ვეგეტატიური გამრავლება
მიმდინარეობს ან დაკვირტვით, ანდა პოლიპის სიგრძივი გაყოფით, ამ
უკანასკნელი წესით მრავლდება მარტოული ექვსსხივიანი მარჯანი-აქტინია.
ისინი არიან ცალსქესიანები.
4)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით
დაახასიათეთ სციფოზოები.

სციფოზოები წარმოადგენენ ნაწლავღრუიანთა ტიპის, მსუსხველთა ქვეტიპის


ერთ-ერთ კლასს. ისინი ძალიან ჰგვანან ჰიდრომედუზებს სხეულის ფორმის
მიხედვით. მათაც აქვთ ქოლგისებური ფორმა ისინი გვხვდებიან თითქმის
ყველა ზღვაში, მაგრამ ჰიდრომედუზებისაგან სციფომედუზები
განსხვავდებიან ზომით, ესენი შედარებით დიდი ზომისანი არიან.
სციფოზოების სხეულის ძირითად მასას შეადგენს მეზოგლეა, რომელიც
უმეტესად წყალს შეიცავს. არ აქვთ იალქანი. მათი ქოლგის კიდეებზე
ჩამოკიდებულია საცეცები. მედუზების უმეტესობა იკვებება პლანქტონის
სხვადასხვა ცხოველებით: კიბოებით, ჭიებით, თევზების მცურავი ქვირითით
და წვრილი თევზებით.
სციფომედუზებში შეიმჩნევა ნერვული რგოლის დიფერენციაცია. აქვთ
როფალიუმი- მცირე ორგანო, რომელსაც აქვს სენსორული ფუნქცია, მასში
მოთავსებულია ოცელები, რომელთაც შეიძლება ითქვას რომ აქვს
მხედველობის ორგანოს ფუნქცია და სტატოლითები, რომელთაც აქვთ
წონასწორობის ორგანოს ფუნქცია.
მათი განვითარება მიმდინარეობს შემდეგნაირად: პირველად მედუზა დებს
კვერცხს საიდანაც წარმოიქმნება პლანულა, შემდეგ ის ემაგრება სუბსტრატს და
წარმოიქმნის სციფისტომას, რომელიც შემდეგ გადის გარკვეულ განვითარების
სტადიებს, შემდეგ წარმოიქმნება ეთერა, საიდანაც საბოლოოდ ყალიბდება
ახალგაზრდა მედუზა.

5)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ კლასი ტურბელარია.

წამწამიანი ჭები, ანუ ტურბელარიები ცხოვრობენ ზღვებსა და ოკეანეებში,


მტკნარ წყალსა და ნიადაგში. ტურბელარიები მტაცებლები არიან, მცირე
ნაწილი კი პარაზიტულ ცხოვრებას ეწევა. ტურბელარიების კლასი
მიეკუთვნება ბრტყელი ჭიების ტიპს. ისინი არიან ორმხრივ სიმეტრიული
ცხოველები. უმეტესად თავისუფლად მცხოვრები ორგანიზმები არიან.
მომნელებელი სისტემა ზოგიერთ რიგში განსხვავებულია, ვხვდებით უხახო
და უნაწლავო, მარტივ ხახაიანსა და სწორ ნაწლავიან, მარტივ ხახიან და
დაუტოტავ ნაწლავიან, დატოტვილ ნაწლავიან და ძალიან დატოტვილ
ნაწლავიან მომნელებელ ფორმებს. მათ არ აქვთ სხეულის ღრუ, სუნთქვისა და
სისხლის მიმოქცევის სისტემები, ასევე არ აქვთ ანალური ხვრელი და უკანა
ნაწლავი. გააჩნიათ კიბისებრი ნერვული სისტემა და ტვინის მსგავსი
ცეფალიკური ჯირკვალი, არიან ჰერმაფროდიტები , აქვთ საკვერცხეები და
ყვითრის ჯირკვლები, რომელთანაც დაკავშირებულია კვერცხსავალი. ასევე
აქვთ მამრობითი სქესისათვის დამახასიათებელი სასქესო ორგანო,
საკოპულაციო ჩანთა, სპერმის სავალი, სათესლეები რომელთანაც
დაკავშირებულია სპერმის არხი. აქვთ პროტონეფრიდიული გამომყოფი
სისტემა, რომელიც ტურბელარიებში სხეულის გვერდებზე მიყვება ორივე
მხარეს და იხსნება გარეთ ნეფრიდიოფორებით. ტურბელარიებში ვხვდებით
ნერვული სისტემის 3 სახეს: 1)ნერვული ბადე სტატოცისტით, 2)
ცერებრალური განგლია და ნერვული ღეროები, 3) ნერვული ბადე 2
ლატერალური ღეროთი და ცერებრალური განთლიით. სხეულის წინა
ნაწილში მოთავსებულია წონასწორობის ორგანოები , ე.წ სტატოცისტები.

6)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ კლასი მონოგენეა.

ექტოპარაზიტული ორგანიზმებია.არიან ბრტყელი მწოველა ჭიები.


მონოგენეზური ეწოდებათ რადგან არ ახასიათებთ თაობათა
მონაცვლეობა,მთელი სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს ერთ ცხოველში(არ
საჭიროებენ შუალედურ მასპინძელს).ზრდასრული ფორმები
ჰერმაფროდიტებია.ისინი არიან ზღვისა და მტკნარი წყლის თევზების
ექტოპარაზიტები(დიგენეზურებისაგან განსხვავებით,რომლებიც
ენდოპარაზიტებია).ბინადრობენ თევზების ლაყუჩებსა და კანზე.(იშვიათად
ამფიბიებისა და რეპტილიების საშარდე ბუშტში).
დამახასითებელი თავისებურებები: ძლიერი მიმაგრების
ორგანოები(მისაწოვრები;კაუჭები);ახასიათებთ 2 ექსკრეტორული
ხვრელი;ზოგიერთს გააჩნია თვალები;დიგენეზურ ტრემატოდებისაგან
განსხვავებით ერთდროულად და ნაკლები რაოდენობის კვერცხებს
დებენ(ზოგიერთი ცოცხლადმშობიარეა).ახასიათებთ პირდაპირი განვითარება.
ახლოს დგანან ტურბელარიებთან,რაზეც მიუთითებს ზოგიერთი
მორფოლოგიური თავისებურება: ნერვული და გამომყოფი სისტემების
აგებულება,პარენქიმულობა; კან-კუნთოვანი პარკი.

7)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ კლასი ტრემატოდები.

8)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ კლასი ცესტოდები.

ცესტოდები მომწიფებულ მდგომარეობაშ გვხვდებიან ხერხემლიან ცხოველთა


ნაწლავებში, ხოლო ახალგაზრდა სტადიებში ცხოვრობენ როგორც უხერხემლო
, ისე ხერხემლიან ცხოველთა მუცლის ღრუში.
ლენტისებური ჭიები იყოფა ორ ჯგუფად: ცესტოდარია- დაუნაწევრებლი
ლენტისებური ჭიები, სხეულის ერთ ბოლოზე აქვთ მისაწოვარი; და ცესტოდა -
დანაწევრებული ლენტისებური ჭიები. ცესტოდების მოგრძო სხეული
ბრტყელი ფორმისაა , რომელიც შედგება თავისა ანუ სკოლექსის, ყელისა და
მთელი რიგი პროგლოდიტებისგან ანუ ნაწევრებისგან. მთელ სხეულს კი
სტრობილა ეწოდება .

ცესტოდების სკოლექსი მასპინძელზე მისამაგრებელი ორგანოა, ამასთან


დაკავშირებით სკოლექსი აღჭურვილია სპეციალური ორგანოებით-კუნთოვანი
ან ქტინოვანი. ზოგიერთს მისაწოვრების გარდა გააჩნია ქიტინოვანი კაუჭები,
რომლებიც განლაგებულია ან ხორთუმზე ან მისაწოვრებზე.
ცესტოდების სხეული სკოლექსის შემდეგ ცოტათი ვიწროვდება- ამ ადგილს
ყელი ეწოდება . მისგან ხდება პროგლოდიტების ზრდა. ცესტოების სხეული
კუტიკულითაა დაფარული , რომლის ქვეშ მოთავსებულია თხელი კუნთები,
ხოლო სასქესო ოგანოების შრის არე ამოვსებულია პარენქიმით.
საჭმლის მომნელებელი სიტემა ცესტოდებს არ გააჩნიათ , რაც პარაზიტულ
ცხოვრებასთანაა დაკავშირებული . ისინი დიფუზურად საზრდოობენ
მასპინძლის მზა საკვებით. მათ , ისევე როგორც საერთოდ ბრტყელ ჭიებს არ
აქვთ სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის სისტემები.
ნერვული სისტემა შედგება სკოლექსში მოთავსებული ცენტრალური კვანძისა
და ამ კვანძდან გამომავალი დატოტვილი სიმებისგან, რომლებიც ერთმანეთს
განივი ტოტებით უერთდებიან.
სასქესო სისტემა ცესტოდებში ჰერმაფროდიტული ტიპისაა. ის ძლიერ
განვითარებულია და ავსებს თითქმის მთელ პროგლოდიტს.
ცესტოდების განვითარების ციკლი: ლენტურების განვითარება
მიმდინარეობს შუამავალი მასპინძლის მონაწილეობით. განვითარება
მიმდინარეობს სამ მასპინძელში- ორი შუამავალი და ერთი საბოლოო
მასპინძელია, რომელშიც პარაზიტი სქესობრივად მრავლდება.
ცესტოდების ლარვები ანუ ფინები ძირითადად ბუშტიან ან უბუშტო
ფორმებს წარმოადგენენ. ცნობილია 5 სახის ფინა: 1. ცისტიცერკი-მასში
ფორმირდება მხოლოდ ერთი სკოლექსი. 2. ცენურუსი; 3. ექინოკოკი 4.
ცისტიცერკოიდი 5. პლეროცერკოიდი

9)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ სავარცხლურები.

სავარცხლურები მიეკუთვნებიან ბირადიალური სიმეტრიის მქონე


ცხოველებს, მათში ჩნდება მესამე შრე, ფორმის მიხედვით ძირითადად
გვხვდებიან ელიფსის ან სფეროს ფორმისანი, მათ საცეცეებში აქვთ
კოლობლასტები და პოლუსებზე განლაგებული სავარცხლურები, რომელთაც
სამოძრაო ფუნქცია აქვთჯ. გააჩნიათ პირი, ხახა, პარაგასტრალური სიღრუე,
გასტროვასკულარული არხები, აბორალური და ანალური არხი, საცეცების
გარსი, რომელიც ეხვევა საცეცებს.

10)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ ნემერტინები.

ნემერტინები ზღვის ცხოველებია, ეწევიან ბენთოსურ(სიღრმეში,ფსკერზე)


ცხოვრებას, ზოგიც კი პელაგურს(ზედაპირზე).
ნემერტინების სხეული დაბრტყელებულია. აგებულებით ახლოს არიან
ტურბელარიებთან, მაგრამ განასხვავებთ სისხლის მიმოქცევის სისტემის
არსებობა.
უმეტესობა მტაცებელია. მსხვერპლის დასაჭერად გააჩნიათ ხორთუმი.
რომელიც წარმოადგენს გრძელ მილს, ჩაბრუნებულია სხეულის შიგნით და
მოთავსებულია ხორთუმის ჩაჩში. ხორთუმის წვერზე აქვს სტილეტი
რომლითაც კლავს მსხვერპლს. ხორთუმის სიგრძე სხეულის სიგრძეს
აღემატება.
ტურბელარიებთან ნემერტინებს აახლოვებთ:
ტიპობრივი კან-კუნთოვანი პარკი, წამწამოვანი ეპითელიუმი, სხეულის ღრუს
არ არსებობა (პარენქიმიითაა ამოვსებული), განასხვავებთ ის რომ ნემერტინებს
გააჩნიათ სისხლის მიმოქცევის სისტემა.
მომნელებელი სისტემა შედგება 3 განყოფილებისგან: ხახა და შუა ნაწლავი,
უკანა ნაწლავი და ანალური ხვრელი.
გამომყოფი სისტემა პროტონეფრიდული ტიპისაა.
ნერვული სისტემა წარმოდგენილია წყვილი თავის განგლიონით.
ნემერტინებს გააჩნიათ თვალები, ცერებრალური ორგანოები(ქიმიური
შეგრძნებისთვის) და სტატოცისტები (წონასწორობის შეგრძნებისთვის).
სასუნთქი სიტემა არ გააჩნიათ ამიტომ კანით სუნთქავენ.
გაყოფილსქესიანები არიან. სასქესო ჯირკვლები მოთავსებულია სხეულის
სიგრძეზე. განლაგებაში შეიმჩენვა მეტამერია (განმეორება). წყალში
ნაყოფიერდებიან. კვერციხდან გამოდის ლარვა-პილიდი წამწამებითაა
შემოსილი. პილიდი ვითარდება მეტამორფოზულად.
ნემერტინები შეიძლება განვიხილოთ როგორც პირველადპირიანები
რომლებიც წარმოიშვნენ ბრტყელი ჭიებისაგან.

11)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ ციბრუტელა ჭიები.

მცირე ზომის ცხოველებია, მათი უმრავლესობა მტკნარი წყლის ბინადარია,


მცირე ნაწილი ცხოვრობს ზღვებშიც. ცხოვრების ნირის მიხედვით ციბრუტელა
ჭიებში ვხვდებით პლანქტონურ, ბენთოსურ ფორმებს. ამ უკანასკნელებში
ვხვდებით როგორც მცოცავ ისე მჯდომარე ფორმებს.
ციბრუტელების სხეულის ფორმა და აგებულება სხვადასხვანაირია, რაც
დაკავშირებულია მათი ცხოვრების ნაირგვარ პირობებთან. უფრო მეტად მათი
სხეული წაგრძელებული, კვერცხისმაგვარი ან თითისტარისებური ფორმისაა.
პლანქტონურ ფორმებს ხშირად აქვთ მრავალგვარი დანამატი რაც ადიდებს
სხეულის ზედაპირს . ამას მნიშვნელობა აქვს წყალში მოტივტივე
ფორმებისათვის. მჯდომარე ფორმებს აქვთ შალითები, რომლებშიც
მოთავსებულია მათი სხეული.
მათი სხეული იყოფა სამ განყოფილებად: თავის, ტანის და კუდის(ფეხის).
თავის განყოფილებაში მოთავსებულია პირი. ციბრუტელებისათვის
დამახასიათებელია წამწამოვანი მბრუნავი აპარატი, რომელიც შედგება
წამწამების ორი გვირგვინისაგან, რომელთაგან ერთი მოთავსებულია პირის
წინ, მეორე კი უკან. წამწამების მოციმციმე მოძრაობა გარკვეული
მიმართულებით იწვევს ციბრუტელას გადაადგილებას და ასევე წყლის ნაკადს,
რომელშიც ითრევს საკვებად გამოსადეგ წვრილ ორგანიზმებს. ზოგიერთ
ციბრუტელას თავის განყოფილებაზე აქვს მგრძნობიარე ჯაგრები და ერთი ან
ორი პიგმენტური თვალაკი.
ტანის განყოფილება დაფარულია უფრო სქელი კუტიკულით, რომელიც
ზოგიერთ ფორმაში წარმოქმნის სხვადასახვაგვარი გამონაზარდებით
აღჭურვილ ჯავშანს.
კუდის განყოფილება- წარმოადგენს სხეულის წაგრძელებულ ნაწილს,
ელასტიურია და მთავრდება გამონაზარდებით, რომელთა საშუალებითაც
მჯდომარე ციბრუტელა სუბსტრატს ემაგრება. ციბრუტერლებს აქვთ
კუნთოვანი ბოჭკოები, რომლებიც იწვევენ სხეულის მოღუნვას და გაშლას.
მათ აქვთ მკვეთრად გამოხატული სხეულის ღრუ- შიზოცელი.
საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება სამი განყოფილებისგან - წინა, შუა
და უკანა ნაწლავებვისგან. ეს უკანასკნელი თავდება ანალური ხვრელით,
რომელიც მოთავსებულია ზურგის მხარეზე ფეხის დასაწყისთან.საკვები
გაივლის პირს- წამწამებით ამოფენილ მოკლე ხახას- ჩიჩახვს, რომელიც
ამოფენილია ქიტინით და ქმნის ქიტინოვან ყბებს, რომლებიც საკვებს
აქუცმაცებენ- საყლაპავი მილი-კუჭი-უკანა ნაწლავი.
გამომყოფ ორგანოებს წარმოადგენენ პროტონეფრიდიები, რომელთა
სადინარები იხსნება საშარდე ბუშტში.
ციბრუტელებში ნერვული სისტემა წარმოდგენილია ხახისზედა კვანძით,
რომლიდანაც გამოდიან ნერვები სხვადსხვა მიმართულებით.
ციბრუტელები გაყოფილსქესიანებია და ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული
სქესობრივი დიმორფიზმი. მამრები ჩვეულებრივ უფრო მცირე ზომისა არიან
ვიდრე მდედრები. ციბრუტელებისთვის დამახასიათებელია
განაყოფიერებული და პართენოგენეზური თაობების მონაცვლეობა, ეგ.წ.-
ჰეტეროგონია.

12)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ ნემატოდები.

ნემატოდები ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. ბინადრობენ მტკნარ


წყლებსა და ზღვებში, ასევე ნიადაგში. ზოგიერთი მთგანი მცენარეთა,
ცხოველთა და ადამიანთა პარაზიტია. ნემატოდებს აქვთ წაგრძელებული
თითისტარისებური ან ძაფისებური სხეული, რომელიც განივ ჭრილში
მრგვალი ფორმისაა.
პირი მოთავსებულია სხეუკლის წინა ბოლოზე, ანუსი კი მუცლის მხარეზე.
სხეულის ნაწილს ანალური ხვრელიდან უკან კუდი ეწოდება.
კან-კუნთოვანი პარკი შედგება კუტიკულის, ჰიპოდერმის და კუნთოვანი
უჯრედების ერთი შრისაგან. კუტიკულას აქვს დამცველობითი ფუნქცია. მის
ქვეშ არის მოთავსებული ჰიპოდერმა. ჰიპოდერმის ქვეშ მოთავსებულია
სიგრძივი კუნთოვანი უჯრედების ერთი შრე. მათი შეკუმშვით ნემატოდებს
შეუძლიათ შეიცვალონ სხეულის ფრომა- დამოკლდნენ ან დაგრძელდნენ. კან-
კუნთოვანი პარკის შიგნით კი სხეულის ღრუა, სადაც მოთავსებულია შინაგანი
ორგანოები: საჭმლის მომნელებელი და სასქესო სისტემა.
სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის ორგანოები ნემატოდებს არ გააჩნია.
ხოლო რაც შეეხება საჭმლის მომნელებელ აპარატს, ის იწყება პირის ღრუთი
და მთავრდება ანუსით.
ზოგიერთი ნემატოდი იკვებება ბაქტერიებით. ასევე არსებობენ მტაცებლები
და პარაზიტები.
გამომყოფი ორგანოები პროტონეფრიდული ტიპისაა. გამოყოფის ფუნქციას
ასევე ასრულებენ ფაგოციტური უჯრედები.
ნერვული სისტემა წარმოდგენილია ხახისირგვლივი რგოლით, რომელიც
შედგება ნერვული ბოჭკოებისა და ნერვული უჯრედებისაგან.
გრძნობათა ორგანოები სუსტადაა განვითარებული, არიან ცალსქესიანები.
მამრი მცირე ზომისაა. ზოგს აქვს სასქესო ბურსა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს
სქესობრივი შეუღლების დროს.
კვერცხი, რომელიც განაყოფიერდა მდედრის საშვილოსნოში, გამოიყოფა და
მისი შემდგომი განვითარება მიმდინარეობს გარემოში. ზოგ ფრომაში
ემბრიონული განვითარება მიმდინარეობს საშვილოსნოში და ამ დროს
ადგილი აქვს ცოცხლადმშობიარობას.

13)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ თავეკლიანი ჭიები.
თავეკლიანი ჭიების 500-ზე მეტი წარმომადგენელია ჩვენთვის ცნობილი.
აკანთოცეფალების ტიპი წარმოდგენილია ერთი კლასით, რომელიც იყოფა სამ
ქვეკლასად: 1) Neoechinorhynchinea (ნეოექინორინქინეა) 2) Echinorhynchinea
(ექინორინქინეა) 3) Giganthorhynchinea (გიგანტორინქინეა).
აკანთოცეფალები ბილატერალური სიმეტრიის მქონე ცხოველებია. მათი
მთელი სხეული დაფარულია კუტიკულით. კან-კუნთოვანი პარკი შედგება
სიგრძივი და რგოლური კუნთების სისტემისგან. საჭმლის მომნელებელი
სისტემა არ არის და იკვებება ოსმოსურად. აქვს ვრცელი პირველადი ღრუ,
რომელშიც მოთავსებულია სასქესო ორგანოები და მათი პროდუქტები. არ
არსებობს სისხლის მიმოქცევის სისტემა, ზოგიერთ ფორმას არ აქვს არც
გამომყოფი სისტემა. ნერვული სისტემა შედგება თავის განგლიონისა და
მისგან წინ და უკან გამომავალი რამდენიმე წყვილი ნერვული სიმისაგან.
სხეულის წინა ბოლო აღჭურვილია ხორთუმით, რომელსაც ქიტინოვანი
კაუჭები გააჩნია. აკანთოცეფალები ცალსქესიანები არიან.

14)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ უსარტყელო რგოლოვანი ჭიები - პოლიქეტები.

ტიპი-რგოლიანი ჭიები (Annelida) : ბილატერალური სიმეტრიის მქონე


ორგანიზმები. გააჩნიათ -სამი ჩანასახოვანი შრე. წარმოადგენენ
პროტოსტომებს.
მათთვის დამახასიათებელია: 1) როგორც სხეულის, ასევე შინაგანი
ორგანოების სეგმენტაცია ანუ მეტამერია. 2)სხეულის მეორეული ღრუ,
ცელომი. 3) კარგად განვითარებული სისხლის მიმოქცევის სისტემა. 4)
სეგმენტურად განლაგებული გამომყოფი ორგანოები-ნეფრიდიები.
იყოფიან 2 ქვეტიპად:1) უსარტყელო (aclitelata) და 2) სარტყელიანი (clitelata)
რგოლოვანი ჭიები. უსარტყელო რგოლოვანი ჭიები იყოფიან 2 კლასად :
პოლიქეტიები და ექიურიდები.
კლასი: პოლიქეტიები(polychaeta) ანუ მრავალჯაგრიანი ჭიები.
ბინადრობენ ზღვებში. (იშვიათად მტკნარ წყალში).ძირითადად წარმოადგენენ
მტაცებელ ცხოველებს. უმეტესობა გაყოფილსქესიანია,დამახასიათებელია
სქესობრივი დიმორფიზმი. გააჩნიათ წაგრძელებული, ჭიისმაგვარი სხეული,
რომელიც ნაწილობრივ დაბრტყელებულია. სხეული იყოფა 3 ნაწილად, თავის,
სხეულის და ანალურ ნაწილად. თავის ნაწილზე მოთავსებულია -პირი,
თვალები, საცეცები. სხეულის სეგმენტებზე მათ გააჩნიათ პარაპოდიები,
რომელთა საშვალებითაც ისინი ცოცავენ ან ცურავენ. პარაპოდიები
წარმოადგენენ პირველად კიდურებს, რომელთაც ასევე გააჩნიათ სუნთქვის
(სუნთქვა ასევე კანით) და ასევე ყნოსვის ფუნქციაც. აქვთ კარგად
განვითარებული გრძნობის ორგანოები. სისხლის მიმოქცევის სისტემა,
როგორც დახურული ასევე ღიაც. საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება :
პირის ღრუ, ხახა, შუა და უკანა ნაწლავი. ნერვული სისტემა შედგება ხახის
ზედა განგლიონი-ანუ თავის ტვინი, ხახის ქვეშა განგლიონებისაგან და ასევე
მუცლის ნერვული ძეწკვისაგან. მათი გამრავლება ხდება სქესობრივად
(იშვიათად უსქესოდ) გარეგანი განაყოფიერებით. განვითარება
მეტამორფოზით. ლარვას ეწოდება ტროქოფორა.
2 ქვე კლასი
1.მოხეტიალე პოლიქეტები ( erratina): კარგად განვითარებული პარაპოდიები
და ლაყუჩები მთელი სხეულის სიგრძეზე.
2.მჯდომარე პოლიქეტები(sedentaria): სუსტად განვითარებული პარაპოდიები.
ლაყუჩები სხეულის ზოგიერთ ნაწილას. ემაგრებიან ქვებს, მოლუსკების
ნიჟარებს.

15)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ სარტყლოვანი რგოლოვანი ჭიები - ოლიგიქეტები.

უმრავლესობა_ნიადაგებსა და მტკნარ წყლებში, სადაც ისინი ეწევიან


ბენთოსურ ცხოვრებას.
კვება_მცენარეული საკვებით, დამპალი ნაწილებით.
აგებულება- ჰომონომური სეგმენტაცია სეგმენტების დიდი რაოდენობით, წინა
ბოლოზე- თავის ლოპოტია- პროსტომიუმი. კანი მდიდარია ერთუჯრედიანი
ლორწოვანი ჯირკვლებით, ამიტომ კანი მუდამ სველია, ეს მნიშვნელოვანია
მთხრელი ფორმებისთის. თავის ნაწილთან ახლოს ერთგვარი რგოლისებური
გამსხვილება წარმოიქმნება, რომელსაც ქვია სარტყელი ანუ clitellum, გამოყოფს
ლორწოს, რომელიც გარს ეხვევა ჭიას განაყოფიერების დროს და ხმარდება
საკვერცხეების პარკის წარმოქმნას. არ აქვთ პარაპოდიები. აქვთ ჯაგრები დიდი
რაოდენობით.
კან-კუნთოვანი პარკი პოლიქეტების მსგავსი აქვთ, მაგრამ ახასიათებთ
გვერდითი სიგრძივი კუნთები. სხეულის ღრუ-ტიპობრივი სეგმენტ. კოელომი.
საჭმ. მომნ. სისტ წინა ნაწილი: ხახა, საყლაპავი, ჩიჩახვი, კუჭი, უკანა ნაწლავი.
საყლაპავში იხსნება კირის ანუ მორენის ჯირკვლების სადინრები. ეს კირი
ანეიტრალებს საკვების მჟავიანობას. სუნთქვა-კანით. ზოგი სუნთქავს
ლაყუჩებით, სხეულის უკანა ნაწილშია.
სისხლ. მიმოქც. კარგადაა განვით. კანი მდიდარია კაპილარების ქსელით.
გამომყოფი სისტემა: მეტანეფრიდიული ტიპისაა.
ნერვ.სისტ. მუცლის ნერვული ძეწკვი, თავის განგლიონთან შეერთებულია
ხახისირგვლივი კომისურებით. აქვს მგრძნობიარე უჯრედები სხეულის მთელ
ზედაპირზე.
სასქ სისტემა: ჰერმაფროდიტები. მამრობითი_ 2წყვილი პატარა სათეესლეები.
თითოეულთან ახლოს თესლგამომთხევი არხის ძაბრები.
მდედრებს აქვთ წყვილი საკვერცხე. აქვე იწყება კვერცხსავლების ძაბრები,
ასევე თესლმიმღები.
ახასიათებთ ჯვარედინი განაყოფიერებაც და ვეგეტაც გამრავლებაც.

16)სისტემატიკის, ცხოვრების ნირისა და მორფოლოგიის მიხედვით


დაახასიათეთ სარტყლოვანი რგოლოვანი ჭიები - წურბელები.

უმრავლესობა-მტკნარ წყლებში, ზოგი ზღვებში და პარაზიტობს თევზის


კანზე. არიან თავისუფლად მცხოვრებნი, მტაცებლები ან დროებითი
პარაზიტები. აქვთ გაბრტყელებული სხეული, როგორც ბრტყელ ჭიებს. წინ
აქვთ მისაწოვარი, ცენტრში პირით, უკან- ძლიერ განვით მეორე მისაწოვარი,
ანალური ხვრელი მის ზემოთ, ზურგის მხარეზე იხსნება.
არ აქვთ არც პარაპოდიები არც ჯაგრები. ემჩნევა ხშირი ჭდეები.
კან-კუნთ პარკი_კანის ეპითელიუმი და მუსკულატურა.
ნამდვილი სისხლ მიმოქც სისტ აქვს 2 რიგს: ჯაგრიანებს და ხორთუმიანებს,
ხოლო ყბიანებში შეცვლილია ლაკუნურით. ლაკუნის სითხე ძირითადად
წითელია შეიცავს ჰემოგლობინის ხსნარს.
გამომყოფი: მეტანეფრიდიული ტიპისაა. მეტამერულად განლაგებული
გამომყოფი არხები. მომნელებელი: 3 ნაწილისგან: წინა, შუა და უკანა ნაწლავი.
ნერვ სისტ: წყვილი ხახისზედა განგლიონი, ხახისირგვლივი კომისურები და
ხახსიქვედა კვანძი- მუცლის ნერვული ძეწკვის დასაწყისი.
გრძნობ ორგ_ მგრძნობიარე ეპით უჯრ ანუ კათხისებური ორგანოებით. ზოგს
ქიმიური ზოგს შეხების ორგანოს ფუნქცია. წინა სეგმენტზე მოთავსებული ეს
ორგანო შეილება გადაიქცეს თვალად.
სასქ სისტ ემსგავსებიან მცირეჯაგრიანებს, რომლებიც ჰერმაფროდიტია.
სარტყელი მხოლოდ გამრავლების პერიოდში ემჩნევათ.
მამრობითი ორგანიზმში რამდენიმე წყვილი სათესლე გამოდის.
სპერმატოზოიდები თითისტარისებურ პარკბში- სპერმატოფორებში-ეს ან
მოხვდება მდედრობით სასქ ხვრელში ,ან შეასობს კანში.
მდედრ: წყვილი საკვერცხე, კვერცხგამტარი, საშვილოსნო, საშო. საშო გარეთ
გამოდის მუცლის მხარეზე მდედრობითი სასქესო ხვრელით, კვერცხებს დებენ
განსაკ პარკებში, რომელთა შიგნით მიმდინარეობს ჩანასახის განვითარება.
განვითარება არაპირდაპირი. ლარვები რჩებიან პარკებში, ხდება მათი
გარდაქმნა. აქვთ წამწამები და პროტონეფრიდიები.

You might also like